IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

43 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > »   
Reply to this topicStart new topic
> გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში
k@the
პოსტი Jan 28 2010, 06:04 PM
პოსტი #461


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



damiane80

მგონი ამ თემას ეძებ smile.gif
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 21 2010, 05:24 PM
პოსტი #462


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ერთი კითხვაც:

სხვაგან კი დავსვი უკვე, მაგრამ აქაც იყოს არ დაამძიმებს, მე მგონიsmile.gif

რა მაინტერესებს. აი ფსალმუნებში და ლოცვებში არის სიტყვები " ღმერთი" და " უფალი". მე იდეაში ამ ორს სიტყვას სინონიმებად აღვიქვამ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ორივე ერთდროულად გამოიყენება. მაგალითად "ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ..." და სხვა მრავალი, აღარ ჩამოვთვლი.

კითხვა ასეთია:

1. არის თუ არა რაიმე სხაობა (განსხვავება) ამ სიტყვებში შემოქმედის არსთან მიმართებაში;
2. რას გამოხატავს არსობრივად თითოეული მათგანი;
3. ასევე საინტერესოა ამ სიტყვების ცალ-ცალკე თარგმანი ებრაულად და ბერძნულად რა ტერმინები იხმარება თითოეულთან მიმარტებაში და რას გამოხატავს.

ნუ სხვა რამე საინტერესო თუ შეგიძლიათ ვინმემ რამე მიუთითოთ ამ კითხვაზე ჰა ბურთი და ჰა მოედანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 23 2010, 11:29 AM
პოსტი #463


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



დაუდგენიათ, რომ ბიბლიური "გამოსვლა" ქრისტეშობამდე 1446 წელს მოხდა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 23 2010, 03:23 PM
პოსტი #464


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
დაუდგენიათ, რომ ბიბლიური "გამოსვლა" ქრისტესშობამდე 1446 საუკუნეში მოხდა

საუკუნეში? ანუ ქრისტეშობამდე 144 600 წლის წინ?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 23 2010, 03:43 PM
პოსტი #465


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



damiane80
ციტატა
1. არის თუ არა რაიმე სხაობა (განსხვავება) ამ სიტყვებში შემოქმედის არსთან მიმართებაში

გააჩნია, რომელ ენას აიღებ.

ციტატა
2. რას გამოხატავს არსობრივად თითოეული მათგანი;
3. ასევე საინტერესოა ამ სიტყვების ცალ-ცალკე თარგმანი ებრაულად და ბერძნულად რა ტერმინები იხმარება თითოეულთან მიმარტებაში და რას გამოხატავს.


ებრაულში უფალი (ანუ, იაჰვე, ან ადონაი) უფრო აღმატებულია, ვიდრე სიტყვა ღმერთი (ელოჰიმ). თუმცა, იუდეველობაში იაჰვე ნიშნავს "მარად მყოფს" და ღმრთის ერთ-ერთი ეპითეტია.

სხვა ვითარებაა ბერძნულში, სადაც უფალი (კირიოს) მხოლოდ ბატონს ნიშნავს და ის გამოიყენება ნებისმიერი ძალაუფლის მიმართ, ხოლო დღეს, ახალ ბერძნულში - შესატყვისია ქართული "ბატონის" - კირიე პანაიოტე - ბატონო პანაიოტის. ამდენად ბერძნულად "კირიოს" მრავალი რამის შესატყვისაც შეიძლება გვექნეს.

ბერძნულისვე ანალოგი იყო ძველქართულში. გაიხსენებთ 1712 წ. ვეფხისტყაოსნის შესავალი - დაბეჭდულ არს შრომითა და წარსაგებელითა უფლისა ვახტანგისა... ახალქართულში კი "ბატონი" და "უფალი" გაიმიჯნა და დღეს "უფალი" მხოლოდ ღმრთის სინონიმია (თუმცა ერთგან მაინც შემოგვრჩა - "უფალი თამადა")


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 23 2010, 06:33 PM
პოსტი #466


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
სხვა ვითარებაა ბერძნულში, სადაც უფალი (კირიოს) მხოლოდ ბატონს ნიშნავს და ის გამოიყენება ნებისმიერი ძალაუფლის მიმართ, ხოლო დღეს, ახალ ბერძნულში - შესატყვისია ქართული "ბატონის" - კირიე პანაიოტე - ბატონო პანაიოტის. ამდენად ბერძნულად "კირიოს" მრავალი რამის შესატყვისაც შეიძლება გვექნეს


ანუ უფალსაც და ღმერთსაც და ეხლა უკვე "ბატონსაც" ერთი სიტყვა "კირიე" გამოხატავს, თუ არის სხვა სიტყვებიც ბერძნულში.

ციტატა
თუმცა ერთგან მაინც შემოგვრჩა -"უფალი თამადა")


biggrin.gif, ეს კარგი იყო, ვეფხისტყაოსანი გამახსენდა "სხვაგან ქრის მისი გონება..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 23 2010, 07:53 PM
პოსტი #467


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



damiane80
ციტატა
ანუ უფალსაც და ღმერთსაც და ეხლა უკვე "ბატონსაც" ერთი სიტყვა "კირიე" გამოხატავს, თუ არის სხვა სიტყვებიც ბერძნულში.

ღმერთს არა. ღმერთი არის "თეოს"

უფალი - "კირიოს"

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ...

ბერძნულად:
Θεός Κύριος και επίφανεν εν ημίν
[თეოს კირიოს კე ეპიფანენ ენ იმინ]

ებრაულად:
אֵל, יְהוָה--וַיָּאֶר-לָנוּ
[ელ, ადონაი ვე იერ ლანუ]


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 24 2010, 05:40 PM
პოსტი #468


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



კანონისტი მადლობა, და მაგრამ მე უფრო მაინტერესებს თავად ქართული სიტყვების "ღმერთი" და "უფალი" ეტიმოლოგია. თუ ვინმემ იცით, მადლობელი დაგრჩებით

და ერთიც, კანონისტ შენ გეცოდინება, დავითის 109-ე ფსალმუნი:ს 1-ლი წინადადება "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა", როგორ იკითხება ბერძნულად და ებრაულად.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 24 2010, 05:43 PM
პოსტი #469


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ikanosi

უფს ბოდიში, რა საუკუნე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 24 2010, 09:06 PM
პოსტი #470


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



მე მინდა განმარტება იერემია წინასწარმეტყველის, მეცამეტე თავის 22-ე მუხლისა...


22. და უკუეთუ სთქუა გულსა შინა შენსა: რაჲსათჳს დამემთხუნეს მე ესენი? სიმრავლისათჳს უმართლობისა შენისა, აღგესაბურველნეს უკუანაკერძონი შენნი განსაქიქებელად ქუსლთა შენთა.


22. იტყვი გულში: რატომ მეწია ეს ყველაფერი? - დიდი დანაშაულის გამოა, რომ გაგშიშვლებია კალთები და ქუსლები გამოგჩენია.

განსაკუთრებით მაინტერესებს სიმბოლურობა გადაწეული კალთისა და შიშველი ქუსლისა....
იმედია არ დაიზარებთ

მადლობთ kiss1.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 24 2010, 10:13 PM
პოსტი #471


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მეც მაქ კითხვა biggrin.gif

ვერ ვიპოვე ინტერნეტში განმარტება, არადა თითქოს რა მარტივია მეთქი ..
რას ნიშნავს ეს ამონარიდი, კიევ ერთხელ რომ მითხრათ (იმ შემთხვევაში თუ სადმე ოდისმე დაგიწერიათ)

ციტატა
15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ.

16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი.

17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.

პავლეს I წერილი თესალონიკეთა მიმართ, 4, 15-17 მუხლები

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...lonikelta-4.htm

პ.ს. გამოგიტყდებით და სექტანტებმა გამაბრაზეს და მაგიტომ ვეძებ... user.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 25 2010, 05:38 PM
პოსტი #472


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ამ თემაში სათანადო კომპეტენციის ხალხის ჭიტა არაა? biggrin.gif biggrin.gif
sad.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 26 2010, 05:36 AM
პოსტი #473


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ბოდიში ყველასთან, მყავს სტუმარი და შაბათ-კვირის შემდეგ შემოგიერთდებით, თუ რამე PM და შემოგეხმიანებით.

დროებით;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 26 2010, 01:41 PM
პოსტი #474


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



კეთილი ამ ერთხელ დაგზოგავთ tongue.gif

შენ ქართულად უმასპინძლე და ჩვენ მოგიცდით a075.gif

პ.ს. არავის სურს რომ აქაურ კითხვებზე იმსჯელოს, ივარაუდოს ან რამე მისთანანი? smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 26 2010, 02:01 PM
პოსტი #475


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



damiane80
ციტატა
კანონისტი მადლობა, და მაგრამ მე უფრო მაინტერესებს თავად ქართული სიტყვების "ღმერთი" და "უფალი" ეტიმოლოგია. თუ ვინმემ იცით, მადლობელი დაგრჩებით

მე არ ვიცი. რამდენადაც გამიგია, უცნობია მათი ეტიმოლოგია.

ციტატა
და ერთიც, კანონისტ შენ გეცოდინება, დავითის 109-ე ფსალმუნი:ს 1-ლი წინადადება "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა", როგორ იკითხება ბერძნულად და ებრაულად.


ბერძნულად:
εἶπεν ὁ κύριος τῷ κυρίῳ μου κάθου ἐκ δεξιῶν μου ἕως ἂν θῶ τοὺς ἐχθρούς σου ὑποπόδιον τῶν ποδῶν σου
[იპენ ი კირიოს ტო კირიო მუ, კათუ ეკ დექსიონ მუ ეოს ან თო ტუს ეხთრუს სუ იპოპოდიონ ტონ პოდონ სუ]

ებრაულად:
נְאֻם יְהוָה ׀ לַאדֹנִי שֵׁב לִימִינִי עַד־אָשִׁית אֹיְבֶיךָ הֲדֹם לְרַגְלֶיךָ׃
[ნეუმ ადონაი ლ-ადონი შევ ლ-იმინი, ად აშიტ ოიევეი-ხა ჰადომ ლე-რაგრეი-ხა]


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 26 2010, 05:16 PM
პოსტი #476


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(კანონისტი @ Feb 26 2010, 02:01 PM) *

damiane80

მე არ ვიცი. რამდენადაც გამიგია, უცნობია მათი ეტიმოლოგია.
ბერძნულად:
εἶπεν ὁ κύριος τῷ κυρίῳ μου κάθου ἐκ δεξιῶν μου ἕως ἂν θῶ τοὺς ἐχθρούς σου ὑποπόδιον τῶν ποδῶν σου
[იპენ ი კირიოს ტო კირიო მუ, კათუ ეკ დექსიონ მუ ეოს ან თო ტუს ეხთრუს სუ იპოპოდიონ ტონ პოდონ სუ]

ებრაულად:
נְאֻם יְהוָה ׀ לַאדֹנִי שֵׁב לִימִינִי עַד־אָשִׁית אֹיְבֶיךָ הֲדֹם לְרַגְלֶיךָ׃
[ნეუმ ადონაი ლ-ადონი შევ ლ-იმინი, ად აშიტ ოიევეი-ხა ჰადომ ლე-რაგრეი-ხა]


გაიხარე კანონისტ, ჩემპიონი ხარ smile.gif

ციტატა
მე უფრო მაინტერესებს თავად ქართული სიტყვების "ღმერთი" და "უფალი" ეტიმოლოგია. თუ ვინმემ იცით, მადლობელი დაგრჩებით


ეს კითხვა ძალაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 3 2010, 04:18 AM
პოსტი #477


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მე არ ვიცი. რამდენადაც გამიგია, უცნობია მათი ეტიმოლოგია.

უფალის არა,
"უფალი" ვინც ვინმეზე უფლობს (აქედან ეუფლება...) ანუ უფალი არის სწორედ იგივე რაცაა კირიე ბერძნულად და სინიორ ლათინურენოვანებში, გოსპოდინ რუსულ-სლავურიც სათავეში господин მოდის господ და არის ზმნა господствоват, ძველ ქართულში მიმართვაც იყო უფალი დავითი მობრძანდება, უფალ გიორგის მიართვით... და ა.შ. ღმერთის ეტიმოლოგიაზე
კი სხვადასხვა მოსაზრებებია, თუმცა ღარიბი არგუმენტების გამო არ დავწერ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 3 2010, 04:45 AM
პოსტი #478


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
გაგშიშვლებია კალთები და ქუსლები გამოგჩენია.

საინტერესო კითხვაა და არ დავმალავ, ძებნა დამჭირდა smile.gif
საქმე იმაშია რომ ქუსლი ორჯერ გვხდება ყველაზე ძლიერად ბიბლიაში, როდესაც ქუსლზე მოჭიდებული იბადება იაკობი
"მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული"
და ის მთავარი "ქუსლს უგესლავდე"
"ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე"
ეს ფსალმუნის განმარტებაა და ქუსლი (აქ სვლა) განიმარტება:

Беззаконiе пяты моея обыдет мя. Пята показывает действие, которое осталось позади нас; беззаконие пяты означает прежде соделанный грех. В ходьбе пята делает глубже впечатление в землю, нежели вся стопа, отсюда беззаконие пяты означает грех тяжкий, который соделал сильное впечатление на совесть грешника и который труднее изгладить, нежели другие грехи. Пяту блюдет искуситель, беззаконие пяты есть грех, который произошел не от обыкновенной слабости человеческой, но от особенного искусительного нападения диавола. Сии беззакония иногда постигают нас (Пс.39:13), то есть как бы бегут за нами вслед и подвергают осуждению (1Тим.5:24); в сем случае благодать удаляет их от нас силою покаяния (Пс.102:12), иногда обходят нас, как неприятель, и становятся напротив нас на пути спасения и не дают далее совершать его и избежать осуждения. Предстанут предо мною лукавые дела мои, окружат и будут осаждать меня отовсюду и не дадут мне избегнуть мучений - так говорит Афанасий. Тогда благодать тем же оружием, то есть покаянием, отъемлет их.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 9 2010, 06:53 PM
პოსტი #479


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



შეგიძლიათ ეს ადგილი განმიმარტოთ?

6. ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესუ ქრისტე არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა; და სული არს, რომელი წამებს, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. 7. რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან. 8. რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი; და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან
(იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე, პირველი თავი 5)

კერძოდ წყლის და სისხლის სიმბოლიკა მაინტერსებს, რომელიც იოანე მოციქულის სახარებაშიც გვხვდება (იოანე 19, 34)


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Mar 9 2010, 11:38 PM
პოსტი #480


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.

16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.

იოანეს გამოცხადება. თავი 13.


რა იგულისხმება ამ სიტყვებში? დაშიფრული ტექსტია თუ როგორც წერია პირდაპირ უნდა გავიგოთ?


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

43 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 02:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი