IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 10 11 12  
Reply to this topicStart new topic
> პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა
marine
პოსტი Jun 4 2024, 11:18 AM
პოსტი #221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამულო ჩემო!

უფლის თვალი დაგტრიალებს,
უფლის მადლი გიცავს,
ორ ზღვას შუა მობიბინე
მოწამეთა მიწავ!

გორგასლიან-დავითიან
თამარიან დრო-ჟამს
უფალი კვლავ დაგიბრუნებს,
აღგიმაღლებს დროშას!

უფლის თვალი დაგტრიალებს
მარტოდმარტოს, ლიტანს,
ორ ზღვას შუა გაბრწყინებულს
ობოლ მარგალიტად!

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი
"ქაროზი" N81, 2024, გარეკანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2024, 07:53 PM
პოსტი #222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღვთის წყალობა

"ჯიხვმა თქვა:
"დაბადებიდან
იმ დარდით ვხვდები ალიონს,
ვაითუ, ჩემი რქებიდან,
ღვინო არავინ დალიოს?!"

ხარმა თქვა:
"აბა, მითხარით,
თავი რა თავში ვიხალო,
თუ ვერ ვიცოცხლებ, ვით ხარი,
გუთანი მკითხავს - ვინ ხარო?!"

ცხენმა თქვა:
"გემუდარები,
შენ - ჩემო ბედისწერაო,
არ დამიხუჭო თვალები,
ომი თუ ვნახე ვერაო!"

შველმა თქვა:
"ბედს არ მივტირი,
ტყვიამ ზურგი ნუ მაქციოს,
ოღონდაც ჩემი სიკვდილი,
ვინმემ მოთხრობად აქციოს!"

"ლექსმა თქვა:
"ჩემთვის კმა არის,
სხვას არც არაფერს ველიო,
წამიკითხავდეს თამარი,
დამწერდეს რუსთაველიო".

ღმერთმა ისმინა ყოველი,
ამინ იყოსო - წარმოსთქვა!
ხუთივე ბედის მთხოვნელი,
საქართელოში ჩამოსხა!"

/ირაკლი ასლანიკაშვილი, "თავისუფალი თემა", გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2025, 05:34 PM
პოსტი #223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საჭაშნიკედ ვხარობთ ჯიში

"საჭაშნიკედ ვხარობთ ჯიში,
ეს საფქვავიც ღირდა მინდად.
"რა ვქნა, ჩემი საქართველო
უფრო სხვანაირი მინდა!"
ბევრი იყო ჩვენში ფლიდი,
უფრო ბევრი გმირი, ზრდილი,
გაუძელი, საქართველოვ!
გახსოვს, რამდენ გმირსა ზრდიდი?..
ისევ გავთლით აკვანს წმინდას,
ისევ დავქსოვთ ჭრელ-ჭრელ წინდას,
ვაზსაც დავრგავთ საზედაშეს,
ავამღერებთ "ურმულს", ვფიცავ!
ნუ მოგვიშლი ამ ცას, ამ მზეს!
ჩონგურს სიმად გავებმევით,
მამულს სანთლად დავენთებით,
წუთისოფლის შარაგზებზე,
ხიდ-ბოგირად დავეგებით,
ოღონდ, ჩემო საქართველოვ,
არ შეშინდე, გევედრები!
თუკი აწმყო აღარ გწყალობს,
მომავალში ჩვენ დაგხვდებით,
ანგელოზთა გუნდი გალობს,
არ იფიქრო, რომ დავნებდი!
საჭაშნიკედ ვხარობთ ჯიში,
ეს საფქვავიც ღირდა მინდად.
თუ დაგჭირდა, საქართველოვ,
დაგეგებით გზად და ხიდად!"

/მარიამ გოჯიაშვილი, "ნერგი", გვ.62/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 10 11 12
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2025 - 09:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი