![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
შოთა |
![]()
პოსტი
#741
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 ![]() |
afxazi
წყალთან უფრო ვარ მიჩვეული სხვათა შორის მაგრამ ცეცხლის რა გითხრა ![]() -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#742
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
მეც მაქვს გულში ეს ლამაზი გრძნობა.... მიყვარს ძლიერი სიყვარულით, ღვთის წყალობით, იმედია ეს გრძნობა გაამართლებს საბოლოოდ. ამ გრძნობის ჭეშმარიტებაში მაშIნ დავრწმუნდები როცა წლების მერე ბედნიერი ვიქნები იმ პიროვნებასთან ერთად, როცა სიყვარული გამოიწრთობა და ნამდვილ სახეს მიიღებს. მხოლოდ მაშIნ შემიძLია ვთქვა რომ ცხოვრებაშI ჭეშმარიტი სიყვარული ვიპოვე.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#743
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
შოთა
წყალი იმიტომაა საშიში რომ ცეცხლს აქრობს, ცეცხლი იგიზგიზებს და ჩაქრება. miss_kartveli ციტატა მეც მაქვს გულში ეს ლამაზი გრძნობა.... მიყვარს ძლიერი სიყვარულით, ღვთის წყალობით, იმედია ეს გრძნობა გაამართლებს საბოლოოდ. ამ გრძნობის ჭეშმარიტებაში მაშIნ დავრწმუნდები როცა წლების მერე ბედნიერი ვიქნები იმ პიროვნებასთან ერთად, როცა სიყვარული გამოიწრთობა და ნამდვილ სახეს მიიღებს. მხოლოდ მაშIნ შემიძLია ვთქვა რომ ცხოვრებაშI ჭეშმარიტი სიყვარული ვიპოვე. მაგრამ რეალურად აქედანვე უნდა აფასებდე ბედნიერი ხარ თუ არა. თუ გიყვარს დღეს უნდა იყო ბედნიერი და არა მომავალში ეძიებდე ბედნიერებას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#744
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
miss_kartveli მაგრამ რეალურად აქედანვე უნდა აფასებდე ბედნიერი ხარ თუ არა. თუ გიყვარს დღეს უნდა იყო ბედნიერი და არა მომავალში ეძიებდე ბედნიერებას. ეხლა მე ბედნიერად ვთვლი თავს, ბედნიერი ვარ რომ ეს ადამიანი ვიპოვე. მე იმას ვამბობდი, რომ ვინც შეყვარებულია, თავიდან ყველა ბედნიერია, მაგრამ ურთიერთ თანაცხოვრების შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე რომ თურმე ერთად ბედნიერები არ არიან და მათი სიყვარული ისეთი ძლიერი აღარაა. ხოდა მეც ეს ვთქვი იმედია მომავალშიც დღევანდელივით ბედნიერი ვიქნები და ჩემს სიყვარულს გამართლებულად ჩავთვლი |
xevsuri |
![]()
პოსტი
#745
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
დამიჯერეთ არ ღირს დაწვა
![]() შეიყვარეთ ის ვინც შეგიყვარებთ ![]() შეიყვარეთ ის ვინც ღირს ამად ![]() მართალია რომ ამბობენ გული ბრმააო, ამიტომ რასაც ეტყვით მოახერხებთ ![]() გონება ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარია ![]() -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#746
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
afxazi
ციტატა მაგრამ რეალურად აქედანვე უნდა აფასებდე ბედნიერი ხარ თუ არა. თუ გიყვარს დღეს უნდა იყო ბედნიერი და არა მომავალში ეძიებდე ბედნიერებას. მართალი ხარ, არ შეიძლება "ხვალე თუ მეყვარებას" შიშთ ან იმედით ცხოვრება, "ხვალემ იზრუნოს ხვალისა" ![]() დღეს ხომ გიყვარს, დღეს ხომ უყვარხარ, მერე გიხაროდეს და მადლობდე უფალს. xevsuri გული სულაც არ არის ბრმა, ხშირად შემიმჩნევია, რომ სწორედ გული ხედავს ხოლმე სწორად, მაშნვე შასაბამისად ზგერს ![]() ბინდი გონებას ეკვრება და არა გულს.. მთავარია, უფალი იყოს გულში, ცოტათი მაინც, მისი ჩრდილი მაინც და ყველაფერი კარგად იქნება. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
xevsuri |
![]()
პოსტი
#747
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
kato_Bato
მე უფლის სიყვარული არ მიგულისხმია ადამიანს თუ გაქვს გათვლილი გონებით შენი მომავალი, თუ ადამიანური ანუ გონიერი ურთიერთობაა თუნდაც როგორიცაა პატივისცემა, ეს იდეალურია, იმიტომ რომ სილამაზე გაქრება და გულს აღარ მოეწონება, პატივისცემა კი თუ იგი ჭეშმარიტია ვსეგდა ბუდეტ ჟივიმ ![]() -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#748
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
xevsuri
არც მე მიგულისხმია უფლის სიყვარული. ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
afxazi |
![]()
პოსტი
#749
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
xevsuri
ციტატა მართალია რომ ამბობენ გული ბრმააო, ამიტომ რასაც ეტყვით მოახერხებთ გონება ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარია ამაში სასტიკათ არ გეთანხმები. იმიტომ რომ გული რეალურს გრძნობს, გონება კი ხშირად ცდება, იმიტომ რომ აზროვნებს, აზროვნებაში კი ხშირია შეცდომა. თუკი გონებით რეალურად აფასებ შექმნილ ვითარებას ეს კარგია, მაგრამ თუკი იტყვი მთავარია მიყვარს და სხვას აღარაფერს მიაქცევ ყურადღებას ეს უკვე სიბრმავეა გონების, რასაც გული აუცილებლად იგრძნობს, თუმცა ხშირად გონება მას ყურადღებას არ აქცევს. "გიყვარდეს" ცარიელი სიტყვა არაა, აქ მთელი იდეაა ჩადებული, ღვთის მიერ ნაკურთხი იდეა. ერთ-ერთ განყოფილებაში საკმაოდ კარგი გამონათქვამი იყო მოყვანილი, სიყვარული ის კი არაა როცა ორი ადამიანი ერთმანეთს უყურებს, არამედ როცა ერთი მიმართულებით იყუფრებიანო. მეც ვეთანხმები ამას, გიყვარდეს ნიშნავს იმას რომ ადამიანის შინაგან სამყაროში იყურებოდე და ასე აღიქვამდე მას. და არა მხოლოდ გარეგნული შეხედულებით იფარგლებოდე, რაც შეცდომაა და ეს ცდომილება ხშირად თვალის და აქედან გამომდინარე გონების დამსახურებაა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
xevsuri |
![]()
პოსტი
#750
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
afxazi
ჩემთვის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ საწინდარია ბედნიერი ცხოვრების. ყველა ვეტანებით სიყვარულს ფუტკრებივით იმიტომ რომ არ გვინდა მარტოობა. ![]() -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
afxazi |
![]()
პოსტი
#751
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
xevsuri
ციტატა ჩემთვის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ საწინდარია ბედნიერი ცხოვრების. ყველა ვეტანებით სიყვარულს ფუტკრებივით იმიტომ რომ არ გვინდა მარტოობა. მარტოობა კი პირველ რიგში გონების მტერია და არა გულის ჰოოოო, უცნაურად ახსენი, ლბათ მართალიც ხარ, მე უბრალოდ სხვა რამის ტქმა მინდოდა. იმის რომ გონება მხოლოდ ფიქრობს, ის ვერ განიცდის, აი გული კი განიცდის (ეს გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია), სიყვარული კი განცდაა, შეგრძნება, რასაც გონება ვერ წვდება. გონება აფასებს, გული კი გრძნობს და ან ეთანხმება გონებას ან არა, აი როცა დაეთანხმება კარგი მდგომარეობაა. როცა არა ცუდი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
di_onise |
![]()
პოსტი
#752
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 ![]() |
ის ადამიანი ადამიანი არაა, ვისაც საღვთო სიყვარულით არ უყვარს.
რაც შეეხება ისე სიყვარულს, არც ისე თავგადაკლული ფანი ვარ მაგის ![]() საშინელებაა ცალმხრივი სიყვარული... მითუმეტეს თუ შენი გულისსწორი შენს გრძნობებს დასცინის... სამწუხაროდ მეც ვიქცეოდი ძალიან ცუდად და ამიტომ ღმერთმა დამსაჯა. მეც მსგავს სიტუაციაში ჩავვარდი... საბოლოოდ გადავწყვიტე დავანებო თავი ამ სიყვარულობანას.... ნუ ჯერ კიდევ პატარა ვარ და..... ![]() ![]() ![]() |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#753
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
მარტო გულით ან გონებით როცა მოქმედებ, შეიძლება ცხვირი წაიმტვრიო, თუ გული გეთანხმება და გონება არა ან პირიქით, შეცდომას უშვებ. ჩემის აზრით როცა გიყვარს, შენი გული და გონება უნდა თანხვდებოდეს ერთმანეთს.
გული მისკენ უნდა მიგიწევდეს, გონებით კი უნდა აანალიზებდე რომ ეს ადამიანი რომელიც გიყვარს, შენთვის ბედნიერების მომტანი იქნება. გონებით უნდა საზღვრავდე რომ მისი ხასიათების, მისი ცხოვრბის წესის პატრონი შენ გაგაბედნიერებს. |
Ismail |
![]()
პოსტი
#754
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ხალხო, სიყვარული უდიდესი რამაა, ყველაფრის სიყვარულს ვგულისხმობ, გარდა გოგოს სიყვარულისა, იმიტომ რომ გოგოს სიყვარული არის ყველანაირი საშინელებისა და ბოროტების დასაბამი. გიყვარს ვინმე და იმას ვიღაც სხვა უყვარს, როცა წესით შენ უნდა უყვარდე. ხოდა ამ დროს შეგძულდება ის ადამიანები, ვისაც შენი შეყვარებული უყვარს, ან ვინც შენ შეყვარებულს უყვარს (არადა სიძულვილი დიდი ცოდვაა), მოგივა ჩხუბი, უსიამოვნება, უნდა დაიტანჯო დღე და ღამე.
არა, ორმხრივი სიყვარულიც არსებობს, მაგრამ იქნებ ის გოგო სხვასაც უყვარს, ხოდა რატომ უნდა დაიტანჯოს ის მეორე ადამიანი. ასე რომ, არავინ არ თქვას, თითქოს ქალ-ვაჟური სიყვარული ღვთაებრივი მოვლენაა. პირიქით, - ეს არის ყველანაირი ბოროტების დასაბამი. მერე რა, რომ გოგოს და ბიჭს ერთმანეთი უყვართ, იქნებ იმ გოგოს წესით სხვა ვინმე უნდა უყვარდეს, ვისაც აგრეთვე უყვარს ის გოგო და ვინც უფრო მეტად იმსახურებს მის სიყვარულს, მაგრამ გოგო ხომ ვერასდროს ვერ მიხვდება, ვინ უნდა უყვარდეს და ვინ - არა. ქალ-ვაჟური სიყვარული მარტო მაშინაა ღვთაებრივი რამ, როცა ის გოგო სხვას არავის არ უყვარს. ამას შენ გასაგონად ვპოსტავ. P.S. ხოლო ყველა დანარჩენი სიყვარული (დედის, მამის, დის, ძმის, ნათესავის, მეგობრის, სამშობლოსი, ღმერთის...) მართლაც რომ ღვთაებრივი რამ გახლავს. ასე რომ, გიყვარდეთ ერთმანეთი, ხალხო! ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
afxazi |
![]()
პოსტი
#755
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Ismail
ციტატა ხალხო, სიყვარული უდიდესი რამაა, ყველაფრის სიყვარულს ვგულისხმობ, გარდა გოგოს სიყვარულისა, იმიტომ რომ გოგოს სიყვარული არის ყველანაირი საშინელებისა და ბოროტების დასაბამი. გიყვარს ვინმე და იმას ვიღაც სხვა უყვარს, როცა წესით შენ უნდა უყვარდე. ხოდა ამ დროს შეგძულდება ის ადამიანები, ვისაც შენი შეყვარებული უყვარს, ან ვინც შენ შეყვარებულს უყვარს (არადა სიძულვილი დიდი ცოდვაა), მოგივა ჩხუბი, უსიამოვნება, უნდა დაიტანჯო დღე და ღამე. არა, ორმხრივი სიყვარულიც არსებობს, მაგრამ იქნებ ის გოგო სხვასაც უყვარს, ხოდა რატომ უნდა დაიტანჯოს ის მეორე ადამიანი. ასე რომ, არავინ არ თქვას, თითქოს ქალ-ვაჟური სიყვარული ღვთაებრივი მოვლენაა. პირიქით, - ეს არის ყველანაირი ბოროტების დასაბამი. იმედია იხუმრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი რომ საკმაოდ არასწორი შეხედულება გაქვს საერთოდ სიყვარულთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში შენს მიერ დაგმობილ ქალ-ვაჟურ სიყვარულზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას. შენ ამბობ რომ ქალ-ვაჟური სიყვარული ბოროტების დასაბამია, იმ გაგებით რომ შესაძლოა ერთს არ უყვარდეს მეორე, მეორე კი გიჟდებოდეს მასზე და დღესა და ღამეს ვერ გრძნობდეს, ან სხვა იტანჯებოდეს სხვისი უპასუხპ სიყვარულით, ეს იწვევდეს შურს, ჯხუბს და ასე შემდეგ, რა შუაშია აქ სიყვარული მაინც ვერ მივხვდი, საკმაოდ პრიმიტიული მიდგომაა. მახსოვს ერთხელ ლექციაზე მამა გიორგიმ მოგვიყვა ასეთი ამბავი: "ჩემთან ერთი გოგონა მოვიდა ძალზედ აღელვებული და მითხრა რომ იმ ადამიანს ვინც მე ძალიან მიყვარს, სხვა მოყავს ცოლად და ძალიან უბედური ვარო. მე ასეთი შეკითხვა დაუსვი ბედნიერია თუ არა ის ადამიანი რომელსაც სხვა მოყავს ცოლადო, კიო მიპასუხა მან, შენ თუ გიყვარს ის ადამიანიო, ამაზეც თანხმობა განმიხცადა და მე უთხარი, მაშ თუ გიყვარს (და სიყვარულს ბედნიერება სურს ყველასი) რარატომ ხარ უბედური, როცა ის ადამიანი ბედნიერიაო, შენ ხომ მისი ბედნიერება უნდა გსურდესო, და საოცარი პასუხი ამ გოგოსი, მე ჩემთან მინდა რომ იყოს ის ადამიანი ბედნიერი და არა სხვასთანო. ვფიქრობ ესაა მიზეზი შენი ასეტი გაბოროტებულ ლაპარაკისა. ადამიანის მესაკუთრეობა. რამდენჯერ გაგვივლია გულში ჩვენ ყველას ასეთი რამ, მაგრამ მითხარიტ სწორია. შენ მეტყვი რა სისულელეს ლაპარაკობ, ცალმხრივი სიყვარულის დროს როგორ უნდა იყო ბედნიერიო, ხომ დაგტანჯავს იმ სხვის უარყოფილი შენი სიყვარულიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს მართლაც უბედური უნდა იყო. საქმის არსი ვფიქრობ არასწორ მიდგომაშია. ტოლსტოის აქვს ერთი მოთხრობა სადაც ამბობს, რომ ადამიანები ქოწინებაში პირველი ღამის მნიშვნელობას ხედავენო მხოლოდ და მხოლოდ, არადა ქორწინება ეს სხვა რამეაო, ზეაღმატებული მიწიერზე, ღვთის კურთხევის შესრულება, ღვთაებრივი შესაქმის გაგრძელება. ადამიანს ხშირად გარეგნობით ვაფასებთ და სილამაზე გვიპყრობს და გვბოჭავს (მოგეხსენებათ სილამაზის თვისება), მაგრამ არსებობს სხვა შინაგანი სილამაზე ადამიანისა რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვწვდებით. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ასეთ სიტყვებს ამბობს: როდესაც მე აღმოვჩნდები ადამიანის პირისპირ, რომელსაც ვუყურებ სიყვარულის თვალით, არა გულგრილობის ანდა სიძულვილის, არამედ სწორედ სიყვარულის თვალით, მე ამ ადამიანის თანაზიარი ვხდები - ჩვენში იწყება რაღაც საერთო, ზიარი ცხოვრება. ადამიანის აღქმა ხდება სიღრმეებში, რომელიც სიტყვების, ემოციების მიღმა იმყოფება. მორწმუნე ასე იტყოდა: როცა მე ვჭვრეტ ადამიანს ამ ნათელში, სპეტაკი სიყვარულის ნათელში, მაშინ მე ვხედავ მასში ღვთის სახებას, ხატს. გახსოვდეთ, ყოველი ჩვენგანი ხატია, უფლის სახებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გვახსვოდეს ეს და არ ვიცით, როგორ უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს. ნეტამც შეგვწევდეს იმის ხსოვნის უნარი, რომ ჩვენს წინაშე ხატია, სიწმინდეა!.. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ხატი ყველა მიმართებაში მშვენიერია. ყველამ ვიცით, თუ რა ემართება ზოგჯერ დიდი ოსტატის ნახატს, ხატს ან ხელოვნების ნიმუშს, სილამაზის ნებისმიერ ფორმას: მოუფრთხილებლობამ, გარემოებებმა, ბოროტებამ შესაძლოა იგი დაამახინჯოს. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშეა დიდი ოსტატის ნაწარმოები, რომელიც ნაწილობრივ დამახინჯდა, შეიბღალა, მასში შეიძლება დავინახოთ ან გაფუჭებული, ან კვლავ შერჩენილი სილამაზე. თუ ჩვენ ვუმზერთ ამ სურათს, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს განცვიფრებული სიყვარულის თვალებით, ვხედავთ სიმშვენიერეს, ხოლო დანარჩენის გამო შეგვიძლია ვიდარდოთ, ვიტიროთ. ზოგჯერ შეიძლება ისიც გადავწყვიტოთ, რომ მთელი ცხოვრება შევწიროთ მას, რომ ყველა დაზიანებული ადგილი ამ ნახატში, ხელოვნების ამ ნიმუშში აღვადგინოთ. ეს სიყვარულის საქმეა: შეხედო ადამიანს და ამავდროულად მასში დაინახო მისი განუშორებელი სილამაზეც და შეწუხდე იმის გამოც, თუ რა უქნა მას ცხოვრებამ, და დაატეხა თავს. სიყვარული - ეს არის სწორედ უკიდურესი, განსაზღვრული ტანჯვაც, ტკივილი იმის გამო, რომ ადამიანი არასრულფასოვანია, და ამავე დროს, სიხარულიც იმის გამო, რომ ის ასე განსაცვიფრებლად და შეუდარებლად მშვენიერია. აი თუ ასე შევხედავთ ადამიანს თუნდაც ერთხელ, შეიძლება იგი შევიყვაროთ ყველაფრის მიუხედავად, წინააღმდეგ იმისა, თუ რა ხვდება თვალში სხვა ადამიანებს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
თათი87 |
![]()
პოსტი
#756
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
afxazi
ციტატა მახსოვს ერთხელ ლექციაზე მამა გიორგიმ მოგვიყვა ასეთი ამბავი: "ჩემთან ერთი გოგონა მოვიდა ძალზედ აღელვებული და მითხრა რომ იმ ადამიანს ვინც მე ძალიან მიყვარს, სხვა მოყავს ცოლად და ძალიან უბედური ვარო. მე ასეთი შეკითხვა დაუსვი ბედნიერია თუ არა ის ადამიანი რომელსაც სხვა მოყავს ცოლადო, კიო მიპასუხა მან, შენ თუ გიყვარს ის ადამიანიო, ამაზეც თანხმობა განმიხცადა და მე უთხარი, მაშ თუ გიყვარს (და სიყვარულს ბედნიერება სურს ყველასი) რარატომ ხარ უბედური, როცა ის ადამიანი ბედნიერიაო, შენ ხომ მისი ბედნიერება უნდა გსურდესო, და საოცარი პასუხი ამ გოგოსი, მე ჩემთან მინდა რომ იყოს ის ადამიანი ბედნიერი და არა სხვასთანო. ვფიქრობ ესაა მიზეზი შენი ასეტი გაბოროტებულ ლაპარაკისა. ადამიანის მესაკუთრეობა. რამდენჯერ გაგვივლია გულში ჩვენ ყველას ასეთი რამ, მაგრამ მითხარიტ სწორია. შენ მეტყვი რა სისულელეს ლაპარაკობ, ცალმხრივი სიყვარულის დროს როგორ უნდა იყო ბედნიერიო, ხომ დაგტანჯავს იმ სხვის უარყოფილი შენი სიყვარულიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს მართლაც უბედური უნდა იყო. ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
Ismail |
![]()
პოსტი
#757
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
afxazi და თათი-87
არ მიხუმრია. სამწუხაროდ მართლა ასე ვფიქრობ, შენ და თათი87-მა რაც მითხარით, ეგეც ხშირად გამიგონია და მომისმენია, ჩემი მოძღვარიც ალბათ იგივეს მეტყოდა, მაგრამ... ქალ-ვაჟური "სიყვარული" უკვე თავისთავად გულისხმობს ეგოიზმს, და საერთოდ, ქალ-ვაჟურ სიყვარულს "სიყვარული" პირობითად უნდა ერქვას, იმიტომ რომ ეს სიყვარული არაა, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ დედის, მამის, დის, ძმის, მეგობრის, სამშობლოს სიყვარულია. ადამიანს თუ თავისი შეყვარებულის სხვასთან ყოფნა უხარია, ეს უკვე მეგობრული ან რაღაც მსგავსი სიყვარულია, იმიტომ რომ ქალ-ვაჟური "სიყვარული" სწორედ იმით განსხვავდება სხვა სიყვარულისგან, რომ ის ადამიანი მხოლოდ შენთან გინდა იყოს ბედნიერი. და რაც არ უნდა ვიძახოთ, "იმითაც ბედნიერი უნდა იყო, რომ ის ბედნიერიაო", ეს მაინც არარეალური იქნება, სიმართლეს ხომ უნდა ჩავხედოთ თვალებში. ვეფხისტყაოსანი ხომ ყველა ვარიანტში გაქვს წაკითხული, ![]() ![]() იმ გოგოს რომ უპასუხია მამა გიორგისთვის, რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ვინც გიყვარს, იმის ბედნიერება კი არ უნდა გწყინდეს, მისი სხვასთან ყოფნით გამოწვეული შენი უბედურება გტანჯავს ადამიანს, ანუ შენ მისი ბედნიერება კი არა, შენი უბედურება გწყინს. ხოლო ის, თუ როგორ შეიძლება ამან (შენ ვინც გიყვარს, იმის სხვასთან ყოფნა) არ დაგამწუხროს, მე ვერ წარმომიდგენია. მოკლედ, მიჯნურობა თავისთავად გულისხმობს ეგოიზმს და სხვა ცუდ რაღაცეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, - ის მიჯნურობა კი არა, ჩვეულებრივი სიყვარულია (მაგ: მეგობრული). ამის გამო, შეგიძლიათ ქალ-ვაჟურ სიყვარულს საერთოდ არ უწოდოთ "სიყვარული", ან მხოლოდ პირობითად უწოდოთ... ![]() შეიძლება მხოლოდ მე მაქვს ასეთი პარადოქსული და "საზარელი" მოსაზრება, მაგრამ უფრო მგონია, რომ ეს პარადოქსი და "ამაზრზენი" აზრი ჭეშმარიტებას შეესაბამება და ჩვენ არ გვინდა ამის აღიარება. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
afxazi |
![]()
პოსტი
#758
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Ismail
ეს მხოლოდ შენი აზრია და არა ჭეშმარიტება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
თათი87 |
![]()
პოსტი
#759
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ციტატა ქალ-ვაჟური "სიყვარული" უკვე თავისთავად გულისხმობს ეგოიზმს ანუ თუ შენი სიტყვებიდან გამომდინარე ეს სიყვარული არ არის, მაშინ გამოდის რომ ეგოიზმია ხო? ციტატა ადამიანს თუ თავისი შეყვარებულის სხვასთან ყოფნა უხარია, ეს უკვე მეგობრული ან რაღაც მსგავსი სიყვარულია მე ეგრე არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ თუ ადამიანი გიყვარს მისი კარგად ყოფნა, მისი ბედნიერება უნდა გიხაროდეს. შენთან იქნება ის თუ სხვასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უბრალოდ იქნება გამწარებული ადამიანის გაბოროტებული აზრები. ციტატა მისი სხვასთან ყოფნით გამოწვეული შენი უბედურება გტანჯავს ადამიანს ანუ ესეც ეგოიზმი! ციტატა ვეფხისტყაოსანი ხომ ყველა ვარიანტში გაქვს წაკითხული, ხოდა თინათინს რომ ავთანდილი კი არა, სხვა ყვარებოდა და მას ცოლად გაჰყოლოდა და ავთანდილი ამით ბედნიერი ყოფილიყო, ეს იქნებოდა მიჯნურობა? ბუტაფორიაა! ციტატა მოკლედ, მიჯნურობა თავისთავად გულისხმობს ეგოიზმს და სხვა ცუდ რაღაცეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, - ის მიჯნურობა კი არა, ჩვეულებრივი სიყვარულია (მაგ: მეგობრული). ამის გამო, შეგიძლიათ ქალ-ვაჟურ სიყვარულს საერთოდ არ უწოდოთ "სიყვარული", ან მხოლოდ პირობითად უწოდოთ.. შენი მოსაზრებებიდან გამომდინარე მინდა გკითხო : ცოლს (მგონი ბიჭი ხარ თუ ვცდები, მომიტევე ბატონო ![]() რაღაცა აბსურდია ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#760
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
kato_Bato
ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება, რამდგან მე თუ მისი მოსაზრება მიმაჩნია არასწორად, სხვას შეიძლება ჩემი ეგონოს მცდარი. უბრალოდ მართლა მაინტერესებს რატომ ფიქრობს ისმაილი ასე?! ამიტომ დავანაწევრე მისი პოსტი და შეძლებისდაგვარად ნათლად ჩამოვუყალიბე კითხვა. მოკლედ პასუხს მოუთმენლად ველი ![]() ისე ძირითადი, რაც არ მესმის ისმაილის ნათქვამიდან ის არის რატომ უნდა გტანჯავდეს შენი სიყვარულის ბედნიერება? უბრალოდ მგონია რომ ამ ადამიანს სიყვარული და მესაკუთრეობა ერთმანეთში ერევა. ისიც ვერ გავიგე სიყვარულს ეგოიზმთან რატომ აიგივებს? -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი