IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> გენდერული თანასწორუფლებიანობა, ერთერთი ევროპის ინიციატივა...
Genesis
პოსტი Jan 16 2008, 01:37 AM
პოსტი #281


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(მართა @ Jan 15 2008, 03:13 AM) *

staywhite

აბსოლიტური თანხმობა yes.gif 2kiss.gif
ზოგი მამაკაცი აიძულებს ქალს თავისი არაქმედითუუნარობით გახადოს თუნდაც სუსტი ქალი ოჯახის და თავის "თავადაც"
მე დიახადაც მაინტერესებს ევროპის ინიციატივა,მაგრამ მე უფრო ჩემი ქვეყნის სისხლში გამჯდარი კანონი მომწონს,კანონი იმისა რომ კაცი იყოს კაცური და ქალი კიდევ ქალური და ერთმანეთში ძნელი გასარჩევები არ გავხდეთ ამდენი თანასწორუფლებიანობით! laugh.gif
და ისევ ვიმეორებ უკვე 29წლის გახლავართ და არასოდეს არ მიგვრძვნია არც ოჯახში და არც საზოგადოებაში ჩემი დაჩაგვრა,პირიქით ძმის და მისი მეგობრების გარემოცვაში გაზრდილს,ყოველთვის უფრო დაფასებულად და დაცულს მივიჩნევდი და მივიჩნევ ეხლაც საკუთარ თავს!

xornabujeli
ხო ეს სტატია მეც წაკითხული მაქვს,კარგია რომ დადე...



ებრაელი ხალხი მიჩვეული რომ იყო მონობაში ყოფნას, უდაბნოში ვერ ეგუებოდნენ უბატონობას და უუფროსობას... მოსე რომ სინაის მთაზე ავიდა და დიდხანს არ გამოჩენილა, თავზარი დაეცათ იმ სულით მონებს და ოქროს ხბო ჩამოასხეს...

ამას იმიტომ ვწერ რომ თუ ბორკილებს არის მიჩვეული ადამიანი, უკეთესი ცხოვრება რომ შესთავაზო მაინც ბორკილებს არ გადაყრის და ლოგინის ქვეშ შეინახავს...

რა დამსახურებისთვის უნდა იყოს კაცი უფროსი ოჯახში? ნორმალური ოჯახში თანაბრად უნდა ხდებოდეს ცოლქმრის აზრების ურთიერთპატივისცემა...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jan 16 2008, 02:13 AM
პოსტი #282


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



Genesis
ე.ი იმ ფილმისა არ იყოს "შერეკილებზე" მაქ ლაპარაკი გამოდის რომ ის ბორკილებს მიჩვეული ქალი მე ვარ და უკეთესი ცხოვრების შემომთავაზებელი შენ? და მე ის დამონებული არსება ბორკილებს ლოგინის ქვეშ ვინახავ?არ ვყრი?
ციტატა
ნორმალური ოჯახში თანაბრად უნდა ხდებოდეს ცოლქმრის აზრების ურთიერთპატივისცემა...

100%იანია იგივე აზრი მაქვს ძლივს არ შევთანხმდით!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Feb 1 2008, 05:26 PM
პოსტი #283


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



„ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა“ (ეფეს. 5, 24).

„ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5, 22-23).

ამასთან:

„ქმართა გიყვარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის“ (ეფეს. 5, 24);

„ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს“ (ეფეს. 5, 28).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 6 2008, 06:59 PM
პოსტი #284


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური გენდერული თანასწორობა ჩვენს საზოგადოებაში არასოდეს იქნება და შეიძლება, არცაა აუცილებელი.....

თუმცა ვთვლი, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს მონაწილეობის მიღების საშუალება(სურვილი ექნება თუ არა ეს უკვე მისი საქმეა). რამდენადაც ვიცი, კანონმდებლობით ეს უფლებები დაცულია, თუმცა მენტალიტეტი ქმნის ზოგჯერ პრობლემებს....

რაც შეეხება ოჯახში უფლებების გადანაწილებას. ჩემი აზრით, იქ ყველაფერს ერთმანეთის სიყვარული(ჭეშმარიტი და არა ეგოისტური), ერთგულება, ნდობა და პატივისცემა უნდა არეგულირებდეს. ასევე ურთიერთდათმობა და შემწყნარებლობა.
იქ, სადაც ეს ყველაფერი არსებობს, ალბათ, მსგავსი პრობლემა არასოდეს წარმოიშვება. smile.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nina komnene
პოსტი May 23 2008, 06:38 PM
პოსტი #285


I'm The One
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,636



მგონი გენდერულ თანასწორობაში სხვა რამეა ნაგულისხმევი. მაგალითად ის, რომ ადრე ქალებს არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ამას კატეგორიულად ვეწინააღმდგები, მაგრამ ვეთანხმები იმას, რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს, მაგრამ ეს ქმარს ცოლზე ძალადობის უფლებას არ აძლევს


--------------------

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jun 2 2008, 06:23 PM
პოსტი #286


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



ერთმანეთს უნდა ემორჩილებოდნენო
ციტატა
ნორმალური ოჯახში თანაბრად უნდა ხდებოდეს ცოლქმრის აზრების ურთიერთპატივისცემა...

ციტატა
ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს, მაგრამ ეს ქმარს ცოლზე ძალადობის უფლებას არ აძლევს

ციტატა
ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს

ჭკვიან, კეთილ, მოსიყვარულე, მზრუნველ, მორწმუნე, შეგნებულ ქმარს დაემორჩილები კიდეც...საერთოდ ცოლი და ქმარი ერთმანეთს უნდა ემორჩილებოდნენო!!! და ერთი არ უნდა ბატონობდეს... ზოგ კაცს მართლმადიდებლობის მარტო ერთი რამ მოსწონს: ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდესო...და სხვას ვერაფერს ამჩნევს მართლმადიდებლობაში...და არც არაფერს ასრულებს...ეგეთი რომ დაგიწყებს აბა დამემორჩილეო, დაემორჩილები???? არა არა და არა


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 2 2008, 09:35 PM
პოსტი #287


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



natia.
ციტატა
ზოგ კაცს მართლმადიდებლობის მარტო ერთი რამ მოსწონს: ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდესო..

ზოგს - არა, უმეტესობას. ki.gif

Nina komnene
ციტატა
მგონი გენდერულ თანასწორობაში სხვა რამეა ნაგულისხმევი. მაგალითად ის, რომ ადრე ქალებს არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება

არა მარტო არჩევნებში ექვივალენტური უფლებები... არამედ მთლიანად თანასწორი სოციალური ცხოვრების უფლება: სწავლა-განათლება, პროფესიული კარიერა, რეკრეაცია/გართობა, ავტომობილის მართვის უფლება... smile.gif ki.gif და ა.შ.

ეკლესიურად კი ცოდვის თანაბრადმოკითხვადობა და იმის გაცნობიერება, რომ არ არსებობს შეცოდებათა კატეგორიები, რომლებიც თითქოს ქალს გაცილებით მეტად მოეკითხება. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Jun 2 2008, 09:42 PM
პოსტი #288


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



გიორგი
ციტატა
ზოგს - არა, უმეტესობას.



მარტო მეუღლეებზეც არაა თან

უფროსებს რო კითხო :

რას ასწავლისო შენი მართლმადიდებლობაო.. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსაო..


პატივის ცემას დაიმსახურებ თუუუ : "დაუჯერე", დაალაგე. რაღაცა გააკეთე.. biggrin.gif biggrin.gif



--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 2 2008, 10:22 PM
პოსტი #289


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



leluka
ძველ თაობას (და არა მარტო ძველს) რომ გარკვეული პრობლემები აქვთ ქრისტეანობასთან მიმართებაში ეს ფაქტია. ki.gif
ციტატა
პატივის ცემა : დაალაგე.

ისე რა საშინელებაა "პროფესიონალი" დიასახლისი, მზარეული და მრეცხავი ცოლი. biggrin.gif ძალიან მაგრად არ მომწონს, არადა გოგოების გარკვეულ კატეგორიას როგორ მოსწონს, რომ სულ სახლში არიან, ამზადებენ ნაირგვარ საჭმელს და მერე "სუფრას რომ უნდა მოემსახურონ"... ki.gif smile.gif

არა, საოჯახო საქმის რაღაც დონეზე ცოდნა საჭიროა, მაგრამ... ფსევდოქართული მენტალიტეტიდან უნდა სასწრაფოდ განდევნილ იქნას გოგოს "გასათხოვებლად გამოზრდის ფენომენი", რაც გულისხმობს რომ "პოტენციური ცოლი" უნდა იყოს კარგი "მზარეული", "ოფიციანტი" და სასურველია რომ "მრეცხავიც", აგრეთვე აუცილებელია "უმაღლესი" ჰქონდეს დამთავრებული (ოღონდ რისთვის ეს არავინ იცის biggrin.gif )

ასეთი მიდგომებით იკარგება სუსტი სქესის წარმომადგენლების ნიჭის რეალიზაცია და ნაწილობრივ იზღუდება მათი გრძნობებიც. yes.gif

გენდერული თანასწორობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ინტელექტუალურ თანასწორობას.

gender equality!


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6+j.anu.j.j
პოსტი Jun 2 2008, 10:30 PM
პოსტი #290


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 26-May 08
წევრი № 4,922



მორჩილებდეთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით.
ცოლებო დაემორჩილედ თქვენს ქმრებს როგორც უფალს;
ვინაიდან ქმარი ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და მისცა თავისი თავი მისთვის,
რათა წმინდა ეყო იგი, განწმენდილი წყლის საბანელით და სიტყვით,
ამრიგად წარმოედგინა ის თავის წინაშე დიდებულ ეკლესიად, მწიკვლის, ზადისა თუ სხვა რამე მზგავსი არ მქონედ, არამედ რათა წმინდა და უმწიკლო ყოფილიყო იგი.
ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები როგორც საკუთარი სხეული; ცოლის მოყვარეს თავისი თავი უყვარს.
რადგან არავის არასოდეს მოუძულებია თავისი ხორცი, არამედ უვლის და ასაზრდოვებს მას როგორც უფალი ეკლესიას;
ვინაიდან მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი,
ამიტომაც მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქმნებიან ორივე ერთ ხორც.
დიდია ეს საიდუმლო, ხოლო მე ქრისტესა და ეკლესიაზე ბამბოფ ამას.
ასევე თვიტვეულ თქვენგანსაც უყვარდეს ცოლი თავისი, როგორც თავი თვისი; ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 2 2008, 10:31 PM
პოსტი #291


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
არა, საოჯახო საქმის რაღაც დონეზე ცოდნა საჭიროა, მაგრამ... ფსევდოქართული მენტალიტეტიდან უნდა სასწრაფოდ განდევნილ იქნას გოგოს "გასათხოვებლად გამოზრდის ფენომენი", რაც გულისხმობს რომ "პოტენციური ცოლი" უნდა იყოს კარგი "მზარეული", "ოფიციანტი" და სასურველია რომ "მრეცხავიც", აგრეთვე აუცილებელია "უმაღლესი" ჰქონდეს დამთავრებული (ოღონდ რისთვის ეს არავინ იცის biggrin.gif )


გიორგი,

ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არაა, უარესია სერბეთში. რომ არ მოელანდება ბევრ ქართველს, იმ დონეზე უარესადაა ეგ საქმე იქ. ასე რომ, მხოლოდ ქართველებს ნუ "დაადანაშაულებთ" smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6+j.anu.j.j
პოსტი Jun 2 2008, 10:31 PM
პოსტი #292


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 26-May 08
წევრი № 4,922



.................................. huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 2 2008, 10:51 PM
პოსტი #293


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ციტატა(6+j.anu.j.j @ Jun 2 2008, 10:30 PM) *

მორჩილებდეთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით.
ცოლებო დაემორჩილედ თქვენს ქმრებს როგორც უფალს;
ვინაიდან ქმარი ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და მისცა თავისი თავი მისთვის,
რათა წმინდა ეყო იგი, განწმენდილი წყლის საბანელით და სიტყვით,
ამრიგად წარმოედგინა ის თავის წინაშე დიდებულ ეკლესიად, მწიკვლის, ზადისა თუ სხვა რამე მზგავსი არ მქონედ, არამედ რათა წმინდა და უმწიკლო ყოფილიყო იგი.
ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები როგორც საკუთარი სხეული; ცოლის მოყვარეს თავისი თავი უყვარს.
რადგან არავის არასოდეს მოუძულებია თავისი ხორცი, არამედ უვლის და ასაზრდოვებს მას როგორც უფალი ეკლესიას;
ვინაიდან მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი,
ამიტომაც მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქმნებიან ორივე ერთ ხორც.
დიდია ეს საიდუმლო, ხოლო მე ქრისტესა და ეკლესიაზე ბამბოფ ამას.
ასევე თვიტვეულ თქვენგანსაც უყვარდეს ცოლი თავისი, როგორც თავი თვისი; ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა.

შენ შემოგევლეეეეეეეე ესე იგი რააააა.. biggrin.gif biggrin.gif გეთანხმები.. rolleyes.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Jun 2 2008, 10:54 PM
პოსტი #294


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



რააააააააა? biggrin.gif რა და ტუკნარაააააააა biggrin.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6+j.anu.j.j
პოსტი Jun 2 2008, 11:14 PM
პოსტი #295


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 26-May 08
წევრი № 4,922



ციტატა(iisperiTOVLI @ Jun 2 2008, 10:51 PM) *

შენ შემოგევლეეეეეეეე ესე იგი რააააა.. biggrin.gif biggrin.gif გეთანხმები.. rolleyes.gif

გაიხარე სიყვარულში rolleyes.gif

ციტატა(Floyd @ Jun 2 2008, 10:54 PM) *

რააააააააა? biggrin.gif რა და ტუკნარაააააააა biggrin.gif

biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Jun 3 2008, 12:17 AM
პოსტი #296


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



გიორგი

შენ რომ არ იყო ამ ფორუმს რა ეშველებოდაააა : ) biggrin.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 3 2008, 12:19 AM
პოსტი #297


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ქალი და მამაკაცი თანასწორია, ეს სადავო არავისთვის არის. თუმცა მათ განსხვავებული ფუნქციები აქვთ, რაც თავისთავად გამოიწვევს ქალის სახლზე ცოტა მეტ მიჯაჭვულობას. მამაკაცი ბავშვს ვერ გააჩენს და ვერც საკუთარი რძით გამოკვებავს.

ქალს და მამაკაცს განვითარების თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს. თუმცა ვერაფრით ვერ გავიზიარებ ჩვენი ეპოქის ,,განმანათლებლების'', სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომლების თანასწორობას იმით ზომავენ, თუ როგორია მამაკაცებისა და ქალების თანაფარდობა სხვადასხვა სამსახურებში, პარლამენტში და ა. შ.

გასაგებია რომ ქალსა და მამაკაცს განვითარების თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სადმე რაღაც ხელოვნური კვოტების შექმნა და ხელოვნური ჩარჩოებით რაიმეს დარეგულირება ყოველთვის არასწორად მიმაჩნია. ყოველგვარი კვოტები მიუღებელია, ეს თვითონ დასავლეთშიც დადასტურებულია არაერთგზის, მაგ. ერთერთ ამერიკულ სახელმძღვანელოში მოყვანილია შემთხვევა, როდესაც მისაღებ გამოცდებზე შავკანიანთათვის ცალკე კვოტა დააწესეს, გავიდა ხანი და ერთმა თეთრკანიანმა სარჩელი შეიტანა, მან თეთრკანიანთა კვოტაში მისაღებად აუცილებელზე ნაკლები, მაგრამ ყველა შავკანიანზე მეტი ქულა დააგროვა. ის გარეთ დარჩა დაბალქულიანი შეიყვანესსასაწავლებელში. ანუ ამ კვოტამ სრულიად უსამართლო როლი შეასრულა............

ისე ფორუმზე ეს თემა ჯანსაღად იხილება, რასაც ვერ ვიტყვით სხვადასხვა ტოკ შოუზე და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციაზე, რომელიც ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს წააგავს.

ჩემთვის ქალთა უფლებების ნამდვილი დარღვევა და ამ არსების შეურაცყოფა ისაა, როდესაც ვხედავ მთელი დღე ქუჩაში დგომისაგაგან გაწამებულ თავის სახე დაკარგულ ქალს და შეუფერებელ, მძიმე, ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებში მომუშავე ქალს. ესაა ნამდვილი უფლებების დარღვევა და არა გენდერული ბალანსი.

გენდერული ბალანსის თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟი კი ერთ რუსულ ანეგდოტს მაგონებს, სადაც ივანუშკა დურაჩოკი რიგრიგობით აჭრის თავებს წყაროსთან მძინარე გველეშაპს, გამოღვიძებული გველეშაპი ეკითხება რა გინდა , რას მერჩიო, ივანუშკა წყალს მოითხოვს, პასუხად გველეშაპი ეუბნება - აგერაა წყალი, დალიე რამდენიც გინდა მე რას გადამეკიდეო.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Jun 3 2008, 12:24 AM
პოსტი #298


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



გიორგი
ციტატა
ისე რა საშინელებაა "პროფესიონალი" დიასახლისი, მზარეული და მრეცხავი ცოლი. ძალიან მაგრად არ მომწონს, არადა გოგოების გარკვეულ კატეგორიას როგორ მოსწონს, რომ სულ სახლში არიან, ამზადებენ ნაირგვარ საჭმელს და მერე "სუფრას რომ უნდა მოემსახურონ"...

არა, საოჯახო საქმის რაღაც დონეზე ცოდნა საჭიროა, მაგრამ... ფსევდოქართული მენტალიტეტიდან უნდა სასწრაფოდ განდევნილ იქნას გოგოს "გასათხოვებლად გამოზრდის ფენომენი", რაც გულისხმობს რომ "პოტენციური ცოლი" უნდა იყოს კარგი "მზარეული", "ოფიციანტი" და სასურველია რომ "მრეცხავიც", აგრეთვე აუცილებელია "უმაღლესი" ჰქონდეს დამთავრებული (ოღონდ რისთვის ეს არავინ იცის )

ასეთი მიდგომებით იკარგება სუსტი სქესის წარმომადგენლების ნიჭის რეალიზაცია და ნაწილობრივ იზღუდება მათი გრძნობებიც.

გენდერული თანასწორობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ინტელექტუალურ თანასწორობას.

gender equality!

ki.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 3 2008, 12:51 AM
პოსტი #299


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არაა, უარესია სერბეთში.

ძალიან ცუდია... არ მეგონა. no.gif

leluka
nino_ni
გაიხარეთ smile.gif

ზვარე
ციტატა
თანასწორობას იმით ზომავენ, თუ როგორია მამაკაცებისა და ქალების თანაფარდობა სხვადასხვა სამსახურებში, პარლამენტში და ა. შ.

ეს საკმაოდ კარგად ზომავს თანასწორობას. ki.gif

ახლა რაშია საქმე, ხელოვნური კვოტების და ხელოვნური ბალანსის შექმნის მომხრე არც მე არ ვარ. უაზრობაა, რომ სამსახურში არ მიიღო კვალიფიციური მამაკაცი და სამაგიეროდ შექმნა ხელოვნური ადგილები ქალებისათვის, სადაც ბევრი არაპროფესიონალი სუსტი სქესის წარმომადგენელი მოხვდება. ეს სიკეთეს არ მოიტანს, მაგრამ ზოგადად სხვადასხვა სამსახურებში მომუშავე მამაკაცების და ქალების თანაფარდობის სტატისტიკა, თუ ეს "ხელოვნური ჩარევის" გარეშეა მიღებული, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია იმისა თუ რამდენად არიან სოციალურად აქტიური ქალები და შესაბამისად როგორია გენდერული ბალანსი.

თუ ქვეყანაში ზოგადად გენდერული თანასწორუფლებიანობა საზოგადოებაში არ არსებობს და ბევრნი არიან ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც იძახიან რომ: "ქალი კუხნაში გამიგია", "რა უნდა ქალს საჭესთან", "სწავლა ქალის საქმე არაა", "ქალის სამსახურიც და ხელფასიც - დიასახლისობაა" და ა.შ. მაშინ თავისთავად იქმნება შესაბამისი ფონი, საზოგადოებრივი სტერეოტიპები; ქალების (გოგონების) გარკვეულ კატეგორიას თვითონ აღარ სურს იყოს სოციალურად აქტიური, ("დაჟე" თავს დაჩაგრულადაც არ მიიჩნევს) სხვანაირად ვერც კი წარმოუდგენია საკუთარი ყოფა და თანდათანობით ყალიბდება "პროფესიონალ დიასახლისადაც", რაც უკვე პირდაპირ აისახება შესაბამის სტატისტიკაში - ამა თუ იმ დაწესებულებაში მოსამსახურეების ბალანსით და სხვა მაჩვენებლებით. ეს უბრალოდ ფაქტია. ....მაგრამ, მაგრამ... იმისათვის რომ ვებრძოლოთ გენდერულ უთანასწორობას ხელოვნური კვოტები ნამდვილად არ გვიშველის, ეს სისულელეა, ამისათვის საჭიროა რომ მოხდეს ამ "ფსევდოსტერეოტიპების" მასიური მსხვრევა ყველა დონეზე და როდესაც თვითონ საზოგადოება აღარ "შეუშლის ხელს" გოგონების სოციალურად აქტიურობას შესაბამისად შეიცვლება სტატისტიკაც.

გასაგებია, რომ ჩვენთან ფუნდამენტალიზმი ძალიან ძლიერი არ არის. ირანში კატასტროფულად უარესი მდგომარეობაა, აგერ მიკარნახეს რომ სერბეთშიც შედარებით უარესობააო, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენც ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი. გოგონების ნიჭის, გრძნობების და სურვილების რეალიზაცია ჩვენთანაც საზოგადოების გარკვეულ ფენებში მეტ-ნაკლებად იზღუდება ზემოთმოყვანილი იდეოლოგიის სიმძლავრის გამო, დიდია ქრისტეანობის არასწორად გაგების გავლენაც და მამაკაცების გარკვეული კატეგორიის მიერ ბევრი რაღაცის სათავისოდ გაგებაც.

ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა გამოსწორდეს. ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Jun 3 2008, 01:00 AM
პოსტი #300


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



ქალის უპირატესობა მის სისუსტეშია.
ჭკვაინ ქალს არასდროს ექნება დისკრიმინირებულის სტატუსი ისევე, როგორც დისკრიმინატორის.
მით უმეტეს საქართველოში...

დანარჩენი ინდივიდუალურია, ფაქტია რომ ქალების "დამჩაგრავ" კაცებს ისევ ქალები (დედები) ზრდიან. ასე რომ თავი და თავი მაინც ქალები არიან smile.gif


ხო, და ყოველთვის ვამბობ, რომ ქალს თუ აქვს საკუთარი თავის მიმართ მეორეხარისხოვანის შეგრძნება, მას ნამდვილად მოექცევიან როგორც მეორეხარისხოვანს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 12:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი