IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

65 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარულის არსი
კანუდოსელი
პოსტი Nov 6 2006, 12:59 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ღმერთმა ისე შეიყვარა კაცობრიობა, რომ ადამიანი გახდა, უბრალოდ კი არ გახდა, არამედ ეწამა, მარტო კი არ ეწამა, არამედ მოკვდა, არა მარტო მოკვდა, არამედ ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, არა მარტო ჯოჯოხეთში, არამედ აღდგა და არა მარტო აღდგა, არამედ ამაღლდა და კაცობრივი ბუნება ძღვნად მამა ღმერთს მიართვა.

აბა ამაზე მეტი სიყვარული არ არის არსად


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 6 2006, 01:01 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ღმერთმა ისე შეიყვარა კაცობრიობა, რომ ადამიანი გახდა, უბრალოდ კი არ გახდა, არამედ ეწამა, მარტო კი არ ეწამა, არამედ მოკვდა, არა მარტო მოკვდა, არამედ ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, არა მარტო ჯოჯოხეთში, არამედ აღდგა და არა მარტო აღდგა, არამედ ამაღლდა და კაცობრივი ბუნება ძღვნად მამა ღმერთს მიართვა.

აბა ამაზე მეტი სიყვარული არ არის არსად


გაიხარე. . . და ეს ყოველივე ჯერ კიდევ პირველმშობლებამდე, მარადისობაში გადაწყდა. .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 6 2006, 01:40 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



glaxa! - ზღაპრული თემა გახსენი! დიდი მადლობა! მეორე დღეა ვაპირებ გიპასუხო და ვეღარ მოვედი ამ თემამდე, ახლა ჯერ ვანთავსებ პატრიარქის აზრს, მის შემდგომ ჩემსას(მოსაზრებას) დავდებ.

ადამიანის გულისათვის

. . . ღმერთმა, რომელიც სიყვარულია, კაცი სიყვარულისა და ნეტარებისათვის შექმნა, იმ ნეტარებისათვის,რომელიც მხოლოდ სულიერი ამაღლებით მიიღწევა. . . ყოველი ჩვენგანი მოვალეა დაფიქრდეს, საიდან მოვიდა, რისთვის მოვიდა და საითკენ მიდის. ჩვენ კი, სამწუხაროდ, უმეტესწილად საკუთარი თავის შეცნობას სხვათა შეცნობასა და მათი ნაკლის დანახვას ვამჯობინებთ.

თავისი არსებობის მანძილზე კაცობრიობამ სცადა შეესწავლა თავისი თავი და ამ თვალსაზრისით გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ ბევრი რამ მაინც მიუღწეველი და დაფარული დარჩა. მაგალითად, დღემდე ვერავინ გასცა პასუხი კითხვას - რა არის სიცოცხლე! ბოლომდე ხორბლის ერთი მარცვლის საიდუმლოც კი ვერ ამოვიცანით. მართალია, ჩვენ შევძელით შეგვექმნა ხორბლის ხელოვნური მარცვალი, რომლის ქიმიური შედგენილობა იგივეა, რაც ბუნებრივი მარცვლისა, მაგრამ რომ დავთესოთ არ ამოვა, რადგან მას ის საიდუმლო სიცოცხლისა, რომელსაც ჩვენი გონება ვერ წვდება, არ გააჩნია. ჩვენ ვიცით, რო ადამიანი აზროვნებს, მაგრამ თუ როგორ წარმოიშვება და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი - ამ კითხვაზე სრული პასუხი ჯერაც არავის გაუცია. . . ცნობილმა ფიზიოლოგმა პავლოვმა გულს დიდი გონება უწოდა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ გული ადამიანის განსაკუთრებული ორგანოა, რომელიც მხოლოდ ბრძანებს და ბრძანებას არ იღებს. გულს ყოველთვის თავისი აზრი და შეხედულება აქვს და არავის ძალუძს მას საკუთარი აზრი და შეხედულება მოახვიოს. . . უფალი ადამიანისგან არა ცოდნას, ან მდიდრულ შესაწირავს, არამედ გულს მოითხოვს. იგი ყველა ადამიანს ეუბნება: შვილო, მომეცი შენი გული. თუ გული ამისთვის მზად გვაქვს, მივართმევთ, თუ გული მზად არ გვაქვს, ვერ მივცემთ. . .

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

23 მარტი, 1985 წელი

+ + +

უფლის მოძღვრება მუდამ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, ადამიანიც "თავის ხატად" სიყვარულისთვის შექმნა, უფალმა ამ პროცესის მიმდინარეობაც ადამიანისათვის თვალხილული გახადა - ადამიანის თავის ტვინს შეუძლია გამოყოს, შესაბამის სიტუაციებში ნეიროპეპტიდები, რომლებიც თავიანთი ფუნქციით ნეირომოდულატორებს წარმოადგენენ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როცა ადამიანს უყვარს, მისი თავის ტვინი გამოყოფს სპეციფიურ ნეიროპეპტიდს, რომლის მიკროსკოპული პორცია ფანტასტიურ გავლენას ახდენს ადამიანის მთელ ორგანიზმზე, ასწორებს ყველა დეფექტს დაავადებებით გამოწვეულთ და იწყება ქსოვილთა განახლების პროცესი, ეს კონკრეტული ნეიროფიზიოლოგიური და ანდროლოგიური კვლევებითაა დადგენილი, ამიტომაა სიყვარული ღვთაებრივი კატეგორია და ამიტომ გვასწავლის მუდმივად ეკლესია ნამდვილი სიყვარულის რაობას, რაც სულიერი და ფიზიკური ჯანსრულობის გარანტიაა!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 7 2006, 10:11 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



„დიდ არს ძალი სიყვარულისაჲ, რომელი მორჩილ ჰყოფს გონებასა შეკადრებად შეუკადრებელთაცა“.

არსენი ამარტოლი

http://literatura.iatp.ge


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 7 2006, 03:15 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166




სიყვარულის არსს ყველაზე ნათლად და ღრმად, ჩემი აზრით, წმიდა იოანე ღვთისმეტყველი განმარტავს: "საყვარელნო, ვიყვარებდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყვარული ღმრთისგან არს და ყოველი, რომელსა უყვარდეს, ღმრთისგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყვარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყვარული არს".
(1იოანე 4,7-8)




ციტატა(glaxa @ Nov 5 2006, 12:18 AM) *


საყუარელნო, ვიყუარებდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს, და ყოველი, რომელსა უყუარდეს
ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.
მოციქულ იაკობის ეპისტოლე 4:7[/color][/size]
smile.gif



ეს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებია.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხათუნა
პოსტი Nov 7 2006, 06:49 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 365
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 412



სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა ადამიანის „მე“, იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე“ და შეერთდე იმის „მესთან“; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა...

ილია ჭავჭავაძე


--------------------
აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mesxi
პოსტი Nov 7 2006, 09:31 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 16-October 06
წევრი № 279



ოხერი რამეა სიყვერული ეს ის გრძნობაა რომელიც ვერცერთმა მეცნიერმა ვერ ახსნა.კი ეპოტინებიან მაგრამ მაინც.smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 7 2006, 10:48 PM
პოსტი #8


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



Mesxi

სიყვარულს მხოლოდ ის ხსნის ვისგანაც მოდის ..ასე რომ..მეცნიერებს შანსი არ აქვთ.. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 7 2006, 10:52 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ახლა რატომღაც გოდერძი ჩოხელის სიტყვები გამახსენდა:
სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!
wub.gif wub.gif wub.gif


http://literatura.iatp.ge./


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2006, 12:07 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



-სიყვარულის სწავლება არ შეიძლება, მისით ღმერთმა უნდა დაგვაჯილდოვოს, ღმერთი კი მას აჯილდოვებს, ვისაც წმინდა გული აქვს.. smile.gif
ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tat-ia
პოსტი Nov 8 2006, 04:40 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-November 06
წევრი № 378



სიყვარული, ჩემი აზრით , უდიდესი ნიჭია რითაც ღმერთმა დააჯილდოვა ადამიანი, მაგრამ არავის ქვეყნად ისე არ ვუყვარვართ, დედასაც კი, როგორც ღმერთს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Nov 8 2006, 04:56 PM
პოსტი #12


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



glaxa
შენ მოგეხსენება მე როგო ვარ ნაჩხუბარი სიყვარულტან...

ერთადერთი ვინც მიყვარს ეს უფალია... wink.gif და ერთი ადმიანი , ვინც უფალი შემაყვარა.... wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 8 2006, 06:41 PM
პოსტი #13


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



სიყვარული მართლაც ნიჭია ღმერთისგან ბოძებული


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 8 2006, 08:33 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(დავით ივერიელი @ Nov 8 2006, 04:56 PM) *

glaxa
შენ მოგეხსენება მე როგო ვარ ნაჩხუბარი სიყვარულტან...

ერთადერთი ვინც მიყვარს ეს უფალია... wink.gif და ერთი ადმიანი , ვინც უფალი შემაყვარა.... wink.gif


ციტატა
ერთადერთი ვინც მიყვარს ეს უფალია... და ერთი ადმიანი , ვინც უფალი შემაყვარა....


მესმის, რომ ეს სიტყვები ნახევრად ირონიითაა ნათქვამი, მაგრამ მაინც მოვიყვან ამის პასუხად წმიდა მაქსიმე აღმსარებლის გამონათქვამს:
მთელი გულით უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი, სასოება კი მხოლოდ ერთადერთის, ღვთისა, გვმართებს და მხოლოდ მას, ერთს უნდა ვემსახუროთ მთელი ძალით. რამეთუ, ვიდრე ღმერთი გვიფარავს, მეგობარნიც კეთილგანოყობილნი არიან და მტერთაც არ ძალუძთ ბოროტისყოფა, ხოლო როცა ღმერთი მიგვატოვებს, მაშინ მეგობრებიც ზურგს შეგვაქცევენ და მტრებიც შეძლებენ ჩვენს ძლევას.



ციტატა(tsqnafo @ Nov 6 2006, 01:01 AM) *

ეჰჰ rolleyes.gif


ჩემი აზრით, ვისაც ასე ერთხელ მაინც არ ამოუხრია, ჯერ ცხოვრება არ დაუწყია.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Nov 9 2006, 12:10 AM
პოსტი #15


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



.:თამარი:.
არავითარი ირონია... შენ ის არ გაქვს ნანახი რაც მე.. და ამიტომ ვერ გაიგებ ჩემს მდგომარეობას... wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 9 2006, 11:19 AM
პოსტი #16


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



.:თამარი:.

თამრიკოოოოოო არ გამიბრაზო ბურნუთა.... smile.gif
დატანჯა სიყვარულმა ეს კაცი....
ოი მაყვალას რა ვუტხარი.... მეც ისე უნდა დავიტანჯო როგორც ჩემი ბურნუთა იტანჯება..... laugh.gif laugh.gif

დავით შენ გული არ გაიტეხო...

"გაფიცებთ თქვენ ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული , ვიდრემდის თავად არ ინებოს"
ქებათა-ქება 3:5
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 9 2006, 08:16 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(დავით ივერიელი @ Nov 9 2006, 12:10 AM) *

.:თამარი:.
არავითარი ირონია... შენ ის არ გაქვს ნანახი რაც მე.. და ამიტომ ვერ გაიგებ ჩემს მდგომარეობას... wink.gif



მომიკვდეს თავი. შენთვის გულისტკენა აზრადაც არ მომსვლია. ოღონდ ნუ იტყვი, რომ ვერ გავიგებ. შენ რა იცი, იქნებ მეც მაქვს ნანახი....
wub.gif wub.gif wub.gif



ციტატა(glaxa @ Nov 9 2006, 11:19 AM) *

.:თამარი:.

თამრიკოოოოოო არ გამიბრაზო ბურნუთა.... smile.gif
დატანჯა სიყვარულმა ეს კაცი....
ოი მაყვალას რა ვუტხარი.... მეც ისე უნდა დავიტანჯო როგორც ჩემი ბურნუთა იტანჯება..... laugh.gif laugh.gif

დავით შენ გული არ გაიტეხო...

"გაფიცებთ თქვენ ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული , ვიდრემდის თავად არ ინებოს"
ქებათა-ქება 3:5




არ ვაბრაზებ, ხალხო. მხოლოდ ის ვიგულისხმე, მარტო ერთი ადამიანი რომ გიყვარს, ყველა გიყვარდეს-მეთქი. ადამიანის გული ძალიან ბევრს იტევს-მეთქი, მთელ ქვეყნიერებასაც-კი-მეთქი. wub.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 10 2006, 02:07 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მთავარია ერთიანობა
მეორეხარისხოვანია მრავალფეროვნება
ყველაფერში სიყვარული


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კარტოზა
პოსტი Nov 10 2006, 09:49 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 10-November 06
წევრი № 446



gvikvardes gmerti upirvelesad gmerti da merekvela da kvelaperi danarcheni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Nov 10 2006, 09:59 PM
პოსტი #20


დაურეგისტრირებელი









ციტატა(დავით ივერიელი @ Nov 8 2006, 04:56 PM) *

glaxa
შენ მოგეხსენება მე როგო ვარ ნაჩხუბარი სიყვარულტან...

ერთადერთი ვინც მიყვარს ეს უფალია... wink.gif და ერთი ადმიანი , ვინც უფალი შემაყვარა.... wink.gif

მოვდივარ biggrin.gif
შენ სერენადა იმღერე მე დვემუქრები biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post

65 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 06:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი