IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი ეკლესის ტრაგიკული ფურცლები, კომუნისტების მიერ რეპრესირებული ქართული ეკლესია
შოთა
პოსტი Oct 28 2006, 11:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ამ თემაში ვისაუბროთ იმ ეკლესიებსა და სასულიერო პირების ბედის წერაზე, რომლებიც ამ რეპრესის მსხვერპლი გახდენ.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 29 2006, 12:07 AM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



IPB-ს სურათი
როდესაც მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12-მეტრიანი სურათი დაწვა. ეს 1965 წლის 1 მაისს მოხდა. იგი დააპატიმრა სახელმწიფო უშიშროების საგამომძიებლო განყოფილებამ 71-ე მუხლის I ნაწილით და თბილისის №1 იზოლატორში შეასახლა იმავე წლის 12 მაისს. მისადაგებული მუხლი ითვალისწინებდა ანტისაბჭოურ პროპაგანდას.

სამწუხაროდ, მამა გაბრიელის პირადი საქმე, რომელშიც მისი საპატიმროში ქმედება იქნებოდა ასახული, განადგურდა 1978 წლის 20 ოქტომბერს. დამადასტურებელი საბუთი გაცემულია თბილისის №5 საპყრობილის სპეცნაწილის მიერ 2001 წლის 14 მაისს.

დაკითხვისას მან განაცხადა: „ეს ჩავიდინე იმისთვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება, რას დაგიწერიათ „დიდება ლენინს“, კაცს რად უნდა დიდება, უნდა ეწეროს: „დიდება ქრისტე ღმერთს“. ამ სიტყვებმა საგამოძიებო ორგანოებში ეჭვი დაბადა, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, გადაგზავნილ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე, სადაც ბერმა დაჰყო 1965 წლის 3 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე.

ინტერესმოკლებული არ იქნება გაგაცნოთ ამონაწერი მისი ავადმყოფობის ისტორიიდან, რომელიც გაცემულია 1966 წლის 19 იანვარს.

„...დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით... თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრისას ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. განყოფილებაში განმარტოვებულია, თუ კი ვინმე გამოელაპარაკა, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზბეს, ხატებს“.

სრულიად ნათელია რა იყო საფუძველი ბნელი ჟამის ათეისტური მთავრობისათვის, რომ ღვთისმსახური ავადმყოფად შეერაცხათ, თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამ შემთხვევაზე იტყვიან, ყოველივე ამან იხსნა ბერი დახვრეტისაგან. იგი 24 საათში უნდა დაესაჯათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა თავისი ერთგული მონა მტარვალთაგან და სიკვდილს გადაარჩინა, რათა ხალხისათვის სწორი გზის მიმნიშნებელი შეენარჩუნებინა.



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 29 2006, 12:50 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მე მთელი წიგნი წავიკითხე ამ საკითხზე მაგრამ კონკრეტულად სახელები მათი არ მახსოვს მოვიყვან ერთ მაგალითს რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.1930იანი წლების განსაკუთრებით დიდი რელიგიური რეპრესიების დროს კომკავშირლები მივიდნენ ერთერთ სოფელში მცხოვრებ მოძღვართან და უთხრეს რომ მას უნდა ეთქვა ხალხისთვის რომ ღმერთი არ არსებობდა თუ არადა მოკლავდნენ.მოძღვარი ერთ წამს შეყოვნდა და შემდგომ განუცხადა რომ კარგით მე თანახმა ვარ და ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოაგროვოთო.ამ პასუხით გახარებულებმა მეზობელი სოფლებიდანაც კი მოიყვანეს უამრავი ხალხი,რადგანაც მოძღვარს დიდი ავტორიტეტი ქონდა ხალხში და ისინი ფიქრობდნენ რომ მოძღვრის ასეთი საქციელით თუ კი კიდე ვინმეს რამე ეჭვი ეპარებოდა მასაც თავის ჭკუაზე გადაიყვანდნენ.როდესაც ყველაფერი მზად იყო მოძღვარი ავიდა სპეციალურად ამისთვის გამზადებულ სცენაზე და და დაიწყო ქადაგება და მათი უგუნურების მხელა.როდესაც ისინი გონზე მოვიდნენ გაცეცხლებულებმა წაიყვანეს მოძღვარი და მდინარესთან მოკლეს.
მე განსაკუთრებით ვფიქრობდი იმ მომენტზე როდესაც მამაომ მათ უთხრა რომ მოეყვანათ რაც შეიძლება მეტი ხალხი.ამ მომენტში მან გააცნობიერა თავისი მოწამეობრივი აღსასრული და ალბათ რა ბედნიერი იყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Oct 29 2006, 12:50 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



კომუნისტური ხელისუფლების ბრძანებით, ქუთაისის საკათედრო ტაძარის დანგრევა

IPB-ს სურათი


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 4 2006, 03:34 AM
პოსტი #5


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



მამა გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობაში ერთ-ერთ ადგილში წერია მას რამდენჯერმე დაუნგრიეს ტაძარი და მერე ხელმეორედ რომ მიდიოდნენ კომუნისტები აშენებული ხვდებოდათ, ხელახლა აშენებადა თურმე ასეა გადმოცემული,და თურმე ჩუმად პულსაც სთავაზობდნენ რომ ტაძარი ისევ აგეო


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ME ADAMIANI
პოსტი Nov 23 2006, 06:05 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 23-November 06
წევრი № 515



ბოლომდე მეც ვერ ვხვდები,რატომ უარყოფდნენ კომუნისტები ღმერთის არსებობას,როცა სტალინი თავად სწავლობდა სასულიერო სემინარიაში,მაგრამ როგორც ამბობენ სწორედ სემინარიის მკაცრმა პირობებმა განაპირობა მისი ასეთი საქციელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino ni
პოსტი Dec 5 2008, 11:52 PM
პოსტი #7


mariami
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 28-April 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,681



რა მაგარი თემაა სწორეს ამაზე ვწერ დიპლომს და ძაან დამეხმარება იქნებ რამე კიდე დადოთ მე-20 საუკუნის რეპრესიებზე?


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკდავებაშია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2026, 02:51 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პროფესორი იური სიხარულიძე უდაბნოში თავის პირველ "ექსპედიციას" ასე იხსენებს:

"ათეისტურად განწყობილთ ეკალივით ესობოდათ გულზე უდაბნოს მონასტერი და მასში შემორჩენილი რამდენიმე ბერმონაზონი. მათ შორის წინამძღვარი გიორგი ურუშაძე, უაღრესად კეთილშობილი და ჭეშმარიტად ღვთის კაცი.

ღვთისნიერთაგან ვერც ვერავინ წარმოიდგენდა თუ ამ ფეხით მოსიარულე ღმერთს ავად შეახებდა ვინმე ხელს, მაგრამ ეშმას სწორედ ასეთებზე მიაქვს იერიში და მამა გიორგიც მისი მსხვერპლი გახდა.

ეს იყო 1936 წელს. მალე ამას სისხლიანი 1937 წელის მოჰყვა, ხოლო ორი წლის შემდეგ მეორე მოსფლიო ომიც დაიწყო. ომის დროს კიდევ უფრო გართულდა უდაბნოში დარჩენილი ორიოდე მონაზვნის დაუცველი ცხოვრება (იგულისხმება მამა ილარიონ კალანდაძე და მამა გიორგი მორჩილაძე). ამის მომსწრე და თვითმხილველი ამ სტრიქონების ავტორიც იყო.

1942 წლის ივლისში ის ჩოხატაურელ მოსწავლეთა ერთი ჯგუფით ეწვია უდაბნოს, მოსწავლეთა მიზანი მონასტრის ანსამბლის დათვალიერება იყო... კარგა ხანს დავრჩით და უკან სამხრობის ჟამს დავბრუნდით. გული გვტკიოდა, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ასე სისხლსავდე უდაბნოს კურთხეული მონასტერი იმ დროს ასე უპატრონოდ იყო მიტოვებული...".

როგორც ამ ჩანაწერით ირკვევა, 1942 წლის ივლისში მონასტერი უკვე დაცლილი იყო. გადმოცემის თანახმად, დიაკონ-მონაზონი ილარიონი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე და სავანე არ მიუტოვებია. დაახლოებით, 1940 წელს იგი დაუდგენელმა პირებმა სიცოცხლეს გამოასალმეს"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N15, 2025, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2026, 08:05 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1930 წლის 17 იანვარს სოფლის ურწმუნო ახალგაზრდების მიერ გაიძარცვა და შეიბღალა აკურის ეკლესია. დაწვეს მთეი შიდა ეკლესია თავისი ქონებით, კანკელი, ტრაპეზი, ოდიკი, სახარება და საღვთისმსახურო წიგნები.

მღვდელმა აბრაამა [ტარიელაშვილი] მრევლის დახმარებით, კვლავ აღადგინა ტაძარი და ალავერდელი ეპისკოპოს სტეფანეს ლოცვა-კურთხევით შეასრულა ტაძრის ხელახლი კურთხევა (ექტენია).

ამ ამბის შემდეგ ხელისუფლება სასტიკი სიმკაცრით გაუსწორდა მოძღვარს და აიძულა იგი მიეტოვებინა ეკლესიაში სამსახური. ამას ადასტურებს 1930 წლის 31 იანვარს ეპისკოპოს სტეფანესადმი მიწერილი მისი წერილი:

"1930 წლის 28 იანვარს, ღამის თერთმეტს საათზედ, დამესხნენ მძინარეს ბოროტმოქმედნი და ამიტეხეს ვინტოვკებით ზალპით სროლა. ფანჯრები სულ მთლად ჩამილეწეს და კარებები დამიფაცხავეს, ტახტსა და კედლებს ეჯახებოდა ტყვიები. მე ღვთის განგებით უვნებელად დავრჩი, მაგრამ ძლიერ შევშინდი. ასეთი საქციელი აქაური ჯეელი ბიჭებისაგან ყოველთვის მოსალოდნელია, რადგან საიდუმლო კრებაზედ დაედგინათ ეკლესიის დაწვაც და ჩემი მოკვლაც. ამიტომ მე გადავწყვიტე, დროებით თავი გავანებო სამსახურსა და თბილისში ჩასვლა ბარგით შვილებთან. ამაზედ ვთხოვ თქვენს მეუფებას, რათა მიბოძოთ ქაღალდი სხვა ეპარქიაში სამსახურისა".

მეუფე სტეფანემ მას ერთი თვის შვებულება მისცა. თუმცა, როგორც საეკლესიო საბუთებიდან ვიგებთ, მღვდელი აბრაამი ეპარქიაში ვეღარ დაბრუნდა. 1931 წლის 1 იანვარს შედგენილ ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების სიაში, იგი აღარ წერია მოქმედი სამღვდელოების რიგებში.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ქ. თბილისში შვილების ოჯახში გაატარა. ყოფილი მოძღვარი 1940 წლის 4 მარტს გარდაიცვალა"

/"საპქტრიარქოს უწყებანი" N1, 2026, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 01:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი