IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

56 გვერდი V « < 20 21 22 23 24 > »   
Reply to this topicStart new topic
> კითხვები, და პასუხები
Atman
პოსტი Dec 2 2009, 07:46 AM
პოსტი #421


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
თუ არ არსებობს რეინკარნაცია, მაშ სად მიდიან 2 წლამდე ან თუნაც 5 წამდე ბავშვები? პიროვნება მოგვიანებით ყალიბდება, ისევე როგორც ციდვილ/არაცოდვილობა...ასევე, სად მიდიან ის ადამიანები ვინც ცხოვრობენ მაგალითად ისეთ ტომებში სადაც არავითარი ცივილიზაცია არაა, ან რავი კანიბალობენ, რავი რასაც არ უნდა აკეთებდნენ... ფაქტია რომ თუ სადღაც ეგეთი წესია(არაა საუბარი 21 საუკუნეზე) , გამოდის მათ არ აქვთ თავისუფალი არჩევანი გამოეყონ ამას, რადგან მაგას ვერც მიხვდებიან...დავიჯერო ეს ზემოთქმული ხალხი შეიძლება ან სამოთხეში წავიდეს ან ჯოჯოხეთში? თუ თავიდან უნდა დაიბადონ?



ციტატა
ინკარნაცია გამორიცხულია ქრისტიანობაში, შესაბამისად ეს ადამიანები მიდიან იქ , სადაც უფალმა იცის


ციტატა
სადაც უფალმა იცის მე ვფიქრობ რომ უცილობლად სამოთხეში, რადგან ყველა იბადება ცხონებისათვის, მხოლოდ არასწორ თავისუფალ არჩევანს შეუძლია წარწყმედა, თუ არჩევანის საშუალება არაა, არც სასჯელია...


კაიროსი ბჭობდა, ატმანი იცინოდაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 2 2009, 12:42 PM
პოსტი #422


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ოFFები იშლება smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Dec 2 2009, 01:13 PM
პოსტი #423


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



რეინკარნაცია და ქრისტიანობა

თანამედროვე ოკულტური სისტემების (თეოსოფია, შტაინერიზმი, ასტროლოგია და სხვ.) ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას რეინკარნაცია, ანუ სულთა გარდასხეულების (მეტემფსიქოზის, სულთა ტრანსმიგრაციის) თეორია წარმოადგენს, რომელიც თავის დასაბამს ინდურ რელიგიებში (ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი) იღებს. სწორედ რეინკარნაცია და მასთან დაკავშირებული კარმული კანონია ის ძირითადი იდეა, რაც საერთოა ამ სამი რელიგიისათვის და თავიდან ბოლომდე განმსჭვალავს სამივე მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი თეოლოგიური და კოსმოლოგიური შეხედულებებით ეს სამი რელიგია ფრიად განსხვავდება ერთმანეთისაგან, კერძოდ ინდუიზმი პანთეისტური იდეალიზმია, ბუდიზმი - რელიგიური აგნოსტიციხმი, ჯაინიზმი კი - ათეიზმი.

თავის მხრივ, ინდუიზმი და ბუდიზმი უხვად ასაზრდოებენ თანამედროვე ოკულტურ სწავლებებს და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მეტემფსიქოზის თეორია აგრერიგად პოპულარულია ოკულტიზმის ადეპტთა შორის. მათი მტკიცებით, რეინკარნაცია დამახასიათებელია უძველესი დროიდან მოყოლებული ყველა რელიგიისათვის და იგი თვით ქრისტიანობისთვისაც არ არის უცხო. ე.რერიხის აზრით, ადრეული ქრისტიანობა აღიარებდა მეტემფსიქოზს და იგი თურმე მხოლოდ VI საუკუნეში აუკრძალიათ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 553 წელს.

უძველეს ხალხთა მითოლოგიისა და რელიგიის გაცნობას საპირისპირო დასკვნამდე მივყავართ. რეინკარნაციას არ იცნობს არც შუმერთა, არც ძველ ეგვიპტელთა და არც ძველი აღთქმის თანატოლოგია. რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველი ეგვიპტური მენტალიტეტისათვის. მართლაც ძველ ეგვიპტეში უდიდესი კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილის სხეულს, მის ურთულეს მუმიფიკაციას ახდენდნენ და შემდეგ გრანდიოზულ საცავს - პირამიდას უშენებდნენ. საყურადღებოა, რომ მეფეთა და დიდგვაროვანთა პატივით დაკრძალვა, როდესაც მიცვალებულს თან ათასგვარ სიმდიდრესა და მსახურებსაც კი ატანდნენ, მრავალი ძველი ხალხის ყოფისათვის იყო დამახასიათებელი. შუმერებიც, ებრაელებიც და ძველი ბერძნებიც გარდაცვლილ სულთა სამკვიდროდ საიქიო ქვეყანას მიიჩნევდნენ, რომელსაც შუმერულად „ქური“ ეწოდება, ებრაულად „შეოლი“, ხოლო ბერძნულად „ჰადესი“ და რომლიდანაც უკან არავინ ბრუნდება. იქ სულები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხადია, რომ გარდაცვლილთა სულებზე ამგვარი წარმოდგენები სავსებით ეწინააღმდეგება რეინკარნაციის შესახებ სწავლებას. ეს უკანასკნელი არც ძველ ჩინურ რელიგიებში (კონფუციანელობა, დაოსიზმი) ჩანს, პირიქით, ჩინურ ტრადიციაში დიდი ადგილი ეთმობა წინაპართა სულებზე ზრუნვას, რომელიც მკაცრი, რიგორისტული წესებით აღესრულება. მეტიც, მეტემფსიქოზის თეორიას ვერ ნახავთ თვით ინდოელთა უძველეს რელიგიაში - ვედიზმში. ვედური ტექსტები (XVI ს. ჩვ.წ.აღ-მდე), ამის შესახებ არაფერს ამბობენ. რეინკარნაციის შესახებ ცნობა პირველად უპანიშადებში გვხვდება (VI ს. ჩვ.წ.აღ-მდე). სულთა გადასახლებას არ იცნობს არც ზოროასტრიზმი, უცხოა იგი ისლამისთვისაც. თვით გნოსტიკოსთა შორისაც მას მხოლოდ ვასილიდე და კარპოკრატე იზიარებდნენ.

ეგვიპტურ გარემოში მეტემფსიქოზზე სწავლება პირველად ე.წ. „ჰერმეტიკულ კორპუსში“ ჩნდება, მაგარამ ჰერმეტიზმი სულაც არაა ძველეგვიპტური წარმოშობის. იგი ახ.წ. III ს-შია დაწერილი ბერძნულად და სტოიციზმისა და პლატონიზმის კვალი ატყვია. ბერძნულ სინამდვილეში მეტემფსიქოზზე ცნობები შემოინახეს ორფიკულმა ტექსტებმა, სულთა გადასახლებას აღიარებდა პითაგორაც, რომლის მოძღვრებაც არ იყო წმინდა ბერძნული მოვლენა. პითაგორას მისტიკური ფილოსოფია მკვეთრ დისონანსს ქმნის საერთო ბერძნული ფილოსოფიის რაციონალისტურ ხაზთან. ის ფაქტი, რომ პითაგორა თავს ტროას ომის მონაწილე ევფორბის განსხეულებად თვლიდა, შემდგომში მახვილგონივრულად გააკრიტიკა ტერტულიანემ. მეტემფსიქოზის შესახებ სწავლების დამკვიდრებას ანტიკურ წარმართობაში ხელი შეუწყო პლატონის მოძღვრებამ, რომელმაც დასრულებული სახე ნეოპლატონიზმში მიიღო. რაც შეეხება იუდეურ ტრადიციას, მისთვის რეინკარნაციის ცნება უცხო რჩებოდა თვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც და მხოლოდ VIII საუკუნეში მიიღო იგი კაბალამ, რომელმაც სრულიად გაითავისა და ჩამოყალიბებული სახე მისცა სულთა ტრანსმიგრაციის შესახებ სწავლებას (სხვათა შორის სულთა გადასახლებას აღიარებენ თანამედროვე ტოტალიტარული სექტის - „საიენტოლოგიის“ მიმდევრებიც).

როგორც ვხედავთ, მიუხედავად თეოსოფოსთა დაჟინებული მტკიცებისა, რეინკარნაცია არ არის არც უძველესი და არც საყოველთაო-რელიგიური სწავლება. იგი ბევრად უფრო გვიანდელია და მხოლოდ გარკვეული რელიგიებისა და ფილოსოფიური სისტემებისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ქრისტიანობას, მისთვის, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მეტემფსიქოზი თავისი არსით სრულიად უცხო და მიუღებელ სწავლებას წარმოადგენს და პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, რის გამოც რეინკარნაციის დოქტრინას მკვეთრად დაუპირისპირდნენ ქრისტიანობის პირველი აპოლოგეტები: იუსტინე ფილოსოფოსი, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე სირიელი, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მუნციუს ფელიქსი და სხვები, რომლებიც დაუზოგავად ამხელდნენ პლატონისა და პითაგორას სწავლებას სულთა მარადიული არსებობისა და მეტემფსიქოზის შესახებ. რეინკარნაციის თეორიას აკრიტიკებს აგრეთვე ანტიკური ფილოსოფიისადმი თვით ყველაზე ლიბერალურად განწყობილი ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი.

აშკარად და ერთმნიშვნელოვნად გმობს მეტემფსიქოზს მთელი IV-V საუკუნეების პატრისტიკა (კაბადოკიელი მამები, იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი, მეთოდე ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვ.). რეინკარნაციის თანამედროვე მომხრენი განსაკუთრებით ხშირად ორიგენეს პერსონით სპეკულირებენ. ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა. ამ კრებამ უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორიგენეს სწავლებათა სიმცდარე, რადგან, როგორც ჩანს, იყო მათი ხელახლა აღორძინებისა და ეკლესიურ სწავლებაში შემოტანის მცდელობა. კრების ოქმებში კი სიტყვა მეტემფსიქოზი საერთოდ არაა ნახმარი. სხვათა შორის, ეკლესიამ ასევე დაგმო XI საუკუნეში იოანე იტალოსის რეინკარნაციული იდეები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესია სწორედ მაშინ რეაგირებდა მწვავედ ქრისტიანობისათვის უცხო, მწვალებლურ სწავლებებზე, როცა ამის საჭიროება დგებოდა. ასე რომ, საფუძველშივე მცდარია ის აზრი, თითქოს ეკლესია VI საუკუნემდე იწყნარებდა სულთა გადასახლების თეორიას და შემდეგ რაღაც ახირების გამო უარყო იგი. თეოსოფოსთა მტკიცებას უარყოფს ის ფაქტიც, რომ მონოფიზიტი ქრისტიანები (სომხები, კოპტები, ეთიოპიელები), რომლებიც ქალკედონიის IV მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ (451 წ.) ჩამოსცილდნენ ერთიან ეკლესიას და მათთვის V საეკლესიო კრება არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, სულაც არ იზიარებენ რეინკარნაციის თეორიას. ანალოგიური მდგომარეობაა ნესტორიანელებშიც, რომლებიც დედა ეკლესიას კიდევ უფრო ადრე, ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ (431 წ.) დაშორდნენ. ეს რაც შეეხება საკითხის ისტორიულ მხარეს; ახლა განვიხილოთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება რეინკარნაციის თეორია მისგან გამომავალი ყველა შედეგითურთ ქრისტიანობას.

უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმიურ მყოფობას და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა „ჩვენი“ ახალი სხეულების ფორმირებისას, ე.ი. ცოდვაა ის დემიურგი, რომელიც ქმნის და ინახავს ადამიანურ ინდივიდუალობას.

მეტემფსიქოზის თეორიის მიხედვით, ადამიანს წინარე ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვა მომდევნო ცხოვრებისას თავად დაატყდება თავს. პლოტინი წერდა, რომ „ის, ვინც მოკლავს საკუთარ დედას, შემდგომში თვითონაც საკუთარი შვილის ხელით მოკვდებაო“ (ენეადები III,2), ხოლო თანამედროვე დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: „ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო“. კარმის შესახებ ამგვარად ფორმულირებული სწავლება „ბოროტების შენახვის კანონის“ სახეს იღებს, ე.ი. გამოდის, რომ ჩემს მიერ (და სხვათა მიერ) ჩადენილი ცოდვა აღარასოდეს გაქრება. კარმულღ კანონისათვის უცხოა ბიბლიის სიტყვები: „შენ ხარ ღმერთი შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე“ (ნეემია 9,17).

ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც. ეს კი სიკეთისა და ბოროტების განმასხვავებელი კრიტერიუმის არარსებობას მოასწავებს, მართლაც, თუ სულის მაღალ, ზეციურ რანგში მყოფობა არ შეიცავს სიხარულის სისრულეს, რამეთუ იქაც შესაძლებელი და მეტიც, გარდუვალია ცოდვა, ხოლო ამავე დროს ხეს, თაგვს, მაიმუნს, ღორს, შეიძლება რაიმე სათნოება გააჩნდეთ, რაც მათ უკეთესი გარდასხეულებისაკენ მიიყვანს. თუ ვაღიარებთ, რომ სული, რომელიც ზეცაში იმყოფება, ცოდვაში ჩავარდნის გამო სხეულებრივ ცხოვრებას იწყებს და შემდეგ კვლავ ზეცად ბრუნდება, გამოდის, რომ სხეულებრივი სიცოცხლე ხელს უწყობს ცოდვისაგან განწმენდას, ხოლო სულიერი ცხოვრება ზეცაში ბოროტების საწყისად გვევლინება. როგორც ვხედავთ, მეტემფსიქოზის თეორია შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს: თვლის რა სხეულებრივ ბუნებას ვნებისადმი დაქვემდებარებულად, იგი იმავდროულად ამტკიცებს, რომ ვნებიან გარემოცვაში შესაძლებელია ვნებათაგან განწმენდა, ხოლო მიიჩნევს რა ზეცას უვნებო ყოფიერების სფეროდ, მაინც უშვებს, რომ სწორედ იქ იწყება ყოველგვარი ვნება და შესაბამისად ცოდვაც. ამ შემთხვევაში საქმეს არ შველის ის ფაქტი, რომ რეინკარნაციის ზოგიერთი მიმდევარი უარყოფდა ადამიანის სულის ცხოველისა და მცენარეში ჩასახლების შესაძლებლობას და მხოლოდ სულის ერთი ადამიანიდან მეორეში გადასახლებას აღიარებდა. მაგ., პლოტინის მოწაფე პორფირიუსს სამარცხვინოდ მიაჩნდა იმის წარმოდგენა, რომ ქალს, რომლის სულიც ცხენის სხეულში ჩასახლდებოდა, შესაძლებელი იყო ზურგით ეტარებინა საკუთარი შვილი, მაგრამ, როგორც ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს: „განა ნაკლებ საშინელი და სამარცხვინოა იმის წარმოდგენა, რომ იგივე ქალი, რომელიც შემდგომში ქალწულის სხეულით იქნება შემოსილი, შესაძლებელია საკუთარ ვაჟს გაჰყვეს ცოლადო“ (ღვთის ქალაქი X,30).

მეტემფსიქოზის თეორია პლატონური სპირიტუალიზმიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც სხეული, როგორც მატერიალური საწყისი სულის დილეგია, პლატონი „კრატილოსში“ სხეულს (ბერძნ. სომა) და საფლავს (სემა) აიგივებს, ხოლო პლოტინს რცხვენოდა, რომ სხეული გააჩნდა. ინდუიზმის მიხედვით კი, რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი უპიროვნო აბსოლუტი - ბრაჰმანი, რომელიც ადამიანში ატმანის სახით ვლინდება (იგი აბსოლუტის იგივეობრივია). ცხოვრება ბოროტებაა (მარა), სამყარო ოილუზია (მაია). ასევე მირაჟია ადამიანური სხეულიც, რომელსაც ტანისამოსზე მეტი ღირსება არ გააჩნია. იგი უფრო უცხოა სულისათვის, ვიდრე სამოსი. ინდუიზმი და ბუდიზმი არ იცნობს პიროვნებას, როგორც სულიერ-ფიზიკურ მონადას, რეინკარნაციის თეორია ადამიანს არწმუნებს, რომ ცოდვა ადამიანის არსებას არ ეხება, რომ იგი რაღაც უცხო რამ არის, ხოლო ადამიანის არსება - ატმანი სიკეთისა და ბოროტების მიღმა იმყოფება. პიროვნების უარყოფით მეტემფსიქოზის მომხრენი სიყვარულის ადგილს აღარ ტოვებენ, რადგან სიყვარულის ობიექტი მხოლოდ პიროვნება შეიძლება იყოს. მოყვასის სიყვარული - ილუზიაა, რადგან მალე ისინი სხვა სხეულებში გადასახლდებიან და სამარადისოდ გაგვშორდებიან. ავადმყოფი ბავშვის სარეცელთან მწუხარედ დახრილი დედა, ან მომაკვდავი დედისაგან კურთხევის მომლოდინე შვილები - მხოლოდ ნიღაბია, წარმოდგენაა, ამიტომაც ამბობდა სვამი ვივეკანანდა: „იცინეთ განშორების ჟამს“. ქრისტიანობა კი პიროვნულ უკვდავებას გვასწავლის. იგი მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, რომელიც იმქვეყნადაც მიგვყვება, ქრისტიანული ეკლესია აერთიანებს ამქვეყნად მყოფთაც და გარდაცვლილთაც. ქრისტიანობა ოჯახს პატარა ეკლესიად მიიჩნევს, რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს? რა ფასი აქვს ამგვარ ცოლ-ქმრულ ერთობას, თუკი იგი მხოლოდ ეტაპია მომავალი განსხეულების გზაზე? როგორც ცნობილი არგენტინელი მწერალი, ლუის ბორხესი გადმოგვცემს, მაჰათმა განდი საავადმყოფოების მშენებლობის წინააღმდეგი იყო, რადგან ისინი თურმე ხელს უშლიან კარმის კანონის ბოლომდე მოქმედებას.

პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული სიცოცხლისათვის.

http://www.orthodoxy.ge/apologetika/reinkarnatsia.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 2 2009, 02:07 PM
პოსტი #424


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



თემო

მშვენიერია.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aia
პოსტი Dec 2 2009, 07:26 PM
პოსტი #425


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი № 3,725



ციტატა(KAIROS @ Dec 2 2009, 05:21 AM) *

Святой благоверный князь Александр Невский. Молитвы

Дни памяти: Май 23 (Ростов.), Август 30, Ноябрь 23

Величание
(на успение блгв. вел. кн. Александра Невского): Величаем тя, /
благоверный княже Александре, /
и чтим святое успение твое, /
и ныне молиши за нас /
Христа, Бога нашего.

Тропарь Александру Невскому (в схиме Алексию), блгв. вел. Кн
Яко благочестиваго корене /
пречестная отрасль был еси, блаженне Александре, /
яви бо тя Христос яко некое Божественное сокровище Российстей земли, /
новаго чудотворца преславна и Богоприятна. /
И днесь сошедшеся /
в память твою верою и любовию, /
во псалмех пениих радующеся славим Господа, /
давшаго тебе благодать исцелений. /
Егоже моли спасти град сей, /
и стране нашей Богоугодней быти, /
и сыновом Российским спастися.

Тропарь Перенесение мощей
Познай свою братию, российский Иосифе, /
не в Египте, но на Небеси царствующий, /
благоверный княже Александре, /
и приими моления их, /
умножая жита людем плодоносием земли твоея, /
грады владычествия твоего ограждая молением /
и православным Христианом на сопротивныя споборствуя.


ღმერთმა გაგახაროს და გააგძლიეროს!!!!!!!!!!!!!!!!!! გაიხარე... kiss1.gif ძალიან დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!!!!!


--------------------
აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა;

აკურთხევს სული ჩემი უფალსა

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Dec 6 2009, 05:02 AM
პოსტი #426


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



მოგესალმებით
უნდა შეგაწუხოთ ამ ერთხელ
დიდიხანია მაინტერესებს ორი საკითხი ადრე თემაც კი გავხსენი ერთ საკითხზე მაგრამ ყურადრება არავინ მომაქცია და ახლა იქნებ მითხრრათ
1. ორი ქვეყნის მართლმადიდებლურ(თუნდაც სხვა სარწმუნოების) საპატრიარქოს შორის არსებულ დავისას ვინ ადგენს რომელია მართალი? არსებობს რაიმე საერთაშორისო ეკლესიური ორგანიზაცია ვინც არსებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებისას რომ დაემორჩილოს ორივე მხარე? როგოც სტრასბურგი და ჰააგაა რა .
2. მაინტერესებს ადამიანი როდესაც უდიდეს დანაშაულს სჩადის და უკვე შეუძლებელია მისი გამოსწორება მაგალითად ანგრევს ეკლესიას და მას აღარ აქვს შესაძლებლობა ააშენოს დანგრეული, როდესაც ეს აწუხებს და თავს იკლავს ამ შემთხვევაში გამართლებულია? ისტორიაში ბევრი შემთხვევა ყოფილა როდესაც თავი მოუკლავთ იმ მიზეზის გამო რომ ვეღარ უძლებდნენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულის სიმძიმეს და ტავი მოუკლიათ. ასევე როდესაც ქალის გაუპატიურების მცდელობა არის , თუ შესაძლებლობა აქვს დასაშვებია ამ დროს თვითმკვლელობა იმ მიზნით რომ ის არ გააუპატიურონ? ან ომის დროს როდესაც იცი რომ თუ თავს არ აიფეთქებ მტერი ისედაც მოგკლავს და შენიანებსაც მოკლავს ამ შემთხევაში როდესაც შესაძლებელია ტავი აიფეთქო და მტრის ჯარისკაცები გაიყოლო იმ ქვეყნად დასაშვებია? მაინც ითვლება თვითმკვლელობად? ასეთ შემთხვევაში შენიანის გადარჩენას ცდილობ !
მადლობთ წინასწარ პასუხისთვის


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 6 2009, 10:15 AM
პოსტი #427


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
. ორი ქვეყნის მართლმადიდებლურ(თუნდაც სხვა სარწმუნოების) საპატრიარქოს

შოთაძე, რას ქვია "სხვა სარწმუნეობის მართლმადიდებლური" საპატრიარქო?
ზოგადად კი ორ საპატრიარქოს შორის არ შეიძლება სარწმუნოებრივი კამათი იყოს, თუ იმ სახის პრობლემაა რაც ჩვენს და რუსეთს შორის არის, აქ უფრო პოლიტიკური პრობლემაა, ვიდრე სარწმუნოებრივი, თუმცა ეგეც შედის, ამის მოგვარებას დროთა განმავლობაში დიალოგი და სხვა ეკლესიების შუამდგომლობა, უპირველესად მსოფლიო საპატრიარქოს, უწყობს ხელს.
ციტატა
თავს იკლავს ამ შემთხვევაში გამართლებულია

თავის მოკვლა, არცერთ შემთხვევაში არაა გამართლებული, თუ
1. პირი გონებასუსტი არაა, ან არაა ფსიქიურად ავადმყოფი არაა
2. პირი ამას სხვის გადასარჩენად(ფერაძე), ან მტრის გასანადგურებლად ან სახელმწიფო საიდუმლოების შენახვისათვის არ სჩადის
3. პირი საკუთარი უბიწოების გადასარჩენად არ მოქმედებს

ეკლესიას თუ ვერ აშენებს, მის სულში და მის ირგვლივ ადამიანებში ააშენოს ეკლესია, ამაზე დიდს ვერც იმ მატერიალური ეკლესიის აშენებით იზავს.
ზოგადად კი მოტივაციაა მთავარი და არა ქმედება.

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 6 2009, 01:04 PM
პოსტი #428


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



გამარჯობათ, ერთი შეკითხვა მაქვს:

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არის თუ არა სტამბულში, ერთ უბანში შექმნილი საპატრიარქო(აი აქუ-ს რომ აქვს კავკასიაზე, ვითომდა 1 ოთახში როა მთელი ტელევიზია), და რეალურად ხომ იყო ეგ ეკლესია გადაშენებული, ჰოდა ახლახანს შექმნილ ეკლესიას რამდენად აქვს უფლებები რომ იყოს მსოფლიო პატრიარქი? ღმერთმა ინება რომ კონსტანტინოპოლი დაცემულიყო, პატრიარქთან ერთად თავის დროზე... ეხლა დავიჯერო 1 უბანში გაკეთებული საპატრიარქო მსოფლიოს პატრიარქობას იმსახურებს? თუ ვერ ვერკვევი ამაში, მიმითითეთ, მაინტერესებს ძალიან სერიოზულად... თუ მსოფლიო პატრიარქობას იმის მიზანი აქვს რომ გააერთიანოს დანაწევრებული მართლმადიდებლური ეკლესიები რომელბსაც უბრალოდ ევქარისტული კავშირი აქვთ ერთმანეთთან? და ამით რომის პაპივით გახდეს ყველა ამ ეკლესიების პატრიარქი?

ძალიან გთხოვთ ამაზე მომაწოდეთ დეტალური ინფორმაცია... sad.gif

პ.ს. ეს არის ობიექტური შეკითხვა, არ ისახავს არავის დისკრედიტაციას... ეს მოსაზრება გამიგია მღვდლებისგან, ცხადია სქიზმაში მყოფი მღვდლებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ევქარისტული კავშირის გაწყვეტას: კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოებთან...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 7 2009, 12:00 AM
პოსტი #429


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დეტალური ინფორმაცია...

აი ამას კი ვერ შეგპირდები, ზოგაად კი კონსტ-ის პატრიარქის შედარება პაპიზმთან, უაზრობაა, რადგან აქ პატივია მხოლოდ იქ ძალაუფლება.
ან რა პრობლემაა, იყოს ერთ უბანში ან ოთახში ან ჩიხში, ეკლესია საერთოდ კატაკომებებში იყო მთლიანად.
დღეს დიპტიხში პირველი პატივით კონსტ-ია და მორჩა, არ უნდა ახლა ამას დაბნეულების გარჩევები smile.gif
ციტატა
ყველა ამ ეკლესიების პატრიარქი?

აი, ნიმუში რომ არ გესმის საკითხი, მართლმადიდებლობაში არ არსებობს "ყველას პატრიარქი" არსებობს "მსოფლიო პატრიარქი" რაც ნიშნავს მის პატივით პირველობას და არა, როგორც ზემოთ დავწერე, ძალაუფლებით.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 7 2009, 01:56 AM
პოსტი #430


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(KAIROS @ Dec 7 2009, 01:00 AM) *

აი ამას კი ვერ შეგპირდები, ზოგაად კი კონსტ-ის პატრიარქის შედარება პაპიზმთან, უაზრობაა, რადგან აქ პატივია მხოლოდ იქ ძალაუფლება.
ან რა პრობლემაა, იყოს ერთ უბანში ან ოთახში ან ჩიხში, ეკლესია საერთოდ კატაკომებებში იყო მთლიანად.
დღეს დიპტიხში პირველი პატივით კონსტ-ია და მორჩა, არ უნდა ახლა ამას დაბნეულების გარჩევები smile.gif

აი, ნიმუში რომ არ გესმის საკითხი, მართლმადიდებლობაში არ არსებობს "ყველას პატრიარქი" არსებობს "მსოფლიო პატრიარქი" რაც ნიშნავს მის პატივით პირველობას და არა, როგორც ზემოთ დავწერე, ძალაუფლებით.


კარგი, აღარ დავწერ, უბრალოდ ერთ რამესაც ვიტყვი რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია დაეცა ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დანგრევის მერე, მაგრამ მართლმადიდებლებს არ უნდათ მისი დაკარგვა მაინც ამიტომაც ისევ შექმნეს თავიდან, მაგრამ ეგ უკვე ის კონსტანტინოპოლი აღარაა... თუ ეგეთი მადლმოსილი იყო, არ დაუშვებდა ღმერთი მის განადგურებას, ის ხომ მეორე რომი იყო...

კარგი ბატონო, მეტს ვისწავლი უფრო(ცხადია ისევ ჩემთვის), აქ კი აღარ დავწერ... აბა ჰე...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 7 2009, 03:31 AM
პოსტი #431


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აღარაა... თუ ეგეთი მადლმოსილი იყო, არ დაუშვებდა ღმერთი მის განადგურებას, ის ხომ მეორე რომი იყო...

ელაპარაკე ახლა ამას...
მადლომოსილობას პოლიტიკური სიტუაცია არ წყვეტს.
წერე რაც გინდა ლაშაბ, ოღონდ ამ სექტანტიზმებს და ლაშაბიზმებს, ყველგან ნუ აფრქვევ, ხომ არის კაცო აპოლოგეტიკა, დაწერე იქ, და მორჩა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Dec 8 2009, 02:50 AM
პოსტი #432


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



KAIROS
ციტატა
შოთაძე, რას ქვია "სხვა სარწმუნეობის მართლმადიდებლური" საპატრიარქო?

აქ შემეშალა ანუ უნდა დამეწერა კათოლიკეებს შორიის და .აშ

ციტატა
ზოგადად კი ორ საპატრიარქოს შორის არ შეიძლება სარწმუნოებრივი კამათი იყოს, თუ იმ სახის პრობლემაა რაც ჩვენს და რუსეთს შორის არის, აქ უფრო პოლიტიკური პრობლემაა, ვიდრე სარწმუნოებრივი, თუმცა ეგეც შედის, ამის მოგვარებას დროთა განმავლობაში დიალოგი და სხვა ეკლესიების შუამდგომლობა, უპირველესად მსოფლიო საპატრიარქოს, უწყობს ხელს.

აქ არ ვგულისხმობ პოლიტიკური ბრძოლის შედეგად გამოწვეულ ურთიერთობებს ეკლესიებს შორის, არამედ ვგულისხმობ იმას რომ მაგალითად, ეკლესიების კუთვნილების წარმოშობილ დავებს , მაგალითად ათონზე ივერთა მონსატრის საკითხს, ქართულ და სომხურ დავებს ეკლესიის კუთვნილებაზე და ა.შ . ანუ მაინტერესებს ვინ უნდა დაადგინოს რეალური მესაკუთრე , და დადგენის შემთხვევაში ორივე მხარე პრეტენზიების გარეშე რომ დაემორჩილოს გადაწყვეტილებას. ცოტა შეილება არეულად მიწერია მაგრამ მგონი მმხვდები რასაც ვგულისხმობ .

ციტატა
თავის მოკვლა, არცერთ შემთხვევაში არაა გამართლებული, თუ
1. პირი გონებასუსტი არაა, ან არაა ფსიქიურად ავადმყოფი არაა
2. პირი ამას სხვის გადასარჩენად(ფერაძე), ან მტრის გასანადგურებლად ან სახელმწიფო საიდუმლოების შენახვისათვის არ სჩადის
3. პირი საკუთარი უბიწოების გადასარჩენად არ მოქმედებს

ეკლესიას თუ ვერ აშენებს, მის სულში და მის ირგვლივ ადამიანებში ააშენოს ეკლესია, ამაზე დიდს ვერც იმ მატერიალური ეკლესიის აშენებით იზავს.
ზოგადად კი მოტივაციაა მთავარი და არა ქმედება.

იხარე;

კაიროსი!

ეს სრულად გასაგებია და მადლობთ პასუხისთვის !


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 8 2009, 05:15 AM
პოსტი #433


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ვინ უნდა დაადგინოს რეალური მესაკუთრე ,

იდეაში
1. ადგილობრივმა საპატრიარქომ
მერე
2. მსოფლიო საპატრიარქომ
მერე
3. მსოფლიო კრებამ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Dec 9 2009, 03:56 PM
პოსტი #434


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ერთი რა მაინტერესებს ხალხო:

მათეს სახარების მე-7 თავში არის მაცხოვრის მიერ მოცემული საუფლო ლოცვა "მამაო ჩვენო":

ციტატა
9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, 10. მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 11. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს 12. და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, 13. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ.


მთლიანად ლოცვა აქ იმიტომ მოვიტანე, რომ თავად უფალი გვიდგენს მის მთლიან ტექსტს, რომელშიც ასევე ჩართულია ასამაღლებელი - რამეთუ შენი არს სუფევა..., არადა როცა ერისკაცი ლოცულობს, ლოცვის ამ ნაწილს არ ამბობს. კარგად ვერ გავიგე რატომ? გასაგებია რომ ასამაღლებელია, მაგრამ თავად უფალმა დაადგინა, რომ ერმაც და ბერმაც ასე ილოცეთო...

მოკლედ შეიძლება თუ არა მამაო ჩვენის ასამაღლებელის ნაწილი ჩართოს ერისკაცმა ლოცვაში, თუ არ შეიძლება რატომ, საიდან მოდის და რას ეფუძნება ეს შეზღუდვა..

მადლობა წინასწარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 10 2009, 06:24 PM
პოსტი #435


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პასუხი გაცემულია წმ. წერილის განყოფილებაში.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Dec 10 2009, 08:10 PM
პოსტი #436


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(KAIROS @ Dec 10 2009, 06:24 PM) *

პასუხი გაცემულია წმ. წერილის განყოფილებაში.

იქვეა დასმული დამატებითი კითხვაცbiggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgikal
პოსტი Feb 1 2010, 09:10 PM
პოსტი #437


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 1-February 10
წევრი № 8,098



გამარჯობათ! მე მაინტერესებს მაქვს თუ აა უფლება რომ მოვნათლო ჩემი მეუღლის ძმიშვილი! დიდი თხოვნით!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jariskaci
პოსტი Feb 1 2010, 10:36 PM
პოსტი #438


jariskaci
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,034
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,878



რატომ არ პასუხობენ მოძღვრები შეკითხვებს მეზობელ განყოფილებაში?


--------------------
ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 2 2010, 03:30 AM
პოსტი #439


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აქ მოძღვრებისადმი დასმული კითხვები არაა, არამედ ჩვენ, ფორუმელები ვსაუბრობთ ჩვენს შორის, მოძღვარი დაბრუნდა და მადლობა მას, ძალიან აქტიურადაც პასუხობს კითხვებს, ამიტომ ეს კითხვა უნდა იქნას გადატანილი "დაუსვით კითხვა მოძღვარს"-ში


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bela88
პოსტი Feb 17 2010, 07:58 PM
პოსტი #440


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 17-February 10
წევრი № 8,201



გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. 1 შეკითხვა მაქვს და იქნებ როგორმე მიპასუხოთ. მთხოვეს ნათლიობა და ქალთა წესის დროს როგორ უნდა მოვიქცე? არ შეიძლება ხომ ტაძარში შესვლა? ან რომ შევიდე და სანთელი არ დავიჭირო? მითხარით რააა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

56 გვერდი V « < 20 21 22 23 24 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 12:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი