IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

56 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > »   
Reply to this topicStart new topic
> კითხვები, და პასუხები
terra
პოსტი Nov 29 2011, 12:06 AM
პოსტი #541


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



dr.house...
ციტატა
არაა საჭირო გარეთ ატარო ყველას დასანახად თუ როგორი ბეჯითი მლოცველი ხარ


მე ვიტყოდი არაა აუცილებელი smile.gif

მართალი ხარ, საჭირბოროტო საკითხია.
თუმცა, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია smile.gif



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dr.house...
პოსტი Nov 29 2011, 12:10 AM
პოსტი #542


საქართველოს საპატრიარქო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 414
რეგისტრ.: 18-January 11
მდებარ.: თბილისი
წევრი № 10,305



ციტატა(terra @ Nov 29 2011, 12:06 AM) *


მე ვიტყოდი არაა აუცილებელი smile.gif

მართალი ხარ, საჭირბოროტო საკითხია.
თუმცა, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია smile.gif

biggrin.gif კიი გეთანხებიი!! biggrin.gif


--------------------
“ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19)
"ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მ. 26, 26-28).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნინნნო
პოსტი Jan 24 2012, 03:58 PM
პოსტი #543


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 24-January 12
წევრი № 11,987



...ხომ ვერ მიმასწავლით, მოცეკვავე სალომეა სახარების ზუსტად რომელ მონაკვეთშია ნახსენები? ან სამოციქულოში ან ეპისტოლეებში?
ძალიან მჭირდება შევადარო, სახარების რუსულ თარგმანში , რუსული ენის თვისების გამო, მენელსაცხებლე დედა სალომე ”სალომე_ა”_დ არის ნახსენები თუ სალომე _დ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2012, 04:18 PM
პოსტი #544


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,660
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნინნნო
მათეს სახარება
თავი მეთოთხმეტე

1. იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა;

2. და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი; მკვდრეთით აღმდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში.

3. ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის - ფილიპეს ცოლის გამო.

4. რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი.

5. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.

6. ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე.

7. ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო.

8. ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი.

9. შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.

10. წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში.

11. მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს.

12. იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს.

13. ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.

14. გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი.

15. ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად.

16. მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი.

17. ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა?

18. იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ.

19. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს.

20. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.

21. ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.

22. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.

23. ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ.

24. ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, ვინაიდან პირქარი ქროდა.

25. და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან.

26. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.

27. მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.

28. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან.

29. მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან.

30. მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე!

31. მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?

32. და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.

33. ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.

34. ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.

35. და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელს მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული.

36. ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსის კალთისთვისო; და ვინც შეახო, განიკურნა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2012, 04:44 PM
პოსტი #545


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,660
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მარკოზის სახარება
თავი მეექვსე

1. წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.

2. შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?

3. განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში.

4. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში.

5. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა.

6. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ.

7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.

8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით:

9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს.

10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან.

11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.

12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.

13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.

14. ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში.

15. სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.

16. ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა.

17. ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას.

18. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი.

19. ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო.

20. რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.

21. მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს;

22. გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო.

23. და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო.

24. ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი.

25. მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.

26. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ იკადრა გაეწბილებინა იგი.

27. მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი.

28. ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს.

29. ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში.

30. შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ.

31. ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; - რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ.

32. და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით.

33. მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ.

34. გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება.

35. და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე;

36. გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი.

37. ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად?

38. მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“.

39. მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი.

40. და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი.

41. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას.

42. ყველამ ჭამა და გაძღა.

43. და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი.

44. ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი.

45. მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.

46. ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად.

47. მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე.

48. და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი.

49. ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს;

50. რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.

51. ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.

52. რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან გამქისებულიყო მათი გული.

53. გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.

54. ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა.

55. შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი.

56. სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნინნნო
პოსტი Jan 24 2012, 05:15 PM
პოსტი #546


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 24-January 12
წევრი № 11,987



მარიამ, მადლობ, ვნახე ეგ ადგილი და იქ ნახსენებია მხოლოდ როგორც ასული ჰეროდიასი, სახეი არ წერია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 24 2012, 07:04 PM
პოსტი #547


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



ნინნნო
ადგილი მომყავს ლოპუხინის განმარტებიდან:
«Дочь Иродиады», которая плясала перед Иродом, в Евангелиях не называется Саломией. Сведения, что у Иродиады была дочь Саломия, вышедшая замуж за тетрарха Филиппа, заимствуются из Иосифа Флавия.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნინნნო
პოსტი Jan 24 2012, 11:30 PM
პოსტი #548


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 24-January 12
წევრი № 11,987



ციტატა(zaz @ Jan 24 2012, 07:04 PM) *

ნინნნო
ადგილი მომყავს ლოპუხინის განმარტებიდან:
«Дочь Иродиады», которая плясала перед Иродом, в Евангелиях не называется Саломией. Сведения, что у Иродиады была дочь Саломия, вышедшая замуж за тетрарха Филиппа, заимствуются из Иосифа Флавия.



მე მაინტერესებს რუსულად მენელსაცხებლე დედა სალომე გამოითქმის როგორც სალომეა თუ სალომე?

უბრალოდ, ქართველ ბავშვს, რომელსაც მშობლებმა დაარქვეს სალომე, სახელის დარქმევის ლოცვის წაკითხვის დროს, რომელიც დაბადებიდან მე_7 დღეს იკითხება, რუსმა მღვდელმა, წარმოთქვა სახელი ”სალომეა” და მაინტერესებს, სალომე უნდა ეთქვა თუ სალომეა. რადგან შეიძლება რუსულში სალომე სალომეად გამოითქმის, როგორც მაგალითად, ნინო და რუსულად კი ნინას ამბობენ ხოლმე.
მაშინ მითხარით თუ შეიძლება, მარკოზის სახარების მე 16 თავში, რუსულ თარგმანში, მენელსაცხებლე დედებზე რომ წერია, რუსულად როგორ გამოითქმის სალომე, _ სალომე წერია თუ სალომეა? მადლობთ, მაგრამ იქნებ განმიმარტოთ მოკლედ, ჯერ ერთი, მომიტევეთ, დიდად გათვითცნობიერებული არ ვარ, ლოპუხინი ვინ არის? და როგორც გავიგე, ანუ ჰეროდიას ქალს არ ერქვა სალომეა? თუმცა ეს ჩემთვის არაა მაინცდამაინც საკვანძო საკითხი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 24 2012, 11:40 PM
პოსტი #549


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ნინნნო
ციტატა
მე მაინტერესებს რუსულად მენელსაცხებლე დედა სალომე გამოითქმის როგორც სალომეა თუ სალომე?


რუსულად გამოითქმის სალომეა.

ციტატა
უბრალოდ, ქართველ ბავშვს, რომელსაც მშობლებმა დაარქვეს სალომე, სახელის დარქმევის ლოცვის წაკითხვის დროს, რომელიც დაბადებიდან მე_7 დღეს იკითხება, რუსმა მღვდელმა, წარმოთქვა სახელი ”სალომეა” და მაინტერესებს, სალომე უნდა ეთქვა თუ სალომეა. რადგან შეიძლება რუსულში სალომე სალომეად გამოითქმის, როგორც მაგალითად, ნინო და რუსულად კი ნინას ამბობენ ხოლმე.


არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. მას ქართველები მოიხსენიებთ როგორც სალომეს, ხოლო რუსები სალომეას და ეს ერთი და იგივეა. მასე არც ჩვენ ქართველები წარმოვთქვამთ სწორად ებრაულ სახელებს, გარკვეული ბგერითი ცვლილებები შეგვაქვს მათში, რითაც ერგება ჩვენს მეტყველებას ან როგორც შემოვიდა სხვა ენების მეშვეობით. ის სალომე-მენელსაცხებლის სახელს მიიღებს და რუსი მღვდელი, ბუნებრივია, სალომეა-ს წარმოსთქვამდა.

მოსკოვში მოვინათლე და ნათლობის მოწმობაშიც მიწერია სახელი Георгий, თუმცა ვარ ქართველი გიორგი. ამით ჩემი სახელი არ შეცვლილა, ქართველები აქ ლოცვებში გიორგი-თ მომიხსენიებენ და ჩემი ნათლია რუსეთში როგორც Георгий-ს.

ასევე წმინდანებსაც სხვადასხვა სახელებით მოვიხსენიებთ, თუნდაც იგივე წმინდა გიორგის, მაგრამ ჩემი ლოცვა ქართულად ან რუსულად აღვლენილი სახელში ბგერათა განსხვავების გამო არ იცვლის აზრს.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 24 2012, 11:46 PM
პოსტი #550


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



ნინნნო
ჰეროდიას შვილს სალომეა ერქვა, ოღონდ ეს ვიცით არა სახარებიდან, არამედ ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის ნაშრომებიდან.
ქართულად სახელი სალომე რუსულად გამოითქმის როგორც Саломия. ასე რომ მღვდელმა ბავშვს სახელად სალომე დაარქვა.
ციტატა
მაშინ მითხარით თუ შეიძლება, მარკოზის სახარების მე 16 თავში, რუსულ თარგმანში, მენელსაცხებლე დედებზე რომ წერია, რუსულად როგორ გამოითქმის სალომე, _ სალომე წერია თუ სალომეა?

მომწავს ციტატა და თარგმანი:
და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
По прошествии субботы Мария Магдалина и Мария Иаковлева и Саломия купили ароматы, чтобы идти помазать Его.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2012, 10:27 AM
პოსტი #551


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,660
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე რამდენადაც ვიცი სახარებაში სახელი სალომეა არ არის ნახსენები.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Laitmani
პოსტი Jul 31 2012, 07:57 PM
პოსტი #552


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 23-June 12
წევრი № 12,442



უსამართლო მოდერატორის, ვინმე აფხაზის ყოველ პოსტს ზომბივით უნდა დავეთანხმო და ყოველ მის უსამართლო მოქმედებაზე პოლიხრონიოონ უნდა ვიყვირო, ხომ ვერ მიმასწავლით, განყოფილებას სადაც ამისათვის უსამართლოდ არ სჯიან?

გმადლობთ წინასწარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 31 2012, 08:38 PM
პოსტი #553


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
უსამართლო მოდერატორის, ვინმე აფხაზის ყოველ პოსტს ზომბივით უნდა დავეთანხმო და ყოველ მის უსამართლო მოქმედებაზე პოლიხრონიოონ უნდა ვიყვირო, ხომ ვერ მიმასწავლით, განყოფილებას სადაც ამისათვის უსამართლოდ არ სჯიან?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
აფხაზმა გაგაბრაზა? დაველაპარაკები მაგას biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Laitmani
პოსტი Aug 1 2012, 09:04 PM
პოსტი #554


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 23-June 12
წევრი № 12,442



A.V.M

ციტატა
ფორუმზე აკრძალულია:,, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი , წმ.სინოდის (ერთად თუ ცალკეული მღვდელთმთავრისადმი), ნებისმიერი ქართველი სასულიერო პირისადმი, ქართული ეკლესიისადმი-მაპროვოცირებელი , ცინიკური , ცილისმწამებლური , და უბრალოდ ,,განმკითხველი'' პოსტები,


მკრეხელობა ჩაიდინა მაგ თქვენმა პატრიარქმა, თეთრზე შავით დამტკიცებული მკრეხელობა, ისეთი მკრეხელობა რომ ვერავინ ვერ უარჰყოფს ვერც ფაქტსა და ვერც მკრეხელობის სტატუსს.

მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებები დავდე, დიდი რჯულის კანონი დავდე, პატრიარქის შეუსაბამო მოქმედება დავდე, სხვა რაღა მექნა? სად დავწამე აბა ცილი? რა არ კრძალავს დიდი რჯულის კანონი მწვალებელთათვის წმინდა ევქარისტიის მიცემას? რა იგივე რჯულის კანონი არ იძახის რომ ყველა მწვალებელია რომელიც მცირედი მიდრკეს მართლმადიდებლობისაგანო? არ იძახის რომ მწვალებელ არს ყველა არამართლმადიდებელიო? ჰო და კათოლიკენი თუ მართლმადიდებელნი არ არიან, რჯულის კანონით მწვალებლები არიან და რად მიცა მწვალებელთ ევქარისტია როდესაც ამ საქციელს რჯულის კანონი კრძალავს? პატრიარქმა შეურაცჰყო სულიწმიდით ნაკარნახევი კანონიც, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებიც და კიდევ მე ვარ ცილისმწამებელი? ხომ დავამტკიცე ეს ფაქტებით? რაა ჰაერზე ხომ არ ვისაუბრე სხვა დემაგოგებივით? ამის გამო მივიღე ბანი? განა ეს უსამართლობა არ არის? აბა ეგეთი საქციელი უბრალო მღვდელს ექნა ხო ეგრევე განკვეთდნენ და რაა? რადგან პატრიარქია მკრეხელობის უფლება აქვს?

არ მისცე უწერია ქრისტეს წმიდა სისხლი და ხორცი არ მიცე მწვალებელთა და იქედნეთა ნაშობებს, არა ეს ადგა და მიცა, დააკვალიფიცირეთ რა ეწოდება ამას თუ არა ენით აუწერელი მკრეხელობა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 1 2012, 09:35 PM
პოსტი #555


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შეგიძლია შენი ნებით დატოვო ფორუმი.იმიტომ რომ ასე ვერ გაჩერდები აქ.
შენი ეს პოსტი წაიშლება და არქივში გადავა. შენც გაფრთხილებას მიიღებ.
რა ხეირი მერე? იგებ რამეს ამით?
ადგები და იტყვი ეხლა აფხაზზე რამეს.სინამდვილესი აფხაზი არაფერ შუაშია, აქ ფორუმის შინაგანაწესზეა გვაქვს საუბარი და ვინც არ უნდა იყოს აფხაზი,მეგრელი თუ ოსი აუცილებლად იგივენაერად განვითარდება მოვლენები.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Laitmani
პოსტი Aug 1 2012, 09:55 PM
პოსტი #556


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 23-June 12
წევრი № 12,442



კაი დავტოვებ ოღონდ უნდა აღიაროთ რომ სიმართლეს გაურბიხართ და უსამართლობას სჩადიხართ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 2 2012, 12:35 AM
პოსტი #557


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ისე, მართლა ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, თუ რა ედო პატრიარქის მიერ კათოლიკეების ზიარებას საფუძვლად.
მეც მაინტერესებს და არავინ იცის პასუხი?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 2 2012, 12:41 AM
პოსტი #558


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გიორგა!
ჯერ არ გინდა ეგ.
მოდერი შემოვა,გასუფთავდება აქაურობა და მერე ვილაპარაკოთ თუ გინდა მაგაზე.
ან ეხლავე შემოსკაიპდი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Laitmani
პოსტი Sep 10 2012, 07:54 AM
პოსტი #559


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 23-June 12
წევრი № 12,442



ისა გავიგე ივერია გაბრწყინდებაო და ბათუმს ხომ არ გულისხმობდა ამის მთქმელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 10 2012, 10:49 PM
პოსტი #560


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Laitmani
პირველად ის, რომ არავის დასაცინი არაა ეს სიტყვები...
მეორედ კი ის მინდა ვთქვა, რომ ეს გაბრწყინვება სულ სხვა მოვლენაა, ვიდრე მრავალს ჰგონია.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

56 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 07:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი