![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#921
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
|
nana_007 |
![]()
პოსტი
#922
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ციტატა ააააბა, ვის გინდათ სტიქაროსანი ბიჭი?!........ rolleyes.gif დავით, შენი ბოლო სურათი გალერეაში თU ვინმემ იხილა, ნამდვილად მოგიწევს სკაიპში უამრავ ქალთა დაბლოკვა, იმდენი იქნებიან პასუხებს ვერ აუხვალ ![]() თევენ არ გადეფსოთ თვალები გოგოებო ![]() სიყვარულს რაც შეეხება, ძალიან პიროვნული გრძნობაა და ერთმანეთისგან განსხვავდება, ასე რომ ზოგადად ვერ ისაუბრებ მაგაზე.რომ გაიზრდებით ბევრსაც მერე გაიგებთ ![]() -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
nana_007 |
![]()
პოსტი
#923
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
სიყვარულს რაც შეეხება, ძალიან პიროვნული გრძნობაა და ერთმანეთისგან განსხვავდება, ასე რომ ზოგადად ვერ ისაუბრებ მაგაზე.
-------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#924
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეძღვნება ჩვენი ფორუმის უმშვენიერეს გოგოებს:
ჩემო მეუფევ, ვიდრემდისაც სული შემრჩება, მე, ქედმოხრილი, შენი მონის უღელს ვატარებ და ახლა შენთან ამ სტრიქონებს ვგზავნი ელჩებად, სიყვარულს ვატან, ნიჭი ვეღარ გამოვატანე. თუმცაღა ვიცი, ეს ლექსები, ფეხშიშველები, ვერას იტყვიან შენს საკადრისს შენთან წამოსვლით, მაგრამ მე მჯერა, რომ უბადრუკს წამეშველები და გონებაში შემიმოსავ ელჩებს სამოსით. თუკი ოდესმე ბედის ვარსკვლავს მოვაგონებდი, თუკი შენს უღირსს გამითენდა დილა კეთილი, ჩემი ლექსები აღარ მოვლენ შენთან გოდებით, აღარ იქნება ტრფობა სამოსჩამოფლეთილი. ჩემს სიყვარულზე შემოძახილს მაშინ გავბედავ, ჯერ კი ჩუმად ვარ,სანამ ბედი მიჩანს ავბედად. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#925
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კვლავ თქვენ, იმ ქალების ღირსეულ შთამომავლებს, თვალების ერთი ახედვით ელეთ-მელეთს რომ დამართებდნენ მსოფლიოს მძვინვარე მბრძანებლებს და მთელ სიცოცხლეს დაავიწყებდნენ.....
![]() ![]() ![]() ![]() სარკეში იგრძნობ - დროა უკვე გახდე მშობელი; განმეორება საჭიროა ბუნების განძთა. მოტყუებული რომ არ დაგრჩეს წუთისოფელი და ვინმე ასულს არ მოაკლო დედობის განცდა. ყველა ქალისთვის სანატრელი მამაკაცი ხარ, ყველა ქალწული შემოგწირავს თავის მშვენებას, მაგრამ საკუთარ სილამაზეს გაუტაცნიხარ და არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება. დედაშენისთვის წარსულ დღეთა სარკე შენა ხარ, მას ნეტარ აპრილს გაუცოცხლებს სიყრმე შვილისა, როცა შენს შუბლსაც ნაოჭებით ჟამი შელახავს, მაშინ გაგიღებს შვილი სარკმელს სიყმაწვილისას. უშვილ-უძირო თუ დარჩები მიუსაფარად, მაგ შენს სახესაც შენთან ერთად მიწა დაფარავს. ჩემზე და დათოზეა საუბარი ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#926
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ,
როცა სხეული, დაქანცული, მისახედია, გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებს და სანეტარო ოცნებაში ვიწყებ ხეტიალს. ჩემი ფიქრები ამ წამწალით ვეღარ დაღლილან, შენსკენ მოდიან მომლოცველად. როგორც მწირები, თვალგახელილი ბნელეთს ვხედავ, ბრმათა სახილავს, შენზე ვკაეშნიბ, ყოველღამე შენ გეწირები. რადგან გონებას შენზე ფიქრი არა სწყინდება, შენი აჩრდილი მოადგება უცებ სასთუმალს, მოადგება და ალმასივით გამობრწყინდება და ბნელი ღამეც გაიღიმებს ახალგაზრდულად. დღისით დაქანცულს რამე მწამლავს ფიქრების შხამით, არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით. ![]() seminarieli lela ციტატა მიკვირს დავით ასე კენტად რომ დადიხარ მეც მიკვირს ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#927
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს ფორუმი გადამწვარა რეროოო
თავის პოსტებიანადოო რეროოო ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#928
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
რა დიდი სიყვარული გეწვიათ ყველას ასე უცბად...
![]() აი, ერთ-ერთი ულამაზესი სონეტა, რომელიც ძალიან მომწონს: მე ძლიერ მიყვარს, მაგრამ გრძნობას არ გამოვაჩენ, რადგან ტრფიალი უნდა იყოს მუდამ ფარული, მაშინ მიჯნური სიყვარულით არის მოვაჭრე, თუ ხალხს მოუთხრო თავის გრძნობა და სიყვარული. ვარდფობისთვეში სიყვარული გვქონდა ახალი. ახლა გრძნობები ლექსში ვეღარ სათუთდებიან, ვარდობისთვეში ზეცას სწვდება მგოსნის ძახილი, შემოდგომაზე ბულბულებიც დადუმდებიან. შემოდგომაზე გულბულები ღამეს ტოვებენ. თუმცაღა ზეცა ვარსკვლავებით ისევ კიაფობს, ველურ მუსიკით იღლებიან ხეთა რტოები და ბულბულს არ სურს, რომ სიმღერა გააიაფოს. მეც ბულბულივით დამუნჯება ვრაცხე წყალობად, რომ არასოდეს მოგაწყინოს ჩემმა გალობამ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კავკასიელი |
![]()
პოსტი
#929
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 ![]() |
სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ (არქიმანდრიტი გაბრიელი)
-------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
makiki |
![]()
პოსტი
#930
|
![]() makiki ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 ![]() |
სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ (არქიმანდრიტი გაბრიელი) კი ,გეთანხმები მთელი ცხოვრება უნდა ეცადო რომ სიყვარული შენში უფრო გააფართოვო -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
კავკასიელი |
![]()
პოსტი
#931
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 ![]() |
მთელი მართმადიდებლობა უფლისა და მოყვასის სიყვარულზეა დაფუძნებული
-------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#932
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ (არქიმანდრიტი გაბრიელი) სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ კიდეც,ვისწავლოთ კეთილისაგან ,როგორი უნდა ვიყოთ და უკეთურუსაგან ,როგორი არ უნდა ვიყოთ და გვიყვარდეს განურჩევად და გა განუკითხავად,მიუხედავად ეს რა ძნელია,მაგრან არა შეუძლებელი...ითხოვე ღვთისგან ამის უნარი,რადგან ამ ერთი ნიჭით,ყველა დანარჩენის მფლობელი ერთბაშად გახდები.. მე შენ დიდი საიდუმლო გაგანდე,მე ამაზე დიდი საიდუმლო არ გამაჩნია,აჰა განდობ მას,მოუფრთილდი და გამოუყენე-ესაა სამოთხის გასაღები,საიდუმლო ბილიკი,ნეტარება! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ.... |
Amuza |
![]()
პოსტი
#933
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
აუ რაიმეს სიყვარული რომ არა ამ ქვეყანაზე ცხოვრებაც კი საზიზღრობა იქნებოდა წარმოიდგინეთ ნებისმიერი რამ რაც არ გიყვართ დაა ამბობთ აქ სიყვარული ჩემთვის ტოლმაა და ბაჟე ![]() ![]() ![]() სიყვარული პირველად 4-5 წლის ასაკში მოვსინჯე, როდესაც ჩემს მეზობელთან, მისი თანაკლასელი ამოდიოდა. ახლაც მახსოვს იმ გოგოს ვარდისფერი ბანტები და გეტრები. 3 წლით ჩემზე უფროსი იყო. რო დავინახავდი ელეთ-მელეთები მომდიოდა, ვწიტლდებოდი და როცა ის ამოვიდოდა, გავიცურცლებოდი ხოლმე იქიდან. მერე დედაჩემს გამოვუტყდი მაკო მიკვარს მეთქი და ცოლად უნდა მოვიყვანოთქო. -შენ რა იცი სიყვარული რა არისო -მომიგო დედამ. -ვიცი მეთქი, როცა ის ამოდის გული მიძაძუნებს მეთქი ![]() ახლა რატომ მოვყევი ეს. კარგი გაკეთებული, ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმაც ამ ემოციებს აღმიძრავს ![]() ![]() -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Amuza |
![]()
პოსტი
#934
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
1 - უკაცრავად, თქვენი სახელი? - გოჩა. - გვარი? - ჩოფიკაშვილი. - რამდენი წლისა ხარ, გოჩა? - თექვსმეტის. - შეყვარებული თუ გყავს? - შეყვარებული? - ჰო, რა იყო, რაზე გეცინება? - რავი აბაა! - რა ჰქვია? - ვის? - შენს შეყვარებულს. - არ ვიცი. - როგორ, სახელი არ იცი? - არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან. - როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული? - რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . . 2 - მართა პირველი. - ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ! - მართლაა! - ძალიან მომწონს. - უი, დიდი მადლობა. - მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით? - უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი. - რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე? - არა, მე გათხოვილი ვარ! 3 - თქვენი სახელი? - ჩემი?! - დიახ. - კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან. - თქვენ რომელი გირჩევნიათ? - მეე, ნიკო. - რა გვარი ბრძანდებით? - ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი. - ცოლ-შვილი გყავთ? - პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები. - რას იტყვით, რა არის სიყვარული? - არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ? - შვილების სიყვარულზე რას იტყვით? - აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე! - ხომ ნახულობ? - არა, ალიმენტ უგზავნი. 4 - რომელ კლასში ხარ ლადო? - მეოთხეებში გადავდივარ. - რა ნიშნები გყავს? - რავიიი! - შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა? - ორებს კი არა, ისაა. - მაშ, რა ნიშნები გყავს? - ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები. - რა გვარი ხარ? - წიკლაური. - შეყვარებული ხომ გყავს? - შეყვარებული არა, ისაა! - მე რომ მითხრეს ჰყავსო? - არაფერიც. - შენი კლასელია? - ვინა? - ის გოგო, შენ რომ გიყვარს. - არავინაც არ მიყვარს. - მე რომ მითხრეს? - რა გითხრეს? - ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო. - უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა. 5 - მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე. - რა ასაკი. - აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს. - თქვენ გინდათ თქვათ რომ. . . - დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო. - მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს? - სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა. - მერე? - მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი. - რატომ, არ გიყვარდათ? - ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ? - მაინც? - გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ? - მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება? - მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა? - გააჩნია, რა შემთხვევაში. - ხომ გითხარი? - რა მითხარით? - ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი. - შერიგებას არ აპირებთ? - ვისთან, იმასთან?! - უკაცრავად. - არაფერზე. - და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ? - ვისზე ამბობთ? - თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ჩამოვიდოდა ჯარიდან. - ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო. - მერე რა უთხარით? - ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი. - რატომ? - იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანამდე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი. - მერე რა გაარკვიეთ? - თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო. - და ვეღარ შეხვდით? - მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც. - არ მოვიდა? - ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო. - და აღარ გჯერათ? - არავითარ შემთხვევაში. - და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით? - რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს. 6 - ბებოო? - რაო, შვილო? - სიყვარული რა არის? - სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს! 7 - ჩემი სახელია აპოლონი. - გვარი? - მღებრიშვილი. - სად მუშაობთ? - იქ. - სად იქ? - ნუ, რა საჭიროა? - შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს? - ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა. 8 - ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი. არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მამკალ, აჰა! 9 მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული. ასე არ არის, მკითხველო? სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას: - მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას: - დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! გოდერძი ჩოხელი -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Amuza |
![]()
პოსტი
#935
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ეს იყო ყივჩაღეთს, ქალი მოვიტაცე.,
ცხენზე შემოვაგდე დედალი ავაზა ტანი გაყურსული გავშხლართე უნაგირზე, თეთრი თეძოების ვიხილე გახენება!.. ხტოდნენ ატეხილი ავხორცა მუხლები და თვით მონადირე გავხდი მე ნადირი კოცნა კბენა იყო,ალერსი დანა მუცელი გაზნექილი, კბილით გადავღრღენი და, ქალი გაფატრული,მარჯვენა ნაპრალიდან ვესროლე მდინარეს! სიგიჟის წვეთი,ცხენს მოხვდა საფეთქელში, ცეცხლი წაუკიდა უნალო ფლოქვებზე. მე სისხლის ყივილი მოღუშულ მიდამოს მათრახად გადავკარ., და ცხენიც გავარდა,ვეფხვების თვეში. ეს იყო ყივჩაღეთს, ქალი მოვიტაცე., ცხენზე შემოვაგდე დედალი ავაზა -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#936
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ციტატა ეს იყო ყივჩაღეთს, ქალი მოვიტაცე., ცხენზე შემოვაგდე დედალი ავაზა ტანი გაყურსული გავშხლართე უნაგირზე, თეთრი თეძოების ვიხილე გახენება!.. ხტოდნენ ატეხილი ავხორცა მუხლები და თვით მონადირე გავხდი მე ნადირი კოცნა კბენა იყო,ალერსი დანა მუცელი გაზნექილი, კბილით გადავღრღენი და, ქალი გაფატრული,მარჯვენა ნაპრალიდან ვესროლე მდინარეს! სიგიჟის წვეთი,ცხენს მოხვდა საფეთქელში, ცეცხლი წაუკიდა უნალო ფლოქვებზე. მე სისხლის ყივილი მოღუშულ მიდამოს მათრახად გადავკარ., და ცხენიც გავარდა,ვეფხვების თვეში. ეს იყო ყივჩაღეთს, ქალი მოვიტაცე., ცხენზე შემოვაგდე დედალი ავაზა /გრიგოლ რობაქიძე/ ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
Amuza |
![]()
პოსტი
#937
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Ismail |
![]()
პოსტი
#938
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ვაჟას ეს ლექსი მიყვარს ძალიან:
ქალავ, ის მიყვარს მე შენი, თავს რომ დაჰკიდებ მელადა, პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ, ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა. (ისემც შენ რა გითხარი ![]() დრო-და-დრო გაგეღიმება (უფრო სწორად, დღედაღამე იკრიჭები) გულის საკლავად, ნელადა; უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯროდ გულის გამხდარხარ მჭრელადა. ჯერაც ატყვია ჩემს გულსა შენგნით წყლულები ჭრელადა, ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა, ვერ გაგიხდები მტერადა! -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#939
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
Ismail
კომენტარებიც ვაჟასეულია ნამდვილად ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კავკასიელი |
![]()
პოსტი
#940
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 ![]() |
"სიყვარული არ არის , როცა აკეთებ სიკეთეს და საპასუხოს ელი ან ითხოვ, –არა.
სიყვარული ისაა, როცა სთეს სიკეთეს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვ და არც ელი" სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 08:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი