IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V « < 17 18 19 20 >  
Reply to this topicStart new topic
> თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“
marine
პოსტი Aug 5 2024, 01:16 PM
პოსტი #361


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოში არ არსებობს ისეთი კუთხე, სადაც თამარ მეფის სახელს ლოცვა-კურთხევით არ წარმოთქვამდნენ. მან იცოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ქრისტეს მოძულენი სამაგიეროს გადაუხდიდნენ და ამიტომ ანდერძი დატოვა, ფარულად დაეკრძალათ, რათა საფლავი საუკუნო საიდუმლოდ დარჩენილიყო სოფლისთვის. საქართველომ შეასრულა თამარის ანდერძი: მაჰმადიანთა და მონღოლთაგან დაიფარა მისი სამარე და აგრეთვე, იმ ბარბაროსთაგან, რომლებიც მეფეთა საფლავებს თხრიან და შეურაცხყოფენ.

მთელმა ქვეყანა დაიტირა წმ. თამარი. ერი დაობლდა. თითქოს ქართველთა სიძლიერე და დიდება წმიდა თამარში განხორციელდა, ახლა კი დადგა განსაცდელთა ხანგრძლივი ჟამი.

ნაშუადღევს ამ ციხე-კოშკის კარიბჭიდან, სადაც თამარი გარდაიცვალა, ცხენოსანთა ათი რაზმი გამოვიდა. თითოეულ მათგანს კუბო მიჰქონდა. ათი კუბო საიდუმლოდ დაკრძალეს სხვადასხვა ადგილზე. არავინ იცოდა, რომელ მათგანში ესვენა მეფის ცხედარი"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
„მრევლი“ N225, 2022 წ. გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2025, 11:59 AM
პოსტი #362


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მიასვენებენ თამარს

გლოვას მოუცავს მწარეს
სრულიად ივერთ მხარე,
აღარ გვყავს ჩვენი მზე და
აღარ გვყავს ჩენი მთვარე.

ორად გაპობილ გულის
სად, სად ვიპოვით წამალს,
მიასვენებენ თამარს,
მიასვენებენ თამარს.

თმაგაწეწილი ღრუბლის
ცრემლი ასველებს დაისს,
ხმა ამოიღეთ მაინც,
საით, ბიჭებო, საით.

სად მიგყავთ დედოფალი
მშვენიერი და ბრძენი,
იმედი ჩვენი ჯიშის,
დუღაბი ჩვენი რწმენის.

სადღა ვიპოვით მეფეს
დიდი თამარის შემცვლელს,
ვინ გასცემს პასუხს რომის
და ბიზანტიის ელჩებს.

მაინც სად მიდის ნეტავ
ეს დაწყევლილი გზაი,
ხმა ამოიღეთ, ძმებო,
საით, ბიჭებო, საით.

დიდების დიად გზებით
აწ ვინ გაუძღვეს ქართველთ,
ვის გარდმოუვლენს ღმერთი
ზეგარდმოისას ნათელს.

ვინ განიკითხავს მისებრ
უპოვართა და ღარიბთ,
ვიღას უმღერებს შოთას
სწორუპოვარი ქნარი.

სულს ვინ შთაბერავს ისევ,
ივერთა დამჭკნარ ყვავილს,
ხმა ამოიღეთ, ძმებო,
საით, ბიჭებო, საით.

ვინ იცის, ოქროს ხანა
როდის გვექნება კიდევ,
და ქართულ ლაშქრულს როდის
ვიგრგვინებთ კიდით-კიდე.

მუდამ ცერებზე მდგართ და
მშვილდად მიზიდულთ მუდამ,
ბასიანსა და შამქორს
არწივებს ცრემლი გუდავთ.

არ დაბრუნდება უკან,
თან წაიყოლა რაიც,
ხმა ამოიღეთ, ძმებო,
საით, ბიჭებო, საით.

ურა ცხენების რემა
შორს უკვე ტორავს ტრამალს,
მიასვენებენ თამარს,
მიასვენებენ თამარს.

/ენვერ ნიჟარაძე, "თანამედროვე - თანამედროვეს!", გვ.112/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2026, 02:33 PM
პოსტი #363


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინ აღწერს თამარის დროს ჩატარებულ ლაშქრობებს! ყოველ დღეს სამი-ოთხი მახარობელი მოდიოდა მეფესთან. ისე დანავარდობდა ქართული ჯარი სულთნის სამფლობელოში, თითქოს მწყრებზე სანადიროდ ყოფილიყო გასული ატეხილ ჭალებში.

მართალია თამარი ფიზიკურად თავად არ მონაწილეობდა ამ ომებში, მაგრამ არცერთი ბრძოლა არ წარმართულა მასთან მოთათბირების გარეშე, ხოლო მისი ლოცვა შეუდრეკელი ვაჟკაცის მოქნეულ ხმალზე უფრო ძლიერ შეეწეოდა ქართველ მეომართ"

/"ბრძოლაში სახელგანთქმული ბაგრატიონთა გვირგვინოსნები" გვ. 34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2026, 05:39 PM
პოსტი #364


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხოცავდნენ თაგვებივით და იჭერდნენ ქათმებივით: ბაღდადელებს და ერაყელებს, აფრიკელებს და ადარბაგანელებს, სპარსელებს და სხვა მრავალთ. და აშკარა იყო საოცარი შეწევნა ღმრთისა, რადგან მოწინააღმდეგეს თვითონ მოჰქონდა თავისი ავლადიდება, მოჰყავდა აქლემები და ჯორები და მტერი ფაქტიურად თავისით ჩაბარდა თამარის მებრძოლთ"

/"ბრძოლაში სახელგანთქმული ბაგრატიონთა გვირგვინოსნები" გვ. 35/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2026, 08:28 PM
პოსტი #365


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბასიანის ომის წინ თამარი ვარძიის ღმრთისმშობლის ტაძრისკენ გაემართა, რათა ცრემლით შეევედრებინა მისთვის დავით სოსლანი და სპა-ლაშქარი ქართველთა. ვარძიისკენ თამარი ფეშიშველი მიუძღოდა ლაშქარს.

ბრწოლის წინ კვლავ მუხლმოდრეკით ცრემლით მლოცველმა შეავედრა ქართული ჯარი უფალს. მერე მოიხმო წარჩინებულები და ერთავები და უბრძანა, რათა თითოეული მათგანი მიახლებოდა წმიდა ჯვარს და თაყვანი ეცა. დიდებულები ჯვრის თაყვანისსაცემად სათითაოდ მიდიოდნენ, ტირილითა და ვედრებით ემთხვეოდნენ ჯერ ჯვარს, შემდეგ კი მეფის ხელს, რადგან ჯვარი ერთი ხელით თავად თამარს ეპყრა, ხოლო მეორე მხრიდან - ჯვარისმტვირთველს - ეზოსმოძღვარ ბასილის.

ასე გაემართნენ ქართველი მებრძოლები ბასიანისკენ, სადაც დიდებული გამარჯვება ელოდათ"

/"ბრძოლაში სახელგანთქმული ბაგრატიონთა გვირგვინოსნები" გვ. 36/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 12 2026, 05:46 PM
პოსტი #366


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სალოსობა (ქრისტესთვის სულელი) მონაზვნური ღვაწლის ერთ-ერთი ურთულესი მიმართულებაა. საქართველოს ეკლესიაში სალოსობის მიმდევრები ყოფილან, მაგრამ, სამწუხაროდ მათგან ქართულ წყაროებში მხოლოდ ორის შესახებაა დაცული ცნობები.

პირველი იყო ევლოგი სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე და მეფესთან დაახლოებული პიროვნება. ევლოგი სალოსმა იწინასწარმეტყველა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვება, აღნიშნულის შესახებ გვაუწყებს თამარ მეფის პირველი ისტორიკოსი "ისტორიანი და აზმანის" ავტორი.

მისი ცნობით, თამარ მეფე ბრძოლის წინ გაძლიერებულად ლოცულობდა: "დღესა ერთსა შავთელი და ევლოგი მეფესა თამარსა წინაშე სხდეს და ანაზდათ განკვირვება დაეცა ევლოგის: იწყო აღმართ ხედვად... მეყსეულად ახტა და ხმა ყო: აჰა, წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია".

სასწაულებრივი წინასწარცნობის შემდეგ ევლოგიმ დატოვა ყველა და მახლობლად მდებარე მთას მიაშურა: "და ივლტოდა და აღვიდა მთასა, რომელსა ჰქვიან არაგანნი". როგორც ჩანს, ევლოგი სალოსმა მხოლოდ იოანე შავთელს განუცხადა სასწაულებრივი ხილვის აზრი, თავად კი სამადლობლის აღსავლენად მთაზე გაემართა.

იოანე შავთელმა თავის მხრივ, თამარ მეფეს განუცხადა ყოველივე: "უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელ-საგონებელმან, გარნა ჩუენებასა კეთილსა ვგონებ". იოანე შავთელმა ევლოგის ხილვის შინაარსი თავად აუწყა თამარ მეფეს.

აღნიშნულის შესახებ გვაუწყებს თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულების ჩანართი, რომელიც უფრო გვიანდელია. "ევლოგიმ არავის გამოუცხადა საიდუმლო თვისი, თვინიერ იოანე შავთელისა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა".

აქაც ევლოგი განერიდა მეფესა და იოანეს, თუმცა წინასწარმეტყველების შესახებ მხოლოდ იოანეს აუწყა. უფრო დაწვრილებით ცნობები ევლოგი წინასწარმეტყველ-სალოსის შესახებ არ გაგვაჩნია, თუმცა ზემოთქმულის მიხედვით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ღირსი მამა სულიერების უმაღლეს საფეხურს იყო მიღწეული"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.163/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2026, 04:15 PM
პოსტი #367


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნური ცხოვრების წესით ცხოვრობდა ქართველთა სათაყვანებელი წმინდა მეფე თამარი. მეფის მემატიანის "ისტორიანი და აზმანის" ავტორის ცნობით: "ღამე ყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთდრეკა და ცრემლით ვედრება ღმრთისა" მიმართ განსაცვიფრებელი.

ღამისთევის ლოცვების შემდეგ თამარ მეფე ხელსაქმით (ქსოვა-რთვა) ყოფილა დაკავებული. მიღებული შემოსავალი კი გლახაკებსა და გაჭირვებულებს მიეცემოდათ.

რეალურად თუკი შევხედავთ, თამარ მეფე ცხოვრობდა, როგორც მონაზონი, იგი ხანგრძლივად ლოცულობდა და შემდეგ ხელსაქმით იყო დაკავებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ მკაცრ ასკეტურ ღვაწლს თამარ მეფე გამოცდილი სულიერი მოძღვრის დახმარებით აღასრულებდა.

ნათელია, რომ დიდებული ხელისუფალი მაღალ სულიერ საზომს იყო მიღწეული, რადგან მხოლოდ გამოცდილ მონაზვნებს შეეძლოთ ყოველ დილით ლოცვა-ვედრება, მეტანიების აღსრულება და ცრემლით ლოცვა.

მემატიანის ცნობით, თამარმა, "არაოდენ საქართველოსა მონასტერნი აღაშენა", არამედ მან მონასტრები ააგო პალესტინაში, კვიპროსში (ღალია), კონსტანტინეპოლში, "მეტოქი მათი" და სხვა ქართულ მონასტრებს მრავალი შეწირულობა მისცა".

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.72/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2026, 07:54 PM
პოსტი #368


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრის საძმოს საქართველოს სახელოვანი მეფე თამარის სადღეგრძელოდ უნდა ელოცა "ღმრთივ-გვირგვინოსნისა მეფეთა შორის მეფეთა მეფისა თამარის დღეგრძელობაი და შენდობაი უფროსად აღემატოს ითქმოდის".

თამარ მეფის სადღეგრძელოდ, როგორც ჩანს, აღაპი უნდა დაწესებულიყო, რადგან მას მრავალი სოფელი და აგარაკი შეუწირავს მონასტრისთვის.

ასევე გაუცია შეუვალობის სიგელი და "ყოველი ხარკი და ბეგარა ამოგვხადა".

როგორც მონასტრის მფარველსა და შემომწრიველს, თამარ მეფის სახელი ყოველდღე "ტრაპეზსა თანა" (წირვაზე) უნდა განდიდებულიყო და მისი მოხსენიება არ შეწყვეტილიყო "საუკუნომცა არს და დაუსრულებელი ხსენებაი მათი, ამინ"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.198/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2026, 03:32 PM
პოსტი #369


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1187 წელს თამარ მეფე მიდის გელათში და "მრავალი ძვირფასი თვალმარგალიტით მიართვა დედათა შინაგან ნაქებს მარიამ ყოვლადწმიდის სახეს და ოქროთი მოჰკაზმა"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2026, 02:58 PM
პოსტი #370


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხახულის ხატს მდიდრული შეწირულობა უძღვნა წმინდა კეთილმსახურმა მეფე თამარმა. როგორც მანდილოსანი, იგი განსაკუთრებულ პატივისგებას გამოხატავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, ბრძანებს კიდეც თავის იამბიკოში: "მე, თამარ, მჩენი ტომთაგან დავითებთაით თვისად, შევამკევ, მადიდე, აღმამაღლე! აწ მეცა ხელ-ვყავ შემკობად ხატსა თქვენსა".

თამარმა ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა შამქორის ბრძოლაში მოპოვებული ხალიფას დროშა, რომელიც "შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა (გელათს) წინაშე ხახულის ღვთისმშობლისასა".

თამარ მეფე უდიდესი პატივისმცემელია თავისი დიდი წინაპრის, დავით აღმაშენებლისა. ამას მოწმობს მის მიერ დროშის გაგზავნა გელათში, რაზეც ბრძანებს კიდეც იამბიკოში, რომელიც მან შამქორის ბრძოლის შემდეგ დაწერა: "ხალიფის დროშაი, თანავე მანიაკსა შევრთე... მუნით მოხმულთა ნიჭთაგან ამას ერთსა შენდა შევწირავ! მიოხე, ძეებრ, ღმერთო!"

ხახულის ხატს მიუძღვნა თამარ მეფემ ასევე ძვირფასი თვლები, რომელიც XIX საუკუნეში დაკარგულა, თითოეულ ლალის თვალს საკუთარი სახელი ჰქონდა: "ობოლა", "კედელა", "მედეგა"..."

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.56/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2026, 03:11 PM
პოსტი #371


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მეფის კანონიზირების საკითხთან უშუალო კავშირია, თუ სად განისვენებს დღესდღეობით თამარი. ქართული წყაროები ერთხმად მიუთითებენ, რომ იგი დაკრძალეს გელათის მონასტერში, იქ, სადაც განისვენებდნენ მისი წინაპრები: დიდი პაპა, პაპა, მამა, მეუღლე და შვილები.

თამარი გარდაიცვალა დაახლოებით 1213 წელს 18 იანვარს, თბილისში, ისნის სასახლეში. მას რაღაც უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. გარდაცვალების წინ მან დალოცა თავისი სამეფო:

"ქრისტე ღმერთო, შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას... შვილთა ამათ ჩემთა... და მერმე სულსა ჩემსა".

მეფის გარდაცვალებამ უდიდესი მწუხარება გამოიწვია მთელ სამეფოში. გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფე მცხეთაში გადაასვენეს, სადაც მას მთელმა ერმა სცა თაყვანი, საბოლოოდ კი იგი გელათში დაკრძალეს.

თამარ მეფის დაკრძალვის ადგილი დღემდე ცილობის საგნად გაუხდათ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს. მეფის ორივე ისტორიკოსი და თამარის ვაჟის ლაშა-გიორგის მემატიანეც ცხადად გვაუწყებენ, რომ თამარ მეფე გელათის მონასტერში დაკრძალეს. 1. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", 2. ბასილი ეზომოსძღვარი. 1. "მიიცვალა მეფე თამარ... და წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა."

2. "თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თუესა იანვარს... მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა სამარხოსა".

3. "მეფობასა შინა დაჰყო ოცდასამი წელი... დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს".

სამივე წყარო გარკვევით ამბობს, რომ თამარ მეფე გელათის მონასტერში დაკრძალეს "პაპათა და მამათა მისთა სახელოვანთა". გელათი იყო სამეფო საძვალე, რომელიც დააფუძნა დავით აღმაშენებელმა, შესაბამისად, მისი შთამომავლები მეფე დავით ნარინის ჩათვლით გელათში იკრძალებოდნენ და გელათში დაკრძალეს თამარ მეფეც.

დასახელებული წყაროები არის პიროველხასიხოვანი და მათი იგნორირება დაუშვებელია. სამივე წყაროს ცნობა თამარის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ სანდოობას"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.35/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2026, 02:49 PM
პოსტი #372


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათი თამარ მეფის განსასვენებელიც უნდა გამხდარიყო, ამიტომაც არ აკლებლდა წმინდა მეფე სამეფო მონასტერს ყურადღებას, ხახულის ღვთისმშობლის ხატს მრავალი შესაწირი უძღვნა. აქვე განისვენებს თამარ მეფის ორივე შვილი - გიორგი-ლაშა და რუსუდანი, ასევე რუსუდანი ვაჟი, მეფე დავით ნარინი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.3/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2026, 05:53 PM
პოსტი #373


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XIII საუკუნის მეორე ნახევარში (დავით ნარინის მეუღელ თამარის სიგელზე დაყრდნობით) თამარის სულის საოხად გელათში მწირველი მღვდელი არსებობდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 1260-იან წლებში თამარ ემფე თავის თავდაპირველ საფლავში განისვენებდა გელათის მონასტერში.

იმ დროისთვის თამარ მეფე წმინდნად არ იყო შერაცხილი ე. ი. ერთიანი საქართველოს არსებობის პერიოდში XV საუკუნის ჩათვლით თამარ მეფე წმინდანთა დასში არ შეურაცხავთ.

ჩვენი ვარაუდით, 1510 წლის ოსმალთა თავდასხმის შემდეგ თამარ მეფის საფლავი დაფარეს, ან შესაძლოა გელათში მეფის ნეშტი სხვა ადგილზე გადაიტანეს. იმ დროისთვის თამარ მეფე ჯერ კიდევ არ იყო შერაცხილი წმინდათან შორის"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2026, 02:54 PM
პოსტი #374


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის მონასტრის და მასში დაცული სიწმინდეების შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდიან უცხოელი მოგზაურები, მეცნიერები, საეკლესიო პირები, რუსი ელჩები, კათოლიკე მისინერები. ისინი ასევე თითქმის ერთხმად მიუთითებენ, რომ გელათში დასაფლავებულია მეფე თამარი და სხვა მეფეები".

ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ა. მურავიოვის ცნობებმა გელათისა და თამარ მეფის საფლავის შესახებ: 1840-იან წლებში მურავიოვმა მოინახულა გელათის მონასტერი, ის იმყოფებოდა მთავარი ტაძრის მარჯვნივ არსებულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკვდერში, სადაც უნახავს საფლავი, რომელზეც აღნიშნავს, რომ იქ განისვენებს დიდი თამარ დედოფალი და რომ ამ ეკვდერში, სოლომონის მამის ალექსანდრე მეფის დრომდე ყოველწლიურად თამარის ხსენების დღეს ახდიდნენ საფლავის ქვას და პანაშვიდს იხდიდნენ"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2026, 03:10 PM
პოსტი #375


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ქართველმა ხალხმა დაიწყო განსაკუთრებული პატივისცემა თამარის, როგორც წმინდანის მიმართ. შეიქმნა თამარის ხატები, აიგო ეკლესიები და მისი სახელი შეიტანეს საეკლესიო კალენდრებშიც.

1920 წელს იყო წმიდანის საფლავის დადგენისა და მის წმინდა ნაწილთა მოძიების მცდელობა. აქედან გამომდინარე, თამარ მეფე საუკუნეთა განმავლობაში იყო სახალხო წმინდანი და XX საუკუნეში სამართლიანად შერაცხეს წმინდანთა დასში (1902 წლის სინოდის დადგენილება)".

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2026, 12:22 PM
პოსტი #376


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით მეფის საქმის ღირსეული გამგრძელებელი იყო თამარ მეფეც. ორივე მათგანის მმართველობა განსხვავებული იყო, ორივეს სხვადასხვა ეპოქაში მოუწია მეფობა, მაგრამ ისინი ერთი რამით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს - ორივე სწორუპოვარი მართლმადიდებელი მეფე იყო.

ორივე მათგანმა განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა ქართველ და არა მარტო ქართველ ხალხში. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე დღესაც იმედის სხივს აჩენენ თანამედროვე საქართველოში."

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.299/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2026, 02:24 PM
პოსტი #377


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა დემეტრე პირველი (1125-1156), რომლის გარდაცვალების შემდეგაც სამეფო ტახტი წილად ხვდა არა უფლის შვილის, დავით მეხუთის მემკვიდრე დემნას, არამედ დემტრეს უმცროს ვაჟს - გიორგის (1156-1184), რომელმაც, თავის მხრივ, ტახტზე აიყვანა თავისი ქალიშვილი თამარი (1184-1213).

გამოდის, რომ გიორგი მესამის ტახტზე ასვლით დაირღვა წესი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა (პირმშოების უფლება, ტახტი უფროს ვაჟს ეკუთვნოდა).

აღნიშნულ საკითხზე დღემდე არ წყდება საუბარი. რთულია, ვინმე დაადანაშაულო წესის დარღვევაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, დავით აღმაშენებლის საქმის ღირსეული გამგრძელებელი იყო მისი შვილთაშვილი მეფეთ-მეფე თამარი, დავითისა და თამარის საქართველოს ოქროს ხანა კი რეალობაა.

მათი წმინდა ცხოვრების შარავანდედი დღესაც აცისკროვნებს ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოს და იმედით გვავსებს, რომ პატარა ქრისტიანული ქვეყნის მმართველმა გვირგინოსნებმა, რომლების დღეს ზეციური ეკლესიის წმინდანთა დასს ამშვენებენ, თავისი არსებობის განმავლობაში, უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.308/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2026, 03:51 PM
პოსტი #378


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თამარის ეპოქაშიც გამორჩეულია, ამას მოწმობს "ხელმწიფის კარის გარიგება", რომლის მიხედვითაც მეფე კათალიკოსის მსგავსად ეგებებოდა ჭონდიდელს: "კათალიკოსსა და ჭყონდიდელს ეგრეთვე ეთაყვანოს და მეფემანცა ეგრეთვე ხელნი დაასხნეს დამხდებითცა, გინა ნოხსა ზედა მესამედი წამოიწიოს". ასეთი მაღალი პატივს გამო ჭყონდიდელი მღვდელმთავარი მეფესთან ახლოს მაღალ რიგში უნდა ყოფილიყო დარბაზის დროს წარმოდგენილი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.284/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2026, 03:45 PM
პოსტი #379


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარ მეფე დავით აღმაშენებლის საქმის ღირსეული გამგრძელებლია, დავითის ზედწოდება "მესიის მახვილი" შემთხვევითი არ არის, ხოლო თამარი "მესიის თაყვანიმცემელია". ეს ტიტულები ზუსტად გადმოსცემენ ამ ორი წმინდა მეფის სულიერ მისიას. ერთ-ერთ ძველ წყაროში ორივე მათგანი იწოდება, როგორც "ახალი მართლმადიდებელი". აი, ის უპირატესობანი, რითაც ეს უდიდესი ადამიანები გამოარჩია ქართველმა ერმა. ორივემ შეძლო ჯვაროსნული ომების პერიოდში საქართველო უძლიერეს სახელმწიფოთა შორის ყოფილიყო და ისლამური მოძალება შეეჩერებინათ. უფრო მეტიც, ორივე მათგანი თავადცვითი ომებიდან თავდასხმებზე გადადიან და საქართველოს როლი და მნიშვნელობა არნახულად იზრდება"

/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.3/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2026, 08:38 PM
პოსტი #380


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გიორგი მეფეს შვილი არ ჰყავდა "და ამისთვის მწუხარე იყო უშვილოებისათვის". მეფე კარგა ხნის დაქორწინებული იყო ბურდუხან დედოფალზე. მათ თითქმის 10 წელი არ ჰყავდათ შვილი, რასაც, ბუნებრივია, განიცდიდნენ.

წლების შემდეგ კი დაიბადა მათი ერთადერთი შვილი თამარ მეფე: "ინება მოწყალებამან ღმრთისამან... და იშვა მათგან ქალი, ქმნილ-კეთილი". ე.ი. ბასილი 1166 წლის მოვლენებს იხსენებს, როცა თამარი დაიბადა. იგი ასევე გვაუწყებს გიორგი მეფის გარდაცვალებასა და გლოვის ამბავს.

მემატიანე კარგად ერკვევა სამეფო ოჯახის შინაურ საქმეებში, იგი იცნობს მეფე გიორგის დას, რუსუდან დედოფალს, იცის მისი წლოვანება - "სიწმიდე და სიკეთე დიდად სრული"

/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 17 18 19 20 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 01:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი