IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> არ ვიცი რა მჭირს, ძალიან მჭირდება რჩევა რამე,
ako777
პოსტი Dec 4 2007, 10:38 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 4-December 07
წევრი № 3,346



დამლოცეთ მამაო.

მოგესალმებით, მამაო ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ეს ბოლო ერთი წელია ალბათ, ძალიან აფორიაქებული ვარ შინაგანად, რაგაც მჭირს და ვერ ვგებულობ რა მჭირს, უფალმა შემიწყალოს ამას რომ ვამბობ, ეს ბოლო პერიოდია, თავში სულ ცუდი აზრები მიტრიალებს ხშირად, უფლის უარკოფასთან დაკავშირებით მაპატიოს უფალმა ამას რომ ვამბობ, და რელიგიასთან დაკავშირებით. ვცდილობ ეს აზრები პრიჯვრის გადაწერით და უფალო შემიწყალეს ლოცვით მოვიშორო ხოლმე. ისეთ მდგომარეობამდე მივდივარ ხანდახან ფანჯარას რომ ვუკურებ უფრო ღამითითქოს ვიგაც მეუბნება გადახტიო, ძალიან მაშფოთებს ეს დგომარეობა. ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ ესეთ მდგომარეობაში რომ ვარ და მინდა ხოლმე სულ ლოცვით გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. აღსარება არასდროს არ მაქვს ნათქვამი, არც ზიარება მაქვს მიღებული და არც არასდროს მიმარხულია, ეხლა ამ ბოლო დროს გადავწკვიტე რომ მოძღვარი მკავდეს და აღსარება ჩავაბარო და ვიმარხულო. ისე ეკლესიაში დავდივარ ჩვეულებრივად სანთელს ვანთებ ვლოცულობ, მაგრამ ძალიან მინდა ხოლმე რო მთლიანი გულით ვილოცო და შეწყალება ვთხოვო უფალს, მაგრამ არ გამომდის რაგაც მთლიანად გულით ვერ ვკითხულობ თითქოს ლოცვებს. უფალს ვევედრები ხოლმე რომ უფრო მეტად მწამდეს მისი და მისი ჭეშმარიტების. თან ამ ბოლო დროს არაფერი არ მ იდის ჩემ ცხოვრებაში კარგად არც ჩემ პირად ცხოვრებაში და არც ოჯახში, თითქმის სულ ცუდი რაგაცეები ან რამე საქმე არ გამოდის ხოლმე, რა თქმა უნდა მადლიერებას ყოველთვის გამოვხატავ უფლის წინაშე რომ სახლი მაქვს კარი და მშიერი არ ვარ. გთხოვთ რამე მითხრათ ამასთან დაკავშირებით, იქნებ რამე სანუგეშო სიტკვა მითხრათ და რით უშველო ჩემ თავს? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ამინ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 12 2007, 02:39 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



უპირველესად მოძღვართან მისვლა და საუბარი მინდა გირჩიოთ. ის, რაც გაწუხებთ ბოროტისაგან არის. ეს თქვენი ყურადღების დასაპყრობად და შემდეგ თქვენს დასამორჩილებლად ხდება. ნუ შეგაშინებთ! ძნელია, მაგრამ ეცადეთ ცუდი აზრების შემოტევისას ყურადღება ლოცვის სიტყვებში ჩაკეტოთ. ასეთ შემთხვევაში ეს იქნება თქვენი მოღვაწეობა, რომლისთვისაც ღმერთი მეტის ძალას მოგცემთ. არ მიეცეთ სასოწარკვეთას. აზრი, რომელიც ვერ იპოვის საყრდენს თქვენში დიდხანს ვერ გაჩერდება, გაქრება. გონივრულად მოქცეულხართ, რომ ლოცვით შებრძოლების გზა აგირჩევიათ, მაგრამ აქ გონიერებაა საჩირო და წინამძღოლის გარეშე შეიძლება უარესში გადავარდეთ. უმთავრესი არის ეკლესიურობა და ეცადეთ. უფალი თქვენთანა.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 01:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი