![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ketusa |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,237 ![]() |
ძალიან მაინტერესებს რა სიმძიმის ცოდვაა აბორტი და რატომ უსახავს უფალი ქალს ბავშვს თუ იცის რომ მას მოსაკლავად გაიმეტებს დედა? ძალიან გთხოვთ რომ დამეხმაროთ.
-------------------- ისე მოექეცი სხვას როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!
|
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
ძალიან მაინტერესებს რა სიმძიმის ცოდვაა აბორტი და რატომ უსახავს უფალი ქალს ბავშვს თუ იცის რომ მას მოსაკლავად გაიმეტებს დედა? ძალიან გთხოვთ რომ დამეხმაროთ. უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი,მაცხოვარი! დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ! ვნების შედეგია არის და ციდვის ,სწორედ მკვლელობა(აბორტი), ფაქტების დაფარვა , და რა შუაშია აქ ღმერთი? |
ketusa |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,237 ![]() |
უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი,მაცხოვარი! დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ! ვნების შედეგია არის და ციდვის ,სწორედ მკვლელობა(აბორტი), ფაქტების დაფარვა , და რა შუაშია აქ ღმერთი? იცით რა ვერ გავიგე კი გასაგება რომ ვნების შედეგია ბავშვი მაგრამ აბა სხვა რა გზა არსებობს თუ არა ვნნება გასამრავლებლად? უბრალოდ მოხსენებას ვწერ ამ თემაძე და ახლა სრულ გაურკვევლობაში ვარ ვიცი რომ საშინელებაა აბორტი (და თქვენ მითხარით რომ იგი ვნებისა და ცოდვის შედეგია) მაგრამ მაინც უფალი აძლევს მათ შვილს ვისაც არ უნდა(ანუ აბორტვისტვის იმეტებს) და მათ ვისთვისაც დედობა ან მამობა მთელ ცხოვრებას ნიშნავს უშვილოებს ტოვებს. რატო ხდება ასე? კიდე მაინტერესებს რას ნიშნავს "პროტოპრესვიტერი"? -------------------- ისე მოექეცი სხვას როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!
|
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#4
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
მამა ირაკლი, თქვენი კურთხევით მეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას.
ღმერთმა ნების თავისუფლება მოგვანიჭა და არ გვართმევს. დედას ყოველთვის აქვს არჩევანი შვილის მკვლელობასა და მის ღმრთის სადიდებელად გაზრდას შორის. ამ თავისუფლების წყალობით მას შეუძლია გამოავლინოს ღმრთისადმი დამოკიდებულება. უფალმა წინასწარ იცის ყოველი დანაშაული, რომელსაც ჩაიდენს ადამიანი, მაგრამ პირდაპირი ჩარევა არ იქნებოდა ადამიანის ნების თავისუფლების რეალიზაცია. მამა ირაკლიმ სწორად ბრძანა, რომ ბავშვი ისახება ან სიყვრულით, ან ვნებით. არის განსხვავება მათ შორის. ადამიანი ატარებს თვისობრივად ისეთსავე ხორცს, როგორიც აქვთ ცხოველებს, მაგრამ აქვს სული, რომელიც მსგავსი იყო ანგელოზისა. ხორციელი ურთიერთობა სიამოვნების გრძნობას უკავშირდება და ეს სავსებით ნორმალურია ხორცისათვის. ამაში არ არის ცოდვა ისევე, როგორც მშიერი ადამიანისთვის დანაყრების სიამოვნებაში. ეს არის ის ნდომა, რომელიც ჩადებულია ხორცში და ემსახურება გამრავლებისაკენ წაქეზებას. ცოდვაა, როცა სიამოვნების მიღება იქცევა მიზნად, ანუ როცა ცხოველური საწყისი უზენაესობს. აი ეს უკვე არის ვნება. ამ შემთხვევაში ბავშვის ჩასახვა ურთიერთობაში მყოფი ადამიანებისთვის მეორეხარისხოვანი ფაქტია და არ არის გასაკვირი, რომ მას უფრო ადვილად იმეტებენ, თუმცა არა ყოველთვის. ადამიანისათვის შეუძლებელია ჰქონდეს დაწმენდილი სიყვარული ვნებიანი ნდომის გარეშე. ყოველი კაცობრივი სიკეთე შებილწულია ვნებულობით. სწორედ ამიტომ ბრძანებს წმიდა მეფსალმუნე: "ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან". დედას კი არ განიკითხავს, არამედ აკეთებს ადამიანური ბუნების დაცემულობის ფაქტის კონსატატაციას. მაშინაც, როცა მეუღლეებს უყვართ ერთმანეთი და შედიან ურთიერთობაში შვილის გასაჩენად, მათთვის არ არის უცხო ვნებისმიერი ტკბობა. ურთიერთობის ხორციელი მხარე თავისთავად რომ არ არის ცოდვა, ამას ჯვრისწერის ლოცვებიც მოწმობს. მღვდელი თხოვს უფალს, რომ მომადლოს მეუღლეებს "შვილნი შესაწევნელად თვისად", "პატიოსანი ქორწილი და საწოლი შეუგინებელი". ჯვრისწერის ბოლოს კი იკითხება ლოცვა, რომელსაც ადრე მღვდელი უკითხავდა ახლადშეუღლებულებს საძინებელში შესვლის წინ ("ღმერთო, ღმერთო ჩვენო, რომელი მიხვედ კანას გალილეასა … აკურთხენ ესენი შესვლად და გამოსვლად…"). ასე რომ, ეკლესია ცოდვას ხედავს არ ხორციელ ურთიერთობაში, არამედ ხორციელი ტკბობისაკენ სწრაფვაში. უფალი ერთს აძლევს შვილიერების ძალას, მეორეს – არა. რატომ და როგორ – მხოლოდ მან იცის. კი გვგონია ადამიანებს, რომ თუ არ მოგვცა, ე.ი. დაგვსაჯა. მაგრამ რა უფრო იქნებოდა სასჯელი, არმოცემა, თუ მოცემა ისეთის, რომელიც შემდგომ სულიერ ან ხორციელ დაღუპვას ეწეოდა? იქნებ უფალმა ამით ტკივილს აგვარიდა! მორწმუნეს მტკიცედ გვრწამს, რომ ღმერთი უმჯობესს განაგებს ჩვენთვის. მისდამი ასეთი რწმენით გადავრჩებით, და არა მისი განგებულების ცოდნით. ამიტომაც გვიმალავს დროჟამამდე. ჰქონდა ადამს ცოდნა, მაგრამ არ ეყო ნდობა და ერთგულება. გამოვიჩინოთ ის, რაც არ ეყო ადამს და მოგვმადლებს უფალი ცოდნასაც. ----------------- პროტოპრესვიტერს ვუწოდებთ საპატრიარქო ტაძრის იერარქიულად პირველ მღვდელს (წინამძვრი თვით პატრიარქია) -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი