IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

65 გვერდი V « < 48 49 50 51 52 > »   
Closed TopicStart new topic
> სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარულის არსი
S a l l y
პოსტი May 6 2008, 09:59 PM
პოსტი #981


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(t a m a r i @ May 6 2008, 08:03 PM) *

რომ არ მოგიხდეს ქვეყანაზე თავის მართლება,
რატომ გიყვარდი, ტრფობის ღირსი ჩემში რა იყო,
შენ ნუ მიგლოვებ, დამიტირონ კუბოს სანთლებმა,
შენი ჩემდამი სიყვარული მიწამ წაიღოს.

რადგან ღირსებებს მოკლებულა ჩემი არსება,
ჩემს ცქერას მხოლოდ ტყუილით თუ გაიადვილებ,
მხოლოდ სიცრუე თუ შეიძლებს ჩემს დაფასებას,
ხოლო სიმართლე ურცხვად ეტყვის ხალხს სინამდვილეს.

და თუ გგონია რომ ტყუილით სიყვარულს იცავ
სიმართლეს აღარ გათქმევინებს ჩუმი ნაღველი
სხეულთან ერთად ჩემი ხსოვნაც მიეცეს მიწას
რომ ასე ურცხვად არ შებღალოს შენი სახელი.

არარა ვიყავ და გამკიცხავს მთელი თაობა
შენც გაგკიცხავენ რომ გიყვარდა არარაობა...


შექსპირი user.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი May 7 2008, 12:09 PM
პოსტი #982


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ესეც ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის ნოველიდან ”ორიოდე სიტყვა სიყვარულის შესახებ” (სიყვარულის შემსწავლელთა დასახმარებლად) smile.gif

”იმ გრძნობებს შორის, რომელიც ადამიანს გააჩნია, ყველაზე კეთილშობილური სიყვარულია. თუ რა არის სიყვარული, ეს საკაცობრიო პრობლემაა და მე არც შევეცდები მისი ნორმების ან კანონების დადგენას. ერთი კი ცხადია, რომ სიყვარული იწყება ცალმხრივიდან და გრძელდება მრავალმხრივამდე. ცალმხრივი სიყვარულის დროს ვაჟი თავს ანებებს სწავლას, იწყებს ლოთობას და სწავლობს სიმღერას ”ვაი რა ცუდად გიცვნივარ”. ქალი სვამს იოდის სუსტ ხსნარს ან იწყებს ბულვარული რომანების კითხვას...” biggrin.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leporela
პოსტი May 7 2008, 01:00 PM
პოსტი #983


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 186
რეგისტრ.: 6-May 08
წევრი № 4,742



ყველას გისურვებთ ჭეშმარიტი სიყვარულს, იმხელა სიყვარულს, როცა ადამიანი მაინც გიყვარს, იმის მიუხედავად არის ის თუ არა შენთან. ამას ვთხოვ ღმერთს, შემაძლებინოს გამიხარდეს მისი კარგი თუნდაც ჩემგან შორს. ღმერთო, გახარებული, ძლიერი და ბედნიერი ატარე გიორგი ------
დადის აი, სოლოლაკის ქუჩებში დაიარება სიმპატიური, ძლიერი, ვაჟკაცი და მართალი კაცი, რომელმაც დამწვა და დამდაგა smile.gif
აქ მაინც ვიტყვი
მიყვარს, მიხარია რომ გამიჩნდა სურვილი მაინც მიყვარდეს თუნდაც ჩემგან შორს, დიდი არის ტკივილი, მაგრამ არ ვწუწუნებ, ვხედავ რა ამდენ გოდებას გარშემო, მინდა სიყვარულს გავამარჯვებინო
ღმერთმა მიშველოს ჩემი ცხოვრების გზაზე, ღმერთმა უშველოს იმას თავის ცხოვრების გზაზე
(გთხოვთ არ წამიშალოთ ეს ნაწერი, გულით დავწერე, რადგან წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია smile.gif


--------------------
შემიყვარე შავად, თეთრად ხომ სხვაც შემიყვარებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი May 7 2008, 01:15 PM
პოსტი #984


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881




თუკი გაგაჩნიათ ქრისტიანული სიყვარული smile.gif
გთხოვთ დამეხმაროთ და მომაძებნოთ რუსული გალობა
Блажен муж, иже не иде на совет нечестивых
ასეთი სიტყვებით იწყება და შემდეგ ალილუია,
ამ გალობის უამრავი ვარიანტი არსებობს კონკრეტულად რაც მინდა მისი ნაწყვეტი მოცემულია აქ,
http://biblion.realin.ru/listing/-/audio/S...adi_yurodivogo/
შეხვალთ გადმოქაჩავთ Начало. Андрей у Феогноста, თუკი სადმე გეგულებათ ეს გალობა სრულად მომაწოდეთ ლინკი,
წინასწარ მადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი May 7 2008, 01:34 PM
პოსტი #985


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



სამი მილიონი წელია


რატომ გვესვრიან
გამოქვაბულში გაჩენილო ჩემო პირმშოვ,
მოწამლულ ისრებს?

კარი ჩვენ არ გვაქვს,
ხშირად თქეშია.
მიწისძვრა გვინგრევს კედლებს,
რომლებზეც,
ნადირობის ხერხებს ვინიშნავთ,
ხან - ერთმანეთის პროფილებს ვკაწრავთ.
ზაფხულობით ხავსია ჩვენი ქვეშაგები,
ზამთრობით ტყავი.
თევზს ვიჭერთ შუბით.
ვლაპარაკობთ მხოლოდ მარცვლებით.
ცეცხლს როცა ვაჩენთ, ვიცვეთთ თითებს
და ვირჩენთ ლოკვით,
ყელსაბამებს – შენი ქალისთვის, ასხამ ეშვებით,
ის _ გმოსავს ბეწვით.
რა არის ასე შესაშური
ამ პირველყოფილ სიყვარულში.
რა, წასართმევი?

ზედმეტად ხომ არ ვიხმაურეთ ქვის ხანისათვის?
ყორნისფერი და თავთუხისფერი,
ორი სხვადასხვა ტომის არსება
განაპირა გამოქვაბულში რადგან დასახლდა?
რა მოხდა თუ:
კრიალა ტბაში – ჩვენს სარკეში,
ვკოცნით ერთმანეთს და სხეულებზე სუროსავით
მოდებულები ვეშვებით ფსკერზე.
რომ იქ თამამად!
რომ იქ ერთად!
რომ დახრჩობამდე...
მერე კი ისევ ზედაპირზე,
დედამიწაზე მობრუნებულებს გვიკვირს,
რატომ არ ჩერდება გული ძილის დროს.
გვიკვირს,
რატომ დიდდება თვალებში წყალი,
როცა ერთ-ერთი გამოქვაბულში დააგვიანებს.
რა არის მეთქი, წასაღები,
ჩამოსახევი ამ გაუსაძლის სიღატაკეში?

ეკა ქევანიშვილი


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი May 12 2008, 12:29 AM
პოსტი #986


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნეობისა და სახლი სიყვარულისა.
ღირსი იოსებ ოპტინელი

„გარეგნულმა სილამაზემ, - წერს წმ. იოანე ოქროპირი, - მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება ან ანგარება განსაზღვრავს, იგი, ფაქტობრივად, თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძვნებული.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

არც მამაკაცს და, მით უმეტეს, არც ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე. და აი, ჩნდება კითხვა: უნდა დავემორჩილო ასეთი ძალადობის ზეწოლას, როცა არის საშიშროება ყველაფერ ძვირფასის განადგურებისა? უბედურ ქორწინებათა უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეული მხარე თვლის თავს იმის მესაკუთრედ, ვინც უყვარს. თითქმის ყველა სირთულე ქორწინებისა აქედან მოდის. ქორწინების უდიდესი სიბრძნეა, მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია, იქ კი სრული თავისუფლებაა.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა“ - ამბობს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა ადამიანის „მე“, იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე“ და შეერთდე იმის „მესთან“; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა...
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako
პოსტი May 12 2008, 01:54 PM
პოსტი #987


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 22-December 06
მდებარ.: Deutschland
წევრი № 732



ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა... სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო... სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!


--------------------
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი May 12 2008, 02:12 PM
პოსტი #988


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



ციტატა(iisperiTOVLI @ May 6 2008, 06:16 AM) *

1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.

2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.

3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.

4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.

5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.

6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.

7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.

8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.

9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.

10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...
wub.gif

გენაცვალე შენ 2kiss.gif

იმისდა მიუხედავად რომ ძალიან პატარა ვარ იმისათვის რო ჭეშმარიტ სიყვარულზე ვისაუბრო, მე ვიპოვე ჭეჩმარიტი სიყვარული და ძალიან ბედნიერი ვარ ღვთის წყალობით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი May 12 2008, 06:23 PM
პოსტი #989


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



iisperiTOVLI
ციტატა
ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება

yes4.gif ყოველთვის მიხარია გარეთ მოხუც ცოლ-ქმარს,რომ ვხედავ თYვალებში სიყვარულის ნაპერწკლით და ხელჩაკიდებულები ერთმანეთს რომ უყურებენ და მისეირნობენ....
აი,ეს არის სიყვარული-წლები,რომ ვერ ანგრევს........


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი May 12 2008, 10:24 PM
პოსტი #990


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
ყოველთვის მიხარია გარეთ მოხუც ცოლ-ქმარს,რომ ვხედავ თYვალებში სიყვარულის ნაპერწკლით და ხელჩაკიდებულები ერთმანეთს რომ უყურებენ და მისეირნობენ....
აი,ეს არის სიყვარული-წლები,რომ ვერ ანგრევს........


აუუ თან რა მაგარი სანახავიაა ვაიიი გენაცვალეეთ


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
soso5
პოსტი May 13 2008, 07:57 AM
პოსტი #991


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 264
რეგისტრ.: 31-March 08
წევრი № 4,381



ციტატა(tako @ May 12 2008, 02:54 PM) *

ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა... სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო... სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!

კარგი ზღაპარია და სახალისო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
besik
პოსტი May 13 2008, 09:03 AM
პოსტი #992


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,769



ჩეშმარიტი სიყვარული აუცილებელი პირობაა ოჯახის შესაქმნელად.დგეს უმრავლესობა ოჯახს არა სიყვარულის,არამედ საკუთარი სიამოვნებისა და ხორციელი ვნების დასაკმაყოფილებლად ქმნის ოჯახს მხოლოდ.შემდეგ როცა რაიმე დაბრკოლებას ცააწყდებიან ეს ყოველივე შარშანდელი თოვლივით ქრება.ოჯახი მარტო სიამოვნება არ არის,არის ტკივილიც და არის თავგანწირვაც,არის ერთგულებაც და არის მოვალეობაც.აი,ეს არის სიყვარული როცა გასცემ და მხოლოდ და ამით უდიდესი ბედნიერი ხარ.მხოლოდ ასეთი საფუძველის მქონე ოჯახი არის მხოლოდ მყარი და სრულფასოვანი.


--------------------
გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ.
skype=besobesiki1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
- თეკლა -
პოსტი May 13 2008, 12:39 PM
პოსტი #993


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 19-March 08
წევრი № 4,245



ციტატა(besik @ May 13 2008, 09:03 AM) *

ჩეშმარიტი სიყვარული აუცილებელი პირობაა ოჯახის შესაქმნელად.დგეს უმრავლესობა ოჯახს არა სიყვარულის,არამედ საკუთარი სიამოვნებისა და ხორციელი ვნების დასაკმაყოფილებლად ქმნის ოჯახს მხოლოდ.შემდეგ როცა რაიმე დაბრკოლებას ცააწყდებიან ეს ყოველივე შარშანდელი თოვლივით ქრება.ოჯახი მარტო სიამოვნება არ არის,არის ტკივილიც და არის თავგანწირვაც,არის ერთგულებაც და არის მოვალეობაც.აი,ეს არის სიყვარული როცა გასცემ და მხოლოდ და ამით უდიდესი ბედნიერი ხარ.მხოლოდ ასეთი საფუძველის მქონე ოჯახი არის მხოლოდ მყარი და სრულფასოვანი.



დაგეთანხმები ბესიკ იმაში, რომ უმეტესობა ოჯახებისა იქმნება გაუთვითცობიერებლად იმისა, თუ რას წარმოადგენს ოჯახი - ქრისტიანული ოჯახი - სიყვარულის გარეშე ძალიან ძნელია, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს ოჯახის არსი, მისი ყველა სიძნელე, ჩვენი შვილების აღზრდის საფეხურები და აბსოლიტუარდ ყველა ეტაპი ოჯახის შექმნისა და მისი შემდგომი გაძღოლისა - გამოსავალი? ალბად ერთი, რომ ჩვენს მომავალს ჩვენვე ვესაუბროთ და ავუხსნათ ოჯახის რაობა - მათ ნამდვილად უნდა იცოდნენ, რომ ოჯახი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ხორციელი სიამუვნება

გაგაძლიეროთ უფალმა
თიკო


--------------------
არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.
გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი;
გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა...
თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი.
მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა,
როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.

ილია II
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
besik
პოსტი May 13 2008, 09:53 PM
პოსტი #994


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,769



სამწუხაროა,მაგრამ გღეს დავიწყებულია,რომ სიყვარული უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.გაცილებით დიდი,ვიდრე ხორციელი ვნება.სიყვარული ამ ქვეყნიური საზომით არ იზომება და ვერ იტევს მას ეს ქვეყანა.იგი მარადისობაში მიგვყვება განუყრელად ჩვენთან არის.ამქვეყნიური ვნება კი წარმავალია,ისევე,როგორც ეს სამყარო.
ხშირად ხდება,რომ როცა ადამიანებს როცა დარწმუნებულნი არიან,რომ ერთმანეთი უყვართ,ერთად თავს კარგად გრძნობენ,ერთობიან უამრავი გასართობებით,რომლებიც დგეს მოგეხსენებათ მეტისმეტად მრავალფეროვანია ,ხალისობენ,მატერიალურად კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან,ერთი სიტყვით ამ ცხოვრებით ტკბებიან, ცხოვრებაში უამრავი წინააღმდგობა ხვდებათ.როდესაც მათ ერთობას საფუძვლად უდევთ მხოლოდ ეს ზემოდ აღნიშნული,არა ის,რომ განსაცდელის დროს ერთმანეტის სიყვარულის გამო აიტანონ ტკივილი,წყენა, უბედურება, დამცირება,სიღარიბე,მარტოობა,
იცივე,როცა ერთი მაღგანი თავს დაკარგავს,მცდარ გზას დაადგება, მეორეს ტვირთად დააწვება,მეორისაგან კი ამის დათმენა,ღვაწლი,შრომა,განუწყვ
ტელი ლოცვა,რომ შემობრუნდეს,კვლავ სწორ გზაზე დადგეს,ხოლო სანამ ეს მოხდება,მანამ მისი ტვირთის საკუთარი მხრებით ზიდვა,მზადყოფნა,ერთმანეთისათ
ვის რაც ყველაზე ძვირფასია,საკუთარი სიცოცხლეც არ დაიშურონ,ის პირვანდელი საფუძველი,რამაც ისინი შეაერთა და დაშენდა მათი სიყვარული,რაშიც ისინი იყვნენ დარწმუნებულნი,საბოლოოდ წავა ,დარჩება მხოლოდ გულის გაციება,ზიზღი,სიძულვილი,ცხოვ
ების დანგრევა,მერე ისევ ახალი თავგადასავლების ძიებისკენ სწრაფვა და ამ ყველაფრის იმავე სცენარით წარმართვა.
რატომ ხდება ეს? ისინი ხომ დარწმუნებულნი არიან,რომ ნამდვილი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი?რა გამოდის ,სიყვარული ნელდება და ქრება?არა ჩემო კარგებო,სიყვარული არც ნელდება და არც ქრება,უფრო მეტიც,იგი თურმე არც ყოფილა ჭეშმარიტი,თავგანწირული,მარად
ისობაში ჩვენს გვერდით განუყრელად მყოფი. იგი ნამდვილი მარადიული სიყვარულის ნიღაბს ყოფილა ამოფარებული.სინამდვილეში კი იგი ხორციელი,სულმდაბლური,ეგოისტუ
რი,მხოლოდ საკუთარი სიამოვნების დაკმაყოფილების,მხოლოდ ამქვეყნიური ტკბობის უსაზიზღრესი ვნება ყოფილა,რომელიც უფსკრულისაკენ მიაქანებს ადამიანებს და ღუპავს მათ,მას არავითარი საერთო არა აქვს სიყვარულთან.როცა ეს ვნება შეეჩეხება იმ ზემოთაღნიშნულ განსაცდელებს,რომლებიც ჭეშმარიტ სიყვარულს კიდევ უფრო მეტად აწრთობს,აძლიერებს და ალამაზებს.მას ნიღაბი ეცლება და მისი ნამდვილი საშინელი სახე ჩნდება,ხოლო მისი მოჩვენებითი სიძლიერე კი სადღაც უკვალოდ ქრება.რჩება მხოლოდ უაზროდ გაფლანგული დრო,ხორციელი და სულიერი ენერგიისაგან დაშრეტილი ადამიანები.
ხოლო თუკი ერთი მათგანი მაცდური ტკბობით გვეპარება,მერე კი წარწყმედით გვემუქრება,მეორე კი ნაკლებ სიტკბოებას,უფრო მეტ შრომას ღვაწლს,თავგანწირვას ითხოვს ჩვენგან,საბოლოოდ კი ამის ჯილდოდ მარადიულ სასუფეველს გვპირდება,მაშ, საბოლოოდ ვაქციოთ ზურგი პირველს და ვისწრაფოდ მეორისაკენ,დავითმინოთ განსაცდელი,რომელიც მოგვევლინება ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს,ვილოცოთ,ვიღვაწოთ,
ოცა ერთი წაიჩოქებს, ხელი არ ვკრათ,შევაშველოთ,ავიტანოთ ჩვენს მხრებზე მისი ტვირთის სიმძიმე,ნუ გავიმეტებთ დასაღუპად,როცა მეტისმეტად დაგვიმძიმდება,უფალს ვთხოვოთ დახმარება და იგი შეგვიმსუბუქებს ამ ტვირთს.აი,ასეთი სიყვარულით ვიაროთ ხელიხელ ჩაკიდებულებმა ცხოვრების ბოლომდე და საბოლოოდ როგორც ჩვენი სათაყვანებელი გაბრიელ ბერი იტყოდა ''სიყვარული ღმერთს გვანახებს.''
უფალი შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ სიყვარულში.


--------------------
გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ.
skype=besobesiki1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leporela
პოსტი May 14 2008, 04:01 PM
პოსტი #995


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 186
რეგისტრ.: 6-May 08
წევრი № 4,742



ერთი ადამიანი გამოვიდეს და თქვას, რომელმა თქვა გულით (ხაზგასმით გულით) რომ მე შენ ისე მიყვარხარ, რომ მტავარია შენ იყო ბედნიერი და გინდაც სხვასთან იყავი ბედნიერიო და ვიტყვი, რომ ან არ ყვარებია, ან არადა მიჩქმალა ქრისტიანული მოყვასისი სიყვარულსი ქვეშ. აქ ლაპარაკი მაქვს ნამდვილ სიყვარულზ,ე როცა შეგიძლია მოკვდე ადამიანი და ალბათ მოარული გვამი ხარ მხოლოდ და არა გატაცებაზე.
რომელიმე ტქვენგანის ქმარს რომ შეუყვარდეს და აღმოჩნდეს რომ ეგ ყოფილა მაგის ნამდვილი სიყვარული, თავდავიწყებამდე შეუყვარდა სხვა ქალი, რომელმაც მთლიანად მიისაკუთრა მისი გული და გონება, ჩახუტებით და ტკბილად გაუშვებთ და ეტყვით ოღონდ შენ იყავი ბედნიერიო?
არა
სინამდვილეში ჯერ იბრძოლებთ შესანარჩუნებლად, მერე კი ბედნიერებას ნამდვილად არ უსურვებთ არც მაგას და არც იმ ქალს
ეს მარალფარდოვანება კარგია, მაგრამ ადამიანები ხართ ნუ გავიწყდებათ
თქვენი ლოგიკით ის ქმრის" წამრთმევი " ქალიც უნდა გიყვარდეთ რადგან ისიც ღვთის გაჩენილია, მაგრამ გადებავს რომელიმე და იტყვის, კი ისიც მიყვარსო?
კარგით რა, არ მესმის მართლა
გჯერათ ამ ყველაფერის თუ კიდე ვარდისფერი სათვალეებია?
კონკრეტულა დმოიქცევა ვინმე ასე ქმართან, ცოლტან, საყვარელ ადამიანთან მიმართებაში?
წინასწარ ვიცი, უარყოფებ და კიო, შეგვიძლიაო იტყვიან და აქეთ მეტყვიან შენ არ გცოდნია სიყვარულიო, მაგრამ ღრმად ჩაიხედოს ყველამ ტავის გულში ვურჩევდი ვიდრე წმინდანობას დაიბრალებდა
ჯერ შეყვარებულობის პერიოდში ახრჩობთ ხოლმე კაცებს რომ სხვისკენ არ გაიხედოს და ამ დროს თურმე რომელიმე ტქვენგანის საქმრო რო შეუყვარდეს სხვას, რას ამბობ, მტავარია ის იყოს ბედნიერიო იტყვით
არ ვთამაშობ მაინც მე აქ ბევრისგან განსხვავებით და ვიზახი პირდაპირ, რომ მე დიახ, არ შემიძლია ვუყურო საყვარელი ადამიანსი ბედნიერებას სხვასთან
ტქვენ ამბობთ კიო
მაგრამ არ მჯერა და რა ვქნა ახლა
სულ რამოდენიმე ადამიანი არსებოსბ მტელ მსოფლიოში, არამც თუ თბილისში, ვინც ეგ მართლა წრფელი გულით შეძლო და არა ლოთობით, სხვა რაიმე ტავდავიწყებით, ეკლესიით გინდაც, ნებისმიერი ხსნით რაც იმის სულტან ახლოს იყო
ტქვენ ყველაფერზე იზახით აი, ჩვენ ასეტი დიდსულოვნები ვართ და ასეთი და ასეთიო
ყველაფერი შეგიძლიათ გამოდის
მაგრამ 99 პროცენტის შემთხევვაში ეგ სიყვარული არ არის რაც გგონიათ
ოჯახი , სტაბილურობა, მომსახურე ქმარი
სიყვარული მეეჭვება ბევრს ესმოდეს საერთოდ


--------------------
შემიყვარე შავად, თეთრად ხომ სხვაც შემიყვარებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი May 14 2008, 04:16 PM
პოსტი #996


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



leporela

მე მაგალითად მართლა გულს მომიკლავს ჩემი საყვარელი ადამიანი რომ ვნახო სხვასთან თუნდაც შეყვარებული იყოს არაა მთავარი რომ ცოლი მანდამაინც.... ბედნიერებას კი ვუსურვებ მაგრამ იმას არ ვუსურვებ და ფარ-ხმალს არ დავყრი და ვიბრძოლებ მის დასაბრუნებლად და მოსაპოვებლად. და თუკი მან სხვა ადამიანი არჩია და ცოლიც მოიყვანა მე უბრალოდ მეტკინება გული და სული. შევეგუები ძალაუნებურად......... ამას ეხლა ვამბობ მაგრამ არამგონია შევეგუო sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako
პოსტი May 14 2008, 05:41 PM
პოსტი #997


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 22-December 06
მდებარ.: Deutschland
წევრი № 732



ციტატა(leluka @ May 14 2008, 03:16 PM) *

leporela

მე მაგალითად მართლა გულს მომიკლავს ჩემი საყვარელი ადამიანი რომ ვნახო სხვასთან თუნდაც შეყვარებული იყოს არაა მთავარი რომ ცოლი მანდამაინც.... ბედნიერებას კი ვუსურვებ მაგრამ იმას არ ვუსურვებ და ფარ-ხმალს არ დავყრი და ვიბრძოლებ მის დასაბრუნებლად და მოსაპოვებლად. და თუკი მან სხვა ადამიანი არჩია და ცოლიც მოიყვანა მე უბრალოდ მეტკინება გული და სული. შევეგუები ძალაუნებურად......... ამას ეხლა ვამბობ მაგრამ არამგონია შევეგუო sad.gif

სხვა რა გზა გექნება, შეეგუები აბა რას იზამ, საშინელებაა ნამდვილად, რომ შენი ძვირფასი ადამიანი შენ თავს სხვას ამჯობინებს, მაგრამ როგორ უნდა იბრძოლო თუ ის მხოლოს მას ხედავს და არა შენ?! მხოლოდ საშინელი გულის ტკვილი იქნება შენში sad.gif


--------------------
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი May 14 2008, 05:54 PM
პოსტი #998


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
სხვა რა გზა გექნება, შეეგუები აბა რას იზამ, საშინელებაა ნამდვილად, რომ შენი ძვირფასი ადამიანი შენ თავს სხვას ამჯობინებს, მაგრამ როგორ უნდა იბრძოლო თუ ის მხოლოს მას ხედავს და არა შენ?! მხოლოდ საშინელი გულის ტკვილი იქნება შენში


კი შეეგუები მაგრამ... მისი აზრით ცხოვრება გრძელდებაო და ნუ მიეცემი სასოწარკვეთასო.. ჩემ შემხვევაში სხვა არ ყავს .ვუყვარვარ მაგრამ ჩამოღმილია smile.gif და როცა განთავისუფლდება და როდის ეგ ცხოვრებას აიწყობს მიშორებს ცადი ცხოვრება ნახეო ვოტ sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako
პოსტი May 14 2008, 06:05 PM
პოსტი #999


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 22-December 06
მდებარ.: Deutschland
წევრი № 732



ციტატა(leluka @ May 14 2008, 04:54 PM) *

კი შეეგუები მაგრამ... მისი აზრით ცხოვრება გრძელდებაო და ნუ მიეცემი სასოწარკვეთასო.. ჩემ შემხვევაში სხვა არ ყავს .ვუყვარვარ მაგრამ ჩამოღმილია smile.gif და როცა განთავისუფლდება და როდის ეგ ცხოვრებას აიწყობს მიშორებს ცადი ცხოვრება ნახეო ვოტ sad.gif

ძალიან ამაყები არიან რაღაც, თუ დაანახებ რაღაც სწორ გზას ხო მაგრამ თავიც არ უნდა დაიმცირო


--------------------
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი May 14 2008, 06:09 PM
პოსტი #1000


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
ძალიან ამაყები არიან რაღაც, თუ დაანახებ რაღაც სწორ გზას ხო მაგრამ თავიც არ უნდა დაიმცირო



გულში ჩახვევა იციან თან ისე რომ გარკვევაც არ უნდათ არაფრის.ჯიუტები და გიჟები და ნერვოზიანები ... მარა რა ვქნათ რომ გვიყვარააან smile.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

65 გვერდი V « < 48 49 50 51 52 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 09:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი