IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

37 გვერდი V « < 34 35 36 37 >  
Reply to this topicStart new topic
> ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით...
MARI-MARIKO
პოსტი Aug 7 2010, 01:30 AM
პოსტი #701


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



IPB-ს სურათი
როგორ მჭირდები ასე ამაყი,
ასე სათუთი მშვიდი თვალებით
გახსოვს საღამო, მთვარე კვდებოდა,
კვდებოდა ჩუმი გარდაცვალებით.
მინდა მოგენდო როგორც ცას ჩიტი,
როგორც მდინარეს ნაკადულები,
ვიცი მაჯობებ ამ სიყვარულში,
მაგრამ ჯიუტად გედიდგულები sad.gif
და თუნდაც მქონდეს ყალბი იმედი
შემოვალ შენში ზეცის ფერებით
მინდა შევიგრძნო დიდი სინაზე
და სიძლიერე შენი ხელების!
როგორ მჭირდები ასე ამაყი,
ასე სათუთი მშვიდი თვალებით
გახსოვს საღამო, მთვარე კვდებოდა,
კვდებოდა ჩუმი გარდაცვალებით.
(ავტორი-დალი-ყარაულაშვილი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Aug 8 2010, 08:57 PM
პოსტი #702


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



შეჩერდი,წამო!სად გარბიხარ,სად გეჩქარება?
შეჩერდი,წამო!შენ ხომ უკან არ დაბრუნდები!
,,შეჩერდი,წამო!"-ასე გითხრა ღამე ნათევმა,
როდესაც ცაზე გაკიაფდა ტანჯვის ღრუბლები!

შენ კი არ გესმის შენი სმენა ხომ დახშულია,
ისევ მიდიხარ,მიგაქროლებს დროის მერანი!
ჩვენი ცხოვრების მინდორი ხომ დანაღმულია,
უმზერს სიკვდილი ყოველ ნაბიჯს ცივი,ვერანი!

შეჩერდი,საით?ეს ქვეყანა წამით ფასდება,
შეჩერდი,წამო!შენ ყველაზე მშვენიერი ხარ

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 13 2010, 10:59 PM
პოსტი #703


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ.
მე ვარ... როგორ გითხრა?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ..

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 21 2010, 10:39 PM
პოსტი #704


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი..
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა..

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 21 2010, 10:47 PM
პოსტი #705


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
IPB-ს სურათი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Sep 24 2010, 11:19 PM
პოსტი #706


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აუ რამდენი ხანია აქ აღარ შემომიხედია. მომნატრებია აქაურობა.
კაი ლექსებია, შემოგიერთდებით მეც. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Oct 28 2010, 09:30 PM
პოსტი #707


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც…
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

IPB-ს სურათი

* * *

წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -
ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.
მე ჩემს თავს უფრო ძლეირად ვთვლიდი
სხვა არაფერი შემშლია მეტი.

აი, შედეგიც… დრომ მეც გამტეხა.
დრო მეც ზარივით დამემხო თავზე.
არადა, ალბათ კიდევ რამდენ ხანს
უნდა იდინოს ამ მტკვარმა ასე.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Oct 28 2010, 11:30 PM
პოსტი #708


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771





--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Dec 14 2010, 10:59 PM
პოსტი #709


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



არ დამთავრდა
ეს დაცემენტებული, ტრიალი მინდორი,
ყოველ მეორე წელს ზედ უფსკრულის პირას გაშეშება
მარილის სვეტად
(უკან ნუ მიიხედავ,
სოდომი წინაც ბევრგანაა).
ორი პური, ცოტა წყალი
და უსასრულო გზა დაწყებულია.
დროდადრო შეგხვდებიან,
გეტყვიან, რომ შენი სჯერათ
და შენც დარცხვენილი,
იძულებული გახდები, გააგრძელო
ეს დაცემენტებული და ტრიალი წამება.
ნუ ზუზუნებ,
როგორც შემოდგომის ბუზი,
რომელმაც არ იცის,
რომ მხოლოდ ასეთი ცხოვრება აქვს,
სეზონური.
შემოდგომა უკვე იწურება.
ახლა მწერები მოკვდებიან,
ცხოველები კი დაიძინებენ,
ზამთარი მხოლოდ ადამიანებისთვისაა.
მათ აქვთ ჩვევა, ყველანაირ ამინდში გამოვიდნენ
და იარონ, სანამ დაცემენტებული მინდორი არ დამთავრდება.
შენ კი ამ დამთავრებული მინდვრის იქით,
წრის გადაღმა,
სადაც არაფერი, თვით სიცარიელეც კი აღარაა,
შეგიძლია ფართოდ გაახილო თვალები
და აარიდო მზერა ყველას,
ვინც შენი დაიჯერა,
უბრალოდ ისე, თავიდან მოსაცილებლად.
ახლა წრის გარეთ ხარ,
უსხეულო და შეიძლება უსულოც
(წრის გარეთ რა როგორაა, არავინ იცის),
ვერავის მოსთხოვ მოფერებას,
უსხეულო ხარ, აღარც გინდა.
გეცინება,
ჯერ კიდევ გუშინ ეს შენთვის გადარჩენა იყო,
მათ კი ჯიუტად სჯეროდათ, რომ ისეც გადარჩებოდი.
რა იმედიანია ადამიანი სხვის ცხოვრებასთან,
თითქმის ისეთივე, როგორიც შენ –
საკუთართან - თავზარდაცემული.

როგორ არ თავდება ეს დაცემენტებული მინდორი.
როგორ არცერთი შემხვედრი არ ჩანს,
ვინც იტყვის:
`ნუღარ წვალობ,
აი, აქ ადგილი შეარჩიე და გაჩერდი~.

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Dec 27 2010, 11:18 PM
პოსტი #710


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



გამარჯობა, საქართველო, ამასწინათ შენკენ შემოვიარე. არ დამხვდი სახლში. მეზობელმაც არაფერი მითხრა, უხეშად მიმიხურა კარი ცხვირწინ, შენზე რომ ვკითხე. ასე ვიდექი კართან, იქნებ მოვიდეს-თქო ვფიქრობდი, მერე ქუჩის ბავშვება მითხრეს, რომ აქედან დიდი ხანია გადახვედი. კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, როგორ ვერ მოგისწარი, როგორ ვმალავდი ამ სიყვარულს. მას მერე დაგეძებ… მთაშიც ვიყავი, ბარშიც ყველგან მეუბნებიან, რომ ერთი ნაბიჯით გამასწარი. უკვე გზები გავცვითე ამდენ სიარულში, ზოგჯერ მეშინია - იქნებ ამდენ ხეტიალში სადმე გადაგაწყდი და ვეღარ გიცანი, ბოლოს ისეთი სუსტი იყავი, ისეთი გაცრეცილი,მეგონა მზე ამოდიოდა შენი სხეულიდან. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს შენი ძებნა, მარტო ის ვიცი, რომ არ დავიღლები, სადმე მაინც გიპოვი, რომელი ქუჩის კუთხეში მაგრად ჩაგიხუტებ და გეტყვი: - მე შენ მიყვარხარ. ((

IPB-ს სურათი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jan 26 2011, 10:43 PM
პოსტი #711


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



მე მოვალ შენთან გუშინ ან შარშან,
შენ მოხვალ ჩემთან ხვალ ან გაისად,
როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,
როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს;
IPB-ს სურათი
როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის
ამქვეყნად ჩვენი როლის თამაში,
რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს
სადმე წარსულში ან მომავალში....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jan 27 2011, 12:26 AM
პოსტი #712


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ნუ ვეძებთ მკვლელებს საქართველოს ფარგლების გარეთ,
რადგან ქართველებს-ქართველები თვითონვე ჰკლავენ!
ნუ ვეძებთ სხვაგან ავაზაკებს და ქურდბცაცებს,
რადგან ქართველებს-ქართველები თვითონ ძარცვავენ!..

IPB-ს სურათი

გადაგვარების ჩვენის მიზეზს ნუ ვეძებთ სხვაგან,
დამნაშავენი ყველაფერში, ჩვენა ვართ რადგან
და სჯობს სარკეში ჩავიხედოთ და ყველამ ერთად
პასუხი ჩვენი წახდენისთვის მოვთხოვოთ ჩვენ თავს ...!


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jan 27 2011, 09:05 PM
პოსტი #713


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



იანვარი იავნანას მღერის,
თებერვალი ბროლის ბურთებს ბერავს.
როცა მკითხე სიყვარულის ფერი,
მზის სხივებზე გამიშეშდა მზერა.

მარტო მარტმა იცის სიმარტოვე,
აპრიალდა აპრილივით პრიზმა.
მეღვიძება, ახლა სიზმარს ვტოვებ,
ან პირიქით, ვუბრუნდები სიზმარს.

იმაისე! წვიმა ისევ მოვა
და ივნისში აღარაფერს ივნებ.
რახანია თოვლმა მიგვატოვა,
ოცნებებით ვიგუნდაოთ იქნებ.

ივლისიდან ვივლით ისევ ერთად
და აგვისტო ცის ბილიკებს დაგვის,
სიყვარულზე ვისაუბრებთ ღმერთთან,
მერე ცაზე ცისარტყელას გავშლით.

სექტემბერი...
ოქტომბერი...
მიდის
დროის ლურჯი გრიგალები ნელა,
შემიყვარდა შეღამება, ბინდი
და სხეულის უჩვეულო რხევა.

გაილია წელიწადის კიბე,
ნოემბერი...
დეკემბერი...
მორჩა...
აელვარდა დედამიწის კიდე,
ორ მთას შუა განთიადი მოჩანს.

ყველა ზეცა გადავლახე ფრენით,
სიზმარში ვარ, ცხადის აღარ მჯერა,
როცა მკითხე სიყვარულის ფერი,
მზის სხივებზე გამიშეშდა მზერა.
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი Feb 20 2011, 12:46 AM
პოსტი #714


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



მომენატრეთ ჩემო კარგებო! შემოვიჭყიტე და დავისვენე! გაიხარეთ-მიყვარხართ kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი May 26 2011, 08:28 PM
პოსტი #715


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ამ ეპიტაფიებს ქარი რას შეკადრებს...
მას მხოლოდ სიგიჟის თუ ძალუძს მოტანა;
ამ ქარმა რა იცის სიკვდილის შესახებ,
ო,ის ხომ ამ ქვეყნად არასდროს მომკვდარა..

წვიმს...ფოთლებს აქედან არ უნდათ გაფრენა...
ცხოვრება არასდროს არ არის ადვილი...
ახლა შენ არც ერთი თამაშის არ გჯერა.
საფლავებს ეცემა თვალები დასჯილი

აქედან გაქცევა რამდენჯერ გიცდია,
ო,რადგან არც ერთი თამაშის არ გჯერა..

IPB-ს სურათი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 2 2011, 03:30 AM
პოსტი #716


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



მხატვრებს,
რომელნიც ღვთისმშობელსა და იესოს გამოსახავენ


მაინც და მაინც, ხელში რატომ უნდა ეჭიროს?
დახატეთ ერთხელ გზად მიმავალნი,
ხელჩაკიდებულნი.
დახატეთ ერთხელ სადმე ქუჩაში,
კაბის კალთაზე რომ ექაჩება.

IPB-ს სურათი



რავიაბა რაღაცნაირად მომწონს ეს ლექსი , თითქოს აცოცხლებს ქრისტეს. ცხოვრებას : კი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 23 2011, 01:13 AM
პოსტი #717


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს.
(ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!)
მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე,
ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე,


თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა... მოვკვდებოდი.
გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს_
ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების...


IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი Jul 2 2011, 05:49 PM
პოსტი #718


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



იყო და არა იყო რა, რა?...გვიფიქრია ბევრჯერაც
რაღაც რაც უნდა ხდებოდეს, მოხდება ალბათ ერთხელაც,
რაღაც პირველად მოხდება, კარგიც და ცუდიც ერთხელაც
რაღაც უთუოდ ახდება, ნანატრი თუნდ იმ ერთხელა
რაღაც სიხარულს მოგიტანს, რაღაც კი ტკივილს ერთხელაც...
გზა დაბადებით იწყება და მას გავყვებით ნელ-ნელა...
მე-2კუპ: რაღაც არასდროს ახდება, გულს ძლიერ გვატკენს ერთხელაც
იმედს, ოცნებას არ ვიშლით და ამით ვცოცხლობთ ჩვენ ყველა.
გედიც მღერისო ამბობენ მის ცხოვრებაში ერთხელაც
ხოდა იქნებ ჩვენც ვიმღეროთ ბოლო სიმღერა ერთხელაც,
შემოგველევა როცა გზა, წლები ჩადნება ფიფქებად
გზა დასრულდება გზაზევე, ოდესღაც ალბათ ერთხელაც.

(მ. მიროტაძის)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი Jul 3 2011, 12:52 AM
პოსტი #719


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



იუბილარს!!!!!
ზურმუხტისფერ ზღვას მე შენთვის დავხატავდი ამ დღეს,
ვარდის ყვავილთ გაჩუქებდი ყველა ფერის ნაკრებს
იის ფურცლებს დაგიფენდი ფეხით სავალ გზაზე,
აუხდინე ყველა ნატვრა ვთხოვდი ქვეყნის გამჩენს
დავხატავდი შენთვის ედემს ამ მიწიდან ცამდე
გვირგვინად მზეს დავადგამდი ანგელოსთა დასებს
იგალობდა საგალობელს შენთვის ტაძრად გუნდი
ლოცვის მადლით აგვსებოდეს ღვთით ნაბოძი სული.
ო, რამდენი რამე მინდა მოვისურვო შენთვის
ცას ვარსკვლავებიც ჩამოვხსნა დაგიყარო ფერხთით
არცერთი არ დაგეკარგოს გილამაზონ წლები
ვერა გავნოს თმებზე თოვამ შეგეწიოს ღმერთი!!!!!---ეს ჩემი ლექსია და ქვია <იუბილარს>--რატომღაც ძალიან მიყვარს ვფიქრობ ლამაზი გამომივიდა -- გაგიზიარებთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 3 2011, 12:59 AM
პოსტი #720


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ვფიქრობ ლამაზი გამომივიდა

სწორადაც ფიქრობ მერე.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

37 გვერდი V « < 34 35 36 37 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 02:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი