IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

56 გვერდი V « < 41 42 43 44 45 > »   
Reply to this topicStart new topic
> კითხვები, და პასუხები
sanfol
პოსტი Nov 24 2014, 01:03 PM
პოსტი #841


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
გასაგებია მადლობა ანუ მაინდ ექვემდებარება მოძღვართან მონანიებას რაც არ უნდა იყოს


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 25 2014, 09:10 AM
პოსტი #842


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
გასაგებია მადლობა ანუ მაინდ ექვემდებარება მოძღვართან მონანიებას რაც არ უნდა იყოს

ნებისმიერი ცოდვა მოძღვართან უნდა მოინანიო.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 26 2014, 01:53 AM
პოსტი #843


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



რა არის მართლმადიდებელი ქრისტიანის (და ზოგადად ადამიანის) უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში? და რა უნდა ამოძრავებდეს მის ქმედებებს? რატომ ჩავდივართ სიკეთეს იმიტომ რომ ვცხონდეთ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 26 2014, 09:21 AM
პოსტი #844


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
რა არის მართლმადიდებელი ქრისტიანის (და ზოგადად ადამიანის) უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში?

ცხონება


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 28 2014, 07:21 PM
პოსტი #845


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



25 დეკემბერი ეს თარიღი საიდან გაჩნდა? ქრისტეშობას ვგულისხმობ


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 8 2014, 07:02 PM
პოსტი #846


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



მე მაინტერესებს წმინდანებზე რატომ ვლოცულობთ? გარდაცვლილებს ესმით ჩვენი? ბიბლიაში ხომ წერია არგათქმული ფიქრები მხოლოდ ღმერთს ესმისო? რატომ პირდაპირ ღმერთს არ ვთხოვთ რაიმეს შუამავალი რაში გვჭირდება?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 9 2014, 11:21 AM
პოსტი #847


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



sanfol

"პატივი უნდა მივაგოთ წმინდანებს როგორც ქრისტეს მეგობრებს, როგორც ღვთის შვილებსა და მემკვიდრეებს, ღეთისმეტყველი მახარებლის თქმისებრ „ხოლო რომლებმაც მიიღეს იგი, მისცა მათ უფლებასმოსილება ღვთის შვილებად გახდომისა“ (იოანე 1,12). „ასე რომ, აღარ არიან ისინი მონები, არამედ - ძეები, ხოლო თუ ძეები არიან, - მემკვიდრეებიც; მემკვიდრეები - ღვთისა, თანამემკვიდრეები კი - ქრისტესი“ (გალატ. 4,7; რომ. 8,17). უფალიც ასე ეუბნება მოციქულებს წმინდა სახერებებში: „თქვენ მეგობრები ხართ ჩემი. აღარ გიწოდებთ თქვენ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი“ (იოანე 15,14). თუკი ყოველთა შემოქმედი და უფალი „მეუფეთა მეუფედ“, „უფალთა უფლად“ და „ღმერთთა ღმერთად“ ითქმის, უეჭველია, რომ წმინდანებიც ღმერთები, უფალნი და მეუფენი არიან. მათ ღმერთად, უფლად და მეუფედ ითქმის და არის კიდეც ღმერთი. ასე ეუბნება იგი მოსეს: „მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა“ (გამოსვლ. 3,6). მოსეც ფარაონის ღმერთად გახადა ღმერთმა" (წმ. იოანე დამასკელი).

sanfol

ციტატა
25 დეკემბერი ეს თარიღი საიდან გაჩნდა? ქრისტეშობას ვგულისხმობ


ახალ აღთქმაში კონკრეტული თარიღი არ არის ნახსენები, არც პირველი საუკუნეების საეკლესიო მოძღვრებთან გვხვდება ამის შესახებ მითითება. გამონაკლისია იპოლიტე რომაელი (III ს), თუმცა მიიჩნევა, რომ მის ნაშრომში მოგვიანებითაა ჩამატებული ეს მომენტი. როგორც მიჩნეულია ეს კონკრეტული თარიღი წარმართთა მთავარ დღესასწაულს დაემთხვა, თუ დაამთხვიეს. მზის თაყვანისცემის კერპთაყვანისმცემლური დღესასწაული ჩაანაცვლა ჭეშმარიტი მზის, ქვეყნის განმანათლებლის თაყვანისცემამ. ანუ ეკლესი მის პირველ მრევლს, გაქრისტიანებულ წარმართებს, რომელთა შორისაც ეს დღესასწაული ცენტრალურ ადგილს იკავებდა, მისიონერული მიდგომით მიუდგა და შინაარსის გამოცვლით გააქრისტიანა ეს დღესასწაული.

თუმცა ალბათ ამ თარიღს მაინც აქვს ქრისტეს ამ პერიოდში შობის საფუძველი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 9 2014, 11:50 AM
პოსტი #848


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



afxazi
კარგია რომ ეგ ციტატა მოიყვანე მეც მაგას ვცდილობდი შემედარებინა, მაგრამ ქრისტემ ვის უწოდა მაგით მეგობრები და მამის შვილები? ანუ რა უნდა გავაკეთო მეც რომ მონა აღარ მერქვას? მხოლოდ წმინდანები გახდებიან შვილები და მეგობრები? და რამდენად სწორია ქრისტესავით თაყვანისცემა და წმინდანებზეც ანალოგიური თაყვანისცემა?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 9 2014, 12:10 PM
პოსტი #849


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



sanfol

ციტატა
არგია რომ ეგ ციტატა მოიყვანე მეც მაგას ვცდილობდი შემედარებინა, მაგრამ ქრისტემ ვის უწოდა მაგით მეგობრები და მამის შვილები? ანუ რა უნდა გავაკეთო მეც რომ მონა აღარ მერქვას? მხოლოდ წმინდანები გახდებიან შვილები და მეგობრები? და რამდენად სწორია ქრისტესავით თაყვანისცემა და წმინდანებზეც ანალოგიური თაყვანისცემა?


სახარებაში ნათქვამი ყოველი სიტყვა მიემართება მთელ კაცობრიობას, ყოველ ადამიანს, რომელიც პიროვნულად მონაწილეობს გამოხსნის საიდუმლოში. აქედან გამომდინარე ადამიანი, რომელიც ხელახლა იშვება ახალშობით (ნათლისღებით) და თავის თავში მოაკვდინებს ძველ, ცოდვილ ადამიანს, ის ხდება კრისტეს მეგობარი. ტერმინი მონა გამოყენებულია ცოდვასთან მიმართებაში, რომ რეალური მონობა ადამიანისა, სწორედ ცოდვის მონობაა და მისგან გათავისუფლება კი ქრისტეს მეგობრად ხდის მას. ასე რომ ვინც გაიმარჯვა ცოდვებზე და იშვა ახალშობით და ცხოვრების წესად ქრისტიანობა გაიხადა, ყველა ამგვარი მეგობარია უფლისა.

ციტატა
და რამდენად სწორია ქრისტესავით თაყვანისცემა და წმინდანებზეც ანალოგიური თაყვანისცემა?


გასაგებია, რომ ვაღიარებთ ერთ ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას, ერთ სრულს არსს სამ სრულ ჰიპოსტასში, მამაში, ძეში და სულიწმინდაში, და შესაბამისად თაყვანისცემა, როგორც ასეთი ოდენ მისადმი აღევლინება, როგორც შემოქმედი, დაუსაბამო, ყოვლადძლიერი და ყოვლადსრული არსისადმი. ხოლო წმინდანნი, როგორც იოანე დამასკელი განმარტავს, უფლის მეგობრებად იწოდნენ, მის მემკვიდრეებად და ამიტომ სწორია, რომ მათააც მივაგებთ პატივს, ვლოცულობთ მათთადმი და შევთხოვთ და შეგვეწიონ იმ მთავარი მიზნისათვის, რასაც უფალთან თანამყოფობა გულისხმობს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 9 2014, 01:27 PM
პოსტი #850


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



afxazi
გასაგებია მადლობა პასუხებისთვის ანუ წმინდანებმა ცხოვრებაშივე აჯობეს ცოდვას, მარტო მონათვლა რომ ყოფნიდეს მაშინ ყველანი ქრისტეს მეგობრები და შვილები ვიქნებოდით წმინდანობა აღარ იქნებოდა საჭირო სრულად ცოდვისგან განთავისუფლებისთვის, მონათვლაზეც მაქვს კითხვა: იესო ხომ 30 წლის მოინათლა ქრისტიანად?(ეს საინტერესო თემაა, ამაზეც თუ დაწერ რამეს წავიკითხავ აუცილებლად, იესო ხომ რჯულის აღმსარებელი იყო და როდის გახდა ის ქრისტიანი ანუ როდის გარდაიქმნა იუდეველიდან ქრისტიანად, როცა მოღვაწეობას იწყებს მაშინ?) რატომ ნათლავენ პატარა ბავშვებს სწრაფად ხოლმე? იმიტომ რომ არ იციან როდის მოკვდება და არ უნდათ რომ შემთხვევით მოუნათლავი წავიდნენ ამ ქვეყნიდან?

სხვისი ცოდვა შენი ცოდვაა? რომ უყურებ ცოდავს მაგალითად იგინება, კლავს, სხვა სჯულს სცემს თაყვანს, ერთმანეთს ეჩხუბებიან, ხატში საკლავს კლავენ და ა.შ. და არაფერს გააკეთებ ეს ცოდვაში გეთვლება შეენც? არადა შეუძლებელია ყველას ჭკუა დაარიგო ყოველი ფეხის ნაბიჯზეა ასეთი ქმედებები რაც ზემოთ დავწერე მაგალითები


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 9 2014, 01:38 PM
პოსტი #851


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(sanfol @ Dec 9 2014, 02:27 PM) *

afxazi
გასაგებია მადლობა პასუხებისთვის ანუ წმინდანებმა ცხოვრებაშივე აჯობეს ცოდვას, მარტო მონათვლა რომ ყოფნიდეს მაშინ ყველანი ქრისტეს მეგობრები და შვილები ვიქნებოდით წმინდანობა აღარ იქნებოდა საჭირო სრულად ცოდვისგან განთავისუფლებისთვის, მონათვლაზეც მაქვს კითხვა: იესო ხომ 30 წლის მოინათლა ქრისტიანად?(ეს საინტერესო თემაა, ამაზეც თუ დაწერ რამეს წავიკითხავ აუცილებლად, იესო ხომ რჯულის აღმსარებელი იყო და როდის გახდა ის ქრისტიანი ანუ როდის გარდაიქმნა იუდეველიდან ქრისტიანად, როცა მოღვაწეობას იწყებს მაშინ?) რატომ ნათლავენ პატარა ბავშვებს სწრაფად ხოლმე? იმიტომ რომ არ იციან როდის მოკვდება და არ უნდათ რომ შემთხვევით მოუნათლავი წავიდნენ ამ ქვეყნიდან?

სხვისი ცოდვა შენი ცოდვაა? რომ უყურებ ცოდავს მაგალითად იგინება, კლავს სხვა სჯულს სცემს თაყვანს, ერთმანეთს ეჩხუბებიან, ხატში საკლავს კლავენ და ა.შ. და არაფერს გააკეთებ ეს ცოდვაში გეთვლება შეენც? არადა შეუძლებელია ყველას ჭკუა დაარიგო ყოველი ფეხის ნაბიჯზეა ასეთი ქმედებები.



იესო ქრისტე მოსეს რჯულის სრული ზედმიწევნითი დაცვით , გააუქმა მოსეს რჯული და დაადგინა რჯული რომელსაც დღეს ქრისტეს რჯული ეწოდება! მოსეს რჯული კი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას არამედ მისი შემავსებელიცაა და არანაირი პრობლემა არაა იმაში თუ მოსეს რჯულს დაიცავ .,, უბრალოდ საწიროება აღარაა მოსეს რჯულის დაცვისა რადგან მან თვისი როლი შეასრულა და მიიყვანა კაცობრიობა ქრისტემდე _ ქრისტემ კი ღვთისა და მოყვასის სიყვარულით მოკლედ შეკუმშა მოსეს რჯული და ახალი ბევრი მსგავსი მცნებები დაგვიწესა.
იესო ნათლობისას გახდა ქრისტე და სწორედ შემდეგ როცა სინაგოგაში წარსდგა სწორედ იქ დააციტირა ისაიას 61_1,2 მუხლები სადაც მასზეა საუბარი როგორც ქრისტეზე . blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 9 2014, 04:59 PM
პოსტი #852


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



esre ars cheshmariteba
ზედმიწევნით რანაერად? მეძავი ხო არ ჩაქოლა მაგ დროს იუდევლად რჩებოდა თუ უკვე ქრისტიანი იყო?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 9 2014, 06:55 PM
პოსტი #853


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol
ციტატა
იესო ხომ რჯულის აღმსარებელი იყო და როდის გახდა ის ქრისტიანი ანუ როდის გარდაიქმნა იუდეველიდან ქრისტიანად, როცა მოღვაწეობას იწყებს მაშინ?

რას ქვია როდის გარდაიქმნა. ის თავად იყო ქრისტე. და მისი მიმდევარი ქრისტიანი. იუდეველებმა ქრისტე არ აღიარეს ღმერთად. დარჩნენ იუდეველებად. მიიღო მისმა მოწაფეებმა და მისმა მეგობრებმა. მათ ნახეს მისი ამაღლებაც.

ნათლობით იგი მოინათლა მის წინამორბედ იოანეს მიერ იორდანეში. იოანე ასევე ნათლავდა სხვებსაც წყლით და ანუ ნათლობა მანამდე არ იყო ასეთი ცნება სავარაუდოდ.

იოანე ნათლისმცემლის ქადაგება
1 ტიბერიოს კეისრის მთავრობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეაში, და ჰეროდეს ტეტრაექობისას გალილეაში, მისი ძმის, ფილიპეს, ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში, და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენეში, 2 ანას და კაიფას მღველმთავრობის დროს იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში. 3 დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად, 4 როგორც სწერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. 5 ყოველივე ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. 6 და ყოველი ხორცეილი იხილავს ხსნას ღვთისაგან."
7 მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას? 8 მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფნი და ნუ მოჰყვებით ერთმანეთში ლაპარაკს: მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, რომ ღმერთს შუეძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. 9ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ."10 ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო? 11 მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს." 12 მივიდნენ მებაჟენიც მოსანათლავად და უთხრეს მას: „მოძღარო , რა ვქნათ?" 13 მან უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ." 14ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?" უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით."
15 როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, 16 მიუგებდა და ეტყოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით, 17 რომლის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში მოაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით." 18 კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. 19 ხოლო ჰეროდემ, ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის ჰეროდიას გამო და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა, 20 ყველაფერს ამას ისიც მიუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.

იესოს ნათლისცემა
21 როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა 22 და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგოც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე."

იესოს წარმომავლობა
23 თვით იესო, როცა იწყებდა, იქნებოდა ოცდაათი წლისა, და როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა, 24მათათისა, ლევისა, მალქისა, იანაისა, იოსებისა, 25 მათითიასი, ამოცისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა, 26 მახათისა, მათითიასი, შიმყისა, იოსებისა, იოდასი, 27 იოხანანისა, რეშასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა, 28 მალქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა, 29 იესუსი, ელეაზარისა, იორიმისა, მათათისა, ლევისა, 30 სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა, 31 მალეასი, მინასი, მათათასი, ნათანისა, დავითისა, 32 იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა, 33 ყამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი, 34 იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თერახისა, ნახორისა, 35 სერუგისა, რეყუსი, ფელეგისა, ყებერისა, შალახისა, 36 კენანისა, არფაქშადიას, სემისა, ნოესი, ლამექისა, 37 მეთუშელახისა, ხანოქისა, იერედისა, მაჰალალელისა, კენანისა, 38ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღვთისა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 9 2014, 06:58 PM
პოსტი #854


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(sanfol @ Dec 9 2014, 05:59 PM) *

esre ars cheshmariteba
ზედმიწევნით რანაერად? მეძავი ხო არ ჩაქოლა მაგ დროს იუდევლად რჩებოდა თუ უკვე ქრისტიანი იყო?

იესო არც იუდეველი იყო და არც ქრისტიანი არამედ თვითონ ორივეს შემოქმედი ღმერთი! იესო ქრისტე იყო და არა ქრისტიანი !

რაც შეეხება იოანეს 8 თავს . _ იესო ქრისტე ხედავდა მეძავის გულს , რომ ის ინანიებდა და ამასთანავე თვითონვე იყო რჯულის მასწავლებელიც და შაბათის უფალიც. და კიდევ თუმცა მოსეს რჯულის გაუქმება ძალაში შევიდა ქრისტეს სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მანამდეც ქრისტეს მოწაფეები უკვე თავისუფალნი იყვნენ მოსეს რჯულისგან , რადგან იესო ქრისტე თავად ამ რჯულის ავტორი და მოძღვარი ათავისუფლებდა მათ blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 9 2014, 07:01 PM
პოსტი #855


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



mari90
esre ars cheshmariteba
ხო მაგრამ როცა მოსეს რჯული ასრულებს არსებობას და იწყება ქრისტიანობა ეს გზა გასაყარი სადაა, დაბადებიდან ქრისტიანი ხომ ვერ იქნებოდა ის იუდეველთა ოჯახში დაიბადა ვინც მისი მშობლები იყვნენ ისინიც იუდევლები იყვნენ თავიდან იმიტომ რომ წინადაცვეთა გაუკეთეს, ამიტომ მაინტერესებს როდის მოხდა ეს გარდაქმნა იესოსი ქრისტიანად და მისი გარემოცვისაც რა თქმა უნდა, გასაგებია ის თავად იყო ქრისტე მაგრამ როგორც ადამიანი თავიდან მისი რელიგია ხომ იყო არა იუდაიზმი?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 9 2014, 07:30 PM
პოსტი #856


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(sanfol @ Dec 9 2014, 08:01 PM) *

mari90
esre ars cheshmariteba
ხო მაგრამ როცა მოსეს რჯული ასრულებს არსებობას და იწყება ქრისტიანობა ეს გზა გასაყარი სადაა, დაბადებიდან ქრისტიანი ხომ ვერ იქნებოდა ის იუდეველთა ოჯახში დაიბადა ვინც მისი მშობლები იყვნენ ისინიც იუდევლები იყვნენ თავიდან იმიტომ რომ წინადაცვეთა გაუკეთეს, ამიტომ მაინტერესებს როდის მოხდა ეს გარდაქმნა იესოსი ქრისტიანად და მისი გარემოცვისაც რა თქმა უნდა, გასაგებია ის თავად იყო ქრისტე მაგრამ როგორც ადამიანი თავიდან მისი რელიგია ხომ იყო არა იუდაიზმი?

კი იესო იუდეველი იყო და იუდაიზმის მიმდევარი იყო ცხადია . ხოდა ხომ გითხარი რომ ქრისტეს რჯული ძალაში შევიდა მისი სიკვდილის მომენტიდან! როგორც პავლე ბძანებს _ ანდერძს არა აქვს ძალა როცა მოანდერძე ცოცხალია. და რომაელთა 10:4 რამეთუ ქრისტეა რჯულის სასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. იესო ქრისტემ რჯული დაასრულა მისი სრული შესრულებით! მანამდე მოსეს რჯულის დაცვა არავის შეეძლო სრულყოფილად რადგან ყველა ცოდვილი იყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 9 2014, 08:06 PM
პოსტი #857


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



esre ars cheshmariteba
თუ სიკვდილის შემდეგ შევიდა ძალაში ახალი რჯული ისეთი რაღაცეები რაც არ იყო მანამდე მოსეს რჯულში, ქრისტემ საიდან დაამკვიდრა? ზიარება, ნათლობა, და ა.შ. თუ მეშლება და ესენი ყველაფერი მანამდეც იყო უბრალოდ არავინ ასრულებდა?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 9 2014, 08:20 PM
პოსტი #858


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(sanfol @ Dec 9 2014, 09:06 PM) *

esre ars cheshmariteba
თუ სიკვდილის შემდეგ შევიდა ძალაში ახალი რჯული ისეთი რაღაცეები რაც არ იყო მანამდე მოსეს რჯულში, ქრისტემ საიდან დაამკვიდრა? ზიარება, ნათლობა, და ა.შ. თუ მეშლება და ესენი ყველაფერი მანამდეც იყო უბრალოდ არავინ ასრულებდა?

ესენი დიახ მანამდეც იყო ანუ მათი წინასახე იყო ვთქვათ ნათლობის წინასახე იყო ნოეს კიდობანი რომლითაც გადარჩა რამდენიმე ადამიანი ან წითელი ზღვის გადაკვეთა სადაც მთლიანად მოინათლა ისრაელი ერი. ეს იყო ნათლობის წინასახეები . ზიარების წინასახე იყო პასექი რომელსაც აღნიშნავდნენ ისრაელები შემდეგ კი ეს პასექი შეიცვალა ზიარებით smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 9 2014, 08:27 PM
პოსტი #859


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



esre ars cheshmariteba
გასაგებია მადლობა, მაგრამ რაღაც ისე გამოდის რომ ქრისტიანობა იგივე იუდაიზმია ოღონდ გაუმჯობესებული? რაიმე ახალი არ იქნა შემოტანილი ქრისტეს მიერ? გარდა იმისა, რომ ცოდვისგან გამოხსნილები ვართ და ძველ თაყვანისცემებს ღმრთისადმი ადგილი აღარ აქვს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 9 2014, 08:43 PM
პოსტი #860


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(sanfol @ Dec 9 2014, 09:27 PM) *

esre ars cheshmariteba
გასაგებია მადლობა, მაგრამ რაღაც ისე გამოდის რომ ქრისტიანობა იგივე იუდაიზმია ოღონდ გაუმჯობესებული? რაიმე ახალი არ იქნა შემოტანილი ქრისტეს მიერ? გარდა იმისა, რომ ცოდვისგან გამოხსნილები ვართ და ძველ თაყვანისცემებს ღმრთისადმი ადგილი აღარ აქვს?

რაიმე ახალი? რას ამბობ ! განა არის რაიმე უფრო დიდებული და ახალი გარდა იესო ქრისტესი?! blink.gif ქრისტე თავად გაიწირა შენთვის და სიყვარულის უდიდესი ფორმა აღასრულა და მეტი რაღა უნდა უნდოდეს ადამიანს? პირადად ჩემთვის შემაძრწუნებელია ის რაც იესომ გააკეთა!!! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

56 გვერდი V « < 41 42 43 44 45 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 02:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი