IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V < 1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
დავით ივერიელი
პოსტი Jul 30 2006, 11:52 PM
პოსტი #9


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მარიამი
ხო ალბათ... მათ დროს ხომ არ იყო იმდენი ცდუნება რამდენიც დღესაა... sad.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jul 31 2006, 12:26 AM
პოსტი #10


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა
რას ფიქრობთ შესაძლებელია ადამაინი ცხონდეს თუ სამონაზვნო წესით არ ცხოვრობს...


თუ ამ სიტყვებში იგულისხმება საერო ცხოვრებასთან განშორება და მონასტერში წასვლა, მე გავიხსენებ შემდეგ სიტყვებს :

ზუსტად არ მახსოვს ვისი სიტყვებია, მაგრამ ასეთი სიტყვები მაქვს წაკითხული : ყველა როდი ცხონდება მონასტერში, ისევე როგორც ყველა არ წარწყმდება ერში (ძალინ გთხოვთ, თუ იცით ვის ეკუთვნის ეს სიტყვები შემახსენეთ).

ასევე მინდა მოვიყვანო წმ. ეფრემ ასურის სიტყვები: "ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება" - მე მგონი ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია...

შარშან ერთი კვირით ვიყავი კორცხელის "ივერიის ღვთისმშობლის" ხატის სახელობის დედათა მონასტერში (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია). არც კი ვიცი რა სიტყვებით გადმოგცეთ ის თუ რა მივიღე იმ ერთი კვირის განმავლობაში. მონასტერში ყოფნის ერთი წლისა და რამდენიმე თვის შემდეგაც კი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ცალკეა და ის ერთი კვირა - ცალკე. ამ ერთი კვირის განმავლობაში მე ვიგრძენი და ვნახე , თუ რა არის მოყვასის სიყვარული, ვნახე (სამწუხაროდ ვერ ვისწავლე) თუ რამდენად სათუთად უნდა მოექცე თითოეული ადამიანის სულს...

დაუფასებელია მონაზვენბის მიერ საერო ადამიანებისთვის გაწეული ღვაწლი. ჩემთვის ამის ცოცხალი მაგალითი დედა მარიამია (ღმერთმა გააძლიეროს და განმტკიცოს!). მეუფე გერასიმემ კორცხელში ქადაგების დროს მონასტერს ამქვეყნიური სავანე უწოდა. მართლაც, მონასტერი ის ადგილია, სადაც სული წმინდაა დავანებული და ეს, მონასტერში შედგმული პირველი ნაბიჯებისთანავე იგრძნობა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ მიგეღოთ უფლის ის დიდი შემწეობა, რომელსაც ის მონაზვნების ხელით გვიგზავნის.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 31 2006, 01:53 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



საინტერესო თემაა იმედია რომ ჩამოვალ საინტერესო აზრებს დამახვედრებთ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jul 31 2006, 04:41 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ყველა ადამიანი ცხონდება თუ ის იმ ცხოვრების ჯვარს რომელიც უფალმა უბოძა მორჩილებით და თავდაბლობით ატარებს და იცხოვრებს ქრისტიანულად rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 31 2006, 04:14 PM
პოსტი #13


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21




ერთი კითხვა მაქვს კიდევ თქვენთან კეთილო ხალხო... smile.gif

თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს ბერი? მაგალითად ავიღოთ ორი უდიდესი ბერი: გრიგოლ ხანძთელი და სერაფიმე საროველი... რა იყო მათ შორის განსხვავება?
სერაფიმე საროველი შეიმოსა სქემით: ერთხელ როდესაც ქვაზე ლოცულობდა და ერთხელაც მდუმარების აღთქმა დადო... ხშირად გადიოდა უდაბნოში და მხოლოდ სიბერეში მიიღო დედა ღვთისგან კურთხევა, რომ ხალხისთვის სენაკის კარი გაეღო...
გრიგოლ ხანძთელი კი მთელი ცხოვრება ტაძრებიშ შენებაში იყო და ერისკაცებთანაც ხშირი ურთიერთობა ჰქონდა...
უფრო ნათელი რომ იყოს: აი მაგალითად, სამების მამათა მონასტერში(ავლაბარში) ბერებს მჭიდორო კავშირი აქვთ ერის კაცებთან: ელაპარაკენბიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ხოლო ბეთანიის მამათა მონასტერში ბერები ხშირად დებენ მდუმარების აღთქმას და ერისკაცებთან საერთოდ გაწყვეტილი აქვთ კავშირი.

რას იტყვიტ? როგორი უნდა იყოს ბერი?


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jul 31 2006, 05:15 PM
პოსტი #14


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ბერი ან ასეთი უნად იყოს ან ისეთი. ღმერთი ერთისგან ერთს მოითხოვს, მეორესგან - მეორეს, ყველასგან შესაძლებლობის მიხედვით. ორივე შემთხვევა საერო ადამიანისათვის შეიძლება სამაგალითო და მისაბაძი იყოს (რა თქმა უნდა საერო ცხოვრებისთვის მისაღებ ფარგლებში).

ის, რომ სამების ლავრის ბერებს მჭიდრო კავშირი აქვთ საერო ადამიანებთან, ეს ისევ და ისევ ჩვენსავე სასიკეთოდ არის დაშვებული. ზოგიერთი მათგანისთვის ეს შეიძლება მძიმე ჯვარიც კი იყოს, მაგრამ ჩემზე უკეთ გეცოდინება, როგორი მორჩილებით ასრულებენ ამ ტვირთს.

მდუმარება ეს არის ის, რაც მე დღემდე მაოცებს და მხიბლავს... სჯობს სიმაღლიდან მიწაზე ჩამოვარდე, ვიდრე ენისაგან დაეცე (ზირ 20.18)

ჩემი სუბიექტური აზრით, განდეგილი ბერი მდუმარებით უფრო სწრაფად ადის სულიერ კიბეზე, ვიდრე მღვდელ-მონაზონი. ეს ზოგადად, კონკრეტულ შემთხვევებში კი შეიძლება პირიქითაც არის.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 31 2006, 07:29 PM
პოსტი #15


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



IOANA
ციტატა
ის, რომ სამების ლავრის ბერებს მჭიდრო კავშირი აქვთ საერო ადამიანებთან, ეს ისევ და ისევ ჩვენსავე სასიკეთოდ არის დაშვებული.


ცემი აზრიტ საერთოდ ბერ-მონოზონთა არსებობა უფალმა ჩვენს სასიკეთოდ დაუშვა... smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 1 2006, 03:16 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ამ თემაზე ერთ პატერიკს ვიტყვი.მშობლების გარდაცვალების შემდეგ მათ თავისი ქონება ორ შვილს დაუტოვეს.ძმებმა გადაწყვიტეს რომ თავისი ქონება გლახაკთათვის დაერიგებინათ.ერთმა ძმამ მთელი ქონება დაარიგა და უდაბნოში განდეგილად დაიწო ცხოვრება,ხოლო მეორემ ააშენა გაჭირვებულთათვის თავშესაფარი და ყველას თვითონ უვლიდა და ასე ცხოვრობდა.მათი გარდაცვალების შემდეგ ხალხში დაიწყო კამათი თუ რომელი უფრო დიდი წმინდანია და ისინი მივიდნენ მაკარისთან ამ საკითხე.მაკარი დიდმა მრავალი ლოცვისა და მარხვის მერე მიიღო პასუხი რომ ორივე ძმა თანაბრად სათნო ეყო უფალს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 1 2006, 03:39 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



თუმცა უნდა ითქვას რომ ყველაზე უფრო მოკლე და აღმატებული გზა ცხონებისა ეს არის განდეგილობა მდუმარება დაყუდება მესვეტეობა სალოსობა და ა.შ მაგრამ ყველაზე უფრო სახიფათო და ძნელია.ამ ჯვრის ზიდვა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ რადგანაც მათ განსაკუთრებით ებძვის ეშმაკი და ცდილობს ამპარტავნებასა და სხვა ცოდვებში ჩააგდოს ისინი.ამიტომ ადამიანმა უნდა ატაროს ცხოვების ის ჯვარი რომლის ზიდვაც შეუძლია უფლის შეწევნით rolleyes.gif rolleyes.gif

მონაზონი,ბერი ერში იქნება თუ უდაბნოში მას უნდა ახსოვდეს მუდამ მორჩილება თავმდაბლობა სიმშვიდე და სიმტკიცე.ეს ის სათნოებებია,რომლის დაცვის შემთხვევაში იგი ყველანაირ განსაცდელს,საცდურს დასხვა უბედურებას წარმატებით დაახწევს თავს rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ellada
პოსტი Aug 1 2006, 07:01 AM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 26-July 06
წევრი № 18



მარიამი
ციტატა
ჩვენი ახლო წინაპრების მონაყოლი მათ ბებია-ბაბუებზე როგორი ღვთისმოსავები იყვნენ, არავიზე ცუდს არ იტყოდნენ, მარხვას არ დაარღვევდნენ, ბოროტებას არ გააკეთებდნენ, ბევრს ლოცულობდნენ... აი, ასეთი ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც დღეს არავინ იცნობს მათი უშუალო შთამომავლების გარდა, ალბათ ძალიან ბევრი იქნებიან სასუფეველში. მგონი ეს იგულისხმა ელადამ. არა, ელადა?


კი, ზუსტად ამას ვგულისხმობდი მარიამ.

ისე კი სოლომონმა ჩემი სათქმელიც თქვა. მეც ეგრე ვფიქრობ.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Aug 1 2006, 09:24 AM
პოსტი #19


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



solomony
ციტატა
თუმცა უნდა ითქვას რომ ყველაზე უფრო მოკლე და აღმატებული გზა ცხონებისა ეს არის განდეგილობა მდუმარება დაყუდება მესვეტეობა სალოსობა და ა.შ

გეთანხმებით და უბრალოდ ერთს დავამატებ...თუ ყველა ბერი გახდება და განერიდება წუთისოფელს მაშ ვინღამ აღასრულოს უწინარესი დავალება ჩვენი მაცხოვრისა: "წარვიდეთ და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმიდისაითა და ასწავლებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ..."
სახარება მათესი 28:19-20
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 1 2006, 10:37 AM
პოსტი #20


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა, ყველა ბერი ვერ გახდება... არც არის ღმერთისგან ყველა მაგისთვის მოწოდებული. ხომ გახსოვს სახარებიდან, ყველას რომ სხვადასხვა ნიჭები ეძლევა ღმერთისგან?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 8 2006, 11:21 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



solomony
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Aug 9 2006, 06:51 PM
პოსტი #22


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ჩემი აზრით, მონაზვნობა არის ცხოვრების წესი. ადამიანი გინდ ერში ცხოვრობდე, გინდ-მონასტერში ამ წესით უნდა ცხოვრობდე, სამწუხაროდ ეს მხოლოდ მონასტერში ხდება(რა თქმა უნდა, გამონაკლისიც არის ერში).ამიტომაც ვცემ მათ დიდ პატივს, ასე სიწმინდეში რომ ცხოვრობენ..
ბერ-მონაზვნები ძალიან დიდი ძალა არის ერისთვის, როგორც საქართველოზე ამბობენ, მსოფლიოში მონასტერივით არისო, ამ მონასტერში კიდევ უფრო დიდი სავანე არის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 9 2006, 10:24 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ბერ-მონაზვნები ეს ის ხალხია ვინც დებს აღთქმას რომ იქნება უქორწინებელი უპოვარი მორჩილი თავმდაბალი და ა.შ. ისინი საკუთარ ცხოვრებას უძღვნიან ღმერთს და ლოცულობენ მთელი მსოფლიოსათვის.ბერ-მონაზვნობა ეს არის ანგელოზებრივი ცხოვრება დედამიწაზე.ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძვიან საკუთარ თავს ვიდრე არ დაიმორჩილებენ მას და ვიდრე არ დაამარცხებენ საკუთარ თავში სხვადასხვა ვნებებსა და ცოდვით მიდრეკილებებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Sep 5 2006, 09:21 AM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ტალანტი ოდესღაც ფულის ერთეულს ნიშნადა ახლა კი ნიჭის აღმნიშვნელია,

მნიშვნელოვანი ის კი არ არის რა სირთულითა და სისწრაფით მიდიხარ ღვთისაკენ, არამედ ის რომ მაქსიმუმამდე ამოწურო შენი შესაძლებლობები, თუ 5 ტალანტი მოგეცა 5 კიდევ დაუმატო, თუ ათი - ათი, და სახარებიდან ჩანს რომ პატივი ერთიდაიგივეა ორივე მუშაკისთვის...

რაც შეეხება როგორი უნდა იყოს ბერი? რავი მინახავს ისეთი ულტრა თანამედროვე სისტემებით მოწყობილ ოფისში რომ მუშაობს და ისეთიც ნახევარ ცხოვრებას განდეგილობაში რომ ატარებს... მე ვფიქრობ განდეგილობა უფრო ზედა საფეხურია... და მგონია რომ ნებისმიერი ეკლესიური ადამიანი თავისი ცხოვრების ბოლო წლებს ან მესვეტეობაში ან მეუდაბნოებაში უნდა მოიაზრებდეს... ეს მიზანია, გზა კი მრავალი საფეხურისაგან შედგება...

მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ.

თქვენ რას ფიქრობთ რამდენას სწორია ეს აზრი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 5 2006, 10:22 AM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



shota1


ნეტარი სიმონი, თავის მეგობარ, დიაკონ იოვანესთან საუბარში ამბობს "ზღვაში არის შედარებით საშიში და ამასთან წყნარი ადგილებიც: ჩვენ ბერები, წყნარ ზღვაში ვცურავთ , ერში მყოფნი-აღელვებულ ტალღებში , ჩვენ ვცურავთ სიმართილის მზის შუქზე , ისინი კი მიჰქრიან უცოდინარობის ღამეში , ხდება , რომ ერში მყოფნი განსაცდელსა და სიბნელეში ცურვის შიშისგან მეტად ფხიზლობენ , უხმობენ უფალს და ასე გადაარჩენენ ხომალდს "
" ხომალდის გადამჩენებად" სალოსებს მოიხსენებს სალოსობა ერთ -ერთი ყველზა ურთულესი გმირობაა
ასე რომ ბერი თავად საკუთარი სულიერი შესაძლებლობეიდან გამომდინარე ირჩევს გზას მე ასე მგონია , გუშინ მამა ანდრიაზე წიგნს ვკითხულობდი ერთ ერთ თავში ბერი სიმონი ყველა თუ როგორ ურჩევდა მამა ანდრია მას ხალთან ყოფნას
" სულ მეუბნებოდა , რომ არასოდეს არ უნდა ჩაიკეტო , ხალხთან უნდა იყოო. შეგიძლია მათათან ღვთის სიტყვის მიტანა. მე ამის გაკეთება არ შემიძლიაო" ამავე თავში ბერი სიმონი ყვება როგორ განსაკუთრებულად იმოქმედა მამა ანდრიაზე მამათა ცხოვრებიდან ერთმა ამბავმა
"ერთი ბერი აღკვეციდან ოცი წლის განმავლობაში სენაკიდან არ გამოსულა , მერე კი წინამძღვარს უთხრა ,წავალ და ვიმოღვაწევებო .აბა ამ ოცი წლის მანძილზე რას აკეთებდიო?ოცი წელი ვკითხულობდი და რაც წავიკითხე , ახლა საქმით უნად აღვასრულოო."
smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 5 2006, 04:23 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



შეიძლება ერში იყოს მაგრამ სულიერად ასკეტურად ცხვორობდეს ბერი rolleyes.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 5 2006, 04:24 PM
პოსტი #27


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(liliana @ Sep 5 2006, 04:23 PM) *

შეიძლება ერში იყოს მაგრამ სულიერად ასკეტურად ცხვორობდეს ბერი rolleyes.gif

უბრალოდ, ეგ ერში ძალიან ძნელია. ამიტომ ურჩევნიათ ხოლმე, რომ მონასტერში იღვაწონ


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 5 2006, 11:17 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



შოთა 1 შენსმიერ ნახსენებ ტალანტებზე მამა თეოდორეს ქადაგებიდან ხომ არ იძახი.ეგ ისე rolleyes.gif

რაც შეეხება ბერობას მასზე წარმოდგენა რომ შგვექმნას გირჩევთ წაიკითხოთ კიბე იოანე სინელი ასევე უდაბნოს გამოცდილება ბერი იოსებ ათონელი მეოცე საუკუნის წმიდა მამა,რომელიც დიდი ხანი არა რაც გარდაიცვალა.გაოცებული დავრჩი მისი მოღვაწეობით.იგი შეიძლ;ება შევადაროთ სერაფიმე საროველს და სხვა დიდ მამებს მოკლედ თუ წაიკითხავთ თქვენთიტონ გაიგებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V < 1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 08:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი