სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,187 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო Dec 12 2007, 05:02 PM
marine მე შევცვალე მთვარე... Sep 24 2016, 03:35 PM
marine სამშობლოს
ლექსი მ... Apr 2 2017, 10:50 PM
marine "სამშობლო - ჩვენი ... May 5 2017, 11:20 AM
marine ვედრება
მცხეთის გ... Jun 2 2017, 10:32 AM
marine მე ყველაფერი მიყვა... Oct 27 2017, 06:07 PM
marine ფრთხილად, ქართველნ... Jan 11 2018, 12:22 PM
marine სათნო მხევალი
დიდ... Jan 30 2018, 11:10 AM
marine ჩემო მამულო
ჩემო მ... Mar 18 2018, 10:49 PM
marine რა ღირს, ბატონებო, ს... Mar 4 2019, 03:43 PM
marine "დღეს ჩემი ქვეყნი... Sep 2 2019, 06:43 PM
marine ***
რა ფერებია !
ღმე... Oct 21 2019, 08:45 PM
marine სამშობლოს❤️❤️❤️
მ... May 26 2021, 07:45 PM
marine "სძულდა, სურდა ერ... Jun 28 2021, 08:17 PM
marine შენა ხარ ჩემი ჯილდ... May 27 2022, 01:12 PM
marine ***
"გაუმარჯოს საქ... Feb 17 2023, 09:44 PM
marine "მოჩქეფს ჩქაფაჩქ... Mar 1 2023, 07:46 PM
marine ***
"ხმლები აიღეთ, ს... Mar 1 2023, 08:12 PM
marine ვარდობს კახეთი
კა... May 18 2023, 08:19 PM
marine ათნო ბევრნო მოწამე... Apr 10 2024, 03:40 PM
marine ღმერთის გულზეა - სა... Apr 10 2024, 09:45 PM
marine მამულო ჩემო!
უფლი... Jun 4 2024, 11:18 AM
marine ღვთის წყალობა
"ჯ... Aug 13 2024, 07:53 PM
marine საჭაშნიკედ ვხარობ... May 10 2025, 05:34 PM
marine იმედი
მეგულება მზ... Nov 9 2025, 08:21 PM
marine შენი გამარჯვებისა
... Nov 13 2025, 06:07 PM
marine საქართველო, საქართ... Nov 29 2025, 08:25 PM
marine საქართველო - სულიწ... Jan 2 2026, 07:05 PM
marine შინ და გარეთ
დადიხ... Feb 18 2026, 07:34 PM
marine საქართველო
მართლა... Feb 27 2026, 05:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2026 - 03:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი