IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V « < 31 32 33 34 35 > »   
Reply to this topicStart new topic
> გენდერული თანასწორუფლებიანობა, ერთერთი ევროპის ინიციატივა...
marine
პოსტი Dec 31 2012, 08:51 PM
პოსტი #641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოში გენდერული თანასწორობა არასოდეს იქნება, რადგან ქართველი ქალი ყოველთვის მაღლა დგას."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 1 2013, 01:10 PM
პოსტი #642


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
საერთოდ ტერმინს ვერ ვხვდები ,,გენდერული თანასწორობის.''
კაციც და ქალიც ღვთის ხატების მატარებელნი არიან და ორივე თანასწორნი არიან უფლს წინაშე ყოველგვარი ფემინისტური გამოხტომებისა და სხვა სისულეების გარეშე.
პავლე მოციქული ძალიან მოკლე და ლაკონიურ გამოთქმას იყენებს ამისთვის-,,არა არს რჩევა დედაკაცისა მამაკაცისაგან.''
უბრალოდ არის საკითხები და მომენტები როდესაც კაცს უფრო დიდი პასუხისმგებლობა თუ მოვალეობა გააჩნია და არის პირიქით.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 2 2013, 12:31 PM
პოსტი #643


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ეს რა თემა გამომიტოვებია biggrin.gif:D

marine
ციტატა
ქალი მამაკაცთან შედარებით ბევრად სუსტია, ამიტომ მისი თანასწორი ვერასოდეს გახდება...

ციტატა
"საქართველოში გენდერული თანასწორობა არასოდეს იქნება, რადგან ქართველი ქალი ყოველთვის მაღლა დგას."


ეს ორი ციტატა გარკვეული თვალსაზრისით ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ვისი სიტყვებია?
"ქალი მაღლა დგას" რას ნიშნავს?

A.V.M
ციტატა
საერთოდ ტერმინს ვერ ვხვდები ,,გენდერული თანასწორობის.''

გენდერული თანასწორობა სხვა ბევრთან ერთად ნიშნავს, რომ ერთნაირი სამუშაოს შესრულებისას ქალს და კაცს ერთნაირი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რაც ბევრ შემთხვევაში ასე არაა.
გაუგებარია? smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 12:37 PM
პოსტი #644


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



athos
ციტატა

გენდერული თანასწორობა სხვა ბევრთან ერთად ნიშნავს, რომ ერთნაირი სამუშაოს შესრულებისას ქალს და კაცს ერთნაირი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რაც ბევრ შემთხვევაში ასე არაა.

რა იგულისხმება არ მითქვამს ათოს... rolleyes.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 2 2013, 12:45 PM
პოსტი #645


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



A.V.M

მაშინ ახსენი რატომაა ტერმინი გაუგებარი smile.gif
თუ გინდა გადახედე რომელ ქვეყანაში როდის მიიღეს ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ამ ტერმინის "გენდერული თანასწორობა" შემოღება საჭირო გახდა იმიტომ რომ ისტორიულად სწორედ გენდერულ უთანასწორობას ჰქონდა ადგილი.
აქ ლაპარაკი არ არის ღვთის ხატებაზე ან ფიზიკურად ვინ უფრო ძლიერია, სხვათაშორის იმაზეც ნაკლებად, ვინ მიიღებს ოჯახში გადაწყვეტილებებს (თუ ძალადობას არ აქვს ადგილი), ლაპარაკია სოციუმში თანაბარ უფლებებზე


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 12:59 PM
პოსტი #646


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



athos
ციტატა
რატომაა ტერმინი გაუგებარი

,,გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით.''
აი ეს ყველაფერი ,,გენდერული თანასწორობის '' გარეშე არ იყო?
ციტატა
თუ გინდა გადახედე რომელ ქვეყანაში როდის მიიღეს ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

საუდის არაბეთის მეფე აბდულამ შარშან მისცა მხოლოდ ქალებს არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებისა და ხმის მიცემის უფლება , მაგრამ ტვინნაღრძობ და ფანატიკურ დამოკიდებულებაზე ხომ არ ვსაუბრობთ ახლა.
მე შემიძლია გითხრა რომ არათუ არჩევნებში არამედ წმინდა დიპლომატიური მისიით როგორ მოქმედებდნენ შუასაუკუნებრივ საქართველოში ქალები , როგორ მეფობდა ქალი , როგორ სარგებლობდნენ თანაბრად სხვადასხვა სოციალური სიკეთეებით , რამხელა პატივი ჰქონდა მას ოჯახში თუ ოჯახს გარეთ და.ა.შ.

ციტატა
აქ ლაპარაკი არ არის ღვთის ხატებაზე ან ფიზიკურად ვინ უფრო ძლიერია,

რა თქმა უნდა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 2 2013, 01:08 PM
პოსტი #647


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



A.V.M
ციტატა
აი ეს ყველაფერი ,,გენდერული თანასწორობის '' გარეშე არ იყო?

არა თუ არ იყო, დღემდე არ არის smile.gif
აი რაც ხელფასზე დავწერე, ეგ ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც დღემდე პრობლემაა.
ციტატა
საუდის არაბეთის მეფე აბდულამ

შვეიცარიაში მხოლოდ 1971 წელს გაუთანაბრეს ქალი ამომრჩევლები მამაკაცებს და ერთ-ერთ კანტონში ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ 90-იან წლებში მიიღეს.


ციტატა
მე შემიძლია გითხრა რომ არათუ არჩევნებში არამედ წმინდა დიპლომატიური მისიით როგორ მოქმედებდნენ შუასაუკუნებრივ საქართველოში ქალები , როგორ მეფობდა ქალი , როგორ სარგებლობდნენ თანაბრად სხვადასხვა სოციალური სიკეთეებით , რამხელა პატივი ჰქონდა მას ოჯახში თუ ოჯახს გარეთ და.ა.შ.

გამონაკლისი ადასტურებს კანონზომიერებას.
თანაბარი უფლებები მაგალითად განათლების მიღებასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრ საკითხთან რა თქმა უნდა არ იყო.
ტყუილად მეკამათები ახლა.
გოგოს მოტაცების მახინჯი ტრადიცია მეოცე საუკუნის ბოლომდე რომ შემორჩება ქვეყანაში რა თანასწორობაზეა ლაპარაკი smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 01:13 PM
პოსტი #648


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



athos

ციტატა
თანაბარი უფლებები მაგალითად განათლების მიღებასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრ საკითხთან რა თქმა უნდა არ იყო.

მაშინდელ საგანმანათლებლო კჯერებს წარმოადგენდნენ მონასტრები .
დამეთანხმები რომ მამათა მონასტრებში ქალები ვერ მიიღებდნენ განათლებას , ხოლო დედათა მონასტრული ცხოვრება კი ძალიან ნაკლებად იყო განვითარებული . და ამ ნაკლებ განვითარებას კაცებს ნუ დააბრალებ ახლა... rolleyes.gif
ციტატა
ტყუილად მეკამათები ახლა.

გააჩნია რას გულისხმობ...
ციტატა

გოგოს მოტაცების მახინჯი ტრადიცია მეოცე საუკუნის ბოლომდე რომ შემორჩება ქვეყანაში რა თანასწორობაზეა ლაპარაკ

შეიძლება ვიღაც ჭკუასუსტმა ახლაც მოიტაცოს გოგო , მაგრამ ის ჭკუასუსტია და ასეთივე დარჩება.
ამ და ამგვარი უაზრო გამონაკლისებით ხომ არ შეიძლება ერთ ქვაბში მოვხარშოთ ყველა?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 2 2013, 01:18 PM
პოსტი #649


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



A.V.M
ციტატა
ხოლო დედათა მონასტრული ცხოვრება კი ძალიან ნაკლებად იყო განვითარებული

ამას საიდან ასკვნი?
ნაკლებად განვითარებული რას ნიშნავს?
დედათა მონასტრები არ იყო?

A.V.M
ციტატა
შეიძლება ვიღაც ჭკუასუსტმა ახლაც მოიტაცოს გოგო , მაგრამ ის ჭკუასუსტია და ასეთივე დარჩება.
ამ და ამგვარი უაზრო გამონაკლისებით ხომ არ შეიძლება ერთ ქვაბში მოვხარშოთ ყველა?

ჭკუასუსტობაზე არ არის ეს. სოციუმის სარკეა smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 01:23 PM
პოსტი #650


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ამას საიდან ასკვნი?

ისტორიიდან...
ციტატა
ნაკლებად განვითარებული რას ნიშნავს?

რას და არ მიდიოდა იმ დონის სამეცნიერო მოღვაწეობა რაც მამათა მონასტრებში , არ იყო განათლების იმდენი და იმდონის კერები როგორც ეს მამათა მონასტრებში იყო , არ მიდიოდა დაზგური თუ მონუმენტური დარგის ხელოვნების იმდენი და იმ დონის ნიმუშების შექმნა რაც მამათა მონასტრებში ხდებოდა , ძალიან იშვიათად ხდებოდა დედათა მონასტრებდან უცხოეთსი სასწავლებლად გაგზავნა და.ა.შ.
ციტატა
დედათა მონასტრები არ იყო?

ჩემგან არ გესწავლება რომ ნაკლლებად განვითარებულობა არ აღნიშნავს არარსებულობას.

ციტატა
ჭკუასუსტობაზე არ არის ეს. სოციუმის სარკეა

ჭკუასუსტობაზეა აბა რაზე...
მე რო ქალი მოვიტაცო ჭკვიანი ვიქნები?
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 2 2013, 01:26 PM
პოსტი #651


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



A.V.M
ციტატა
რას და არ მიდიოდა იმ დონის სამეცნიერო მოღვაწეობა რაც მამათა მონასტრებში , არ იყო განათლების იმდენი და იმდონის კერები როგორც ეს მამათა მონასტრებში იყო , არ მიდიოდა დაზგური თუ მონუმენტური დარგის ხელოვნების იმდენი და იმ დონის ნიმუშების შექმნა რაც მამათა მონასტრებში ხდებოდა , ძალიან იშვიათად ხდებოდა დედათა მონასტრებდან უცხოეთსი სასწავლებლად გაგზავნა და.ა.შ.

რატომ?
იმიტომ რომ არ იღებდნენ ბავშვობიდან საფუძვლიან და აკადემიურ განათლებას.
არ ითვლებოდა ეს ქალის საქმედ.
ეგეც შენ გენდერული უთანასწორობა smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 01:40 PM
პოსტი #652


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



athos
ციტატა
იმიტომ რომ არ იღებდნენ ბავშვობიდან საფუძვლიან და აკადემიურ განათლებას.

არ კი არა ვერ იღებდნენ.
ციტატა
არ ითვლებოდა ეს ქალის საქმედ.

გვავიწყდება რომელი დროის შესახებ ვსაუბრობთ.
არ იყო მაშინ ისეთი სასწავლკებლები სადაც ქალი თან ისწავლიდა და თან ოჯახს მიეხნარებოდა. მაშინ სასწავლებლად წასვლა ნიშნავდა აბსოლიტურ მოწყვეტას ოჯახიდან , ძალიან იშვიათ და ,,არაეფექტურ'' კავშირს მასთან და.ა.შ.
ახლა ამ კუთხიდან შევხედოთ . ორივემ ვიცით ,,ოთარაანთ ქვრივის '' შესახებ. მას არანაირ სასწავლო ცენტრში არ მიუღია სწავლა , მაგრამ დღევანდელ ,,დიპლომიოანებზე'' ასჯერ და ათასჯერ განათლებული იყო. რატომ? იმიტომ რომ მას ,,ცხოვრების სკოლა'' ჰქონდა დამთავრებული და შემდეგ ,,საოჯახო უნივერსიტეტი'' დამთავრებული. იმედია არ ვფიქრობთ , რომ ,,ოთარაანთ ქვრივი'' მხოლოდ ლიტერატურული პერსონაჟი იყო და რეალურად მრავალი ამგვარი ქალბატონი არ არსებობდა. ქალბატონები რომლებმაც ილიას შთააგონეს ამ ნაწარმოების დაწერა.

ახლა თუ გინდა აშოტ კურაპალატისა და დედა ფებრონიას ეპიზოდი განვიხილოთ . ამხელა მეფეს , ერთმა ქალმა არ მისცა უფლება რომ ყოფილიყო მასთან ვისთანაც უნდოდა...
ციტატა
ეგეც შენ გენდერული უთანასწორობა

ისევ ხელახლა უნდა დავიწყოთ?
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 2 2013, 01:54 PM
პოსტი #653


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



A.V.M
რა შუაშია "ოთარაანთ ქვრივი"? ილია თავის ნაწარმოებებში გლეხებზეც წერს, რომლებსაც არ დაუმთავრებიათ უნივერსიტეტები, მაგრამ ცხოვრებისგან ნასწავლი ბრძენი ადამიანები იყვნენ.
ცხოვრების სკოლა სქესზე არ არის დამოკიდებული.
აქ მაგაზე არ ვსაუბრობთ, არამედ იმაზე თუ რამდენად იყო და არის უფლებების თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის.

იყო ასეთი ქალი ჰიმნოგრაფი შუა საუკუნეებში - კასია.
მისი გალობები ახლაც გამოიყენება ღვთისმსახურების დროს.
მისი ბევრი ნაწარმოები დაკარგულია, ბევრს ანონიმი ავტორი აწერია და ზოგი კიდევ სხვა ავტორზეა მიწერილი.
გამოიცანი აბა რატომ? smile.gif


A.V.M
ციტატა
არ იყო მაშინ ისეთი სასწავლკებლები სადაც ქალი თან ისწავლიდა და თან ოჯახს მიეხნარებოდა. მაშინ სასწავლებლად წასვლა ნიშნავდა აბსოლიტურ მოწყვეტას ოჯახიდან , ძალიან იშვიათ და ,,არაეფექტურ'' კავშირს მასთან და.ა.შ.

ეს ნიშნავს, რომ სქესზე დამოკიდებით არ ჰქონდათ თანაბარი შესაძლებლობები ერთ ოჯახში დაბადებულ ქალებს და ვაჟებს.
გენდერული თანასწორობა სხვა მრავალს შორის ნიშნავს განათლების თანაბარ შესაძლებლობებს smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 01:55 PM
პოსტი #654


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



athos
ციტატა
მისი ბევრი ნაწარმოები დაკარგულია, ბევრს ანონიმი ავტორი აწერია და ზოგი კიდევ სხვა ავტორზეა მიწერილი.

მხოლოდ იმიტომ დაიკარგა და ,,ანონიმი'' გახდა ომ ქალი იყო და მამაკაცებმა ეს ,,ვერ აიტანეს.''
ამას გულისხმობ ალბათ ხომ?
ციტატა
აქ მაგაზე არ ვსაუბრობთ, არამედ იმაზე თუ რამდენად იყო და არის უფლებების თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის.

ალბათ მიხვდი რომ მხოლოდ საქართველოს მაგალითებით ვსაუბრობ.
და რომელი უფლება ჰქონოდა და სქესი არ აძლევდა ქართველ ქალს მის გამოყენებას?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 2 2013, 01:59 PM
პოსტი #655


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
ახლა თუ გინდა აშოტ კურაპალატისა და დედა ფებრონიას ეპიზოდი განვიხილოთ . ამხელა მეფეს , ერთმა ქალმა არ მისცა უფლება რომ ყოფილიყო მასთან ვისთანაც უნდოდა...

ეს ერთი ეპიზოდი როგორ ნიშნავს რომ მთელ სოციუმში ქალებსაც და კაცებსაც თანაბარი უფლებები ჰქონდათ, ვერ ვხვდები

A.V.M
ციტატა
ალბათ მიხვდი რომ მხოლოდ საქართველოს მაგალითებით ვსაუბრობ.

ნუ, თუ საქართგველოსი, მაშინ
"ოდეს ყოფილ არს აქამომდე თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პური"
(მთლად ზუსტი ციტატა არ არის, დავწერე როგორც მახსოვს)


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 02:00 PM
პოსტი #656


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ეს ნიშნავს, რომ სქესზე დამოკიდებით არ ჰქონდათ თანაბარი შესაძლებლობები ერთ ოჯახში დაბადებულ ქალებს და ვაჟებს.

მამათა მონასტრებში ვერ ისწავლიდნენ ქალები . და თუ საჭიროდ თვლიდნენ და უნდოდათ თავად ქალებს შეეძლოთ დაეარსებინათ ისეთივე მონასტრები , როგორებიც იყო გელათში , იყალთოში , ტაოში და.ა.შ.
როგორ ფიქრობ , იგივე დედა ფებრონიას რომ მოეწადინებინა მონასტერში საგანმანათლებლო კერის დაარსება აშოტ კურაპალატი არ დაეხმარებოდა და არ გაუკეთებდა?
გაუკეთებდა კი არა თან გადაჰყვებოდა.
ციტატა
გენდერული თანასწორობა სხვა მრავალს შორის ნიშნავს განათლების თანაბარ შესაძლებლობებს

რომ მითხრა რომ საქართველოში არსებობდა ჩვეულებრივი საერო სასწავლებლები , სადაც მხოლოდ მამაკაცებნს იღებდნენ და ქალებს არ ასწავლიდნენ სქესისი გამო მერე გესაუბრებოდი მაგ საკითხზე.
მაგრამ მამათა მონასტრებში ვერანაირად მიიღებდნენ განათლებას და თუ საწიროდ მიაჩნდათ გაეკეთებინათ იგივე კერები დედათა მონასტრებში და კი ბატონო.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 2 2013, 02:08 PM
პოსტი #657


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ისტორიას რომ თავი დავანებოთ,
აჰა თანამედროვეობა.
თუმცა ალბათ ამ საკითხში სატანისტურ-მასონურ დასავლეთს არ დაეჯერება არა? biggrin.gif

IPB-ს სურათი

A.V.M
ციტატა
მამათა მონასტრებში ვერ ისწავლიდნენ ქალები . და თუ საჭიროდ თვლიდნენ და უნდოდათ თავად ქალებს შეეძლოთ დაეარსებინათ ისეთივე მონასტრები , როგორებიც იყო გელათში , იყალთოში , ტაოში და.ა.შ.
როგორ ფიქრობ , იგივე დედა ფებრონიას რომ მოეწადინებინა მონასტერში საგანმანათლებლო კერის დაარსება აშოტ კურაპალატი არ დაეხმარებოდა და არ გაუკეთებდა?
გაუკეთებდა კი არა თან გადაჰყვებოდა.

no.gif
გითხარი უკვე, არ იყო იმიტომ რომ დაკნინებული იყო ქალის როლი, ინტელექტუალური სამუშაო არ ითვლებოდა ქალის საქმედ, შესაბამისად რა აზრი ჰქონდა ქალის განათლებას, თუ მოთხოვნა მასზე როგორც გადამწერზე, როგორც მთარგმნელზე არ იქნებოდა? კასიას მაგალითი ზუსტადაც რომ ასახავს როგორ ნაკლებად ფასდებოდა ქალის მოღვაწეობა ისეთ ასპარეზზე, რომელიც მამაკაცისად იყო მიჩნეული (და ქალთა საგანმანათლებლო კერები რომ არ იყო, ზუსტადაც ადასტურებს ეგ იგივე ტენდენციას საქართველოში)


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 02:15 PM
პოსტი #658


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



athos
ციტატა
ეს ერთი ეპიზოდი როგორ ნიშნავს რომ მთელ სოციუმში ქალებსაც და კაცებსაც თანაბარი უფლებები ჰქონდათ, ვერ ვხვდები

მაგისთვის არ დამიწერია.
ადრეც ვამბობდი და კიდევ ვიმეორებ რომ არსებობდა და არსებობს საკითხები სადაც ქალს უფრო მეტი მოვალეობა , პასუხისმგებლობა , გნებავს უფლება გააჩნია და არსებობს პირიქით.
ეგ მაგალითი კი მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე რომ გამეხსენებინა-ერთმა ქალმა თვით მეფეს არ მისცას უფლება რომ საკუთარი წადილი აესრულებინა სხვასთან მიმართებაში.
ციტატა
"ოდეს ყოფილ არს აქამომდე თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პური"
(მთლად ზუსტი ციტატა არ არის, დავწერე როგორც მახსოვს)

სწორად გიწერია , თუ არ ჩავთვლით ,,თუმცა-ს'' რომლის მაგივრადაც ,,ოდეს'' უნდა ეწეროს. მაგრამ ამ შემთხვევაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და საერთოდ არცაა მნიშვნელოვანი.

გავიხსენოთ რომ ეს ვითარება ხდება მეხუთე საუკუნეში.
მაშინ შეგვიძლია კიდევ უფრო უკან წავიდეთ და მატრიარქალურ პერიოდზე მივიდეთ. ამით ავცდებით საუბრის თემას.

ამ პერიოდში საქართველოს პოლიტიკური ვითარება რომ გავიხსენოთ ნათელი გახდება საქართველოზე აღმოსავლური გავლენა , მისის მმართველი პიტიახში იყო , რომელიც მკაცრად ირანულ პოლიტიკას ატარებდა საქართველოში , გაბატონებული იყო აღმოსავლური წეს ჩვეულებები თუ ტრადიციები , თავად შუშანიკიც სომეხი იყო ეროვნებით . და იმაზეც შევთანხმდით რომ აზიურ უაზრო და ფანატიკურ დამოკიდებულებაზე არ ვისაუბრებდით .
ხოლო სიტუაცუია კი რადიკალურად შეიცვალა როდესაც ეროვნული მმართველობა დაიწყო ქვეყნისა , როდესაც სახელმწიფომ აიღო პრო დასავლური კურსი და.ა.შ.
(გავიხსენოთ თამარის ეპოქა)

athos
ციტატა
აჰა თანამედროვეობა.
თუმცა ალბათ ამ საკითხში სატანისტურ-მასონურ დასავლეთს არ დაეჯერება არა?

ვერ გავიგე...biggrin.gif
ციტატა
შესაბამისად რა აზრი ჰქონდა ქალის განათლებას, თუ მოთხოვნა მასზე როგორც გადამწერზე, როგორც მთარგმნელზე არ იქნებოდა?

ყოფილიყო თავის სფეროში კაცზე მაღალი და როგორ არ იქნებოდა?
(რამდენად შეესაბამება ამ ფაქტს არ ვიცი , მაგრამ უწმინდესმა ერთ ქალს მისი ნიჭიდან და დონიდან გამომდინარე კურთხევა მისცა რომ საკურთხეველი მოეხატა ტაძრისა.)
ციტატა
კასიას მაგალითი ზუსტადაც რომ ასახავს როგორ ნაკლებად ფასდებოდა ქალის მოღვაწეობა ისეთ ასპარეზზე, რომელიც მამაკაცისად იყო მიჩნეული

ამ კასიაზე აუცილებლად უნდა მოვიძიო ინფორმაცია...
დამაინტერესა...
ციტატა
(და ქალთა საგანმანათლებლო კერები რომ არ იყო, ზუსტადაც ადასტურებს ეგ იგივე ტენდენციას საქართველოში)

თავად ქალები არ მიიჩნევდნენ ამას თავის საქმედ და იმიტომ...
თავად ქალებს არ უნდოდათ ეს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 2 2013, 02:22 PM
პოსტი #659


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



A.V.M
ციტატა
თავად ქალები არ მიიჩნევდნენ ამას თავის საქმედ და იმიტომ...
თავად ქალებს არ უნდოდათ ეს...


ეს არის ზე-არგუმენტი, მართლა biggrin.gif
ისე, არ გაინტერესებს რას ფიქრობენ თანამდეროვე პროვინციელი მუსლიმი ქალები ნაკლებ სეკულარიზებულ მუსლიმურ ქვეყანაში?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 02:23 PM
პოსტი #660


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ისე, არ გაინტერესებს რას ფიქრობენ თანამდეროვე პროვინციელი მუსლიმი ქალები ნაკლებ სეკულარიზებულ მუსლიმურ ქვეყანაში?

მე ბევრი რამე მაინტერესებს , მაგრამ ამ თემასთან მიმართებას თუ გულისხმობ რა გითხრა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V « < 31 32 33 34 35 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი