IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 17 18 19 20 21 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართველი ქალი ჯარში, თუნდაც უცხოელი
guest
პოსტი Sep 1 2008, 12:11 AM
პოსტი #361


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



.ნინო
ციტატა
მე პირადა ორწლიან ჯარს არ ვგულისხმობ, მაგრამ უნდა აღდგეს როგორც იყო, სკოლებში და უნივერსტეტებში სამხედრო კათედრები და ელემენტარული ტავდაცვა საგანგებო სიტუაციებში (და არა მარტო ომის, სტიქიური უბედურების დროსაც) ყველამ უნდა იცოდეს...


კარგად გიწერია,ნინ . რატომღაც ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს და შეურაცხყოფამდეც მიდის მათი პოსტები. ამიტომ,ვისაც გსურთ, აუცილებლად შეისწავლით smile.gif ვისაც არ სურს, მათი საქმეა და ღმერთმა ნუ ქნას დასჭირდეთ და იყონ გაღიმებულნი მერე "ნაზი ქალები" a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Sep 1 2008, 12:56 AM
პოსტი #362


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



staywhite
ციტატა



"ძველად,თურმე როცა მტრების უთვალავი ჯარები,
მოდიოდნენ,რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდში ედგათ ვით ფოლადის ფარები
და მტერს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები!" ..... ზუსტად არ მახსოვს,მარა დაახლოებით ასეა.

პ.ს. სავალდებულო იყოს თუ არა, ეგ მართლა საკამათოა, მაგრამ სამხედრო მომზადებას მაინც უნდა გადიოდნენ, გარდა ამისა, ჯარი აყალიბებს დისციპლინას და ეს აკლია დღეს საქართველოში ქალსაც და კაცსაც.ადვილი არაა, ამას ვეთანხმები.

ეგ მეც მსმენია და როგორც მე ვიცი ნაღდიც არის მაგრამ, ჩემის აზრით და ჩემი გაგებით, ქალმა ქალის საქმე უნდა აკეტოს და კაცმა კაცის, მარტო გამრავლებისთვის ხომ არ განასხვავა უფალმა ქალი და კაცი? სხვას რო თავი დავანებოთ, ღმერთმა არ ქნას მაგრამ სხვა დროსაც ომი რომ მოხდეს და მე ომში წავიდე, ჩემ ცოლს რაც არ უნდა მაგრა უნდოდეს წამოსვლა ფრონტის წინახაზე მაინც არ გავუშვებ, იმიტომ რომ კაცის უპირველესი მოვალეობაა ჯერ ქალი,ოჯახი დაიცვას და შემდეგ სხვა რამ და თუ ეს არ შეუძლია სხვა რამისკენ არც უნდა გაიხედო. უამრავი მიზეზია იმისთვის რომ ქალისთვის სავალდებულო არ იყოს ჯარში და ომშიც წასვლა თუნდაც ძველი დროის სწავლებას რომ დავეყრდნოთ და ა.შ

რაც შეეხება განათლებას შეიძლება კარგი იყოს მაგრამ არსებობს ალტერნატიული სწავლება თუნდაც სკოლებში (ჩვენთან ფაქტიურად აზრი არ აქვს ამ სწავლებას) სამოქალაქო თავდაცვის შესახებ და საგანგებო სიტვაციის დროს ვინ როგორ უნდა მოიქცეს და ვის რა ევალება. ეგ სწავლება თუ გაძლიერდება და მარლა სერიოზულად დაინტერესდება ახალგაზდობა შედეგსაც გამოიღებს რა


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Sep 1 2008, 01:05 AM
პოსტი #363


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(dariala @ Sep 1 2008, 01:02 AM) *

შოთაძე
გაიხარე რა smile.gif მეც მაგ აზრზე ვარ. თან ეხლა ომი რომ განახლდეს შვილებს მივატოვებ და ომში წავალ?ჩემს შვილებს ვინღა დაიცავს? დედა ომში, მამა ომში, ბავშვებსაც თან ხომ არ წავიყვანთ?

ბავშვების ხსენებას ვაპირებდი და დამავიწყდა biggrin.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 1 2008, 04:55 PM
პოსტი #364


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



არ მესმის საკამათო რაა??

მგონი არავინ ამბობს რომ ჯარი მაინცადამაინც 2 წელი უნდა იყოს ქალებისთვის.

ზოგი ქალბატონი ჯარის გარეშედაც საკმაოდ არაქალურ/ნაზად გამოიყურება და აგერ ნანას დადებულ ვიდეოებში, ძალიანაც კარგი გოგოები იყვნენ.

ითქვა აქ სავალდებულო უნდა იყოსო, სკოლა/უნივერსიტეტებში აუცილებელი პირველადი დახმარების, სტიქიურ უბედურებების დროს მოქცევისა და ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყების დროს მოქცევის სწავლება. თანაც ქალისთვისაც და კაცისთვისაც სავალდებულო!

რომელ ქალბატონსაც მეტის გაკეთების ძალა შესწევს ქვეყნისათვის, ღმერთმა დალოცოს და შეეწიოს.

ვისაც თავისი თავი ამ როლში არ/ვერ წარმოუდგენია, არც არავინ აძალებს.

მაგრამ ერთმანეთს პატივი ვცეთ და ორივე კატეგორიის ქალბატონების დედობა-ქალობა-პატრიოტობა და სინაზე ამით არ განვსაზღვროთ.


მგონი მეტი სადაო არ უნდა იყოს რამე...


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 1 2008, 05:40 PM
პოსტი #365


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



k@the
ციტატა
ზოგი ქალბატონი ჯარის გარეშედაც საკმაოდ არაქალურ/ნაზად გამოიყურება და აგერ ნანას დადებულ ვიდეოებში, ძალიანაც კარგი გოგოები იყვნენ.



აი,მე ხომ ვარ 2 მეტრიანი ცომბი კილერი biggrin.gif და იარაღის მეტი არაფერი მინახავს ცხოვრებაში და მის მეტი არაფერი ვიცი a075.gif smile.gif ეეეჰ, რებიატა ....

ციტატა
ითქვა აქ სავალდებულო უნდა იყოსო, სკოლა/უნივერსიტეტებში აუცილებელი პირველადი დახმარების, სტიქიურ უბედურებების დროს მოქცევისა და ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყების დროს მოქცევის სწავლება. თანაც ქალისთვისაც და კაცისთვისაც სავალდებულო!

რომელ ქალბატონსაც მეტის გაკეთების ძალა შესწევს ქვეყნისათვის, ღმერთმა დალოცოს და შეეწიოს.

ვისაც თავისი თავი ამ როლში არ/ვერ წარმოუდგენია, არც არავინ აძალებს.

მაგრამ ერთმანეთს პატივი ვცეთ და ორივე კატეგორიის ქალბატონების დედობა-ქალობა-პატრიოტობა და სინაზე ამით არ განვსაზღვროთ.


დავწერე შენიშვნებში,რომ პულად გადაკეთდეს და აღარ იქნება ეს დამამცირებელი გამოსვლები და დედალ-მამალ ქალებზე ფრაზები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 1 2008, 05:48 PM
პოსტი #366


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



staywhite
მართალი ხარ, თავიდანვე ეგრე ჯობდა 2kiss.gif



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდმუნდი
პოსტი Sep 1 2008, 05:54 PM
პოსტი #367


და მიაპობს ტალღებს...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,552



არა რა სისულელეა.მასე არ ვფიქრობ.ეხლა ჯარში კაცი არ უნდა მიდიოდეს და ქარს რაღა უნდა?


--------------------
ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 1 2008, 05:59 PM
პოსტი #368


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გუდმუნდი
ციტატა
არა რა სისულელეა.მასე არ ვფიქრობ.ეხლა ჯარში კაცი არ უნდა მიდიოდეს და ქარს რაღა უნდა?


კარგო ბაგევ smile.gif კაი,ქალს დავნებოთ თავი, და კაცი რატომ არ უნდა მიდიოდეს? განა არ ხდება ომები? უახლოესი მაგალითი აგერ გვაქვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოციქული
პოსტი Sep 1 2008, 06:02 PM
პოსტი #369


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 27-August 08
წევრი № 5,540



ძალიან მომწონს ქალი სამხედრო სამსახურში. ისრაელში ერთი გოგო ძალიან მომეწონა, ძალიან ქალური და სექსუალურიც იყო იარაღით ხელში და სამხედრო ფორმაში.

ბევრი არ დამეთანხმებით მაგრამ მე ჩემი აზრი დავაფიქსირე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 12 2008, 11:05 PM
პოსტი #370


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



თემა კი გახსნილია, არ იყო ეს ჩემთვის პრობლემა, უბრალოდ პოლ რეჟიმში ვერ გადამყავს და ადმინს ველოდებოდი....
თუმცა გახსნილი ფორმითაც დაელოდება, არა უშავს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Sep 13 2008, 11:38 PM
პოსტი #371


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(staywhite @ Sep 1 2008, 05:59 PM) *

გუდმუნდი
კარგო ბაგევ smile.gif კაი,ქალს დავნებოთ თავი, და კაცი რატომ არ უნდა მიდიოდეს? განა არ ხდება ომები? უახლოესი მაგალითი აგერ გვაქვს.

მაგის ავატარიდან გამომდინარე, მაი კაცი/ქალი პაციფისტი უნდა იყოს... biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 21 2008, 05:16 PM
პოსტი #372


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ვახ, ცუდადაა ჩვენი საქმე: ქალებს ჯარში უნდათ წასვლა, კაცები დანაზდნენ და დაცისფრდნენ. ისტორიიდან რომ მოგყვთ მაგალითები, დეტალებიც გაისენეთ: ქართველი მქალი ომში მაშინ ერთვებოდა, როცა მოსახლეობა რამდენიმე ათასი იყო დარჩენილი, კაცები ბებრიან-ბალღიანად წასულები იყვნენ უკვე. ეგეც წარმართობის ხანაში იყო ძირითადად. თითო-ოროლა გამონაკლისი არ ითვლება, მაია და თინა. მათ განსჯას არ შევუდგები. ჩვენთან ათასობით უსაქმო (ან თავისი ჭკუით საქმიანი) ყმაწვილკაცი ბაზარზე მახათების დეფიციტს ქმნის, რა საჭიროა ქალის წასვლა ჯარში? ზოგი დიპლომს რომ აიღებს, რომელი მხრიდან დაიჭიროს არ იცის. უნივერსიტეტის ბაღში მზესუმზირის ფურთხებაზეა ახალგაზრდობა გასასული. ომ შემეძლოს, ზოგ ძალად მომღერალს ჯარში წავიყვანდი და უმსგავსი ყოველ სიმღერის მცდელობაზე ოც აზიდვას გავაკეთებინებდი. ჩემი აზრის სიმართლეს თავისდაუნებურად თვითონ staywhite ადასტურებს. სხვადასხვა ადგილას სულ იმას ამბობს, რა საშინელია ომი. ფოლკლორშიც ეწერა, ვისაც არ გინაიათ ომი, ადვილად ლაპარაკობთო. მაინც რა არის იქ ისეთი? მეგობრების დაღუპვა? გამზრდელი პაპა გარდამეცვალა, მშობლებზე მეტად მიყვარდა და ის გადავიტანე საკმაოდ ადვილად, აწი რაღა მომკლავს? მოჭრილი თავები დ აგადმოყრილი ნაწლავები? ეგ მიჩვევაზეა. უამრავი ექიმი ისე ურევს ხელს ადამიანის შიგნეულში, ნერვი არ უტოკდება. სიკვდილის საფრთხე? ამას მარტო ფრონტზე არ ვხვდებით. მე რაც მახსოვს, ოთხჯერ ჩავხედე სიკდილს თვალბში: ერთხელ მიწისძვრისას, ერთხელ მევალეების გამო, ერთხელ 7 ნოემბერს (გვეგონა ნამდვილ იარაღს გვესროდნენ) და ერთხელაც ძაღლმა კინაღამ სათესლე ჯირკვლები მომაკვნიტა, ძლივს მოვასწარი უკან გადავარდნა. უშველებელი არაფერია. ადამიანის მოკვლა? როცა სუფთა სინდისით კლავ, როცა იცი, რომ სამშობლოს დაცვა შენი საღმრთო ვალია, ადვილია კაცის მოკვლა. მაშ რატომღა ლაპარაკობს ნანა ასე ომის საშინელებებზე? იმიტომ, რომ ჯარმა ის ვერ გადააგვარა, ნამდვილ ქალად დარჩა, ქალის ბუნებისთვის კი ომის სისასტიკე მიუღებელია. სამხედრო წვრთნებიც არა აქალის საქმე, მამაკაცურ თვისებბს ავითარებს. ქართველი ქალი იგანა იმიტომარ ომობდა, რომ ლაჩარი იყო, უბრალოდ იცოდა, რომ ქალის ბუნებისთვის ეს მიუღებელია. აღაზას სიტყვებით რომ ვთქვათ, დედაკაცობის რჯული ნებას არ აძლევდა. ჩვენთან კიდევ ბევრგანაა ეს წესი შემორჩენილი: ქალი ქათამსაც არ დაკლავს, თუ ოჯახში ამის გამკეთებელი პატარა ბიჭი მაინც მოიძებნება. დაუფიქრდით ამას, ხალხო! თქვენ იტყვით, ეგე, ისრაელში რო მიყავთ ქალები ჯარშიო? აი დარდი კიდე, თუ არც მიჰყავთ! ზოგ ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწილებიც დაკანონებულია, ამასაც მივბაძოთ? რა ძალაა, თორე კი. ამერიკულ კინოებს კი ნუ უყურებთ, მათრახიანი, რევოლვერიანი და ავტომატიანი ქალები რომ დახტიან და ერთამბავში არიან. კინოებში ქალები სხვასაც ბევრს შვებიან, მათი მიბაძვა არ გარგებთ. თუ ვინმე აქ დაწერას დააპირებს, ჯერ ყველა ეს არგუმენტი გამიბათილოს. თუ არა და ნუღა მომაცდენთ ამ თემაში, სხვაც ბევრი მაქვს საწერი smile.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 21 2008, 06:10 PM
პოსტი #373


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



M.M.
არავინ არ ამტკიცებს, რომ ქალისთვის ეს აუცილებელია და მითუფრო ასატანი. ნანას რაც შეეხება, ნანა არის ერთი მეტად ქალური ქალი,დედა,ნაზი, სხვა ქალებზე მეტად მტირალა და სხვა ქალებზე მეტად ემოციური.ასე რომ,ნანა ნუ მოგყავს მაგალითად . ნანა კიდევ იძულებული გახდა, თორემ ნანათვის ლაბორატორიაში ჯდომა და საყვარელი საქმის კეთება მთელი ცხოვრება იყო,სამწუხაროდ მას წაართვეს ეს. და თხოვნა კიდევ: ნუ მოიყვან მეორედ ნანას მაგალითს, რამდენადაც 0 წარმოდგენა აქვს ნებისმიერ თქვენგანს ამ ქალზე და მის ცხოვრებაზე,ამიტომ არ გვინდა მხოლოდ ილუზიები, ვინც ჩემი ახლობელია,იმან იცის რასაც ვგულისხმობ.

ქალების მიერ სამხედრო საქმის შესწავლა კი დასაძრახი არ არის, მაგალითად სკოლაში ან სასწავლებლებში. თორემ რეზერვმა კაცებს ვერ მოუტანა საბრძოლო ჩვევები,რამეთუ ახლა ქალებზე მოხდეს ეგ. ელემენტარულის ცოდნა კი არავის არ ვნებს. ვის როდის წაადგება ეგ უფლის გარდა არავინ იცის.

ომის საშინელებას რაც შეეხება, ის მეტად განსხვავდება ძაღლის კბენისგან,ამაში მგონი კამათი არ მოგვიხდება. ექიმები რომ ნაწლავებში ხელს ურევენ, ის სხვა რამეა და ის, რომ მასე გამოფატრულთა გარემოცვაში ხარ და მათგანის უმრავლესობა შენი მეგობარი,ახლობელი და თუნდაც მხოლოდ თანამებრძოლია,პლიუს ამას პოტენციურად შემდეგი გამოფატრული იქნებ შენ იყო. ეს იმ ექიმებისგან განასხვავებს სიტუაციას.

ომში არ მიდის კაცი (ან ქალი) საკუთარი თავის გადასარჩენად ,ასე რომ იყოს დაიმალებოდა ან სამშვიდობოს გაიქცეოდა. მევალეების შემთხვევაშიც კი მხოლოდ საკუთარ თავს იცავ, ომში ეს ფაქტორი მოხსნილია, ახლობლითაც რომ დაგემუქრონ,ეს მაინც ნაკლებად გლობალურია, ვიდრე ომის შემთხვევა. სამხედრო მამაკაცები მე არასოდეს შემეკამათებიან მე მაგაზე , იმიტომ რომ იმათ იციან ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის. კითხე ბესიკს, სოსოს, სერჟანტს, ჯარისკაცს და გეტყვიან, ოდესმე მსგავსი საუბრები თუ გვქონია ერთმანეთთან. ასე რომ , ცივილის აზრს ვერც გამოვეკიდები და ვერც მტკიცებას დავუწყებ,ან ომი რაა ან ვინ რატომ იბრძვის.

პ.ს. რატომაა თემა "ჯარისკაცის ფსიქოლოგია " (მეცნიერების განყ.) მიყუჩებული? იმიტომ, რომ ძნელია პასუხი გასცეს იქ კითხვებს იმან, ვისაც ეს გამოცდილება არ აქვს.

პ.ს.ს. სხვა კომენტარს არ ვაკეთებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 21 2008, 07:02 PM
პოსტი #374


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კარგი, შევეცდები დეტალურად თუ არა მიახლოებით მაინც გაგცე პასუხი,რახან მე მომმართე (ჩემი იდეა ნამდვილად არ იყო ქალების რეზერვი თუ ჯარი,ეს იცი ცხადია):

ციტატა(M.M. @ Sep 21 2008, 03:16 PM) *

ვახ, ცუდადაა ჩვენი საქმე: ქალებს ჯარში უნდათ წასვლა, კაცები დანაზდნენ და დაცისფრდნენ.....ზოგი დიპლომს რომ აიღებს, რომელი მხრიდან დაიჭიროს არ იცის. უნივერსიტეტის ბაღში მზესუმზირის ფურთხებაზეა ახალგაზრდობა გასასული. ომ შემეძლოს, ზოგ ძალად მომღერალს ჯარში წავიყვანდი და უმსგავსი ყოველ სიმღერის მცდელობაზე ოც აზიდვას გავაკეთებინებდი.


ამაში გეთანხმები.

ციტატა
რა საჭიროა ქალის წასვლა ჯარში?


თუ ეს აუცილებლობამ მოიტანა, საჭიროა. მაგრამ ქალს თუ აკადემიის დამთავრება უნდა და სამხედრო კარიერა, ხელს ვერავინ შეუშლის და უფლებაც არ აქვს ამის არავის. ჩემს დადებულ ლინკზე იხილეთ ქართველი გოგონები და მერე ნახავთ,რომ ქალსაც შეუძლია ეს.

ციტატა
ჩემი აზრის სიმართლეს თავისდაუნებურად თვითონ staywhite ადასტურებს. სხვადასხვა ადგილას სულ იმას ამბობს, რა საშინელია ომი. ფოლკლორშიც ეწერა, ვისაც არ გინაიათ ომი, ადვილად ლაპარაკობთო. მაინც რა არის იქ ისეთი? მეგობრების დაღუპვა? გამზრდელი პაპა გარდამეცვალა, მშობლებზე მეტად მიყვარდა და ის გადავიტანე საკმაოდ ადვილად, აწი რაღა მომკლავს? მოჭრილი თავები დ აგადმოყრილი ნაწლავები? ეგ მიჩვევაზეა. უამრავი ექიმი ისე ურევს ხელს ადამიანის შიგნეულში, ნერვი არ უტოკდება. სიკვდილის საფრთხე? ამას მარტო ფრონტზე არ ვხვდებით.



ამაზე ზემო პოსტში გიპასუხე. აქ მივამატებ იმას, რომ პაპა ადრე თუ გვიან ყველას უკვდება,ასევე მშობლებიც,მაგრამ ვიტანთ.განსხვავება ისაა, რომ ომის დროს ეს ხდება არაბუნებრივი სიკვდილით და შესაბამისი სიმწარეც მეტია. იქ მხოლოდ პაპები არ იღუპებიან,ასევე პატარა ბავშვებიც, რომლებიც ჩვენი საკუთარიც რომ არ იყვნენ, დიდი ფსიქო დატვირთვაა ამის ყურება. ექიმებზე დავწერე უკვე ზედა პოსტში და სუსტი არგუმენტია.მიჩვევაზე არაა აქ საქმე,არამედ სიტუაციაზე,თუ როდის და რა პირობებში ხედავ ამას. ნამდვილ მეომარს კი გათვლილი აქვს ომში რომ მიდის,სავარაუდოდ იქნებ დაეცეს,ამიტომ სიკვდილის პანიკური შიში თავიდანვე გამოსარიცხია. სიხარულით კი არავინ კვდება,ამაზე არ ვიკამათოთ.

ციტატა
მე რაც მახსოვს, ოთხჯერ ჩავხედე სიკდილს თვალბში: ერთხელ მიწისძვრისას, ერთხელ მევალეების გამო, ერთხელ 7 ნოემბერს (გვეგონა ნამდვილ იარაღს გვესროდნენ) და ერთხელაც ძაღლმა კინაღამ სათესლე ჯირკვლები მომაკვნიტა, ძლივს მოვასწარი უკან გადავარდნა. უშველებელი არაფერია. ადამიანის მოკვლა? როცა სუფთა სინდისით კლავ, როცა იცი, რომ სამშობლოს დაცვა შენი საღმრთო ვალია, ადვილია კაცის მოკვლა. მაშ რატომღა ლაპარაკობს ნანა ასე ომის საშინელებებზე? იმიტომ, რომ ჯარმა ის ვერ გადააგვარა, ნამდვილ ქალად დარჩა, ქალის ბუნებისთვის კი ომის სისასტიკე მიუღებელია.



ამაზეც გიპასუხე. მიწისძვრაზე კი იმას გეტყვი,რომ მიწისძვრის დროს შენი სიმამაცე და თავდადება გამოსადეგი არ არის, რამეთუ სტიქიაა და ჩვენ მას ვერ ვვმართავთ. ომში კი ბევრი რამის მართვა შეგვიძლია მეტ-ნაკლებად: უგუნური საქციელის თუ პანიკების შემცირება,ასევე გავლენა გვაქვს იმაით,რომ დაჭრილებს იქნებ ვუშველოთ და გადარჩეს.

გეთანხმები იმაში, რომ ქალისთვის მიუღებელია ომის სისასტიკე, სულ გამოცდილი მეომარიც რომ იყოს და უამრავი საშინელება რომ ქონდეს ნანახი. მაგრამ კაცებთანაც არ არის დიდად სხვა სიტუაცია, ომის მერე ფსიქოლოგიური დატვირთვა ხშირად კაცებს უფრო ექსტრემალურად გამოეხატებათ,ვიდრე ქალებს.ამის მაგალითებია ფორუმებზე დაპოსტილი მოხალისეების თუ მეომრების პოსტები, რომლებსაც უჭირთ დაამუსავონ მომხდარი და ეს განსაკითხი არ არის, ჩვეულებრივი მოვლენაა.არც მათ არავაჟკაცობას ნიშნავს,და არც მათ სისუსტეს.

მიშა, იმას მე არ ვუარყოფ, რომ სახალისოა ეს ყოველი, არც იმას, რომ სხვებივით ჯარისკაც ქალს უნდა იყოს მშვიდად, უნდა იყოს დაცული ძლიერის მიერ, უნდა იყოს ბედნიერი და არ უნდა ხედავდეს იმას, რასაც სხვები ქალები არ ხედავენ. ბევრი ამას თავისით არ ირჩევს,არამედ ცხოვრებას მოაქვს და ცხოვრება კი წინასწარ განუსაზღვრელია.

მე რაც შემეხება, იქნებ ლექსებში ვწერ ამას, თორემ ჩემს ახლობლებს ამით არ ვძაბავ და მუდამ ამაზე არ ვსაუბრობ,არამედ მე ცხოვრებამ მასწავლა ბრძოლა და იქ ვომობ, სადაც აუცილებელი ვარ.ისიც არა ჩემს გამო,ძირითადად სხვის გამო,იქნება ეს სხვა ოჯახის წევრი თუ მეგობარი,ასევე ნებისმიერი,ვინც მომენტში ჩემზე სუსტია.


ციტატა
სამხედრო წვრთნებიც არა აქალის საქმე, მამაკაცურ თვისებბს ავითარებს.


ვერ დაგეთანხმები. მე ნუ მოგყავარ მაგალითად, გულადობა კი მარტო კაცის თვისება არაა,ქალსაც ახასიათებს ეს.ტკივილის ატანა ქალს უფრო შეუძლია, თუნდაც ბავშვის გაჩენა,ამაზე დიდი ტკივილი არ არსებობს (ფიზიკურად), თუნდაც იმიტომ, რომ საყვარელი კაცი რომ ტოვებს ლაჩრულად ქალს,ამ ტკივილს იტანს ქალი,ეს მის სიძლიერეზე მიუთითებს.მე რაც შემეხება, მე მარტოდ ვიყავი ხშირად და ჩემი შვილებისთვის მამაც ვიყავი,დედაც, დაც და ძმაც,სახლში ქალიც და კაციც,ყველა არაა ასე,ანუ ყველა არ ხდება იძულებული ასე იყოს.მე როდესაც ყანაში ვმუშაობ, იქნებ 10 კილო ხახვიანი ტომარა არ წამოვწიო, თუ ჩემი ქმარი იქაა, იმიტომ კი არა რომ არ შემიძლია,არამედ იმიტომ, რომ როცა კაცი გვერდზეა,მე იქ სწორედ ვემორჩილები საზოგადოების აზრს,რომ კაცის გვერდით ქალს არ ევალება ეს,ასევე როცა კაცი გვერდითაა ცვეულებრივ ცხოვრებაში, იქ კაცის სათქმელსაც მე არ ვამბობ,არამედ ის ! ომში როცა ხარ ან ჯარში, იქ ეს ფაქტორი არ მუშაობს.


ციტატა

ქართველი ქალი იგანა იმიტომარ ომობდა, რომ ლაჩარი იყო, უბრალოდ იცოდა, რომ ქალის ბუნებისთვის ეს მიუღებელია. აღაზას სიტყვებით რომ ვთქვათ, დედაკაცობის რჯული ნებას არ აძლევდა. ჩვენთან კიდევ ბევრგანაა ეს წესი შემორჩენილი: ქალი ქათამსაც არ დაკლავს, თუ ოჯახში ამის გამკეთებელი პატარა ბიჭი მაინც მოიძებნება. დაუფიქრდით ამას, ხალხო! თქვენ იტყვით, ეგე, ისრაელში რო მიყავთ ქალები ჯარშიო? აი დარდი კიდე, თუ არც მიჰყავთ! ზოგ ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწილებიც დაკანონებულია, ამასაც მივბაძოთ? რა ძალაა, თორე კი. ამერიკულ კინოებს კი ნუ უყურებთ, მათრახიანი, რევოლვერიანი და ავტომატიანი ქალები რომ დახტიან და ერთამბავში არიან. კინოებში ქალები სხვასაც ბევრს შვებიან, მათი მიბაძვა არ გარგებთ. თუ ვინმე აქ დაწერას დააპირებს, ჯერ ყველა ეს არგუმენტი გამიბათილოს. თუ არა და ნუღა მომაცდენთ ამ თემაში, სხვაც ბევრი მაქვს საწერი smile.gif



ეგ არავის შეუძლია ამტკიცოს,რა არის ქალის ბუნებისთVის მისაღები ან მიუღებელი. ადრე მატრიარქატი იყო და ქალები ასრულებდნენ მძიმე სამუშაოს. უბრალოდ, ბავშვების გამო ეს საქმე მამაკაცებზე გადავიდა, მეძუძური პატარა ცოდვაა უძუძუ კაცთან smile.gif თორემ ბრძოლისუნარიანობას არ აქვს დეფინიცია: ქალური თუ კაცური.

ექშენ ფილმებს კი ნუ შევადარებთ ქალების მეომრობას, ის ფანტაზიებია, ომი და ბრძოლა კი რეალობაა, გარდა ამისა, არცერთი ჯარისკაცი ქალი არ გამხდარა ჯარისკაცი, იმის გამო რომ მაგ სულელურ ფილმებს უყურებდა.

ვიმედოვნებ , შეძლებისდა გვარად გიპასუხე, სხვა არ ვიცი,თუ რამე გამახსენდება , დავწერ.

პ.ს. არის ჯარში მიმართულებები, რომლებშიც ქალები სწორედ მათი ბუნების გამო უფრო სასურველია,ვიდრე კაცები: კავშირგაბმულობა, სამედიცინო საქმე, მზვერავები, დესანტები, დივერსანტები და ასევე სნაიპერები. მზვერავობა კი ერთერთი უმთავრესია, რასაც ქალები უდიდესი წარმატებით ასრულებენ.და თუ ქვეყანას ეს სჭირდება, რა შუაშია ქალური ბუნებისთვის მიუღებლობა? ასე რომ, თუ რომელიმე თქვენგანს ეს სურს, ხელს ვერავინ ვერ შეგიშლით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 21 2008, 07:31 PM
პოსტი #375


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



staywhite
ხუთიანი ნან, გეთანხმები სრულიად, mpua.gif
როცა სამშობლოს უჭირს, ქალი იმის გამო ხომ არ უნდა იჯდეს ხელგაუნძრევლად, რომ ის ქალია და ელოდოს მამაკაცს როდის დაიცავს.
ელემენტარული ცოდნის მიღება თუნდაც თავდაცვისათვის აუცილებელია.
ყველა ვერ წავა ომში და ვერ იბრძოლებს, ეს ცხადია, მაგრამ ბოლო ომმაც
დაგვანახა რომ არცოდნა პანიკას ჰქმნის და ეს კი თუნდაც მეომარი მამაკაცისათვის ხელისშემშლელია.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 22 2008, 01:31 PM
პოსტი #376


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ჩემი აზრით ეს საკითხი ალბათ არც დადგებოდა დღის წესრიგში, ქალებიც რომ არ ვიყოთ "დაგლახაკავებულები".

არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ, მაგრამ არავისზე ნაკლებად უყვარდათ თავიანთი შვილები ჩვენს წინაპრებს, სამშობლოს დასაცავად რომ ზრდიდნენ და არც იმ ბიჭების დედებს, რომლებიც იქ იბრძოდნენ და რომლებიც იქ დაეცნენ.

სამწუხაროდ დღეს ქართველი დედების უმრავლესობა შვილს "თავისთვის" ზრდის ამ სიტყვის აბსოლიტურად სრული მნიშვნელობით.

თავისთვის გაზრდილი შვილი, კი არც მის მშობლებს და არც მის ქვეყანას გამოდგომია არასდროს...

და კიდევ ერთი: გაცილებით რთულია სახლში იჯდე და ახლობელი საფრთხეში გეგულებოდეს, ვიდრე ის, რომ შენც მის გვერდით იყო იმ საფრთხეში... ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაკლები სიმამაცე და ძლიერებაა საჭირო იმისთვის, რომ დარცე სახლში და აკეთო ის, რაც გევალება... მაგრამ ეს არ ეხებათ იმათ, ვინც სახლში დასამალად რჩება და შვილსაც მალავს!!!!

თუმცა არის სიტუაცია, როცა სახლში უბრალოდ არაფერი დაგრჩენია: როცა ქმარიც და ყველა შვილი ომში გყავს გაშვებული, შენ სახლში რა გაგაჩერებს? ცხადია მათ გვერდით გირჩევნია იყო... სწორედ ასეთ დროს მიდიოდნენ ჩვენი წინაპრები ომში. თორემ შვილი დატოვე და ომში გაიქეციო, ეს არავის უთქვამს აქ!

გარდა ამისა, დღეს არ არსებობს ბრძოლის წინდა და უკანა ხაზები(რა თქმა უნდა მეტ-ნაკლებად), მაგრამ თბილისიც საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ იყო და მშვიდობიანი ქალაქები იბომბებოდა... ამ დროს კი მხოლოდ სურვილი არ კმარა მისახლმარებლად. ელემენტარული ცოდნაც საჭიროა...

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია ყველამ იცოდეს ის მინიმუმი, რომლიტაც გარკვეულ სიტუაციებში შეძლებს თავის, ახლობელბის და გარშემომყოფების დაცვას და დაზარაებულების დახმარებას..

ასე პანიკაც ნაკლები იქნება, მსხვერპლიც... და ერიც გაცილებით კონსოლიდირებული იქნება!


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 22 2008, 01:46 PM
პოსტი #377


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



.ნინო
ციტატა
და კიდევ ერთი: გაცილებით რთულია სახლში იჯდე და ახლობელი საფრთხეში გეგულებოდეს, ვიდრე ის, რომ შენც მის გვერდით იყო იმ საფრთხეში... ამ ომის დროს ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ სამედიცინოზე არ ჩავაბარე....

თუმცა არის სიტუაცია, როცა სახლში უბრალოდ არაფერი დაგრჩენია: როცა ქმარიც და ყველა შვილი ომში გყავს გაშვებული, შენ სახლში რა გაგაჩერებს? ცხადია მათ გვერდით გირჩევნია იყო... სწორედ ასეთ დროს მიდიოდნენ ჩვენი წინაპრები ომში. თორემ შვილი დატოვე და ომში გაიქეციო, ეს არავის უთქვამს აქ!



აგაშენოს ღმერთმა , ნინო, კარგად გაქვს შეფასებული. რატომღაც ბევრი ეცდება ამ თემაში საკუთარი გაამართლოს სხვაზე თავდასხმით და მიხარია, რომ თქვენი სახით ბევრს შესწევს უნარი სწორად შეაფასოსო სიტუაცია: ანუ, ვინმესი საქმე არაა ვინ სად წავა ! ყველამ მის წაუსვლელობას მიხედოს smile.gif

შენს ციტატაში რაც შავად ჩანს მონიშნული იმაზე გეტყვი, რომ გეტყობა რომ გამოცდილი გაქვს და იცი, ამიტომაც ასე გაქვს სამართლიანად შეფასებული სიტუაცია.მასე ვიყავი მე მუდამ და მასე ვიქნები კიდეც, თუ საჭიროება მოიტანს.

აგვისტოს ომის დროს, დაწყების ღამეს ეკატერინე იყო ჩემთან , ნუ გავათენეთ ცხადია. ვიცოდი, რომ ჩემი მეგობრების უმრავლესობა უკვე ფრონტის წინა ხაზზეა, მათთან დაკავშირება გამორიცხული იყო,ახლობლების საშუალებით ვიცოდი მხოლოდ, რომ უკვე იქ არიან. ჩემი ახლო მეგორბის სერჟანტის მეუღლე ასევე ჩემი უახლოესი მეგობარია ( la_femme) და ეკა დამეთანხმება, რომ ძალა არ მყოფნიდა მისთვის მანუგეშებელი მეთქვა, და რა მითხრა იცი? - ცხოვრებაში პირველად ვინატრე რომ სამხედრო ვიყო და ჩემის ქმრის გვერდზე ვიყო ამ განსაცდელშიო sad.gif - აი,ესაა ნინო რაც შენ გიწერია, ესაა სრული სიმართლე.

ჩემი ქმარი სამხედროა,ამიტომაც მუდამ ვიქნები მის გვერდით თუ ომია, მუდამ ვიცხოვრებ მისი ცხოვრებით და თუ რატომ,ამაზე ნინოს მაგალითიც კმარა. რა ვქნა, ვინც განიკითხავს ასეთს, იმათმა იცხოვრონ მათი გამოჭერილი ბანკის მვსებელი ქმრების ცხოვრებით, რომლებიც ძირითადად უცხოეთში გარბიან თავი რომ ააარიდონ სამშობლოს გაჭირვებას, იმათ კი ვისებიც იბრძვიან და ეცემიან ნუ განიკითხავს ნურავინ, ყველამ მის სალამურს მიხედოს!

გაიხარე , ნინო, რომ ასე საჯაროდ დაწერე იმ მართებული განცდის და სურვილის შესახებ, რაც ნებისმიერ ამაში გამოცდილს გვაწუხებს 2kiss.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 22 2008, 03:09 PM
პოსტი #378


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



.ნინო
ციტატა
და კიდევ ერთი: გაცილებით რთულია სახლში იჯდე და ახლობელი საფრთხეში გეგულებოდეს, ვიდრე ის, რომ შენც მის გვერდით იყო იმ საფრთხეში... ამ ომის დროს ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ სამედიცინოზე არ ჩავაბარე....

მეც მაგას ვწერდი წინა პოსტებში, თანახმა ვარ ყველაფერი ვიცოდე, ოღOნდ ჩემიანებს გვერდში ვყავდე, თან დასაყრდენად და იმედად, მოტირლად კი არა თქო და კინაღამ საშინელ სამსჯავროზე აღმოვჩნდი laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 22 2008, 03:24 PM
პოსტი #379


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



შოთაძე
ციტატა
ბავშვების ხსენებას ვაპირებდი და დამავიწყდა biggrin.gif


გინდა თქვა რომ ჩვენი შვილები უპატრონოები არიან ? blink.gif პატრონიც ყავთ და ვაჟკაცებადაც დაიზარდნენ, სხვა თუ არაფერი იმას არ წერენ და არც დაწერენ, ჯარი არ უნდა ყავდეს სახელმწიფოს და 18 წლისები ჯარში არ უნდა მიყავდეთო a075.gif

kato_Bato
ციტატა
და კინაღამ საშინელ სამსჯავროზე აღმოვჩნდი laugh.gif


სულ მაგათი სამსჯავრო მადარდებს ,აი biggrin.gif ღმერთმა ეგ გული ნუ მოგიშალოთ და იმსჯავრონ რამდენიც უნდათ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 22 2008, 03:56 PM
პოსტი #380


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



დღეს საქართველოში ყველა იმას ფიქრობს რა არ უნდა გააკეთოს სხვამ. მაგრამ ის არავის ახსოვს, რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა...

სხვის ვალდებულებებზე გვიყვარს ლაპარაკი და საკუთარ მოვალეობები გვავიწყდება... თუნდაც სხვა ადამიანების, თუნდაც ქვეყნის წინაშე...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 17 18 19 20 21 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 01:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience