სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,151 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ![]() ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine თამარს ვაქებდეთ მეფესა... Dec 3 2007, 11:54 AM
marine "გიორგი III-ს ცოლად ... Mar 5 2022, 03:20 PM
marine "რუსის გაძევების ... Mar 6 2022, 04:27 PM
marine "ფშავში არ არის ა... Mar 28 2022, 08:43 PM
marine "დიდი მნიშვნელობ... Apr 1 2022, 02:21 PM
marine "შავშელ-იმერხევე... Apr 7 2022, 02:29 PM
marine "სვანი მთხრობელე... Apr 18 2022, 08:02 PM
marine "საქართველოს მთა... Apr 30 2022, 02:25 PM
marine "წერილობით ძეგლე... May 1 2022, 04:12 PM
marine "წმიდა თამარ დედო... May 3 2022, 09:03 PM
marine "ახლო აღმოსავლეთ... May 4 2022, 08:39 PM
marine "ქალბატონი ნანულ... May 5 2022, 07:29 PM
marine "თამარის ისტორიკ... May 5 2022, 08:40 PM
marine "ბასიანის ომში გა... May 8 2022, 04:46 PM
marine "ტბეთის წმინდა გი... May 22 2022, 04:07 PM
marine "თამარ მეფეს საბე... May 31 2022, 09:18 PM
marine "მასში შეერთებულ... Jun 20 2022, 07:13 PM
marine "თამარი ხომ ნამდვ... Jun 20 2022, 07:37 PM
marine "თამარი ენერგიულ... Jun 21 2022, 01:11 PM
marine "საერთოდ, საქართვ... Jun 30 2022, 11:53 AM
marine "ლაშა-გიორგის სას... Jun 30 2022, 12:19 PM
marine "თამარის ისტორიკ... Jun 30 2022, 12:45 PM
marine "აღსანიშნავია, რო... Jun 30 2022, 01:04 PM
marine "ქისტები ადრიდან ... Jul 17 2022, 09:47 PM
marine "დამახასიათებელ... Aug 17 2022, 01:40 PM
marine "სახელწოდება დედ... Oct 7 2022, 09:15 PM
marine "ბრძენი მეფეთა შო... Dec 3 2022, 09:12 PM
marine "ბრძოლების წინ ლო... Dec 4 2022, 09:39 PM
marine თამარ მეფის ორდენი... Dec 7 2022, 08:29 PM
marine "თამარ მეფე ვისაც... Dec 25 2022, 07:50 PM
marine "მეფექალისვე თან... Dec 25 2022, 08:09 PM
marine "თამარზე შეყვარე... Dec 27 2022, 10:14 PM
marine "თამარის სახარებ... Dec 28 2022, 12:25 PM
marine "1202 წელს, ბასიანის ... Jan 12 2023, 09:55 PM
marine "თამარის ეპოქაში ... Jan 13 2023, 02:39 PM
marine "სამშობლოს ცაზე თ... Feb 24 2023, 08:45 PM
marine "XIII საუკუნის დომი... Apr 6 2023, 07:55 PM
marine "1202 წლის 27 ივილსს ბ... Apr 17 2023, 09:59 PM
marine "თამარ ქალო, ქვეყ... Apr 20 2023, 07:49 PM
marine "მესხეთ-ჯავახეთშ... Apr 26 2023, 03:52 PM
marine "შამქორის ომში ქა... Jun 16 2023, 07:43 PM
marine "თამარი უშურველა... Jun 16 2023, 08:14 PM
marine "მისი, ვითარცა მა... Jun 17 2023, 10:56 AM
marine "შუა საუკუნეების ... Aug 19 2023, 05:29 PM
marine "შუა საუკუნეებში ... Aug 26 2023, 07:47 PM
marine "გადმოცემით, წმინ... Sep 3 2023, 08:17 PM
marine "ხახულის ეკკლესი... Dec 17 2023, 07:01 PM
marine "ტბეთის ეკკლესია ... Dec 26 2023, 03:33 PM
marine "მარადიულია ტანჯ... Jul 3 2024, 01:13 PM
marine "თამარი რუქნადინ... Jul 3 2024, 04:01 PM
marine "ჯერ კიდევ როდის ... Jul 4 2024, 07:08 PM
marine "სულთანი თავის კა... Jul 5 2024, 02:55 PM
marine "პირველად დავით ს... Jul 7 2024, 08:06 PM
marine "მხოლოდ ერთი ეზინ... Jul 8 2024, 08:13 PM
marine "საქართველოს ეკლ... Jul 28 2024, 07:28 PM
marine "თამარ მეფე სქემო... Jul 28 2024, 07:56 PM
marine "ის, ვინც ლოცვით მ... Jul 29 2024, 01:18 PM
marine "თამარ მეფისთვის ... Jul 29 2024, 05:34 PM
marine "წმინდა თამარის ც... Jul 30 2024, 10:58 AM
marine "თამარი სხვა სჯულ... Jul 30 2024, 12:55 PM
marine “სიყმაწვილეში წმი... Aug 4 2024, 10:17 AM
marine "საქართველოში არ ... Aug 5 2024, 01:16 PM
marine მიასვენებენ თამარ... Nov 8 2025, 11:59 AM
marine "ვინ აღწერს თამარ... Mar 6 2026, 02:33 PM
marine "ხოცავდნენ თაგვე... Mar 7 2026, 05:39 PM
marine "ბასიანის ომის წი... Mar 8 2026, 08:28 PM
marine "სალოსობა (ქრისტე... Mar 12 2026, 05:46 PM
marine "მონაზვნური ცხოვ... Mar 19 2026, 04:15 PM
marine "მონასტრის საძმო... Mar 21 2026, 07:54 PM
marine "1187 წელს თამარ მეფ... Mar 25 2026, 03:32 PM
marine "ხახულის ხატს მდი... Mar 26 2026, 02:58 PM
marine "წმინდა მეფის კან... Mar 27 2026, 03:11 PM
marine "გელათი თამარ მეფ... Mar 28 2026, 02:49 PM
marine "XIII საუკუნის მეორ... Mar 29 2026, 05:53 PM
marine "გელათის მონასტრ... Mar 30 2026, 02:54 PM
marine "საბოლოოდ შეგვიძ... Mar 31 2026, 03:10 PM
marine "დავით მეფის საქმ... Apr 9 2026, 12:22 PM
marine "დავით მეფის გარდ... Apr 10 2026, 02:24 PM
marine "ჭყონდიდელი მღვდ... Apr 10 2026, 03:51 PM
marine "თამარ მეფე დავით... Apr 13 2026, 03:45 PM
marine "გიორგი მეფეს შვი... Apr 15 2026, 08:38 PM
marine "თამარ მეფის გამო... Apr 16 2026, 07:13 PM
marine
P. S. ასეთი რამე მაქვ... Apr 16 2026, 07:27 PM
marine "ქართული წყაროებ... Apr 16 2026, 08:38 PM
marine "საინტერესოა, რომ... Apr 18 2026, 12:08 PM
marine "შემთხვევით არ ამ... Apr 18 2026, 12:26 PM
marine "1184 წელს ერთიანი ს... Apr 18 2026, 01:06 PM
marine "ინტერესს იმსახუ... Apr 19 2026, 07:44 PM
marine "დღემდე არ არის ზ... Apr 19 2026, 09:04 PM
marine "მემატიანე ამბობ... Apr 20 2026, 02:10 PM
marine "...ოდაში რომ თამარ... Apr 20 2026, 07:53 PM
marine "თამარ მეფე გარდა... Apr 21 2026, 05:03 PM
marine "ლეგენდა გვაუწყე... Apr 21 2026, 10:02 PM
marine "თამარს შეუძლია რ... Apr 22 2026, 08:46 PM
marine "აღსანიშნავია, რო... Apr 23 2026, 06:37 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th August 2026 - 01:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი