IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> გთხოვთ გამარკვიოთ
შოთაძე
პოსტი Oct 24 2007, 12:17 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



დამლოცეთ მამაო.
1 წელში მიწევს ჯარში წასვლა და არ მინდა რომ წავიდე, იმიტომ რო არ მინდა ძალადობა საერთოდ, არ მინდა იარაღის დაჭერა, დამეთანხმებით ალბათ როდესაც კაცი ერთხელ მაინც აიღებს იარაღს, მას ყოველთვის აქვს სურვილი კიდევ აიღოს იარაღი ხელში, ეს ჯერ შეილება ჯარში გამოიყენო და შემდეგ შეილება შელაპარაკების დროსაც ვეღარ შეიკავო თავი და ესროლო სხვას, ასევე საქართველოს ჯარისკაცი ისე არ ფასობს როგორც საუკუნეების უკან, და როდესაც საქართველოში ნატოს ჯარი შემოვა მაშინ საერთოდ აღარ დაფასდება, ეს არის ჩემი შეფასება თუ რატომ არ მინდა და მაინტერესებს ეკლესიურად ვალდებული ვარ თუ არა ჯარში წავიდე.

ასევე მაინტერესებს ერთი რაღაც, ღმერთმა ინებოს და მშვიდობიანათ დაგვებრუნებინოს რაც შეილება მალე აფხაზეთი და სამაჩობლო და სხვა დაკარგული ტერიტორიები მაგრამ თუ ომი დავიწყეთ ვალდებული ვიქნები თუ არა ესეთ ომში წავიდე, ( მე არ ვგულისხმობ კანონით რომ ვალდებული ვარ.) მე არ მიმაჩნია ისეთ ომში წავიდე სადაც ხელისუფლების პირად ინტერესების გამო დაიწყო (მარტო საქართველოს ხელისუფლებას არ ვგულისხმობ). მე თუ წავალ ომში ეს იქნება ისეთი ტერიტორიების დაბრუნებისთვის როგორიცაა ტაო, კლარჯეთი არტაანი, ოშკი და სხვა დანარჩენი.
თუ ცუდად ვფიქრობ უფალო შემინდე მე ცოდვილი
გთხოვთ მირჩიოთ რამე


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Oct 25 2007, 09:59 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



საქართველოს ორი საუკუნი განმავლობაში წართმეული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და ჩვენში ჩაქრა განცდა იმისა, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და მას დაცვა ჭირდება. მართალია, დღესაც ვერ ვიტყვით, რომ იდეოლოგიით და ეკონომიკით დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ იმასთან შედარებით, რა დღეშიც ვიყავით, მაინც სახელმწიფო ვართ. შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად გამართლებულია ერყსა და ავღანეთში ქართული ჯარის ყოფნა, მაგრამ როცა მშვიდობიანობის ნაყოფებით ვსარგებლობთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალისმიერი გარანტიც ჭირდება ჯარის სახით.

ჩვენი თობის მამაკაცთა უმრავლესობას გვიმსახურია ჯარში, თან საბჭოთა ჯარში, იარაღიც აგვიღია და სროლის საჭიროებაც დამდგარა. მაგრამ, მერწმუნეთ გაცილებით იშვიათად გაგვჩენია სურვილი ქუჩურ გაუგებრობებში მისი გამოყენებისა, ვიდრე ამას დღევანდელ მოზარდებში ვხედავთ. ზნეობას აზიანებს არა იარაღი, არამედ უზნეობის, ანგარების, მომხმარებლობის პროპაგანდა და მისი მიღება. მამაკაცი ბუნებით მოწოდებულია იყოს დამცველი და მებრძოლი. ჯარი ერთნაირად სასურველი როდია ყველასთვის, მაგრამ მისი არსებობა აუცილებელია ქვეყნის აღმშენებლობისათვის. და, რაკი აუცილებელია, მასში მსახურება ზნეობრივი მოვალეობაცაა.

აფხაზეთი და მისი დაბრუნება მერამდენე წელია ქართველი კაცის ტკივილად იქცა. ვის გამოც არ უნდა მომხდარიყო ომი, ფაქტია, რომ საქართველოს მოეკვეთა თავისი კუთხე და მისი დაბრუნება დიპლომატიითა თუ ომით ჩვენი მიზანი უნდა იყოს. რომელ ტაოსა და კლარჯეთს დავიბრუნებთ, თუ გუშინ დაკარგულ და სახელმწიფოებრივად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ტერიტორიების დაბრუნება ვერ შევძელით!


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი