სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,194 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ![]() ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine თამარს ვაქებდეთ მეფესა... Dec 3 2007, 11:54 AM
marine "განსხვავებაა დაá... Sep 11 2017, 11:54 AM
marine "შეგნებით თამარ მ... Sep 12 2017, 10:47 PM
marine "როგორც ხალხური თ... Sep 22 2017, 11:37 AM
marine " ტაძრის უმთავრეს... Sep 23 2017, 09:23 PM
marine "სოფელ სხვავაში, áƒ... Oct 2 2017, 10:16 AM
marine "სპარსელებმა უთვá... Oct 3 2017, 09:39 AM
marine "პირველი მოთხრობá... Oct 26 2017, 07:35 PM
marine http://s019.radikal.ru/i633/1710/1c/41dbefb7de9e.j... Oct 31 2017, 06:46 PM
marine "ვემთხვიეთ ბიზანá... Nov 27 2017, 06:10 PM
marine "1776 წელს მამუკა თაá... Jan 4 2018, 11:33 AM
marine "[პროფესორი გრიგო... Jan 13 2018, 09:45 PM
marine "ჟურნალ "ოლეს" ... Jan 14 2018, 03:27 PM
marine "ზემო კრიხში - ზედá... Jan 22 2018, 09:14 PM
marine "[26 დეკემბერს] სომáƒ... Jan 23 2018, 08:00 PM
marine "ერთ დღეს მონასტე... Jan 29 2018, 11:49 AM
marine "ანტონ ოპიზელი - XII ... Feb 6 2018, 12:34 PM
marine "ბასილი ეზოსმოძღá... Feb 7 2018, 12:31 PM
marine "კიკუ ბერძნულად ჩ... Feb 16 2018, 08:08 PM
marine "მინდა შეგახსენოá... May 4 2018, 04:16 PM
marine ----
"[2018 წლის] 14 მაისს... May 26 2018, 10:28 PM
marine "1193 წელს თამარს და ... May 29 2018, 07:58 PM
marine "- თამარ მეფის მიეá... Jul 13 2018, 06:06 PM
marine თამარის ციხე
"თაáƒ... Jul 25 2018, 02:28 PM
marine "იმერლიანთკარში á... Aug 6 2018, 07:53 PM
marine თამარ-ღელე
"თამაá... Sep 2 2018, 06:43 PM
marine "1969 წლის 31 დეკემბეáƒ... Sep 6 2018, 10:05 PM
marine "1468 წლის მეფე ბაგრá... Sep 18 2018, 10:11 AM
marine "გასულ ზაფხულს მო... Sep 29 2018, 08:06 PM
marine "ერთ-ერთი ამბის მáƒ... Oct 6 2018, 02:57 PM
marine "წმინდა თამარი ქა... Oct 10 2018, 05:31 PM
გიორგი https://www.youtube.com/watch?v=csT9xrdJnmE&t=192s... Nov 12 2018, 11:47 PM
marine "დედაჩემიც და მამ... Dec 5 2018, 06:54 PM
marine "მაჰმადიანთა გარá... Feb 27 2019, 03:31 PM
marine "რუქნადინის ასეთá... Apr 15 2019, 08:35 PM
marine თქმულება
"ერთხელ... Apr 30 2019, 06:14 PM
marine თქმულება
"ბასიან... May 2 2019, 10:57 AM
marine "წმინდა თამარმა მ... May 22 2019, 07:34 PM
marine "ბერთუბანი ჩვენთá... Jun 12 2019, 10:27 PM
marine "მართლმადიდებელáƒ... Jul 2 2019, 03:39 PM
marine "რუსუდანი სუსტი მ... Jul 18 2019, 07:44 PM
marine "ახლა თამარის პერ... Jul 29 2019, 09:21 PM
marine "წმიდა მეფე თამარ... Aug 22 2019, 09:57 PM
marine "მღვდელმონაზონი á... Sep 9 2019, 07:05 PM
marine "დიდი გომარეთის მ... Oct 9 2019, 12:59 PM
marine "წმინდა თამარ მეფ... Nov 5 2019, 04:51 PM
marine "ახლო აღმოსავლეთá... Nov 5 2019, 05:26 PM
marine "წმინდა დედოფალი ... Nov 5 2019, 05:51 PM
marine "პირველ დღეს, საზáƒ... Nov 12 2019, 04:25 PM
marine "ცნობილია, რომ ჩვáƒ... Nov 20 2019, 05:23 PM
marine "თამარ მეფის ეპოქ... Dec 7 2019, 07:30 PM
marine "ელისოს მთები, მდáƒ... Dec 19 2019, 04:02 PM
marine თამარ მეფის სიტყვა... Jan 22 2020, 05:39 PM
marine "სოფლიონის გაღმიá... Feb 5 2020, 06:18 PM
marine "ფშავში წმინდა თა... Feb 15 2020, 09:23 PM
marine "სახელმწიფოს ბრძá... Apr 28 2020, 09:22 PM
marine "ჩვენამდე მოაღწიá... May 7 2020, 03:10 PM
marine "ვარძიის ეკლესიიá... May 14 2020, 02:25 PM
marine "ისტორიანი და აზმ... May 14 2020, 03:26 PM
marine "ქართულ მეცნიერეá... May 14 2020, 09:45 PM
marine "იოვანე შავთელი - á... May 14 2020, 10:25 PM
marine "წმინდა მეფე თამა... May 21 2020, 09:20 PM
marine "თბილისის შემოგაá... May 21 2020, 09:34 PM
marine ***
მინდორზე
ჭრელი ყáƒ... Jul 5 2020, 07:30 PM
marine ასომთავრული წარწეá... Jul 6 2020, 07:17 PM
marine "დიდი ხნის ნანატრ... Jul 15 2020, 10:29 PM
marine "ღმერთია მოწამე, áƒ... Jul 17 2020, 11:00 PM
marine "გადიოდა წლები, თáƒ... Jul 18 2020, 12:41 PM
marine "მთელი საქრისტიაá... Jul 18 2020, 01:13 PM
marine "უაღრესად მორწმუá... Jul 18 2020, 05:24 PM
marine "თამარის ფერხთით ... Jul 18 2020, 05:50 PM
marine "ნაჭარმაგევში იდá... Jul 18 2020, 07:31 PM
marine "დაბნელდა ქართვეá... Jul 18 2020, 07:52 PM
marine "სოფლის [ვეჯინი] სá... Jul 31 2020, 05:55 PM
marine "დღემდეა შემორჩეá... Jul 31 2020, 08:24 PM
marine "გიორგი პირველი გ... Jan 12 2021, 08:47 PM
marine "აზერბაიჯანელი პá... Jan 21 2021, 09:50 PM
marine "თამარ მეფის ზეობ... Feb 3 2021, 10:20 PM
marine "როგორც არაბული დ... Feb 4 2021, 01:08 PM
marine "მემატიანის სიტყá... Apr 4 2021, 02:27 PM
marine "წმ. თამარი იყო დიá... Apr 4 2021, 04:51 PM
marine "მიცვალების შემდá... Apr 4 2021, 05:04 PM
marine "1184 წლიდან 1212 წლამდ... Apr 4 2021, 08:38 PM
marine "სხვა ვერსიით წმ. á... Apr 5 2021, 05:47 PM
marine "მართალია მეფე-ქა... Apr 5 2021, 08:32 PM
marine "ერთ-ერთი გადმოცე... Apr 6 2021, 07:56 PM
marine "ოსეთში ეს ლეგენდ... Apr 7 2021, 08:12 PM
marine "არსებობს ლეგენდá... Apr 7 2021, 08:29 PM
marine "წმ. თამარ მეფეზე á... Apr 8 2021, 06:16 PM
marine "სვანეთში ჩასვლიá... Apr 12 2021, 08:04 PM
marine "ერთი ლეგენდა ამბ... Apr 12 2021, 08:16 PM
marine "ერთ-ერთი თქმულებ... Apr 12 2021, 08:32 PM
marine "ქართლის ცხოვრებá... Apr 13 2021, 08:38 PM
marine "თამარ მეფის პირვ... Dec 16 2021, 07:17 PM
marine "თამარ მეფე მართა... Dec 17 2021, 09:41 PM
marine "[კათალიკოს-პატრი... Feb 5 2022, 07:30 PM
marine "მართლაც, ამ დროსáƒ... Feb 28 2022, 03:52 PM
marine "1179 წელს გიორგი III-მ... Feb 28 2022, 05:44 PM
marine "ვარძიის ეკლესიაá... Feb 28 2022, 06:21 PM
marine "გამეფების უმალ თ... Mar 1 2022, 09:30 PM
marine "ცხოვრება მეფეთ-მ... Mar 5 2022, 02:50 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th October 2026 - 06:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი