IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

56 გვერდი V « < 43 44 45 46 47 > »   
Reply to this topicStart new topic
> კითხვები, და პასუხები
sanfol
პოსტი Dec 10 2014, 01:10 PM
პოსტი #881


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ქედმაღლური პოსტებისაგან თავი შეიკავეთ, ჩემი სარწმუნოების ადამიანი არ მცემს პასუხებს იქნება სხვა ქრისტიანისაგან მაინც გავიგო რამე და ლოგიკური აზროვნებით დასკვნა გამოვიტანო, ქრისტე ჯერ არ დარეგისტრირებულა ამ ფორუმზე და კეთილი ინებეთ და მისი თანამემკივდრეებად თუ მიგაჩნიათ თავი და არა მონებად გამეცით კითხვებზე პასუხები. რა ადვილი არა იკითხო მხოლოდ და არც კითხვები დასვა და არც პასუხები, მე როგორც მონათლულს ვალდებული ვარ იმ სულიწმინდას გავუფრთხილდე რომელიც ერთხელ უკვე მომეცა და უნდა გავუფრთხილდე, მაგრამ თუ არავინ გამარკვევს საკითხებში(რისი ვალდებულებაც ნათლიას აქვს, მაგრამ არ/ვერ ასრულებს) მაშინ მოგიწევთ თქვენ თანამორწმუნეებს პასუხის გაცემა თუ არც თქვენ მოისურვებთ და არც სხვა ქრისტიანები, მაშინ გზააბნეული ცხვარივით დავიკარგები და ღმერთი მომხედავს მე ამიტომ არ ვნერვიულობ, ეს თქვენ გაქვთ სანერვიულო 1 ადამიანი ან რამდენიმე რომ არაფრად მიგაჩნიათ.

მათეს სახარება
თავი მეთვრამეტე

12 როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?
13 და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.
14 ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 10 2014, 01:34 PM
პოსტი #882


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(sanfol @ Dec 10 2014, 01:10 PM) *

ქედმაღლური პოსტებისაგან თავი შეიკავეთ, ჩემი სარწმუნოების ადამიანი არ მცემს პასუხებს იქნება სხვა ქრისტიანისაგან მაინც გავიგო რამე და ლოგიკური აზროვნებით დასკვნა გამოვიტანო, ქრისტე ჯერ არ დარეგისტრირებულა ამ ფორუმზე და კეთილი ინებეთ და მისი თანამემკივდრეებად თუ მიგაჩნიათ თავი და არა მონებად გამეცით კითხვებზე პასუხები. რა ადვილი არა იკითხო მხოლოდ და არც კითხვები დასვა და არც პასუხები, მე როგორც მონათლულს ვალდებული ვარ იმ სულიწმინდას გავუფრთხილდე რომელიც ერთხელ უკვე მომეცა და უნდა გავუფრთხილდე, მაგრამ თუ არავინ გამარკვევს საკითხებში(რისი ვალდებულებაც ნათლიას აქვს, მაგრამ არ/ვერ ასრულებს) მაშინ მოგიწევთ თქვენ თანამორწმუნეებს პასუხის გაცემა თუ არც თქვენ მოისურვებთ და არც სხვა ქრისტიანები, მაშინ გზააბნეული ცხვარივით დავიკარგები და ღმერთი მომხედავს მე ამიტომ არ ვნერვიულობ, ეს თქვენ გაქვთ სანერვიულო 1 ადამიანი ან რამდენიმე რომ არაფრად მიგაჩნიათ.

მათეს სახარება
თავი მეთვრამეტე

12 როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?
13 და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.
14 ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.

ეს ჩვენ შეგვეხებოდა? blink.gif
მოდი რამოდენიმე წიანდადბეას დავწერ რადგან არასწორი დამოკიდებულება გაჩნდა როგორც ვხედავ ფორუმზე.
ჯერ ერთი არავინ არ არის აქ ვალდებული სხვის შეკითხვებს უპასუხოს, თუ ვინმე პასუხობს ეს მოხლოდ დახმარების ხელია გამოწვდილი. როგორც ვხედავ ამას ვერ აფასებთ და უკვე მოთხოვნები ჩნდება დროზე კითხვაზე პასუხი გამეცითო. ამ შემთხვევაში გეტყვით წადით იკითხეთ წიგნები კითხეთ მოძღვარს და ამ გზით მიიღეთ თქვენ კითხვებზე პასუხი, კიდევ ვიმეორებ აქ არავინ არავის წინაშე არ არის ვალდებული. მერე კიდევ რაღაც დამოძღვილ შმეშინებლური ტონი რა არის? მიპასუხეთ თორემ ქრისტე დაგსჯით აი ერთ ცხვარს მომხედავს დანარჩენებს დაგტოვებთ თQვენ იდარდეთ. მოდირ ა ჩემო კარგებო ყველამ თავის თავს მიხედოს და სხვის დასჯა არ დასჯას შეეშვას. ასევე მინდა ვიკითხო აქ რომ ამდენ კითხას სვავთ და პასუხებს ითხოვთ მოძღრები არ გყავთ? რატომ არ ეკითხებით? მე რომელიც არ გიცნობ ვალდებული ვარ გიპასუხო და სულიერი მამა რომელიც ქრისტემდე მიგიძღვება და მისი მთავარი მისია ესაა არ ეკითხები ?! არამგონია სასულიერო პირს რომლის მრველიც ხარ ასეთი პრეტენზეიბი წაუყენოთ.

პ.ს ბოდიშ ვხიდი ჩემი ცხარე პოსტისთვის მაგრამ სანამ რამე მოთხოვნა და პრეტენზია გაგვიჩნდება მგონი სჯობს დავფიქრდეთ, ვინ რაზეა ვალდებული.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 10 2014, 01:52 PM
პოსტი #883


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ეგ ციტატა იმიტომ არ მომიყვანია რომ დამეშინებინეთ წაიკითხე და გაიგებ მაგ სახარების გაგრძელება რა ციტატაც მოვიყვანე ხომ იცი რა არის? ამხილე ადამიანი და თუ არ დაგიჯერა მერე სახალხოდ ამხილეო და თუ მოგისმენს ძმას შეიძენო ამიტომ არ მოვნიშნე ყველა აქ მპოსტავი სათითაოდ ეს ყველას გეხებათ სათითაოდ არაერთხელ მომიწერია თქვენთვის ამიტომ გადავდივარ მხილებაზე, აბა წარმოიდგინე ადამიანი რომელიც იძახის ქრისტეს სისხლი და ხორცი ვარო და ქრისტეს საქმეებს უბრალოდ კი არ არ ასრულებს არამედ უშვებს რომ დაიკარგოს ცხვარი ანუ ამ შემთხვევაში მე. შენი აზრით ქრისტე დაუშვებდა ამას რამე ეკითხათ და მას გვერდი აევლო?, შენი და გურამის პოსტი წაიკითხე კიდევ ერთხელ და მითხარი მოგეწონა? გულწრფელად დაწერე ოღონდ და ძმას შეიძენ, რამე აგიხსნიათ და არ გამიგია(ძალით)? რასაც ვგებულობ მადლობასაც ვწერ ჩემი პოსტების დაახლოებით 55% შეკითხვაა 35% მადლობა და 10% სხვა დანარჩენი. ვინმემ არ დაგიფასათ? ვალდებულება ყველას გაგვაჩნია მათ შორის მოძღვრებსაც აქვთ, მაგრამ ამდენი საკითხი ერთდროულად არასდროს მაწუხებს რაც მაწუხებს იმას ვწერ, ჩამოვწერო და მოძღვარს მივუტანო ამას მთავაზობთ? როგორი ჯანსაღი ურთიერთობა იქნება ეს? მიკითხია კიდევაც და ვერ კი არა არ აუხსნია, მაგრამ დავუმშვიდებივარ მაინც და გამოსავალი დაუნახებია, ასე ცინიკურად არ მივუტოვებივარ.


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 10 2014, 02:18 PM
პოსტი #884


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
ეგ ციტატა იმიტომ არ მომიყვანია რომ დამეშინებინეთ

მერე შე კაი ადამიანო უკეთესი დასაშინებელი ვერავინ ნახე? biggrin.gif
მე ქრისტესტან სიყვარულის გამო ვარ და არა შიშის, ის ჩემთვის სიყვარულის სიმბოლო და ძალაა და არა შიშის. მე არ ვეკუთვნი მრევლის იმ ნაწილს გმოცხადებებს რომ უკითხავენ ასე მოგივათ მერე იმას ეუბნებიან ეშმაკები ქვაბში მოგხარშავენ და დიდი შანდლებით დაგჩხვლიტავენო. ასე რომ მსგავსი დაშინების პოლიტიკა ჩემთან უშედეგოა მითუმეტეს გურამთან. ამაზე მხოლოდ გამეგიბეა.
ციტატა
აიკითხე და გაიგებ მაგ სახარების გაგრძელება რა ციტატაც მოვიყვანე ხომ იცი რა არის? ამხილე ადამიანი და თუ არ დაგიჯერა მერე სახალხოდ ამხილეო და თუ მოგისმენს ძმას შეიძენო ამიტომ არ მოვნიშნე ყველა აქ მპოსტავი სათითაოდ ეს ყველას გეხებათ სათითაოდ არაერთხელ მომიწერია თქვენთვის ამიტომ გადავდივარ მხილებაზე,

ციტატა
აიკითხე და გაიგებ მაგ სახარების გაგრძელება რა ციტატაც მოვიყვანე ხომ იცი რა არის? ამხილე ადამიანი და თუ არ დაგიჯერა მერე სახალხოდ ამხილეო და თუ მოგისმენს ძმას შეიძენო ამიტომ არ მოვნიშნე ყველა აქ მპოსტავი სათითაოდ ეს ყველას გეხებათ სათითაოდ არაერთხელ მომიწერია თქვენთვის ამიტომ გადავდივარ მხილებაზე,

სამხილებელი რა მაქვს? რას ჩავდივარ არასწორს რომელსაც ვმალავ და შენ ასე საჯაროდ მეუბნები? biggrin.gif
ციტატა
შენი და გურამის პოსტი წაიკითხე კიდევ ერთხელ და მითხარი მოგეწონა? გულწრფელად დაწერე ოღონდ და ძმას შეიძენ,

გულწრფელად დაწერეო და დავწერ, კი მომეწონა. შენ ნაკლეად გეხება მაგრამ მაგალითად ese ars cheshmariteba რასელისტია და ამას არ მალავს, მარი რომ არის იმდენად მოეწონა მისი აზრები ალბათ გააგრძელებენ ბრძნად მეტყველებას.
ციტატა
რამე აგიხსნიათ და არ გამიგია(ძალით)? რასაც ვგებულობ მადლობასაც ვწერ ჩემი პოსტების დაახლოებით 55% შეკითხვაა 35% მადლობა და 10% სხვა დანარჩენი. ვინმემ არ დაგიფასათ?

არავის უთქვამს ძალით არაფერი გაგიგია. მაგიტომაც ვსაუბრობ და ვცემ შენს კითხვებს პასუხს რადგან აზრი აქვს შენც გეხმარება.
ციტატა
ვალდებულება ყველას გაგვაჩნია მათ შორის მოძღვრებსაც აქვთ

მოძღვარსაც კი არა პირველ რიგში ეს კითხვები მოძღვარს უნდა დაუსვა. რადგან მას აქვს პასუხისმგებლობა აღებული შენი სულიერი წინსვლის შესახებ და არა რომელიმე ფორუმელს.
ციტატა
ჩამოვწერო და მოძღვარს მივუტანო ამას მთავაზობთ? როგორი ჯანსაღი ურთიერთობა იქნება ეს?

როგორც შენთვის იქნება უკეთესი ისე შეეკითხე. ეს კი საკმაოდ ჯანსაღი ურთიერთობაა, სულიერი მოძღვრის და მრევლის ურთიერთობა პირველ რიგში ამას გულისხმობს.
ციტატა
მიკითხია კიდევაც და ვერ კი არა არ აუხსნია, მაგრამ დავუმშვიდებივარ მაინც და გამოსავალი დაუნახებია, ასე ცინიკურად არ მივუტოვებივარ.

ცინიკურად ვინ მიგატოვა? კიდევ ერთხელ ვწერ აქ არავინ არ არის არავის წინაშე ვალდებული პასუხი გასცეს კითხვაზე. თუ გიპასუხებს მხოლოდ და მოხოლოდ თავისი სურვილით რომ დაგეხმაროს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 02:25 PM
პოსტი #885


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



A.V.M
ციტატა
შმაგის ვენაცვალეთ , ისე კარგად საუბრობთ შენ , mari90


და sanfolრომ ცოდვაა თქვენი დაშლა , სანამ ფორუმის კანონებს არ დაარღვევთ .
უბრალოდ გაკვირდებით და ეგაა . biggrin.gif


რას ნიშნავდა ეს პოსტი? რამეს ვარღვევ მე პირადად? ადამიანმა სამება არაო, რაღაც ლოგოსებიო და დავინტერესდი მისი მსოფლმხედველობით, თუ რატომ სწამს ასე უცნაურად, არ შეიძლება? იქნება ერთი და იგივეს ვგულისხმობთ, უბრალოდ ის სხვა სახელებს არქმევს. არ უნდა გავარკვიოთ? ბიბლია ერთია და როგორ შეიძლება ყველას ხვადასხვანაირად გვესმოდეს, როცა მისით ვხელმძღვანელობთ? არადა სწორი პასუხი ერთი უნდა იყოს, ანუ ვიღაც ცდება, იქნება და მე ვცდები, იქნებ შენ, იქნებ ორივე ერთიდაიმავეს ვიძახით, უბრალოდ სხვადასხვა ენაზე და ორივე მართლები ვართ, არ უნდა გავარკვიოთ?
კამათში იბადება ჭეშმარიტება, ტყუილად კი არ უთქვამთ.
თუ აზროვნება არ შეიძლება ამ ფორუმზე და ერთმანეთის დახმარება რწმენაში გასაძლიერებლად, თქვით. საჭორაოდ ნამდვილად არ მცხელა და დროის ტყუილად დასაკარგად.
პირადად თქვენზე არ ვიძახი, საერთოდ ვამბობ. ბოდიში თუ ცოტა უხეშად მომივიდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 10 2014, 02:29 PM
პოსტი #886


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ის ცინიზმი რაც დავინახე თქვენ პოსტებში, მიდით კიდე გააგრძელეთ პოსტებიო და პასტორი რასელი თავის მემკვიდრეებს აქ აკურთხებსო მეც მეხებოდა ჩემი ნიკიც ამოვიკითხე. მე ვსვამ კითხვებს და მეხმარება სხვა მრწამსის ადამიანი და თქვენ გულხედაკრეფილები ადევნებთ თვალყურს და დახმარების მაგივრად ცინიზმს აფრქვევთ, როცა ეგ დრო რასაც ხარჯავთ შეგეძლოთ პასუხებში დაგეხარჯათ და არა ჩემ მიტოვებაში, ან მეხმარებით ან არა თუ არ მეხმარებით და კიდე უყურებთ როგორ ვშორდები მართლმადიდებლობას და მაინც უბრალოდ არაფერს კი არ წერთ წერთ აქ ხართ და მშვიდად ხართ მთავარია თქვენი თავი გადარჩენილები გყავთ ეს გზა უკვე გავლილი გაქვთ მე კი შეიძლება ვერ გავიარო და არაწმინდა აზრებმა შემიპყრონ და თქვენ მტოვებთ უბრალოდ კი არ მტოვებთ უშვებთ, რომ სხვამ მგელმა შემჭამოს და კიდე თუ მოგწონთ თქვენი საქციელი წავალ და ვილოცებ იქნებ თვალები აგეხილოთ


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 02:48 PM
პოსტი #887


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol

ციტატა
უყურებთ როგორ ვშორდები მართლმადიდებლობას


არა არ შორდები. ჩვენ ვშორდებით ჩვენი ნებით ღმერთს. შენი ნება თუ არაა მისგან დაშორება, ვერანაირად ვერ დაშორდები, სულ რომ მარტო დარჩე სხვების გარეშე. ანუ ბერივით რომ იყო.
მეც მართლმადიდებელი ვარ და არ ვგრძნობ თავს გარიყულად. მკითხე რაც გინდა და ერთად განვიხილოთ.
საერთოდ რატომ დაიწყე ფიქრი რწმენაზე მხოლოდ ახლა, რა მოხდა შენში. რაიმე განსაცდელი გქონდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 10 2014, 03:07 PM
პოსტი #888


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



mari90
რო ვუყურებ ჩემ ცხოვრებას ზიზღი მიპყრობს ჩემი ცოდვების გამო აღარ მინდა, ახალი ადამიანი მინდა ვიყო და არა ის ვინც მიდრეკილია ცოდვისკენ და არა კარგისკენ. ერთი შეხედვით ქრისტეც ჩვეულებრივად ცხოვრობდა, მაგრამ როგორი ძნელია მას მიბაძოს ადამიანმა მე კი მინდა მივბაძო არ მინდა რაიმე სხვა ზღვარი იყოს ჩემი მაქსიმუმი და ყველას მაქსიმუმიც ხომ ესაა სწორედ. მაგრამ როცა არსებობს დასახმარებელი ადამიანთა განუზომელი რაოდენობა ყველას ვერ დაეხმარები და დაგრჩება ხინჯი მაინც, მაგრამ ვინც შენთან მოვა და შენ დაინახავ იმას ხო მაინც უნდა ეხმარებოდე არა? და იმასაც რო ვერ ვეხმარები ამაზე მწყდება გული, ჯერ კი თავად დასახმარებელი ვარ აღმოვაჩინე, რომ ნებისმიერს შეუძლია ჩემი რწმენის გაცამტვერება წამებში ამიტომ კარგად უნდა შევისწავლო ჩემი რელიგია რისი მჯერა საერთოდ და რატომ. ეს მშვიდობისმყოფელი რომ დამიწერია სინამდვილეში მრისხანება ჩემი ერთ-ერთი ცუდი თვისებაა და ამით თავს ვახსენებ რომ არ შევცდე არ დავემონო ისევ ეშმაკს, და ჯვარიც იმიტომ შევიქმენი ხატად, რომ გავიხსენო ვინ ვარ და რამე ცუდი არ ჩავიდინო, თუმცა დიდის იმედებით მეგონა აქეთ შევძლებდი მისიონერობას და აქეთ დასახმარებელი ავღმოჩნდი და მხოლოდ იმიტომ ვიტოვებ, რატომაც ზემოთ ვახსენე რომ არ შევცოდო მძიმედ მაინც


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 03:19 PM
პოსტი #889


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol
ციტატა
რო ვუყურებ ჩემ ცხოვრებას ზიზღი მიპყრობს ჩემი ცოდვების გამო აღარ მინდა, ახალი ადამიანი მინდა ვიყო და არა ის ვინც მიდრეკილია ცოდვისკენ და არა კარგისკენ. ერთი შეხედვით ქრისტეც ჩვეულებრივად ცხოვრობდა, მაგრამ როგორი ძნელია მას მიბაძოს ადამიანმა მე კი მინდა მივბაძო არ მინდა რაიმე სხვა ზღვარი იყოს ჩემი მაქსიმუმი და ყველას მაქსიმუმიც ხომ ესაა სწორედ. მაგრამ როცა არსებობს დასახმარებელი ადამიანთა განუზომელი რაოდენობა ყველას ვერ დაეხმარები და დაგრჩება ხინჯი მაინც, მაგრამ ვინც შენთან მოვა და შენ დაინახავ იმას ხო მაინც უნდა ეხმარებოდე არა? და იმასაც რო ვერ ვეხმარები ამაზე მწყდება გული, ჯერ კი თავად დასახმარებელი ვარ აღმოვაჩინე, რომ ნებისმიერს შეუძლია ჩემი რწმენის გაცამტვერება წამებში ამიტომ კარგად უნდა შევისწავლო ჩემი რელიგია რისი მჯერა საერთოდ და რატომ.

ანუ ათეისტებზე ამბობ, ვერ ვეხმარებიო? ძალიან ზედმეტს ნუ ფიქრობ სხვაზე, ეს ამპარტავნებაა, არა უნდა იფიქრო ოღონდ ზომიერად. მაგრამ როცა ღმერთზე წინ შენს თავს აყენებ, ანუ მე თუ არა, ისე ღმერთი ვერ გადაარჩენს სამყაროს ეს ამპარტავნებაა, ხომ ხვდები?
რწმენა არის უხილავის(უკვდავი სულის არსებიბის) დაჯერება 100%.
ხოდა ეს თვითონ იმ ადამიანმა თუ არ დაიჯერა, შენ მას ვერ დააჯერებ ვერანაირად. ეს მისი გულისყურის საქმეა. მას უნდა სწამდეს გულისყურით ღმერთის(სულის უკვდავების), რომ ნეტარი იყოს. როგორც იესომ თქვა. შენ გწამს რომ ნახეო, მაგრამ ნეტარია ვისაც არ უნახია და სწამსო. ანუ შენ ნახე ჩემი აღმდგარი სხეული და გწამსო და ნეტარია ვისაც არ უნახავს და ისე სწამსო.

ხოდა მნიშვნელოვანი მცნებებია, როცა ღმერთი გიყვარსო ყველაზე მეტად. და არა კერპებიო. ამას მიაქციე ყურადღება.
და მოყვასი გიყვარდეს შენი თავივითო. ნუ მტერიც ასევე. მაგრამ მოყვასზე თქვა მხოლოდ, შენი თავივითო. პრინციპში მტერი შენი თავივით ვერც გეყვარება ალბათ არა? და მაგიტომ თქვა ალბათ მოყვასზე მარტო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 10 2014, 03:28 PM
პოსტი #890


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



mari90
ყველა ათეისტს ვერ მოაქცევ რა თქმა უნდა, ვერც სხვა მრწამსისას მაგრამ როცა დაინახავ და არ უპასუხებ ან არ დაეხმარები ეგ იგივეა მოყვასი იმ ტოტს ჭრიდეს რომელზეც ზის და არ გააფრთხილო ნუ იზამ ამასო. თან მითუმეტეს შენ გარდა თუ არავის აქვს ნათქვამი(შეიძლება აქვს კიდევაც მაგრამ ეს ხომ არ იცი შენ) და მხოლოდ შენ შეგიძლია გააკეთო ადამიანთა შორის ეს.


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 03:28 PM
პოსტი #891


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol

ისე ერთი კითხვა მეც გამიჩნდა, თომა არ იყო ნეტარი, ასეთი შედარება რომ გააკეთა? ანუ ვისაც არ უნახავს ქრისტე და ისე სწამს, უფრო ნეტარი იქნება, ვიდრე თომა მოციქული? ამ შედარების აზრს ვერ ვხვდები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 10 2014, 03:35 PM
პოსტი #892


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



mari90
მე ვფიქრობ თომას უბრალოდ გული დაწყდა რომ ძველებურად ვეღარ იქნებოდა მასთან, თანაც ეგ დრო მნიშვნელოვანი გზაგასაყარია თომას არ ქონდა მაგალითი არავისგან ჩვენ კი იმის ფუფუნება გვაქვს ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ თუ ღმერთი გამოგვეცხადება, თუ სასწაულს მოგვივლენს და ა.შ. ამიტომ თომაზე მეტი მორწმუნეები ვერანაერად ვიქნებით რადგან შეიძლება ჩვენც შევცდეთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგალითი ვიცით და მან კი არაფერი იცოდა მსგავსი რა მოემოქმედებინა და სწორიცაა როცა არ იცი იქნება გატყუებს და ეშმაკი გელანდება? წმინდა გრიგოლ დეკაპოლელს 40 "წმინდანი" გამოეცხადა დახმარება გვჭირდება და მადლი და ძალა მოგვმადლე საბრძოლველად მივიდვართო სინამდვილეში ეშმაკები იყვნენ და ჯვარი გადასახა გრიგოლმა და ისინიც გაქრნენ, თომას მსგავსი მაგალითები არ ქონდა ჩვენ გვაქვს. ვისაც მეტი მიეცა ხომ იცი რომ მეტი მართებს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 03:49 PM
პოსტი #893


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol

ანუ მან რა იგულისხმა? ნეტარია ვინც არ მიხილა, ანუ აღდგომაზეა ალბათ საუბარი ხო, თორემ თომას ხომ ისედაც ყავდა ნანახი მანამდე? ანუ ნეტარია, ვინც აღმდგარი ქრისტე არ იხილა და ისე სწამს ქრისტესი? და თუ იხილა და ისე სწამს, ის არაა ნეტარი? ანუ თომა არაა ნეტარი, თუ რატომ უთხრა მას საერთოდ ასეთი რამ. შედარება რატომ მოიყვანა.

ციტატა
14 მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
15 ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.


ეს რა შუაშია? როცა ქრისტეს ვხედავთ ხილულად მაშინ არ ვმარხულობთ და როცა აღარ(ანუ დღეს) მაშინ ვმარხულობთ?
ქრისტე ხო დღესაც ცოცხალია და ჩვენს გვერდითაა. ალბათ ხილული ყოფნა იგულსხმება მხოლოდ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 10 2014, 03:56 PM
პოსტი #894


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



mari90
ციტატა
ანუ მან რა იგულისხმა? ნეტარია ვინც არ მიხილა, ანუ აღდგომაზეა ალბათ საუბარი ხო, თორემ თომას ხომ ისედაც ყავდა ნანახი მანამდე? ანუ ნეტარია ვინც აღდგომა არ იხილა და ისე სწამს ქრისტესი? და თუ იხილა და ისე სწამს ის არაა ნეტარი? ანუ თომა არაა ნეტარი?

ჩემი აზრით ქრისტეს აღდგომა არავის აქვს ნანახი როგორ მოხდა ეს ანუ თომამ იფიქრა მე კი არ ვიხილე აღმდგარი ქრისტეო არამედ მომელანდაო, რადგან აღდგომა გამოქვაბულში როცა მოხდა იქ არავინ იმყოფებოდა და არავინ იცოდა რომ აღსდგა მაგიტომ დავწერე მაგალითი არ ქონდა მას რა უნდა მოქცეულიყო ასეთ შემთხვევაში, ეგ იგივეა ადამიანს თავი ადამზე და ევაზე უკეთესი ეგონოს მათ შესცოდეს და მე რა დავაშავე მე არ შევცოდავდი დამაბრუნეთ სასუფეველშიო. მოკლედ ჩვენ თომაზე მორწმუნეები ვერანაერად ვართ (მე ყოველშემთხვევაში) და ადამზე და ევაზე უცოდველებიც ვერ ვიქნებით
ციტატა
ეს რა შუაშია? როცა ქრისტეს ვხედავთ ხილულად მაშინ არ ვმარხულობთ და როცა აღარ(ანუ დღეს) მაშინ ვმარხულობთ?

ვუბრუნდებით ალბათ ისევ იმას ქრისტიანობას და იუდევლობას, როცა ქრისტე თავად იყო მათთან ქრისტიანი იქნებოდა თუ იდეველი აზრი ეკაარგებოდა ამას მართალი ხარ ამ თემასთან კავშირი არ აქვს


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 04:03 PM
პოსტი #895


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol

ციტატა
ჩემი აზრით ქრისტეს აღდგომა არავის აქვს ნანახი როგორ მოხდა ეს ანუ თომამ იფიქრა მე კი არ ვიხილე აღდგომაო არამედ მომელანდაო და მაგიტომ დავწერე მაგალითი არ ქონდა მას რა უნდა მოქცეულიყო ასეთ შემთხვევაში

მომელანდაო? არა, არა, მან ჭრილობები გაუსინჯა და აღიარა ღმერთად. ჩემო ღმერთოო. მოლანდებას არ ექნება ადგილი. ხომ არ მოიტყუებოდა არა?
რისი მაგალითი არ ქონდა, ეს ადგილი ვერ გავიგე, თუ შეიძლება კარგად ამიხსენი.
ციტატა
ვუბრუნდებით ალბათ ისევ იმას ქრისტიანობას და იუდევლობას, როცა ქრისტე თავად იყო მათთან ქრისტიანი იქნებოდა თუ იდეველი აზრი ეკაარგებოდა ამას მართალი ხარ ამ თემასთან კავშირი არ აქვს


რას ეკარგებოდა აზრი, მარხვას, როცა მათთან იყო? და იუდეველ-ქრისტიანი რა შუაშია? შენ კიდევ ვერ გაიგე კარგად ეტყობა რომ ქრისტე არის ღმერთი-ძე ღვთისა და იუდეველი-ქრისტიანი რა მნიშვნელობა აქვს. რაღაც ადამიანივით აღიქვავ ისევ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 04:18 PM
პოსტი #896


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



ციტატა
მოკლედ ჩვენ თომაზე მორწმუნეები ვერანაერად ვართ


ეს მეც ვიცი და ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ასე ფიქრობს მგონი, მაგრამ შედარება რატომ მოუყვანა თომას, რაღაც დაუწუნა, თუ რაშია საქმე ვერ ვხვდები. გამოდის ვიღაც უნდა იყოს თომაზე მეტად მორწმუნე, ის ვისაც არ უნახავს აღდგომა და სწამს. ანუ ჩვენ? მაგალითად?
და თუ თომას უნახავს და ისე სწამს რა პრობლემაა, რითია ნაკლები ნეტარი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 04:31 PM
პოსტი #897


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol
ციტატა
მე ვფიქრობ თომას უბრალოდ გული დაწყდა რომ ძველებურად ვეღარ იქნებოდა მასთან, თანაც ეგ დრო მნიშვნელოვანი გზაგასაყარია თომას არ ქონდა მაგალითი არავისგან ჩვენ კი იმის ფუფუნება გვაქვს ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ თუ ღმერთი გამოგვეცხადება, თუ სასწაულს მოგვივლენს და ა.შ. ამიტომ თომაზე მეტი მორწმუნეები ვერანაერად ვიქნებით რადგან შეიძლება ჩვენც შევცდეთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგალითი ვიცით და მან კი არაფერი იცოდა მსგავსი რა მოემოქმედებინა და სწორიცაა როცა არ იცი იქნება გატყუებს და ეშმაკი გელანდება? წმინდა გრიგოლ დეკაპოლელს 40 "წმინდანი" გამოეცხადა დახმარება გვჭირდება და მადლი და ძალა მოგვმადლე საბრძოლველად მივიდვართო სინამდვილეში ეშმაკები იყვნენ და ჯვარი გადასახა გრიგოლმა და ისინიც გაქრნენ, თომას მსგავსი მაგალითები არ ქონდა ჩვენ გვაქვს. ვისაც მეტი მიეცა ხომ იცი რომ მეტი მართებს?


ეხლა ჩავწვდი შენს პოსტს, ანუ თომაზე უფრო ნეტარებიც იქნებიან ალბათ. მაგალითად წმინდანები, რომლებსაც არ უნახავთ და ისე სწამდათ და თავი გაწირეს. მადლობა, მართლა კარგად ახსენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 05:26 PM
პოსტი #898


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol
ციტატა
ყველა ათეისტს ვერ მოაქცევ რა თქმა უნდა, ვერც სხვა მრწამსისას მაგრამ როცა დაინახავ და არ უპასუხებ ან არ დაეხმარები ეგ იგივეა მოყვასი იმ ტოტს ჭრიდეს რომელზეც ზის და არ გააფრთხილო ნუ იზამ ამასო. თან მითუმეტეს შენ გარდა თუ არავის აქვს ნათქვამი(შეიძლება აქვს კიდევაც მაგრამ ეს ხომ არ იცი შენ) და მხოლოდ შენ შეგიძლია გააკეთო ადამიანთა შორის ეს.


ხო, მეც მაგას ვამბობ, ზომიერება დაიცავი. ისე ურწმუნო ადამიანი არ არსებობს, ყველას რაღაცის სწამს. იმ ათეისტებსაც სწამთ ის, რომ სული მოკვდავია. ხოდა სანამ არ მოინდომებს თავისი ნებით, და არ დაინახავს თავის გულში, რომ სული აქვს, ანუ უკვდავია, არა მგონია, მარტო შენი ძალებით რამე გამოგივიდეს, რადგან მის გულთან წვდომა არ გაქვს. ნუ, გულს თუ აუჩუყებ ალბათ და (ასე შეეხები მის გულს), სიყვარულს დაანახებ, სითბოს, დაეხმარები. მაგიტომ თქვა ქრისტემ, მეორე ლოყა მიუშვირეთო, რომ იქნება გული გაეხსნათო, ნამუსი გაეღვიძოთო და მიხვდნენ რომ სული აქვთო.
მაგრამ ასევე თქვა, მარგალიტებს ნუ დაუყრითო ღორებს. აქ იგულისხმება ალბათ ისინი, რომლებსაც ლოყის მიშვერაც ვერაფერს უხერხებს, ხოდა ხომ არ აცემინებ არა თავს? მათ ნუ დაუყრით, თორემ დაგფლითავენ თქვენ მარგალიტებიანადო. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ იკონტაქტო და თუ შველას გთხოვს არ მიეხმარო. ერთი სიტყვით, უნდა ისწავლო ხალხის გარჩევა და ასე არიგო მარგალიტები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 10 2014, 05:41 PM
პოსტი #899


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol
ციტატა
ამიტომ თომაზე მეტი მორწმუნეები ვერანაერად ვიქნებით რადგან შეიძლება ჩვენც შევცდეთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგალითი ვიცით და მან კი არაფერი იცოდა მსგავსი რა მოემოქმედებინა და სწორიცაა როცა არ იცი იქნება გატყუებს და ეშმაკი გელანდება?


ანუ ქრისტე რომ გამოეცხადათ, ეგონა შეიძლება ეშმაკი მელანდებაო და მაგიტომ შეეხო, რომ დარწმუნებულიყო? ანუ თუ ქრისტე გამოგვეცხადა მაგალითად, შეიძლება ეშმაკი იყოს სინამდვილეში?

ციტატა
წმინდა გრიგოლ დეკაპოლელს 40 "წმინდანი" გამოეცხადა დახმარება გვჭირდება და მადლი და ძალა მოგვმადლე საბრძოლველად მივიდვართო სინამდვილეში ეშმაკები იყვნენ და ჯვარი გადასახა გრიგოლმა და ისინიც გაქრნენ, თომას მსგავსი მაგალითები არ ქონდა ჩვენ გვაქვს. ვისაც მეტი მიეცა ხომ იცი რომ მეტი მართებს?


ანუ თუ გამოგვეცხადა წმინდანი პირჯვარი უნდა გადავსახოთ ყოველი შემთხვევისთვის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 10 2014, 06:00 PM
პოსტი #900


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ Dec 10 2014, 03:54 AM) *

esre ars cheshmariteba

შმაგის ვენაცვალეთ , ისე კარგად საუბრობთ შენ , mari90
და sanfolრომ ცოდვაა თქვენი დაშლა , სანამ ფორუმის კანონებს არ დაარღვევთ .
უბრალოდ გაკვირდებით და ეგაა . biggrin.gif

და შენ გურამ რატომ განიკითხავ სხვებს?! ან რად დასცინი?! იქნებ მე მარი და სანფოლი შევდივართ პირველი სასუფეველში? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

56 გვერდი V « < 43 44 45 46 47 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 12:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი