IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს ეკლესიური გაერთიანების ისტორიიდან X ს., .
შაკო
პოსტი Nov 4 2007, 10:20 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



თამარ ქორიძე


საქართველოს ეკლესიური გაერთიანების ისტორიიდან
(X ს.)

IX საუკუნის მიწურულს (დაახლ. 80-90-იან წლებში), აფხაზეთის საკათალიკოსოს წარმოქმნის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ორი – ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) ანუ მცხეთის და აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) ანუ ბიჭვინტის საკათალიკოსოები აღმოჩნდა. წყაროებში არ არის ასახული, თუ რა დამოკიდებულება არსებობდა მათ შორის და არც ის, თუ როდის მოხდა მათი გაერთიანება. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს თვალსაზრისი, რომ დასავლეთ საქართველოს ეკლესია ბიზანტიის ეკლესიისაგან გათავისუფლებისთანავე დაექვემდებარა ქართლის საკათალიკოსოს. ეს თვალსაზრისი სწორი არ უნდა იყოს. ჩანს, აფხაზეთის საკათალიკოსო მისი არსებობის საწყის ეტაპზე (IX ს. ბოლო – X ს. პირველი ნახევარი) დამოუკიდებელი იყო ქართლის საკათალიკოსოსაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთის მეფეთა წარმატებული მცდელობა ბიზანტიის ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოსვლის შესახებ აზრს დაკარგავდა და დასავლეთ საქართველოს გათავისუფლებული საეკლესიო კათედრები, აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნის გარეშე, უშუალოდ შეუერთდებოდა ქართლის საკათალიკოსოს.
აფხაზეთის მეფეთა მოღვაწეობიდან ჩანს, რომ მათი საეკლესიო პოლიტიკის მიზანი დამოუკიდებელი ქართული ეკლესიის – აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნა იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც, მაგრამ პოლიტიკური მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა. საქართველოს გაერთიანებისათვის წარმოებულ ბრძოლას გარკვეულ პერიოდში (X ს-ის 70-იან წლებამდე) `აფხაზთა~ მეფეები ედგნენ სათავეში. მომწიფდა ეკლესიური ერთიანობის (დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს) საკითხიც, რაც ქვეყნის გაერთიანების ქვაკუთხედი უნდა ყოფილიყო. ამიტომ აფხაზეთის მეფეებმა პოლიტიკურთან ერთად ქვეყნის ეკლესიური გაერთიანებისათვის ბრძოლა წამოიწყეს, მათი აქტიური თანამებრძოლები კი ქართლის კათოლიკოსები აღმოჩნდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის გაერთიანებისაკენ მიილტვოდნენ. მოხდა პოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრა – `მცხეთა ლიხთ-იმერეთის კულტურულ-რელიგიური გაერთიანება-შემოერთებისათვის მიიწევდა, აფხაზი მეფეები კი იმერ-ამერეთის პოლიტიკურ მთლიანობას უყრიდნენ საფუძველს. აფხაზთა მეფეები პოლიტიკურ მთლიანობას ქმნიდნენ, მცხეთა კი ამ პოლიტიკურ მთლიანობას ერთს და მთლიან კულტურულ შინაარსს აძლევდა~ (1, 50).
ქართლის საკათალიკოსო დასავლეთ საქართველოში შეღწევას ჯერ კიდევ იქ ბიზანტიური ეკლესიის ბატონობის პერიოდში ცდილობდა. ცნობილია, რომ `ბიზანტიის ეკლესია ღვთისმსახურებას დასავლეთ საქართველოში ბერძნულ ენაზე აწარმოებდა. მცხეთის ტახტს კი ქართული ენა შემოჰქონდა. აღნიშნული გარემოება დიდად უწყობდა ხელს მცხეთის ტახტისა და ეგრის-აფხაზეთის მეფეების ერთობლივ საქმიანობას, რადგან დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის ქართული ეროვნული ენა იყო და ამდენად ბევრად უფრო მისაღები, ვიდრე ბერძნული~ (2, 425-426).
ს. ჯანაშია აფხაზეთში ქართული ენის გაბატონებას IX ს-ით ათარიღებდა და აღნიშნავდა: `უკვე IX ს. დამდეგიდან (თუ არა უფრო ადრე) აფხაზთა სამეფოში მწიგნობრობის, სამეფო კანცელარიისა და ეკლესიის ენა არის ქართული~-ო (3, 306). ნიშანდობლივია, რომ ქართულ ენაზე შესრულებული უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ IX ს-დან გაჩნდა* და ისინი აღმოჩენილია საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ისტორიულად უფრო ძლიერი იჟო ბერძნული გავლენა. ყველაზე ადრინდელი მათ შორის მსიგხუას (გუდაუთის რ-ნი) ეკლესიის ასომთავრული წარწერებია, შესრულებული კრამიტის კერამიკული კალიპტერების ანტეფიქსებზე (აღმოჩნდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად). პალეოგრაფიული და საამშენებლო სტილის მიხედვით მსიგხუას წარწერები ვ. სილოგავამ IX-X საუკუნეებით დაათარიღა (4, 30-31), ხოლო ლ. ახალაძემ – IX ს-ით (5, 95; 6, 364). ყოველ შემთხვევაში, წარწერის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი IX ს-ით განისაზღვრა.
მსიგხუას წარწერები მიუთითებენ, რომ აღნიშნულ ეკლესიაში ქრისტიანული მსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ხოლო მისი მშენებელი ოსტატი ან ქტიტორი ქართულ ეთნოკულტურულ სამყაროს ეკუთვნოდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაახლ. IX-X საუკუნეებიდან ქართული ენა და ქართული დამწერლობა აფხაზეთში წამყვან როლს ასრულებდა.
IX ს-ის ბოლოდან დაიწყო, აფხაზი მკვლევარის ხ. ბღაჟბას აზრით, დასავლეთ საქართველოში მანამდე ბერძნულ ენაზე არსებული დამწერლობისა და საეკლესიო ღვთისმსახურების შეცვლა ქართულით (7, 5). IX-X სს-დან მოყოლებული კი აფხაზეთში ქართულ ენაზე შესრულებული ეპიგრაფიკული ძეგლები სულ უფრო და უფრო მატულობს.
ამავე პერიოდში მოხდა `ქართლის~ როგორც პოლიტიკური ცნების შინაარსის გაფართოება და ამ ტერმინის გავრცელება დასავლეთ საქართველოზეც, რასაც ადასტურებს ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობა. X ს-ის მწერლის გიორგი მერჩულეს თვალსაზრისით, ` ... ქართლად ფრიადი ქუეყანაÁ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაÁ ყოველი აღესრულების, ხოლო კÂრილეÁსონი ბერძულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: `უფალო, წყალობა ყავ~, გინა თუ `უფალო, შეგÂწყალენ~ (9, 290).
`ქართლის~ ასეთი ფორმულირება თხზულებაში უშუალოდ IX ს-ში მომხდარ ფაქტს – მცხეთის ტახტის მიერ მირონის ხარშვის უფლების მოპოვებას მოსდევს.
რომელი ქვეყნის ეკლესიისათვის იყო სავალდებულო მცხეთას ნაკურთხი მირონი? გიორგი მერჩულეს განმარტებით, ასეთი ქვეყანა `ქართლია~. `ქართლი~ კი არის არა ეთნოგრაფიული ქართლი – იბერია, არამედ `ფრიადი ქვეყანა~ – მთელი საქართველო, ანუ ის ქვეყანა, სადაც ეკლესიებში წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობს.
ქართულმა ენამ ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა X ს-დან მოიპოვა. ამიტომ `ქართლის~ მერჩულესეული განმარტება უფრო მისი თანამედროვე ეპოქისთვის (X ს.) დამახასიათებელი მოვლენა უნდა იყოს. მეცნიერთა ერთი ნაწილის (პ. ინგოროყვა, ნ. ბერძენიშვილი) აზრით კი, `ქართლის~ აღნიშნული ფორმულირება სწორაედ აფხაზეთთან (დას. საქართველოს) მიმართებაში ჩამოყალიბდა (10, 244; 1, 50-51, შენ. 43). საინტერესოა, რომ დასავლეთ საქართველოში სწორედ X ს-დან გაჩნდა ქართული მწიგნობრობისა და კულტურის კერები. აქ მოღვაწეობდნენ X ს-ის ცნობილი მთარგმნელი და ჰიმნოგრაფი ჭყონდიდელი სტეფანე სანანოÁსძე (მარტვილის ტაძარი) (11, რნა; 12, 158-161), ქართველი ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი, რომელიც აფხაზთა მეფის გიორგი II-ის (922-957 წწ.) განსაკუთებული მფარველობითა და მხარდაჭერით სარგებლობდა. დასავლეთ საქართველოში დაიწერა აფხაზეთის `მეფეთა დივანი~, ანუ VIII-X სს-ში მოღვაწე მეფეთა ისტორია (10, 221-222) და სხვ., რაც სხვა ფაქტორებთან (დასავლეთ საქართველოში IX-X სს-ში ქართულ ენაზე შესრულებული ეპიგრაფიკული ძეგლები) ერთად ადასტურებს, რომ X ს-ში დასავლეთ საქართველოში ოფიციალურ (სახელმწიფო კანცელარიისა და საეკლესიო ღვთისმსახურების) ენად ქართული მტკიცედ დამკვიდრებული იყო. ის ქვეყანა კი, სადაც საღმრთო ლიტურგია ქართულად წარმოებდა, გიორგი მერჩულეს კონცეფციის თანახმად, `ქართლია~, ხოლო `ქართლში~ ყველგან მცხეთას ნაკურთხი მირონია სავალდებულო. რადგან აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) ეკლესიებში წირვა-ლოცვა ქართულად ტარდება, ისიც `ქართლია~, მისი ეკლესია კი მცხეთის სამწყსოა, რადგან იქ ნაკურთხი მირონით მადლმოსილია. ნ. ბერძენიშვილის თვალსაზრისით, `მცხეთის საკათალიკოსოს მხრით ეს არის კანონიკური საფუძვლების დაცვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ლიხთ-იმერეთის ეკლესიაზე ორგანიზაციულად გაბატონების მიზნით~ (1, 50-51, შენ. 3).
ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ X ს-ში, კერძოდ, 951 წელს, როდესაც გიორგი მერჩულემ `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება~ დაასრულა, საქართველოს ეკლესია უკვე ერთიანი იყო, ამ ეკლესიის საჭეთმპყრობელი კი – ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი. ამ ფაქტის დამადასტურებელია ის, რომ სწორედ მცხეთაში (ქართლში) ნაკურთხი მირონი ვრცელდებოდა `ქართლში~ (საქართველოში), ანუ მთელ ქართულენოვან სამწყსოში.
X საუკუნეში ერთიანი საქართველოს საეკლესიო იერარქიის შექმნას ადასტურებს აღნიშნულ პერიოდში ამ იერარქიის უმაღლესი მეთაურის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულით მოხსენიებაც. ვის უნდა მიეღო ახლადგაერთიანებულ ორ ქართულ საეკლესიო ორგანიზაციის საჭეთმპყრობელთაგან პატრიარქის ტიტული? ცხადია, უძველესი ქრისტიანული ტრადიციების მქონე ქართლის კათალიკოსს, რომელმაც Kკათოლიკოსის ტიტული აფხაზეთის კათოლიკოსზე გაცილებით უფრო ადრე, ჯერ კიდევ V ს-ში მიიღო და რომლის ეკლესიაც უშუალოდ უფლის კვართზე იყო დაფუძნებული.
ქართლის ეკლესიის მეთაურის ტიტულში მომხდარი ეს ცვლილება მომასწავებელი იყო ქართული ეკლესიის პოლიტიკური და სტრუქტურული განვითარების ახალი ეტაპის დაწყებისა; ეს იყო ერთიანი ეკლესიის არსებობის ხანა, რომელმაც ხუთ საუკუნეს გასტანა. ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთის კათოლიკოსმა პატრიარქის ტიტული მხოლოდ მას შემდეგ შეითავსა, რაც დასავლეთ საქართველოს ეკლესია – აფხაზეთის საკათალიკოსო გამოეყო ერთიანი საქართველოს ეკლესიას და დამოუკიდებლად არსებობის უფლება მოიპოვა. (ჩვენთვის ცნობილი აფხაზეთის პირველი კათოლიკოსი, ვინც პატრიარქის ტიტულს ფლობდა XVI ს-ის 20-30-იან წლებში მოღვაწე მალაქია I აბაშიძეა).
ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული თვალსაზრისის მიხედვით, საქართველოში პატრიარქის ტიტულის მქონე პირველი მღვდელმთავარი ქართლის კათოლიკოსი მელქისედეკ I-ია (1010-1033 წწ.).* მეცნიერთა ერთი ნაწილი (ნ. ბერძენიშვილი, ბ. კუდავა, გ. მამულია) მის მიერ პატრიარქის ტიტულის შეთავსებას ქართული ეკლესიის გაერთიანებით ხსნის და ამ მნიშვნელოვან მოვლენას მისი მოღვაწეობის წლებით ათარიღებს.
მაგრამ საისტორიო წყაროებიდან ჩანს, რომ პატრიარქის ტიტულის მქონე ქართლის კათოლიკოსი X საუკუნეში უკვე არსებობდა. ნ. მარი მიუთითებდა, რომ `კათოლიკოსი პატრიარქად (`მამათ-მთავრად~) იხსენიება ჯერ კიდევ `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში~ ("Патриархом ("мамат–мтавари") назван католикос еще в "Житии Григория Хандзтийского") (15, 136-137). ამ შემთხვევაში იგი, ალბათ, მცხეთის ტახტს თუ გულისხმობდა, რომელიც აღნიშნულ თხზულებაში იხსენიება, როგორც `საყდარი მამათ-მთავრობისაÁ~ (9, 290).** მასში ნათქვამია: `არამედ ძუელი ხანძთისა ეკლესიაÁ არსენი კათალიკოსმან (იგულისხმება არსენ I დიდი (საფარელი) – 860-887 წწ. – თ. ქ.) აკურთხა და ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მოჰფინა, რამეთუ საყდარი მამათ-მთავრობისაÁ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა~ (9, 290). აღსანიშნავია, რომ ნ. მარმა მის მიერ რუსულად თარგმნილ `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში~ მოტანილი ეპიზოდის ჩვენთვის საინტერესო ტერმინი – `საყდარი მამათ-მთავრობისაÁ~ თარგმნა როგორც "патриарший престол" (16, 123). აღსანიშნავია, რომ თხზულებაში მოხსენიებული IX ს-ში მოღვაწე ქართლის კათოლიკოსები პატრიარქის ტიტულით ჯერ კიდევ არ იწოდებიან, ავტორი მხოლოდ მცხეთის ტახტთან მიმართებაში ამბობს, რომ ის სამამათმთავროა, ანუ საპატრიარქოა, რადგან იცის, რომ მისი მოღვაწეობის, და არა მის მიერ აღწერილ ხანაში ეს ასეა. თხზულებაში მცხეთის ტახტის ამგვარი განმარტებიდან გამომდინარე, ძნელია გადაჭრით რაიმე დასკვნის გაკეთება. შესაძლოა, ავტორი აღნიშნულში სწორედ იმას გულისხმობდა, რომ მის ეპოქაში (X ს. 50-იანი წლები) საქართველოს ეკლესია უკვე ერთიანი იყო.
X საუკუნის დამლევის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი თავის თხზულებაში `ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან~, აღნიშნავს : ` ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ვერიას უწოდებდნენ, აქ [კი] ქართველნი ეწოდებათ. ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ . . . ~ (17, 67). ზ. ალექსიძემ აღნიშნული თხზულების სომხურ ტექსტში მოხსენიებული ტერმინი `მამამთავარი~ თარგმნა როგორც `პატრიარქი~. მისი აზრით, თხზულების ამ მონაკვეთში უხტანესი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მის თანამედროვე ეპოქაში ანუ X ს-ის მიწურულს ქართველებს ჰქონდათ თავიანთი ეროვნება, ენა, დამწერლობა, ჰყავდათ საკუთარი პატრიარქი და მეფე, ანუ სახელმწიფო ყველა აუცილებელი ნიშნით და საზღვრებით.
(18, 271).
აღსანიშნავია, რომ ტერმინ ~მამამთავრის~ შინაარსი ყოველთვის ერთნაირი არ იყო; თუ ადრე ის ზოგადად მღვდელმთავრის მნიშვნელობით იხმარებოდა, X საუკუნიდან თანდათანობით ძირძველი ავტიკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელის აღმნიშვნელ ცნებად იქცა.
X საუკუნეში საქართველოს ეკლესიურ ერთიანობაზე მიუთითებს ამავე საუკუნის მეორე ნახევარში აგებული პარხლის ტაძრის წარწერა. მასში კათოლიკოსი იოვანე `ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთის პატრიარქის~ ტიტულით იხსენიება (19, 95; 20, 68; 21, 303). ექ. თაყაიშვილმა იგი XV-XVI სს-ის მიჯნაზე მოღვაწე ქართლის კათოლიკოს-პატრიარქ იოვანე VIII-დ (1497-1507), ხოლო თვით წარწერა მისივე თანამედროვე ეპოქაში შედგენილად მიიჩნია, რაზედაც, მეცნიერის აზრით, მიუთითებდა წარწერის `პალეოგრაფიული ხასიათი~ (19, 96).
თანამედროვე გამოკვლევების შედეგად მოხდა წარწერის გადათარიღება. კერძოდ,
კ. დანელიამ და ზ. სარჯველაძემ ტექსტის ენობრივი და ლექსიკურ-გრამატიკული მონაცემების საფუძველზე პარხლის აღნიშნული წარწერა X საუკუნით დათარიღეს (20, 68).
ვ. სილოგავამ, ადგილზე დათვალიერების შედეგად, პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით პარხლის წარწერა ტაძრის აგების თანადროულად, ანუ X ს-ის მეორე ნახევრით დაათარიღა. მისი აზრით, წარწერაში მოხსენიებული `ქ(ართლისა) და ყ(ოვ)ლისა აღმ(ო)სავლ(ე)თისა პატრიარქი~ იოვანე არის არა იოვანე VIII, როგორც ამას ექ. თაყაიშვილი ფიქრობდა, არამედ იოვანე I ოქროპირი (980-1001 წწ.), რომელიც ქართლის პირველი კათოლიკოსი იყო, ვინც პატრიარქის ტიტულს ფლობდა (21, 301, 303). მასვე მიაჩნია, რომ ქართლის კათოლიკოსისათვის პატრიარქის ტიტულის მინიჭება დავით III კულაპალატის (X ს-ის მეორე ნახევარი) ეპოქაში მოხდა და ქვეყნის საერთო პოლიტიკური განვითარების შედეგი იყო (21, 302-303). ვ. სილოგავას დაკვირვებით, X-XI სს-ში ბიზანტიურ და ქართულ წყაროებში საქართველოს ეწოდება `აღმოსავლეთი~ და `ყოველი აღმოსავლეთი~ (21, 303). აქედან გამომდინარე, პარხლის წარწერაში მითითებული კათოლიკოს იოვანეს ტიტული `ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქი~ მიანიშნებს, რომ იგი თავის იურისდიქციას ავრცელებდა არა მარტო ქართლზე, არამედ აფხაზეთზეც, ანუ მთელ საქართველოზე. რაც მის მიერ პატრიარქის ტიტულით მოხსენიებასთან ერთად იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველო ეკლესიურად უკვე ერთიანი იყო.
მართლაც, სწორედ ეკლესიური გაერთიანების შემდეგ უახლოეს პერიოდში უნდა მომხდარიყო ერთიანი ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის ტიტულის მინიჭება, რასაც ადასტურებს პარხლის ზემოაღნიშნულ წარწერაში მითითებული კათოლიკოს იოვანეს ტიტული.
საქართველოს ერთიანი ეკლესიის შექმნის პროცესი ქართლის კათოლიკოსისათვის პარტრიარქის ტიტულის მინიჭებით დასრულდა. ძნელია იმის თქმა, იყო თუ არა პარხლის წარწერაში მოხსენიებული იოვანე ქართლის პირველი კათოლიკოს-პატრიარქი. პირდაპირი ცნობის არარსებობის გამო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჭირს, თუმცა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ იოვანე თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ამ ტიტულს ფლობდა.
ასე რომ, X ს-ის მეორე ნახევარში საქართველოს ერთიანი საეკლესიო იერარქია ქართლის კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით უკვე არსებობდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის გაერთიანებამ რამდენიმე ათეული წლით წინ გაუსწრო ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას.



დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:
1. ნ. ბერძენიშვილი , სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. III, თბ., `მეცნიერება~, 1966,
2. მ. ლორთქიფანიძე, ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, ეგრის-აფხაზეთი, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973
3. ს. ჯანაშია, აფხაზთა სამეფოს ისტორიიდან, თეზისები, შრომები, ტ. II, 1952
4. ქართული წარწერების კორპუსი, II, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ, თბ., 1980.
5. ლ. ახალაძე, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII სს-ში, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., სახ. უნ-ტი, 1998.
6. Ахаладзе Л., Эпиграфические памятники Абхазии, в кн.: Разыскания по истории Абхазии/Грузия. Тб, 1999,
7. Бгажба Х. С., Из истории письменности в Абхазии, Тб., 1967.
8. ლ. მარუაშვილი, მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები (ზოგადი სპელეოლოგია), თბ., 1973.
9. გიორგი მერჩულე, შრომაÁ და მოღუაწებაÁ ღირსად ცხორებისაÁ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაÁ, ხანძთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაÁ და მისთანა ÃსენებაÁ მრავალთა მამათა ნეტართაÁ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. I (V-X სს.), ილია აბულაძის რედაქციით, თბ, 1963
10. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე - ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურისა და სახელმწიფო ცხოვრების ისტორიიდან, თბ., 1954.
11. პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, წ. I, VIII-X საუკუნეები, ტფ., საეკლესიო მუზეუმის გამოცემა, #16, 1913.
12. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, ძველი მწერლობა, ტომის სარედაქციო კოლეგია: ალ. ბარამიძე (რედაქტორი), სოლ. ყუბანეიშვილი, მიხ. ჩიქოვანი, თბ., `საბჭოთა საქართველო~, 1960.
13. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, ქართული ისტორიული საბუთები IX-XIII სს., შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., `მეცნიერება~, 1984.
14. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, წ. I, ავტოგრაფიული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, თბ, 1991.
15. Марр Н., Исторический очерк грузинской церкви с древнейших времен, ჟურნ. "Церковные ведомости", №3, 1907.
16. Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийскаго, грузинский текст, введение, издание, перевод Н. Марра с дневником поездки в Шавшетию и Кларджию (65 рисунков), в кн: Марр Н., Тексты и разыскания по армяно–грузинской филологии, т. VII, СПБ, 1911, გვ. 83-151.
17. უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, სომხური ტექსტი ქართული თარგმანითა და გამოკვლევებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბ. 1975
18. ზ. ალექსიძე, ჯავახეთი და გუგარეთი ძველ სომეხ ისტორიკოსთა გეოპოლიტიკურ ცნობიერებაში, უხტანესი, მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, Xხი, თბ. 2005
19. Такаишвили Е., Археологическая экспедиция 1917–го года в южные провинции Грузии, Тб., издательство Академии Наук Грузинской ССР, 1952.
20. კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., `ნეკერი~, 1997
21. ვ. სილოგავა, პატრიარქი X საუკუნის საქართველოში (პარხლის წარწერა), წგ.: `ნათელი ქრისტესი. საქართველო~, წ. I, თბ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2003



--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2007, 03:05 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შაკუნა

დიდი მადლობა, საინტერესო თემისთვის. ამოვბეჭდე და ისე გავეცანი smile.gif

ციტატა(შაკუნა @ Nov 4 2007, 10:20 PM) *

გიორგი მერჩულეს განმარტებით, ასეთი ქვეყანა `ქართლია~. `ქართლი~ კი არის არა ეთნოგრაფიული ქართლი – იბერია, არამედ `ფრიადი ქვეყანა~ – მთელი საქართველო


ანტიკურ ხანაში "იბერიას" შეესაბამებოდა ტერმინი "ქართლი", ხოლო VIII -X საუკუნეებში (შესაძლოა VI-X სს-ში) შეესაბამებოდა ტერმინი "ქართველნი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 5 2007, 09:18 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(შაკუნა @ Nov 4 2007, 11:20 PM) *

თამარ ქორიძე


საქართველოს ეკლესიური გაერთიანების ისტორიიდან
(X ს.)


. ჯანაშია აფხაზეთში ქართული ენის გაბატონებას IX ს-ით ათარიღებდა და აღნიშნავდა: `უკვე IX ს. დამდეგიდან (თუ არა უფრო ადრე) აფხაზთა სამეფოში მწიგნობრობის, სამეფო კანცელარიისა და ეკლესიის ენა არის ქართული~-ო (3, 306). ნიშანდობლივია, რომ ქართულ ენაზე შესრულებული უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ IX ს-დან გაჩნდა* და ისინი აღმოჩენილია საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ისტორიულად უფრო ძლიერი იჟო ბერძნული გავლენა. ყველაზე ადრინდელი მათ შორის მსიგხუას (გუდაუთის რ-ნი) ეკლესიის ასომთავრული წარწერებია, შესრულებული კრამიტის კერამიკული კალიპტერების ანტეფიქსებზე (აღმოჩნდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად). პალეოგრაფიული და საამშენებლო სტილის მიხედვით მსიგხუას წარწერები ვ. სილოგავამ IX-X საუკუნეებით დაათარიღა (4, 30-31), ხოლო ლ. ახალაძემ – IX ს-ით (5, 95; 6, 364). ყოველ შემთხვევაში, წარწერის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი IX ს-ით განისაზღვრა.
მსიგხუას წარწერები მიუთითებენ, რომ აღნიშნულ ეკლესიაში ქრისტიანული მსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ხოლო მისი მშენებელი ოსტატი ან ქტიტორი ქართულ ეთნოკულტურულ სამყაროს ეკუთვნოდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაახლ. IX-X საუკუნეებიდან ქართული ენა და ქართული დამწერლობა აფხაზეთში წამყვან როლს ასრულებდა.
IX ს-ის ბოლოდან დაიწყო, აფხაზი მკვლევარის ხ. ბღაჟბას აზრით, დასავლეთ საქართველოში მანამდე ბერძნულ ენაზე არსებული დამწერლობისა და საეკლესიო ღვთისმსახურების შეცვლა ქართულით (7, 5). IX-X სს-დან მოყოლებული კი აფხაზეთში ქართულ ენაზე შესრულებული ეპიგრაფიკული ძეგლები სულ უფრო და უფრო მატულობს.



ხო, ქართული ენის მხოლოდ IX საუკუნეში გაბატონება მიანიშნებს იმას, რომ მანამდე ეს მხარე არ იყო ქართული ცნობიერების.

ალბათ მეთანმებით, რომ აქ ეს აზრია ჩადებული?

ეხლა იმის შესახებ რამდენად მართალია ჯანაშიას ეგ თვალსაზრისი.

ის რომ ეგ საკმაოდ ძნელი გადასაჭრელი პრობლემაა ეს ფაქტია; ამასთან ქართული სახელმწიფოებრიობა იქ 8 საუ.

ჩნდება როდესაც მეფე არჩილი გვირგვინს ანაკოფიაში იღებს, ბიზანტიის იმპერატორ ბასილიკას ვადანასისგან

(ვარდანი) [715-717) ასე რომ არჩილი ფლობდა აფხაზეთს და ლეონი აფხაზეტის მთავარი მისი ვასალი იყო!

აქდან

გამომდინარე ქართული სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ 8 ს. დასაწყისში შესულა იქ.

ამას დაუმატოთ ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობა რომლის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით ეგრისი ქართლის ნაწილი იყო

და რეალური დამოკიდებულება,თუ როგორი და რა სახის არსებობდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ჯერ

კიდევ ბოლომდე გასარკვევია.

ამასვე დავუმატოდ ის ფაქტიც რომ 9 საუკუნემდე ქართული წარწერები ისედაც ცოტა იყო შემორჩენილი და თუ დასავლეთ

საქართველოს ბერძნული ეკლესიის ქვეშ უწევდა ყოფნა, ქართული კვალი იქ კიდევ უფრო მეტად იჩრდილებოდა.

ვახტანგის დროინდელი აღმ. საქართველოს ტერიტორიაზე ქართული წარწერები ისედაც მცირეა, ასე რომ დასავლეთი

საქართვლოში მათი არ არსებობა არ უნდა გაგვიკვირდეს, ხოლო საქართველოს პირველი გაერთიანება ქართული მატიანეების

მიხედვით, აზოს დროს ხდება, როდესაც ქართულ წარწერებს საერთოდ ვერ ვხედავთ. ეს აძნელებს იმის თქმის საშუალებას იყოს

თუ არა აფხაზეთში ქართული ენა დამკვიდრებული, თუმცა ვინაიდან იქ ქართული სახელმწიფო არსებობდა, ლოგიკურია

ვიფიქროთ ქართული ენის არსებობა და გავრცელება.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 06:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი