IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

245 გვერდი V « < 243 244 245  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი დღეს, 12:12 PM
პოსტი #4881


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,842
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სასაფლაოზე მყოფი მარტო გრძნობს თავს, რადგან მის ირგვლივ მიცვალებულები არიან. ასევე უნდა იყოს სოფლის დამტოვებელი - მისთვის მის ირგვლივ უნდა მოკვდეს სოფელი. სასაფლაოზე ყოფნას ის სარგებელიც აქვს, რომ ხედავ იმ ადამიანთა აღსასრულს, რომლებიც ერთ დროს შენსავით სუნთქავდნენ, ახლა კი მიწაში არიან ჩათესილები, და რა თვისებების მატარებელიც იყო მათი სული, იმ ნაყოფს გამოიღებენ აღდგომისას: კეთილი - კეთილს და ბოროტი - ბოროტს.

გონებას ლაზარეს იმიტომ ადარებს [წმ. იოანე სინელი], რომ ხორციელი გონება ისეა გახრწნილი და შეკრული, როგორც იყო ოთხი დღის მიცვალებული ლაზარე, და, როგორც ხორციელად გახრწნილი ლაზარე აღდგა, ასევე მონაზვნის გახრწნილი და ლაზარესავით სახვევებით შეკრული გონება სოფლის დატოვებით აღდგება.

როგორც ლაზარემ ისმინა უფლის ხმა და ხტუნვა-ხტუნვით გამოვიდა საფლავიდან, ასევე ქრისტიანი, რომელსაც ესმის უფლის ხმა, ხტუნვა-ხტუნვით უნდა ტოვებდეს ამ სოფელს, რომელიც არის ჩვენი ხრწნილების საფლავი. ასევე, როგორც ლაზარე არ აღმდგარა ამქვეყნად უკვდავად, ისე არც მონაზვნის სული არ აღდგება ამქვეყნად უკვდავად. ამიტომ, რაც არ უნდა აღდგეს და განიწმინდოს მონაზვნის სული, მაინც უნდა ტიროდეს სიკვდილის ხსენებით, რათა კეთილად მიაღწიოს ხრწნადობის დასასრულს და უხრწნელებით შეიმოსოს“.

/წმ. იოანე სინელის „კიბის“ განმარტებები: არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

245 გვერდი V « < 243 244 245
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 23 მომხმარებელი (მათ შორის 23 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th April 2026 - 04:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი