სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Mar 5 2026, 12:01 PM
პოსტი
#4841
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,492 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„უფლების ქონა“ ერული ლიგიკაა. რაც მეტია ადამიანში ერული, მით მეტი რამის „უფლება აქვს“ მას და რაც უფრო სულიერია, მით ნაკლები რამის უფლება აქვს. განსაკუთრებით ბერს: მას მხოლოდ ერთი მოვალეობა აკისრია: არ ჰქონდეს არაფრის უფლება! იმის თქმა მინდა, რომ ბერი არაფერზე უნდა იყოს მიჯაჭვული.
ქრისტეს სიყვარულისათვის ბერი ყოველივეზე ამბობს უარს... ამიტომ, თუკი ის ცხოვრებაში რამენაირი უფლების მოსაპოვებლად იღვწის, უდიდეს შეცდომას უშვებს. ამგვარი ქცევა ხომ შეურაცხყოფს ქრისტესა და მონაზვნობას. ერის ადამიანებს ბევრი რამის უფლება აქვთ და ამიტომაც არიან ერში. მაგრამ, იმას, რაზედაც ბერს, ანდა უბრალოდ, სულიერ ადამიანს, „უფლება აქვს“, იმას ქრისტე მომავალი ცხოვრებისათვის უზოგავს მას. „უფლების ქონის“ ტენდენცია დღეს დამახასიათებელია არა მხოლოდ ერში, თითქმის მთელ ახალგაზრდობისათვის, არამედ ახალგაზრდა ბერებისთვისაც. ზოგიერთმა მათგანმა არც ის იცის, ბერი რისთვის გახდა, ან რას ნიშნავს საერთოდ ბერობა. ამიტომაც მათში გამუდმებით არსებობს ეს „უფლება მაქვს“! ერული სული, (სულიერად) აუხსნელი ლოგიკა, ადამიანური სამართლიანობა - ნებისმიერ საგანთან მიმართებაში ბოჭავს მათ. ეს ადამიანური სამართლიანობა, რომელიც ევროპული სულიდან იღებს სათავეს, დღეს მონაზვნობასაც მსჭვალავს“. /ღირსი პაისი ათონელი/ „ამა წლის 29 იანვარს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტერში მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე სავანის წინამძღვარი, იღუმენია ანა (მაისურაძე)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 6 2026, 11:32 AM
პოსტი
#4842
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,492 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ - მამაო, ხშირად ვპოულობთ სხვადასხვა მიზეზს და ყველგან ცხვირს ვყოფთ, ამით კი მონასტრის სიმყუდროვესა და ჰარმონიას ვაზიანებთ. -ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ ისაა მართებული, რასაც თავად ფიქრობს, იგი გამუდმებით უკმაყოფილოა; მიზეზებს ყოველთვის სხვებში ეძებს. ზოგადცხოვრებულთა მონასტერში დაინახავ, რომ, როცა მონაზონი სულიერად დაკნინდება, იწყებს უკმაყოფილების გამოთქმას მმართველების მიმართ. ბუნებრივია, შეცდომებიც იქნება, მაგრამ ეს ვერასდროს გახდება თავის გასამართლებელი სხვათა განკითხვისათვის. სულიერად დაცემული მონაზონი, ვინაიდან მხოლოდ საკუთარი მოსაზრებისა სჯერა, იმასაც კი განიკითხვას და იმითაც უკმაყოფილოა, რაც ჯეროვანია. ერთ-ერთ ათონურ მონასტერში ვიღაც მონაზონი ბრალს სდებდა წინამძღვარს და ამბობდა, ჭკუიდან გადავიდაო, რადგან იგი საწინამძღვრო ოთახს ტოვებდა და ბაღში სათოხნად მიდიოდა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მხოლოდ პირადი საქმიანობით შემოვიფარგლოთ და არ დავკავდეთ სხვისთვის განკუთვნილი მორჩილებით. იმ შემთხვევაში, თუ ძმას შეწევნა დასჭირდება, სიყვარულითა და თავაზიანად გავუწიოთ დახმარება, თან ყურადღებით ვიყოთ, ძმას გული არ ვატკინოთ. უმჯობესია, გამრუდებულად შესრულდეს საქმე, ვიდრე გულცივობა წარმოიშვას. ასევე, თავი ავარიდოთ მწუხარების გამომწვევ ჩარევებს, ხოლო, თუ ის მოხდება, რომ ძმა რაღაცას გვეტყვის და ამას შეუფერებლად გააკეთებს, ჩვენ, ჩვენი მხრივ, მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ“. /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
გუშინ, 11:31 AM
პოსტი
#4843
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,492 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ყოველი, რომელიც უკან მიბრუნდება, ვერ მიაღწევს ცათა სასუფეველს“, რადგან არ მოუნდა იგი და სასუფეველს მიწა არჩია. ლოთის ცოლს წინ ანგელოზები უძღოდნენ, მაგრამ მან მაინც უკან მოიხედა ზნედაცემული სოდომ-გომორელებისკენ, და ამიტომაც იმ ადგილზე გაქვავდა, რომელი ადგილიდანაც უკან მოიხედა. ეს კი იმის სახეა, რომ ყოველი მონაზონი, რომელიც უკან მიიხედავს, იქვე რჩება და წინ ვერ მიდის, და ამით წყვეტს სრულყოფილებისკენ სწრაფვას. როგორ არ გახდებოდა მარილის სვეტი ის ადამიანი, რომელმაც ანგელოზს სოდომ-გომორი არჩია, და როგორ მოიპოვებს ის მონაზონი ცათა სასუფეველს, რომელიც ზეცისკენ მიმავალი მიწას მიუბრუნდება“.
/წმ. იოანე სინელის „კიბის“ განმარტებები: არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th March 2026 - 07:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი