სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Apr 16 2026, 07:13 PM
პოსტი
#381
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამარ მეფის გამორჩეულ მმართველობაზე საუბრობდა გარდაცვალების წინ მისივე ვაჟი, მეფე ლაშა-გიორგი, რომელსაც არ ავიწყდება დედის უდიდესი დამსახურება და დიდი სიყვარულით იხსენებს მას: "წყალობა და ნიჭი და პატივი სანატრელისა და კეთილად მოხსენებულისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა, დედისა ჩემისა".
აი, ასეთია შვილის შეფასება დიდი თამარ მეფის მიმართ, შვილისა, რომელმაც ბევრი ვერაფერი გააკეთა თავისი მმართველობის დროს, მაგრამ მან ძალიან კარგად იცოდა ის, რომ მისი დედა უაღრესად გამორჩეული ქალი მონარქი იყო, ამიტომაც უწოდებს მას ბრწყინვალეს" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.11/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 16 2026, 07:27 PM
პოსტი
#382
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? "პირველი ისტორიკოსი არაერთი თვალსაზრისით იპყრობს ყურადღებას, მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ მის მიერ მეფის წარმოუდგენელი შეფასება: "სამებასა თანა იხილვების ოთხებად თამარ". აღნიშნულმა სიტყვებმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, ხოლო ზიგიერთმა მკვლევარმა არასწორი ინტერპრეტაციით ახნა ზემოთთქმული. ჯერ ერთი, 70 წლიანი ათეისტური მმართველობის პერიოდში შეუძლებელი იყო რელიგიურ-ზნეობრივი საკითხების სრულად კვლევა და აღქმა. შესაბამისად, თუკი გულდასმით მოხდება თამარის ორივე ცხოვრების შესწავლა, დავრწმუნდებით, რომ იქ მკრეხელური აზრები ნაკლებად მოიპოვება" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 16 2026, 08:38 PM
პოსტი
#383
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული წყაროები და გადმოცემები - თამარის პერიოდიდან 1920 წლამდე - ყველა ერთხმად ადასტურებს თამარ მეფის საფლავის გელათში არსებობას, მათ შორის ეკლესიის უმაღლესი იერარქებიც, მაგრამ განსაკუთრებით საყუარდღებოა იოანე შავთელის სიტყვები, რომელიც გელათს მიუძღვნა:
"ვნატრი ელადსა, თვით მას გელათსა, სად რომ დაკრძალვენ წმინდა სხეულთა". ეს სიტყვები შემთხვევით არ უთქვამს უდიდეს მოღვაწეს, იოანე თამარის სულიერი მამა იყო და ვინ თუ არა მან, იცოდა მეფის დაკრძალვის ადგილი. იოანესთვის გელათი ძალიან გამორჩეული ადგილია, იგი საბოლოოდ სწორედ გელათში აღიკვეცება ბერად და იქ დაასრულებს თავის მიწიერ ცხოვრებას, მაგრამ ამავდროულად გელათი წმინდანთა განსასვენებელია. ვის გულისხმობს იოანე, როცა ამბობს "წმინდა სხეულთა". ეჭვსგარეშეა, რომ მას მხედველობაში ჰყავს დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე და როცა ის ამ სიტყვებს წერდა, თამარი უკვე გელათში განისვენებდა. ამიტომაც არის მისთვის გელათი სანატრელი ადგილი, ამის გამო დამკვიდრდა ღირსი მამა გელათის წმინდა სავანეში, თავისი სათაყვანებელი მეფის ახლოს, რომელსაც ბრწყინვალე შესხმა - "აბდულმესია" მიუძღვნა" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 18 2026, 12:08 PM
პოსტი
#384
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საინტერესოა, რომელ ენაზე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს თამარი და გიორგი [რუსი]. ისტორიკოსმა გ. მჭედლიძემ იმსჯელა აღნიშნულზე და ივარაუდა, რომ პირდაპირი ცნობა ამის გასარკვევად არ არსებობს, მაგრამ თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ ელაპარაკათ ორ ენაზე - ბერძნულსა და ყივჩაღურზე.
ბერძნული მაშინ იცოდნენ, როგორც საქართველოს სამეფოს, ისე რუსეთის სამთავროს მაღალ არისტოკრატიულ წრეებში. საფიქრებელია თამარს და გიორგის, როგორც მომავალ მეფესა და მთავარს, ბერძნულს ასწავლიდნენ. რაც შეეხება ყივაჩაღუს (ეკუთვნოდა თურქული ენის ოჯახს) იგი გიორგიმ იცოდა, რადგან ყივჩაღებთან ცხოვრობდა თითქმის 8 წელი. ეს ენა უნდა სცოდნოდა თამარსაც, (მისი ერთ-ერთი ვეზირი, ამირსპასალარი ყუბასარი, "ნაყივჩაღარად" იწოდებოდა" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.50/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 18 2026, 12:26 PM
პოსტი
#385
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შემთხვევით არ ამბობდა პ. კარბელაშვილი ასიოდე წლის წინ, რომ თამარის "შარავანდედი სჭარბობს სხვა მეფეთა შარავანდედს: წმ. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, წმ. ლუარსაბ დიდი... უკვდავნი არიან ქართველთა ცხოვრებაში, მაგრამ წმ. თამარ დედოფალი განმარტოებით მაღლა სდგას და ხელაღპყრობით ევედრება დედასა ღვთისასა დაცვისათვის ქართველთა ერისა"
/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.6/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 18 2026, 01:06 PM
პოსტი
#386
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1184 წელს ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტზე ადის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი, მემატიანის სიტყვით: "ყოველთა მეფეთა შორის უდიდესი".
გიორგი მეფეს ქალიშვილისათვის სახელი თავისი სახელოვანი მამიდის, თამარ დედოფლის საპატივცემულოდ უნდა დაერქვა. გიორგი, თამარის მამა, აღუზრდია დავით აღმაშენებელის ქალიშვილ თამარს, რომელიც თიღვის მონასტერში იყო შემონაზვნებული. 1161 წელს გიორგი მეფე ანისის აღების შემდეგ გამარჯვებული დაბრუნებულა თავის გამზრდელთან: "პირველად მივიდა გამზრდელისა მისისა წინაშე თამარსა დედოფალსა დედოფალთასა, რომელმან დაალტო პირველად ცრემლითა და მერმე სიხარულითა გარდარეულითა". ცხადია, თამარი 1161 წელსაც ცოცხალი ყოფილა. ჩვენთვის უცნობია, მოესწრო თუ არა მონაზონი თამარი თამარ მეფის დაბადებას, თუმცა ფაქტია, რომ მომავალმა დედოფალმა მონაზონი დედოფლისგან, როგორც ჩანს, ბევრი რამ გადაიღო, მათ შორის მრავალი ქრისტიანული სათნოება. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ თამარ მეფე სახელოვანი დავით აღმაშენებლის ქალიშვილის, მონაზონ თამარის მოსახელე გახდა" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.31/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 19 2026, 07:44 PM
პოსტი
#387
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ინტერესს იმსახურებს ის ფაქტიც, რომ თამარის ეპოქაში შექმნილ ყველა ნაწარმოებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ სარგის თმოგველი, რომელიც თამარ მეფის მდივან-მწიგნობარი ყოფილა. თეიმურაზ ბატონიშვილის აზრით, სწორედ სარგისს დაუწერია ჩინებული ნაწარმოები "დილარგეთისა წიგნი", რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
მნიშვნელოვანია, რომ სარგისი მეფესთან დაახლოებული პირი ყოფილა და თამარის პიროვნებას მასზეც მოუხდენია დიდი შთაბეჭდილება. მამუკა თავაქალაშვილის მიხედვით, სარგის თმოგველი ყოფილა პოეტი და "დილარგეთიანი" ლექსად ჰქონია დაწერილი. ლოლაშვილის ვარაუდით, თუკი "დილარგეთიანის" ავტორი სარგის თმოგველია, რომელმაც თამარ მეფეს შამქორთან ბრძოლაში ქართველ მეომართა გამარჯვება ახარა, მაშინ იგი წარმოგვიდგება არა მარტო მწერლად, არამედ სახელმწიფო მოღვაწედაც. სარგისი ვარამ მხარგრძელის შვილი იყო და მან თმოგველობა 1191 წელს მიიღო. მართლაც გაოცებას იწვევს ეს ყოველივე, თამარის ახლო გარემოცვა - თითქმის ყველანი - პოეტები და ამავდროულად სახელმწიფო ან საეკლესიო მოღვაწენი არიან, რაც მთავარია, ყველა ცდილობს თამარს მიუძღვნას ქება, დიდება და პატივისგება. შეიძლება ითქვას, რომ ეს უნიკალური მოვლენაა და იგი მხოლოდ თამარის ეპოქისთვისაა დამახასიათებელი" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.152/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 19 2026, 09:04 PM
პოსტი
#388
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღემდე არ არის ზუსტად დადგენილი, რამდენი წლის ასაკში ავიდა ტახტზე თამარ მეფე, გიორგი მესამის გარდაცვალების დროს, 1184 წელს, მემატიანე მას უწოდებს "ყრმას" ანუ ის იმ დროისათვის ყოფილა ძალზე ახალგაზრდა, დაახლოებით 15-20 წლის. ე.ი. ტახტზე ასვლის დროს თამარი არ უნდა ყოფილიყო 20 წელზე მეტი ასაკის და 15-ზე ნაკლების.
აქედან გამომდინარე, ის უნდა დაბადებულიყო 1164-1169 წლებს შორის. ძირითადად მიჩნეულია, რომ თამარ მეფე 1166 წელს უნდა დაბადებულიყო. თუკი დასახელებულ თარიღს სარწმუნოდ მივიჩნევთ გამოდის, რომ თამარი ტახტზე ასვლისას დაახლოებით 17-18 წლის ასაკში უნდა ყოფილიყო. თამარ მეფეს ჰყოლია და რუსუდანი. "ისტორიანი და აზმანის" ავტორი მის სახელს არ ასახელებს, თუმცა თამარის დის სახელი შემოინახა ფხოტრერის მაცხოვრის ხატზე არსებულმა წარწერამ დებს შორის თამარი უფროსი იყო. მ. ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ 1222-1223 წლებში რუსუდანი უკვე გარდაცვლილი იყო" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.36/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 20 2026, 02:10 PM
პოსტი
#389
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მემატიანე ამბობს, რომ ყველამ, ვისაც თამარი არ უნახავს, ბრმად წარვლო ცხოვრება: "ბრმადვე წარვლო უმხედველობამ თამარისმან". ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია მემატიანის ცნობები მეფის შესახებ ფიზიკურ-ზნეობრივი თვალსაზრისით.
მეფე ყოფილა საშუალო ტანის - "ტანით ზომიერ", ლამაზი თვალ-წარბით - "ვარდებრივ ფეროვნება". მეფეს მორცხვი ხედვა "და ლაღი მიმოხედვა" ჰქონია, იყო ტკბილად მოუბარი, მხიარული, და ჰქონდა "ულიზღო სიტყვის სინარნარე", უბოროტო - "ზრახვასა უჩუკნობა". ბასილის თქმით, შემთხვევით არ მიჰმადლა ღმერთმა მას ასეთი შემკულობა" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.73/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 20 2026, 07:53 PM
პოსტი
#390
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...ოდაში რომ თამარიცაა შექებული, ჩანს შემდეგი სიტყვებიდან: "არიან მხეცნი... მისთვის შევრდომით", იგულისხმება თამარის მიერ აღზრდილი ლომი, რომელიც მას მატიანით შირვანიდან მოუყვანეს საჩუქრად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იოანე შავთელმა, როგორც სულიერმა მოძღვარმა, მეფეს მიუძღვნა განსაკუთრებული ხოტბა, რომელშიც თამარის სარწმუნოებრივ გამორჩეულობას გაუსვა ხაზი. იოანე შავთელის ხოტბა კიდევ უფრო ამაღლებს თამარ მეფეს, რადგან პოეტი ცდილობს შეულამაზებლად გადმოსცეს რეალობა. მისი სურვილია თამარის სახელი და ღვაწლი არ იყოს დავიწყებული" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.159/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 21 2026, 05:03 PM
პოსტი
#391
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამარ მეფე გარდაიცალა დაახლოებით 1213 წელს 18 იანვარს, თბილისში, ისნის სასახლეში. თამარ მეფეს რაღაც უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და მკურნალობამ შედეგი ვარ გამოიღო (ვარაუდობენ, რომ თამარი სიმსივნით გარდაიცვალა). გარდაცვალების წინ მან დალოცა თავისი სამეფო: "ქრისტე ღმერთო, შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას... შვილთა ამათ ჩემთა... და მერმე სულსა ჩემსა".
მეფის გარდაცვალებამ უდიდესი მწუხარება გამოიწვია მთელ სამეფოში. გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფე მცხეთაში გადაასვენეს, სადაც მას მთელმა ერმა სცა თაყვანი, საბოლოოდ კი იგი გელათში დაკრძალეს" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.179/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 21 2026, 10:02 PM
პოსტი
#392
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლეგენდა გვაუწყებს, რომ თამარ მეფეს იალბუზის მთაზე ჰქონდა მშვენიერი სასახლე 12 ოთახით, სადაც ცხოვრობდა იგი. აქვე საუბარია თამარ მეფის გამდელის ტარტაროზად გადაქცევასა და თამარ მეფის საფლავის გადამალვის შესახებ. ტარტაროზ დედაკაცს რამდენიმე მარმარილოს საფლავი დაუმზადებია, შემდეგ წაუღია ეს ქვები და სადაც თამარი არ ყოფილა დაკრძალული, იქ მოუფენია. ხალხს დაუწყია თამარის საფლავის ძებნა, მაგრამ ვერსად უპოვნიათ, რადგან ტარტაროზ დედაკაცს სულ უცხო ადგილზე დაუკრძალავს თამარ მეფე. ქ. სიხარულიძე მიიჩნევდა, რომ ლეგენდა ყაზბეგში უნდა იყოს შედგენილი და თვით ლეგენდაშიც თამარ მეფის საფლავი გასაიდუმლოებულია"
/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.294/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 22 2026, 08:46 PM
პოსტი
#393
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამარს შეუძლია რამდენიმე დღე ილოცოს და, რაც მთავარია, ის მხურვალე მლოცველია, ძალუძს ცრემლით ლოცვა, ცრემლით ლოცვა კი მხოლოდ გამოცდილ მონაზვნებსა და საეკლესიო მოღვაწეებს ხელეწიფებათ.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თამარ მეფის ლოცვა გაგრძელდა მანამ, ვიდრე ღმერთმა არ შეისმინა მისი ვედრება, ანუ თამარის ლოცვა ღმერთამდე აღწევს, ვინაიდან ის ჭეშმარიტი ქრისტიანია, ღვთისთვის სათნოა მისი თხოვნა-ვედრება და ქართველნი მძიმე ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვებას აღწევენ. შამქორის ომში თამარის განსაკუთრებულ წვლილზე მიგვანიშნებს ბასილი ეზოსმოძღვარი, როცა იგი ბრძანებს: "თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან სპათა ჩუენთა". აქედან გამომდინარე, თამარი სულიერი თვალსაზრისით შამქორის ომის მონაწილეა, იგი ჩადის ბრძოლის მონაწილეებთან, ლოცულობს მათთვის, სიტყვით მიმართავს და ამხნევებს, ბრძოლის მომდინარეობისას კი კვლავ აგრძელებს მხურვალე ლოცვას მეტეხის ღვთისმშობლის ხატის წინაშე და ღვთის შეწევნით უთანასწორო ომში ქართველები წარმატებას აღწევენ" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.88/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 23 2026, 06:37 PM
პოსტი
#394
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღსანიშნავია, რომ თამარ მეფე წმინდანად იხსენიება ქართულ ლეგენდა-გადმოცემებში. თბილისში არსებული გადმოცემის მიხედვით თამარ მეფე წმინდა ქალი იყო. ლეგენდა თამარ მეფეზე გვაუწყებს, რომ ღმერთმა თამარის სიცოცხლეშივე დაანახვა ხალხს მეფის სიწმინდე.
ის ეკლესიაში ლოცვის დროს იატაკზე არ იდგა, არამედ ნახევარი ადლის სიმაღლეზე ჰაერში იყო გაჩერებული. იგი სულ ამის ცდაში იყო, რომე ეს ბედნიერება არ დაეკარგა. ამისთვის დღე და ღამე სულ ლოცულობდა და კეთილ საქმეებს ამრავლებდა". აღნიშნული შეფასება გვიანი პერიოდისაა და ხალხის წარმოსახვის შედეგია, სადაც რეალური გახლავთ ის ფაქტი, რომ თამარი იყო ღვთის წინაშე მლოცველი და კეთილი საქმის აღმსრულებელი, რომ თამარი, როგორც პიროვნება, XVI-XVII საუკუნეებშიც მისაბაძია, როგორც ქრისტიანი მონარქი. თამარ მეფე როგორც ქართულ, ასევე მეზობელი ხალხების (ოსურ) გადმოცემებში წმინდანად იხსეინებოდა. ვასილ სიმონის ძე თედაშვილის მიერ ოსებში არსებული გადმოცემის მიხედვით: "თამარ მეფე ისეთი ძლიერი და წმინდანი იყო, რომ სადაც ფეხს დაადგამდა და სიტყვას იტყოდა, იქ მაშინათვე ყველაფერი გაკეთდებოდა" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.272/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 12:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი