IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

43 გვერდი V « < 34 35 36 37 38 > »   
Reply to this topicStart new topic
> გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში
A.V.M
პოსტი Dec 2 2014, 10:49 PM
პოსტი #701


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
ძველი აღთქმიდან რისი დაცვაა საჭირო და რისი არა , ეს ფართო საკითხია და ასე განხილვა არ ღირს . ზოგადად კი , რაც სულის საცხოვნებლადაა საჭირო და ქრისტიანის ცხოვრებისთვის , ყველაფერი გვიწერია ახალ აღთქმაში , მათ შორის ტაძარში სიარულის , საიდუმლოებებში მიღების და ტაძრის გარეთ ქცევის წესები .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 3 2014, 12:48 AM
პოსტი #702


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
ციტატა
ძველი აღთქმიდან რისი დაცვაა საჭირო და რისი არა , ეს ფართო საკითხია და ასე განხილვა არ ღირს . ზოგადად კი , რაც სულის საცხოვნებლადაა საჭირო და ქრისტიანის ცხოვრებისთვის , ყველაფერი გვიწერია ახალ აღთქმაში , მათ შორის ტაძარში სიარულის , საიდუმლოებებში მიღების და ტაძრის გარეთ ქცევის წესები .

ქრისტე რასაც აკეთებდა ჩვენც ის უნდა ვაკეთოთ და ამის დადგენას ვცდილობ, ძველი ართქმიდან რას აღასრულებდა ქრისტე? ყველაფერს ხო არ ცნობდა არა? სისხლიან მსხვერპლს ხო არ წირავდა არა? და ამიტომ მინდა გავიგო კიდევ რაები უნდა გამოვრიცხოთ გამიჯვნა მინდა ძველი აღთქმიდან კარგის და ცუდის სად ვნახო ეს წესები ქრისტიანობამ რაც ცნო? საერთოდ ბევრი გაურკვევლობაა ეს 25 დეკემბერიც მემგონი სიმბოლურია, ახალ აღთქმაში თარიღი საერთოდ არ წერია დაბადებისა და საიდან დაადგინეს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 3 2014, 09:07 AM
პოსტი #703


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
შენ კითხვაზე პასუხი ეს არის
ციტატა
ყველაფერი გვიწერია ახალ აღთქმაში , მათ შორის ტაძარში სიარულის , საიდუმლოებებში მიღების და ტაძრის გარეთ ქცევის წესები .



--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 3 2014, 10:52 AM
პოსტი #704


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



sanfol

წაიკითხე მათეს სახარების 5,6,7 თავები.

ძველ აღთქმაში ცუდი არაფერი არ ყოფილა, იქ ყოველივე ემსახურებოდა მესიის სამომავლო მოვლინებას ამქვეყნად. მისი ყოველი მსახურება, წინასწარმეტყველება იყო მიმართული სწორედ ქრისტეს მოსვლისკენ. მოვიდა რა ქრისტე, ეს იყო მწვერვალი ძველი აღთქმის მსახურებისა, მწვერვალი ანუ დასასრული, ანუ აღსასრული. ქრისტეს მოსვლით აღსრულდა ძველი აღთქმა.

ზნეობრივი სწავლებანი ერთია როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში (თუმცა ახალი აღთქმა მაინც სხვა სიმაღლეზე ასვლაა და მათეს მითითებული თავები ამის ნათელი დადასტურებაა). ამიტომ ძველი აღთქმის მსახურებიდან ჩვენ არაფერს არ ვიცავთ (იქნება ეს ცხოველთა შეწირვა, სხვადასხვა დღესასწაულების აღნიშვნა, შაბათის აღნიშვნა თუ სხვა) არ ვიცავთ, იმიტომ, რომ რასაც ის წინასწარმეტყველებდა, რასაც ის ემსახურებოდა, რის მოსვლასაც ის მეტყველებდა, ის უკვე მოვიდა და კვლავ მათი დაცვა იქნება უარყოფა ქრისტეს მოსვლისა. ამიტომ საკითხი არ ისმის ასე, ქრისტე რაღაცას იცავდა და რაღაცას არ იცავდა. ქრისტემ დაიცვა ყოველი წესი ძველი აღთქმიდან და ამით დაასრულა ამ წესების სიცოცხლისუნარიანობა.

და თუკი მაინც მოციქულები იცავენ რაღაც წესებს (მაგალ. წინადაცვეთის), ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დროებითი დათმობის გზით (ებრაულ საზოგადოებაში ეს წესი მტკიცედ იყო გამჯდარი და მათი აღმოფხვრა ერთბაშად შეუძლებელი იყო), თანდათანობით დაევიწყებინათ მათთვის ეს წესები. მართლაც, მეორე საუკუნიდან წინადაცვეთა უკვე გაქრისტიანებულ ებრაელებში აღარ არის.

საკითხი ვრცელია და ამიტომ კონკრეტიკაა საჭირო.

რაც შეეხება 25 დეკემბერს, მართალია თარიღები არ არის მოცემული სახარებებში, მაგრამ მაინც არ ითქმის, რომ ეს თარიღი სიმბოლურია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 3 2014, 01:16 PM
პოსტი #705


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



afxazi
ხო მაგრამ 10 მცნებას და კიდევ ბევრ არ ვიცი კიდევ რას ხო მაინც ვასრულებთ რატომღა? მეშვიდე დღე შაბათის მაგივრად კვირა გახდა ჩვენთვის და ფაქტობრივად მაინც ნაწილს ვასრულებთ ნაწილს არა და ეს მაინტერესებს რომელი წესებია ძველი აღთქმიდან ჩვენთვის მიღებული და რომლები არა


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 3 2014, 01:44 PM
პოსტი #706


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



sanfol

10 მცნება ზნეობრივი მხარეა, რაც ცხადია ამქვეყნიური ცხოვრების ყველა ეტაპზე უცვლელია. ის, რომ კაცი არ უნდა მოკლა, ცილი არ უნდა დასწამო, არ იმრუშო და ა.შ. იგივეა ძველ აღთქმაში და იგივეა ახალ აღთქმაში. ოღონდ თუკი ადრე მცნება არა კაც კლა, გაიგებოდა ოდენ ადამიანის ფიზიკური მოკვდინების აკრძალვის გაგებით, ახალ აღთქმაში ეს განიმარტება მაღალი სიმაღლიდან, რომ უსამართლოთ განრისხება, მოყვასისადმი უშვერი სიტყვებით მიმართვა და ა.შ. უთანაბდრება ადამინის მოკვდინებას, ისევე როგორც გულში ბილწი წარმოდგენები უთანაბრდება მრუშობის ცოდვას. რაც შეეხება მსახურებით მხარეს, ძველ აღთქმაში ის გამოიხატებოდა შესაბამისი ღვთისმსახურებით, ცხოველის მსხვერპლშეწირვით, წინადაცვეთით, სხვადასხვა დღესასწაულების აღნიშვნით, იგივე შაბათის დაცვით და ა.შ. რაც დასრულდა მაცხოვრის განკაცებით. ანუ ძველი აღთქმის ღვთისმსახურებით ნაწილის არცერთ ნიუანსს არ ვასრულებთ ახალ აღთქმაში. ნაწილს ვასრულებთ და ნაწილს კი არა, არამედ არაფერს. იმიტომ, რომ მათი კვლავ დაცვა ნიშნავს მაცხოვრის განკაცების უარყოფას.

ზნეობრივი მხარე კი, კვლავ ვიმეორებ, იგივეა, ოღონდ ახალი აღთქმიდან ის უფრო მაღალი სიმაღლიდანაა დანახული.

და თუ მაინც გაინტერესებს ძველი აღთქმის ღვთისმსახურებითი წესები, გამოსვლათა წიგნი უნდა წაიკითხო.

ახალი აღთქმის ღვთისმსახურებითი წესები კი ეკლესიის მოძღვართა ნაშრომებშია გადმოცემული, მაგალითად დიონისე არეოპაგელის ნაშრომებში და ა.შ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 3 2014, 02:27 PM
პოსტი #707


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



afxazi
არა უკვე აღარ მაინტერესებს თუ საერთოდ არაფერს ვასრულებთ ძველი აღთქმის ღვთისმსახურებიდან, მადლობა ეს მაინტერესებდა და მეშვიდე დღის ღმერთისთვის მიძღვნის მცნება როგორ გავიგოთ ეგ ზნეობრივია? მეოთხე მცნებას ვგულისხმობ 10 მცნებიდან, შაბათი კი წერია, მაგრამ ჩვენთვის ხომ კვირაა მეშვიდე დღე და როგორ უნდა გავატაროთ ეს დღე რომ ღმერთს მივუძღვნათ? მხოლოდ წირვაზე წასვლა და მერე გინდა იმუშავე და იგნდა ისწავლე ასე ხო არაა არა?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 5 2014, 12:36 AM
პოსტი #708


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ეს ამოვიკითხე ერთ-ერთი ნეტარების განმარტებაში
სახარებაში ვკითხულობთ, რომ სულის სარკე თვალია და როგორიც არის ადამიანის თვალი, ისეთივე იქნება მისი სულიც. იგივე შეიძლება ითქვას გულის შესახებაც - See more at: http://www.orthodoxy.ge/sakhli/9netareba_6...h.4wwiaKqe.dpuf
და სად ვკითხულობთ შეგიძლიათ მიმითითოთ რომელ თავში?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 5 2014, 01:13 AM
პოსტი #709


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



"სანამ კაცი არ შეიძენს სიმდაბლეს, ვერ შეიძენს ჯილდოს საქმეებისთვის. ჯილდო მიეცემა სიმდაბლისთვის და არა საქმეებისთვის" (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 34).

10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს (კორინთელთა მიმართ თავი მე-5)

ეს 2 ერთმანეთს ხომ არ გამორიცხავს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 7 2014, 07:47 PM
პოსტი #710


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



რა სიჩუმეა ფორუმზე არის აქ ვინმე?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 8 2014, 12:52 PM
პოსტი #711


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



sanfol

ციტატა
რა სიჩუმეა ფორუმზე არის აქ ვინმე?


გამარჯობა. ერთი რამ მაინტერესებს და თუ შეგიძლია რომ მიპასუხო.
ღმერთის აზრით, რატომ არ უნდა ცხონდეს ადამიანი, რომელსაც ქრისტეს ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება? ცხოვრობს ყველანაირად წესიერად, პატიოსნად, სწამს ღმერთის, მაგრამ ფრთხილია და ეჭვი ეპარება როგორც სხვა რელიგიების, ასევე ბიბლიური ღმერთის ჭეშმარიტებაში. მითუმეტეს რომ ქრისტე ამბობს: მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა აქ არის ქრისტე, ან აჰა, იქო, არ ერწმუნოთ ვინაიდან აღდგებიან ცრუ ქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა, რათა რჩეულნი შეაცდინონ თუკი შესძლებენ. თქვენ კი გაფრთხილდით;
ანუ ბოროტს შეუძლია ქრისტესავით სასწაულების მოხდენა. და ამ ფონზე ადამიანს მოეთხოვება, არ ენდოს მათ და ენდოს მაინცდამაინც ქრისტეს. იქნება და თვითონაც თვითმარქვიაა? რატო მაიძულებს ღმერთი მის ნდობას/აღიარებას, თუკი ყველაფერი ასე არასანდოა. არაა საკმარისი თქვას, რომ ყველა წესიერი, ნამუსიანი, მოწყალე, მცნებების დამცველი ცხონდება. მაინცდამაინც ქრისტეს მორწმუნე რატომ? მითუმეტეს შეიძლება ეშმაკმა ქრისტეს სახე მიიღოს თურმე და ადამიანი აცდუნოს.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 8 2014, 01:21 PM
პოსტი #712


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



mari90
ციტატა
ღმერთის აზრით, რატომ არ უნდა ცხონდეს ადამიანი, რომელსაც ქრისტეს ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება?

იმიტომ რომ ეჭვი თავად სიცრუეა, სიცრუეს კი ვერ ერწმუნები. ეჭვი თუ გეპარება ესეგი არ გწამს თუ არ გწამს ესეგი ვერ ცხონდები.
ციტატა
ცხოვრობს ყველანაირად წესიერად, პატიოსნად, სწამს ღმერთის, მაგრამ ფრთხილია და ეჭვი ეპარება როგორც სხვა რელიგიების, ასევე ბიბლიური ღმერთის ჭეშმარიტებაში.

არასწორი ხედვა, ღმერთი სწამს ! რა ღმერთი სწამს ? ალბათ აქ მართლმადიდებელ ადამიანზეა საუბარი, თუ ღმერთი გწამს მაში ეჭვი არ შეგეპარება, ესეგი არ გწამს და ვერ ხედავ მის ჭეშმარიტებას. რაც შეეხება ადამინი თუ წესიერად და პატიოსნად ცხოვრობს ეს ცხონების გარანტი არ არის, რადგან ადამიანურად ვიქცევით და არა ცხოველურად ეს ადამინობის განმსაზღვრელია და არა სულერი ცხოვრების. რაც შეეხება სხვა რელიგიის ღმერთებს, აქ ვიტყვი რომ ღმერთი ერთია.
ციტატა
მითუმეტეს რომ ქრისტე ამბობს: მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა აქ არის ქრისტე, ან აჰა, იქო, არ ერწმუნოთ ვინაიდან აღდგებიან ცრუ ქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა, რათა რჩეულნი შეაცდინონ თუკი შესძლებენ. თქვენ კი გაფრთხილდით;

ეს სიტყვა სულ სხვა კონტექსტში არის ნათქვამი და აქ არ გამოგვადგება. აქ საუბარია ბოლო ჟამზე როდესაც ქქრისტეს სახელს ბევრი ამოეფარება და მისი სახელით დაიწყებენ ცრუ რელიგიების და მიმდინარეობების გავრცელებას.
ციტატა
ანუ ბოროტს შეუძლია ქრისტესავით სასწაულების მოხდენა.

გააჩნია სასწაულს რას ეძახი.
ციტატა
და ამ ფონზე ადამიანს მოეთხოვება, არ ენდოს მათ და ენდოს მაინცდამაინც ქრისტეს.

ქრისტე ამბობს კაცი მემრუშე და ბოროტი ეძიებს სასწაულს და არ ეღირსოს. ქრისტიანობა სასწაულებზე დაყრდნობილი რელიგი არ არის. არც სასწაულებს ახდენს რათა ხალხი ამით მოიკრიბოს. ქრისტეს რომ ეს ნდომოდა თავის ღვთიურ ძალაუფლებას დაანახებდა მთელ კაცობრიობას.
ციტატა
რატო მაიძულებს ღმერთი მის ნდობას/აღიარებას, თუკი ყველაფერი ასე არასანდოა

არ ვიცი შენთვის რა არის სანდო ან არასანდო ან რა პრიორიტეტით განსაზღვრავ ამ ყველაფერს, მაგრამ ღმერთი არაფერს გაიძულებს. მან მოგცა ცხონების გზა და გითხრა თავისუფალი ხარ როგორც გინდა ისე იმოქმედეო.
ციტატა
არაა საკმარისი თქვას, რომ ყველა წესიერი, ნამუსიანი, მოწყალე, მცნებების დამცველი ცხონდება.

ადამინური ბუნების ნაწილია ყველაფერის ადვილად მიღების სურვილი. კიდევ ერთხელ ვუსვავ ხაზს, ის რომ ადმიანი სხვას არ უნდა კლავდეს ცემდეს შეურაწყოფდეს და ა.შ ეს ზნეობაა რაც ადამინს ცხოველისგან განასხვავებს, ამით შენ ვერ ცხონდეიბი. თუ ცხონება გინდა სულზე უნდა იფიქრო, ამისთვის კი ღმერთს უნდა ესაუბრო და საკუთარი ვნებები დათრგუნო.
ციტატა
მაინცდამაინც ქრისტეს მორწმუნე რატომ?

იმიტომ რომ ქრისტეა ჭეშმარიტება.
ციტატა
მითუმეტეს შეიძლება ეშმაკმა ქრისტეს სახე მიიღოს თურმე და ადამიანი აცდუნოს.

არა ქრისტეს სახეს ვერ მიიღებს ეშმაკი, შეიძლება მიმსგავსებული რამ იყოს რაც მცირედ მორწმუნეს ბრმად მორწმუნეს რწმენაში შეცდომილს აცდუნებს, ის ვინც ქრისტეს ჭეშმარიტად მიყვება იმას ვერ შეაცდენს,. წმინდა მამათა ცხოვრება ხომ მთლიანად ესაა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 8 2014, 02:14 PM
პოსტი #713


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



mari90
გამარჯობა თუ ის გაინტერესებს, რომ ღმერთი არის მაგრამ რომელი ვერ გაგირკვევია. მაშინ ასეთ კითხვებს დაგისვამ და თავად მიხვდები ჭეშმარიტებას: რომელ რელიგიაში მოვიდა ღმერთი ადამიანად და პირდაპირ ესაუბრა? ან რომელი ღმერთი ეწამა ადამიანის ცოდვების გამო? ვინ იმსახურებს ღმერთობას, ის ვინც წამომჯდარია და ბრძანებებს გასცემს თუ ვინც თავი დაიმდაბლა და თავის მონას ცოდვების მიტევება აღუთქვა დასჯის მაგიერ(მიუხედავად იმისა რომ რასაც უნდა იმას უზავს თავის შექმნილს და ღირსიც იქნებოდა დაესაჯა ადამიანი)?
ახლა კი დგება მომენტი გაარკვიო 2000-მდე მეტი განშტოებიდან რომელია მართალი ქრისტიანობაში, აი ეს კი ვრცელი თემაა და მართლაც დიდ გონიერებას მოითხოვს, რომ არ შეცდე http://www.orthodoxy.ge/apologetika/osipov...didebloba_1.htm ამ ლინკს გადაავლე თვალი, თუმცა რომც იყო მართლმადიდებელი მერე იმდენი კითხვა გაგიჩნდება ჩემსავით რომ აუცილებლად დაგჭირდება დამხმარე, ისინი კი თავად უნდა ეძებო მონდომებას ღმერთი არ დაგიკარგავს აი ჩემი მაგალითიდან გეუბნები ხალხი შევაწუხე რასაც ქვია და ვერ მიტანენ ახლა (ხუმრობით) biggrin.gif, მაგრამ არც ეს იკმარო რადგან შენი თანამონელი ვერაფერს გასწავლის ბოლოს მობეზრდები და კარს გაგიჯახუნებს თავად ღმერთს სთხოვე დახმარება როცა საშველი აღარსაიდან იქნება, მანმდე შეგიძლია ყველა საშუალებას მიმართო სიმართლის გასაგებად თუმცა ეს არ გამორცხავს რა თქმა უნდა ამავდროულად ღმერთისთვის დახმარების თხოვნასაც. ხო კიდე ერთი რამე დაიმახსოვრე თუ რამეს ვერ გაიგებ ტყუილა ნუ ეტყვი ადამიანს მადლობა დახმარებისთვისო და სიტყვაზე ნუ ენდობი ყველა ადამიანი ცდება იქნებ ისიც? მაგრამ როცა გყავს ქრისტე და გიყვებიან აი მოვიდა ეწამა ჩვენთვის და გამოგვიხსნაო შენ ხომ არ იცი სინამდვილეში რა მოხდა, შენ თავად უნდა გახდე ქრისტეს თანაზიარი და გამოცდილება უნდა მიიღო ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობაში და არა წარსულში მომხდარ მოვლენებთან
G_saxva
მე რად დამივიწყე გიორგი? 3 კითხვა დავსვი და რად არ მპასუხობ(თ)?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 8 2014, 02:33 PM
პოსტი #714


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



G_saxva
sanfol

მადლობა რომ მიპასუხეთ.
არ გეგონოთ რომ ურწმუნო ვარ და მართლმადიდებლობასთან რაიმე პრეტენზია მაქვს, პირიქით ერთადერთ ჭეშმარიტებასთან მიახლოებულად მიმაჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრმად ვენდოთ. ასეთი რწმენა ვერ მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე. და არც თქვენ ენდეთ ბრმად ხომ ასეა. ქრისტესი იმიტომ გწამთ რომ ყველაზე ახლოსაა მისი მოძღვრება ჩვენს სინდისთან, ადამიანის შეხედულებასთან ღმერთის რაობის შესახებ.
ციტატა
რომელი ღმერთი ეწამა ადამიანის ცოდვების გამო? ვინ იმსახურებს ღმერთობას, ის ვინც წამომჯდარია და ბრძანებებს გასცემს თუ ვინც თავი დაიმდაბლა და თავის მონას ცოდვების მიტევება აღუთქვა დასჯის მაგიერ(მიუხედავად იმისა რომ რასაც უნდა იმას უზავს თავის შექმნილს და ღირსიც იქნებოდა დაესაჯა ადამიანი)?

ხო აი მაგას ვამბობ. მეც მაგიტომ მგონია ჭეშმარიტება.
მაგრამ.... აი, G_saxvaმ თქვა, ვესაუბრები და ახლოს ვარო. ხოდა დავიჯერო, მისი ღმერთი რომელსაც ის ესაუბრება, იმას ეუბნება რომ ძველი აღთქმის ღმერთია? (და ანუ ქრისტეც თავისთავად, რადგან იგი არ უარყოფდა ძველი აღთქმის ღმერთს, პირიქით). ანუ თქვენი ღმერთი გავს ბიბლიურ ღმერთს? ასე წარმოგიდგენიათ სამართლიანობა და სიყვარული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 8 2014, 02:47 PM
პოსტი #715


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



და ახლა არ დაიწყოთ გაპრავებები, მეც მასე კბილებით ვიცავდი და რა გამართლებას აღარ ვუძებნიდი. მაგრამ მერე დავფიქრდი და იცით რა წარმოვიდგინე. აი, წარვსდექით ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე და ის გვეკითხება ერთ ელემენტარულ შეკითხვას, ბიბლიური ღმერთი როგორ გეგონეო? ანუ აგრესიული და უსამართლო ღმერთის გწამდაო, ხო? თან რო აპრავებდი დიდის ამბითო. ხოდა აგრესიული ღმერთი გვერდით ოთახშიო - ხო ვიქნებით ღირსი. user.gif yes.gif ამასთან გაპრავებაც არ დაგავიწყდესო. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 8 2014, 02:57 PM
პოსტი #716


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



mari90
ციტატა
არ გეგონოთ რომ ურწმუნო ვარ და მართლმადიდებლობასთან რაიმე პრეტენზია მაქვს, პირიქით ერთადერთ ჭეშმარიტებასთან მიახლოებულად მიმაჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრმად ვენდოთ. ასეთი რწმენა ვერ მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე. და არც თქვენ ენდეთ ბრმად ხომ ასეა. ქრისტესი იმიტომ გწამთ რომ ყველაზე ახლოსაა მისი მოძღვრება ჩვენს სინდისთან, ადამიანის შეხედულებასთან ღმერთის რაობის შესახებ.

რა თქმა უნდა ეს კარგია რომ შეკითხვები გიჩნდება, ღმერთი ამბობს ეშმაკმა რომ თქვას სიმართლე ისიც კი არ დაუჯეროთო, 9 ნეტარებიდან ერთ-ერთი სიმართლის ძებნაა, სულელია ვინც იძახის სიმართლე ვიპოვე და აღარ მჭირდება ახლის გაგებაო, სინამდვილეში ძველი აღთქმაში მართლაც ბევრი სისასტიკეა მომხდარი შეიძლება ალოგიკურიც მაგრამ ეს მაშინ ხდება როცა სხვა გზა აღარაა, ანუ წარმოიდგინე ღმერთი უშვებს იმას რაც ისედაც შეიძლება მოხდეს მის გარეშე, ანუ ღმერთი კი არ უბიძგებდა ადამის შვილებს ერთმანეთთან დაწოლილიყვნენ არამედ ნებას რთავდა და ცოდვად არ უთვლიდა ასე გამრავლებას როგორც მოხდა ის რაც მოხდა და სხვა გზა ადამიანს აღარ ქონდა აქ ვლინდება ღმერთის გულმოწყალება თვალები დახუჭოს ამ სისაძაგლეზე რაც დღეს რა თქმა უნდა მიუღებელია, ასევე როცა ერთმანეთს ხოცავდა ხალხი ღმერთი კი არ ეუბნებოდა დახოცეთო არამედ მოსალოდნელი საფრთხისაგან იფარავდა ვინაიდან გარდაუვალი იყო 1ს არ მოეკლა მე-2 როცა ომი იწყებოდა ღმერთის ნება კი იქ სრულდება დედამიწაზე როცა ადამიანის ნება იწყება ანუ ღმერთის ნებაა ქონდეს ადამიანს ნება, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ ადამიანმა ღმერთისთვის სათნო საქმე გააკეთოს და შეიძლება მანდ შეცდომა ჩაიდინოს და ადამიანი მოკლას და თუ მსხვერპლი თავს დაიცავს ღმერთი არ ჩაუთვლის მას ცოდვაში(რადგან ღმერთიც ანალოგიურად დაიცავდა, როგორც ძველ აღთქმაშია, ყოველშემთხვევაში მე ასე მესმის ამის ახსნა სხვანაერად უნდა სიხარულით შეხვედროდა მთელი ერი სიკვდილს ერთმანეთის ხელით), წარმოიდგინე ადამის 1 მა შტომ უცვლელად შეინახა რა იყო დასაბამში ადამი უყვებოდა თავის შვილებს შვილიშვილებს და მერე ერთმა თქვა მე უცხოპლანეტელი ვარ და არა ადამიანიო და იგივეს ასწავლის თავის შვილებსაც შენ უცხოპლანეტელი ხარო, ახლა რა დააშავა "უცხოპლანეტელის" შვილმა გაიგოს სიმართლე? სად უნდა ეძებოს თუ არა წმინდა წიგნებიდან?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 8 2014, 03:00 PM
პოსტი #717


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
მე რად დამივიწყე გიორგი? 3 კითხვა დავსვი და რად არ მპასუხობ(თ)?

რომელი კითხვა გაინტერესებს ის დაწერე და შევეცდები გიპასუხო.
mari90
ციტატა
მ თქვა, ვესაუბრები და ახლოს ვარო. ხოდა დავიჯერო, მისი ღმერთი რომელსაც ის ესაუბრება, იმას ეუბნება რომ ძველი აღთქმის ღმერთია?

მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე რომ ღმერთი ერთია. ახალი ართქმის თუ ძველი აღთქმის და ა.შ.
ციტატა
ანუ თქვენი ღმერთი გავს ბიბლიურ ღმერთს? ასე წარმოგიდგენიათ სამართლიანობა და სიყვარული?

მოდი აწი ნუღა ვიხმართ ტერმინებს თქვენი ღმერთი ჩემი ღმერთი ძველი ღმერთი და სხვა.
პირველ რიგში მინდა გმაოვყო ძველი ართქმა და ახალი ათქმა ეს ორი წიგნი და მასში დაწერილი წესები სკმაოდ განსხვავდება და რატომ. სიტყვას დავუკვირდეთ აღთქმა, ანუ "ტერმინი აღთქმა შეესაბამება ებრ. berît-სა და ბერძ. diathéke-ს და აღნიშნავს „შეთანხმებას“, „კავშირს“". ძველი კავშირი შეთანხმება იგივე აღქმა ემსახურებოდა ქრისტეს ამ ქვეყნად მოსვლას და დარულდა მისი ჯვარცმით. იმ წუთიდან უქვე ახალი კავშირი ართქმა არსებობს რომელიც მაცხოვარმა თავის სისხლით აღასრულა და გადმოგვცა. ძველ აღთქმაში ნახსენები ყოველი წესი თუ მოქმედება ქრისტეს მოვლინებისკენ იყო მიმართული დაწყებული მსხვერპლშეწირვით დამთავრებულ იწინადაცვეთით. აი ამიტომ აღარ აღვასრულებთ ქრისტიანები მას, რადგან ახალი აღთქმა გვაქვს რაც ქრისტემ დაგვიტოვა ძველი კი "გააუქმა". ძველ აღთქმაში ძალიან ბევრი ადგილი არის სადაც დღევანდელი გადმოსახედიდან წარმოუდგენლად გვეჩვენება მაგრამ იმ დროს და იმ გარემოებაში თავიანთი რწმენის დასაცავდ საჭირო იყო ურჯულოთა ჩაქოლვა და იმის დაწერაც კი ცხოველთან სქესობრივ კავშირს ნუ დაამყარებთო. ეს თემა საკმაოდ ვრცელია და ასე ადვილად არ განიხილება, თუნდაც ის რად ღირს როდესაც მოსემ 10 მცნება მიღო და მთიდან ჩამოსუსლს კერპი დახვდა რომელსაც თაყვანს სცემდნენ. გამოსვლათა თავები რომ წაიკითხო ნახავ რამხელა წინააღმდეგობაში იყვნენ ღმერთტან მაშინდელი იუდეველები. ცხადი გახდება ამდენი ჭირის და უბედურების შემდგომაც რამდენჯერ აქციეს ზურგი ღმერთს, რომ არა ასეთი "სასტიკი" კანონები ვერ მოიტანდნე ძველ აღთქმას და ვერც ახალ იგვექნებოდა. ამ თემაზე გურამს შეუძლია საკმაოდ კარგად გაგცეთ პასუხი. დავითზე აღარაფერს ვამბობ. თუ გენდომებად შესაბამისი თემა მოძებნეთ და იქ დაწერეთ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 8 2014, 03:08 PM
პოსტი #718


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
1.კვირას როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა მთელი დღე
2. ორთოდოქსი.ჯიზე ასეთი რამ წავიკითხე:"სახარებაში ვკითხულობთ, რომ სულის სარკე თვალია და როგორიც არის ადამიანის თვალი, ისეთივე იქნება მისი სულიც. იგივე შეიძლება ითქვას გულის შესახებაც" რომელ თავში წერია მსგავსი რამ?
3."სანამ კაცი არ შეიძენს სიმდაბლეს, ვერ შეიძენს ჯილდოს საქმეებისთვის. ჯილდო მიეცემა სიმდაბლისთვის და არა საქმეებისთვის" (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 34).

10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს (კორინთელთა მიმართ თავი მე-5)

ეს 2 ერთმანეთს ხომ არ გამორიცხავს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 8 2014, 03:08 PM
პოსტი #719


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
1.კვირას როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა მთელი დღე
2. ორთოდოქსი.ჯიზე ასეთი რამ წავიკითხე:"სახარებაში ვკითხულობთ, რომ სულის სარკე თვალია და როგორიც არის ადამიანის თვალი, ისეთივე იქნება მისი სულიც. იგივე შეიძლება ითქვას გულის შესახებაც" - რომელ თავში წერია მსგავსი რამ?
3."სანამ კაცი არ შეიძენს სიმდაბლეს, ვერ შეიძენს ჯილდოს საქმეებისთვის. ჯილდო მიეცემა სიმდაბლისთვის და არა საქმეებისთვის" (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 34).

10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს (კორინთელთა მიმართ თავი მე-5)

ეს 2 ციტატა ერთმანეთს ხომ არ გამორიცხავს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 8 2014, 03:13 PM
პოსტი #720


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
1.კვირას როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა მთელი დღე

ამის შესახებ არანრი სწავლება არ წამიკითხავს, რომ რაღაც განააკუთრებული უნდა გავაკეთოთ. წირვლა ლოცვის გარდა.
ციტატა
2. ორთოდოქსი.ჯიზე ასეთი რამ წავიკითხე:"სახარებაში ვკითხულობთ, რომ სულის სარკე თვალია და როგორიც არის ადამიანის თვალი, ისეთივე იქნება მისი სულიც. იგივე შეიძლება ითქვას გულის შესახებაც" - რომელ თავში წერია მსგავსი რამ?

არ ვიცი ნამდივლად
ციტატა
3."სანამ კაცი არ შეიძენს სიმდაბლეს, ვერ შეიძენს ჯილდოს საქმეებისთვის. ჯილდო მიეცემა სიმდაბლისთვის და არა საქმეებისთვის" (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 34).

10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს (კორინთელთა მიმართ თავი მე-5)
ეს 2 ციტატა ერთმანეთს ხომ არ გამორიცხავს?

ურთეიერთ გამომრიცხაობას რომელ სიტყვებში ან რა კონტექსტში ხედავ?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

43 გვერდი V « < 34 35 36 37 38 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st August 2025 - 12:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი