სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jan 24 2026, 09:25 AM
პოსტი
#4801
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,268 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ამგვარად, ყოველი კეთილმსახური მარადის ლოცვად უნდა წარმოთქვამდეს იესოს სახელს, გონებითაც და ენითაც, დგომის დროსაც, მგზავრობის დროსაც, ჯდომის დროსაც და მაშინაც, როცა წამოწოლილია. რასაც უნდა ამბობდეს თუ აკეთებდეს, მართებს, რომ საკუთარ თავს ეს ლოცვა აიძულოს. ამით იგი მშვიდობასა და სიხარულს მოიპოვებს, როგორც ამას ამ ლოცვის თაობაზე მზრუნველთა გამოცდილება გვიჩვენებს.
ეს ლოცვა აღემატება ყველა იმ საქმეს, რაც კი ხორცში მყოფმა ადამიანმა შეიძლება მოიმოქმედოს, თვით მონაზვნობასაც კი. სწორედ ამიტომ, ყველას - სამღვდელოებასაც, მონაზვნებსაც და საეროთაც, განსაზღვრულ დროს, შესაძლებლობისამებრ მართებთ ამ ლოცვის აღვლენა. მონაზვნებმა, არიან რა განწესებულნი სწორედ ამისთვის და გარდაუვალად მართებთ რა მისი აღსრულება, დაე ისწრაფონ ამ ლოცვის აღსავლენად. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მშფოთვარე მორჩილება ექნებათ მათ დაკისრებული. დაუცხორმელად ილოცონ მათ უფლის წინაშე, თუნდაც რომ ოცნებებში იყვენენ წასულნი, ან შეცბუნებულნი იყვნენ, ან თუ მათი გონება წარტყვენილ იქნეს, თუნდაც რომ მტრისგან ცდუნებულნი უზრუნველობას იყვნენ მიცემულნი, და დაუბრუნდნენ ლოცვას და იხარონ ამ დაბრუნებით!“ /წმ. სვიმეონ თესალონიკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 25 2026, 10:56 AM
პოსტი
#4802
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,268 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ჩვენ, როგორც მონაზვნებმა, თავი ღმერთს მივუძღვენით. რასაც ახლა გეტყვით, გადაჭარბებულად ნუ მიიჩნევთ და გულგრილად ნუ მოეკიდებით: სამწუხაროდ, არ გვაქვს სწორად შეფასებული ჩვენი ცხოვრების მიზანი და ამიტომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა არ ემსახურება ჩვენს ცხონებას. ჩვენ არ აღვასრულებთ ისეთ საქმეს, - ვგულისხმობ მნიშვნელოვანი საქმე, - რომელიც გვაიძულებს, დრტვინვასა და უკმაყოფილების გულისსიტყვებს დავუპირისპირდეთ. მსგავსმა აღიარებამ და გაცნობიერებამ უნდა გვიბიძგოს, აღვასრულოთ ისეთი საქმე, რომელიც კარს გაუღებს საღვთო მადლს, რათა სრულგვყოს და გაგვხადოს „შვილ ღმრთისა შეუგინებელ“. არ გვაქვს აღსრულებული მნიშვნელოვანი საქმე სიმდაბლეში, საკუთარი თავის შეფასებაში, სულიერ საკითხავში, ლოცვაში. რაც კი გაგვიკეთებია, ყველაფერში ჯერ კიდევ საბავშვო მდგომარეობაში ვიმყოფებით. ცხონების საქმეში ჩვენი მონაწილეობა ერთობ მცირეა. ყველაფერს ღმერთი აღასრულებს, ჩვენ კი ერთგვარი პასიური პოზიცია გვიჭირავს. ჯერაც ვერ გავმხდარვართ მჭიდრო თანამზრახველნი ყოვლადძლიერი და ყოვლისმცოდნე ღმერთისა. ის კი თავს იდებს, რომ ჩვენ, მისი მადლის უგულებელმყოფელნი, ჩვენი ცხონების თანამზრახველად გვაქციოს! საღვთო მადლი, ჩვენი თავისუფლების პატივისმცემელი, ჩვენს თანამშრომლობას ითხოვს. უბრალოდ, ჩვენ აქამდე პასიური პოზიცია გვეჭირა. არათუ დადებითად არ გვითანამშრომლია, არამედ ხშირად ჩვენი თანამშრომლობა უარყოფითიც კი ყოფილა. ვიცით, რომ უნდა ვითანამშრომლოთ საღვთო მადლთან, დაწყებული ყველაზე პრაქტიკული საქმით, როგორიც არის თეფშების რეცხვა, ყველაზე სულიერის ჩათვლით, როგორიც საღვთო ზიარებაში მონაწილებობაა? წმინდა მამები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ აღნიშნულ თანამშრომლობას. „მომეც მე, შვილო, გული შენი“, რასაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს, ჩვენი მხრივ, განპირობებულია ფიცხელი შრომით, თავგანწირვითა და ღვაწლით. მოდით, გამოვეხმაუროთ საღვთო მოწოდებას, მოდით, გავუწოდოთ თანამშრომლობის ხელი ჩვენს ზეციურ მამას, რათა გავხდეთ „შვილ ღმრთისა შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა“. /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
გუშინ, 10:57 AM
პოსტი
#4803
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,268 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მოძღვარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შინაგან მორჩილებას ანიჭებდა. მოწესე მოძღვრის სულს უნდა ითვისებდეს და ითავისებდეს. საკუთარი აზროვნების წესი მოძღვრის აზროვნების წესს უნდა გაუიგივოს. ამგვარად მიაღწევს განუსჯელ მორჩილებას. ეს არის მოწესის წარმატების საიდუმლო გასაღები, მორჩილება კი არის მისი საფუძველი. მორჩილებით იწყება ყველაფერი. მორჩილებასვე მოაქვს ლოცვა, როგორც ვთქვით.
ბერი ემილიანე სიმონოპეტრელი ამბობდა: „მორჩილება ის ელემენტია, რომელიც სულიერი ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავს. ამიტომაცაა, რომ მონაზონს მორჩილი ეწოდება, ხოლო მონაზვნურ ცხოვრებას - მორჩილება, ამიტომაც პირველ ადგილზე დგას მორჩილება, განუსჯელი მორჩილება, შინაგანი მორჩილება და არა მარტო გარეგნული დაქვემდებარება. როდესაც ვამბობთ მოწესეს, ვგულისხმობთ მორჩილ ადამიანს, იმას, ვინც თავი სრულად გააიგივა ღმერთის მსახურ ადამიანთან. ბერი იოსები უბრალო და პრაქტიკულ რჩევას გვაძლევდა ხოლმე - მოძღვრის ხსოვნა მის არყოფნაშიც შეგვენარჩუნებინა. ეს მოწესეს იმაში ეხმარება, რომ მოძღვრის აზროვნების, მისი სულის მორჩილება ისწავლოს. „მოძღვარი აქ რომ იყოს, როგორ მოვიქცეოდი? რას გავაკეთებდი მის აქ ყოფნაში?“. /არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th January 2026 - 05:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი