![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#21
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
მე არ ვიცი რატომაა დღეს მოდაში ქართველების ლანძღვა-გინება, მაგრამ ერთ ეპიზოდს შეგახსენებთ გუშინდელი მოვლენებიდან: როცა იმედის შენობასთან 5 პატრულის თანამშრომელი ხელკეტებით სცემდნენ წაქცეულს, მივიდა ახალგაზრდა ბიჭი და ზედ გადაეფარა, თვითონ შეუშვირა თავი ხელკეტებს და ის ადამიანი დაიცვა. ჩემთვის ეს ქრიტიანობაა, თქვენ თუ წარმართობას უწოდებთ, თქვენი ნებაა... მე არ ვამბობ, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ქრისტიანული ფესვები ჯერ კიდევ მძლავრადაა ქართველებში და მჯერა, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდება, ღმერთის შეწევნით. +1 ![]() ცრემლი მომაწვა მაგ მომენტში |
მარიამი |
![]()
პოსტი
#22
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა მე არავინ არ გამილანძღია და მე ქართველი ერის შვილი ვარ! ჩემნაირი კიდევ უამრავია! ხოდა ის უამრავი მანც ვქმნით ქართველ ერს და ერთეულების გულისთვის ნუ შესდგებით ეხლა! ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#23
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
რა კოცნა-ხვევნაა აქ? რა დროს გულისაჩუყებაა?
განა ის, რომ ის თქვა რა ტკივა და უჭირს შენს ერს, ეს არაპატრიოტიზმია? ილია არ გახსოვთ "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია"? სწორედ მაგ სიყვარულით დაწერა კანუდოსელმა, მე და სხვამ , რაც საგინებელია ჩვენს ერში უნდა იგინოს და ამოიფხვრას, რაც სათქმელია უნდა ითქვას! მოდით ისევ ილიას შეგახსენებთ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ბედნიერი ერი ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი; ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი, გულხმიერი; მცირე, დიდი - ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი. ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი? 29 აგვისტო, 1871 წ. ............ ამის მეტი არც კანუდოსას უთქვამს, არც მე დ არც არავის... ღმერთმა იხსნას საქართველო! კაიროსი! ციტატა ჩვენ ერად ვერ ჩამოვყალიბდით ჯერ მართალია ციტატა ქრისტე თავიდან საქადაგებელია საქართველოში უფრო მართალია! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#24
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ჩვენ ერად ვერ ჩამოვყალიბდით ჯერ ტყუილია! ქართველი ერი ერად საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა. ეს რომ ასე არ იყოს, დღემდე ვერც მოვაღწევდით. შეუძლებელია ბრბომ გაუძლოს იმდენ ქარტეხილებს, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა. უღირსები ყველგან არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელს ერს ჩიქრი მოსცხო. და ილია, სხვათაშოროს, სწორედ "ერად" მოგვიხსენიებს მაგ ლექსში და არა ბრბოდ. თუმცა კი გულისტკივილს გამოთქვამს ერის დაცემის გამო და ამ გულისტკივილს მეც ვუერთდები. მაგრამ არასდროს შევუერთდები ზოგიერთების პათოსს: რომ ჩვენ ერი არა ვართ. აი, სწორედ ამ იდეის დამკვიდრება უნდა მტერს ქართველი ხალხის შეგნებაში! დღესაც არიან ღირსეული ადამიანები, ერის ღირსეული შვილები და არც თუ ცოტა. და ვისაც ბრბოს ნაწილი ჰგონია თავი და არა ერის, შეუძლია სხვა რომელიმე "ჩამოყალიბებულ ერს" მიეკედლოს და სასირცხვილოც აღარაფერი ექნება. ილიას ციტატას მოვიყვან მეც: ამ სახით რომ გვართმევენ ყოველს ჩვენს ეროვნულ ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას... გივბათილებენ ისტორიასაც... რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი?.. ვისი უნარია ყოველივე ეს? რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის?.. ღმერთმა გვაშოროს, იგი ცოდვა მთელს ერს შევწამოთ... ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველი პატიოსანისა და ჭკუათმყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად-ხსენება - დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი წადილები. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილ ადამიანს არ ეპატიება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#25
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მარიამ, რად აღელდი?
ციტატა ვისაც ბრბოს ნაწილი ჰგონია თავი და არა ერის, შეუძლია სხვა რომელიმე "ჩამოყალიბებულ ერს" მიეკედლოს და სასირცხვილოც აღარაფერი ექნება. ეს ცოტა ზედმეტი იყო... ციტატა ზოგიერთების პათოსს: რომ ჩვენ ერი არა ვართ. აბა ეს ხომ არც კანუდოსელსს უთქვამს, არც მე და არც ამას ვატკიცებდი ზემოთ დაწერილ პოსტში, ერი ვართ და ვიქნებით, ამას იქით დაგიმტკიცებთ თუ გინდა ![]() მაგრამ ჩვენ სხვა რამეს ვწერთ, ვერ გაიგე, ჩვენ ვსაუბრობთ ჩამოყალიბებაზე, სხვაა ერი, რომელიც არის და სხვაა როცა იზრდება და ყალიბდება, საქართველო 200 წელი დამოუკიდებელი არ ყოფილა, ახლა გახდა და ჯერ არაა ჩამოყალიბებული იმდენად, რომ დემოკრატიულად გაიზარდოს, პრობლემების ცივილიზირებულად მოგვარების პრეცედენტის შესწავლაზე რომ გვესაუბრა პატრიარქი, ეს არ მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბლები ვართ? ის რომ ყოველ 4 წელში რევოლუციებს ვახდენთ და 16 წლის განმავლობაში ერთი პრეზიდენტის გადარჩევაც კი ვერ შევძელით, ეს ხომ ჩამოუყალიბლებაზე მეტყველებს? ის რომ არავინ არც პოზიცია და არც ოპოზიცია პატრიარქს არ უჯერებს, ეს ხომ ჩამოუყალიბლობაა? ის რაც ნახე გუშინ , გარდა რამე ერთეული შემთხვევებისა, რაა? ანუ მე დავსვი კითხვა, როგორ უნდა გავიზარდოთ, ისევე როგორც ილიამ თავის ლექსში... ვფიქრობ ახლა უფრო ნათელია, იხაროს საქართველომ! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#26
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა მარიამ, რად აღელდი? როცა ადამიანს ეუბნებიან, ერი არა გაქვს და ბრბოს ნაწილი ხარ ყველა შენი წინაპრიანადო, თუ ოდნავ რამე შერჩენია პატრიოტული, წესით უნდა აღელდეს... ციტატა ეს ცოტა ზედმეტი იყო... შეიძლება... ციტატა ამას ვატკიცებდი ზემოთ დაწერილ პოსტში, ერი ვართ და ვიქნებით ციტატა ჩვენ ერად ვერ ჩამოვყალიბდით ჯერ ეს ორი წინადადება ერთი და იგივე აზრს გამოხატავს? ![]() ციტატა სხვაა ერი, რომელიც არის და სხვაა როცა იზრდება და ყალიბდება იზრდება და ყალიბდება ერად? თუ არის რაღად ყალიბდება? მაშინ უნდა თქვათ, რომ იზრდება და ყალობდება, ვთქვათ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, და არა - ერად. კაიროს, გასაგებია რასაც გულისხმობ და შენს პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ამ ტერმინების აღრევას ვერასდროს ვერ შევეგუები. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
k@the |
![]()
პოსტი
#27
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მარიამმა თქვა უკვე ჩემი სათქმელიც.
აი რას ნიშნავს ჩამოუყალიბებლობა და რადიკალიზმი ყველაფერში! ![]() ერთი შეცდომა და 'ჩვენ ჩამოყალიბებული ერი არ ვართ'. საკითხი სწორად უნდა დაგესვათ ბატონო კანუდოსელო და ბატონო კაიროს ![]() აი, რომ გეთქვათ, საზოგადოებრივი მართლშეგნება არა გვაქვს ჩამოყალიბებულიო, დაგეთანხმებოდით კიდეც. ხოლო იმაზე რაც აქ მანამდე ითქვა, ძალიანაც სწორი პროტესტი გამოიწვია მარიამში! 'ვოტ ტაკ'-ით, ქეთი! ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#28
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა 'ვოტ ტაკ'-ით, ქეთი! ![]() ![]() ![]() ბოდიში ოფისთვის, მაგრამ ძალიან გამეცინა... "გავუზიაროთ"-ში უნდა წავიდე, გადავიხარხარო ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#29
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
kato_Bato
ციტატა როგორც მაშინ არ შეგვეძლო მშვიდად გავყოლოდით პატრიარქს, შეკითხვების გარეშე (და ამისთვის დღემდე ვძრახავდით ჩვენს მშობლებს) ისე ახლა. როგორც მაშინ არ შეგვეძლო ღრიალის გარეშე პრობლემის მოგვარება, ისე ახლა. როგორც მაშინ არ ვიცოდით რა იყო შუალედი, ისე ახლა. ამას იტყვი, იმისტი ხარ იმას იტყვი_ ამისტი. რა გამოსწორდა? რა შეიცვალა? ყველფერი სხვისი ბრალია ნუთუ? ღმერთი რომ არ გვწამებია, ესეც სხვისი ბრალია? ღმერთი ღმერთიო და ერთხელ წაიბორძიკა ჩვენიანმა ისევ ათასჯერ რომ თვალებში ჩაგვიხედავს და რა არ დავაყარეთ თავზე, როგორი შეურაცხყოფა.. და რის გამო. ვის გამო. რაც არ ვიცით სინამდვილეში რა არის და არც არასოდეს გვეცოდინება. ამ სიტყვებში ნამდვილად გეთანხმები. ქრება თითქოს ერთიანი სული, ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებას ვეჩვევით და თან სუკეთესო გამოსავლად გვეჩვენება. უფალი ურთიერთ სიყვარულს გვასწავლის, ჩვენს შემთხვევაში ერთეულები თუ ახერხებენ ამას. რაც ქართველს და საქართველოს ტანჯვა და უბედურება გაუვლია ბევრი ერი ამდენს ვერ გადაიტანდა, მაგრამ მაინც მოვედით აქამდე, ეხლა კი მხოლოდ უფალი, სიყვარული და ერთმანეთის უანგაროდ გვერდით დგომა თუ გადაგვარჩენს. იოლია წერო სიყვარულზე, მაგრამ არაა იოლი შევასრულოთ რასაც უფალი გვიქადაგებს და ჩვენც ვიმეორებთ. სიყვარული და თანადგომა მხოლოდ სიტყვებით კი არა საქმით უნდა გამოვაჩინოთ. ღმერთმა უშველოს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქართველ ხალხს. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#30
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
აბა რომლები ითავებთ განმანათლებლების ფუნქციას :
![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#31
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
გუშინ ერთერთმა აქციაზე დაზრალებულმა ახალგაზრდამ მომიყვაა როო სამებაში ასულები მამებს საყვედრობდნენ " ადრე ერი და ბერი ერთად იდგაო და სად ხართო " და მამაოს უპასუხია " ადრე ბერი და ერი თითქმის ერთი და იგივე იყოო და ეხლა ვართო ? !" ჩვენთან ერთად ტიროდნენ მამები და ტკიოდათ განხეთქილებაოო ,ტკიოდათ რო ვერ აშომშინებდნენ სპეცნაზმელის ჩასაქოლად ქვებმომართულ ხალხს ...
მე შემრცხვაა იმ ქართველი ბიჭის სპეცრაზმელის მუზარადი მურვანყრუს თავივით რო ააფრიალაა ! გუშინ ასევე სუფრაზე კაი ქართველი ბიჭები წამოდგნენ და საუბრობდნენ ქართული ხასიათის ჭირ-ბოროტზე ზარმაცებიოო ასეთებიო ისეთებიო .. საკმარისი აღმოჩნდა შეზარხოშება ერთ ერთი მათგანი მომიტრიალდაა და : ქართველები მაინც მაგრები ვართო ეხლაო კი ამბობენ ზარმაცებიო მაგრამ ეგრე არ არისოო ![]() ასეე ჩემო კარგებოო ჩავკიდოთ ერთმანეთ ხელები ოღონდ თვალებს თუ დახუჭავთ უფრო დრამატული იქნება გაერთიანების სულისკვეთება ! -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#32
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვისაც ბრბოს ნაწილი ჰგონია თავი და არა ერის, შეუძლია სხვა რომელიმე "ჩამოყალიბებულ ერს" მიეკედლოს და სასირცხვილოც აღარაფერი ექნება. მარიამ ოდნავ წესიერი საუბარი არ გაწყენდა. ერის ერთ ერთი მთავარი ნიშანი არის საერთო ცოდვის საერთო განცდა...ანუ ცოდვისა, რომელიც მთელ ერს მიუძღვის დანაშაულად... მაგალითი გერმანული რეალობიდან: ჰიტლერის არსებობის ფაქტს გერმანელი ერი ერთად აღიქვამს როგორც საკუთარ ცოდვას მაგალითი ქართული რეალობიდან: სტალინი დღემდე დიდი ქართველის სახელით მოიხსენიოს ლამის საზოგადოებამ....საკმაოდ დიდმა ნაწილმა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
serafita |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 171 რეგისტრ.: 15-May 07 წევრი № 1,913 ![]() |
7 ნოემბრის ,,მიუღებელი ქმედებები'' ქართველი ერის ლანძღვა-გინებით გინდათ გაამართლოთ? უბრალოდ სირცხვილია მეტი არაფერი.
-------------------- ''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''
|
k@the |
![]()
პოსტი
#34
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ერის ერთ ერთი მთავარი ნიშანი არის საერთო ცოდვის განცდა...ანუ ცოდვისა, რომელიც მთელ ერს მიუძღვის დანაშაულად... ![]() ციტატა მაგალითი გერმანული რეალობიდან: ჰიტლერის არსებობის ფაქტს გერმანელი ერი ერთად აღიქვამს როგორც საკუთარ ცოდვას მაგალითი ქართული რეალობიდან: სტალინი დღემდე დიდი ქართველის სახელით მოიხსენიოს ლამის საზოგადოებამ....საკმაოდ დიდმა ნაწილმა მდა,... ჯერ ერთი: გერმანელს რო კითხო, ჰიტლერი გერმანელი არ იყოო გეტყვის! (განათლებულ გერმანელებს) მეორე: ამ არასრულფასოვნების კომპლექსს, რომელსაც სკოლაში და ყველგან, გერმანელებს უნერგავენ, შენ თუ ცოდვის განცდას ეძახი, მე ეგრე არ მგონია! მესამე: სწორედ მაგ კომპლექსის გამოა, რომ დღეს ეს საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ერი, ეროვნულ ფასეულობებს ყველაზე ბოლო ადგილას აყენებს! მათ ფაქტიურად პატრიოტულობის განცდა არ გააჩნიათ. ან თუ გააჩნიათ, ეგ ტაბუდადებული თემაა! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო. ისევ და ისევ გავიმეორებ, ქართველები რადიკალისტები ვართ და ეს შედარება, შენს მიერ მოყვანილი, უადგილოა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ ქართველობისა ისევე გვრცხვენოდეს, როგორც უმრავლეს გერმანელებს გერმანელობის! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#35
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ერის ერთ ერთი მთავარი ნიშანი არის საერთო ცოდვის საერთო განცდა... ეს ახალი განმარტებაა? ციტატა მაგალითი გერმანული რეალობიდან: ჰიტლერის არსებობის ფაქტს გერმანელი ერი ერთად აღიქვამს როგორც საკუთარ ცოდვას მაგალითი ქართული რეალობიდან: სტალინი დღემდე დიდი ქართველის სახელით მოიხსენიოს ლამის საზოგადოებამ....საკმაოდ დიდმა ნაწილმა ძალიან სადავო მაგალითი მოიყვანე... და ზემოთ დაწერილი ასევე სადავო განმარტების და ამ მაგალითის საფუძველზე დაასკვენი, რომ გერმანელი ერი ერია და ქართველი ერი ერი არაა ხომ? მალადეც! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#36
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
7 ნოემბრის ,,მიუღებელი ქმედებები'' ქართველი ერის ლანძღვა-გინებით გინდათ გაამართლოთ? უბრალოდ სირცხვილია მეტი არაფერი. საინტერესოა ეს მთავრობა ვინ მოიყვანა სათავეში, ქართველმა თუ გადამთიელმა? საინტერესოა ოპოზიციაში ნაძირლებს ვინ მისცა გასაქანი, ქართველმა თუ გადამთიელმა? საინტერესოა, ადამიანი როდესაც თავის ტკივილს გამოხატავს, სირცხვილის ნიშანია, თუ ტკივილის პ.ს. ზედმეტობაში გადადიხართ ![]() ეს ახალი განმარტებაა? ძალიან სადავო მაგალითი მოიყვანე... და ზემოთ დაწერილი ასევე სადავო განმარტების და ამ მაგალითის საფუძველზე დაასკვენი, რომ გერმანელი ერი ერია და ქართველი ერი ერი არაა ხომ? მალადეც! განმარტება ჩემი არაა და მაგალითიც ნამდვილად არაა ჩემი გამოგონილი... და კიდევ: ადამიანი როდესაც რაღაცას ამბობს, აჯობებს ჯერ ერთი ორი ამოისუნთქო და მერე დაწერო, რომ ემოციებმა გაგიაროს...ჩემი დაწერილი: "ერად ვერ ჩამოვყალიბდით" არანაირად არ გულისხმობდა ერის ისტორიას, არამედ სახელმწიფოებრივ საერთო შეგნებას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#37
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა განმარტება ჩემი არაა და მაგალითიც ნამდვილად არაა ჩემი გამოგონილი... ეს არ ნიშნავს, რომ სწორია ![]() ციტატა ჩემი დაწერილი: "ერად ვერ ჩამოვყალიბდით" არანაირად არ გულისხმობდა ერის ისტორიას, არამედ სახელმწიფოებრივ საერთო შეგნებას ჰოდა მასე გეთქვა, შე დალოცვილო, რატომ ურევდი ამ ტერმინებს ერთმანეთში? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#38
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ეს არ ნიშნავს, რომ სწორია ![]() ჰოდა მასე გეთქვა, შე დალოცვილო, რატომ ურევდი ამ ტერმინებს ერთმანეთში? მარიამ მე მეგონა რომ ვსაუბრობდი ადამიანებთან, ვისაც ადექვატურად ესმის შინაარსი...ტერმინი "ერი" მოიხსენიება სოსიოლოგიურ და ფილოსოფიურ მეცნიერებაში როგორც სინონიმი ამ ერის მიერ შექმნილი სახელმწიფოსი. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#39
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მარიამ მე მეგონა რომ ვსაუბრობდი ადამიანებთან, ვისაც ადექვატურად ესმის შინაარსი...ტერმინი "ერი" მოიხსენიება სოსიოლოგიურ და ფილოსოფიურ მეცნიერებაში როგორც სინონიმი ამ ერის მიერ შექმნილი სახელმწიფოსი. რაც არასწორია. შეიძლება სახელმიწოფებრიობა საერთოდ არ ჰქონდეს ერს, სულაც დამონებული იყოს სხვა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ეროვნულობა არ დაკარგოს. მაგ განმარტებით ილას დროს ერი არ ვყოფილვართ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#40
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ეს არ ნიშნავს, რომ სწორია ![]() არასწორია რა? რომ გერმანელები არ ამბობენ იმას რაც ვთქვი, თუ რომ სტალინს არ აფეტიშებს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი? - ეს ხომ ფაქტია თუ განმარტებას გულისხმობ ერისა? მაშინ სტალინის განმარტება მოგეწონება შენ - ჩვენთან ეგ ითვლება ერთადერთ (საკმაოდ კარგ,მაგრამ არასრულ) განმარტებად და სხვა არ არსებობს ![]() რაც არასწორია. შეიძლება სახელმიწოფებრიობა საერთოდ არ ჰქონდეს ერს, სულაც დამონებული იყოს სხვა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ეროვნულობა არ დაკარგოს. მაგ შემთხვევაში უკვე ერის ეთნო-ერთიანობის განცდა ამუშავდება და სახელმწიფო ხდება თემი და ის განმარტება რჩება ძალაში,მაგიტომაცაა რომ ფილოსოფიაში სწორედ ერი ითქმის და არა სახელმწიფო - რადგან ეს შეიძლება არც ქონდეს მას მარიამი ახლა ქრისტიანობაზე: რაო რას მეუბნები? ქრისტიანული ფესვები ჯერ კიდე გვაქვსო? ![]() არ გეწყინოს მარა მე არც მითქვამს რომ ფესვები არ გვაქვს, ნუ მპასუხობ იმაზე, რა კითხვაც არ დამისვამს.... ის კაცი რომ ვიღაცას გადაეფარა, ეს კარგია, მაგრამ 20 კაცი ერთს რომ უბათქუნებდა - ეს დღევანდელი რეალობის "ქრისტიანობაა" ის რომ გადაეფარა - ეს ნამდვილად გმირობაა, მაგრამ საცოდავ მოხუცს რამდენიმე ნაძირალა ხელკეტით რომ ბუთქავდნენ -ეს ასევე ჩვენი რეალობაა პ.ს. სოფლებში გადი და იქ ნახავ ქრისტიანობას შეზავებულს წარმართობასთან.... სვანეთში აჯობებს არც გახვიდე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი