![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#381
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
.ნინო
ციტატა დღეს საქართველოში ყველა იმას ფიქრობს რა არ უნდა გააკეთოს სხვამ. მაგრამ ის არავის ახსოვს, რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა... კი კაცო. დღევანდელი და გუშინდელი ვაჟკაცები ომში არ წავალთო ყვიროდნენ,ა რადა წინაზე მე რომ დავწერე, გააჩნია ომს თქო რა არ დამიძახეს ![]() პ.ს. რამდენს ვლაპარაკობ ჩემს თავზე დღეს ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#382
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
M.M. ომის საშინელებას რაც შეეხება, ის მეტად განსხვავდება ძაღლის კბენისგან, ![]() ამაში მგონი კამათი არ მოგვიხდება. ექიმები რომ ნაწლავებში ხელს ურევენ, ის სხვა რამეა და ის, რომ მასე გამოფატრულთა გარემოცვაში ხარ და მათგანის უმრავლესობა შენი მეგობარი,ახლობელი და თუნდაც მხოლოდ თანამებრძოლია,პლიუს ამას პოტენციურად შემდეგი გამოფატრული იქნებ შენ იყო. ეს იმ ექიმებისგან განასხვავებს სიტუაციას. განსხვავება კი არის, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ მიუჩვეველი იქ არაფერია. ცივილის აზრს ვერც გამოვეკიდები და ვერც მტკიცებას დავუწყებ,ან ომი რაა ან ვინ რატომ იბრძვის. ასეთი პროფესიული ქედმაღლობა ყველა ხელობის ხალხს ახასიათებს, არადა ზოგჯერ არაპროფესიონალსაც დაეჯერება, მითუმეტეს ასეთ ზოგად საკითხებში. სროლას ხომ არ გასწავლი? თუ ეს აუცილებლობამ მოიტანა, საჭიროა. მაგრამ ქალს თუ აკადემიის დამთავრება უნდა და სამხედრო კარიერა, ხელს ვერავინ შეუშლის და უფლებაც არ აქვს ამის არავის. ჩემს დადებულ ლინკზე იხილეთ ქართველი გოგონები და მერე ნახავთ,რომ ქალსაც შეუძლია ეს. იქ მხოლოდ პაპები არ იღუპებიან,ასევე პატარა ბავშვებიც, რომლებიც ჩვენი საკუთარიც რომ არ იყვნენ, დიდი ფსიქო დატვირთვაა ამის ყურება აი ეს სუფთა ქალური (დედური) ინსტინქტის გამოვლინება იყო. ამას ვამბობ მეც. სიხარულით კი არავინ კვდებ ამაში ვერ დაგეთანხმები. თუნდაც წმიდანების მაგალითი ავიღოთ. გააჩნია რისთვის კვდები. გულადობა კი მარტო კაცის თვისება არაა,ქალსაც ახასიათებს ეს. მაგას მეც ვამბობ. ჩვენი ქალები სილაჩრის გამო არ ამბობდნენ ომზე უარს მეთქი. ტკივილის ატანა ქალს უფრო შეუძლია ![]() ეგ არავის შეუძლია ამტკიცოს,რა არის ქალის ბუნებისთVის მისაღები ან მიუღებელი. შეუძლია კი არა, საკამათოც არ არის. ციტატა ექშენ ფილმებს კი ნუ შევადარებთ ქალების მეომრობას, ის ფანტაზიებია, ომი და ბრძოლა კი რეალობაა, მაგას არ ვამბობ?ციტატა გარდა ამისა, არცერთი ჯარისკაცი ქალი არ გამხდარა ჯარისკაცი, იმის გამო რომ მაგ სულელურ ფილმებს უყურებდა. გეგონოს! ბავშვობიდან რომ მაგეთებს უყურებ, ქვეცნობიერებაში ილექება.-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
guest |
![]()
პოსტი
#383
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
M.M.
ბოდიში, მაგრამ წარმოდგენის გარეშე წერ ![]() გააჩნია სად ![]() წესით ამის მერე საერთოდ უნდა შევწყვიტო შენი ნაწერის კითხვა ![]() ციტატა ამაში მგონი კამათი არ მოგვიხდება. ექიმები რომ ნაწლავებში ხელს ურევენ, ის სხვა რამეა და ის, რომ მასე გამოფატრულთა გარემოცვაში ხარ და მათგანის უმრავლესობა შენი მეგობარი,ახლობელი და თუნდაც მხოლოდ თანამებრძოლია,პლიუს ამას პოტენციურად შემდეგი გამოფატრული იქნებ შენ იყო. ეს იმ ექიმებისგან განასხვავებს სიტუაციას. განსხვავება კი არის, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ მიუჩვეველი იქ არაფერია. მერე რა რომ არაფერია, ყველა ვერ ეჩვევა ჯერ ერთი და გარდა ამისა არამგონია ახლობლების ამ სიტუაციაში ყურებამ მიჩვევა იცოდეს,მიჩვევა კი არა ბევრი გიჟდება (არ თქვა ახლა ლაჩრები არიანო,თორემ ძაღლი გიკბენს ). ციტატა ცივილის აზრს ვერც გამოვეკიდები და ვერც მტკიცებას დავუწყებ,ან ომი რაა ან ვინ რატომ იბრძვის. ასეთი პროფესიული ქედმაღლობა ყველა ხელობის ხალხს ახასიათებს, არადა ზოგჯერ არაპროფესიონალსაც დაეჯერება, მითუმეტეს ასეთ ზოგად საკითხებში. სროლას ხომ არ გასწავლი? შეუძლია ერთია, რეტომ უნდა უნდოდეს, ეს მეორე. ქედმაღლობა სად ნახე? იმაში, რომ აზრზე არ ხარ და გითხარი? სროლა რომ მასწავლო არ გამიკვირდება,წაიკითხავ თეორიას და მასწავლი რაღაცას მაინც,სროლის კარგად ცოდნას ომი არ ჭირდება, იქნებ უკეთესიც იყო, მაგრამ ომს ვერ მასწავლი და გიხაროდეს! გარდა ამისა, პროფესიით ფიზიკოსი ვარ, მაგრამ იქაც არასდროს არ ვყოფილვარ ქედმაღალი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან წარმატებული ვიყავი. ციტატა იქ მხოლოდ პაპები არ იღუპებიან,ასევე პატარა ბავშვებიც, რომლებიც ჩვენი საკუთარიც რომ არ იყვნენ, დიდი ფსიქო დატვირთვაა ამის ყურება აი ეს სუფთა ქალური (დედური) ინსტინქტის გამოვლინება იყო. ამას ვამბობ მეც. კითხე ბესოს,ჯარისკაცს ან სოლჯერს ან სერჟანტს და გეტყვიან კაცებიც, რომ მოკლული ბავშვების ყურება მხოლოდ დედური ინსტიქტის გამო არ არის აუტანელი (კილერს და ჯარისკაცს ალბათ არჩევს). პლიუს მერე რა რომ დედური ინსტიქტია,რა დასაძრახია? ნორმალურია ესეც, მიშა და არაფერია ამაში გასაკვირი.. ციტატა სიხარულით კი არავინ კვდებ ამაში ვერ დაგეთანხმები. თუნდაც წმიდანების მაგალითი ავიღოთ. გააჩნია რისთვის კვდები. მოწამე წმინდანებზე არ არის აქ საუბარი, მიუხედავად იმისა, როცა სამშობლოსათვის კვდები, ეგეც მადლია.არც ის წმინდანები იყვნენ გიჟები, ისინიც სიხარულით იქნებოდნენ ცოცხლები. ციტატა გულადობა კი მარტო კაცის თვისება არაა,ქალსაც ახასიათებს ეს. მაგას მეც ვამბობ. ჩვენი ქალები სილაჩრის გამო არ ამბობდნენ ომზე უარს მეთქი. ნამდვილად, შემირცხვენია ის ქალი (და კაციც) ვინც მეომრობაზე უარს იტყვის, თუ ეს აუცილებელი გახდა. და "ჩვენი ქალები" რას ნიშნავს? ანუ "ჩვენი" ქალი რომ ჯარისკაცია ცუდია და საგინებელი ? ![]() ციტატა ტკივილის ატანა ქალს უფრო შეუძლია ![]() რა თქმა უნდა "ჩამოუვარდება" ერთნაირი წონის,სიმაღლის და ერთნაირად ნავარჯიშები ქალი კაცს, რამდენადაც ანატომიურად კაცის სხეული უფრო სხვანაირია, მაგრამ არ ნიშნავს რომ ქალს ბრძოლა არ შეუძლია.ეს არ არის კრიტერიუმი რის გამო ქალმა უარი უნდა თქვას ბრძოლაზე. გარდა ამისა, ადრე დაგიწერე, რა მიმართულებებით არიან უფრო სასურველი ქალების თანამშრომლობა ჯარში. ციტატა ეგ არავის შეუძლია ამტკიცოს,რა არის ქალის ბუნებისთVის მისაღები ან მიუღებელი. შეუძლია კი არა, საკამათოც არ არის. ძალიან ცუდად იცნობ ქალის ბუნებასაც, ალბათ იმიტომ,რომ ექსტრემალურ სიტუაციებში არ ყოფილხარ და არ გინახია, მითუფრო მეომარი ქალი. რა ლამაზი იქნება არა, დაჭრილი კაცი რომ აგდია და შველას ელის, და ჩაუვლის ვინმე ქალი და ეტყვის : "რა ვქნა, ქალურ ბუნებაში არ შედის ეს შენ რომ წამოგიკიდო და სანგრამდე ან ბუქცამდე მიგათრიო და გიშველო, ეს ხომ სირცხვილია ჩემი და ჩემი ქართულ-ხალხური ბუნებისთვის მიუღებელი!" - ალბათ ბევრი იმსახურებს ამას რა ვიცი....30 დაჭრილი ჯარისკაცი იხსნეს სიკვდილისგან ჩემს მიერ დადებულ ლინკში რომ ქართველი გოგონები არიან ფრონტზე (ალბათ მეტიც მას მერე). თუ საქმეს სჭირდება და თუ ქალს ეს ფიზიკურად შეუძლია, გააკეთოს რა. ციტატა მაგას არ ვამბობ? გეგონოს! ბავშვობიდან რომ მაგეთებს უყურებ, ქვეცნობიერებაში ილექება. და ვინ ამბობს რომ არ ილექება? ბავშვობიდან კი არა ახლა რომ წახვიდე ომში , მერეც დაილექება (თუ გადარაჩი). ეგ ადამიანური მოვლენაა და მაქ შესარცხვენი არაფერია. ამიტომაც არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში სპეციალური ვეტერანთა ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან ნანახის და განცდილის გადასამუშავებლად. არ ვიცი ქართულად ამას რა ქვია. ამ ეფექტს ჩემგან შენ მაინც სალაღობოდან მაინც იცნობ,სხვა თუ არაფერი. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში მითუფრო გამოუცდელი კაცისგან ქალების ძრახვა არაესთეთიკურია, სხვა თუ არაფერი (მე არ ვამბობ, რომ შენ ლანძღავ,ასე არ გაიგო,ზოგადად ვამბობ,რაც ხშირად გაჟღერდა ინდირექტულად ამ თემაში). ვიმეორებ, არცერთ ქალს არ უხარია იყოს ჯარში ან მისი სურვილით თუ არის, ეს მისი მოწოდებაა და ამაში ანტიქალური გამოსვლები მას მოშნად კიდია. ეს ერთერთი რთული პროფესიაა, რომელიც არც ქალისთვის არის ადვილი და არც კაცისთვის,ამიტომაც ნებისმიერის საქმე არასოდეს არ იქნება. |
guest |
![]()
პოსტი
#384
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
პ.ს. მე მიშა,აწი შენს ნაწერს ვერ გამოვეხმაურები, იმიტომ რომ იმას მიმტკიცებ, რაც მხოლოდ იდეურად იცი და აქ თეორია არ ჭრის, ეს სხვა საქმეა, სამხედრო ხელოვნება იქნება თუ ომის პირობები,ამას მხოლოდ თეორიით ფსიქოლოგიურ დონეზე ვერ ახსნი. თუ დაგაინტერესებს, შედი მეცნიერების განყ-შია თემა "სამხედრო ფსიქოლოგია" და ის ნახე.იქ დავწეროთ სიტუაციები და განვიხილოთ.დედობრივ ინსტიქტზე იქ მოგიყვან მოგვიანებით მაგალითს და ერთად ვნახოთ. მე არსენალში ლაპარაკი არ მიჭირს, იმიტომ რომ გარემოა იქ ისეთი, ვისაც იგივე გამოუცდია, რაც მე და იქ არაა ძნელი ლაპარაკი. აქ მიჭირს,აქ სხვა სფეროა.
|
HANIBALA |
![]()
პოსტი
#385
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 390 რეგისტრ.: 24-August 08 წევრი № 5,528 ![]() |
staywhite
ამიხსენი შენთან კამათი რატომ არის შეუძლებელი? ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#386
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
HANIBALA
კამათი შეუძლებელია არ არის,მაგრამ შენნაირებთან არ ვკადრულობ ![]() პ.ს. ამ პოსტის საფუძველი მაქვს ამ იუზერის მიერ სხვა ამ სახის თემებშიც შეურაცხმყოფელი პოსტების გამო, მიმართული ჯარის, ჯარისკაცების და სამხედრო საქმის თუ პირადა ჩემს მიმართ, როგორც ქალის. |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#387
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
staywhite
ციტატა გინდა თქვა რომ ჩვენი შვილები უპატრონოები არიან ? ![]() ![]() არა ეგ არ მინდა რომ ვთქვა, ცემთვის მიუღებელია 3 წლის ან 10 წლის ბავშვი რო გყავს და მიატოვო და ომში წახვიდე (ქალის წასვლა), ყველაზე დიდი პატრიოტობა ქვეყნისთვის ღირსეული შვილის აღზდა არის ! და ჯერ შვილი უნდა აღზარდოს და შემდეგ უნდა წავიდეს ![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
![]()
პოსტი
#388
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
შოთაძე
ციტატა არა ეგ არ მინდა რომ ვთქვა, ცემთვის მიუღებელია 3 წლის ან 10 წლის ბავშვი რო გყავს და მიატოვო და ომში წახვიდე (ქალის წასვლა), ყველაზე დიდი პატრიოტობა ქვეყნისთვის ღირსეული შვილის აღზდა არის ! და ჯერ შვილი უნდა აღზარდოს და შემდეგ უნდა წავიდეს smile.gif თუ ჩემი 3 და 10 წლის ბავშვი დასაცავია, მაშინ შოთაძეს ველოდო როდის დაიცავს მათ ან როდის გამოაქვეყნებს მის ახალ პროექტს და იქნება გვეშველოს თქვა ? ![]() ![]() შვილების აღზრდა ყველა დედას უხარია, თუ გაგაზრდევინეს ![]() პ.ს. შენთვის ისე კაცის ჯარისკაცობაც მიუღებელია ![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#389
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა არა ეგ არ მინდა რომ ვთქვა, ცემთვის მიუღებელია 3 წლის ან 10 წლის ბავშვი რო გყავს და მიატოვო და ომში წახვიდე (ქალის წასვლა), არავის უთქვამს ყველა ქალმა უნდა დაკრას ფეხი საყოველტაო მობილიზაციისას და ომში უნდა გაიქცესო! უბრალოდ ყველა დამიანმა უნდა იცოდეს კრიტიკულ სიტუაციაში მოქცევის აუციელბელი მინიმუმი! ისე 1 და 2 წლის ბავშვებიც დაუტოვებიათ და წასულან, ისევ იმ ტავისი შვილების დასაცავდ, და მაგის მაგალითიც ახსოვს ისტორიას... ნუ დავუკარგავთ იმ ქალებს. ასეთ მძიმე და რთულ გადაწყვეტილებას გმირობა ქვია! -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#390
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ციტატა და კიდევ ერთი: გაცილებით რთულია სახლში იჯდე და ახლობელი საფრთხეში გეგულებოდეს, ვიდრე ის, რომ შენც მის გვერდით იყო იმ საფრთხეში... ამ ომის დროს ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ სამედიცინოზე არ ჩავაბარე.... ნინო ამის თქმა მაშინ შეიძლება როცა ორივე პოზიცია გაქვს გამოცდილი ![]() არაა ჩემი აზრით ეგრე ![]() ისე ქალების მარში მაგარი იქნება ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#391
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ქავთარაძე
ციტატა ისე ქალების მარში მაგარი იქნება ჩვეულებრივია, გარდა ამისა ხშირად არეული არიან კაცებში და ვერც გაარჩევ ![]() ![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#392
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა ნინო ამის თქმა მაშინ შეიძლება როცა ორივე პოზიცია გაქვს გამოცდილი და მართლა ორივე რომ მაქვს გამოცდილი, იმიტომაც გეუბნები ![]() ომში არ ვყოფილვარ ჩემი ძმის გვერდით, მაგრამ საფრთხეში როცა ერთად ვიყავით, უფრო ადვილად გადავიტანეთ ჩვენ, ვიდრე სახლში... და ეხლა კი ამ ომში მყავდა ძმა გაშვებული და მე სახლში ვიჯექი... ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს... მართლა ბევრი რამ "აბამს" ქალს სახლში, თორემ დარწმუნებული ვარ, არცერთი დედა არ გაუშვებდა შვილს მარტოს საომრად... იმას კი არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს... ცხადია ქალები ომში მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში უნდა იყვნენ და ეს საყოველთაო არ უნდა გახდეს და ვერც გახდება, მაგრამ სახლში დარჩენა ძალიან რთულია და არანაკლებ გამძლეობას მოითხოვს... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
guest |
![]()
პოსტი
#393
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
.ნინო
ციტატა . მართლა ბევრი რამ "აბამს" ქალს სახლში, თორემ დარწმუნებული ვარ, არცერთი დედა არ გაუშვებდა შვილს მარტოს საომრად... აბა რა, თავს შეაკლავდა შვილს,ეგ ნორმალურია, მაგრამ არ გამოდის ![]() ციტატა მაგრამ სახლში დარჩენა ძალიან რთულია და არანაკლებ გამძლეობას მოითხოვს... დაიჯერე არანაკლები დატვირთვაა, ვიდრე იქ ყოფნა,შვილის,ძმის ან ქმრის გვერდით. ომი რომ დაიწყოს და ჩემი ქმარი წავა (რადგანაც ოფიცერია), მეც წავალ, ეს განვაცხადე ოჯახშიც უკვე და დავსძინე, რომ არანაირი ლექცია ამას არ გადამაფიქრებინებს, რაც არ უნდა ის იპოხონდრიონ, თუნდაც თვითონ ქმარმაც. ციტატა ნინო ამის თქმა მაშინ შეიძლება როცა ორივე პოზიცია გაქვს გამოცდილი შესაძლებელია,მაგრამ არაა აუცილებელი. პიროვნებას გააჩნია.აი, კატოს მაგალითი,არ ქონდა გამოცდილება,მაგრამ სურვილი ქონდა ![]() |
soso5 |
![]()
პოსტი
#394
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 ![]() |
კარგი ყმისაი ცოლობა ნუ გიხარია ქალაუ. მოკვდება ლაშქარში დარჩები ცარიალაო.
|
guest |
![]()
პოსტი
#395
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
soso5
სოსო ,იმედია კარგად ხარ ![]() ![]() ციტატა კარგი ყმისაი ცოლობა ნუ გიხარია ქალაუ. მოკვდება ლაშქარში დარჩები ცარიალაო. გეთანხმები ![]() ![]() |
soso5 |
![]()
პოსტი
#396
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 ![]() |
ომში მონაწილეობის მიღება მაინცდამაინც არ არის საჭირო ქალისთვის ჩემი აზრით.მაგაზე უფრო მეტი შეუძლია ქალს გააკეთოს გმირობად რომ ჩაეთვალოს.თუნდაც ქმრის ომში მამაცურად სიკვდილის მერე შვილების აღზრდაზე და ოჯახის ნამუსის შენახვაზე.მე შეურაცყოფას არავის ვაყენებ მარა ეს ასეა. ცხრა ძმა ხერხეულიძე რომლებიც მედროშეები იყვნენ მარაბდის ომის დროს და ცხრავე გმირულად დაიღუპა.ბრძოლის ველზე მათი დედა მივიდაო ლეგენდაა ასეთი და წაქცეული დროშა წამოაყენაო. წმინდა თამარ მეფე როდესაც ქართულ ჯარს ომში გაუშვებდა,თვითონ ფეხშიშველა მიდიოდა სვეტიცხოველში და დიდი ხნით ლოცულობდა და ავედრებდა ქართულ ჯარს უფალს.და ყველა ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით მთავრდებოდა. ქალს ჩემი აზრით ქალურობა უფრო უხდება.ჩვენს ბატალიონშიც გვყავს თანაც საბრძოლოში გოგოები მაგრამ ისინი ჯარში ცხოვრების პირობებმა მოიყვანა და იცი ხანდახან შემცოდებიან კიდევაც როდესაც მკაცრ პირობებში მინახავს ისინი.25კილომეტრიანი მარშები სრული ეკიპირებით,როდესაც მარტო ბრონიჟილეტი 16კილოგრამს იწონის,სხვაზე აღარ ვლაპარაკობ.დარწმუნებული ვარ ქალების უმრავლესობას ვინც ჯარშია უნატრია ჩვეულებრივი ოჯახური მშვიდი ცხოვრება ჯარის გარეშე მაგრამ ამის აღიარება ბევრ თქვენთაგანს ალბათ გაუჭირდება.ისე დემონი მარჯვედ იყენებს ქალებს მამაკაცების დასაპირისპირებლად,მე ეს ამ ფორუმზეც დავინახე.
|
guest |
![]()
პოსტი
#397
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
soso5
ციტატა დარწმუნებული ვარ ქალების უმრავლესობას ვინც ჯარშია უნატრია ჩვეულებრივი მშვიდი ცხოვრება ჯარის გარეშე მაგრამ ამის აღიარება ბევრ თქვენთაგანს ალბათ გაუჭირდება უმრავლესობას კი არა,სოსო, ნებისმიერი ნატრობს მაგას. მე პირადად მუდმმივად ჯარში ყოფნას ვერ ავიტანდი და ამის აღიარება ნამდვილად არ მრცხვენია ![]() პ.ს. ბესიკი მთხოვს რომ სკაიპში შეხვიდე და ნიკს **** (პმ-ში მოგწერე) სასწრაფოდ დაუკავშირდე, მადლობთ ![]() |
soso5 |
![]()
პოსტი
#398
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 ![]() |
|
chelo |
![]()
პოსტი
#399
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 ![]() |
ომში მონაწილეობის მიღება მაინცდამაინც არ არის საჭირო ქალისთვის ჩემი აზრით.მაგაზე უფრო მეტი შეუძლია ქალს გააკეთოს გმირობად რომ ჩაეთვალოს.თუნდაც ქმრის ომში მამაცურად სიკვდილის მერე შვილების აღზრდაზე და ოჯახის ნამუსის შენახვაზე.მე შეურაცყოფას არავის ვაყენებ მარა ეს ასეა. ცხრა ძმა ხერხეულიძე რომლებიც მედროშეები იყვნენ მარაბდის ომის დროს და ცხრავე გმირულად დაიღუპა.ბრძოლის ველზე მათი დედა მივიდაო ლეგენდაა ასეთი და წაქცეული დროშა წამოაყენაო. წმინდა თამარ მეფე როდესაც ქართულ ჯარს ომში გაუშვებდა,თვითონ ფეხშიშველა მიდიოდა სვეტიცხოველში და დიდი ხნით ლოცულობდა და ავედრებდა ქართულ ჯარს უფალს.და ყველა ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით მთავრდებოდა. ქალს ჩემი აზრით ქალურობა უფრო უხდება.ჩვენს ბატალიონშიც გვყავს თანაც საბრძოლოში გოგოები მაგრამ ისინი ჯარში ცხოვრების პირობებმა მოიყვანა და იცი ხანდახან შემცოდებიან კიდევაც როდესაც მკაცრ პირობებში მინახავს ისინი.25კილომეტრიანი მარშები სრული ეკიპირებით,როდესაც მარტო ბრონიჟილეტი 16კილოგრამს იწონის,სხვაზე აღარ ვლაპარაკობ.დარწმუნებული ვარ ქალების უმრავლესობას ვინც ჯარშია უნატრია ჩვეულებრივი ოჯახური მშვიდი ცხოვრება ჯარის გარეშე მაგრამ ამის აღიარება ბევრ თქვენთაგანს ალბათ გაუჭირდება.ისე დემონი მარჯვედ იყენებს ქალებს მამაკაცების დასაპირისპირებლად,მე ეს ამ ფორუმზეც დავინახე. გაიხარე ადამიანო,ასეთი ჭეშმარიტება ამ თემაში მართლ არ თმულა,აბსოლიტურად გეთანხმები,არა ნაკლები გმირობაა დედა ან ცოლი მშვიდად ხვდება ახლობლის ომში წასვლას და თუნდაც სიკვდილს ეს მართლა დიდი გმირობაა,ქალის მოვალეობაა გაზარდოს შვილი ისე,რომ მას ღვთის და სამშობლოს სიყვარული ასწავლოს.რაც შეეხება თამარ მეფეს ის უფრო მეტს აკეთებდა ლოცვით ვიდრე შეიძლებოდა ბრძოლის ველზე გაეკეთა,ლოცვას ხომ ყველაზე დიდი ძალა აქვს თუ ადამიანი რწმენით ილოცებს. -------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
guest |
![]()
პოსტი
#400
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
chelo
ციტატა არა ნაკლები გმირობაა დედა ან ცოლი მშვიდად ხვდება ახლობლის ომში წასვლას და თუნდაც სიკვდილს ეს მართლა დიდი გმირობაა,ქალის მოვალეობაა გაზარდოს შვილი ისე,რომ მას ღვთის და სამშობლოს სიყვარული ასწავლოს ჭეშმარიტებაზე რომ ლაპარაკობ,ნუთუ ჯერ არ წაგიკითხავს ამ თემაში სწორედ ის,რაც სოსომ დაწერა? არავის არ უთქვამს, რომ არამეომარი ქალი არ შეიძლება გმირი იყოს. მეომარი ქალის შვილებიც აღზრდილი არიან სწორედ ღვთის და სამშობლოს სიყვარულით,და ალბათ უფრო მეტი დატვირთვით ამ მხრივ (მიზეზი გასაგებია). აქ ჭედავთ სწორედ ხშირად, რომ სწორად არ ახდენთ განსაზღვრებას: თქვენი პოსტებიდან რჩება აზრი, რომ მეომარი ქალის,დედის შვილები რაღაც ცომბები არიან და თვით ეს ქალები კიდევ კრეატურები. ამიტომ თხოვნა იქნება, აზრი სწორად დაწეროთ და მერე არ მოხდეს მტკიცება, რომ ეს არ გვიგულისხმია და "გამგებელი გაიგებს". პ.ს.ერთადერთი M.M-ს ეწერა, რომ მე ამას ასეგანვსაზღვრავ და თქვენ "შემისწორეთ", თუ ვცდები-ს მსგავსად, სხვები ამასაც არ ცდილობენ და მაინტერესებს, ის ორი ქართველი გოგონა ამ თემაში რომ შემოვიდეს, ნუთუ ზოგიერთს არ შერცხვება მისი პოსტების ამ მხრივ? იმ ქალებისგან ნუთუ არ შერცხვებათ, რომლებიც იქნებ მათ ძმებს ან მამებს სიკვდილისგან ხსნილობდნენ? მაგრამ როგორც ჩანს რამდენიმეს გარდა აქ არცერთის ახლობელს არ ცმია ფორმა და არ ყოფილა ომში, რომ იცოდეს და გაანალიზოს რას ნიშნავს ეს. აზრის უფლება ყველას აქვს, მაგრამ არა დამამცირებლის და დამაკნინებლის. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი