IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

23 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები...
abo
პოსტი Feb 18 2008, 01:00 AM
პოსტი #121


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმ მომენტში იწყება, როდესაც ვუმზერთ მას მისი ფლობის სურვილის გარეშე,


ძალიან საინტერესოა, და მით უფრო რომ ეს ხშირად ვლინდება მცირეწლოვან ბავშვებში, მაგ ბაღში (სახლობანა, ცოლქმრობანა) თამაშის დროს, როცა პარტნიორს ამოირჩევ და აღარც გსურს შეცვალო. ბავშვს ამ დროს რომ ჰკითხო გიპასუხებს რომ ყავს შეყვარებული. მართალია ფიზიოლოგიურად მეორადი სასქესო ორგანოები ჯერ განვითარებული არაა, და მით უფრო ფლობის სურვილზე საუბარიც არ არსებობს, მაგრამ აქ სიყვარულის ნიშნები მაინც მკაფიოდ არის გამოხატული, სიახლოვის სურვილით, გაკეკლუცებით ან საგმირო საქმის ჩვენებით ,რომელიც რჩეულისადმია მიმართული.
შემდეგ გადის დრო და ამ უანგარობას მაინც ანგარება ცვლის.....


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 18 2008, 01:06 AM
პოსტი #122


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(abo @ Feb 17 2008, 10:00 PM) *

ძალიან საინტერესოა, და მით უფრო რომ ეს ხშირად ვლინდება მცირეწლოვან ბავშვებში, მაგ ბაღში (სახლობანა, ცოლქმრობანა) თამაშის დროს, როცა პარტნიორს ამოირჩევ და აღარც გსურს შეცვალო. ბავშვს ამ დროს რომ ჰკითხო გიპასუხებს რომ ყავს შეყვარებული. მართალია ფიზიოლოგიურად მეორადი სასქესო ორგანოები ჯერ განვითარებული არაა, და მით უფრო ფლობის სურვილზე საუბარიც არ არსებობს, მაგრამ აქ სიყვარულის ნიშნები მაინც მკაფიოდ არის გამოხატული, სიახლოვის სურვილით, გაკეკლუცებით ან საგმირო საქმის ჩვენებით ,რომელიც რჩეულისადმია მიმართული.
შემდეგ გადის დრო და ამ უანგარობას მაინც ანგარება ცვლის.....



გეთანხმები მე პირადად, აბო .

ეს ფრაგმენტი უფრო მოხვდა თვალს :

ციტატა
მისი ნიჭიერების ან მისი პიროვნების რაიმე გზით გამოყენების სურვილის გარეშე, - მხოლოდ ვუმზერთ და ვოცდებით იმ მშვენიერებით, რომელიც ჩვენს წინაშე იშლება.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 18 2008, 01:07 AM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ჩემი აზრით დაუშვათ ცოლქმრული სიყვარული დროებითია და ადამიანთა გარდაცვალებასთან ერთად მათი ეს სიყვარული გარდაისახება სხვანაირ სიყვარულში,რადგანაც სამოთხეში ერთ ადამიანს არ ეყვარება მეორე როგორც ცოლი ან ქმარი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 23 2008, 04:36 AM
პოსტი #124


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



როგორ მივეცი პირობა ფორუმს, კანუდოსელის ინციდენტის და სენატის, ჩემდა გასაკვირად (biggrin.gif ) სამართლიანი და გაწონასწორებული გადაწყვეტილების შემდეგ, დავბრუნდი ფორუმზე და ისევ მოცემული თემის ირგვლივ და ისე სუროჟელის ნაშრომზე მსურს შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება...
ხშირად იბადება კითხვა, რაში მდგომარეობს ზნეობრივი მხარე ქორწინების საიდუმლოსი და როდის იწყება იგი, თუმცა მოდით ჯერ ამ ციტატას ჩავუღმავდეთ:

"...საჭიროა მტკიცედ ვიცოდეთ, რომ ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის ხორციელი ერთობა არის მათი ურთიერთობის არა დასაწყისი, არამედ სისავსე და ზღვარი, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი ადამიანი შეერთდა გულით, გონებით, სულით, მათი ერთობა შეიძლება გადაიზარდოს, გადავიდეს ხორციელ მთლიანობაში, რომელიც ამ დროს არის უკვე არა ხარბი ფლობა ერთიმეორისა, არა პასიური დანებება ერთიმეორისადმი, არამედ წმინდა საიდუმლო, ნამდვილი საიდუმლო, ე.ი. ისეთი მოქმედება, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს ღვთისაგან და მივყავართ მისკენ"

ე.ი. აქ ხდება ურთიერთობის ორი მხარის არა ფიზიკურის და ფიზიკურის ხაზგასმა, ეს უკანასკნელი, როგორც დამაგვირგვინებელი შეერთებისა, ეს მნიშვნელოვანი პასაჟია, რადგან დღეს დამკვიდრებულია სხვა აზრი, რომ სექსუალური "გამოცდილება" წყვილს აძლევს ერთმანეთის "აღმოჩენის" და შემეცნების ახალ პერსპექტივებს; და მოულოდნელი "სიუპრიზებიდან" თავდაცვას, ანტონი სუროჟელი, კი ხორციელ ურთიერთობას არ თვლის, რაიმე დამატებით ფსიქოლოგიურ ფაქტორად ადამიანის გაგების ქორწინებამდელ გზაზე, არც მხოლოდ მიწიერ და მხოლოდ დაცემულ ვნებისეულ ლტოლავს ხედავს: "არა ხარბი ფლობა ერთიმეორისა, არა პასიური დანებება ერთიმეორისადმი", არამედ უფრო მაღალ დონეზე აყავს, რაც საერთოდ ორიგინალურია, ხორციელი ურთიერთობის ასეთ მაღალ დონეზე ამაღლება უიშვიათესია, ჭამისა და სმის ამაღლება ცნობილია რაც ზიარებისას ხდება, ახლა ეს მეორე ფენომენია, მაგრამ ევქარისტიისა და ქორწინების საიდუმლოს სხვა რამეც აერთიანებს; ესაა ერთიანობის მიზანი, სუროჟელი მიტროპოლიტი იყენებს ერთერთ მამას ( არ ასახელებს ისე):

"...ქორწინება, როგორც ერთობა დანაწევრებულ სამყაროში, არის ისეთი საიდუმლო, სასწაული, რომელიც აღემატება ყოველგვარ ბუნებრივ ურთიერთობას, ყოველგვარ ბუნებრივ მდგომარეობას. და ხორციელი ქორწინებაც ასევე, ეკლესიის ერთ-ერთი მამის სწავლებით, გვევლინება საიდუმლოდ, რომელიც ჰგავს ევქარისტიას, მორწმუნეთა ზიარებას, რა აზრით? იმ აზრით, რომ ევქარისტიის დროს ღვთის ძალით, სიყვარულის და რწმენის ერთმანეთთან შემაერთებელი სასწაულით, მორწმუნე და ქრისტე ერთნი ხდებიან. ქორწინების დროსაც (რა თქმა უნდა, სხვა დონეზე და სხვაგვარად), ერთმანეთის რწმენისა და სიყვარულის წყალობით, ორი ადამიანი გადალახავს ყოველგვარ გათიშულობას და იქცევა ერთიან არსებად, ერთ პიროვნებად ორი პირის სახით. ეს ერთდროულად არის სულიერ-სამშვინველ-ხორციელი ქორწინების სისავსეც და უბიწოების სისავსეც, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ეპყრობა, როგორც სიწმინდეს და ყველა თავის ურთიერთობას, ხორციელის ჩათვლით, აქვევს წმინდა საიდუმლოდ, ისეთ რამედ, რაც მიწიერს აღემატება და მარადისობაში გადადის."


ბოლომდე ამას მაინც ვერ გავიგებთ, უბრალოდ იმიტომ, რომ საიდუმლოა, მაგრამ შეგრძნება ყველას ძალუძს, მართლაც შეყვარებულთა და ამ სიყვარულით დაქორწინებულთაგან ვიცი, რომ იქ ხორციელი ურთიერთობა, ამ სიყვარულის ბუნებრივი და სიყვარულისმიერი განცდაა...

დღეს ამ ნაწყვეტით დავასრულებ და გული მწყდება, რომ ეს სახარებაში არაა შეტანილი, რადგან წარმოადგენს ერთერთი სახარების თარგმანის ფრაგმენტს, რომელიც კანონიკურ ტექსტში არ მოხვდა, მაგრამ თავად ეს ნაწყვეტი არის უაღრესად გულში ჩამწვდომი:

"..ერთ-ერთ ძველ ხელნაწერში არის ადგილი, სადაც ქრისტეს ეკითხებიან: „როდის მოვა ღვთის სასუფეველი?“ და ქრისტე პასუხობს: „ღვთის სასუფეველი უკვე მოსულია იქ, სადაც ორნი - უკვე ორნი კი არა, ერთნი არიან...“

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 23 2008, 05:18 AM
პოსტი #125


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კაიროს,

მართლა კარგად წერია და გასაგებად. მადლობთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2008, 03:32 AM
პოსტი #126


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სანამ სუროჟელს დავუბრუნდებოდე, რადგან ძალიან ბევრი რამაა საფიქრალი: მანამ ერთ მოკლე და საინტერესო სტატიას შემოგთავაზებთ, ცოლ-ქმრულ ( თუ იერარქიის მიხედვით ქმარ-ცოლურ biggrin.gif ) ურთიერთობაში არსებულ პრობლემატიკას ეხება:

СУПРУЖЕСКИЕ КОНФЛИКТЫ И ИХ ПРЕОДОЛЕНИЕ
Из книги священника Павла Гумерова «Малая Церковь», изданной Сретенским монастырем в 2008 г.

Супружеская жизнь — это, к сожалению, не постоянный праздник жизни, «буйство глаз и половодье чувств». В любой семье бывают и кризисные периоды, и конфликты, и непонимание. Но важно помнить, что все это — явления временные. Пережить эти сложные моменты можно только набравшись терпения и внимания друг к другу.

Мы не будем рассматривать ситуации, когда между супругами уже ничего не осталось и они приняли окончательное решение расстаться. Посоветовать тут что-либо сложно, осталось только молиться за них. Но чаще всего бывает, что оба супруга тяготятся сложившейся ситуацией и хотят примирения, но не знают, как это сделать.

Болезнь легче предупредить, чем вылечить, это общеизвестно. Раздражение, гнев, упреки нужно пресекать в себе на самом подходе. Не нужно дожидаться, когда все обострится до предела. Как говорит апостол Иаков: …язык — небольшой член, но много делает. Посмотри, небольшой огонь как много вещества зажигает! И язык — огонь, прикраса неправды… (Иак 3, 5–6). Иногда после бурного выяснения отношений, когда становится очень стыдно за все, что было сказано в сердцах, понимаешь: конфликт не стоил и выеденного яйца. Всего этого можно было избежать, сдержавшись и призвав силу воли на подмогу.

Приходилось слышать признания людей, находящихся в затяжном семейном конфликте, что они, дескать, вступили в брак без любви и теперь мучаются.

Любовь, конечно, была. Я прекрасно помню этих людей в ранний период, когда они были ласковы и нежны друг к другу. Но они не сумели сохранить то, что было, и все хорошее скоро забылось. Древо любви нуждается в каждодневном поливе. Таким супругам нужно очень хорошо разобраться в своих отношениях. Спокойно выяснить, что для каждого из них составляет идеал семейного счастья, и, используя все то хорошее, что было, начать строить заново. И любовь обязательно вернется, если сами люди этого хотят. Ведь нам заповедана любовь даже к врагам.

Так называемые кризисы в семье случаются по двум причинам: 1) либо супруги не смогли притереться друг к другу; 2) либо не сумели сохранить то, что было.

Первый род кризиса приходится, как правило, на начальные годы жизни в браке.

«Чему можно уподобить семью? Представим себе два камня, острых и твердых. Пока они не соприкасаются друг с другом, вроде бы все хорошо, один другой не задевает. Но положи их в мешок и потряси сильно и долго. Возможны два варианта: либо камни обтесываются и уже не ранят друг друга, либо не хотят избавляться от своих острых углов, и тогда рвется мешок и камни вылетают из него. Мешок — это семья. Либо супруги через мелкие самопожертвования притираются, либо разлетаются в злобе друг на друга»[1], — пишет священник Илья Шугаев в своей книге «Один раз на всю жизнь».

Второй род семейных кризисов связан с временными и возрастными изменениями. Либо сами супруги, либо их жизнь как-либо меняется, и люди не всегда могут перестроиться, привыкнуть к этим изменениям. То есть появляется новое испытание, а супруги к нему не готовы, не могут сохранить то хорошее, что было. В кризисные периоды жизнь семьи терпит перемену. Например, вырастают дети, вылетают из гнезда. Супругам приходится привыкать к этому новому положению, иногда притираться заново, учиться любить друг друга. Но, как говорили древние латиняне «кто предупрежден — тот вооружен». И кто готов к трудностям, легко может их преодолеть.

Я уже упоминал, что конфликты в семье происходят в основном по двум причинам: 1) из-за того, что кто-то «тянет одеяло на себя» и не хочет начать исправляться сам; 2) из-за нежелания ничего менять. Назову и третью причину: неумение супругов понять друг друга. Например, жена жалуется, что муж очень изменился, перестал уделять ей внимание, приходит с работы и сидит у телевизора. Ей хочется заботы, ласки, и ей кажется, что у них совсем разные представления о семье.

Вот что отвечает психолог А.В.Курпатов:

«Вы говорите, что у вас с мужем разные представления о семье. А вы знаете, какие у него представления? Вы должны узнать, какой (в картинках) ваш муж видит свою идеальную семью. Именно идеальную, то есть не с вами, а вообще. Какой она должна быть? Выведите его на этот доброжелательный и искренний разговор, разведайте. Вполне возможно, что его представления об идеальной семье не слишком отличаются от вашего. Но, как вы думаете, знает ли он, какой вы видите вашу идеальную семью? Сомневаюсь. Скорее всего, он не в курсе. И когда дойдет у вас до откровенности, имеет смысл и его поставить в известность.

Только в том случае, если в ваших идеальных (воображаемых) моделях семьи вы с мужем сможете найти общие точки соприкосновения, есть шанс на восстановление нормальных, гармоничных отношений. Сразу предупреждаю: поиск этих “точек соприкосновения” должен проходить без обвинений, угроз, шантажа, обид, резких высказываний и зацикливания на мелочах. Среди сора и плевел вы должны будете отыскать зерна — здоровые зерна, способные дать всходы. Из прошлого можно взять лучшее, в будущее можно смотреть оптимистично, друг друга можно и нужно поддерживать — и тогда реконструкция пойдет на пользу: и брак восстановите, и себя не потеряете»[2].

Мы часто ждем от человека чего-то и очень злимся, когда он об этом не догадывается, а сказать ему боимся. Остается добавить, что откровенная беседа должна быть очень душевной и спокойной, ни в коем случае не затевайте что-либо в раздраженном состоянии, будет только хуже!

Никто не будет спорить, что раздражительность, гнев, уныние очень мешают в браке, и стараться изменить свой характер к лучшему нужно в первую очередь для себя. Человек, который отказывается что-либо изменить в себе, рискует остаться один. Грех, который мы совершаем, направлен в первую очередь против нас самих.

Случается, что супруги больно ранят друг друга, так что простить бывает очень трудно. Слышал совет: если никак не можешь простить человека, представь, что ты его хоронишь и должен подойти ко гробу и дать последнее целование. Однажды ко мне пришла женщина и жаловалась на мужа, который сильно обижал ее. Она говорила, что готова уже развестись с ним. Через два дня он скончался во цвете лет от сердечного приступа. Горе жены не знало границ.

Теперь немного поговорим о типах характеров. Они всем известны: холерик, сангвиник, флегматик, меланхолик. Нередко в брачном союзе сходятся люди совершенно разных темпераментов. Это неплохо, они могут дополнять друг друга. Но бывает, что это служит причиной непонимания. Любящим супругам очень важно разобраться, какой тип характера у тебя и твоей половины.

Мужа с эмоциональным, вспыльчивым характером может раздражать то, что жена-флегматик очень спокойно реагирует на его переживания. А ведь в глубине души она, может, переживает и чувствует все гораздо глубже и сильнее. Просто нужно уметь понять это по каким-либо определенным признакам. Конечно, это приходит не сразу.

Очень часто можно видеть, как хлопотливые жены, раздраженные молчаливым спокойствием мужей, зацикливаются на какой-нибудь мелочи и бесконечно их «пилят». Как-то я видел сувенир: маленькая пила воткнута в бревно, и на ней написано: «Пили, но знай меру». Когда нас «клинит» на пустяке и мы не можем остановиться, из мухи получается слон.

Никто не может посоветовать, как воздействовать на близких. Даже психотерапевты лишь помогают «изменить наши собственные эмоциональные реакции на то или иное событие»[3]. Психику человека не переделаешь. Если мы изменимся сами, глядишь, и он пойдет тебе навстречу.



--------------------------------------------------------------------------------

[1] Священник Илия Шугаев. Один раз на всю жизнь. С. 21.

[2]Курпатов А.В. Конфликты в семье. — М., 2006. С. 32–33.

[3] Курпатов А.В. Конфликты в семье. С. 34.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 28 2008, 04:37 AM
პოსტი #127


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



[quote]სუროჟელის ნაშრომზე მსურს შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება[/quote]
ვაგრძელებ სუროჟელიდან ნაწყვეტებს:
ნახეთ რა მარჯვედ იყენებს ქრისტიანული ქორწინების ახსნისას გაბრიელ მარსელს, ქვემოთ კი გერმანელ ავტორებსაც:
[quote]ქორწინებაში არის მარადიული განზომილება, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე უკეთ გამოხატა ფრანგმა მწერალმა გაბრიელ მარსელმა. იგი წერს: „უთხრა ადამიანს: „მე შენ მიყვარხარ“ - იგივეა, რაც უთხრა მას: „შენ მარად იცოცხლებ, არასოდეს არ მოკვდები“.[quote]

ეს კი სიყვარულის საინტერესო და ღრმა ხედვაა:

ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, თითქოს ვიცით, რა არის სიყვარული და შეგვიძლია სიყვარული. სინამდვილეში ძალიან ხშირად შეგვიძლია მხოლოდ ადამიანური ურთიერთობებით პირის ჩატკბარუნება. ვფიქრობთ, რომ გვიყვარს ადამიანი, რადგან მის მიმართ ალერსის გრძნობას განვიცდით, რადგან მასთან თავს კარგად ვგრძნობთ; მაგრამ სიყვარული - რაღაც უფრო მეტია, ბევრად უფრო მომთხოვნი და, ზოგჯერ, ტრაგიკულიც.
სიყვარულს სამი მხარე აქვს:
1) ჯერ ერთი, შეყვარებული ადამიანი გასცემს, სურს გასცეს. მაგრამ იმისათვის, რომ გასცეს, იმისათვის, რომ გასცეს სრულყოფილად, გასცეს ისე, რომ მიმღებს ტკივილი არ მიაყენოს, საჭიროა იცოდეს გაცემა. ხშირად ხდება, რომ გავცემთ არა სიყვარულით, ნამდვილი, თავგანწირული, უხვი სიყვარულით, არამედ იმიტომ, რომ როდესაც გავცემთ, ჩვენში იზრდება საკუთარი მნიშვნელობის, საკუთარი სიდიადის შეგრძნება. გვგონია, რომ გაცემა - არის საკუთარი თავის განმტკიცების, საკუთარი თავისთვის და სხვა ადამიანებისთვის საკუთარი მნიშვნელობის ჩვენების ერთ-ერთი ხერხი. მაგრამ ამ პირობებით ადამიანისგან მიღება - ძალზე მტკივნეულია. სიყვარულს მხოლოდ მაშინ ძალუძს გაცემა, როდესაც საკუთარ თავს ივიწყებს; ადამიანი გასცემს, როგორც ერთ-ერთმა გერმანელმა მწერალმა თქვა, ისევე, როგორც ჩიტი გალობისას. არა იმიტომ, რომ საჭიროა, იძულებითია მისგან გაცემა, არამედ იმიტომ, რომ გაცემა - მისი სულის გალობაა, სიხარულია, რომელშიც შესაძლოა თავი დაივიწყო სხვა ადამიანის სიხარულისთვის. ისეთი სიყვარული, რომელსაც გაცემის უნარი აქვს, გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
2) მეორე მხრივ, სიყვარულში საჭიროა მიღების ცოდნა; მაგრამ ზოგჯერ მიღება გაცემაზე ბევრად უფრო ძნელია. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამ მტანჯველია მივიღოთ რაიმე, განვიცადოთ წყალობა ადამიანისგან, რომელიც არ გვიყვარს, ან პატივს არ ვცემთ; ეს არის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი. ჩვენ ამას ვხედავთ ბავშვებში: როდესაც ვინმე, ვინც მათ არ უყვართ, ვისი სიყვარულისაც არ სჯერათ, აძლევს მათ საჩუქარს, მათ სურთ გათელონ საჩუქარი იმიტომ, რომ იგი შეურაცხყოფს მათი სულის სიღრმეს. იმისთვის, რომ შეგვეძლოს გაცემა და შეგვეძლოს მიღება, საჭიროა გამცემის სიყვარული იყოს თავდავიწყებული, ხოლო მიმღებს უყვარდეს გამცემი და უსათუოდ დარწმუნებული იყოს მის სიყვარულში. დასავლელმა მოსაგრემ ვენსან დე პოლმა, აგზავნიდა რა ერთ-ერთ თავის მონაზონს ღარიბთა დასახმარებლად, მას უთხრა: „გახსოვდეს - დაგჭირდება მთელი სიყვარული, რისი უნარიც კი შესწევს შენს გულს იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ მოგიტევონ შენი წყალობანი...“ ჩვენ რომ ეს უფრო ხშირად გვახსოვდეს, ნაკლებად გაგვიკვირდებოდა, როცა გარშემომყოფნი უსიხარულოდ, ზოგჯერ შეკუმშული გულით მოგვმართავენ დახმარებისთვის და ღებულობენ ჩვენგან მას.
3) მაგრამ იქაც კი, სადაც გაცემა და მიღება - ზეიმია, სიხარულია, არის სიყვარულის კიდევ ერთი მხარე, რომელსაც ვივიწყებთ. ეს არის თვითშეწირვა არა იმ აზრით, რასაც ჩვეულებრივ მასზე ვფიქრობთ; მაგალითად, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, მზად არის მისთვის იმუშაოს, მოიკლოს რაიმე იმისთვის, რომ მან მიიღოს რაიმე საჭირო, რომ მშობლებს შეუძლიათ მოიკლონ საჭირო რამ იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ მაძღრები და ჩაცმულები და ზოგჯერ საჩუქრის მიღების სიხარულიც იგემონ. არა; ის თვითშეწირვა, რომელზეც მე ვსაუბრობ, უფრო მკაცრია: იგი შეეხება რაღაც უფრო მეტად შინაგანს. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მზად არის სხვისი სიყვარულისათვის გადგეს განზე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ხანდახან ხომ ასეც ხდება ქმარსა და ცოლს შორის: მათ უყვართ ერთმანეთი ძლიერ, მტკიცედ, ალერსიანად, სიხარულით, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ეჭვიანობს ცოლი ქმარზე ან ქმარი ცოლზე - არა ვინმესთან მიმართებაში, ვისაც ძალუძს აქვე, ახლავე დააყენოს მათი სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ წარსულის გამო. მაგალითად, შორდებიან ბავშვობის მეგობრები; სადღაც მოგონებების სიღრმეში ინთქმება წარსულის განცდები. მას, ვისაც ასე გიჟურად, უგუნურად უყვარს, სურს, რომ ცხოვრება დაიწყოს მხოლოდ მათი შეხვედრის მომენტიდან. ხოლო ყოველივე ის, რაც წინ უსწრებს ამას, ცხოვრების, სულის, ურთიერთობების მთელი სიმდიდრე - მას სახიფათოდ ეჩვენება; ეს არის რაღაც, რაც ცხოვრობს საყვარელი ადამიანის სულში მისგან დაუკითხავად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ. იმიტომ, რომ ადამიანს არ შეუძლია დაიწყოს ცხოვრება რომელიმე დღიდან, თუნდაც საყვარელ, ძვირფას ადამიანთან შეხვედრის ყველაზე ნათელი დღიდან. მან უნდა იცხოვროს თავისი სიცოცხლის დასაწყისიდან. შეყვარებულმა უნდა მიიღოს წარსულის საიდუმლო, როგორც საიდუმლო და მოუფრთხილდეს მას, დაიცვას იგი, უნდა დაუშვას, რომ წარსულში იყო საყვარელი ადამიანის ასეთი ურთიერთობები მშობლებთან, მეგობრებთან - იყო ცხოვრების ისეთი მოვლენები, რომლებთანაც იგი სხვაგვარად ვერ იქნება თანაზიარი, თუ არა მოსაფრთხილებელი, ალერსიანი, მოკრძალებული სიყვარულით. და აქ იწყება არე, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ რწმენის არე არა მხოლოდ ღმერთისა, არამედ ერთი ადამიანის მეორისადმი ურთიერთრწმენისა.[/quote]

საუცხოოა!


კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 28 2008, 09:59 PM
პოსტი #128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
საუცხოოა!


უნაკლოა!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Mar 30 2008, 03:13 PM
პოსტი #129


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(KAIROS @ Feb 23 2008, 04:36 AM) *

"...ქორწინება, როგორც ერთობა დანაწევრებულ სამყაროში, არის ისეთი საიდუმლო, სასწაული, რომელიც აღემატება ყოველგვარ ბუნებრივ ურთიერთობას, ყოველგვარ ბუნებრივ მდგომარეობას. და ხორციელი ქორწინებაც ასევე, ეკლესიის ერთ-ერთი მამის სწავლებით, გვევლინება საიდუმლოდ, რომელიც ჰგავს ევქარისტიას, მორწმუნეთა ზიარებას, რა აზრით? იმ აზრით, რომ ევქარისტიის დროს ღვთის ძალით, სიყვარულის და რწმენის ერთმანეთთან შემაერთებელი სასწაულით, მორწმუნე და ქრისტე ერთნი ხდებიან. ქორწინების დროსაც (რა თქმა უნდა, სხვა დონეზე და სხვაგვარად), ერთმანეთის რწმენისა და სიყვარულის წყალობით, ორი ადამიანი გადალახავს ყოველგვარ გათიშულობას და იქცევა ერთიან არსებად, ერთ პიროვნებად ორი პირის სახით. ეს ერთდროულად არის სულიერ-სამშვინველ-ხორციელი ქორწინების სისავსეც და უბიწოების სისავსეც, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ეპყრობა, როგორც სიწმინდეს და ყველა თავის ურთიერთობას, ხორციელის ჩათვლით, აქვევს წმინდა საიდუმლოდ, ისეთ რამედ, რაც მიწიერს აღემატება და მარადისობაში გადადის."
ბოლომდე ამას მაინც ვერ გავიგებთ, უბრალოდ იმიტომ, რომ საიდუმლოა, მაგრამ შეგრძნება ყველას ძალუძს, მართლაც შეყვარებულთა და ამ სიყვარულით დაქორწინებულთაგან ვიცი, რომ იქ ხორციელი ურთიერთობა, ამ სიყვარულის ბუნებრივი და სიყვარულისმიერი განცდაა...


მე ასე ვიტყოდი, რომ ქორწინება არის განსაკუთრებული მისტიკური რიტუალი, რომელიც სექსუალურ ურთიერთობას დასაშვებს ხდის და ცოდვის იარლიყისგან ანთავისუფლებს. ( ცოცხალი სასწაული smile.gif )


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 18 2008, 03:17 AM
პოსტი #130


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მე ასე ვიტყოდი, რომ ქორწინება არის განსაკუთრებული მისტიკური რიტუალი, რომელიც სექსუალურ ურთიერთობას დასაშვებს ხდის და ცოდვის იარლიყისგან ანთავისუფლებს. ( ცოცხალი სასწაული )

ძალიან დიდი გაშიფვრის და გაწმენდის რიტუალი სჭირდება ამ ციტატას ქრისტიანულად მისაღები რომ გახდეს, მაგრამ მაინც გასაგებია biggrin.gif
ახლა ერთ საკითხს მინდა მივხედოთ, კერძოდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან ყველაზე გავრცელებულს... მრუშობას...
როდის იწყება იგი, სად მთავრდება და როგორ შეიძლება თანამედროვე სამყაროში მისი საზღვრების დადგენა, ეს არაა ადვილი საკითხი, ამიტომ ზედაპირულად ნუ დავწერთ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Apr 18 2008, 11:43 AM
პოსტი #131


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ახლა ერთ საკითხს მინდა მივხედოთ, კერძოდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან ყველაზე გავრცელებულს... მრუშობას...
როდის იწყება იგი, სად მთავრდება და როგორ შეიძლება თანამედროვე სამყაროში მისი საზღვრების დადგენა, ეს არაა ადვილი საკითხი, ამიტომ ზედაპირულად ნუ დავწერთ...

ოოო, ძალიან მტკივნეული პრობლემაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Apr 18 2008, 01:02 PM
პოსტი #132


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(neo @ Nov 9 2007, 09:37 PM) *

ცოდვა ღმერთის მცნებების დარღვევაა მაგრა პრაქტიკულად რომ აღქმადი გახდეს შეიძლება ითქვას:

ცოდვა არის ის რაც ვნებს ადამიანს ან სხვა ადამიანებს, რადგან სხვების ვნება სიყვარულის კანონის მიხედვით თავადვე უბრუნდება ადამიანს, ისე როგორც სვებისათვის კარგის კეთება...

ცნებები იცავენ თვითონ ადამიანსვე, ღმერთი ამბობს არ იმრუშო იმიტომ რომ ამით შენთ თავს ზიანს აყენებ... მარტივად ამით კარგავ სიწმიდეს, შესაბამისად ღმერთთან ურთიერთობის უნარს, შესაბამისად სიყვარულის უნარს...

ყველა ცოდვა ადამიანს თვითონვე ვნებს... გადამეტებული სიამოვნება ნიშნავს ,,ვნებიან" დამოკიდებულებას... ვნებას კიდე ვნება იმიტომ ქვია რომ გვნებს smile.gif

გეთანხმები

ძალიან საინტერესო თემაა მადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 19 2008, 03:36 AM
პოსტი #133


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ოოო, ძალიან მტკივნეული პრობლემაა

ნამდვილად, რადგან ეს ერთადერთი ცოდვაა, რომელიც ყველაზე მეტად პოპულარულია სასიკვიდინე ცოდვებს შორის, ჩვენ როგორც აზიატურად მოაზროვნეებს შეგვეფერება, ჩვენს აზიატობას და მასკილიზმს, ვმალავთ ფსევდომართლმადიდებლური აზროვნების ქვეშ; საკმარისია გადაავლოთ თვალი რას წერენ მრუშობაზე ( სას. პირები ან სტუდენტები და ა.შ.) რომ აშკარად ანტიფემინიზმი და ქალთა დისკრიმინაცია ხვდებით sad.gif

აი ნაწყვეტები:

"ქალი, რომელიც თავის სხეულს ნახევრად შიშველს ატარებს ემსგავსება მეძავს, რადგან ის ყოველ ადამიანში ვნების ცეცხლს აღანთებს და მრუშობისაკენ უბიძგებს ისე, რომ ამას შეიძლება თვითონაც ვერ აცნობიერებდეს. მეძავს შუბლზე არ აწერია, რომ იგი მეძავია, ჩაცმულობა და გარეგნობაა მისი მამხილებელი. "

"ვაი შენდა, დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები! თავს ნუ იტყუებ: როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ წარმოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცთური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისათვის ვაი შენდა!

ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვისი განგებ ცდუნების განზრახვა არ გქონია, მაგრამ ეს დანაშაულს არ ამსუბუქებს. ... შენ, დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულემ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე. მაშ იცოდე, დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!"

ნუ ეს ყველაფერი მართლა სამარცხვინოა, თუკი იმ ფონზე განვიხილავთ რაც ხდება როცა გოგონებს ლამის კაბის ზომა აუღონ...

ახლა ვინც მე მიცნობს, მიხვდება, რომ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩაცმის კულტურა უმნიშვნელოა, არამედ იმას რომ აქცენტის გაკეთება გოგონებზე, სირაქლემის პოზიციას გავს, ეშმაკის სხვაში ძებნას...

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ცოდვაზე, სქესის განურჩევლად, ვისაუბროთ მის ხასიათზე, მავნებლობაზე, გავრცელებაზე და ა.შ.

თქვენ რას იტყვით?

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Apr 20 2008, 11:53 PM
პოსტი #134


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ქალის ჩაცმულობა მართლაც მოქმედებს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 21 2008, 01:00 AM
პოსტი #135


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მართლაც მოქმედებს

ეგ რათქმაუნდა დავით, მაგრამ საქმე არის ხარისხებში, ანუ რას აყენებენ პირველ და მეოთხე რანგზე, ჩვენთან მთელი აქცენტი გადადის ქალებზე, ყველა ჯოხი მათზე ტყდება და ყველაფერში ისინი გამოდიან დამნაშავენი, ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი თავად ეკლესიაშიც კი! ხშირად ეკლესიაშიც კი მუსირებს აზრი, რომ კაცი თუ მრუშობს, ან რა მოხდა მერე ან ეპიტემია და მორჩა, ქალი კი... ( არ ვიტყვი ახლა იმ სიტყვას, თავადაც მიხვდებით)...
სამოსი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, ხშირად ვნებით შეპყრობილი ადამიანი, შეიძლება ოდნავ ჩახსნილმა კაბამ უფრო გააღიზიანოს, ვიდრე ნახევრადშიშველმა ჩაცმულობამ..
მე მსურს, მოვნახოთ ლიტერატურა ამ ცოდვის ბუნების შესახებ, მისი რაობის და მოქმედების შესახებ, თორემ "არ შეიძლება" ტრაფარეტებით შორს ვერ წავალთ, უნდა ვიყოთ მზად ვუპასუხოთ კითხვას "რატომ"...
გავაგრძელებ smile.gif
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Apr 21 2008, 09:13 PM
პოსტი #136


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
სამოსი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, ხშირად ვნებით შეპყრობილი ადამიანი, შეიძლება ოდნავ ჩახსნილმა კაბამ უფრო გააღიზიანოს, ვიდრე ნახევრადშიშველმა ჩაცმულობამ..

სრულებით გეთახნემები.
თუ გინახავს მულტფილმი "პერსეპოლისი". მანდ არის ეგ და სხვა მრავალი პრობლემა დასმული. მანდ, მართალია, მუსლიმური სამყაროზეა საუბარი, მაგრამ მაინც საგულისხმოა. თუ არ გინახავს ჩემი რჩევაა ნახო აუცილებლად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Apr 26 2008, 12:50 AM
პოსტი #137


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
მე ასე ვიტყოდი, რომ ქორწინება არის განსაკუთრებული მისტიკური რიტუალი, რომელიც სექსუალურ ურთიერთობას დასაშვებს ხდის და ცოდვის იარლიყისგან ანთავისუფლებს. ( ცოცხალი სასწაული )


ეს არც ისე სწორი შედარებაა

ქორწინება გვაძლევს მადლს, რომელიც ორ სხეულს ერთად გარდაქმნის. ხოლო თუ ქორწინებაში სიყვარული არ იქნება, არმედ იქნება მხოლოდ შიშველი სექსი მას ეს ღვთაებრივი მადლი დაეკარგება. ქამ საიდუმლოს იმიტომაც ჰქვია საიდუმლო რომ ბოლომდე მისი არსი შუცნობელია. ანუ ეს არ არის სიძვის საწინააღმდეგო კომპრომისი.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Apr 26 2008, 12:55 AM
პოსტი #138


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(KAIROS @ Apr 19 2008, 04:36 AM) *

ნამდვილად, რადგან ეს ერთადერთი ცოდვაა, რომელიც ყველაზე მეტად პოპულარულია სასიკვიდინე ცოდვებს შორის, ჩვენ როგორც აზიატურად მოაზროვნეებს შეგვეფერება, ჩვენს აზიატობას და მასკილიზმს, ვმალავთ ფსევდომართლმადიდებლური აზროვნების ქვეშ; საკმარისია გადაავლოთ თვალი რას წერენ მრუშობაზე ( სას. პირები ან სტუდენტები და ა.შ.) რომ აშკარად ანტიფემინიზმი და ქალთა დისკრიმინაცია ხვდებით sad.gif

აი ნაწყვეტები:

"ქალი, რომელიც თავის სხეულს ნახევრად შიშველს ატარებს ემსგავსება მეძავს, რადგან ის ყოველ ადამიანში ვნების ცეცხლს აღანთებს და მრუშობისაკენ უბიძგებს ისე, რომ ამას შეიძლება თვითონაც ვერ აცნობიერებდეს. მეძავს შუბლზე არ აწერია, რომ იგი მეძავია, ჩაცმულობა და გარეგნობაა მისი მამხილებელი. "

"ვაი შენდა, დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები! თავს ნუ იტყუებ: როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ წარმოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცთური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისათვის ვაი შენდა!

ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვისი განგებ ცდუნების განზრახვა არ გქონია, მაგრამ ეს დანაშაულს არ ამსუბუქებს. ... შენ, დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულემ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე. მაშ იცოდე, დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!"

ნუ ეს ყველაფერი მართლა სამარცხვინოა, თუკი იმ ფონზე განვიხილავთ რაც ხდება როცა გოგონებს ლამის კაბის ზომა აუღონ...

ახლა ვინც მე მიცნობს, მიხვდება, რომ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩაცმის კულტურა უმნიშვნელოა, არამედ იმას რომ აქცენტის გაკეთება გოგონებზე, სირაქლემის პოზიციას გავს, ეშმაკის სხვაში ძებნას...

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ცოდვაზე, სქესის განურჩევლად, ვისაუბროთ მის ხასიათზე, მავნებლობაზე, გავრცელებაზე და ა.შ.

თქვენ რას იტყვით?

იხარეთ;

კაიროსი!



ვიზიარებ. smile.gif ძაან კარგად და კლაკონურადაა ნათქვამი. smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 16 2008, 03:39 AM
პოსტი #139


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ, ზნეობრივი საკითხი ძალიან მივიწყებულია...

აშკარაა რომ განვიცდით დიალოგის თითქმის სრულიად უცოდინარობას, დაწყებული ჩვენი პოლიტიკოსებით,
როცა ნებისმიერი დაპირისპირება ერთმანეთის ლანძღვაში გადადის, დამთავრებული სამწუხაროდ ჩვენი ეკლესიით...

და რათქმაუნდა ამ ფორუმით... მინდა ცოტა ხანი დავფიქრდეთ ამაზე, როგორ ვისწავლოთ დიალოგი? როგორ
მივეჩვიოთ ჩვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის პატივისცემას? ერთია როცა ადამიანმა გააკრიტიკოს აზრი და თქვას რომ ეს აზრი აბსურდია, სისულელეა და სხვაა, რომ მეორემ ამაზე უპასუხოს რომ ის ეშმაკის გზაზეა, ეკლესიის მტერია და ა.შ. ან შენ ვინ ხარ ამასდაამას რომ წერ, რა გაგიკეთებია და ა.შ. ვინ იცის ვის რა გუკეთებია, ვინ ვინაა ღვთის წინაშე? მოკლედ ის რასაც ნებისმიერი ფორუმელი ნახავს ნებისმიერ ოდნავ გამწვავებული კამათის დროს, რატომ? უპირველესად დიალოგის კულტურის არ ქონის გამო, ამ კულტურას სწავლა, შეჩვევა უნდა, შემწყანრებლობის დიდი მნიშვნელობა აქაც აღინიშნება, ჩვენი ერთერთი ფორუმელის ხელმოწერა "მოუსმინე ორივე მხარეს" ნიშნავს, არა მარტო მოსმენას, არამედ გამოძიებას, იქნებ სინამდვილეს ამბობს მოკამათე მხარე? ამიტომაა აუცილებელი, რასაც ვიტყვით აუცილებლად გავამყაროთ არგუმენტებით და როცა ეს უკანასკნელნი არა გვაქვს უნდა ვთქვათ, რომ ეს ჩვენი პირადი აზრია, და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მოწინააღმდეგე აზრის უცილობლად მცდარად ჩათვლა წინასწარ და განუხილველად...

ეკლესიის მამების კამათის სტილი ვისწავლოთ უნდა, მახსოვს ბ.ნი ედიშერი გვასწავლიდა ერთი 10-12 წლის უკან ამას, მამები როცა წერილობით კამათში შედიოდნენ, არასდროს ჰაერზე არ კამათობდნენ, მათი ნაწერი შედგებოდა
სამი ნაწილისაგან
1) მეორე მხარის არგუმენტები, მოყვანილი სრულად ( არა ნაგლეჯებით)
2) არგუმენტების განხილვა და საპასუხო აზრი
3) დამამტკიცებელი კონტარგუმენტები, დოკუმენტებით გამტკიცებული ( და ყველა დოკუმენტეზე უნდა იყოს მინიშნებული საიდანაა აღებული, ისე არა ჩვენში რომ იციან მამები ამბობენ smile.gif )
და უცილობელი წესი, არანაირი შეხება ადამიანის ღირსებასთან ან ვინმეს რწმენის დახასაითება; ასევე ვინმეს ცხოვრების დახასიათება და მოკლედ საერთოდ შეხება სხვის პიროვნებაზე...
როგორ უნდა მივეჩვიოთ ნელნელა დიალოგს?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 16 2008, 12:37 PM
პოსტი #140


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



KAIROS
ციტატა
როგორ
გადავეჩვიოთ ჩვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის პატივისცემას?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ალბათ მივეჩვიოთ უნდა დაგეწერა ხო? biggrin.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

23 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 10:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience