![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#641
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
ეხლა დავიწყე ძველი აღთქმის წაკითხვა და იმედია ცოტას დამეხმარებით(ნუ ბევრი ისეთი რაღაცაა რომ ვერც თქვენ ვერ უპასუხებთ მარა მაინც)
დაბადება 3;21 - გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა. საინტერესოა რისი ტყავის სამოსელით შემოსა ღმერთმა ადამი და ევა დაბადება 3;24 განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ. ვისგან უნდა დაეცვათ ეს ხე??? სხვა ვინმე კიდე არსებობდა დედამიწაზე ვისაც ამ ხის ნაყოფის ჭამა ეკრძალებოდა??? ან ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი რას ნიშნავს??? ეხლაც ასეა დაცული ??? და საერთოდაც სად ფიგურირებს რომ ადამ და ევამ ვაშლის ნაყოფი გასინჯეს(ადრე ვიცოდი რომ ვაშლი იყო ის ხილი რაც აკრძალული ქონდათ ![]() -დაბადება 4;5 ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. -რატო არ მიიღო ღმერთმა კაენის მსხვერპლი? -დაბადება 4;14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. 15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. რომელ შემხვდურს უნდა მოეკლა კაეინი როდესაც იმ დროს სხვა არავინ იყო?? და რა ნიშანი დაადო უფალმა??? დაბადება 5;5სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა. -რატო შემცირდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა? დაბადება 6;2 დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. - ვინ არიან ღვთის შვილები??? ადამიანები არ არიან როგორც ცანს ხო? დაბადება 6;6. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. არ იცოდა რომ ინანებდა რატომ შექმნა??? ნოემ როგორ შეძლო ყველა ფრინველის დაჭერა რომელიც კიდობანში შეუშვა??? გაგრძელება იქნება ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#642
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
vaxushti13
ციტატა - გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა. საინტერესოა რისი ტყავის სამოსელით შემოსა ღმერთმა ადამი და ევა გრიგოლი ღვთისმეტყველი გადმოგვცემს , რომ სიმბოლურად - აღნიშნული ტერმინი , ადამიანის ბუნების შეცვლაზე მიუთითებს . ციტატა ვისგან უნდა დაეცვათ ეს ხე??? რა ხე . ბოტანიკურ ბაღზე ხომ არ ვსაუბრობთ . ![]() ციტატა სხვა ვინმე კიდე არსებობდა დედამიწაზე ვისაც ამ ხის ნაყოფის ჭამა ეკრძალებოდა??? ნწუ... ციტატა ან ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი რას ნიშნავს??? არ იფიქრო , რომ ვიღაცა ტრანსფორმერი იდგა იქ , რომელიც ცეცხლმოკიდებულ ხმალს აქეთ-იქით იქნევდა. ![]() ალეგორიული უწყებაა... როგორც ჯოჯოხეთზეა ნათქვამი , რომ უშრეტელი ცეცხლია - ეს ხომ არ ნიშნავს , რომ იქ ვიღაც ,,კაჩიგარია'' რომელიც ნახევარსაათში ერთხელ , ღუმელში რცხილას უკეთებს... ![]() ციტატა ეხლაც ასეა დაცული ??? არა. ახლა ,,კლიტე''ადევს , რომლის გასაღებიც ჩვენ გულებშია... ციტატა და საერთოდაც სად ფიგურირებს რომ ადამ და ევამ ვაშლის ნაყოფი გასინჯეს(ადრე ვიცოდი რომ ვაშლი იყო ის ხილი რაც აკრძალული ქონდათ ვაშლი არა ღოღნაშო. ![]() აქ ურჩობაზე , ამპარანებაზე , ფანატიზმზზე, და.ა.შ. არის საუბარი... ციტატა -დაბადება 4;5 ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. -რატო არ მიიღო ღმერთმა კაენის მსხვერპლი? იქვე ვკითხულობთ მაგაზე პასუხს : აბელის მსხვერლი იყო ნათავარი - (საუკეთესო) , კაენისა კი ერთი , ჩვეულებრივი მსხვერპლი რა... ღმერთმა საუკეთესო და წრფელი გულით მიძღვნილი აირჩია... ციტატა რომელ შემხვდურს უნდა მოეკლა კაეინი როდესაც იმ დროს სხვა არავინ იყო?? რა იცი? იყვნენ შენ შემოგევლე და საკმაოდ ბევრნიც იყვნენ... ციტატა და რა ნიშანი დაადო უფალმა??? ეს ვრცელი თემაა . გაორჩეულ ვერსიებს გეტყვი : I- მკვლელი გამყინავი ხედვა II- შუბლზე რაღაც ნიშნის გამოსახვა , რომელიც ატყობინებდ მხილველს რომ მისი მოკვლ არ შეიძლებოდა II- შუბლის ძარღვი - სინდიის პროტოტიპი და ყვლაზე ძლიერი განმარტება - ,,რაში გარგებს შენ ამ ნიშნის ცოდნა.'' (ეფრემ ასური) ციტატა დაბადება 5;5სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა. -რატო შემცირდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა? როდის? ციტატა - ვინ არიან ღვთის შვილები??? ადამიანები არ არიან როგორც ცანს ხო? ამაზეც დაუსრულებლად შეძლება ლაპარაკი . შეიძლება ყურანთან სედარება აღნიშნული ნაწყვეტისა და.ა.შ მაგრამ მოკლედ გეტყვი - ბიბლიაში სეითის შთამომავლობას ეწოდება - ,,ღვთის შვილები'' - შეგვიძლია მას ანგელოზიც ვუწოდოთ. კაენის შთამომავლობას კი - ,,კაცთა შვილები.'' ანუ სეითის შთამომავლობამ დაიწყო კაენის შთამომავლობაზე ქორწინება... ციტატა არ იცოდა რომ ინანებდა რატომ შექმნა??? რჩევა გინდა ? დაიმახსოვრე რომ ბიბლიაში მთავარია რატომ წერია და არა ის თუ რა წერია . მაგ ადგილზე ,,მაგარი'' გითხრა? ღმერთი ამბობს თუნდაც ბაბილონის გოდოლის ეპიზოდში , თუნდაც სოდომ-გომორის ეპიზოდში დაახლოებით ამგვარ ფრაზას : ,,ჩავიდე ვნახო.'' სად უნდა ჩამოვიდეს კაცო? თუ მაღლაა და მიწაზე დასანახად აქ ,,ჩამოსვლ'' ჭირდება ე.ი. ღმერთი აღარაა. და.ა.შ ციტატა ნოემ როგორ შეძლო ყველა ფრინველის დაჭერა რომელიც კიდობანში შეუშვა??? ნოე არც ფრინველებს დადევდა პეპლების საჭერით და არც ცხოველებს დიდი კეტით . ღვთის განგებით შებოდიალდნენ ცხოველები კიდობანში და არა ნოეს ,,სახრის ქნევით.'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#643
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
ციტატა აბელის მსხვერლი იყო ნათავარი - (საუკეთესო) , კაენისა კი ერთი , ჩვეულებრივი მსხვერპლი რა... თანამედროვე თარგმანებში არ არის ნახსენები რო კაენმა ცუდი მიწის მოსავალი შესწირა ღმერთს(აბელმა რომ საუკეთესო შეწირა სულ ეგ კი წერია) ციტატა როდის? დღევანდელ ყოფას ვგულისხმობ ციტატა მაგრამ მოკლედ გეტყვი - ბიბლიაში სეითის შთამომავლობას ეწოდება - ,,ღვთის შვილები'' - შეგვიძლია მას ანგელოზიც ვუწოდოთ. ანგელოზები როგორ, ანგელოზები ხომ არ ქორწინდებოდნენ ადამაინებზე??? სეითი კაენის და ბელის და იყო ხო??? ისე მამა გიორგი ბასილისძეს წიგნები უნდა ვიკითხო??? მისი თქმით ეს "ღვთის შვილები" ადამიანები არ იყვნენ.... მარა შეიძლება მასეც იყოო |
A.V.M |
![]()
პოსტი
#644
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
vaxushti13
ციტატა თანამედროვე თარგმანებში არ არის ნახსენები რო კაენმა ცუდი მიწის მოსავალი შესწირა ღმერთს(აბელმა რომ საუკეთესო შეწირა სულ ეგ კი წერია) მოდი ოდნავ გავშალოთ... ,,4 აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. .'' ახლა ძვ.ქართულად : ,, 4 და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა'' ახლა კაენზე : ,,3 და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. '' ,,3 გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. '' ციტატა თანამედროვე თარგმანებში არ არის ნახსენები რო კაენმა ცუდი მიწის მოსავალი შესწირა მიწის ცუდ მოსავალზე არც ჩვენ ვწერთ. უბრალოდ ტექსტიდანაც ირკვევა , რომ აბელმა საუკეთესო შეწირა , კაენმა კი უბრალოდ , ადგა დ ჩვეულებრივი მსხევრლი შეწირა . არაფრით გამორჩეული წინსგან . ციტატა დღევანდელ ყოფას ვგულისხმობ ძალიან ბევრი მიზეზია , მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვი . ესაა ის ბუნებრივი საფარველი , რაც მიწასა და ცას შორის მდებარეობდა . ,,7 გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე '' ეს მყარი არის ერთგვარი ფილტრი , რომელიც ატმოსფერული ტენის ორ დონეს განაცალცალკევებს . იცავდა რადიაციული სხვივებისგან , მავნე გამოსხივებიდან და.ა.შ ეს იყო არსებობს მოსაზრება რომ იგი წყლის მარაგიც იყო . აქ კი გვახსენდება ბასილი დიდი , რომელიც საუბრობს ,,ზენა წყლების და ქვენა წყლების '' შესახებ . მოსაზრებაა რომ წარღვნის დროს ეს ზენა წყლების სარქველები ,,გაიხსნა'' და გადმოდინდა წყალი იქიდან . და თანამედროვე მეცნირთა ერთ მოცლილ ჯგუფს გამოუანგარიშებია თურმე და მისულან იმ დასკვნამდე , რომ 40 დღიანი გადაუღებელი წვიმა , საკმარისია დედამიწის წლით დასაფარად . 40 დღე გაგრძელდა წარღვნისას წვიმაც , რომელმაც დაფარა დედამიწა . თუ ამ ყოველივეს შევაჯერებთ მივალთ იმ დასკვნამდე , რომ წარღვნამდე სამყაროში , ფილტრის როლს ასრულებდა ეს ,,მყარი' რომელიც შედგებოდა ტენისგან , რომელიც 40 დღის მანძილზე იღვრებოდა ნოეს დროს და გაქრა. ხოდა ამ წარღვნის შემდეგ დაიწყო უკვე ადამიანმა ხორცის ჭამა , ყურძენიც მათრობელი გახდა , მცენარეებიც აღარ იყვნენ ისეთები როგორიც ადრე , დაიწყო რადიაციული სხივების შემოსვლა და.ა.შ და ახლა , დღითი-დღე მცირდება მსოფლიო მასშტაბით სიცოცხლის ხანგრძლივობა , მიუხედავად იმისა , რომ მაღალ დონეზეა მედიცინა. ციტატა ანგელოზები როგორ, ანგელოზები ხომ არ ქორწინდებოდნენ ადამაინებზე??? არა კაცო... გავანებოთ თავის ამ უსხეულო არსებებს . ბიბლიაში ტერმინია ასეთი - ,,კაცთა შვილები'' და ღვთის შვილები რომელიც ეწოდება სეითის შთამომალობას . ხოდა ამ სეითის შთამომავლობას , აგრეთვე აქვთ ნეორე სახელი - ღვთის შვილები , და აგრეთვე სახელი- ანგელოზები . (ყურანში სხვაგვარადაა) არანაირი უსხეულო არსებანი არ ყოფილან ისინი... ციტატა სეითი კაენის და ბელის და იყო ხო და არა შვილობილი... ![]() ძმა იყო... ციტატა ისე მამა გიორგი ბასილისძეს წიგნები უნდა ვიკითხო??? მისი თქმით ეს "ღვთის შვილები" ადამიანები არ იყვნენ.... მარა შეიძლება მასეც იყოო შესაქმისის განმარტებაზე ჯობია გრიგოლ ნოსელი , ბასილი დიდი , კირილე ალექსანდრიელი , ეფრემ ასური , ნეტარი ავგუსტინე , ორიგენე , სერაფიმ როუზი , იოანე კრონშტადტელი და.ა.შ წაიკითხო , ვიდრე მამა გიორგი ბასილაძე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#645
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
[quote] მიწის ცუდ მოსავალზე არც ჩვენ ვწერთ.
უბრალოდ ტექსტიდანაც ირკვევა , რომ აბელმა საუკეთესო შეწირა , კაენმა კი უბრალოდ , ადგა დ ჩვეულებრივი მსხევრლი შეწირა . არაფრით გამორჩეული წინსგან [/quote] ააა ![]() [quote]ხოდა ამ წარღვნის შემდეგ დაიწყო უკვე ადამიანმა ხორცის ჭამა , ყურძენიც მათრობელი გახდა , მცენარეებიც აღარ იყვნენ ისეთები როგორიც ადრე ,[/qoute] საინტერესო მოსაზრებაა [quote] (ყურანში სხვაგვარადაა) [/quote] ყურანი გავს ხო ძველ აღთქმას ??? [quote] და არა შვილობილი... ძმა იყო... [/quote] ![]() [quote] შესაქმისის განმარტებაზე ჯობია გრიგოლ ნოსელი , ბასილი დიდი , კირილე ალექსანდრიელი , ეფრემ ასური , ნეტარი ავგუსტინე , ორიგენე , სერაფიმ როუზი , იოანე კრონშტადტელი და.ა.შ წაიკითხო , ვიდრე მამა გიორგი ბასილაძე... [/quote] ჯერ დაიცა ბიბლია წამაკითხე (რავი თუ წავიკითხე ) ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#646
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ყურანი გავს ხო ძველ აღთქმას ??? ძველი აღთქმა + ახალი აღთქმა + რამდენიმე აპოკრიფი + პირადი აზრი - რაც არ გვაწყობს + იუდაიზმისა და ქრისტიანობის ლანძღვა = ყურანს . ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#647
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
ციტატა ძველი აღთქმა + ახალი აღთქმა + რამდენიმე აპოკრიფი + პირადი აზრი - რაც არ გვაწყობს + იუდაიზმისა და ქრისტიანობის ლანძღვა = ყურანს . მუჰამედა ეძახე შენა და კი ჩამოაკიწკიწა ამხელა რელიგია ![]() ისე ერთ-ერთ კატეხიზმოში მაქ წაკითხული მოციქულებს რომ ღვთის მადლი არ ქონოდათ ამდენ ხალხს ვერ მოაქცედნენ, მითუმეტეს არანაირი განათლება არ ქონიათო, ეგრე მუჰამედი ხო რას ამბობ დიდი ფილოსოფოსი იყო რა, ერთი უბრალო ვაჭარი იყო, მარა მაგ კეტეხიზმოს ლოგიკიდან გამომდინარე მუჰამედსაც ღვთის მადლი ჰქონია რომ ამდენი ხალხი მოაქცია |
A.V.M |
![]()
პოსტი
#648
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
vaxushti13
ციტატა ისე ერთ-ერთ კატეხიზმოში მაქ წაკითხული მოციქულებს რომ ღვთის მადლი არ ქონოდათ ამდენ ხალხს ვერ მოაქცედნენ, მითუმეტეს არანაირი განათლება არ ქონიათო, ეგრე მუჰამედი ხო რას ამბობ დიდი ფილოსოფოსი იყო რა, ერთი უბრალო ვაჭარი იყო, მარა მაგ კეტეხიზმოს ლოგიკიდან გამომდინარე მუჰამედსაც ღვთის მადლი ჰქონია რომ ამდენი ხალხი მოაქცია გავიწყდება რომ კეთილის გარდა არსებობს ბოროტი ძალებიც? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#649
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ს.ვანი ხო.... დაახლოებით როგორი რაღაცაა იცი-აი პატრიარქზე რომ გვეუბნეიან ,უწმინდესს და უნეტარესს'' რატომ ეძახითო. თუ ვინმეს ჰგონია რომ მას უცოდველად, წმიდანად და .ა.შ. მივიჩნევთ ძალიან ცდება. ჩვენ არ ვართ პაპისტები,ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ეს მოხსენიება მის ,,სამსახურს'' შეესაბამება. (ანუ თავად ქრისტეს მსახურობაა უწმინდესი, თავად უფლის მიერ დაწესებულოი ეკლესიაა უნეტარესი და.ა.შ.) და არა რომელიმე სასულიერო იერარქი. აი აქაა სწორედ პრობლემა. რატომღაც პრობლემა არაა, რიგით ხალხს საქართველოში პირადად პატრიარქი რომ ჰგონია უწმინდესი და უნეტარესი. რა თქმა უნდა ვინც დაინტერესდება და მისთვის მიუღებელია მსგავსი წოდება ადამიანის მიმართ, იმას ეუბნებით, რომ ეს მის სამსახურს ეხება. საბოლოოდ ყველაფერი მიღწეულია - ხალხში პატრიარქს ლამის აღმერთებენ(და არ თქვათ, რომ უბრალო ხალხში ასე არაა) და ვისაც მეტის გაგება უნდა, იმას სხვანაირად შეგიძლიათ აუხსნათ. ამით ცხადია განსაწავლულიც და უსწავლელიც - ყველა კმაყოფილია. ჩემს ირგვლივ და ზოგადად ტელევიზიაშიც ყველა ადამიანი პირადად პატრიარქისადმი ამბობს ამ სიტყვებს. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
A.V.M |
![]()
პოსტი
#650
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
Otherguy
რა გინდა? ვიღაც დეგენერატს თუ რომელიმე პიროვნება გაკერპებლი ყავ ჩვენ რას ვაბრალებ? ვინც დაინტერესებულია და იკითხავს გაეცემა პასუხი და აეხსნება , რომ უწმინდესი ცალკეული ადამიანი კი არა ღვთისმსახურებაა. ფანატიკოსები კი მუდამ იყვნენ და მუდა იქნებიან. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#651
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
ციტატა გავიწყდება რომ კეთილის გარდა არსებობს ბოროტი ძალებიც? არ დამვიწყებია მარა იმ კატეხიზმაში მასე ეწერა რომ ღვთის მადლი რომ არა ამდენ ადამანს ვერ მოაქცევდნენ უბრალო მეთევზეებიო(მოციქულებზე მაქვს საუბრები) უბრალოდ აზრი გამოვთქვი რო ჯობდა დაეწერათ სულიწმინდის შთაგონებით დაწერეს მოციქულებმა ახალი აღთქმა, და იმის თქმა რომ (სულიწმიდის) მადლის გარეშე ამდენ ხალხს ვერ მოაქცევდნენო უკვე ზედმეტია, იმიტომ რო მუჰამედმა სულიწმიდის მადლის გარეშე დააჯერა ბევრს ამხელა რელიგია და კიდე ერთი რამე მაინტერესებს... დინოზავრების არსებობას, ასევე გადაშენებული ცხოველების მამონტი და კიდე ვინ მოთვლის რელიგია როგორ უყურებს.. სადმე არავის გეგულებათ ლინკი??? ადრე მახსოვს ვკითხულობდი მაგაზე მარა სად და როდის ეგ უკვე აღარ მახსოვს |
A.V.M |
![]()
პოსტი
#652
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
vaxushti13
ციტატა და კიდე ერთი რამე მაინტერესებს... დინოზავრების არსებობას, ასევე გადაშენებული ცხოველების მამონტი და კიდე ვინ მოთვლის რელიგია როგორ უყურებს.. სადმე არავის გეგულებათ ლინკი??? ადრე მახსოვს ვკითხულობდი მაგაზე მარა სად და როდის ეგ უკვე აღარ მახსოვს ევოლუციის თემაში შემოდი... არსებობას რა...არსებობდნენ...ამის უარყოფა როგორ შეიძლება. (საინტერესო ფაქტს წავაწყდი ამას წინათ . მგონი ინგლისში , ადამიანის ნატერფალზე ნანახი დინოზავრის ფეხის ანაბეჭდი) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#653
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
სად არის ევოლუციაზე თემა ვერ ვნახე
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#654
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#655
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
რატომ არის ძველ აღთქმაში ხაზგასმული ადამაინთა ცხოვრების ხანგრძლივობა??? სიტყვაზე ადამმა რომ 930 წელი იცხოვრა მათუსალამ 969 და ასე შემდეგ... ერთი შეხედვით ხომ უმნიშვნელოა მათი ცხოვრების წლების ცოდნა
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#656
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
vaxushti13
ახლა გამახსენდა რამდენიმე სტატია. http://www.orthodoxy.ge/metsniereba/tsargvna/sarchevi.htm http://www.orthodoxy.ge/metsniereba/evolutsia.htm http://www.orthodoxy.ge/metsniereba/kidobani/kidobani.htm http://www.orthodoxy.ge/metsniereba/biblia.htm მთლიანად ეს გვერდი საინტერესო იქნება: http://www.orthodoxy.ge/metsniereba.htm ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას რაც შეეხება, ამაზე სემოთ მითითებულ მასალებშიც ნახავ ინფორმაციას. ისეა, რომ არსებობისათვის იმ დროის ბუნებრივი პირობები გაცილებით უმჯობესი იყო, ვიდრე მის შემდგომდა დღეს. როგორც მითითებულია წლები ნელ-ნელა იკლებს. 70-80 წელიო, როგორც უკვე მეფსალმუნე აღნიშნავს. |
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#657
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
ციტატა ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას რაც შეეხება, ამაზე სემოთ მითითებულ მასალებშიც ნახავ ინფორმაციას. ისეა, რომ არსებობისათვის იმ დროის ბუნებრივი პირობები გაცილებით უმჯობესი იყო, ვიდრე მის შემდგომდა დღეს. როგორც მითითებულია წლები ნელ-ნელა იკლებს. 70-80 წელიო, როგორც უკვე მეფსალმუნე აღნიშნავს. არა ეგ კი ვიცი მარა რატოა გამახვილებული ყურადღება მეთქი რომ ამა და ამამ ამდენი წელი იცოცხლა თქო მე ამის თქმა მინდოდა... გადავხედავ ლინკებს |
A.V.M |
![]()
პოსტი
#658
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
vaxushti13
ციტატა არა ეგ კი ვიცი მარა რატოა გამახვილებული ყურადღება მეთქი რომ ამა და ამამ ამდენი წელი იცოცხლა თქო მე ამის თქმა მინდოდა... მოკლე პასუხი გინდა? წმ.წერილს ასე უნდა და იმიტომ . აი რატომ უნდა , ეს სხვა საკითხია... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#659
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
ციტატა მოკლე პასუხი გინდა? წმ.წერილს ასე უნდა და იმიტომ . ეგ მეც ვიცი ![]() |
davit_1990 |
![]()
პოსტი
#660
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-June 13 წევრი № 13,208 ![]() |
გამარჯობა
მაინტერესებს კაენმა ცოლი რო მოიყვანა ვინ იყო. ანუ ადამი და ევას გარდა სხვებიც შექმნა ღმერთმა? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 10:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი