IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ღვთის სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში, რამდენად ვასრულებ და როგორ?
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 29 2007, 09:01 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



აქ ბევრი საუბრობს სხვადასხვა საინტერსო თემაზე,ღვთისმეტყველებაზე და .ა .შ უფრო საინტერესოა ცხოვრებაში ვინ როგორ ასრულებს უფლის სიტყვებს,თუ ეს მხოლოდ აქ ნათქვამ სიტყვებად რჩება. ერთია იცოდე ქრისტიანობა და მეორე ცხოვრობდე ქრისტიანულად! ხშირ შემთხვევაში ზოგმა არც იცის ქრისტიანობა , და არც ცხოვრობს ქრისტიანულად.
ამიტომ მისი სახელით მართლაც მრავალია ცრუ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Nov 29 2007, 09:13 PM
პოსტი #2


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 29 2007, 09:01 PM) *

აქ ბევრი საუბრობს სხვადასხვა საინტერსო თემაზე,ღვთისმეტყველებაზე და .ა .შ უფრო საინტერესოა ცხოვრებაში ვინ როგორ ასრულებს უფლის სიტყვებს,თუ ეს მხოლოდ აქ ნათქვამ სიტყვებად რჩება. ერთია იცოდე ქრისტიანობა და მეორე ცხოვრობდე ქრისტიანულად! ხშირ შემთხვევაში ზოგმა არც იცის ქრისტიანობა , და არც ცხოვრობს ქრისტიანულად.
ამიტომ მისი სახელით მართლაც მრავალია ცრუ!


დამლოცეთ მამაო smile.gif

რამდენა ვასრულებთ უფლის სიტყვას? ალბათ ძნელია იცხოვრო უცოდველად. უცოდველად მხოლოდ მაცხოვარმა იცხოვა ამა სოფელში. ჩვენი დაცემული ბუნების გამო უამრავ რამეს ვერ ვაკეთებთ მამაო როგორც საჭიროა. ხშირად გვავიწყდება უფალი და მისი მცნებები. ხშირად არ ვასრულებთ. მაგრამ ალბათ უპრიანი იქნება ვისაუბროთ მიზეზებზე. ალბათ გარკვეულწილად ცხოვრების პირობების გამოც. ჩვენ ვხედავთ კონპორტულ მანქანებს, მრავალსართულიან სახლებს, ფუფუნებას... რაც იზიდავს კაცს. მაგრამ უნდა ვიფიქროთ რომ ვერც კომპორტული მანქანა და ვერც პენტიუმ 4 ვერ აცხონებს ადამიანს. ადამიანი გარდაიცვლება და დარჩება ყოველი სიმდიდრე აქ, დედამიწაზე და წარდგება უფლის წინაშე თავისი ცოდვებითა და სათნოებებით. საჭიროა მეტად ვიფიქროთ უფალზე და მის გზაზე. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 29 2007, 09:15 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



შემინდეთ, მამაო...

პასუხი ერთი მაქვს: არ ვიცი.... ვერც დავიჩემებ და ვერც ვუარყოფ... ვცდილობ ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე...


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 29 2007, 09:39 PM
პოსტი #4


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 29 2007, 08:01 PM) *

აქ ბევრი საუბრობს სხვადასხვა საინტერსო თემაზე,ღვთისმეტყველებაზე და .ა .შ უფრო საინტერესოა ცხოვრებაში ვინ როგორ ასრულებს უფლის სიტყვებს,თუ ეს მხოლოდ აქ ნათქვამ სიტყვებად რჩება. ერთია იცოდე ქრისტიანობა და მეორე ცხოვრობდე ქრისტიანულად! ხშირ შემთხვევაში ზოგმა არც იცის ქრისტიანობა , და არც ცხოვრობს ქრისტიანულად.
ამიტომ მისი სახელით მართლაც მრავალია ცრუ!

საჭირბოროტო საკითხია მართლაც მამაო.

თვითონ უფალი გვეუბნება, რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ჩვენ ყოველდღიურად ჩავდივართ უამრავ ცოდვას. ზოგს ნებსით და ზოგასაც უნებლიეთ. მთავარი ჩემი აზრით ის კი არ არის ვცოდავთ თუ არა (იმიტო რომ ყველანი ვცოდავთ მაინც) არამედ ის ვინანიებთ თუ არა ჩვენს ცოდვებს წრფელი სინანულით და ვცდილობთ თუ არა განვთავისუფლდეთ მათგან. სინანული იმას არ ჰქვია ჩემი აზრით უფალს რომ ვთხოვ შემინდე უფალო რამეთუ ვიცრუე და მეორე წუთში იგივე ცოდვას ჩავიდენ. ეს თვალთმაქცობაა ალბათ უფრო ვიდრე სინანული. ჩემთან ტაძარში ერთი ხანშიშესული ქალი დადის, რომელიც ყველა აღსარებას (რაც მე შემიმჩნევია) ტირილით აბარებს. არ შემრცხვება თუ ვიტყვი, რომ იმ ქალის სინანულის მართლა მშურს და ეს შურიც არ იქნება მგონი დასაძრახი unsure.gif



რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ალბათ უმრავლესობა მაინც სიტყვით ვართ უფრო მეტად ქრისტიანები ვიდრე საქციელით sad.gif





--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Nov 29 2007, 09:45 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აღსარებას მეც ტირილით ვაბარებ, ეგ მიღწევადია, მაგრამ როცა ვიმეორებთ ცოდვას, იქ ტირილი კი არა თავის გვემაა საჭიროsad.gif მე ხშირად უძლური ვარ, შეძლებით ყველას შეგვიძლია ვიყოთ შემსრულებელი და არ გვაქვს უფლება გარეომოებას დავაბრალოთ. მონდომება და სურვილია საჭირო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Nov 29 2007, 09:57 PM
პოსტი #6


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
ცხოვრებაში ვინ როგორ ასრულებს უფლის სიტყვებს
ვცდილობ მაგრამ არამგონია გამომდიოდეს ზღვაში წვეთივით მაქვს საქმე sad.gif


ციტატა
მხოლოდ აქ ნათქვამ სიტყვებად რჩება
ბევრი რჩება...ბევრი გონებაში იბეჭდება...დაა მიცავს ეს ვიდრე ადრე როცა არ ვიცოდი თუნდაც აქ ნათვამი სიტყვები..მე თუ არა სხვას შევეწევი ხოლმე...


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 29 2007, 09:57 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



მე უფრო იმის თქმა მინდოდა ,რომ რაც წაგვიკითხავს სათნოებებს რაც შეეხება იმას არ ვაკეთებთ ,ვითომც და რაღაც მიზეზების გამო! მოწყალებაზე ხშირად ვლაპარაკოთ უფრო, ვიდრე ვაკეთებთ! სიყვარული რომელსაც გვევალება (საღვთო ,მოყვასის) ალბათ გარეგ ნულია ,თავგანწირვა არ ახლავს მას თან და.ა.შ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Nov 29 2007, 10:03 PM
პოსტი #8


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მამა ირაკლი

დამლოცეთ მამაო..... უჭირს ადამიანს სიყვარული....ისეთი მდგომარეობაა დღეს, სათნოებებს რაც შეეხება ...რაც ჩემს ძალებში შედის ვცდილობ


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Nov 29 2007, 11:10 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 29 2007, 09:57 PM) *

მე უფრო იმის თქმა მინდოდა ,რომ რაც წაგვიკითხავს სათნოებებს რაც შეეხება იმას არ ვაკეთებთ ,ვითომც და რაღაც მიზეზების გამო! მოწყალებაზე ხშირად ვლაპარაკოთ უფრო, ვიდრე ვაკეთებთ! სიყვარული რომელსაც გვევალება (საღვთო ,მოყვასის) ალბათ გარეგ ნულია ,თავგანწირვა არ ახლავს მას თან და.ა.შ


დაგვლოცეთ მამაო...

მამაოო უმეტესობა გაჭედილნი ვართ წუთისოფლის სიამტკბილობასა და უფლის ჭეშმარიტ გზაც შორის. ვერც ერთსა ვთმობთ და ვერც მეორეს. ვთვალთმაქცობთ საკუთარ თავთან.
ბევრისგან გამიგია - შეცდომისგან არავინაა დაზღვეულიო; უცოდველი არავინაა, მოვინანიებთ და უფალი შეგვინდობსო;
საქმე იმაშია რომ არა შეცდომით, არამედ წინასწარ სრული გააზრებულობით და შეცნობით არ ვამბობთ უარს სულ მცირზედაც სათნო საქმისათვის;
არ შეგვილია შენდობა, რადგან ღირსება და მეობა ჩვენთვის მეტია ვიდრე ღვთის შეგონება; იმდენათაა ქართველებში არაქრისტიანული ტრადიციები გამჯდარი, რომელიც მოდის ქუჩური მენტალიტეტიდან, კომუნისტური თუ წარმართული შეგნებებიდან რომ გვიმძიმს მათი დათმობა -- იმიტომ რომ ჩვენ ამ "გადაგვარებულ" საზოგადოებასთან გვიწევს ურთიერთობა და ამ საზოგადოების "შვილები ვართ" უმრავლესობა.
( არიან "მარგალიტები" რომელთაც ეს არ ეხებათ - და მიხარია!)

გვაკლია აღტაცება მოყვვასის სიყვარულისა და სათნო საქმისა, გვაკლია შინაგანი მოწოდება გავცდეთ საკუთარ თავს და მივუძღვნათ ცხოვრება უმთავრესს, რადგან ჩაძირული ვართ კომფორტის მოპოვების წადილში, ყოველდღიურობასა და საკუთარი თავით კმაყოფილებაში.

მე პირადათ მცხვენია ვუწოდო საკუთარ თავს ქრისტიანი, რადგან მეც ორ ცეცხლს შუა ვიწვი.
აქედან გამოსავალი არის მყარი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიღებულ იქნეს იმის გააზრებით რომ სიკვდილის წინ - ყოველი ამქვეყნიური ამაო სიტკბოვნება მხოლოდ სასიამოვნო სიზმარს დაემსგავსება, რომელსაც არანაირი აზრი არ ქონდა და არც ექნება.
შეგვინდოს უფალმა...


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 29 2007, 11:24 PM
პოსტი #10


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 29 2007, 08:57 PM) *

მე უფრო იმის თქმა მინდოდა ,რომ რაც წაგვიკითხავს სათნოებებს რაც შეეხება იმას არ ვაკეთებთ ,ვითომც და რაღაც მიზეზების გამო! მოწყალებაზე ხშირად ვლაპარაკოთ უფრო, ვიდრე ვაკეთებთ! სიყვარული რომელსაც გვევალება (საღვთო ,მოყვასის) ალბათ გარეგნულია ,თავგანწირვა არ ახლავს მას თან და.ა.შ

yes.gif
მოწყალებაზე ლაპარაკს რაც შეეხება საერთოდ ლაპარაკი უფრო ადვილია ვიდრე საქმე. მაგრამ უფლის წყალობით დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ყველას გაჭირვება გულთან მიაქვთ. შეიძლება ბევრიც არაფერი აქვთ (მატერიალურს ვგულისმობ) მაგრამ თბილი სიტყვით, გაგებით სიყვარულით დაგეხმარებიან. მაგრამ .... მამაო ხალხი შეიცვალა sad.gif უმადურობამ იმატა ერში. მართალია სიკეთე სანაცვლოდ სიკეთის მოლოდინით არ უნდა ვაკეთოთ, ბევრი არც ელის... უბრალოდ ცოტა რთულია ადამიანისთვის (წმინდა ადამიანური თვალსაზრისით) როცა ვიღაცას სიკეთეს გაუკეთებ ის კი არ დაგინახავს. მე არ ვამბობ მადლობები გიხადოს საჯაროდ და იყვიროს ნახეთ ხალხო მე ამან სიკეთე გამიკეთაო. არა!!! სიკეთე როცა უჩინარია მაშინ შეიწირება. მაგრამ როცა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ დაინახავ უმადურებას გული გიცივდება შენდა უნებურად.



თავგანწირული სიყვარული კი ალბათ ყველას არ შეუძლია, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ესეც ნიჭია უდიდესი საიდუმლოთი მოსილი ნიჭი ღვთისგან ბოძებული. თავგანწირვა რომ შეძლო ბევრი რამის დათმობა უნდა შეგეძლოს. დღეს კი XAFRAN-ისა არ იყოს ჩვენ ორ ცეცხლს შუა ვართ და ჯერ კიდევ ვერ ვთმობთ ბოლომდე ამქვეყნიურს. ვიცით რომ არ გვიღირს მაგრამ მაინც ვილტვით. sad.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Nov 29 2007, 11:32 PM
პოსტი #11


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
მცხვენია ვუწოდო საკუთარ თავს ქრისტიანი, რადგან მეც ორ ცეცხლს შუა ვიწვი.
sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 29 2007, 11:33 PM
პოსტი #12


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



სინდისი ყოველთვის გვაგრძნობინებს, როდესაც ღვთის სიტყვას საქმით არ ვახორციელებთ და ეს გვაწუხებს. თუ ვცდილობთ უფლის მოძღვრება საქმედ გავიხადოთ, მაშინ სულიერ სიმშვიდეს და სიხარულს განვიცდით smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PUSKU
პოსტი Dec 1 2007, 04:35 PM
პოსტი #13


ნინო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 111
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ..
წევრი № 1,207



ციტატა(თათი87 @ Nov 29 2007, 11:24 PM) *

yes.gif
მოწყალებაზე ლაპარაკს რაც შეეხება საერთოდ ლაპარაკი უფრო ადვილია ვიდრე საქმე. მაგრამ უფლის წყალობით დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ყველას გაჭირვება გულთან მიაქვთ. შეიძლება ბევრიც არაფერი აქვთ (მატერიალურს ვგულისმობ) მაგრამ თბილი სიტყვით, გაგებით სიყვარულით დაგეხმარებიან. მაგრამ .... მამაო ხალხი შეიცვალა sad.gif უმადურობამ იმატა ერში. მართალია სიკეთე სანაცვლოდ სიკეთის მოლოდინით არ უნდა ვაკეთოთ, ბევრი არც ელის... უბრალოდ ცოტა რთულია ადამიანისთვის (წმინდა ადამიანური თვალსაზრისით) როცა ვიღაცას სიკეთეს გაუკეთებ ის კი არ დაგინახავს. მე არ ვამბობ მადლობები გიხადოს საჯაროდ და იყვიროს ნახეთ ხალხო მე ამან სიკეთე გამიკეთაო. არა!!! სიკეთე როცა უჩინარია მაშინ შეიწირება. მაგრამ როცა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ დაინახავ უმადურებას გული გიცივდება შენდა უნებურად.
თავგანწირული სიყვარული კი ალბათ ყველას არ შეუძლია, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ესეც ნიჭია უდიდესი საიდუმლოთი მოსილი ნიჭი ღვთისგან ბოძებული. თავგანწირვა რომ შეძლო ბევრი რამის დათმობა უნდა შეგეძლოს. დღეს კი XAFRAN-ისა არ იყოს ჩვენ ორ ცეცხლს შუა ვართ და ჯერ კიდევ ვერ ვთმობთ ბოლომდე ამქვეყნიურს. ვიცით რომ არ გვიღირს მაგრამ მაინც ვილტვით. sad.gif


გეთანხმები ნამდვილად ! ძნელია როდესაც სიკეთეს აკეთებ და ხვდები რომ ამას დამფასებელი არ ჰყავს,(ღმერთის გარდა ,რა თქმა უნდა )მერე კი ადამიანი ფიქრობს,მაშ თუ ჩემი გაკეთებული სიკეთე ვერავინ დაინახა,რაღა აზრი აქვს..... ვიცით რომ კეთილი საქმით ღმერთს უფრო ვუახლოვდებით,მაგრამ ................... sad.gif


--------------------
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ!
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Dec 1 2007, 08:43 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
გეთანხმები ნამდვილად ! ძნელია როდესაც სიკეთეს აკეთებ და ხვდები რომ ამას დამფასებელი არ ჰყავს,(ღმერთის გარდა ,რა თქმა უნდა )მერე კი ადამიანი ფიქრობს,მაშ თუ ჩემი გაკეთებული სიკეთე ვერავინ დაინახა,რაღა აზრი აქვს..... ვიცით რომ კეთილი საქმით ღმერთს უფრო ვუახლოვდებით,მაგრამ ...................

მე ვფიქრობ რომ რაც უფრო დაუფასებელი და დაუნახველი იქნება შენი კეთილი საქმე მოყვასისგან მით უფრო მეტი საზღაურს მიიღებ ღვთისგან და რაც უფრო დანახული და დაფასებული იქნება შენი საქმე მოყვასისგან მით უფრო ნაკლები საზღაურს მიიღებ უფლისგან.ამიტომ ერთის მხრივ გასახარიც კია როცა შენი საქმეები არ გიფასდება ამქვეყნად და ვერ იღებ მათთვის საზღაურს.ხოლო საზღაური უფლისგან რომ უფალმა ცოდვები მომიტევოს და შემიწყალოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 1 2007, 08:53 PM
პოსტი #15


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ვცდილობ შევასრულო უფლის სიტყვა მაგრამ.....
ასე მგონია ჯოჯოხეთში მომიწევს თავის ამოყოფა(ჯვარიმწერია)ახლა რომ დავტოვო დედამიწა...

ამას შინაგადად ვგრძნობ თორემ არც არავის ვუშავებ რამეს და არც არავინ მერჩის რამის გამო


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako@tako
პოსტი Dec 6 2007, 04:20 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 237
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,096



ერთია იცოდე ქრისტიანობა და მეორე ცხოვრობდე ქრისტიანულად! ხშირ შემთხვევაში ზოგმა არც იცის ქრისტიანობა , და არც ცხოვრობს ქრისტიანულად.
ამიტომ მისი სახელით მართლაც მრავალია ცრუ!

დამლოცეთ მამაო

ვიცი რას ნიშნავს იცხოვრო ქრისტიანულად მაგრამ მე არ ვცხოვრობ მაცხოვრის მცნებებით ,ამ წუთისსოფელმა გადამიარა , ერთიღა ვიცი მარტო ის ,რომ ვიცი ტალახში ვიხრჩობი ,მადლობა უფალს ამის შეგზნების უნარი რომ მომცა,მე ამოვალ ტალახიდან, მთავარია რწმენა იმისა რომ უფალი არ დამტოვებს.

java script:paste('m16')
ვცდილობ შევასრულო უფლის სიტყვა მაგრამ.....
ასე მგონია ჯოჯოხეთში მომიწევს თავის ამოყოფა(ჯვარიმწერია)ახლა რომ დავტოვო დედამიწაm16

შეგიძლია მიპასუხო? უფლის სიტკვას იმიტომ ასრულებ რომ ჯოჯოხეთში არ გინდა მოხვდე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 7 2007, 09:49 PM
პოსტი #17


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
უფლის სიტკვას იმიტომ ასრულებ რომ ჯოჯოხეთში არ გინდა მოხვდე?

გახსნილი მქონდა მსგავსი კითხვის მქონე თემა..

ეხლა რომ ვიცოდე,ყოველ მიზეზ გარეშე ჯოჯოხეთში მოვხვდები,გავიქცეოდი და იმდენს შევცოდავდი ვერავინ დათვლიდა laugh.gif

თუ ისედაც ჯოჯოხეთში მოხვედრაა რა აზრი აქვს???


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Dec 7 2007, 10:04 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ჯოჯოხეთის შიში რომ გაგიჩნდეს ადამიანს ამას ალბათ დიდი სულიერი გამოცდილება სჭირდება, მე იმიტომ ვცდილობ ქრისტიანულ ცხოვრებას რომ მინდა სრულყოფილებისაკენ ვიმოძრაო, ქრისტიანობა როგოც ხედვა ძალიან მიყვარს, ახლოს არის გულთან და ეს მამოძრავებს...

რას ვაკეთებ კონკრეტულად smile.gif ? (ცოტას ვიტრაბახებ);

საკუთარი ტიბიკონი მაქვს შემუშავებული, ყოველდღიური წესების ჩამონათვალი ექსელის ცხრილში, ყოველი დღის ბოლოს ან დასაწყისში ვავსებ, ერთიანებთ იმ წესებს რომლებიც შევასრულე და ნოლებით რომლებიც ვერ შევასრულე, ასე რომ კვირის ბოლოს წინ მაქვს პროცენტულ მაჩვენებლებში შეფასებული წესების შესრულების დინამიკა... ეს აზარტსაც მაძლევს და შეცდომების დანახვაშიც მეხმარება, მაიძულებს რომ თითქმის ყველა წესი შევასრულო... (ნუ ეს წესები სცილდება წმინდა სულიერი ცხოვრების ფარგლებს, დავუშვათ აქ შედის პროფესიული ლიტერატურის კითხვაც...)


რა თქმა უნდა მესმის რომ წესების შესრულება თავისთავად არაფერს ნიშნავს და რომ სულიერი განვიტარების გზაზე ეს გარეგნული მხარეა - ნუ აუცილებელ და არასაკმარის პირობად მიმაჩნია...







--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Dec 7 2007, 11:14 PM
პოსტი #19


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ვცხოვრობ თუ არა ქრისტიანულად? არ ვიცი... უფრო სწორად ვიცი რომ არა და ამის აღიარებია მრცხვენია და მეშინია... ვიცი რაც უნდა გავაკეთო. როცა წმინდანთა ცხოვრებას ვკითხულობდი მათთვის მიბაძვის სურვილი მიჩნდებოდა, მაგრამ მათთვის მიბაძვა კი არა... ელემენტარული თავმდაბლობა არ მაქვს, რომ მშობლებს არ ვეურჩო... და ჩემი ”დამოუკიდებლობა” არ გამოვხატო....

სურვილი ნამდვილად მაქვს რომ გამოვსწორდე, მაგრამ მარტ სურვილი არ კმარა, და თაზე ძალის დატანებას ვერ ვახერხებ.....

neo

ძალიან საინტერეს იდეაა, სიის ჩამოწერა უკვე დავიწყ... იმედია არ შევწყვეტ... მართლაც ბევრ რამმესვერ ვასწრებ და იქნებ ეგ ცხრილი დამეხმაროს უკეტ გავანაწილო დრო smile.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Dec 8 2007, 12:47 AM
პოსტი #20


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



დამლოცეთ მამაო.

ვდილობ შევასრულო მცნებები მაგრამ,მხოლოდ ზედაპირულად შესრულება გამომდის...სინანულიც არ მაქვს ისეთი როგორც საჭიროა... sad.gif
:


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი