![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
NaNN |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 23-October 07 წევრი № 3,032 ![]() |
იცით არასოდეს არ მქონია სურვილი მამაო მყოლოდა წირვაზე მევლო, ზიარება მიმეღო მარხვა დამეცვა..
მინდა მივიდე მამაოსთან ვუთხრა რა მაწუხებს მოვინანიო..მაგრამ სულ მერიდება..როგორ მოვიქცე? ანუ როგორ უნდა მივიდე მოძღვართან? რა ვუთხრა ? როგორ ? -------------------- "ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“
|
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ადამიანები სხვადასხვა გზით მოვდივართ ეკლესიაში. ზოგი განსაცდელს მოყავს, ზოგი ძიებას, ზოგჯერ კი არ ვიცით რისთვის, თითქოს მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე მოვყავართ უფალს ეკლესიაში. როგორც არ უნდა იყოს, თუ გვიჩნდება ამის სურვილი ან საჭიროების განცდა, ეს ღმრთის მოწოდებაა.
მოძღვართან ურთიერთობას სულიერი საჭიროება განაპირობებს. არ იფიქროთ, რომ თქვენი სათქმელი არ არის ის, რასაც უნდა ეუბნებოდეს ადამიანი მოძღვარს. რაკი გაქვთ სათქმელი, რაკი გაწუხებთ – უკვე გაქვთ საჭიროება მისვლისა. ყოველგვარი ფიქრის გარეშე უნდა მიხვიდეთ. რაც უფრო მეტს იფიქრებთ, დაგეგმავთ, მით უფრო გაგიჭირდებათ. დაესწარით წირვას და ბოლოს, ჩამოლოცვისას (ჯვრის მთხვევისას) ან მოგვიანებით უთხარით მოძღვარს თქვენი სურვილის შესახებ. ის თვითონ გეტყვით, როდის მოახერხებს თვენთან საუბარს. ბოროტი ყოველთვის ცდილობს დაგვაბრკოლოს იმ გზაზე, რომელიც ნათლისაკენ მიდის და ჩვენში აღძრავს ცრუმორიდებას, შიშს, შფოთს. თუ თქვენ არ აიძულებთ თავის, ვერვავინ გააკეთებს ამას თქვენს ნაცვლად. მერწუნეთ, მისვლის მერე გაგიკვირდებათ, რამდენად უმნიშვნელო იყო ის მიზეზი, რომლის გამო არ მიდიოდით. ცხადია, ვერ გეტყვით ვისთან და სად მიხვიდეთ. ეს უკვე თქვენი ასარჩევია. შეიძლება ვერ მოახერხოს მოძღვარმა იმავე დღეს გასაუბრება, არ დაბრკოლდეთ. მორწმუნეთა სიმრავლის გამო ძნელია გაწვდე ყველას. მთავარი, რაც თქვენგანაა საჭირო, ეს არის გულწრფელობა. გადადგით ნაბიჯი და უფალი მეტსაც შეგაძლებინებთ. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი