![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
beruka |
![]()
პოსტი
#601
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 7-January 07 მდებარ.: Tiflis.plato წევრი № 806 ![]() |
სიყვარული-თვით უფალია.
-------------------- ალონსო ბასკია.
|
tatuli |
![]()
პოსტი
#602
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 39 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 767 ![]() |
სიყვარული ეს დიდი სასწაულია და ყველაზე მშვენიერი გრძნობაა. როცა გიყვარს ბედიერი ხარ და ყველაფერს ლამაზ ფერებში უყურებ. ამაზე ლამაზი გრძნობა მგონი არც არსებობს.
სიყვარულს კი მგონი ნიჭი უნდა. ყველას არ შუძლია სიყვარული. მე კი ყველანაირ სიყვარულს ვგულისხმობ, მაგრამ თქვენ რომელ სიყვარულს გულისხმობთ? ![]() |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#603
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ნეტარ არს კაცი, რომელშიც ღმერთის სიყვარული მკვიდრობს, იმიტომ, რომ ესევითარს თავის არსებაში ღმერთი ჰყავს შეძენილი. " ღმერთი სიყვარული არს, და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს" (I იოანე 4, 16). ვის არსებაშიც სიყვარულია, ის ღმერთთან ერთად ყოველივზე აღმატებულია. ვისაც სიყვარული აქვს, მას არ ეშინის, რამეთუ " სრულმან სიყვარულმან გარე განდევნის შიში" (18). ვისაც სიყვარული შეუმოსია, იგი არავის არასდროს არ თაკილობს - არც კნინსა და არც დიდს, არც სახელოვანსა და არც უსახელოს, არც მდიდარსა და არც ღარიბს; პირიქით, თავად არის ხოლმე სხვებისთვის უპატიო; " ყოველსა თავს - იდებნ... ყოველსა მოითმენნ" ( Iკორინთ. 13,7)...
წმინდა იოანე ამბობს: " და ესე მცნებაი მივიღეთ მისგან (უფალ იესო ქრისტესაგან), რაითა რომელსა უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ძმაიცა თვისი" (I იოანე 4,21). უფალიც ასევე ამბობს: " ამით ორთა მცნებათა (ღმერთისა და მოყვასის სიყვარულზე) ყოველნი სჯულნი და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან" (მათე 22,40). რა დიადი და არაჩვეულებრივი სასწაულია! ვისაც სიყვარული აქვს, იგი მთელ სჯულს აღასრულებს, რამეთუ : აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს" (რომ.13,10). ჰოი, სიყვარულის შეუდარებელო ძალო! ჰოი, სიყვარულის უსაზომო ძლიერებავ! არც ცათა შინა, არც ქვეყანასა ზედა არაფერი არ არსებობს სიყვარულზე უფრო ძვირფასი. იგი - ღვთაებრივი სიყვარული - არის სათნოებათა გვირგვინი; სიყვარული არის მიზეზი ყოველთა სიკეთეთა; სიყვარული არის მარილი სათნოებათა სიყვარული არის სჯულის აღსრულება. სიყვარული შესახლდებოდა აბელის გულში; სიყვარული იყო თანამოქმედი და შემწე მამათავრისა; სიყვარული იფარავდა და უცავდა მოსეს; სიყვარული მკვიდრობდა წინასწარმეტყველებში; სიყვარულმა შექმნა მეფე დავითი სულიწმინდის სამკვიდრებლად; სიყვარული განამტკიცებდა იობს. და რატომ არ უნდა ვთქვათ ყველაზე მნიშვნელობანიც? სიყვარულმა გარდამოავლინა ჩვენთან ცათაგან ძე ღნრთისა. სიყვარულით მოგვემადლა ჩვენ ყველა სიკეთე: დაირღვა სიკვდილი, დატყვევება ჯოჯოხეთი, აღმოყვანებლ იქმნა ადამი; სიყვარულით შედგა ანგელოზთაგან და ადამიანთაგან ერთიანი სამწყსო; სიყვარულით განესხვა სამოთხე, სიყვარულით აღგვეთქვა ჩვენც ცათა სასუფეველი. სიყვარული განაბძნობდა უბრალო მეთევზეთ; სიყვარული განამტკიცებდა მოწამეთ; სიყვარული აქცევდა უდაბნოებს მამათა საცხოვრისად; სიყვარული მთებსა და მღვიმეებს აღავსებდა ფსალმუნთა გალობით; სიყვარული ასწავლიდა მამებს და დედებს ვიწრო და მაცხოვნებელი გზით მსვლელობას. მაგრამ კიდევ დიდხანს არ დავუდებ ბოლოს სიტყვას სიყვარულის შესახებ? ვის ძალუძს, სრულად გამოთქვას სიყვარულის ყველა დამსახურება?! ანგელოზნიც კი ვერ შესძლებენ ამას ისე, როგორადაც ჯერ არს. ჰოი, ნეტარო სიყვარულო, ყოველთა სიკეთეთა მომნიჭებელო! ნეტარნი არიან, და ყოვლად ნეტარნიც, ისინი, ვისაც ჭეშმარიტი და წრფელი სიყვარული შეუძენიათ, როგორც მეუფემ ბრძანა, რომ : უფროისი ამისსა სიყვარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოანე15,13). სწორედ ამ ღვთაებრივი სიყვარულით აღვსებული ამბობს მოციქული პავლე, რომ სიყვარული ბოროტს არ უყოფს მოყვასს, ბოროტისათვის ბოროტითვე არ მიაგებს, გინებისთვის - გინებითვე. ვისაც ასეთი სიყვარული შეუძენია, ის არავის წინაშე არ იამპარტავნებს, არასდროს არ აღივსება სიძულვილით ძმისადმი. ვისაც ასეთი სიყვარული შეუმოსია, მას არა მხოლოდ თავისი მოყვარულნი უყვარს, არამედ თავისი შეურაცმყოფელნიც და მტრებიც კი..... ნეტარ არს კაცი, ვისაც ყოველივე მოუძაგებია და სიყვარული შეუძენია. მისი კეთილი საზღაური დღითი - დღე იზრდება; მისთვის გვირგვინია განმზადებული, და ყოველნი ანგელოზნიც ნეტარ - ჰყოფენ მას; მეუფე არასდროს განეშორება მას, იმიტომ, რომ: ღმერთი სიყვარული არს, და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა" (I იოანე4,16)... რა არაჩვეულებრივი სასწაულია! ვისაც წრფელი, პირუთვნელენი სიყვარული გააჩნია, ის მთელ სჯულს აღასრულებს, იმიტომ, რომ, როგორც მოციქული ამბობს, "აღმასრულებელი სჯულისაი სიყვარული არს" (რომ.13,10). ჰოი,სიყვარულის შეუდარებელო ძალო! ჰოი, სიყვარულის განუზომელო ძლიერებავ! არაფერია სიყვარულზე უფრო ღირებული არც ცათა შინა არც ქვეყანასა ზედა. ამიტომ მოციქულმა პავლემ, დაგვმოძღვრიდა რა იმის თაობაზე, რომ არაფერი არ არსებობს სიყვარულის ტოლფასი, ასე დაწერა და წარგზავნა ქვეყნიერების ყველა კიდეში: "ნურაიმცა ვისი თანა - გაც, გარნა ურთიერთას სიყვარული" (რომ. 13,8) და ერთმანეთისთვის სულის დადება. ასეთია სიყვარული თავი ყოველთა სათნოებათა; სიყვარული სჯულის აღსრულება; სიყვარული - გარდუქცეველი, უსათუო ცხოვნება... ადამიანთაგან მან ანგელოზნი შექმნა; მან ასწავლა მამა დედათა ვიწრო, ძნელი და მაცხოვნებელი გზით სიარული. მაგრამ სად შევჩერდები, მიუწვდომელს გამოდევნებული? ვის ძალუძს, გამოთქვას და გამოხატოს სიყვარულის ყველა უპირატესობა? - ვფიქრობ, ანგელოზნიც კი ვერ გამოხატავენ, როგორც ჯერ არს. ჰოი, ნეტარო სიყვარულო, მომნიჭებელო ყოველთა სიკეთეთა! ჰოი, ნეტარო სიყვარულო, რომელი ნეტარად შეიქმნი იმას, ვისაც შეჰყვარებიხარ! ნეტარია, ჭეშმარიტად ნეტარია კაცი, ვისაც წმიდა გულით და უზაკველი სინდისით შეუძენია სიყვარული! ხოლო, მოისმენ რა სიყვარულის შესახებ, ნუ წარმოიდგენ ქვეყნიერსა და ხორციელს სიყვარულს სამიკიტნოებში და წვეულებებზე, იმ ადამიანთა შორის, რომელთა დიდება და "ღმერთი" - სტომაქია. მათი სიყვარული ლხინის ტრაპეზობის დროით შემოიფარგლება, მათი სიყვარული - ღმრთისადმი მტრობაა. ასეთი სიყვარულისთვის მხოლოდ მეგობრებს მოუწოდებენ, მტრებს კი - არა; აქ არა აქვთ ადგილი ღარიბ - გლახაკთ; აქ სიცილი, ტაშ - ფანდური და ხმაურია; აქ მთვარლობა და უწესობანია, უპატიობანი. ასეთ სიყვარულზე უთქვამს მოციქულს: მეძავნო და მემრუშენო! არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისაი ამის მტერობა არს ღმრთისა?" (იაკობი 4,4). ამ სიყვარულის შესახებ, უფრო სწორად კი - ამ ხიბლის შესახებ, და უფრო მძაფრადაც რომ არ ვთქვათ, - რომელსა ზედა არ მოიხილავს უფალი, - თავად ღმერთს უთქვამს, რომ " უკუეთუ გიყვარდნენ თქვენ მოყვარენი თქვენი, რაი არს მადლი თქვენი, რამეთუ ცოდვილნიცა და წარმართნიც ამას ჰყოფენ" (ლუკა 6,32; შდრ.მათე 5,47). მაგრამ ჩვენ ამგვარ სიყვარულზე როდი ვლაპარაკობთ! გარნა ვგულისხმობთ პირუთვნელ სიყვარულს, უსაყვედურო, შეუბილწავ, უანგარო ყოვლისმომცველ სიყვარულს, რომელიც ყოველი კეთილი საქმით გამოირჩევა და რომელზეც თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემმიუთითა, როცა თქვა: " ყფროისი ამისსა სიყვარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოანე 15,13). რამეთუ თავად უფალი ასე ასწავლიდა, და ასე ქმნა კიდეც, როცა სული თავისი დადვა ჩვენთვის, ყოველთა ადამიანთათვის,- არა მხოლოდ თავის მეგობართათვის, არამედ მტერთათვისაც. " ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას" ჩვენი ცხოვნებისათვის(იოანე 3,16). ესევითარი სიყვარულის შესახებ თქვა მოციქულმა პავლემაც, თავადაც ცაღვსებულმა ღვთაებრივი სიყვარულით: სიყვარული ბოროტს არ უყოფს მოყვასს, არ მიაგებს ბოროტის წილს ბოროტს, საყვედურის წილ საყვედურს, არამედ ყოველთვის " ყოველსა მოითმენნ... სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარული არა შურნ... სიყვარული არა განრისხნის, არად შერაცხის ბოროტი, არა უხარიან ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ", და ესევითარი სიყვარული "არასდა დავარდების" (I კორინთ.13,4-8). და ვისაც ასეთი სიყვარული შეუძენია, ის ნეტარია, აქ, ამ ქვეყნადაც და მომავალ, დაუსრულებელ ცხოვრებაშიც!.. წმ. ეფრემ ასური -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
გლახა |
![]()
პოსტი
#604
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ნიკოლოზ_V
ვაიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ... ბIწო არ დაგეზარა ამხელა რაღაცის დაწერააა ..... ამასაც ნიჭი უნდა.... ![]() |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#605
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ეჰ გლახა, ნეტაი შენა
![]() -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ვალერი |
![]()
პოსტი
#606
|
![]() ვაკო გელოვანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 ![]() |
მალადეც ნიკოლოზ! მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე შენი დაწერილი პოსტიდან. დიდი მადლობა ნიკოლოზ! ღმერთი იყოს შენი შემწე!
-------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#607
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ციტატა დიდი მადლობა ნიკოლოზ! ღმერთი იყოს შენი შემწე! არაფრის რისი მადლობა კაცო. გფარავდეს უფალი და დედა ღვთისმშობელი -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#608
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ნიკოლოზ_V
![]() |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#609
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
... ყოველივე კეთილის საფუძველი სხვა არაფერია, თუ არა სიყვარული. მასზე, როგორც უფალი ამბობს, " ყოველი სჯული და წინასწარმეტყვეკნი დამოკიდებულ არიან" (მათე22,40). როგორადაც ტყეში გაჩენილი ცეცხლი, ჩვეულებრივ, ყოველივეს განსწმენდს, ასევე სიყვარულის მგზნებარებაც, აღზნებული ვინმეში, რაც განსწმენდს და წარხოცს ყოველივე იმას, რაც მავნეა ღვთაებრივი თესლისათვის, და განსწმენდს მიწას ამ, თესლის მისაღებად. სადაც სიყვარულია, იქ წარიხოცება ყოველივე ბოროტი; იქ არ არის არც ვერცხლისმოყვარება - ბოროტების ძირი, არც ანგარებისმოყვარება, და არც ამპარტავნება, რამეთუ განა შეიძლება,ვინმე ამპარტავნებდეს საყვარელი ადამიანის წინაშე? არაფერი არ შეიქმნს ადამიანს ისე თავდამბლად, როგორც სიყვარული. საყვარელ არსებებს ჩვენ ვემსახურებით როგორც მონები, და აე გვრცხვენია, გარნა კვლავ მადლობასაც მივუძღვნით ასეთი მონობისათვის; მათვის ჩვენ არ გვენანება ჩვენი ფული, ხოლო ზოგჯერ სხეულებრივი ძალებიც, რამეთუ ხდებოდა, რომ საყვარელი ადამიანისათვის ხიფათიც სწევიან. სადაც სიყვარულია, იქ არ არის არც შური და არც ბოროტსიტყვაობა, რამეთუ ჩვენ არა მხოლოდ თავად არ ბოროტ - ვსიტყვაობთ საყვარელ ადამიანთა წინააღმდეგ, არამედ სხვებსაც დავუყოფთ ბაგეთ, რომელიც ბოროტსიტყვაობენ მათზე. იქ ყოველივე მშვიდადაა, წყნარადაა, კვალიც კი არ არის უთანხმოებათა და დავა - კამათისა, და ყოველივე სიმშვიდითაა აღსავსე, რამეთუ, როგორც, მოციქული ამბობს, "აღმასრულებელი სჯულისაი სიყვარული არს" (რომ.13,10);მის გვერდით არაფერია ისეთი, რაც უსიამოვნებებს აღმოაცენებს. რატომ? - იმიტომ, რომ თავად ეს ცოდვები - მოხვეჭელობა, ტაცება, შური, ბოროტსიყვაობა, ქედმაღლობა, ფისცის დარღვევა, სიცრუე - ყოველივე ეს განქარდება იქ სადაც სიყვარულია. ფიცის დამრღვევნი ფიცს გარდახდებიან ხოლმე, სურთ რა, რაიმე წაართვან სხვას; მაგრამ საყვარელ ადამიანს არვინ დაუწყებს რაიმეს წართმევას, არამედ ყველაფერს, რაც კი აქვთ, მისცემენ მას და მადლიერნიც იქნებიან მისი კიდევ უფრო მეტად, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, მისგან რომ რაიმე მიეღოთ.
... ხედავ, განა, სიყვარულის არაჩვეულებრივ ძალას , თუ როგორ შეიქმნს იგი ერთს უძლეველად და მრავალრიცხოვნად:.. სიყვარული ბევრად სჯობია ხელმწიფებას და ნებისმიერ სიმდიდრეს. იგი ჯანმრთელობაზეც უფრო ძვირფასია და თავად ნათელზეც - აღმატებული. იგი არის საფუძველი სულგრძელობისათვის... ხომ ხედავ სიყვარულის მთელ ძალას ლოცვებში, საიდუმლოებაში, დამოძღვრა - შეგონებაში? იგი ყოველი სიკეთის მიზეზია. თუკი ჩვენ გულმოდგინეთ ვადგებით მას, მაშინ აწინდელს ჩვენს მდგომარეობასაც კეთილად მოვაწყობთ და ცათა სასუფეველსაც მივაღწევთ... მოვუსმინოთ მოციქულ პავლეს, რომელიც ამბობს: " ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელობაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოება..." (გალანტ.5,22). იხილე მისი გამოთქმის სიზუსტე, სწავლების თანმიმდევრობა: თავიდან მან სიყვარული დაადგინა, და შემდგომ ამისა მოიხსენია ისიც, რაც მოსდევს მას; დადვა ძირი, და შემდეგ ნაყოფიც წარმოაჩინა; დაამკვიდრა მტკიცე საფუძველი, და მერემე ააგო შენობაც; დაიწყო წყაროსთვალით, და ამის შემდეგ გადავიდა ნაკადულებზე. რამეთუ ჩვენს სიხარულს მანამდე არ ექნება მტკიცე საფუძველი, სანამ, უპირველესად, ჩვენს საკუთარ კეთილდღეობად არ მივიჩნევთ სხვათა კეთილდღეობას და მოყვასის სიკეთეთაც ჩვენს საკუთარ სიკეთეებად არ მივიღებთ; ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩვენში სიყვარულის ძალა გარდაამეტებს ყოველივე სხვას. სიყვარული არის საფუძველი, წყარო და დედა ყოველივე სიკეთისა.ჭეშმარიტად, იგი, ვითარცა ფესვი - აღმოაცენებს სათნოებათა უთვალავ რტოს; როგორც წყაროსაგან, სიყვარულისაგან წარმოედინება მრავალი ნაკადული; როგორც დედა, სიყვარული - თავის წიაღში შეიწყნარებს ყველას, ვინც კი მას მიეახლება... წმ. იოანე ოქროპირი -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
Murzayani |
![]()
პოსტი
#610
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 ![]() |
ნიკოლოზ_V
გიჟი ხარ რა! ![]() ![]() -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#611
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ქავთარაძე
Murzayani რა გინდათ კაცო? ![]() -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#612
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ნიკოლოზ_V
შესანიშნავი ციტატებია ძალიან მომეწონა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#613
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
კანონისტი
გაიხარე ძმა, მეც ძალიან მომეწონა ![]() -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
dako |
![]()
პოსტი
#614
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 26-December 06 წევრი № 749 ![]() |
დიდ სიყვარულს პატარა ენა აქვს!
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#615
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ნიკოლოზი ძალიან დამწვარია მგონი, უშველეთ რამე, თორე ხელიდან გვეცლება
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
qavto |
![]()
პოსტი
#616
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 12-January 07 წევრი № 848 ![]() |
ციტატა ... ყოველივე კეთილის საფუძველი სხვა არაფერია, თუ არა სიყვარული. მასზე, როგორც უფაკი ამბობს, " ყოველი სჯული და წინასწარმეტყვეკნი დამოკიდებულ არიან" (მათე22,40). როგორადაც ტყეში გაჩენილი ცეცხლი, ჩვეულებრივ, ყოველივეს განსწმენდს, ასევე სიყვარულის მგზნებარებაც, აღზნებული ვინმეში, რაც განსწმენდს და წარხოცს ყოველივე იმას, რაც მავნეა ღვთაებრივი თესლისათვის, და განსწმენდს მიწას ამ, თესლის მისაღებად. სადც სიყვარულია, იქ წარიხოცება ყოველივე ბოროტი; იქ არ არის არც ვერცხლისმოყვარება - ბოროტების ძირი, არც ანგარებისმოყვარება, და არც ამპარტავნება, რამეთუ განა შეიძლება,ვინმე ამპარტავნებდეს საყვარელი ადამიანის წინაშე? არაფერი არ შეიქმნს ადამიანს ისე თავდამბლად, როგორც სიყვარული. საყვარელ არსებებს ჩვენ ვემსახურებით როგორც მონები, და აე გვრცხვენია, გარნა კვლავ მადლობასაც მივუძღვნით ასეთი მონობისათვის; მათვის ჩვენ არ გვენანება ჩვენი ფული, ხოლო ზოგჯერ სხეულებრივი ძალებიც, რამეთუ ხდებოდა, რომ საყვარელი ადამიანისათვის ხიფათიც სწევიან. სადაც სიყვარულია, იქ არ არის არც შური და არც ბოროტსიტყვაობა, რამეთუ ჩვენ არა მხოლოდ თავად არ ბოროტ - ვსიტყვაობთ საყვარელ ადამიანთა წინააღმდეგ, არამედ სხვებსაც დავუყოფთ ბაგეთ, რომელიც ბოროტსიტყვაობენ მათზე. იქ ყოველივე მშვიდადაა, წყნარადაა, კვალიც კი არ არის უთანხმოებათა და დავა - კამათისა, და ყოველივე სიმშვიდითაა აღსავსე, რამეთუ, როგორც, მოციქული ამბობს, "აღმასრულებელი სჯულისაი სიყვარული არს" (რომ.13,10);მის გვერდით არაფერია ისეთი, რაც უსიამოვნებებს აღმოაცენებს. რატომ? - იმიტომ, რომ თავად ეს ცოდვები - მოხვეჭელობა, ტაცება, შური, ბოროტსიყვაობა, ქედმაღლობა, ფისცის დარღვევა, სიცრუე - ყოველივე ეს განქარდება იქ სადაც სიყვარულია. ფიცის დამრღვევნი ფიცს გარდახდებიან ხოლმე, სურთ რა, რაიმე წაართვან სხვას; მაგრამ საყვარელ ადამიანს არვინ დაუწყებს რაიმეს წართმევას, არამედ ყველაფერს, რაც კი აქვთ, მისცემენ მას და მადლიერნიც იქნებიან მისი კიდევ უფრო მეტად, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, მისგან რომ რაიმე მიეღოთ. ... ხედავ, განა, სიყვარულის არაჩვეულებრივ ძალას , თუ როგორ შეიქმნს იგი ერთს უძლეველად და მრავალრიცხოვნად:.. სიყვარული ბევრად სჯობია ხელმწიფებას და ნებისმიერ სიმდიდრეს. იგი ჯანმრთელობაზეც უფრო ძვირფასია და თავად ნათელზეც - აღმატებული. იგი არის საფუძველი სულგრძელობისათვის... ხომ ხედავ სიყვარულის მთელ ძალას ლოცვებში, საიდუმლოებაში, დამოძღვრა - შეგონებაში? იგი ყოველი სიკეთის მიზეზია. თუკი ჩვენ გულმოდგინეთ ვადგებით მას, მაშინ აწინდელს ჩვენს მდგომარეობასაც კეთილად მოვაწყობთ და ცათა სასუფეველსაც მივაღწევთ... მოვუსმინოთ მოციქულ პავლეს, რომელიც ამბობს: " ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელობაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოება..." (გალანტ.5,22). იხილე მისი გამოთქმის სიზუსტე, სწავლების თანმიმდევრობა: თავიდან მან სიყვარული დაადგინა, და შემდგომ ამისა მოიხსენია ისიც, რაც მოსდევს მას; დადვა ძირი, და შემდეგ ნაყოფიც წარმოაჩინა; დაამკვიდრა მტკიცე საფუძველი, და მერემე ააგო შენობაც; დაიწყო წყაროსთვალით, და ამის შემდეგ გადავიდა ნაკადულებზე. რამეთუ ჩვენს სიხარულს მანამდე არ ექნება მტკიცე საფუძველი, სანამ, უპირველესად, ჩვენს საკუთარ კეთილდღეობად არ მივიჩნევთ სხვათა კეთილდღეობას და მოყვასის სიკეთეთაც ჩვენს საკუთარ სიკეთეებად არ მივიღებთ; ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩვენში სიყვარულის ძალა გარდაამეტებს ყოველივე სხვას. სიყვარული არის საფუძველი, წყარო და დედა ყოველივე სიკეთისა.ჭეშმარიტად, იგი, ვითარცა ფესვი - აღმოაცენებს სათნოებათა უთვალავ რტოს; როგორც წყაროსაგან, სიყვარულისაგან წარმოედინება მრავალი ნაკადული; როგორც დედა, სიყვარული - თავის წიაღში შეიწყნარებს ყველას, ვინც კი მას მიეახლება... წმ. იოანე ოქროპირი ყოველივე ზემო წაკითხულიდან ნიკოლოზ,ასეთი დასკვნა გამოვიტანე,რომ სიყვარული მოქმედებაშია და არა სიტყვებში.განვმარტავ:ანუ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს კაცმა სიყვარულზე და სიტყვებით გამოხატოს იგი,იქ არ მგონია ჭეშმარიტი სიყვარული იყოს თუ არ განხორციელდა ის. ასე მგონია ეს |
ხათუნა |
![]()
პოსტი
#617
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 ![]() |
კი მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ არის?
შეიძლება ადამიანიც გიყვარდეს ჭეშმარიტად და სამუდამოდ ,თანაც ისე რომ არც სარწმუნოება შეიცვალო და რა თქმა უნდა არც უფლის სიყვარული გაგინელდეს. მე მწამს ქალს და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის, თუმცა ვფიქრობ რომ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
Murzayani |
![]()
პოსტი
#618
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 ![]() |
''როცა გიყვარს, იმდენი სითბო, ალერსი და სინაზეა შენში, რომ არც კი გჯერა თუ ასეთი სიყვარული შეგძლებია''
ჩეხოვი -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
marine |
![]()
პოსტი
#619
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,680 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Murzayani
რა ლამაზი სიტყვებია.. ![]() "სამყაროში იმდენი სიყვარული არ არის, რომ იგი სხვა რამეზე დავხარჯოთ, გარდა ადამიანისა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Murzayani |
![]()
პოსტი
#620
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 ![]() |
უსიყვარულოდ როორც სიცოცხლე,
ალბათ სიკვდილი ისე ძნელია. უსიყვარულოდ, კარგად იცოდე, არც ტირიან და აღარც მღერიან. სიყვარულისთვის მოვედით ქვეყნად, სიყვარულისთვის ვოცნებობთ,ვცოცხლობთ, ერთხელ იქნება ბოლოს და ბოლოს სიყვარულისთვის მოვკვდებით მხოლოდ -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი