სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Feb 13 2026, 11:42 AM
პოსტი
#4821
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,349 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მრავალს ჰგონია, რომ ერისკაცთათვისაც შეიძლება იმის მიღწევა, რასაც მონაზვნები აღწევენ, რაც, რა თქმა უნდა, მცდარია, რადგან, როგორც წმინდა მამა [იოანე სინელი] ამბობს, ერისკაცთაგან ვინ აღასრულა იმდენი სასწაული და ვინ მიაღწია იმ სიმაღლეებს, რომლებსაც აღწევდნენ სოფელს განშორებულები.
ერში მცხოვრებს შეუძლია უყვარდეს უფალი, მაგრამ არ ისე, როგორც მონაზონს. უფლის მოყვარე ერისკაცი ისეთ მეგობარს ჰგავს, რომელსაც უყვარხარ, მაგრამ ომში ვერ გამოგყვება, რადგან შენთან ერთად თავისი სახლ-კარიც უყვარს და ვერ ტოვებს მას. ასევე შეუძლებელია, ერისკაცმა თქვას, რომ ის სრულად ასრულებს სახარებისეულ მოწოდებებს. თუ ქრისტიანი ქრისტეს მსგავსების გამო გვეწოდა, მაშინ ქრისტეს მსგავსებაში ვერავინ შეედრება მონაზონს. ერის ადამიანებმა იციან მკვდრების დამარხვა, რაც, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეა, მაგრამ იმას, ვისაც ქრისტემ მოუწოდა, სრულიად მისდევენ მას, ასწავლა არა მკვდრების დამარხვა, არამედ მკვდრების გაცოცხლება. და, როგორც მკვდრების დამარხვას აღემატება მკვდრების გაცოცხლება, ისე აღემატება მონაზონი ნებისმიერ ერში მყოფ ქრისტიანს. მკვდრების გაცოცხლებაში მხოლოდ ხორციელი გაცოცხლება არ იგულისხმება, მონაზონი აცოცხლებს ნათელღებულ ადამიანთა მომაკვდავ სულებს“. /წმ. იოანე სინელის „კიბის“ განმარტებები: არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)/ „ამა წლის 20 იანვარს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის კრების სადღესასწაულო ლიტურგია აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში აღასრულა. სადღესასწაულო მსახურებაზე, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი) დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით და გადაეცა საწინამძღვრო მანტია და კვერთხი.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 14 2026, 11:37 AM
პოსტი
#4822
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,349 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქორწინებასა და მონაზვნობას შორის არჩევანის ზღვარზე
მყოფ გოგონას „შვილო, თუ მერყეობ, იცოდე: შენ უფრო ქორწინებისკენ იხრები, ვიდრე მონასტრისკენ. სამონასტრო ცხოვრება მათთვისაა ვინც არ მერყეობს. წმინდა საბა არ მერყეობდა. არც წმინდა თეოდორა, ქსენია და ეფთვიმია, არც ბევრი სხვა, რომლებიც ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრების მოღვაწენი გახდნენ, არ მერყეობდნენ, რაგან „არა ყოველთა დაიტიონ სიტყვაი ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს“. ამბობ, რომ ხშირად ზიხარ დედასთან ერთად ცეცხლის პირას და წონით „მომხრე“ და „მოწინააღმდეგეს“. მე კი გეტყვი შენ: რამდენიც არ უნდა წონო, ამას „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“ კი არა, სიყვარული წყვეტს. სიყვარული ყოველგვარ მოსაზრებაზე უზენაესია. თუ ქრისტეს სიყვარული არ მიგიყვანს მონასტრულ სიმყუდროვესთან, განმარტოებასთან, მაშინ ამ ქვეყნის სიყვარული დაგაკავებს ქვეყანაზე და მიგიყვანს ქორწინებამდე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც დალოცვილი იქნები სარას, რაქელის და დედაშენის ლოცვით. უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც - სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავდაბლობასაც, ურვასაც, სიღატაკესაც, მორჩილებასაც და სხვა აღთქმებსაც, მხოლოდ იმისათვის, რომ უფალ ღმერთთან შეხვედრის ღირსნი გამხდარიყვნენ! და ამ ვიწრო გზაზე მასთან შეხვედრის ღირსი ხდება სული, როცა გათავისუფლდება, განიწმიდება და გამშვენდება. რისგან უნდა გათავისუფლდეს მეუდაბნოეს სული? ყოველგვარი მიწიერი ბორკილებისა და მიკერძოებისაგან. რისგან უნდა განიწმიდოს? ყოველგვარი ე.წ. ამქვეყნიური და ხრწნადი სიყვარულისაგან, სხეულის, ნათესავების და მეგობრების, თავისი სოფლისა და ქალაქის, მამულის, ტანსაცმლის, საჭმლის, სამკაუელბის სიყვარულისაგან. რითი უნდა გამშვენდეს სული? მარტო ქრისტეს სიყვარულით, რომელიც საკუთარ თავში იტევს ყველა სამკაულს, რწმენის ყველა მარგალიტს, იმედის ყველა ზურმუხტს, ქველმოქმედების ყველა ძვირფას თვალს. მონაზვნის გალეული სხეული მხოლოდ მსუბუქი საბურველია ამ უსაზღვრო ზეციური განძისა. ასე იმიტომ კი არ გწერ, რომ მონაზვნობისკენ გიბიძგო, არამედ, უფრო მეტად იმისათვის, რომ მისგან მოგაბრუნო. რადგანაც, თუკი სულის მერყეობის ჟამს განეშორები სოფელს, გაგიძლიერდება ლტოლვა ამ ქვეყნისაკენ, და მეშინია, რომ დაგძლევს. სხეულით მონასტერში იქნები, სულით კი - სოფლად. სულში არეკლილი წუთისოფელი კი უფრო მეტად მტანჯველია, ვიდრე - რეალური. მადლობა შესწირე უფალს, რომ ვიწრო მონაზვნური ცხოვრების გარდა მან მიგითითა გადარჩენისა და საუკუნო ცხოვრების უფრო მარტივი გზისკენ. მაშ, იარე, შვილო ჩემო, ამ ფართო გზით, რომელიც შენს მოთხოვნებს უფრო მეტად ეპასუხება. იარე ამ გზით, მაგრამ იარე ღვთის შიშითა და უფლისადმი სრული მინდობით. იცოდე: ამ გზასაც ვერ გაივლი ღვთის შეწევნის გარეშე. დაე ღვთის წყალობა იყოს შენზე!“ /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 15 2026, 11:15 AM
პოსტი
#4823
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,349 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ - მამაო, რა არის არასრულფასოვნება?
-არასრულფასოვნება შეიძლება დავყოთ სამ სახედ. პირველი სახის არასრულფასოვნება ვლინდება მწუხარების ფორმით, რასაც ადამიანი მაშინ გრძნობს, როცა სხვაში ხედავს ნიჭებს, წარმატებებს და განსაკუთრებულ ფიზიკურ თუ სულიერ თვისებებს. მეორე სახე ვლინდება როგორც არასრულყოფილების კომპლექსი, რომელიც ტანჯავს ადამიანს, როცა სხვებთან ან რომელიმე იდეალურ ნიმუშთან შედარებით საკუთარ თავში ნაკლოვანებებს აღმოაჩენს. ბოლოს, მესამე სახე წარმოგვიდგება როგორც იმედგაცრუება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან ანგარიშს აბარებს და აღმოაჩენს, რომ გარკვეულ სფეროებში ჩამორჩება. ჩვეულებრივ, როდესაც არასრულფასოვნებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს მისი პირველი სახე. დანარჩენი ორი შეიძლება სიმდაბლის მომტანიც კი გახდეს ადამიანისთვის; ცხადია, ეს მაშინ, როცა საკუთარი თავის გამოკვლევა თვითშემეცნებამდე მიიყვანს და არა იმედგაცრუებამდე. მათთვის, ვინც დაშორებულია ღმერთს, პირველი სახის არასრულფასოვნებას ცუდი გაგრძელება მოჰყვება. ადამიანში იგი არა მხოლოდ მწუხარებას იწვევს, არამედ აღძრავს შურს და სხვისი დაკნინების მცდელობას. ასე რომ, როცა ადამიანი თავისი ძმის წარმატებით უნდა ხარობდეს, ითრგუნება თავისივე შურისა და ბოროტებისგან. მეორე და მესამე სახე ყოველთვის არ არის ცოდვის გამომწვევი. ყველა ადამიანს გვაქვს, იქნებ საბედნიეროდაც, ასეთი სახის არასრულფასოვნება. მთავარია, სიმდაბლით მივიღოთ ჩვენი ნაკლოვანებები. ამდენად, შეიძლება ითქვას, ამ სახის არასრულფასოვნება უარყოფითი მოვლენა კი არ არის, არამედ დადებითი, რადგან საღვთო მადლს იზიდავს, განსხვავებით პირველისგან, რომელიც განდევნის საღვთო მადლს, რადგან ეფუძნება ეგოიზმსა და შურს - „რატომ მე ვერ უნდა შევძლო?“ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი სახის არასრულფასოვნებაში არ გვაქვს აშკარა ეგოიზმის ნიშნები, მაინც არსებობს საფრთხე, არასრულფასოვანი ადამიანი იმედგაცრუებისკენ მიიდრიკოს, რაც ფარული ეგოიზმის ერთ-ერთი სახეა, ანუ იგი არ სცოდავს სხვათა განკითხვით, შურით და ა.შ., მაგრამ მისი გონება სასოწარკვეთისგან ბნელდება და განიზრახავს საძმოს სხეულისგან გამოყოფას, რადგან საკუთარი თავი უღირსად და უუნაროდ მიაჩნია. მსგავსი არასრულფასოვანი ქცევა აზიანებს მონასტერს, რამეთუ სხვებიც აცნობიერებენ მის სულიერ სნეულებას და მასთან ერთად იტანჯებიან. -და რა არის, მამაო, არასრულფასოვნების მიზეზი? -არასრულფასოვნების მიზეზი მრავალია. შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი ან ფსიქოლოგიური ტრავმა. მას ასევე იწვევს ყრმობის ასაკში მიღებული ცუდი აღზრდა. მაგალითად, როცა მშობლები ან მასწავლებელი განუსჯელად კიცხავენ ბავშვს და ეუბნებიან: „შენ უგუნური ხარ, უდღეური ხარ, სხვები შენზე უკეთესები არიან“. ეს ბავშვის ქვეცნობიერში ილექება, რის შედეგადაც მას საკუთარ თავსა და უნარებზე მცდარი წარმოდგენა ექმნება. -მამაო, მონასტერში როგორი მიდგომა უნდა იყოს არასრულფასოვანი ძმის მიმართ? -ნებისმიერი სახის არასრულფასოვნების მიმართ მიდგომა დამოკიდებულია თითოეულის პიროვნულობასა და ხასიათზე. მას, ვინც მოწოდებულია, მართოს არასრულფასოვან ძმებთან დაკავშირებული შემთხვევები (მაგ., მონასტრის ბერი ან სხვა პასუხისმგებელი პირები), დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს: პირველ ყოვლისა, მართებს, დაადგინოს არასრულფასოვნების გამოვლინების ზუსტი დიაგნოზი. არასრულფასოვნების კურნება ძნელია, რადგან იგი ღრმად არის ფესვგადგმული ადამიანის ხასიათში. ბერი ცდილობს, მიუახლოვდეს იმ ძმებს, რომლებიც ამ ვნებით იტანჯებიან, ისინი კი გაურბიან მას. ზოგჯერ დაჟინებით ეწინააღმდეგებიან მის შეგონებებსა და მითითებებს. ზოგ შემთხვევაში სასოწარკვეთილებამდეც კი მიდიან: „თავი დამანებე! ძალიან ცუდად ვარ. ჩემთვის ყოველგვარი იმედი მოკვდა!“ - გაიძახიან ისინი. მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ქაოსში გადადის, მაგრამ ამის გამო სულიერი მკურნალი არც უიმედობაში უნდა ჩავარდეს და არც უნდა მოდრკეს. სნეულების ფორმის შესაბამისად, უნდა შეიცვალოს მკურნალობის მეთოდიც. ხან სიმკაცრეა საჭირო, ხან - ლმობიერება, ხანაც - გულგრილობა, ცხადია, გარეგნული და არა ნამდვილი, როგორც ეს, სამწუხაროდ, მრავალ მონასტერში ხდება. რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა ლოცვა, ბევრი ლოცვა“. /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
გუშინ, 11:34 AM
პოსტი
#4824
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,349 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ხშირად ერისკაცთაგან გამიგია გაკვირვება მონაზვნის შეცდომებზე, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თუ მონაზონია, ე.ი. უცდომელია. ასეთი განწყობა კარგია, მაგრამ მაინც ეკლესიის უცოდინრობიდან მოდის. ეს იმას ჰგავს, კაცმა საავადმყოფოში მყოფ ავადმყოფზე რომ იფიქროს, რადგან საავადმყოფოშია, ე.ი. ჯანმრთელიაო. მონასტერში ყველა განკურნებული როდია. როგორც საავადმყოფოში, ისე მონასტერშიც ზოგი კურნავს და ზოგი მკურნალობს“.
/წმ. იოანე სინელის „კიბის“ განმარტებები: არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th February 2026 - 09:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი