IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> დამეხმარეთ მამაო
sali150
პოსტი Nov 21 2007, 01:33 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 21-November 07
წევრი № 3,220



დამლოცეთ მამაო...... ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ბავშობიდან მაკლია სითბო და სიყვარული, არ მყავს და-ძმა არც ისეთი ნათესავები რომლებსაც ვეყვარები, ხანდახან მარტოსულად ვგრძნობ თავს, მინდა მყავდეს და_ძმა მინდა ჩემს ოჯახში სიყვარყლი და სიხარული იყოს. არც ბებია და ბაბუა მყავს,რომლებიც ძალიან მაკლია. ჩემი მშობლები ყოველდღე ჩხუბობენ, მეც დეპრესიული გავხდი, ყველაფერი მაღიზიანებს, დედასაც სულ ვეჩხუბები და მიზეზიც მაქვს:_(თავს არ უვლის, არც სახლს ალაგებს,ხანდახან ისეთ რაღაცეებს იტყვის გადამრევს და მეგობრებთან შემარცხვენს.)მაგრამ მაინც ვნანობ ჩემს საქციელს,რადგან ძალიან მიყვარს. ძალიან მაკლია სითბო და სიყვარული ნათესავების მიმართაც.... არა და მე ყველა ძალიან მიყვარს. დღესაც ძალიან მაწყენინა ბიძაშვილმა და მისმა ცოლმა._ დაბადების დღე ქონდა ბიძაშვილს დამიძახა მოვეხმარე და როდესაც სტუმრები მოვიდნენ არც დამსვეს სუფრასთან, არა და თითქმის ჩემი ტოლი იყო ყველა. მე რა არ მეკუთნოდა?...ჩემი მეორე ნათესავი რომელიც ჩემზე პატარაა ის კი დაასვეს..ვეღარ გაუძელი და წამოვედი, (ან რა უნდა მეკეთებინა მარტო ოთახში) არც ის უთქვამს დარჩი, რატო მიდიხარ? გაგაცილებ, სხვას ყველას ყურადღებას აქცევს, მე კი..... ერთხელ არ უთქვია ჩემთვის ტკბილი სიტყვა, არ მომფერებია. ყველა ნათესავი ასეა ჩემს მიმართ ვერავინ ვერ მამჩნევს. გული ძალიან მტკივა. ჩემს მეგობრებს რომ ვუყურებ, მშურს რა ნათესაობა, რა მოსიყვარულე ოჯახი,როგორ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ ...მამაო გულში საშინელი სიცარიელე მაქვს, საკუთარი თავი შემძულდა, ადამიანების მიმართ ნდობა დავკარგე. ეჭვიანი და შურიანი გავხდი..აღარც სიყვარულის მჯერა...მგონია რომ სიყვარულშიც დავიტანჯები. თუმცა ნათესავებს არ ვუყვარვარ და სხვას როგორ ვეყვარები. მაპატიე მამაო, მაგრამ ხანდახან მგონია ღმერთსაც არ ვუყვარვარ..თქვენი იმედი მაქვს მამაო დამეხმარეთ და მირჩიეთ რა ვქნა...გული ძალიან ძალიან მტკივა.... ვფიქრობ ცოტა ხნით მონასტერში ხომ არ წავიდე... სალი 20 წლის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Nov 24 2007, 11:42 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა მოსკოვში ერთი გამოჩენილი მოძღვარი, აწ უკვე წმიდანად შერაცხილი დეკანოზი ალექსი მეჩოვი. საკმაოდ ადრე დაქვრივდა, დაეკარგა საყვარელი მეუღლე და შერჩა ოთხი მცირეწლოვანი შვილი. მოძღვარი, რომელიც სხვათა ნუგეშინისმცემელად დაადგინა უფალმა, თავად მიეცა სასოწარკვეთას. მას ურჩიეს მისულიყო წმიდა იოანე კრონშტადტელთან და ეამბო თავისი გასაჭირი. მართლაც, ასე მოიქცა. მამა იოანემ მას უთხრა სიტყვები, რომლებაც შემოაბრუნა მამა ალექსის ცხოვრება. აი რა უთხრა: "გააფართოვე შენი გული, დაიტიე სხვათა ტკივილი, ანუგეშე სხვა და მოგეშვება შენ". ისე შეცვალა მისი ცხოვრება წმიდანის ამ სიტყვებმა, რომ ცნობილ ოპტელ ბერებთან მისულ მოსკოველებს მამები ეტყოდნენ: "რისთვის მოხვედით აქ, როცა თქვენ მამა ალექსი გყავთ?"

სიყვარულის ნაკლებობა, ალბათ ყველაზე დიდი ტკივილი და პრობლემაა. მაგრამ თქვენ მოუსმინეთ წმიდა იოანე კრონშტადტელს, ეცადეთ ისწავლოთ არა მომხმარებლური, არამედ გამცემი, ჭეშმარიტი სიყვარული და აუცილებლად იგრძნობთ შვებას.

ჭეშმარიტი სიყვარულის ერთადერთი სასწავლებელი არის ეკლესია და არ არის სიყვარულის სისრულე მის გარეთ. თუ დამიჯერებთ, მოშურნე ეკლესიურობა შეგაძლებინებთ უმოკლეს დროში შეცვალოთ თქვენი შინაგანი სამყარო, შეხედულებები, ცნობიერება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეიცვლება დამოკიდებულება გარემოსადმი და სხვა კუთხით დანახული ოჯახი, სამეგობრო, სანათესაო არ იქნება უკვე ტკივილის წყარო. აუცილებლად გჭირდებათ მოძღვართან საუბარი, და არ მსახურების დროს, არმედ სადაგ დღეს, როცა მოძღვარს ექნება თავისუფალი დრო მოისმინოს თქვენგან ყველაფერი, რაც გაწუხებთ. უფალმა გიწინამძღვროთ ცხოვნების გზაზე.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 01:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი