IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > »   
Reply to this topicStart new topic
> გენდერული თანასწორუფლებიანობა, ერთერთი ევროპის ინიციატივა...
koko shanel
პოსტი Jan 13 2008, 04:33 PM
პოსტი #241


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12-January 08
წევრი № 3,620



ციტატა(შოთაძე @ Jan 13 2008, 04:02 PM) *

koko shanel

ძალიან გთხოვთ ეგეთი ხმამაღალი ბბრალდებებით ნუ გამოხვალ, სამწუხაროდ არსებობს ის კატეგორია ქალის პატივისცემა რომ არ იცის, და საბედნიეროდ არსებობს მეორე კატეგორია ვინც იცის და ერთმანეთში ნუ იცით ხოლმე არევა,

ალბათ მართალი ხარ.
ეს პოსტი უბრალოდ პასუხი იყო იმ იდეალისტური შეხედულების რომ ქალის პატივისცემა სხვებმა თურმე საქართველოდან უნდა ისწავლონ.
არც მე ვარ ცალმხრივად ფაქტების კონსტატირების მომხრე.
მგონია რომ საქართველოში ამ მხრივ თუნდაც კანონმდებლობის ფარგლებში ბევრი რამაა შესაცვლელი.
და არ მომწონს რომ ქართულ ტრადიციულ ოჯახებში მამის ფუნქცია ბავშვის აღზრდაში მამა შემოგევლოს-პოზიციას არ სცდება.
ვგულისხმობ ყოველდღიურ ურთიერთობას შვილთან და არა ფინანსურ მხარეს.



--------------------
ძველი.ახალი წელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 13 2008, 04:54 PM
პოსტი #242


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



afxazi

QUOTE
და ეს არის მიზეზი, რის გამოც შეიძლება პატივი არ სცე მანდილოსანს? გარეგნობისა და ჩაჩმულობის მიხედვით აფასებ ადამიანს?


ზოგადად მანდილოსნებზეა საუბარი, თორემ ღირსებით და უღირსად ჩაცმულ ქალს რომ სხვადასხვანაირად სცემ პატივს, რად უნდა ამას ლაპარაკი?

QUOTE
სად ეძებთ და პოულობთ ასეთ ხალხს საქართველოში ?

ნეო,

მართალი კაცი! მეც ეს მიკვირს.
ასე მგონი ხალხთან ურთიერთობა არ აქვთ ან ერთი ცალკეული შემთხვევეის განზოგადება ხდება.

რაზე გვედავები კოკო-შანელ, ცოლის სადღეგრძელოს რომ არ ვსვამთ?
რა იცი რომ არ ვსვამ smile.gif ?
მე ვსვამ და სიდედრ-სიმამრთან განსაკუთრებული სამადლობელი სადღეგრძელოს წარმოთქმა ვიცი ხოლმე, კარგი გოგოს აღზრდისთვის.
თან ყოველ მისვლაზე ვიმეორებ.

QUOTE
ეს პოსტი უბრალოდ პასუხი იყო იმ იდეალისტური შეხედულების რომ ქალის პატივისცემა სხვებმა თურმე საქართველოდან უნდა ისწავლონ.
არც მე ვარ ცალმხრივად ფაქტების კონსტატირების მომხრე.
მგონია რომ საქართველოში ამ მხრივ თუნდაც კანონმდებლობის ფარგლებში ბევრი რამაა შესაცვლელი.
და არ მომწონს რომ ქართულ ტრადიციულ ოჯახებში მამის ფუნქცია ბავშვის აღზრდაში მამა შემოგევლოს-პოზიციას არ სცდება.
ვგულისხმობ ყოველდღიურ ურთიერთობას შვილთან და არა ფინანსურ მხარეს.


კოკო-შანელ,

უნდა ისწავლონ საქართველოდან. დამიჯერე, წრფელი გულით გეუბნები.
მე რაც უცხოელები მინახავს თავიანთ ცოლებზე რას ღადაობენ და რას უწოდებენ, იმას ჭკუათმყოფელი ქართველი არც გაიფიქრებს, არამცთუ სახალხოდ იტყვის.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 13 2008, 04:58 PM
პოსტი #243


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



koko shanel
მე რომ გამოცდებს ვამზადებდი უნივერსიტეტში, მამაჩემი მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში იყო ჩაწერილი და ფულცელზე ვუწერდი წიგნებს რაც სამეცადინოდ მჭირდებოდა biggrin.gif. მარა მამა გენაცვალოს ჩემთვის არ უთქვამს. ოღონდ შენ ისწავლეო, მეუბნებოდა biggrin.gif
ასე, რომ ეგ 'მამა გენაცვალოს'- საკითხიც საქართველოში სხვადასხვანაირად დგას. ასეცაა და ისეც, ყველაფერს სწავლა უნდა და დახვეწა. მაგრამ არა ქალის მოვალეობების მოკლებით ბავშვის აღზრდაში, არამედ კაცის ვალდებულებების მომატებით!

ცოლის სადღეგრძელო სუფრაზე ითქმის და სუფრის გაშლა, მართალია დამღლელია, მარა მეც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს, როცა ჩემს გამზადებულ საჭმელებს ვინმე მიირთმევს და კმაყოფილების ღიმილი გამოეხატება სახეზე. ასე, რომ თუ ქალს არ უნდა, ის საჭმელსაც არ გააკეთებს და არც ისე ცოტაა ასეთი ქალი საქართველოში. უბრალოდ დიასახლისობა ჩვენშია, გვიყვარს სტუმრის პატივისცემა. კაცს - სუფრის გაძღოლა მასპინძლობა და ქალს - გემრიელი კერძებით გამასპინძლება. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gruzinski
პოსტი Jan 13 2008, 05:03 PM
პოსტი #244


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 30-July 07
წევრი № 2,551



afxazi
ციტატა
გასაგებია, რომ არ შეიძლება მოგწონდეს დღევანდეი ახალგაზრდობის ჩაცმულობის სტილი, და პირადად მეც უარყოფითად ვაფასებ, მაგრამ ამის მიხედვით იმსჯელო ადამიანზე, ეს არასწორია


ისე სხვათაშორის,"მგზავრის წერილები" ალბათ ყველას აქვს წაკითხული და იქ საინტერესო მოსაზრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით (როდესაც ილია "არაქართულ" ტანსაცმელში გამოწყობილი უკან ბრუნდება.)პირველად "ტალავარი" გვხდება თვალში ადამიანს, პირველი წარმოდგენაც ადამიანზე მაშინ გიყალიბდება smile.gif
ზემო აღნიშნული მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია. madlioba.gif


--------------------
ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 13 2008, 05:43 PM
პოსტი #245


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



koko shanel
ციტატა

ალბათ მართალი ხარ.
ეს პოსტი უბრალოდ პასუხი იყო იმ იდეალისტური შეხედულების რომ ქალის პატივისცემა სხვებმა თურმე საქართველოდან უნდა ისწავლონ.
არც მე ვარ ცალმხრივად ფაქტების კონსტატირების მომხრე.
მგონია რომ საქართველოში ამ მხრივ თუნდაც კანონმდებლობის ფარგლებში ბევრი რამაა შესაცვლელი.
და არ მომწონს რომ ქართულ ტრადიციულ ოჯახებში მამის ფუნქცია ბავშვის აღზრდაში მამა შემოგევლოს-პოზიციას არ სცდება.
ვგულისხმობ ყოველდღიურ ურთიერთობას შვილთან და არა ფინანსურ მხარეს.

კარგი რა რა კანონი რის კანონზე ლაპარაკობ კანონმა უნდა მასწავლოს ქალის პატივისცემა? სირცხვილია მართლა ეგეთი მოსაზრება, კანონმა როგორ უნდა მომთხოვოს ქალის პატივისცემა, და ეგ რო რეალურად მოახდინონ, თავსაც მოვაჩრი იმ კანონის მიმღებს ან კიდე მე მექნება თავი მოსაჩრელი მცირედ მაინც რო ვეცადო მასეთი კანონის პატივისცემა.
ეხ ზოგჯერ მეუბნებიან ბავშვი ხარ და ბევრი რამ არ გესმისო, მარა მირჩევნია სულ ასეთი ბავშვი ვიყო ვიდრე ქალის პატივისცემა კანონმა მასწავლოს


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
koko shanel
პოსტი Jan 13 2008, 05:50 PM
პოსტი #246


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12-January 08
წევრი № 3,620



ციტატა(შოთაძე @ Jan 13 2008, 05:43 PM) *

koko shanel

კარგი რა რა კანონი რის კანონზე ლაპარაკობ კანონმა უნდა მასწავლოს ქალის პატივისცემა? სირცხვილია მართლა ეგეთი მოსაზრება, კანონმა როგორ უნდა მომთხოვოს ქალის პატივისცემა, და ეგ რო რეალურად მოახდინონ, თავსაც მოვაჩრი იმ კანონის მიმღებს ან კიდე მე მექნება თავი მოსაჩრელი მცირედ მაინც რო ვეცადო მასეთი კანონის პატივისცემა.
ეხ ზოგჯერ მეუბნებიან ბავშვი ხარ და ბევრი რამ არ გესმისო, მარა მირჩევნია სულ ასეთი ბავშვი ვიყო ვიდრე ქალის პატივისცემა კანონმა მასწავლოს

გერევა ერტMანეთში ქალის პატივისცემა და გენდერული პრობლემების დარეგულირება ცასა და დედამიწასავით განსხვავებული ცნებებია.
მე გენდერი ვიგულისხმე და არა ქალის პატივისცემა.
ასე ნუ გაცხარდები.


--------------------
ძველი.ახალი წელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 13 2008, 06:19 PM
პოსტი #247


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



koko shanel
ციტატა

გერევა ერტMანეთში ქალის პატივისცემა და გენდერული პრობლემების დარეგულირება ცასა და დედამიწასავით განსხვავებული ცნებებია.
მე გენდერი ვიგულისხმე და არა ქალის პატივისცემა.
ასე ნუ გაცხარდები.

აუ კარგი რა, ევროპელების მიერ მიღებული რაღაც კანონი არის გენდერული თანასწორობა, დააფასე ქალი ისე როგორც ნამდვლ ქართველს შეეფერება და არც გენდერული თანასწორობის პრობლემა იქნება დარღვეული და არაფერი, ერთი მხრიდან რო აფასებთ მეორე მხრიდანაც შეაფასეთ და მიხვდებით ქართველი არღვევს თუ არა გენდერულ თანასწორობას და ა.შ


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
koko shanel
პოსტი Jan 13 2008, 06:29 PM
პოსტი #248


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12-January 08
წევრი № 3,620



ციტატა(შოთაძე @ Jan 13 2008, 06:19 PM) *

koko shanel

აუ კარგი რა, ევროპელების მიერ მიღებული რაღაც კანონი არის გენდერული თანასწორობა, დააფასე ქალი ისე როგორც ნამდვლ ქართველს შეეფერება და არც გენდერული თანასწორობის პრობლემა იქნება დარღვეული და არაფერი, ერთი მხრიდან რო აფასებთ მეორე მხრიდანაც შეაფასეთ და მიხვდებით ქართველი არღვევს თუ არა გენდერულ თანასწორობას და ა.შ

ნუ ცხარობ თქო.
გენდერი და ქალის დაფასება ერთმანეთისგან შორს მდგარი ცნებებია.
გენდერი სქესისგან განსხვავებით სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც აღნიშნავს ქცევის თავისებურებებს და სოციალურ სტრატეგიას.
კანონის დახვეწაზე რო ვამბობდი სწორედ ამ ასპექტს ვგულისხმობ.
შენ კი უცხოელი ქალის დაფასებას ვერ მასწავლისო გაიძახი.
გენდერს და სქესს შორის განსხვავება და საქართველოში არსებული გენდერული პრობლემები ძალიან სერიოზული სამსჯელო თემაა.
სხვადასხვა რაღაცებზე ვლაპარაკობთ.


--------------------
ძველი.ახალი წელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 13 2008, 06:41 PM
პოსტი #249


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
და ეს არის მიზეზი, რის გამოც შეიძლება პატივი არ სცე მანდილოსანს? გარეგნობისა და ჩაჩმულობის მიხედვით აფასებ ადამიანს?


რა თქმა უნდა ფორმა გამოხატავს შინაარსს...

თუ თვლი რომ ადამიანის შესაფასებლად გარეგნობა და სამოსი ინფორმაციას არ იძლევა ? აბა კითხეთ ფსიქოლოგებს... ან მღვდლებს - იმათ ვინც ისმენს ახსარებებს...

ჩაცმულობის მიხედვით კი არა ჭამის მანერით გეტყვი ვინ რა სულიერ დონეზე იმყოფება smile.gif





--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jan 13 2008, 06:42 PM
პოსტი #250


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ეეეეხ, რას გაუგებ ამ გენდერულ თანასწორობას...ჩემს ძმებს რაც არ უნდა უხსნა (ვერც აუხსნი, იმიტო რო არც მოგისმენენ და ყველა ჩემ სიტყვას გენდერული თანასწორობის მოთხოვნით რომ არის ხოლმე წარმოთქმული ეგეთ იარლიყს აკერებენ, რო მე წავედი შვედეთში და იქიდან ეგეთი ჩამოვედი..."გაფუჭებული" ანუ biggrin.gif )
საერთოს ქართველი, კაი პურის-მჭამელ დამრტყმელ ახალსგაზრდობას, სუფრული წეს-ჩვეულებების იქით რო ვერაფერს ხედავენ ვერასდროს ვერაფერს გაიგებენ, განა იმიტო რო არ შეუძლიათ...არა იმიტო რო არ უნდათ. და არც მოგისმენენ, რო მერე დაფიქრდნენ იქნებ და რამე გავიგოთო....არა, მოსმენაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ყვირილზე გადადიან ან როგორც თვითონ ამბობენ ხმას უწევენ რო კარგად გამაგებინონ რო ვცდები...და აი აქ კიდე ერთხელ ვრწმუნდები რო ის რასაც სუფრაზე ამბობენ ბულშითია და მეთი არაფერი (მაპატიონ მოდერებმა ამ სიყვაზე, მარა ეგრეა..smile.gif )ეგრეა და ნუ შემომედავებით..tongue.gif მთელი ჩემი ცხოვრებას ამის ყურების მეტი არფერი გამიკეთებია, და ამის განზოგადება რომ არც ისე ძნელია ბევრი დამეთანხმება ალბათ....ერთი კია ცხადი, რო ჩემს გვერდით აი ეგეთ "ჭეშმარიტ ქართველ მამაკაცს" ნამდვილად ვერ ავიტან!


და საერთოდ ჩემი ოჯახის მამაკაცებს რო კითხოთ, აკეთ კონტრშეკითხვას გესვრიან და რა ხილია ეს გენდერული თანასწორობა??? biggrin.gif

ქართველ კაცებს სულ ბოდიში და ფეხებზე კიდიათ თანასწორობა საპიროსპირო სქესთან იმიტო რო ამით თავიან უპირატესობას და გავლენას კარგავენ....აბა, განა ის სწორია, დილით სამსახურში რო მიდიხარ და შენი პერანგის, ნოსკებისა და პერანგის ამხანაგის მოძებნას ცოლს რო ავალებ??? შარვალს გაგიუთოვებს ქალი, და უხამსად უსაყვედურებ არაფერი შენ არ გეხერხება ასე ვინ აკეთებს და ისე ვინ აკეთებს და კიდევ რამდენი ეგეთი....და ა.შ და ა.შ..ასეთ დროს სულ მახსენდება ერთი ინგლისური ანდაზა If you want a thing well done, Do it yourself! მარა ვაი რო არც მამაჩემს ესმის ამდენი ინგლისური და არც ჩემს ძმებს, და ქართულადაც რო გადმოუთარგმნო და გააცნო მაინც ცერცვის შეყრა გამოგივა კედელზე...იმიტო რო კაცია და რა ქნას...შენ კიდე უნდა გაჩუმდე იმიტო რო ქალი ხარ და ვერც შენ იზამ ვერაფერს! ამ დროს ხო ადამიანის ფსიქოლოგია სერიოზულ დარტყმას იღებს, კაცებს (აქ, ისევ კაცების ზემოთ -აღნიშნულ კატეგორიაზე მაქვს ლოაპარაკი) კიდე ეს მეტწილად ფეხებზე კიდიათ იმიტო რო მათტვის საკრალური არაფერია ქართულაზე უსირცხვილოდ წარმოთქმული დედის და მანდილოსნის სადღეგრძოლოს გარდა....ტფუი, ეგეთ სადღეგრზელოებსაც და ეგეთ კაცებსაც (მათ შორის ბევრია ისეთი ვისაც სუფრის გარეთ დიდ პატივს ვცემ და მიყვარს) მაგრამ სანამ ქართველი კაცები ქალებისთვის ხოტბის შესხმას არ მოეშვებიან არაფერი გამოვა...sad.gif ქალი კი თუ მოინდომებ და გჯერა ის რისიც გწამს და თუ კიდევ ქართული ყოფითი რეალობა შეგიწყობს ხელს არავისზე იყო დამოკიდებული, არავის მისცემ უფლებას ეგრე მოგექცეს...


და საერთოდ, არ ვიცი მე გამოსავალი სადაა...ალბათ დედების ვალია ვაჟებს დაბადებისთანავე ჩამოუყალიბონ ქალების სხვანაირი აქ ხაზს ვუსმევ სხვანაირი პატივისცემა და არა ისეთი როგორც ეხლა არის, მესმის რო ეს გლობლურ ჭრილში შეიძლება შეუძლებლად ჟღერდეს მაგრამ თუ ქალს გადრადებს ეგ, შეეცდები შენ შვილი ისე აღზარდო რო მერე სხვა, თუნდაც საკუთარი და, იგივე მდგომარეობაში არ ჩააგდოს...და თუ თითოეული ქალი ესე იფიქრებს, საქმეც გაკეთდება...


მაპატიეთ ძალიან შევიჭერი როლებში, მაგრამ რაღაც დამთხვევა იყო ალაბათ. ორი დღა ზუსტად მაგ ასპექტში ნერვებს მიშლის ჩემი 6 წლით უმცროსი ძმა, იმის მტკიცებით რო თუ მე დღეს ღამე მეგობართან ერთად ბარში წავალ ახალი წლის შესახვედრად ეს უპატიოსნო საქციელი იქნება, და მას უნდა დავეკითხო (და თუ დედას დავეკითხები და მამას ეს არაფერს ნიშნავს.. მას უნდა დავეკითხო იმის მიუხედავად რო 6 წლითაა ჩემზე უმცროსი, იმიტო რო კაცია და არა "ჟეშტის ბანკა" როგორც თვითონ თქვა..biggrin.gif ) მე კიდე მგონია რო სულაც არ არა ვარ ვალდებული დავეკითხო...მიზეზებს სხვა პოსტში მოგახსენებთ ტუ დაინტერესდებით...tongue.gif


და ისე ნუ გამიგებთ თითქოს კაცთმოძულე ვიყო...biggrin.gif სულაც არა, ჩემი "მეგობარი" სწორედ რომ ზუსტად ისე აღიქვამს ამ საკითხს როგორც მე მესმის, და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი არსებობს ეგეთი...ღმერთმა გამრავლოთ! rolleyes.gif

ქალებს, კიდე, ვურჩევ, შეიყვარონ საკუთარი თავი და თავს ნუ დახრიან იქ სადაც არაა საჭირო, მარტო იმიტო რო კაცს ასიამოვნო...


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 13 2008, 07:00 PM
პოსტი #251


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
და საერთოდ, არ ვიცი მე გამოსავალი სადაა...



როცა სიყვარულით და სიხარულით გააუტავებ ძმის პერანგს მაშინ ნახავ გამოსავალს... ან როცა შენი ძმა მიხვდება რომ სიძულვილით გაუთავებულ პერანგს დაკუჭულით სიარული ჯობია...




--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 13 2008, 07:06 PM
პოსტი #252


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



neo
ციტატა
რა თქმა უნდა ფორმა გამოხატავს შინაარსს...

თუ თვლი რომ ადამიანის შესაფასებლად გარეგნობა და სამოსი ინფორმაციას არ იძლევა ? აბა კითხეთ ფსიქოლოგებს... ან მღვდლებს - იმათ ვინც ისმენს ახსარებებს...

ჩაცმულობის მიხედვით კი არა ჭამის მანერით გეტყვი ვინ რა სულიერ დონეზე იმყოფება

ეს არის შენი ქრისტიანობა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jan 13 2008, 07:07 PM
პოსტი #253


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



neo
ციტატა
როცა სიყვარულით და სიხარულით გააუტავებ ძმის პერანგს მაშინ ნახავ გამოსავალს

როცა პერნაგის გაუთავებას, მთელი რევოლუცია უძღვის წინ, მერე ვერანაირად სიყვარულით ვერ გააუთოვებ....

და აქ ჩემს მიერ ძმის პერანგის უთაობაზე სულაც არ იყო საუბარი tongue.gif მარა whatever


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 13 2008, 07:16 PM
პოსტი #254


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ეს არის შენი ქრისტიანობა.


კი ეს არის ჩემი ქრისტიანობა,

თუ გინდა რომ ადამიანი შეცვალო, დამოკიდებულება უნდა შეცვალო მის მიმართ... ეს ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა...

პატივი რომ სცე მას ვინც მისი ღირსი არ არის, ეს კიდევ გაათავხედებს და გააფუჭებს ადამიანს...








--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 13 2008, 07:26 PM
პოსტი #255


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



[quote name='likka
მაპატიეთ ძალიან შევიჭერი როლებში, მაგრამ რაღაც დამთხვევა იყო ალაბათ. ორი დღა ზუსტად მაგ ასპექტში ნერვებს მიშლის ჩემი 6 წლით უმცროსი ძმა, იმის მტკიცებით რო თუ მე დღეს ღამე მეგობართან ერთად ბარში წავალ ახალი წლის შესახვედრად ეს უპატიოსნო საქციელი იქნება, და მას უნდა დავეკითხო (და თუ დედას დავეკითხები და მამას ეს არაფერს ნიშნავს.. მას უნდა დავეკითხო იმის მიუხედავად რო 6 წლითაა ჩემზე უმცროსი, იმიტო რო კაცია და არა "ჟეშტის ბანკა" როგორც თვითონ თქვა..biggrin.gif ) მე კიდე მგონია რო სულაც არ არა ვარ ვალდებული დავეკითხო...მიზეზებს სხვა პოსტში მოგახსენებთ ტუ დაინტერესდებით...tongue.gif
და ისე ნუ გამიგებთ თითქოს კაცთმოძულე ვიყო...biggrin.gif სულაც არა, ჩემი "მეგობარი" სწორედ რომ ზუსტად ისე აღიქვამს ამ საკითხს როგორც მე მესმის, და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი არსებობს ეგეთი...ღმერთმა გამრავლოთ! rolleyes.gif

ქალებს, კიდე, ვურჩევ, შეიყვარონ საკუთარი თავი და თავს ნუ დახრიან იქ სადაც არაა საჭირო, მარტო იმიტო რო კაცს ასიამოვნო...
[/quote]


მესმის შენი smile.gif არ არსებობს გენდერული თანასწორება დღეს საქართველოში !!!!!!!! რატომღაც ქართველმა კაცებმა ჩათვალეს რომ ისინი ქალებზე ზემოთ დგანან ( თუმცა ეს აზრი რატომ გაუჩნდათ არ ვიცი!!!) . . . ჩემი მეგობრებისგან ხშირად მომისმენია ასეთი აზრი: ქალი შეიქმნა იმისთვის, რომ კაცს ემსახუროსო, ბევრჯერ მიკამათია ამ თემაზე, მაგრამ შეაყარე მართლა კედელს ცერცვი!!!!!!! თუმცა ქალებმა ბევრჯერ დაამტკიცეს და კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებენ, რომ კაცები, ქალების გარეშე უსუსური არსებები არაინ!!!!!!! rolleyes.gif rolleyes.gif



--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 13 2008, 09:34 PM
პოსტი #256


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
პატივი რომ სცე მას ვინც მისი ღირსი არ არის, ეს კიდევ გაათავხედებს და გააფუჭებს ადამიანს...

sad.gif ვერ დაგეთანხმები.. აბა უფალი რას აკეთებდ ჩვენს მიმართ? მე მჯერა რომ როდისმე ეგეთი "უღირსი" ადამიანი შეიცვლება.. აუცილებლად, თუ სიყვარულს დაანახებ.. wink.gif აი როგორ დაანახებ ეს უკვე შენზეა wink.gif

პ.ს. სორი, თემას გადავუხვიე


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Jan 13 2008, 09:55 PM
პოსტი #257


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(Lenus @ Jan 13 2008, 09:05 AM) *

ჰმმ.
საქართველოში ქალი უფრო მაღალ დონეზე დგას კაცის გონებაში თუ კაცი?
საქართველოში დედაზე გაგეხმურებიან თუ მამაზე, რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფაა?
საქართველოში მანქანა რომ გაფუჭდეს, ცოლი ცვლის საბურავს თუ ქმარი?
საქართველოში შვილის, გოგოს ღირსება უფრო მაღლა დგას ოჯახში თუ ბიჭის?
საქართველოში მოღალატე ქმარი უფრო დიდი სირცხვილად ითვლება თუ მოღალატე ცოლი?

საქართველოსგან კიდევ ბევრმა ისწავლოს ქალის პატივისცემა.


biggrin.gif

1)კაცი
2)დედაზე ხუმრობა უფრო მეტად კი გვწყინს ბიჭებს, მაგრამ ყველას გვქონია უწინ ქუჩასტან საქმე და რადასამალია რომ ქალის აზრი ფეხებზე კიდია ყველას biggrin.gif და გოგოს ნათქვამით ვერაფერს ახსნი...
3)სამაგიეროდ ქალი მუშაობს, თან შვილებს ზრდის, თან სახლს ალაგებს, თან საჭმელს ამზადებს ... კაცი კიდე მხოლოდ მუშაობს და მანაქანას საბურავს უცვლის biggrin.gif
4-5)ნათქვამია სხვის ტვალიში ბეწვი კარგად ჩანსო, ხოდა რა გასაკვირია რომ კაცებმა ქალების ღირსების საკითხი დააყენონ ოჯახში პირველ პლანზე... დანარჩენი კიდე მემკვიდრეობლივი მენტალიტეტის საქმეა smile.gif

თან ეს პატივისცემა კიარადა ეგოისტობა უფროა... ანუ მე მეპატიება ღალატი და ჩემს ცოლს არა? რჯულის მიხედვით 2ვე უნდა ჩაექოლათ ვისაც მრუშობაზე წაასწრებდნენ... ხოდა მე ქართველი თუ ცოლს გავუშვებ იმის გულისთვის რასაც მე დიდი სიამოვნებით ჩავდივარ, ეგაა შენი აზრით პატივისცემა და დაფასება?



ვაგლახ ფასეულობებო


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 13 2008, 10:03 PM
პოსტი #258


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(Genesis @ Jan 13 2008, 08:55 PM) *



თან ეს პატივისცემა კიარადა ეგოისტობა უფროა... ანუ მე მეპატიება ღალატი და ჩემს ცოლს არა? რჯულის მიხედვით 2ვე უნდა ჩაექოლათ ვისაც მრუშობაზე წაასწრებდნენ... ხოდა მე ქართველი თუ ცოლს გავუშვებ იმის გულისთვის რასაც მე დიდი სიამოვნებით ჩავდივარ, ეგაა შენი აზრით პატივისცემა და დაფასება?
ვაგლახ ფასეულობებო

გეტანხმები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ყველა ეგეთი არ არის ანუ არ არღვევს იმას რაც შენ ჩამოთვალე და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ, არსებობს მდიდარი რომელიც გაჭირვებულებზე ზრუნავს და არსებობს მდიდარი რომელიც მხოლოდ მისთვის უნდა ყველაფერი, იმის გამო რომ ერთი კარგია და მეორე ცუდი ის პირველიც ცუდი არ უნდა გეგონოს,


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Jan 13 2008, 10:11 PM
პოსტი #259


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(k@the @ Jan 13 2008, 03:58 PM) *

koko shanel
მე რომ გამოცდებს ვამზადებდი უნივერსიტეტში, მამაჩემი მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში იყო ჩაწერილი და ფულცელზე ვუწერდი წიგნებს რაც სამეცადინოდ მჭირდებოდა biggrin.gif. მარა მამა გენაცვალოს ჩემთვის არ უთქვამს. ოღონდ შენ ისწავლეო, მეუბნებოდა biggrin.gif
ასე, რომ ეგ 'მამა გენაცვალოს'- საკითხიც საქართველოში სხვადასხვანაირად დგას. ასეცაა და ისეც, ყველაფერს სწავლა უნდა და დახვეწა. მაგრამ არა ქალის მოვალეობების მოკლებით ბავშვის აღზრდაში, არამედ კაცის ვალდებულებების მომატებით!

ცოლის სადღეგრძელო სუფრაზე ითქმის და სუფრის გაშლა, მართალია დამღლელია, მარა მეც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს, როცა ჩემს გამზადებულ საჭმელებს ვინმე მიირთმევს და კმაყოფილების ღიმილი გამოეხატება სახეზე. ასე, რომ თუ ქალს არ უნდა, ის საჭმელსაც არ გააკეთებს და არც ისე ცოტაა ასეთი ქალი საქართველოში. უბრალოდ დიასახლისობა ჩვენშია, გვიყვარს სტუმრის პატივისცემა. კაცს - სუფრის გაძღოლა მასპინძლობა და ქალს - გემრიელი კერძებით გამასპინძლება. smile.gif




ხაჭაპურები არ დააცხოო არავის უთქვია. და საერთოდ ძალიან კაია რომ ის რაც ქართველი ქალის მოვალეობად ითვლება ქართულ საზოგადოებაში, შენ სიამოვნებას განიჭებს. მაგრამ ვისაც სხვაგვარად აქვს განვითარებული სიამოვნების მიღების უნარი - მაგისთვის ნორმალურ საზოგადოებაში იგივე უფლებები უნდა არსებობდეს როგორიც კაცს გააჩნია....

გენდერული თანასწორობა არ ამბობს იმას, რომ ქალებმს ხელიდან ჩამჩა გააგდებინო და ქაფჩა დააჭერინო... უბრალოდ ქალმა ტვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორ წარმართოს ცხოვრება და ამ გადაწყვეტილებაზე ზუსტად ისეთივე შეზღუდვები უნდა ქონდეს საზოგადოებისგან, როგორიც მამაკაცს გააჩნია...

დაწერე ახლა რომ მეთანხმები და ჩემი მამაკაცური ეგოც დაკმაყოფილდება biggrin.gif

ციტატა(შოთაძე @ Jan 13 2008, 09:03 PM) *

გეტანხმები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ყველა ეგეთი არ არის ანუ არ არღვევს იმას რაც შენ ჩამოთვალე და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ, არსებობს მდიდარი რომელიც გაჭირვებულებზე ზრუნავს და არსებობს მდიდარი რომელიც მხოლოდ მისთვის უნდა ყველაფერი, იმის გამო რომ ერთი კარგია და მეორე ცუდი ის პირველიც ცუდი არ უნდა გეგონოს,



მოცია გინდა მითხრა რომ საქართველოში არის ისეთი ბიჭი, რომელიც ქალს ქუჩის გარჩევებში გარევს? biggrin.gif

და დანარჩენში შეიძლება არიან მცირე პროცენტი... მაგრამ სიტუაციის საერთო ფონი ისეა როგორც დავწერე...

იმედია ვცდები და შენ მართალი ხარ smile.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 13 2008, 10:52 PM
პოსტი #260


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ ამა თუ იმ უფლებებზე, მაგრამ ძალიან ნაკლებად - მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს არა მარტო უფლება, არამედ - პასუხისმგებლობაც; პასუხისმგებლობა უფლის, სამშობლოს, ოჯახის წინაშე, გაჭირვებული თუ დაცემული მოყვასის წინაშე.
ნაწყვეტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან 2008


ისე კი ამ ადამიანთა უფლებათა დაცვამ მრავალი უკიდურესი აზროვნება წარმოშვა რომელთა შორის ერთერთია ფემინიზმი,რომელთა აზრითაც ქალი სასულიერო პირი უნდა იყოსო და მათი აზრით ბიბლიაც კი მათ უფლებებს არღვევს და თავიანთი ფემინისტური ბიბლია გამოუშვეს.
ხოლო სადაც არის ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება და ჭეშმარიტი ურთიერთ სიყვარული იქ მსგავსი პრობლემები არ დგას.ამიტომ თითოეულმა ადამიანმა ეს იქნება ჩვენთან თუ ევროპაში უნდა ეცადოს თავი დაანებოს ცოდვიან ცხორებას (მრუშობას,ლოთობას,მოყვასის სიძულვილს,ანგარებას,მრისხანე
ბას და აშ) და მის გარშემო ყოველივე მსგავსი პრობლემა გაქვრება რომელთა მიზეზი თავადვეა თავისი ცოდვიანი ცხოვრებისა და დამახინჯებული აზროვნების გამო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი