IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> თქვენი საყვარელი წიგნი, ან პერსონაჟი :)
ქეთუ
პოსტი Dec 16 2007, 05:10 PM
პოსტი #21


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(neo @ Dec 16 2007, 06:52 AM) *

ჩემი პირველი წიგნი სახარება იყო sad.gif შესაბამისად ყველაზე საყვარელია...

smile.gif
ჩემთვის სახარება წიგნი არაა, წიგნზე ბევრად ძალიან ბევრად მაღლა დგას...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Dec 16 2007, 07:27 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



fiqri.gif

თუ იმას გავითვალისწინებ რომ ყველა წიგნი (გარდა პროფესიულისა) მხოლოდ ერთხელ წავიკითხე, გამოდის რომ არცერთი არ მიყვარს smile.gif

მართალია, არ მიყვარს წიგნები, არ მიყვარს სხვა სამყაროებში, სხვაბის ემოციებით ცხოვრება, და არც ის რომ ეს სამყაროები თავისუფალ აზროვნებას ჩარჩოებს უკეთებენ...




--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 16 2007, 08:02 PM
პოსტი #23


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(likka @ Dec 16 2007, 02:43 PM) *

M.M.
ჰეჰ.... IPB-ს სურათი
მიყვარს ეგ ეპოქა საერთოდ, ტრფოფის რა გითხრა მაგარამ მაგრა კი მაინტერესებს მაგ ეპოქის პოლიტიკა ძირითადად....

და ზუსტად მაგითაა ორველი უმაგრესი მწერალი, ფერმა რულზ!!! [img]

აუ, ეგ სიმბოლო, ხელით რომ აკეთებს შენი სმაილი, ძალიან ცუი რამეა და წაშალე რა
მარკესის სიტყვებს რაც შეეხება, ცხოვრებაში ნანახი და გაგაონილი ყველაფერი ინახება ქვეცნობიერ დონეზე მაინც, უკვალოდ არაფერი რჩება
ციტატა(neo @ Dec 16 2007, 02:52 PM) *

ჩემი პირველი წიგნი სახარება იყო sad.gif შესაბამისად ყველაზე საყვარელია...

კაცო, აქ მხატვრულ ლიტერატურაზეა ლაპარაკი. სახარება რომ ყველაზე აღმატებულია, ეგ აქსიომაა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 16 2007, 10:33 PM
პოსტი #24


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



''დუბლინელები'' ისე მიყვარდა, ახლა რეჟისორი ვიყო, ერთ ფილმს გადავიღებდი-მეთქი, სულ ვფიქრობდი... smile.gif


უანმუნოს ''ბურუსიც'' მიყვარს smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 17 2007, 11:49 AM
პოსტი #25


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ქავთარაძე @ Dec 15 2007, 12:43 PM) *

პერსონაჟი კი ალუდა ქეთელაურიიიიი


აუ, ალუდა არ მევასება. ძალიან ხისთავიანი ვინმეა, სუფთა სიჯიუტის გამო გადაუდგა მთელ სოფელს და სარწმუნოების თვალსაზრისითაც მაგრად მიჰქარა.
ციტატა(ქეთი. @ Dec 16 2007, 02:05 AM) *


1.მეფე გიორგი(დიდოსტატის მარჯვენა)


კონსტანტინეს მეფე გიორგის უარყოფითი თვისებები ხაზგასმით აქვს გამოკვეთილი (პრინციპში მოგონილი, რაც არ იცი, რას გამოკვეთ?) ძალად მეხოტბე ისტორიკოსების ჯინაზე თუ რა იყო. ადამიანია მეფეცო, კი ბატონო, მაგრამ ნამეტანი გახრწნილი გამოუვიდა თითქმის ყველა ასპექტში. თან ეკლესიას უპირისპირებს და ამით ხალისობს. ძალიან ვღიზიანდები მაგაზე.

ციტატა(ქეთი. @ Dec 16 2007, 02:20 AM) *

ხოო, "ულისე" ძლიერი და ძალიან რთულად აღსაქმელი წიგნია, unsure.gif ეს არის წიგნი რომლის წაკითხვაც ძალიან გამიჭირდა, მისი აღქმა და გააზრებაა რთულია, unsure.gif მითუმეტეს ძალიან რთული თუ არ იცნობ ჰომეროსს, მითოლოგიას და საერთოდ შუა საუკუნეების ისტორიას... დიდხანს ვკითხულობდი,ვიაზრებდი, ახლაც არ ვარ დარწმუნებული რომ ბოლომდე ჩავწვდი... unsure.gif

შთამბეჭდავია...


"ულისე" არ წამიკითხავს, მაგრამ აღწერამ დოჩანაშვილის "იქამდე" მომაგონა. იქაც მითოლოგია ურევია და თან ისე წერს, ტვინი მაგრად ხურდება, აღსაქმლად ძნელია. არადა ალბათ საეთოდ არ გავს "ულისე".
წერის ოსტატობით, საინტერესო შინაარსით, სიღრმით თუ სილაღით ბევრი მწერალი მომწონს, მაგრამ სიყვარული და კაიადამინაობა დოჩანაშვილს და დუმბაძეს რომ აქვთ, იმასთან მონაგონია. "იქამდე" ძალიან ძლიერია მაგ კუთხითაც.

ციტატა(neo @ Dec 16 2007, 07:27 PM) *

fiqri.gif

თუ იმას გავითვალისწინებ რომ ყველა წიგნი (გარდა პროფესიულისა) მხოლოდ ერთხელ წავიკითხე, გამოდის რომ არცერთი არ მიყვარს smile.gif

მართალია, არ მიყვარს წიგნები, არ მიყვარს სხვა სამყაროებში, სხვაბის ემოციებით ცხოვრება, და არც ის რომ ეს სამყაროები თავისუფალ აზროვნებას ჩარჩოებს უკეთებენ...

ვა, საინტერესო მოსაზრებაა. ისე, რაც ეკლესიაში მოვედი, საერო წიგნები ისეთ შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს, თან ალბათ ასაკის მომატებამაც იმოქმედა, მოზარდი სულ სხვაა. ადრე შემეძლო გადაბმულად მთელი დღე მეკითხა და სხვა არაფერი მახსოვდა. სამეცნიერო ლიტერატურა მხატვრულზე ნაკლებად არ მიზიდავდა. მახსოვს, გლინკას "Общая химия" რა სულმოუთქმელად წავიკითხე საკმაოდ პატარა ასაკში. ნახევარი არ მესმოდა, მაგრამ ვჭამდი. ოთხი თითის სისქე წიგნი იყო... :მოგონებებში წასული სახე:
პერსონაჟი? ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ავარდნილობის ასაკში ბნელო მომწონდა "მექანიკური ფორთოხლიდან" biggrin.gif . არ მახსოვს ეგ წიგნი რამდენჯერ მაქვს წაკითხული, სამაგიდო წიგნად მქონდა პირდაპირ. ძალადობა და ეგეთი რამეები მიზიდავდა.

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 16 2007, 10:33 PM) *

''დუბლინელები'' ისე მიყვარდა, ახლა რეჟისორი ვიყო, ერთ ფილმს გადავიღებდი-მეთქი, სულ ვფიქრობდი... smile.gif
უანმუნოს ''ბურუსიც'' მიყვარს smile.gif

ფილმი ალბათ ყოველთვის ჩამოუვარდება წიგნს. საყვარელ ნაწარმოებს გადაღებისთვის არ გავიმეტებდი. მულტფილმი შეიძლება გადამეღო, ოღონდ ერთ სიტყვასაც არ შევცვლიდი. ყველა ტიპაჟის ზუსტად შესაფერ მსახიობს ვერ ნახავ, დახატვა კი შეიძლება.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Dec 17 2007, 11:58 AM
პოსტი #26


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა
კონსტანტინეს მეფე გიორგის უარყოფითი თვისებები ხაზგასმით აქვს გამოკვეთილი (პრინციპში მოგონილი, რაც არ იცი, რას გამოკვეთ?) ძალად მეხოტბე ისტორიკოსების ჯინაზე თუ რა იყო. ადამიანია მეფეცო, კი ბატონო, მაგრამ ნამეტანი გახრწნილი გამოუვიდა თითქმის ყველა ასპექტში. თან ეკლესიას უპირისპირებს და ამით ხალისობს. ძალიან ვღიზიანდები მაგაზე.


კონსტანტინეს ძალიან ძლიერად ყავს დახატული გიორგი I... კონსტანტინეს ბევრი რამ "ნამეტანი" მოსდიოდა თავის ნაწერებში, მაგრამ მეფე გიორგის პერსონაჟი გადასარევიააა...

არ ვიცი ალბათ შემეკამათებით, არასდროს არავის ესმოდა როცა ვამბობდი რომ მეფე გიორგის უნდა გაეკეთებინა ის რაც არსაკიძეს გაუკეთა, მე ვფიქრობ სწორად მოიქცა როგორც მეფე, როგორც სტრატეგი და როგორც კაცი...

ციტატა(neo @ Dec 16 2007, 11:27 AM) *

fiqri.gif

თუ იმას გავითვალისწინებ რომ ყველა წიგნი (გარდა პროფესიულისა) მხოლოდ ერთხელ წავიკითხე, გამოდის რომ არცერთი არ მიყვარს smile.gif

მართალია, არ მიყვარს წიგნები, არ მიყვარს სხვა სამყაროებში, სხვაბის ემოციებით ცხოვრება, და არც ის რომ ეს სამყაროები თავისუფალ აზროვნებას ჩარჩოებს უკეთებენ...

მდაა unsure.gif


რა შუაშია სხვა სამყაროში სხვების ემოციებით ცხოვრება? მე მასე არ აღვიქვავ წიგნებს, წიგნში ვეძებ რაღაცას ახალს, საინტერესოს დამაფიქრებელს და ვიაზრებ, არის მომენტებიც როცა ეპიზოდს ვკითხულობ და საკმაოდ აბნეულ ფიქრებს, ემოციებს, ეჭვებს თავთავის ადგილას ალაგებს, მაგრამ არასოდეს არ ვაფანატებ პერსონაჟებს იმ დონეზე რომ მათი ემოციებით ვიცხოვრო და მიმსგავსება ვცადო... ვერ დაგეთანხმები რომ თავისუფალ აზროვნებას ჩარჩოს უკეთებს, პირიქით... ალბათ იმაზეცაა დამოკიდებული როგორ აღიქვავ და რა დანიშნულებას ანიჭებ მას...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 17 2007, 12:52 PM
პოსტი #27


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ქეთი. @ Dec 17 2007, 11:58 AM) *

კონსტანტინეს ძალიან ძლიერად ყავს დახატული გიორგი I... კონსტანტინეს ბევრი რამ "ნამეტანი" მოსდიოდა თავის ნაწერებში, მაგრამ მეფე გიორგის პერსონაჟი გადასარევიააა...

არ ვიცი ალბათ შემეკამათებით, არასდროს არავის ესმოდა როცა ვამბობდი რომ მეფე გიორგის უნდა გაეკეთებინა ის რაც არსაკიძეს გაუკეთა, მე ვფიქრობ სწორად მოიქცა როგორც მეფე, როგორც სტრატეგი და როგორც კაცი...

სტრატეგია აქ არაფერ შუაშია, კაცობისგან კი ეს საქციელი შორს დგას. ამას ჰქვია ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. იქნებ შენ რაღაც სხვა კუთხით დაინახე? აგვიხსენი ჩვენც.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Dec 17 2007, 01:00 PM
პოსტი #28


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(M.M. @ Dec 17 2007, 04:52 AM) *

სტრატეგია აქ არაფერ შუაშია, აგვიხსენი ჩვენც.

სტრატეგიია არაა შუაში? რას ამბობ, ძალიან თავშია
ციტატა
კაცობისგან კი ეს საქციელი შორს დგას. ამას ჰქვია ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. იქნებ შენ რაღაც სხვა კუთხით დაინახე?

no.gif no.gif კაცი იყო, ქალი უყვარდა, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებული იყო ამ შემთხვევაში...

ჩემი აზრია, მე მიმაჩნია რომ სწორად მოიქცა, თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ შეგიძლიათ არა smile.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 17 2007, 01:12 PM
პოსტი #29


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ქეთი.


ციტატა
კაცი იყო, ქალი უყვარდა, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებული იყო ამ შემთხვევაში...

ჩემი აზრია, მე მიმაჩნია რომ სწორად მოიქცა, თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ შეგიძლიათ არა

დიდი პატივისცემის მიუხედავად ნება მომეცი არ დაგეთანხმო.

მიზანი ნებისმიერ საშუალებას არ ამართლებს.

ცხოვრებისეული მიზნის განსახორციელებლად ადამიანმა ნებისმიერი საშუალება უნდა გამოიყენოს, მაგრამ არა აკრძალული ისეთი რაც სხვას დააზარალებს.

ასე ჩვენ შეიძლება ტარიელიც გავამართლოთ, რომელმაც სიყვარულის გამო ადამიანი მოკლა (ანალოგიური შემთხვევა).

ძლიერი მაშინ ხარ ადამიანი, როცა შენი ქცევით, შენი სიტყვით, შენი ავტორიტეტით საზოგადოების სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებ.

ძალადობა არცერთ შემთხვევაში არაა გამართლებული (მითუმეტეს სიყვარულის ძალით მოპოვებისას),

მე მიმაჩნია რომ სიყვარულში ძალადობა კაცის ძალიან დიდი სისუსტეა, როცა ის სხვას ვერარაფერს იგონებს და ასეთ უკიდურეს საშუალებას მიმართავს.

რაც შეეხება გიორგი პირველის პიროვნებას, ამ ადამიანს ვაფასებ თუნდაც მარტო იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მეფე იყო ძალიან რთულ პერიოდში, მარტო ცუდს ნუ დავინახავთ მის პიროვნებაში, მითუმეტეს არაა დანამდვილებით ცნობილი ნამდვილად ასე მოიქცა თუ არა მეფე, როგორც ამას კ. გამსახურდია გადმოგვცემს.

განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში მეფის უკანასკნელი სიტყვები, რაც ძალიან ზუსტად ასახავს ჩვენს ყოფას: "ქართველები ისეთი ხალხია რომ თუკი ვინმე ღირსეული გამოერია მათ შორის უმალ მივცვივდებით, დავკორტნით და ძირს ჩამოვაგდებთო".


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 17 2007, 01:17 PM
პოსტი #30


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ქეთი. @ Dec 17 2007, 01:00 PM) *

სტრატეგიია არაა შუაში? რას ამბობ, ძალიან თავშია

no.gif no.gif კაცი იყო, ქალი უყვარდა, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებული იყო ამ შემთხვევაში...

ჩემი აზრია, მე მიმაჩნია რომ სწორად მოიქცა, თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ შეგიძლიათ არა smile.gif

რომელი უცხოეთში გამქცევი არსაკიძე იყო, სტრატეგია რა შუაშია?
კაცობა სწორედ ისაა, პირადი ინტერესების გამო უნამუსოდ რომ არ მოიქცე.

ციტატა(afxazi @ Dec 17 2007, 01:12 PM) *

ქეთი.
რაც შეეხება გიორგი პირველის პიროვნებას, ამ ადამიანს ვაფასებ თუნდაც მარტო იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მეფე იყო ძალიან რთულ პერიოდში, მარტო ცუდს ნუ დავინახავთ მის პიროვნებაში

ჩვენ კონსტანტინესეულ მეფე გიორგიზე ვლაპარაკობთ, ნამდვილი როგორი იყო კაცმა არ იცის.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 17 2007, 01:19 PM
პოსტი #31


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გიორგი
ციტატა
და ჯეიმს ჯოისის "ულისეზე" რას იტყოდი?



ბევრი და სხვათა შორის ინტელექტუალური ადამიანესგან გამიგია ვერ ჩავწვდიო. მე ბოლომდე ვერ წავიკითხე, იქ გამეფებულმა ცინიზმმა დამღალა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 17 2007, 03:23 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გოეთეს უკვდავი ფაუსტი..

"არ ვასწავლიდე სხვებს იმას, რაც თავად არ ვიცი;
რომ მე როგორმე მოვახერხო იმის შეტყობა,
რაც თვით ბუნებას ჩვენთვის ასე ძნელად ეთმობა;
რომ გამოვიცნო გასაღები შემოქმედ ძალის
და დავანებო ფუჭი სიტყვების რახა-რუხს თავი"


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 17 2007, 03:31 PM
პოსტი #33


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



afxazi
ციტატა
განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში მეფის უკანასკნელი სიტყვები, რაც ძალიან ზუსტად ასახავს ჩვენს ყოფას: "ქართველები ისეთი ხალხია რომ თუკი ვინმე ღირსეული გამოერია მათ შორის უმალ მივცვივდებით, დავკორტნით და ძირს ჩამოვაგდებთო".



შენიშვნა: ვაკოპირებ ჩემს პოსტს თემიდან "ნაწყვეტები კინო-ფილმებიდან"



"ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა?"
"არავინაა, მეფევ ბატონო".
"კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს".
"რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?!"
"არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმ. გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა, უამბე ჩემი ნათხრობი, ვინც მომიკითხოს, ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა.
მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია, პიპა.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი - სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა.
ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.
სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.
დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს".
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".




დიდოსტატის მარჯვენა!


ამ სიტყვებზე "ვაფრენ"




ბავშვობაში წავიკითხე და კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში მაინ რიდის უთავო მხედარი smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2007, 03:40 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველა ის წიგნია ჩემთვის საყვარელი, კითხვის დასარულისას სევდას რომ მიტოვებს, რადგან ჩავამთავრე მისი წაკითხვა და გმირებთან განშორება მიჭირს..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 17 2007, 03:53 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ყველა ის წიგნია ჩემთვის საყვარელი, კითხვის დასარულისას სევდას რომ მიტოვებს, რადგან ჩავამთავრე მისი წაკითხვა და გმირებთან განშორება მიჭირს..


ამ მხრივ ჩემთვის ღირებულებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერ წიგნს შეუძლია იგივე განცდა დამიტოვოს...

ჩემთვის ის წიგნია ღირებული, რომლის წინადადებებზეც ჩემი ფსიქოლოგია და მსოფლმხედველობა "ო, შესანიშნავია" - კომენტარს აკეთევს biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2007, 04:01 PM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მნათე @ Dec 17 2007, 03:53 PM) *

ამ მხრივ ჩემთვის ღირებულებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერ წიგნს შეუძლია იგივე განცდა დამიტოვოს...



მე კი ნებისმიერი წიგნი ამ განცდას არ მიტოვებს..

ციტატა(მნათე @ Dec 17 2007, 03:53 PM) *


ჩემთვის ის წიგნია ღირებული, რომლის წინადადებებზეც ჩემი ფსიქოლოგია და მსოფლმხედველობა "ო, შესანიშნავია" - კომენტარს აკეთევს biggrin.gif


გეთანხმები, თუ წიგნმა ახალი არაფერი შემძინა, არაფრად რჩება ჩემთვის..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 17 2007, 04:09 PM
პოსტი #37


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ქეთი.
ციტატა
კაცი იყო, ქალი უყვარდა, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებული იყო ამ შემთხვევაში...

afxazi
ციტატა
ასე ჩვენ შეიძლება ტარიელიც გავამართლოთ, რომელმაც სიყვარულის გამო ადამიანი მოკლა (ანალოგიური შემთხვევა).


ჩემი აზრით საქმე რაშია იცით... პერსონაჟის განხილვას ძალიან დიდი კონკრეტიკა და სამართლებრივი მიდგომა არ უყვარს, განსაკუთრებით როდესაც ის მეფეა. ცხადია თუ სუფთა ქრისტეანული სამართლით მიუდგები არც კონსტანტინესეული მეფე გიორგი I და სხვათა შორის არც ტარიელი ვეფხისტყაოსნიდან არანაირად არ არის დადებითი საქმის ჩამდენი და გასამართლებელი, მაგრამ როდესაც საუბარია მეფის ზოგად პერსონაჟზე ის უდავოდ ძლიერ პიროვნებად არის დახატული, რომლისთვისაც ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესები უმთავრესია. ამას მოწმობს მისი უკანასკნელი სიტყვებიც: "მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია, პიპა. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი -სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა." ეს ძალიან მძლავრი ეროვნული იდეოლოგიის მქონე პიროვნების სიტყვებია. yes.gif

ზოგადი მიდგომებია საჭირო, გიორგი უპირველეს ყოვლისა მეფეა და თანაც საკმაოდ ძლიერი მეფე. yes.gif

დაახლოებით იმის მსგავსად კი არ უნდა მოგვივიდეს, როდესაც ბათუმში "მედეას" ქანდაკების დადგმა გადაწყვიტეს, საზოგადოების გარკვეულმა კატეგორიამ რომ პროტესტი გამოთქვა, (ვითომ არც თუ უსაფუძვლო) რომ რად გვინდა "მედეას" ქანდაკება, ეგ ის მოღალატე არ არის ოქროს საწმისი რომ იასონს საბერძნეთში გაატაცებინაო... 003.gif rolleyes.gif smile.gif

M.M.
ციტატა
ამას ჰქვია ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

თუ სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტება? smile.gif laugh.gif იურიდიულზე სწავლობ? wink.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 17 2007, 04:10 PM
პოსტი #38


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ნათია
ციტატა
ბავშვობაში წავიკითხე და კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში მაინ რიდის უთავო მხედარი



ბავშვობაში უთავო მხედარის ისე მეშინოდა, რომ სახლში მარტო არ ვრჩებოდი, ან თუ დამტოვებდნენ ოთახში ვიკეტებოდიsmile.gif) სათაურმა შემაშინა, ხოდა აღარც წამიკითხია..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 17 2007, 04:23 PM
პოსტი #39


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა( გიორგი @ Dec 17 2007, 04:09 PM) *

M.M.

თუ სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტება? smile.gif laugh.gif იურიდიულზე სწავლობ? wink.gif

არა, ტელევიზიიდან სულ ეგ მესმის და... რა გინდა, მართალი არაა?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 17 2007, 04:34 PM
პოსტი #40


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



neo
ციტატა
მართალია, არ მიყვარს წიგნები, არ მიყვარს სხვა სამყაროებში, სხვაბის ემოციებით ცხოვრება, და არც ის რომ ეს სამყაროები თავისუფალ აზროვნებას ჩარჩოებს უკეთებენ...

ჰო, მაგრამ აბსოლუტური იზოლაცია არ შეიძლება წიგნებისგან. არ არსებული სამყაროს ემოციებით ცხოვრება ცხადია ძალიან ცუდია, მაგრამ მრავალი წიგნი ბევრ საინტერესოს გვასწავლის, შეიძლება განსაკუთრებულად არც არაფერი დაგვამახსოვრდეს, მაგრამ ლიტერატურის კითხვის შედეგად მრავლი ემოცია, შემთხვევა, გამონათქვამი თუ აფორიზმი ილექება გონებაში და აზროვნების უნარს, ინტელექტს და საერთო ერუდიციას ამაღლებს. მე მგონი ასეა... yes.gif

M.M.
ციტატა
რა გინდა, მართალი არაა?

იურიდიული კუთხით კი, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურას სხვა ფუნქცია და დატვირთვა აქვს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 10:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი