IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Closed TopicStart new topic
> "როკერი" და "ეკლესიური" მოზარდები, ჩუმი დაპირისპირება?
მხევალი ნინო
პოსტი Dec 18 2007, 02:22 PM
პოსტი #121


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მნათე
ციტატა
თუ დახურავთ, აუცილებლად მოაყოლეთ ამონარიდი ფორუმის წესებიდან...



თქვენგან იურისტი გამოვა... ან კრიტიკოსიsmile.gif))

მნათე
ციტატა
როცა იქ იუზერები სავსებით შესაბამისად პოსტავენ....




როცა ამბობ შესაბამისად პოსტავენო უნდა დაასაბუთო კიდეც laugh.gif

ციტატა
თქვენ წარმოიდგენთ განმეორდეს კიდეც..



ნუთუ? tongue.gif







ეს პრობლემა არ არის, როცა ახალი იუზერები ინტერესდებიან რაღაც საკითხით, რაც უკვე განიხილეს მათ მოსვლამდე. კარგია უკვე არსებულ თემასაც თუ გადახედავენ, თუ სურვილი აქვთ ცხადია...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი Dec 18 2007, 06:53 PM
პოსტი #122


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



ციტატა
ეს პრობლემა არ არის, როცა ახალი იუზერები ინტერესდებიან რაღაც საკითხით, რაც უკვე განიხილეს მათ მოსვლამდე. კარგია უკვე არსებულ თემასაც თუ გადახედავენ, თუ სურვილი აქვთ ცხადია...


კი დამაცადე გადაკიტხვა და მერე წაშალე და რაც გინდა ის უყავი თუ გინდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tati-tuti
პოსტი Jan 22 2008, 11:30 PM
პოსტი #123


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 12-January 08
წევრი № 3,618



მუსიკა ღმერთის წინაამღდეგ

მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა“ წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა“, რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება.

სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც მუსიკა ფლობს. სწორედ ამიტომ, ამ საუკეთესო იარაღს აქტიურად იყენებს ადამიანთა სულების წარსაწყმედად. დღეისათვის ეს იარაღი არის როკ-მუსიკა.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, როკ-მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია. მუსიკის ეს ჟანრი, რომელიც 50-იან წლებში აღმოცენდა. დიდ სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა. იგი ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხევით იცვლება, დასახელებებს იცვლის, თითქოს ერთმანეთს კიდეც ეწინააღმდეგება, მაგრამ არსით იგივე რჩება. გადავხედოთ როკის ისტორიას:

ეს მუსიკა აფრიკის ჯუნგლებიდან მოვიდა. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში მდგომარეობს. ეს მუსიკა სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. თავად როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯონ ლენონი აცხადებს: „საუკეთესო როკ-ენ-როლი პირველყოფილია. მისი მელოდია ჯუნგლებიდან მოვიდა“. როკ-შემსრულებელთა გარეგნობაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი პირველყოფილი სულების გავლენას განიცდიან. იგივე მელოდია, იგივე გარეგნობა, იგივე მანიაკალური მოძრაობები...

როკ-მუსიკის სერიოზული ჩანასახი ჯერ კიდევ 1951-52 წლებში გაჩნდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა მომღერალმა ლითლ რიჩარდმა ზანგურ რიტმ-ენდ-ბლუზში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ხოლო ახალი მუსიკალური სტილის აღსანიშნავი ტერმინი „როკ-ენ-როლი“ 1955 წლისთვის ქალაქ კლივლენდის დისკოთეკის დისკ-ჟოკეიმ მოიგონა. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს გამოთქმა იხმარებოდა სქესობრივი აქტის დროს არსებული მდგომარეობის გამოსახატავად. იგი ამერიკული შავი გეტოების ჟარგონიდან არის ნასესხები.

1954-55 წლებში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა მომღერალი და გიტარისტი ელვის პრესლი. იგი ამერიკელი ბაპტისტი იყო, რომელმაც მუსკიალური განათლება სამრევლო გუნდში გაიარა. მისი საყოველთაო აღიარების მიზეზი ის იყო, რომ უკუეგდოთ თავიანთი წრის რელიგიური და სექსუალური ტაბუ. იგი მსმენელზე ზემოქმედებას უხამსი პროვოკაციული ჟესტებით ახდენდა. 1956 წელს ედი სილვანის შოუში გამოსვლისას ოფიციალური აღიარება რევოლუციური მოწოდებით მოიპოვა: „ბოლო ბოვუღოთ ინსტიქტების დათრგუნვას, სოციალური პირობითობებს, რომლებიც ხელს უშლიან ახალგაზრდებს, თავისუფლად და მძაფრად გამოხატონ თავიანთი სექსუალობა!“ ელვისი მაშინვე „როკ-ენ-როლის მეფედ“ აღიარეს და იგი თაყვანისცემის საგნად იქცა როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. დაიწყო სექსუალური რევოლუცია: შეიცვალა ჩვევები, ტანსაცმელი, მოდაში შემოვიდა გრძელი თმა... 50-60-იან წლებში ელვის პრესლის კონცერტებზე ადგილი ჰქონდა აღშფოთებას, გამძვინვარებას, მასობრივ ისტერიას, სექსუალურ ექსცესებს, განსაკუთრებით ქალიშვილებში. პრესლი ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფიას აღიარებდა და ამასვე ქადაგებდა თავისი სიმღერებით. მისი კონცერტების დროს ოპერატორი ცდილობდა, მომღერალი კადრში მხოლოდ წელსზემოთ გამოჩენილიყო, რადგან სხეულით ურცხვ მოძრაობებს აკეთებდა. მაგრამ გავიდა დრო და რაც უწინ სამარცხვინოდ ითვლებოდა, დღეისათვის მომღერლების აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ასე მუხანათურად, ეტაპობრივად მოქმედებს სატანა.

მძიმე როკი

როკი მალე უხეშ, „მძიმე როკად“ გარდაიქმნა. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ჯერი ლი ლუისი, სტივ ნიკსი, ელის კუპერი. რიტმი (ბიტი) გართულდა, უფრო ძლიერი და მძაფრი გახდა. ღრმად გამოიკვლიეს აფრიკელ ტომთა მუსიკალური მემკვიდრეობა, შეისწავლეს ლათინურ-ამერიკული ტრადიციების რიტუალები, „ვოდუ“-ს მუსიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ფალოსის კულტთან, შელოცვებთან და ჯადოსნობასთან. „ბიტი“ - ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით. „ბიტი“ მკვეთრად მოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ემოციურ გრძნობებზე, იწვევს მსმენელთა ნერვული სისტემის აღგზენბასა და გონების დამბლასაც კი. ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე ადის, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს აღემატება.

ეს იყო პირდაპირი შტურმი პიროვნების წინააღმდეგ, ეროტიკული მისწრაფებების აღმგზნებ „ბიტს“ თან ერთვოდა ადამიანის მომნუსხველი, გამაღიზიანებელი ხმაური, რომელიც ნერვიული სისტემის გადაძაბვას, უკონტროლო გრძნობას იწვევდა, ანუ ეს იყო მოკლე გზა „ჯოჯოხეთისაკენ“.

შემდეგი ჟანრი იყო შმაგი როკი, ნარკოტიკის ჟარგონული სახელი, როგორც ები ჰორმანმა განაცხადა, „როკი გვევლინება რევოლიუციის სათავედ. ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია ნარკოტიკები, უცნაური ტანსაცმელი, ყველაფრის დამაკმაყოფილებელია როკ-მუსიკა. სწორედ ესაა რევოლუცია“.

სატანური როკი

მესამე ფაზა უკვე სატანური როკი იყო - ოკულტიზმის გვლით სატანის კულტამდე. ამას სათავე დაუდეს „ბითლზებმა“, როცა 1968 წელს გამოუშვეს „თეთრი ალბომი“ ორი სიმღერით: „?1 რევოლუციონერი“ და „?9 რევოლუციონერი“. ამიერიდან როკ-მუსიკა სატანისკენ მიმავალ აშკარა გზას დაადგა.

1976 წლის ჟურნალ „პოპ“-ის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაუჯერებელი ამბები ბითლზებზე“, რომელშიც ტონი შერიდანი სილვერბითლზის შესახებ მოგვითხრობს: „მე ვიცოდი, რომ ჯო;ნი რეგულარულად ესწრებოდა სპირიტულ სხოდმებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომიდ შემდეგ მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ მე ბითლზთან ერთად ისეთ წარმატებას მივაღწევ, როგორიც აქამდე არცერთ ჯგუფს არ ღირსებია. ამაში ახლა დარწმუნებლი ვარ, რადგან ამ წარმატებისათვის სული ეშმაკს მივყიდე“.

„ბითლზების“ დაშლის შემდეგ ჯონ ლენონმა აშკარად დაიწყო ეშმაკისადმი მიძღვნილი სიმღერების წერა, სადაც პირდაპირ უმღეროდა ლუციფერს: „... ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია შეგთხოვოთ: გაათავისუფლე ხალხი. 666-ია შენი სახელი“. ამ სიმღერის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ჯონ ლენონი მისივე თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დუსვეს შეკითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!“. ტონი შერიდანისთვის მიცემული ინტერვიუდან ზუსტად 20 წელი იყო გასული. ალბათ, ეშმაკისაგან „ნაყიდი“ დრო ამოიწურა.

სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი“, რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ“, „ლბექ საბათი“, „ლედ ზეპელინი“, „სტიქსი“.

როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტთან ალესტერ კროულისთან (1875-1947 წწ), რომელიც თავს მისტერ 666-დ უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, რომ ოკულტური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სამი პუნქტი:

1. ჩვენ ადამიანებზე განუწყვეტლივ განმეორებადი და ხმამაღალი მუსიკით უნდა ვიმქომედოთ;
2. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ნარკოტიკი;
3. მორალის სფეროში განვითარება მიზანდასახულად უნდა მივმართოთ;

აი, სწორედ ასეთ პიროვნებასთან ჰქონდათ კავშირი როკ-მუსიკის „მამებს“, იგი „ბითლზის“ ფირფიტის გარეკანზეც კი გამოსახეს. ჯიმ მორისონი „დორსის“ ერთ-ერთ ალბომში კროულის ქანდაკებასთან ერთად დგას.

როკ-მუსიკის მეოთხე ფაზა არის „პანკ როკი“, „პანკს“ უწოდებენ მეძავებს (ორივე სქესის) ინგლისში, ამერიკულ ინგლისურში კი ეს სიტყვა „ნაძირალას“ ნიშნავს. „პანკ-როკის“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორია თვითმკვლელობამდე, კოლექტიურ ძალმომრეობამდე მიიყვანოს. ყველაზე ცნობილი ჯგუფებია „ქისსი“, „ტოდ ნიუჯენტი და მუტანტები“, „აფროდიტეს პირმშო“. ხშირია შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს.

აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სატანური „ეკლესიის“ წევრია. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ისინი შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის შესალოცად დემონებს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა, შეიძლება ამიტომაც არის, რომ მაგალითად, 1981 წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო.

ელის კუპერმა განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, რამაც დიდი აღიარება მოუტანა. მიკ ჯაგერი სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. საკუთარ თავს იგი „ხორცშესხმულ ლუციფერს“ უწოდებს. ამაზე სიმღერათა სახელწოდებაც მოწმობს: „ეშმაკისადმი კეთილგანწყობა“, „მის სატანურ უდიდებულესობას“ და „ჩემი ძმის, დემონის შელოცვა“. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასდროს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.

როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთისმგმობი განონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც კი. მაგალითად, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ. სამსხვერპლოები იწვიან. უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლიუციფერს - ჩემს უფალს. მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება (ბარათა.გე)ჩემს სამსხვერპლოსთან... დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი...“

ავსტრალიური ჯგუფი „ინქსი“ მღერის სიმღერას „ეშმაკი ჩემში. ჯგუფ „AC/DC“-ის სიმღერის ტექსტი ასეთია: „მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშოველი, გრიგალად მოვედი... ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოკვდები! ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ, ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს. მე მოვიპოვე ჩემი ზარები და ჩემთან წაგიყვან ჯოჯოხეთში, შენ ჩემი იქნები... ჯოჯოხეთის ზარები“.

განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთი სიმღერები ტექსტები, სადაც ადამიანებს სრული თავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. მაგ: „თავისუფალი ვარ ვაკეთო ის, რაც მსურს, ვიყო ის, რაც მსურს“ და ა.შ.

უფალი კი გვეუბნება: „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34).

ჯიმი ჰენდრიქსი აცხადებს „მუსიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ჰიპოთეზირება. შეგიძლია აიძულო, ქვეცნობიერად შეასრულოს შენი სურვილი“. როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ის ფარული ძალა, რაც მუსიკის მიღმა იფარება. მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ“, მალე ყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარე ძირითადად ჭკნება და ნადგურდება. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას. ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებსაც უეჭველია, აზრადაც კი არ მოსდით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

ამოტრიალებული ხუთქმიმიანი ვარსკვლავი - სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება. ამობრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავით გამოისახება ურჩხულის თავი, რომელიც უძველესი დროიდან სიმბოლურად ეშმაკს გამოხატავს. ამ სიმბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით როკ-ანსამბლების კონცერტებზე, ფირფიტების გარეკანზე, კლიპებში.

პანი - ძველბერძნული ღვთაება, რომელიც ადამიანისა და თხის ერთობლიობას წარმოადგენს. პანი სალამურზე უკრავდა და მაგიური მუსიკის შესრულების დროს იხმობდნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი რადიოსადგურს ემბლემაზე გამოხატული აქვს პანი, ანუ სატანა, რომელსაც სალამურის ნაცვლად ხელთ როკ-გიტარა უპყრიათ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 22 2008, 11:31 PM
პოსტი #124


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ასეთი თემა უკვე ბევრჯერ იყო გახსნილი. გადახედეთ ხოლმე ძველ თემებს, სანამ ახლას გახსნით


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 22 2008, 11:34 PM
პოსტი #125


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ფანჯარა გააღეთ ფორუმიდან უნდა გადავხტე


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
DEMIURG
პოსტი Jan 23 2008, 12:08 AM
პოსტი #126


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,484



საკამოდ პრიმიტიული სტატიაა....

ციტატა
არის თუ არა როკმუსიკა სატანისტური?


სატანური არის ის რამაც შეიძლება მხოლოდ ბოროტი ნაყოფი გამოიღოს.

თუ ჩვენ როკ მუსიკით დიდებას არ მივაგებთ სატანას ეს არანაირ შემთხვევაში არ იქნება სატანური მუსიკა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 23 2008, 12:10 AM
პოსტი #127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არის თუ არა როკმუსიკა სატანისტური?


არა.

biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 23 2008, 12:43 AM
პოსტი #128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(DEMIURG @ Jan 23 2008, 01:08 AM) *


სატანური არის ის რამაც შეიძლება მხოლოდ ბოროტი ნაყოფი გამოიღოს.



მერე არ გამოუღია რომ ბოროტი ნაყოფი ?!

რამდენი ჩერჩეტი იკლავს თავს ამ მძიმე როკის მოსმენით, ან რამდენი ჩადის ძალადობას

მისი გავლენით. ასეთი შემთხვევები ხშირია, ძნელია ამის უარყოფა, რათქმაუნდა ეს ადამიანის ნებისყოფაზეა

დამოკიდებული, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ერეტიკულ ლიტერატურაზე, რომელსაც ეკლესია როგორც

წესი დევნიდა და მის მქადაგებლებს აჩვენებდა. თუ ერეტიკულ ლიტერატურას ქადაგებას ადამიანი შეცდომაში შეყავს

და ეს ეკლესიის მიერ განიკიცხება, მუსიკისა და მუსიკოსების ქადაგებით (ან სიმღერით) შეცდომაში შეყვანილი

ადამიანები, ბოროტი ნაყოფის გამოღება არ არის?!

ასე რომ ქრისტიანული თვალსაზრისით ასეთი მუსიკა ფაქტია რომ ეწინააღმდეგება მის მიერ დადგენილ ქცევის წესებს

და წინააღმდეგობაშიც მოდის მასთან. ის რომ ეკლესია მკაცრად არ ცდილობს მათ წინააღმდეგ ბრძოლას

ეს უფრო ეკლესიის სიფრთხილეს უნდა მივაწეროთ და არა ამ საკითხის უგულვებელყოფას.



--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jan 23 2008, 12:44 AM
პოსტი #129


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



რამდენჯერ შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი???? dry.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jan 23 2008, 12:44 AM
პოსტი #130


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



მძიმე როკს და მძიმე მეტალს ადამიანი მიჰყავს ღვთის გმობამდე.

პ.ს ეს თემა ან შეაერთეთ უკვე არსებულ თემასთან ან დახურეთ wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 23 2008, 12:51 AM
პოსტი #131


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(likka @ Jan 23 2008, 01:44 AM) *

რამდენჯერ შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი???? dry.gif


არ ვიცი აქ ეს თემა მერამდენედ გაიხსნა, მაგრამ მე რომ პირველად გავაკეთე კომენტარი ეს კი ვიცი.

იქნებ შენ შენი პოზიცია დააფიქსირო, ესე აჯობებს მე მგონი wink.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
DEMIURG
პოსტი Jan 23 2008, 01:08 AM
პოსტი #132


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,484



sable

რათქმაუდნა არის უარყოფითი შედეგები მაგრამ ყველა ვინც როკს უსმენს მსგავს ქმედებებს არ ჩადის!

მსგავსად იქცევა რეპის მსმნელების, რომელთა გარკვეული ნაწილი კრიმინალური მენტალობის მატარებელი ხდება

მსგავსად ცუდ შედეგს იძლევა პოპ მუსიკაც, რომელიც მიმართულია სექსუალურ თავისუფლებასთან და რომელიც პირდაპირ მოუწოდებს გარყვნილებისკენ.

მსგავსად შედეგს იძლევა კლუბური მუსიკაც, რომელიც ექსტაზით და LSD-თი აბრუებს ახალგაზრდებს.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს მუსიკალური მიმდნინარეობები მხოლოდ მრუშობას და გარყვნილებას თესავენ.

თუ რელიგიური კუთხით ვიმსჯელებთ ნებისმიერ მუსიკალურ მიმდინარეობას თვით კლასიკასაც კი აქვს თავისი მინუსები აქვს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მიმდინარეობები მხოლოდ ბოროტებას თესავენ.

მაგალითად რუსეთში დღევანდელი სასულიერო პირების დაახლოებით მესამედი ჰიპი (იგივე როკერი smile.gif ) იყო. ეხლა რას ნიშნავს ეს? რომ არცერთი ამ პირთაგან არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი? თუ როკი მხოლოდ უარყოფით შედეგს იძლევა და სატანურია, მაშინ როგორ მოხდა ამდენი ხალხის როკერობიდან ქრისტიანობაში გადასვლა? მაგალითად თვით ანდრეი კურაევიც როკის დიდ ფანტად ითვლებოდა და დღესაც უსმენს ხანდისხარ smile.gif რამდენადაც ვიცი. ეხლა ანდრეი კურაევზე დიდი მართლმადიდებელი ან თეოლოგი არც შენ ხარ და არც არავინ ამ ფორუმზე.

ეკლესიამ რომ იბრძოლოს თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების წინააღმდეგ ეს უარესი იქნება. მსგავსი მუსიკის დამოკიდებულებისგან განთავისუფლება ხდება სულიერების ამაღლებით და არა ბრძოლით! მსგავსი მეთოდებს შუა საუკუნეებში იყენებდნენ კათოლიკები. ხოლო რაც მოუვიდა მათი ეკლესიის ერთობას ეს ყველამ ვიცით.

თათარაშვილი

ციტატა
მძიმე როკს და მძიმე მეტალს ადამიანი მიჰყავს ღვთის გმობამდე.


არ არის ეგ სწორი!

მე ვუსმენ მძიმე მეტალს მაგრამ ღვთის გობამდე არ მივსულვაე smile.gif და არც მივალ!!!

თუმცა ვაღიარებ ქრისტიანისთვის უმჯობესია არ უსმინოს მსგავს მუსიკას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jan 23 2008, 01:55 AM
პოსტი #133


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



sable

ციტატა
არის თუ არა როკმუსიკა სატანისტური?


:ღმერთორატოუროსარჩამცხებთავ
ისმაილი:
biggrin.gif


არ გითხრა ჩემო კარგო, მე თავად როკის მსმენელად მიმაჩნია თავი, მარა სატანისტობის რა გითხრა, ღმერთმანი. შობას ვეზიარე....rolleyes:


მთავარი რა არის იცი?? ვინ რას გულისხმობს როკში...მერილინ მენსოსნს მაგალითად არც მე ვუსმენ, კი მომისმენია და უნდა ვაღიარო ერთი რაღაც მომეწონა კიდეც rolleyes.gif მაგრამ ზოგადად არ არ ვეტრფი ეგეთ მუსიკას...საერთოდ არც მიმიაჩნია მუსიკად! ვოტ!

ეგ სტატია კიდე, რაც დაიწერა ზემოთ, ადრე მაქვს არაერთხელ წაკითხული, და ძირითადად მანდ ჩამოთვლილ მომღერლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ..... rolleyes.gif და სულაც არ მგონია რომ მეც სატანის მიმდევარი ვარ თუ მაგათ ვუსმენ.... rolleyes.gif

და საერთოდ, არ ვუარყოფ, რომ რაღაც მართლა არსებობს, მაგრამ მაგ დონზე როცა მიდის მსჯელობა, უკვე მეცინება ხოლმე და რა ვქნა..... unsure.gif

ისე, ყველაფერს ალბათ ჯობია, ხარისხიან მუსიკას უსმინოს ხალხმა, თუნდაც "ხარისხიან" ( აქ უდრის არა-სატანურ wink.gif ) როკ-მუსიკას რომ მერე ეგეთი რამეები არ წეროს! ...smile.gif

პატივისცემით,
ემზაროვნა!























როკი, არ არსებობს, დენვერ არაააააააააააააააა...გვატყუებენ ხო??? ხო მართლა გვატყუებენ???? უთხარი რო გვატყუებენ რააა......:ყელისგამოქაჩვასმაილი:


biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jan 23 2008, 01:56 AM
პოსტი #134


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



DEMIURG

რომე მეტალ ჯგუფს უსმენ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
DEMIURG
პოსტი Jan 23 2008, 02:09 AM
პოსტი #135


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,484



DEMIURG

რავი აბა ბევრს...

ძირითადად ამათ: dark tranquillity, illnath, catamenia, metallica, in flames, stratovarius

თუმცა მარტო მეტალში არ ვარ ჩაციკლული smile.gif

P.S-ის სახით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მსგავსი მუსიკის მოსმენა ნამდვილად არ არის სულისთვის დიდად სასარგებლო მაგრამ ამის გაიგივება სატანიზმთან გადამეტებულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jan 23 2008, 02:14 AM
პოსტი #136


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



DEMIURG
ციტატა
რავი აბა ბევრს...

ძირითადად ამათ: dark tranquillity, illnath, catamenia, metallica, in flames, stratovarius




აი, მაგ ჩამონათვალიდან, ვუსმენთქო თვით მეტალიკაზეც კი მე ვიტყვი, იმიტო რო არავარ ეგეთი გადამკვდარი ფანი შესწავლილი რომ მყავდეს ძირფესვიანად.....მარა მაგ ლისტის მერე თავი უკვე აღარ მიმაჩნია ხოლმე "როკერად"... IPB-ს სურათი

მარა, მერე ვიბნევი კაცო.....smile.gif

მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები და მომღერლები რატომღა მოხვდნენ "როკის" კატეგორიაში...... IPB-ს სურათი



როკი არ არის მარტო ერთი მომდინარეობა!
ამიტომ, ჯობია ყველაფერი ერთ ქვაბში არ მოიხარშოს ალბათ! IPB-ს სურათი


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jan 23 2008, 02:18 AM
პოსტი #137


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



მე Deep Purple-ს ვუსმენ ბავშვობიდან (6-7 წლიდან smile.gif ) და არა მგონია ისინი სატანისტები იყვნენ და არ მგონია რომ მათი სიმღერები მე რაიმე ცუდისკენ მიბიძგებდეს smile.gif ისე პრინციპში რაც გალობა და ხალხური სიმღერების მღერა დავიწყე აღარ ვუსმენ smile.gifარა იმიტომ რომ ცოდვად მიმაჩნია , არადამედ ვფიქრობ როცა ასეთი საგანძური გვაქვს როგორიცაა ქართული ხალხური სიმღერა და ქართული საეკლესიო გალობა , ქართველმა კაცმა სხვა მიმდინარეობებს არ უნდა უსმინოს !


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jan 23 2008, 02:30 AM
პოსტი #138


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



Didgoreli
ციტატა
ვფიქრობ როცა ასეთი საგანძური გვაქვს როგორიცაა ქართული ხალხური სიმღერა და ქართული საეკლესიო გალობა , ქართველმა კაცმა სხვა მიმდინარეობებს არ უნდა უსმინოს !


პირველ ნაწილში აბსოლუტურად გეთანხმები...მაგრამ მეორეში...... IPB-ს სურათი

ცოტა მკაცრი და კატეგორიული ნათქვამია ალბათ, არა?.... rolleyes.gif

პირიქით, მემგონი, რაც შეიძება, მეტ კარგ მუსიკაც უნდა უსმინოს კაცმა (ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს) რომ მერე უფრო დააფასოს ის რაც ოდითგანვე ჩვენი განძია (რაღაც ძაან პოეტური გადახვევა გამომივიდა....დამცინებენ ზოგ-ზოგიერთები.. IPB-ს სურათი )











და საერთოდ, VIVA კარგი მუსიკა!

მითუმეტეს, კარგი როკი! IPB-ს სურათი


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jan 23 2008, 02:53 AM
პოსტი #139


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვისმენ ქართულ ხალხურ ეროვნულ სიმღერებს
მაგრამ ამავდროულად ვუსმენ როკ მუსიკასაც, როცა ეს მინდა და ამაში მგონი არაფერი ცუდი არ არის (თუმცა მუსიკასაც გააჩნია smile.gif)


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jan 23 2008, 03:09 PM
პოსტი #140


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



likka
ციტატა
პირველ ნაწილში აბსოლუტურად გეთანხმები...მაგრამ მეორეში......

ცოტა მკაცრი და კატეგორიული ნათქვამია ალბათ, არა?....

პირიქით, მემგონი, რაც შეიძება, მეტ კარგ მუსიკაც უნდა უსმინოს კაცმა (ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს) რომ მერე უფრო დააფასოს ის რაც ოდითგანვე ჩვენი განძია (რაღაც ძაან პოეტური გადახვევა გამომივიდა....დამცინებენ ზოგ-ზოგიერთები.. )

მე პირადად უკვე ბევრ სხვა სტილის მუსიკას მოვუსმინე და შესაბამისად უკვე მივხვდი რომ ქართულ ხალხურ სიმღერასა და ქართულ გალობაზე უკეთესი არაფერი არსებობს დედამიწაზე tongue.gif ასე რომ აღარ ვუსმენ სხვას არაფერს smile.gif !!!


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი