IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

56 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > »   
Reply to this topicStart new topic
> კითხვები, და პასუხები
jugashvili-1945
პოსტი Jun 12 2009, 05:08 PM
პოსტი #381

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 12-June 09
წევრი № 7,116

1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა

ეს როგორ გესმით?

--------------------
თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 12 2009, 10:07 PM
პოსტი #382

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ТВОРЕНИЯ
святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского

Толкование на святого Матфея Евангелиста

БЕСЕДА II.

Книга родства Иисуса Христа, сына Давидова, сына Авраамля (Матф. I, 1).

http://www.wco.ru/biblio/books/ioannz7_1/Main.htm

წმ. თეოფილაქტე ბულგარელი

http://www.wco.ru/biblio/books/feofil1/Main.htm

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jun 24 2009, 04:38 PM
პოსტი #383

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286

სასწრაფოდ აინტერესებს ჩემს მეგობარს, სასწრაფოდ, იმიტომ, რომ მერე გვიანდება..ჯვრის აყრა უნდა, გოგონაა და როგორ უნდა მოიქცეს? ანუ სად მივიდეს, რომელ საათებშია მიღება ამ საკითხზე და თუ შეგიძლიათ მოუთითოდ მხოლოდ მეუფე თეოდორესთან არის ეს შესაძლებელი?საპატრიარქოო უთხრეს და იქ რომ მივა რაღაც ხომ უნდა იკითხოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 24 2009, 04:43 PM
პოსტი #384

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127

zviadauri
ციტატა
სასწრაფოდ აინტერესებს ჩემს მეგობარს, სასწრაფოდ, იმიტომ, რომ მერე გვიანდება..ჯვრის აყრა უნდა,

ჯვრის აყრა სასწრაფოდ არ გამოვა unsure.gif სასწრაფოდ არ აყრიან, გააჩნია რამდენი ხანია არიან გაცილებულნი და აგრეთვე მიზეზს გააჩნია. მოკლედ, დაგიწერენ იმედია პასუხს, მე მანდ არაფერი ვიცი სად და როგორ .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jun 24 2009, 04:53 PM
პოსტი #385

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286

ციტატა(staywhite @ Jun 24 2009, 04:43 PM) *

zviadauri

ჯვრის აყრა სასწრაფოდ არ გამოვა unsure.gif სასწრაფოდ არ აყრიან, გააჩნია რამდენი ხანია არიან გაცილებულნი და აგრეთვე მიზეზს გააჩნია. მოკლედ, დაგიწერენ იმედია პასუხს, მე მანდ არაფერი ვიცი სად და როგორ .

გაიხარე..არა სასწრაფოდ რატო ვიკითხე იცი?დღეს უნდა მისვლა და მეთქი რომელ საათამდე არის მიღება თქო..ისე კაი ერთი წელია ერთად აღარ არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
datu
პოსტი Jul 8 2009, 06:46 PM
პოსტი #386

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 14-November 07
წევრი № 3,173

მაინტერესებს ვინც მონათლული არ არის, მაგრამ სწამს ქრისტიანული მოძღვრების, ის ქრისტიანია თუ არა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 8 2009, 08:23 PM
პოსტი #387

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

datu
ციტატა
მაინტერესებს ვინც მონათლული არ არის, მაგრამ სწამს ქრისტიანული მოძღვრების, ის ქრისტიანია თუ არა?

ქრისტიანობა აუცილებლად გულისხმობს მაცხოვრის მიერ დაფუძნებული ეკლესიის წევრობას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებით ხორციელდება. თუ ადამიანს სწამს ქრისტიანობის, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა აყოვნებდეს ნათლისღების მიღებას და ამით ეკლესიის წევრად გახდომას.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
datu
პოსტი Jul 9 2009, 05:19 AM
პოსტი #388

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 14-November 07
წევრი № 3,173

afxazi
ციტატა
ქრისტიანობა აუცილებლად გულისხმობს მაცხოვრის მიერ დაფუძნებული ეკლესიის წევრობას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებით ხორციელდება. თუ ადამიანს სწამს ქრისტიანობის, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა აყოვნებდეს ნათლისღების მიღებას და ამით ეკლესიის წევრად გახდომას.

ნუ რომ დავუშვათ რომ სადღაც აფრიკის ან სხვა რომელიმე ბნელ ისლამურ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანული ეკლესიაც კი არ არის, რომელიმე მუსულმანს ხელში ჩაუვარდა ბიბლია, წაიკითხა და მთელი არსებით იწამა წაკითხული, მაგრამ ფიზიკურად არა აქვს მონათვლის საშუალება, ის ამ შემთხვევაში ქრისტიანი არ იქნება? რომ მოკვდეს ისე რომ მონათვლის საშუალება არ მიეცეს, გამოვა რომ არაქრისტიანად მოკვდა, მიუხედავად იმისა რომ მთელი არსებით სწამდა ქრისტიანობის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 9 2009, 09:33 AM
პოსტი #389

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

datu
ციტატა
ნუ რომ დავუშვათ რომ სადღაც აფრიკის ან სხვა რომელიმე ბნელ ისლამურ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანული ეკლესიაც კი არ არის, რომელიმე მუსულმანს ხელში ჩაუვარდა ბიბლია, წაიკითხა და მთელი არსებით იწამა წაკითხული, მაგრამ ფიზიკურად არა აქვს მონათვლის საშუალება, ის ამ შემთხვევაში ქრისტიანი არ იქნება? რომ მოკვდეს ისე რომ მონათვლის საშუალება არ მიეცეს, გამოვა რომ არაქრისტიანად მოკვდა, მიუხედავად იმისა რომ მთელი არსებით სწამდა ქრისტიანობის?

მაშინ ჩამოვყალიბდეთ. თუ შენ პოტენციურ ქრისტიანობაზე საუბრობ ასეთ ადამიანთან დაკავშირებით ეს სხვა საკითხია. პოტენციურად, იგივე გადატანითი მნიშვნელობით, ყველა ადამიანი, როგორც ხატად და მსგავსად შექმნილი, შეიძლება მოაზრებულ იქნეს ქრისტიანად, ანდა წევრად ეკლესიისა, თუმცა კვლავ ხაზს გავუსვამ, მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით, რომ არა პირდაპირი გაგებით. როგორც დავუშვათ ყოფით ცხოვრებაში, თუნცა მაგალითად ყველაა პოტენციური მშობელი, მაგრამ ის ნამდვილი მშობელი მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც შვილი ყავს, თუნდაც რომ მანამდე ძალიან დიდი სურვილი ქონდეს იყოს მშობელი. ანუ მისი ამ სურვილის ასრულების (პირდაპირი გაგებით) ერთადერთი საშუალება შვილის ყოლაა.

ამ შემთხვევაშიც შესაძლოა ადამიანს ძალიან დიდი სურვილი ქონდეს ქრისტიანად გახდომის, მაგრამ სანამ ის ამ თავის სურვილს ნათლისღებით არ დააგვირგვინებს, მანამ მას ეწოდება კათაკმეველი და შეიძლება ითქვას პოტენციური ქრისტიანი, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით ქრისტიანი. გავიმეორებ ამ უკანასკნელად, პირდაპირი გაგებით, გახდომის ერთადერთი საშუალება ნათლისღებაა, რომელსაც შესაბამისად ეკლესიის წევრობა მოყვება. თუმცა ცხადია ადანმიანზეა დამოკიდებული დარჩება თუ არა ეკლესიაში. ანუ სრულყოფილი ქრისტიანი ადამიანი მხოლოდ ნათლისღების შემდეგ ხდება, სხვა საქმეა როგორ დაიცავს ის ამ სიწმინდეში ყოფნას.

მაგრამ ისიცაა, რომ ნათლისღებას მხოლოდ ზოგადად არსებული გაგებით ვერ მოვიაზრებთ, რომ გარეგნულად იგი სრულდება ისე როგორც ეს სრულდება, რადგან არსებობს გამონაკლისები ამ საიდუმლოს წეს-განგებისა, როდესაც ადამიანზე წყლის დასხმაც კი არ შესრულებულა, მაგრამ იგი ნათელღებულა, თუნდაც ავაზაკი, ან სიდონია, რომელნიც ქრისტეს რწმენაში მოინათლნენ (ხაზს გავუსვამ ესაა გამონაკლისი შემთხვევები). დაუშვებს თუ არა უფალი ამ გამონაკლისს შენს მიერ დასახელებულ პიროვნებაზე ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი განგებულებითი საქმეა. ჩვენ კი ის შეგვიძლია ვიწამოთ, რომ ადამიანს რომელსაც გულწრფელად სურს ჭეშმარიტება მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 9 2009, 12:46 PM
პოსტი #390

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599

ციტატა(afxazi @ Jul 9 2009, 09:33 AM) *

კარგი პასუხი იყო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Jul 9 2009, 12:51 PM
პოსტი #391

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289

afxazi

ესე იგი სამოთხეში მოხვედრაზე ლაპარაკი ზედმეტია ?.. biggrin.gif
ქრისტიანად ვერ იქცევა და.. :|

--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Jul 10 2009, 07:47 PM
პოსტი #392

.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568

კურაევის ბიოგრაფია სადმე ქართულად ხომ არ გეგულებათ, და საერთოდ თუ არსებობს ქართული ოღონდ ?

--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.

მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 11 2009, 06:54 PM
პოსტი #393

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599

ციტატა(Adam @ Jul 9 2009, 12:51 PM) *

afxazi

ესე იგი სამოთხეში მოხვედრაზე ლაპარაკი ზედმეტია ?.. biggrin.gif
ქრისტიანად ვერ იქცევა და.. :|

არა, მთლად მასე არ არის, სამოთხეში მოსახვედრა გზა გადის აუცილებლად ქრისტიანობაზე (მართლმადიდებლობაზე), შესაბამისად მონათვლაზეც, თუმცა
ციტატა
არსებობს გამონაკლისები ამ საიდუმლოს წეს-განგებისა, როდესაც ადამიანზე წყლის დასხმაც კი არ შესრულებულა, მაგრამ იგი ნათელღებულა, თუნდაც ავაზაკი, ან სიდონია , რომელნიც ქრისტეს რწმენაში მოინათლნენ (ხაზს გავუსვამ ესაა გამონაკლისი შემთხვევები).

ავაზაკი არ ყოფილა მონათლული, თუმცა იგი პირველი შევიდა სამოთხეში, შეიძლება ითქვა ის ჯვარზევე მოინათლა ქრისტეში, აღიარა და იწამა იგი და სწორედ ჯვარცმული ქრისტეს თანადგომისათვის (მაშინ, როდესაც უფალი თითქმის ყველამ მიატოვა), ავაზაკმა მიიღო ასეთი უდიდესი ჯილდო, სამოთხეში დამკვიდრება.

მე ასე მესმის ყოველ შემთხვევაში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Jul 19 2009, 12:58 PM
პოსტი #394

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721

მშვიდობა.

სად შეიძლება ვნახო "სრულიად საქართველოს აღსარება" აუდიო ჩანაწერი? კვირიკესა და ივლიტას საიტზე (http://kvirike.ge/?m=publications&c=26#content) ზე ვნახო ერთერთ ფილმში ჩვენი პატრიარქის მიერ წაკითხული. თქვენ ხომ არ გაქვთ ვინმეს?

--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 19 2009, 02:14 PM
პოსტი #395

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

damiane80
ციტატა
თუმცა

თუმცას ვერ დავუშვებთ ნათლისღების საკითხთან დაკავშირებით. მაცხოვრის სიტყვებზე დაყრდნობით შეუძლებელია სასუფეველში მყოფობდეს მოუნათლავი სული. შესაბამისად ავაზაკიც მონათლულია, თუმცა მასზე არ აღსრულებულა ნათლისღების ის გარეგნული წეს-განგება რაც საზოგადოდ აღსრულდება.

ანუ დასკვნის სახით უნდა ითქვას რომ შეუძლებელია სასუფეველში ვინმე მყოფობდეს მოუნათლავად და ამასთან თვით ნათლისღების წეს-განგებაც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წინადადების პირველ ნაწილში გამოთქმული დოგმატის არსი გავიგოთ.

ციტატა
სწორედ ჯვარცმული ქრისტეს თანადგომისათვის

ასე ვიწროდ არა. თანადგომა იქვე მდგომმა იოანე მოციქულმაც გამოხატა ქრისტესი მაგრამ, ავაზაკის მდგომარეობა იმიტომაა განსაკუთრებული, რომ როგორც თითქმის ყველა საეკლესიო ავტორი მიუთითებს, მან (ავაზაკმა) ქრისტე აღიარა ყველაზე შეურაცხყოფილ მდგომარეობაში მყოფი, მაშინ როცა თვით ყველაზე მორწმუნე ადამიანსაც კი შეიძლებოდა შეპარვოდა ეჭვი მის (ქრისტეს) მესიობაში, ღვთის ძეობაში. ეს ფაქტი იყო ავაზაკისთვის განსაკუთრებული პატივის მინიჭების მიზეზი.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gogina
პოსტი Jul 21 2009, 09:35 PM
პოსტი #396

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 13-May 07
წევრი № 1,900

ბერების ცხოვრების შესახებ და საერთოდ როგორ უნდა გახდე ბერი რა გზა უნდა გაიარო რაიმე სტატია ხომ არ მოგეპოვებათ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Aug 3 2009, 11:38 AM
პოსტი #397

ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771

რა მაინტერესებს იცით?

უფლის ნება მაინტერესებს რა რას ნიშნავს.

ანუ უფლის ნება არსებობს და უფლის დაშვება ხო? თუ როგორაა ზუსტად.

გამონათქვამი ყველაფერი უფლის ნებააა სწორია თუ არასწორია?

ანუ ცუდი როცა კეთდება რაღაც უფლის ნებითაა თუ უფლის დაშვებით?

აი ამაზე მაინტერესებს პასუხი, ნუ ეხა დაახლოებით კი ვიცი მარა არგუმენტული პასუხი მინდა. ან სახარებაში თუა ამ საკითხზე რამე ან წმინდა მამებს თუ აქვთ ამის შესახებ რამე დაწერილი.

ძალიან მაინტერესებს იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ. smile.gif

--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Aug 3 2009, 01:52 PM
პოსტი #398

ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209

ციტატა
გამონათქვამი ყველაფერი უფლის ნებააა სწორია თუ არასწორია?

მე ეს გამონათქვამი ასე მესმის, ანუ უფლის ნებაა ყველაფერზე დაუშვას თუ არ დაუშვას ... ხო ხვდები...

ციტატა
ანუ ცუდი როცა კეთდება რაღაც უფლის ნებითაა თუ უფლის დაშვებით?

აქაც იგივეა, მე როცა (ზოგადად მაქ ლაპარაკი) ეკლესიურად ვცხოვრობ და თავში ამივარდება და ჩემზე დიდი წარმოდგენა შემექმნება უფალი "დაუშვებს" რო მე ცუდი გავაკეთო ანუ ცოდვა, და ეს დაუშვა ჩემ სასიკეთოდ რო დავინახო ჩემი უძლურება და ის რომ ისევ ის ნაგავი ვარ რაც ვიყავი და ეს მხოლოდ ღვთის მადლის დამსახურება იყორო ცოდვას არ ვიდენდი.

უჩა
ციტატა
ძალიან მაინტერესებს იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ.

პ.ს. ჩემი აზრი პასუხად არ მიიღო , ეს ჩემი მოსაზრებაა და თქვენიც მაინტერესებს tongue.gif kiss1.gif

--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 3 2009, 02:10 PM
პოსტი #399

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

უჩა
ციტატა
გამონათქვამი ყველაფერი უფლის ნებააა სწორია თუ არასწორია?

ეს უბრალოდ არასწორი კი არა ძალიან არასწორი ფორმულირებაა, რადგან უბრალო დაკვირვების შედეგადაც კი ადვილად შეიძლება ამ გამონათქვამის სიმცდარე წარმოჩნდეს. ცხადია ყველაფერი არაა უფლის ნება, უფლის ნება ვერანაირად ვერ იქნება ბოროტება. უფლის ნება ერთადერთია და ის ყველა ადამიანის ცხონების მოსურნეა, შესაბამისად მისი ნება ვერ იქნება ადამაინის წარწყმედა.

დაც შეეხება დაშვებას, ამის შესახებ ეს თავი წაიკითხე იოანე დამასკელის შრომიდან.

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/43.htm

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Aug 3 2009, 04:28 PM
პოსტი #400

ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771

afxazi
დიდი მადლობა. გაიხარე.

--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

56 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი