IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რატომ სწამთ რეინკარნაცისა?, გთხოვთ გამარკვიოთ:(
natani
პოსტი Dec 5 2007, 05:49 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 28-November 07
წევრი № 3,293



ამჟამად ამერკაში ვიმყოფები.
აქაურ ბავშვებთან კამათი მომიხდა..

ერთ ერთმა მითხრა რომ რეინკარნაციისა სწამს.მეორემ მითხრა რომ არ სწამს ჯოჯოხეთის, მესამემ კი საერთოდ გამაგიჯა ყველა ადამიანი სამოთხეში ხვდებაო, და როგორ ცუდადაც არ უნდა მოვიქცე ღმერთი მპატიობს ყველაფერსო.

ცოტა არ იყოს დავიბენი...

მამაო იქნებ ამიხსნათ საიდნ ესმით ამდენი სისულელე ამ ხალხს.

ან საერთოდ საიდან დაასკვნეს ამერიკელებმა რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს აგრძელებს mellow.gif unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 12 2007, 09:41 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ის, რამაც თქვენ გაგაკვირვათ და გაგაოგნათ არის ნაყოფი სარწმუნოებრივ საკითხებში კაცობრივი ბრძნობისა. ჭეშმარიტება ღმრთივგამოცხადებითია. ჩვენ კი არ მივაგენით მას, არამედ თვითონ გამოგვიცხადა თავი. მაგრამ ადამიანები ცდილობენ საკუთარი სურვილებისა და შეხედულებების პრიზმიდან შეხედონ მას და განმარტონ იგი. შედეგად კი სარწმუნოებრივ შეხედულებათა დაქსაქსვას ვიღებთ. ძნელი სათქმელია, რატომ წამს ადამიანს სწორედ ასე და არა სხვაგვარად; გამოუკვლეველია ადამიანის გულის სიღრმე. ყველა დაბნეულობას ერთი რამ აერთიანებს: განუწმედელი გონებით ჭეშმარიტების განმარტების მცდელობა.

გირჩევდით, რომ ნაკლებად ედავოთ მათ და, თუ შეძლებთ გონებისმიერი მტკიცებულება მოუყვანოთ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. თუმცა, უფრო დიდი მტკიცებულება მაინც არის სარწმუნოებით ცხოვრება და ასეთი ცხოვრებით მოხვეჭილი ნაყოფებები. უფალი ქადაგებდა, სასწაულებს იქმოდა, გულებს ათბობდა, ანუგეშებდა, მაგრამ აბა ვნახოთ, რამდენი გაყვა! ერთმა და ორმაც რომ მიიღოს თქვენი სიტყვა, უკვე დიდია.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი