IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

43 გვერდი V « < 32 33 34 35 36 > »   
Reply to this topicStart new topic
> გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში
A.V.M
პოსტი Jun 16 2013, 08:37 PM
პოსტი #661


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



davit_1990
ღმერთმა შექმნით მხოლოდ ადამი შექმნა . ევა , ახალი ქმნილება კი არა , უკვე შესაქმის გაგრძელება იყო .
ცნობილი 3 შვილის გარდა ადამ-ევას კიდევ ჰყავდათ სხვა შვილებიც , როგორც ბიბლია გვაუწყებს . (სხვადასხვა აპოკრიფები კი მათ რაოდენობასაც აკონკრეტებენ ) . და ქორწნება დედმამიშვილებში ხდებოდა თავიდან (ოღონდ , ტყუპებში დაუსვებელი იყო შემდეგ ეს კავსირი გაფართოვდა და ახალი აღთქმის ეკლესია კრძალავს ნათესავებს შორის კავშირს .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davit_1990
პოსტი Jun 16 2013, 08:42 PM
პოსტი #662


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 16-June 13
წევრი № 13,208



არადა რელიგიის მასწავლებელი სკოლაში გვასწავლიდა რო სხვა ადამიანებიც შექმნა ღმერთმაო და აქამდე ეგრე მეგონა მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 16 2013, 09:34 PM
პოსტი #663


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



davit_1990
ბიბლია ასე ასწავლის მე ეგ ვიცი და სხვაზე ვერაფერს გეტყვი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jun 17 2013, 12:45 AM
პოსტი #664


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



davit_1990
ყველა ადამიანი ღვთის შექმნილია. ადამი შეიქმნა პირველი, მისგან ევა და ადამის და ევას შთამომოვალია ყველა სხვა.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 17 2013, 11:35 AM
პოსტი #665


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სამოთხე, ადამი და ევა, აღწერილი ისტორიები მითოსური ისტორიებია, ამათ ვხვდებით უძველეს ბაბილონურ, შუამდინარულ რელიგიებში, შემორჩენილია მათი უძველესი კულტურული ძეგლები (მათ შორის ბიბლიაზე ძველი ლიტერატურული ძეგლები) სადაც ამოკვეთილია სამოთხის ბაღი, ორი პიროვნება და შუაში გველშემოხვეული ხე. აღწერილია წარღვნის ისტორია, ოდნავ განსხვავებულად, წარმართობის ელემენტებით. ამდენად, გარდა იმისა, რომ ბიბლია ღვთივშთაგონებულია და ის დაიწერა ღვთის მიერ, რაღა თქმა უნდა, ადამიანთან ერთად და უშუალოდ ადამიანის ხელით, იგი არის ახლოაღმოსავლეთის კულტურის ნაწილი, საქმე ისაა, რომ ეს ისტორიები ბიბლიაში აღწერილია საღვთო გამოცხადების შუქზე, ამდენად აქ არ ვხვდებით ისეთ უმთავრეს განმასხვავებელ ნიშანს, როგორიცაა მრავალღმერთიანობა და სხვ. ჩესტერტონს აქვს ასეთი სიტყვები, რომელსაც მე ხშირად ვიყენებ ხოლმე: "არა ფაქტები პირველ რიგში, არამედ ჭეშმარიტება პირველ რიგში". ბიბლიის "შესაქმის" ეს ისტორიები (ვგულისხმობ ედემის, ადამისა და ევას, მათი შთამომავლობის ისტორიებს) გადმოგვცემს ჭეშმარიტებას, ისეთ ჭეშმარიტებას, რომელიც არა სამეცნიერო კვლევებს აინტერესებს, არამედ რაც სჭირდება თითოეულ ადამიანს სულიერი განვითარებისთვის, სულიერი გააზრებისთვის და შემეცნებისთვის, ღმერთთან მიახლოებისთვის. ადამი მთელი კაცობრიობის კრებსითი სახელია, ამის სახეა, შეიძლება ითქვას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davit_1990
პოსტი Jun 25 2013, 02:15 PM
პოსტი #666


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 16-June 13
წევრი № 13,208



ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი - მათეს სახარების განმარტებას ვკითხულობდი და ეს ვნახე.

20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა. - ამ მერყეობის ჟამს მართალს ანგელოზი გამოეცხადა და ასწავლა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ძილში იმიტომაც გამოუჩნდა, რომ მტკიცე რწმენა ჰქონდა. მწყემსებს, როგორც განუსწავლელებს, ანგელოზი ცხადში ესაუბრება, ხოლო იოსებს, ვითარცა მართალსა და მორწმუნეს - ძილში. როგორ არ უნდა ერწმუნა, როცა ანგელოზმა ის ასნავლა, რასაც თავისთავში განსჯიდა და რის შესახებაც არავისთან არაფერი ჰქონდა ნათქვამი? როცა თავისთვის ფიქრობდა, მაგრამ არავის არაფერს ეუბნებოდა, ანგელოზი მაშინ გამოეცხადა; ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ირწმუნა, რომ იგი ღმრთისაგან იყო, რადგან ის, რაც ხმამაღლა არ თქმულა, მხოლოდ ღმერთმა იცის.

და რა მაინტერესებს ცუდ ფიქრებს ეშმაკი ვერ იგებს? მე მეგონა რომ ცუდი ფიქრები ეშმაკისგან იყო. თუ ცუდი ფიქრი ეშმაკისგან არის მაშინ იცის რას ვფიქრობ ანუ არ თქმულა და იცის.
და თუ არ იცის ესეიგი არ ყოფილა ცუდი ფიქრები ეშმაკისგან და ჩემი ბრალია. რაგაც ვერ გავიგე.

და კიდევ ცნობილია რო წმინდა მამა გაბრიელს ესმოდა ვინ რას ფიქრობდა ვისაც მის შესახებ წაკითხული აქვს ძაან ბევრი შემთხვევაა აღწერილი მის წიგნებში და პროფილშიც მოყვა ერთმა კაცმა როგორ გაიგო მისი ფიქრები

ამიტომ "რაც ხმამაღლა არ თქმულა, მხოლოდ ღმერთმა იცის" ეს სიტყვები ვერ გავიგე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 25 2013, 03:26 PM
პოსტი #667


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(davit_1990 @ Jun 25 2013, 02:15 PM) *

და თუ არ იცის ესეიგი არ ყოფილა ცუდი ფიქრები ეშმაკისგან და ჩემი ბრალია. რაგაც ვერ გავიგე.

ადამიანი ცოდვას რომ ჩადის ცუდს აკეთებს, საკუთარი ნებით ემონება ეშმაკს. როცა ვამბობთ ეშმაკისგან არის ცუდი ფიქრები ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენს მაგივრად ცუდს ის ფიქრობს. ცუდი ფიქრი ეშმაკისგან რომ მოდის ეს ცოდვა არაა, ცოდვა ისაა ამ ფიქრს რომ ვაგრძელებთ და მივყვებით რომელიც საბოლოოდ თავად გვაგდებს ცოდვაში, ანუ ჩვენი თავისუფალი ნებით ეშმაკისგან მომდინარე ბოროტ ფიქრს ვაგრძელებთ.
ციტატა

და კიდევ ცნობილია რო წმინდა მამა გაბრიელს ესმოდა ვინ რას ფიქრობდა ვისაც მის შესახებ წაკითხული აქვს ძაან ბევრი შემთხვევაა აღწერილი მის წიგნებში და პროფილშიც მოყვა ერთმა კაცმა როგორ გაიგო მისი ფიქრები

ამიტომ "რაც ხმამაღლა არ თქმულა, მხოლოდ ღმერთმა იცის" ეს სიტყვები ვერ გავიგე

რაც შეეხება ბერ გაბრიელს თუ სხვა წმინდა მამებს რომლებიც აღასრულებდნენ სხვადსხვა სასწაულს მათ შორის სხვისი გულის თქმა ხედვა, ღვთისგან მოდიოდა ანუ ღვთის მადლი იყო ამ ადამიანებზე და ზუსტად ერთ-ერთი მაგალითი ამ სიტყვების დადასტურებისა თავად მოიყვანე. რაც ხმამაღლა არ თქმულა ღმერთმა იცის, რომელმაც თავის მორმწმუნე შვილს (ბერ გაბრიელს ამ შემთხვევაში) მიჰმალა ეს ნიჭი.
თუ რამე შეცდომით დავწერე მომიტევეთ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 15 2013, 01:30 AM
პოსტი #668


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



კეთილო ხალხო, ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს ეს ეპიზოდი:

გამოსვლა 4.

24. გზაზე, ღამეს რომ ათევდნენ, დაუხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.

25. აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა წააჭრა შვილს, ფეხებთან დაუგდო და თქვა: სისხლის სიძე ხარ ჩემი.

26. გაეცალა მას უფალი. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის სიძე წინდაცვეთით.

27. უთხრა უფალმა აარონს: წადი, შეეგებე უდაბნოში მოსეს. წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა.

რატომ უპირებდა უფალი მოსეს მოკვლას? კი მაგრამ მანამდე უთხრა, რომ ფარაონთან წასულიყო და ისრაელი გადარჩინა. მოსე შვილს ჩუჩას რომ არ აჭრიდა ამიტომ აპირებდა მის მოკვლას უფალი?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 16 2013, 12:51 AM
პოსტი #669


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Otherguy
ამ მუხლის განმარტება გაქვს წაკითხული და იმიტომ გვისვამ თუ მართლა არ იცი და გაინტერესებს?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 16 2013, 09:18 AM
პოსტი #670


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Oct 16 2013, 12:51 AM) *

Otherguy
ამ მუხლის განმარტება გაქვს წაკითხული და იმიტომ გვისვამ თუ მართლა არ იცი და გაინტერესებს?

წაკითხული აქ ფსონს ჩამოვდივარ და ახლა ჩვენ გვცდის biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 17 2013, 01:18 AM
პოსტი #671


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ხოდა გამოცდები სემინარიაშიც მეყოფა .
ისე კი შემოევლოს ყველას ჩემი თავი , ყველანაირ კამათსა და დისკუსიაში...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 19 2013, 12:48 AM
პოსტი #672


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



G_saxva
A.V.M

თქვენ რაღაცეები გელანდებათ ხო? პროფესორმა ახსენა ეს ეპიზოდი და თქვა, რომ უცნაურიაო. მას შემდეგ რაც აქ დავწერე კითხვა, ვნახე ერთი მეცნიერის ანალიზი. მაგრამ მეტი არაფერი.

მოკლედ რა... კაი არაფერი არ მჭირდება, მე მეგონა ეს თემა კითხვების დასასმელად იყო...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 19 2013, 12:22 PM
პოსტი #673


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Otherguy
ციტატა
თქვენ რაღაცეები გელანდებათ ხო?

კი არ მელანდება , რაღაცა გკითხე :
ციტატა
ამ მუხლის განმარტება გაქვს წაკითხული და იმიტომ გვისვამ თუ მართლა არ იცი და გაინტერესებს?



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 19 2013, 10:07 PM
პოსტი #674


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(A.V.M @ Oct 19 2013, 12:22 PM) *

Otherguy

კი არ მელანდება , რაღაცა გკითხე :


არ მაქვს წაკითხული. თუმცა ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე გამომიგზავნა მოკლე განხილვა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი არ იყო. იქ ეწერა: "მოსეს ცხოვრებაში გადამწყვეტი დრო დგება, ღმერთი მოკვლას უპირებს, მაგრამ ბოლოს გადარჩება"-ო. გასაგებია, მაგრამ თვითონ ეპიზოდია უცნაური. ღმერთი მოკვლას უპირებს მოსეს და ამით ისრაელის გადარჩენაზე ამბობს უარს.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 8 2014, 05:01 PM
პოსტი #675


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ეს საიტები ვნახე ახლა:

http://holybible.ge/index.php?lang=geo
http://qristianuli.wordpress.com/

ვისია ხომ არ იცით? მართლმადიდებლურს არ ჰგავს, მაგრამ პირდაპირაც არ ამბობენ, რომელი მიმდინარეობაა.

ისე საჭირო კია ერთი ასეთი საიტი ბიბლიაზე, მაგრამ სანდო პიროვნება ან ჯგუფი თუ არ აკეთებს, საეჭვოა... შეიძლება რაღაცეები გადააკეთონ (სექტანტებს უყვართ ხოლმე ეგეთები).


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 8 2014, 05:11 PM
პოსტი #676


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მარიამი
პირველში რამდენიმე გამომცემლობის ბიბლიაა ერთი მთაწმინდელისაა ერთი ორთოდოქსზე რომ დევს ერთი სტოქჰოლმის ძველი შავი წიგნეი რომაა და ერტითც ღაღაც მაგგვარი 2013 წლის გამოცემით. შეგიძლია მანდ წაიკითხო მთაწმინდელის და ორდთოდოქსის გამოცემის ბიბლია.
რაც შეეხება მერე საიტს სურათები რასელისტებისას გაქვს და ეგენი იქებიან.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Apr 9 2014, 01:03 AM
პოსტი #677


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მარიამი
ციტატა
ეს საიტები ვნახე ახლა:

http://holybible.ge/index.php?lang=geo


ვისია ხომ არ იცით? მართლმადიდებლურს არ ჰგავს, მაგრამ პირდაპირაც არ ამბობენ, რომელი მიმდინარეობაა.

ისე საჭირო კია ერთი ასეთი საიტი ბიბლიაზე, მაგრამ სანდო პიროვნება ან ჯგუფი თუ არ აკეთებს, საეჭვოა... შეიძლება რაღაცეები გადააკეთონ (სექტანტებს უყვართ ხოლმე ეგეთები).

ბიბლიის რამდენიმე ვერსია დევს მაგ საიტზე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთა, მთავარია წერილის სხვადასხვა გამოცემების შედარებების საშუალებაა. ძველი და ახალი ქართულის, სხვა ენების და ა.შ.
მადლობა იმას ვინც გააკეთა. ჩემთვის სულ ერთია ვინ შეადგინა ეგ საიტი. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QrBlogs
პოსტი May 5 2014, 02:49 AM
პოსტი #678


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 5-May 14
წევრი № 13,697



ციტატა(G_saxva @ Apr 8 2014, 05:11 PM) *

მარიამი
რაც შეეხება მერე საიტს სურათები რასელისტებისას გაქვს და ეგენი იქებიან.


გამარჯობათ! ამ საიტზე იმ მიზნით დავრეგისტრირდი თქვენ რომ გიპასუხოთ. ეს საიტი, რომელიც ახსენეთ ჩემია და მე ვაკეთებ სურათებს, რომლებიც ბიბლიაზე არის დაყრდნობილი. მე არ ვარ რასელისტი, და უხერხულია და შეურაცმყოფელია ასე ჰაერზე ვინმეს რაღაც იარყლიყი დაადოთ. მე სახარების რწმენის ეკლესიის მორწმუნე ვარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 5 2014, 09:35 AM
პოსტი #679


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(QrBlogs @ May 5 2014, 02:49 AM) *

გამარჯობათ! ამ საიტზე იმ მიზნით დავრეგისტრირდი თქვენ რომ გიპასუხოთ. ეს საიტი, რომელიც ახსენეთ ჩემია და მე ვაკეთებ სურათებს, რომლებიც ბიბლიაზე არის დაყრდნობილი. მე არ ვარ რასელისტი, და უხერხულია და შეურაცმყოფელია ასე ჰაერზე ვინმეს რაღაც იარყლიყი დაადოთ. მე სახარების რწმენის ეკლესიის მორწმუნე ვარ.

ბოდიში მომითხოვია თუ რასელისტი არ ხარ და თავს შეურაწყოფილად გრძნობ. უბრალოდ შეცდოამში შემიყვანა იმ სურათებმა რომლებიოც ვიხილე ზემოთ ხსენებულ საიტზე. საინტერესოა რა რწმენის და რა მოწოდების მიმდევარი ხარ. მართლმადიდებელი ქრისტიანი ხომ არა?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QrBlogs
პოსტი May 5 2014, 02:19 PM
პოსტი #680


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 5-May 14
წევრი № 13,697



ციტატა(G_saxva @ May 5 2014, 09:35 AM) *

ბოდიში მომითხოვია თუ რასელისტი არ ხარ და თავს შეურაწყოფილად გრძნობ. უბრალოდ შეცდოამში შემიყვანა იმ სურათებმა რომლებიოც ვიხილე ზემოთ ხსენებულ საიტზე. საინტერესოა რა რწმენის და რა მოწოდების მიმდევარი ხარ. მართლმადიდებელი ქრისტიანი ხომ არა?

მართლმადიდებელი ქრისტიანი არ ვარ. ზემოთ ვთქვი, რომ ვარ მორწმუნე „სახარების რწმენის ეკლესიის“, რომელიც პროტესტანტული მიმდევრობა არის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

43 გვერდი V « < 32 33 34 35 36 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი