![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
GABAONI |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 ![]() |
დამლოცეთ მამაო
ერთ ერთ თემაში სადაც ეკუმენიზმზე ვკამათობდით genesis მა დადო ეს ლინკი http://www.portal-credo.ru/site/?act=news&...=301&type=forum ეს ლინკი ჩასწორებულია წეღან მემგონი შემეშალა!! მაინტერესებს საპატრიარქოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით იქ ეწერა რომ პატრიარქმა და რაბინმა ერთად შეასრულეს გალობა ასევე სურატია სანთლებით ხელში რაბინი და პატრიარქი -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
მაპატიეთ, მოძღვებს ვერ დავუცადე, მაგრამ საკუთარი ხელით მაქვს საპატრიარქოს განცხადება აკრეფილი ამასთან დაკავშირებით და გეტყვი: ეს არ იყო არანაირი ერთობლივი ლოცვა და რაიმე მსგავსი რამ, ეს იყო დიპლომატიური და მეგობრული შეხვედრა, მილოცვა და საუბარი სხვადასხვა საკითხზე. ორი წლის წინანდელი ამბავია. დაახლოებით ასეთია საპატრარქოს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მარიამი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
აი, საპატრიარქოს პოზიცია: http://church.ge/index.php?s=&showtopic=43...ndpost&p=222011
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
GABAONI |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 ![]() |
დიდი მადლობა სუყველას !!
უბრალოდ რაღაცა გაუგებრობაში აღმოვჩნდი ეს სტატია რო ვნახე და მაგიტომ გამიჩნდა ეს კითხვა უფალო შემიწყალე -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#5
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ღმერთმა დაგლოცოთ
სამწუხაროა, რომ ზოგჯერ მზად ვართ გამოუძიებლად მივიღოთ ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პატრიარქის და ქართული ეკლესიის ერთგულებას მართლმადიდებლომისადმი. სანამ უშუალოდ თემას შევეხებოდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ პორტალი www.portal-credo.ru ცნობილია თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით ეკლესიისადმი, რასაც ზოგჯერ მართლმადიდებლობის სიწმიდისათვის ზრუნვაში ნიღბავს, ზოჯერ კი რელიგიურ საკითხებში მიუკერძოებლობაში. იმის თაობაზე, რასაც ღაღადებს ბმულზე მოთავსებული ინფორმაცია, თავის დროზე განმარტება გააკეთა საპატრიარქომ და მისი ინფორმაციის სიწორე დაადასტურა თავად რაბინმა მიხელაშვილმაც. შეხვედრა შედგა 29 დეკემბერს, თუმცა უნდა ყოფილიყო თითქმის ორი კვირით ადრე. ვერ შედგა თავის დროზე უწმიდესის მოუცლელობის გამო. შეხვედრის ინიციატორი იყო არა პატრიარქი, როგორც ამას პორტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, არამედ რაბინი აბრაამ მიხელაშვილი. რაბინებს აქვთ ჩვეულება ხანუკის დღეებში აჩუქონ საპატიო ადამიანებს ხანუკია – სადღესასწაულო შანდალი. აჩუქა რაბინმა პატრიარქსაც. ხანუკის დღესასწაული დაწესებულია იუდა მაკაბელის თაოსნობით მეორე ტაძრის განახლების სახსოვრად. მაკაბელები – მართმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა და არაფერი უნდა ყოფილიყო მიუღბელი იმაში, რომ უწმინდესს მათ მიმართ პატივისცემის ნიშნად სანთელი აენთო (საპატრიარქოს სანთელი, როგორც ვხედავთ სურათზე, და არა რაბინის მიერ მოტანილი რიტუალური სანთელი). მაგრამ ესეც არ ყოფილა. სანთლის ანთება იყოს სტუმრისადმი პატიმისცემის გამოხატულება, – უწმიდესმა გამოიყენა ნაჩუქარი სასანთლე. ეს აქტი ვერ შეირაცხება თანადღესასწაულობად იმ მიზეზითაც, რომ ხანუკის სანთლების რიტუალური ანთება ხდება პირველი ვარსკვლავის გამოჩენისას და არა დღისით, როგორც ამას ვხედავთ სურათზე. შემდეგ უწმინდესი დაინტერესდა, როგორ გალობენ ებრაელები ფსალმუნს და მოისმინა რაბინის მიერ პირველი ფსალმუნის გალობა. ამის შემდეგ თვითონ აჩვენა, როგორ ვგალობთ იმავე ფსალმუნს მართლამდიდებლები. არამგონია, ვინმეს ეს ერთობლივ ლოცვად მოეჩვენოს. უნდა აღინიშნოს, რომ რაბინი აბრაამი სულაც არ მიეკუთვნება იუდაიზმის ლიბერალურ ფრთას. მისი სწავლება, პირიქით გამოირჩევა სიმკაცრითა და ზედმიწევნითობით და მათი სჯული არანაკლებ მკაცრად სჯის უცხო სარწმუნოების პირთან ერთობლივად მლოცველს, ვიდრე სჯულისკანონი – მართლმადიდებელს. გაურკვეველია, პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არის შეგნებული დეზინფორმაცია, თუ უბრალოდ გაურკვევლობაში მყოფი ჟურნალისტის შეცდომა. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#6
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დეკ. ანდრია
ღმერთმა გაგახაროთ მამა ანდრია... პ.ს. მგონი დეზინფორმაცია იყო განზრახ ჩადებული... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
GABAONI |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 ![]() |
დეკ. ანდრია
დამლოცეთ მამაო! დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#8
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
პასუხი უკვე გაგიციათ!
მადლობა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი