სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
დღეს, 11:27 AM
პოსტი
#4901
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,010 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„თუ მონაზონი რამდენიმე მონაზვნურ წესს დაარღვევს, საერო ცხოვრების წესზე გადადის. სამწუხაროდ, ამიტომაც ვხვდებით „მწობრიდან გამოსული“ მონაზვნების ფენომენს. მათგან ვერ იგრძნობ მონაზვნური ცხოვრების სურნელს.
საჭიროების შემთხვევაში, უმჯობესია, მონაზონმა მსახურება გააცდინოს, ვიდრე პირადი კანონი. ერთ-ერთი, რაც ჩვენს პირად კანონს მზაკვრულად უთხრის ძირს, არის გადადება. მეორე დღისთვის კანონის გადადებით ადამიანი ეჩვევა დათმობას, იძენს დამყოლ სინდისს და უმნიშვენლო სირთულის შემთხვევაშიც კი ამბობს: „დღეს არ შემიძლია კანონის შესრულება... მაგრამ არაუშავს, ხვალ შევასრულებ“. შემდეგ „ხვალ“ ხდება „ზეგ“, ხოლო „ზეგ“ – „არასდროს“! ადამიანს თავისი ბუნებით უმოქმედობისა და მცონარეობისკენ აქვს მიდრეკილება. დაე, ვიღვაწოთ და შევინარჩუნოთ, თუნდაც ძალდატანებით, საკუთარი თავი მონაზვნური ცხოვრების გალავანში. გაიხსენეთ რას ამბობს წმ. იოანე სინელი „კიბეში“: „მონაზვნობაი არს იძულებაი ბუნებისაი სამარადისოი“. მონაზონთა გარკვეული ნაწილი პირად კანონს ღვთის წინაშე ვალად მიიჩნევს და, იმის შიშით, რომ ოდესმე კანონი არ გამოტოვოს, აკეთებს „დანაზოგს“, ანუ ისინი კეთილშობილურად ფიქრობენ: „ახლა, როცა შესაძლებლობა მაქვს, მოდი, ზედმეტ სკვნილს შევასრულებ, რათა ავანაზღაურო ის ლოცვები, რომლებსაც ავადმყოფობის დროს ვერ შევასრულებ“. ღვთის თვალში ეს ბავშვური მიამიტობა, ერთგვარი უბრალოებაა, მაგრამ შეეწევა კანონის დაცვას. მსმენია, რომ ღირსი გრიგოლის სავანის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ათანასე იმდენად მოშურნედ და ზედმიწევნით იცავდა პირად კანონს, რომ კიდევ სამი წლისთვის ზედმეტად ჰქონდა შესრულებული იგი! მრავალ მონაზონს, გარდა პირადი კანონისა, წესად აქვს იესოს ლოცვის ყველგან წარმოთქმა: სენაკში, მორჩილებაზე, ეკლესიაში, გზაში და ძილშიც კი. ამრიგად, თითოეული მონასტერი, სკიტი, კელია, სადაყუდებულო არის ლოცვის ერთგვარი „საუნჯე“. მთელი მონაზვნური ცხოვრება შეიძლება დახასიათდეს როგორც ლოცვითი ცხოვრება“. /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 07:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი