![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2781
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
საგანგებო მდგომარეობის შესახებ მუხლი 1 1. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების,ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. 2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა. მუხლი 2 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს პეზიდენტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აფრთხილებს მოსახლეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ხოლო გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ამ მომენტიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულად ითვლება. 3. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. 4. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი, რომელიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე,22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს,უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა. დეკრეტის ტექსტი გადაიცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ მაინც. მუხლი 3 1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა აღინიშნოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მოტივები, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა და ტერიტორიული საზღვრები. 2. საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეუძლია გაახანგრძლივოს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ან ვადამდე გააუქმოს იგი. 3. თუ საქართველოს პარლამენტი თვლის, რომ აღარ არსებობს ამ კანონის პირველ მუხლში გათვალისწინებული პირობა, რომელიც საფუძვლად დაედო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, იღებს კანონს მისი გაუქმების შესახებ. 4. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, მისი მოქმედების ვადის გახანგრძლივების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების მომენტიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, და დაუყოვნებლივ ქვეყნდება. 5. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე ძალას კარგავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოცემული ყველა დეკრეტი. მუხლი 4 საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეუძლიათ განახორციელონ შემდეგი ღონისძიებანი: ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას; ბ)დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან;ამასთან, აუცილებლად მისცენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები; გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი; დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე,საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი,რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი,გააძევონ საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან საგანგებომდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ; ე) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს - აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა,ფეთქებადი,რადიაქტიულ ი ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი; ვ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალონ კრებების, მიტინგების,ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი,სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა; ზ) შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, დააწესონ სახელმწიფო საწარმოების,დაწესებულებების და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები; თ) საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე დროებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო აწარმოების,დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით განთავისუფლება, საპატიო მიზეზით დათხოვნის გარდა; დროებით გადაყენებული პირები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს თანამდებობიდან მათი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი; ი) კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ; კ) აკრძალონ გაფიცვების მოწყობა; ლ) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება; მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა, აკრძალონ უნებართვოდ სამხედრო ფორმისა და ეკიპირების საგნების ტარება; ნ) შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი; ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები; ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი; რ) შემოიღონ კომენდანტის საათი; ს) არ დაუშვან საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინე-ბელი მოქალაქეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა; ტ) შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება. მუხლი 5 1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ გააუქმონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ადგილებში მოქმედი ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება. 2. საგანგებო მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სამუშაოთა კოორდინაცია ევალება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს. მუხლი 6 საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურენი, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული. მუხლი 7 1. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები. მუხლი 8 მე-4 მუხლის "გ", "დ", "ვ", "კ" და "მ" -"ჟ" ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9 საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით, საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალები, რომლებიც მოქმედებენ ამ კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. მუხლი 10 1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედების კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, შეიძლება შეიქმნას დროებითი ორგანოები და ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით, დაინიშნოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და/ან კომენდანტი. 2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და/ან კომენდანტი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებენ ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს. მუხლი 11 საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები 2 თვემდე ვადით, რომელთა დახმარება საჭიროა სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების ან კატასტროფების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაციისათვის. მუხლი 12 საქართველოს პარლამენტს ენიჭება უფლება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა. მუხლი 13 1. საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი თავიდან აცილებისათვის, ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას. 2. ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს, კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. მუხლი 14 1. თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება დროებით შეჩერდება,ხოლო მათი ფუნქციების განხორციელება ეკისრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ ორგანოს ან მის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელთაც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვთ: ა) გამოიყენონ მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი; ბ) დროებით შეასრულონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციები; გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში შეიტანონ წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე; დ) კანონმდებლობის შესაბამისად დაიქვემდებარონ შესაბამის ადგილას განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანოები, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული წესით. მუხლი 15 საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. მუხლი 16 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბრის კანონი "საგანგებო წესების შესახებ ("საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები , 1990 წ., 12, მუხ. 364). საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1997 წლის 17 ოქტომბერი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ბექა |
![]()
პოსტი
#2782
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
|
ნოდარიკო |
![]()
პოსტი
#2783
|
![]() Georgia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 ![]() |
N. R.
eg me ar mitqvaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaams |
N. R. |
![]()
პოსტი
#2784
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
ბექა
უწმინდესმა მოგვიწოდა სიმშვვიდისაკენ, კიდევ უფრო ნუ გავანერვიულებთ და აღარ გვინდა ხმალზე ყურება. ვიჯდეთ სახლში და ვილოცოთ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ნოდარიკო |
![]()
პოსტი
#2785
|
![]() Georgia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 ![]() |
tashi mnate tashiiiiiiiii
copireba gexerxeba |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#2786
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ნოდარიკო
ძალიან გთხოვ შეწყვიტე ნერვებზე თამაში ნოდარიკიტო!!! ნუ აიძულებ ხალხს შეურქაცხყოფა მოგაყენოს. და ნუ პროვოკატორობ კიდე |
ბექა |
![]()
პოსტი
#2787
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
|
მნათე |
![]()
პოსტი
#2788
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; ეს შეიძლება ინტერნეტსაც შეეხოს... ციტატა tashi mnate tashiiiiiiiii copireba gexerxeba ხო კანომდებელი რომ არ ვიყავი ვიცოდი ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნოდარიკო |
![]()
პოსტი
#2789
|
![]() Georgia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 ![]() |
me xalxze vizaxi ratom unda damblokot raxan sxva azri maqvs?
egaa demokraatia??? araa eg demokratia ბექა aba ra xmali to qartvelebis winaagmdeg xmals vinc gamoiyenebs shevarcxvine misi yvelaferi |
N. R. |
![]()
პოსტი
#2790
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
N. R. mere ver miexmare? ![]() ნეტა შენ რა იცი და რა გესმის რა საერთოდ დაბლოკეთ ეს უსაქმური ბავშვი, არავინ ხართ აქ? -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მათველა |
![]()
პოსტი
#2791
|
![]() დაიგვიანე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 ![]() |
ნუ შემოგაქ შფოთი ფორუმზე ,
მაინც არ ავყვებით -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#2792
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
შეხსენება ,ყველას რაც,
არ უნდა მოხდეს ეს მართლმადიდებლური ფორუმია! პატრიარქს დავუგდოთ ყური და მას მივებაძოთ სიმშვიდეში! ის ეხლა ყველაზე მეტად განიცდის მაგრამ ემოციებს იოკებს. ჩვენთვისაც ასე აჯობებს. |
N. R. |
![]()
პოსტი
#2793
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
raxan sxva azri maqvs? აქ ყველა ერთ აზრზეა, რომ საშინელება ხდება დღეს ქვეყანაში, ორი აზრი ამაზე არ არის -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ნოდარიკო |
![]()
პოსტი
#2794
|
![]() Georgia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 ![]() |
თათარაშვილი
demokratiaze deben davs da gansxvavebul azrs blokaven da sheuracmkofen |
N. R. |
![]()
პოსტი
#2795
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
შეხსენება ,ყველას რაც, არ უნდა მოხდეს ეს მართლმადიდებლური ფორუმია! პატრიარქს დავუგდოთ ყური და მას მივებაძოთ სიმშვიდეში! ის ეხლა ყველაზე მეტად განიცდის მაგრამ ემოციებს იოკებს. ჩვენთვისაც ასე აჯობებს. დაგვლოცეთ მამაო. გაიხარეთ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ნოდარიკო |
![]()
პოსტი
#2796
|
![]() Georgia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 ![]() |
N. R.
me im azrze var rom mtavrobam kargad ver mosdo mag xalxs |
ბექა |
![]()
პოსტი
#2797
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
me xalxze vizaxi ratom unda damblokot raxan sxva azri maqvs? egaa demokraatia??? araa eg demokratia ბექა aba ra xmali to qartvelebis winaagmdeg xmals vinc gamoiyenebs shevarcxvine misi yvelaferi ხო და მე იმ ქართველისაც რომელიც მოხუცზე ხელს აწევს, მე იმს ქართველის რომელიც ბავშვზე ხელს აწევს, მე იმ ქართველის ქალზე ხომ ხელს აწევს, მე იმ ქართველის ეკლესიაზე რომ გაიწევს!! ეგენი ქართველებში აღარ შედიან და პირადა ჩემთვის არც ის აღარ არის ქართველი ვინც მაგას იცავს კიდე !!!! |
ნოდარიკო |
![]()
პოსტი
#2798
|
![]() Georgia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 ![]() |
N. R.
ratom itxov chems dablokvas? mipasuxe da mere tu ginda dambloke |
ნათია |
![]()
პოსტი
#2799
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
გთხოვთ, დაწყნარდით!
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
sable |
![]()
პოსტი
#2800
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
ნოდარიკო
წყანარად იყავი შენ ნოდარიკო ხარ თუ ვინც ხარ! არ არის საჭირო პროვოკაციები ამ ხელისუფლების შემძრომი ცოტა ხანში ვიცი სადაც შეძრობა! -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი