IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები...
tamara
პოსტი Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში,
რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში,
და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში.
ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა...
და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს...



ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი

ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც


ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს.

ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც.

იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია.

ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა.

ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს.

ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა”


ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 15 2007, 10:54 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



თამარ, როცა მოიცლი გააგრძელე გთხოვ, საინტერესოა. უფრო მეტი კი ტრადიციებზეsmile.gif ან კიდევ რომელი წარმართული რიტუალია დღეს შემორჩენილი, როგორც ჩვენი ტრადიცია, ჭიაკოკონობას და ამბებს არ ვგულისხმობ, იქნება რაიმე არის ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში, რაც სათავეს მაგ პერიოდიდან იღებს, როგორც წარმართული ტრადიცია . მოკლედ, მე გისმენ და სხვა არ ვიცი2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 15 2007, 01:08 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



რა თქმა უნდა გავაგრძელებ - ვაპირებ ნელ ნელა პოსტვას,
და ვფიქრობ ეს თემა 1 კვირაში არ დასრულდება,
არის უამრავი საინტერესო მასალა წარმართულ საქართველოზე, რომელიც ჯერ კიდევ კვლევა ძიებას საჭიროებს...

როგორც უკევ აღვნიშნე, წარმართულ საქართველოში არსებობდა ღვთაებების სამება ე.წ. წარმართული სამება,

ეს იყო მამა-მთვარე -
დედა - მზე
და კვირია


ასეთი წყობა იშვიათობაა მსოფლიოს მითოლოგიაში.
როგორც წესი პირიქითაა.
მზე არის ხოლმე მამაკაცი...

ამას კიდევ დავუბრუნდები.
ახლა კი მინდა ცოტაოდენი რამ ვთქვა კვირიაზე...

აი რა ცნობებია ინეტში-
კვირია — ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ. დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.

კვირია (ქართული) ძველი წარმართული ღვთაების სახელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით, კვირია ღვთისშვილთა წინამდგომია; სვანეთში ის ითვლებოდა ამინდის, მიწის ნაყოფიერებისა და შვილთა სიმრავლის ღვთაებად. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ის გაიგივეული იქნა წმინდა კვირიკესთან, რომლის სახელობის ტაძარი (ლაგურკა – ზემო სვანეთის სოფელ კალაში) დღესაც განსაკუთრებული პატივით არის გარემოსილი.
ი.ჯავახიშვილის მტკიცებით, კვირია შეიძლება წარმომდგარი იყოს კვირადღის სახელწოდებისაგან, ან ძველ საბერძნეთში გავრცელებული ვაჟის სახელისაგან კვირია ( " უფალი "), ან კიდევ კვირინე ღვთაების სახელისაგან. გიორგი მელიქიშვილის აზრით, იგი უკავშირდება ურარტულ ღვთაებას კუერას, ანდრო ლეკიაშვილის აზრით კი ქართველ მთიელებს კვირიას სახით იესო ქრისტე ჰყავდათ წარმოდგენილი.


სავარაუდოდ კვირიასთან არის დაკავშირებული სახელი კვირიკეც -

კვირიკე (ბერძნული) " უფლისა ". ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად. მისგან ნაწარმოებია გვარები: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკიძე, კვირიკეიშვილი, კვირკვაია, კვირკვეია. კვირიკეს ქართული შესატყვისია უფლისა (აქედან გვარი – უფლისაშვილი). სომხურში ეს სახელი დაცულია კირაკოს-ის ფორმით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა კვირიოს ( " უფალი ", " ბატონი "), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უძევს აგრეთვე არაერთ სახელსაც, როგორიცაა, მაგალითად, კაცის სახელები: კვირიონ (კირიონ), კვიროსი (კიროსი), კირიაკ, კირიან და ამათგან წამოქმნილი ქალის სახელები: კირა, კირიაკა, კირიანა, და სხვანი.
http://www.geogen.ge/index.php?id_menu=52&...id_let=10&abc=1

მოგვიანებით ვნახოთ, მსოფლიოს ხალხების კიდევ რომელი მითოლოგიაში გვაქვს ასეთი ღვთაება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 15 2007, 02:29 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



საინტერესო იქნებოდა გადაგვეხედა ციური მნათობების ღვათებებს კავკასიის სხვა ხალხებშიც....


კავკასიურ-იბერიული ხალხების მითოლოგიური წარმოდგენებისთვის დამახასიათებელია მზის, მთვარის და სხვა მნათობების პერსონიფიკაცია. ქართულ მითებში მთვარე მამაკაცია, მზე - ქალი; ისინი ხან და-ძმანი არიან, ხან - ცოლ-ქმარი, ხან კი - დედა-შვილი. დაღესტნის მთიელები მთვარეს და მზეს ქალიშვილის და ჭაბუკის იერით გამოსახავდნენ, ამასთანავე ზოგიერთ მითში ისინი და-ძმად გვევლინებიან, ზოგში კი - შეყვარებულებად. აფხაზთა პანთეონში თავდაპირველად შედიოდა მზის ამოსვლის და ჩასვლის ღვთაება ხაიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ცოცხალთა სამყაროსთან, გარდაცვლილთა სამყაროსთან, ზღვასთან. ძველი წარმოდგენებით, ხაიტის საზღვაო სამეფოში მთებიდან უზარმაზარი ხვრელით ჩაედინება ყველა მდინარე. ხაიტის ქალური შესატყვისი - კოდოში, რომლის კულტიც გავრცელებული იყო აფხაზეთის სანაპირო ზოლში და ზოგიერთ მოსაზღვრე ადიღეურ ტომში (მაგ. შაფსუღებში), გამოისახებოდა მისადმი მიძღვნილი ტყეებისა და ცალკეული ხის თაყვანისცემით. მოგვიანებით აფხაზურ პანთეონში შევიდნენ ამრა (მზის პერსონიფიკაცია) და ამზა (მთვარის პერსონიფიკაცია). მთვარის ფაზების წარმოშობის შესახებ მითის მიხედვით, ამრა (მზე) - მშვენიერი ქალია, ხოლო ამზა - მისი ქმარი. ამზას მოსდევს მისი და - ეშმაკი. როდესაც დაეწევა გაქცეულ ძმას, იგი იწყებს მის ჭამას. ამ დროს ჩნდება ამრა, რომელსაც გაუგია უბედურების შესახებ. ის თავისკენ ექაჩება ამზას, ხოლო და - თავისკენ. კამათს ღვთაება გადაჭრის: 15 დღით იგი ამზას ეშმაკს აძლევს (რომელიც ამ პერიოდში თითქმის მთლიანად შთანთქავს მთვარეს), ხოლო 15 დღით - მის ცოლს ამრას. იგი ახერხებს მიუსწროს ამზას სიცოცხლის ბოლოს (როდესაც მთვარე ილევა) და ალერსით და ზრუნვით კვლავ შთაბეროს სიცოცხლე. სავსემთვარეობისას კვლავ ეშმაკი აღიდგენს უფლებებს. არსებობს მთვარეზე ლაქების ახსნის სხვადასხვა ვარიანტი: მეცხვარის მიერ ზევით ასროლილი და მთვარეზე გაბნეული ძროხის ნაკელი; ნართ სასრიყვას ჯოგი, რომელიც მთვარეზე ძოვს. ქართველთა წარმოდგენით ლაქები მთვარეზე დედის მიერ ცომში მოსვრილი ხელით შვილისთვის სილის გაწვნის კვალია. მრავალი კავკასიური ხალხის რწმენით მთვარის დაბნელება ხდება იმის გამო, რომ მას თავს ესხმის ურჩხული (დრაკონი), რომელიც მის შეჭმას ლამობს; არსებობდა ტრადიცია მთვარის დაბნელების დროს მისი მიმართულებით სროლისა, რათა ეხსნათ იგი.

ინგუშების და ჩეჩნების მითოლოგიაში ციური მნათობებისადმი მიძღვნილი რამდენიმე სიუჟეტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, პერსონიფიცირებული მზე (ან მზის ღმერთი) გელა დილით ზღვიდან ამოდის, ხოლო საღამოს კვლავ ზღვაში ჩადის. როდესაც იგი ჰორიზონტზე ამოდის, მისგან ზღვის ქაფი წვეთავს. წელიწადში ორჯერ (ბუნიობის დროს) დედამისს - აზას სტუმრობს (ზოგიერთი მითის მიხედვით, აზა მზის შვილია, ყოველივე ცოცხალის მფარველი; დაიბადა მზის სხივისგან და წარმოადგენს მზის სხივების მაცოცხლებელ ძალას). ერთ-ერთი მითის თანახმად, მზე და მთვარე ძმები არიან (თუმცა სხვადასხვა დედის შვილები), რომელთაც მუდმივად დევნის მათი ბოროტი და მოჟი, რომელსაც ცაზე თავისი ნათესავები შეუჭამია; როცა იგი მათ დაეწევა, ხდება დაბნელება. სხვა მითი მოგვითხრობს მზისა და სხვა მნათობების წარმოშობის შესახებ. მშვენიერ ქალიშვილს მისდევდა მასზე შეყვარებული სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს ქალიშვილი მისი და იყო: იგი მას გავარვარებული ოქროს კომბლით მისდევდა მანამდე, ვიდრე ორივენი არ მოკვდნენ. კომბლის ნაპერწკლები ვარსკვლავებად გადაიქცნენ, ჭაბუკი - მზედ, ხოლო ქალიშვილი - მთვარედ. დღემდე ჭაბუკი (მზე) ცდილობს დაეწიოს ცაზე მის შეყვარებულს (მთვარეს).

http://geomythology.gol.ge/Iber-CaucasMythology.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2007, 01:38 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოში სარწმუნოებრივ წარმოდგენათა და კულტის სამყაროს განეკუთვნება საავგაროზო ნივთები, მაგ.: ფალანგები, ცხოველთა გახვრეტილი კბილები და ეშვები, თევზის მალები, გახვრეტილი ქვები და სხვა.

ამ სახის ნივთებიდან აღსანიშნავია ირმის გადაჭრილი რქა (ძვ. წ. XIV-XIII სს. სამარხი ურბნისიდან), რომელიც ბოლოვდება სქემატიზირებული ვერძის თავის სკულპტურული გამოსახულებით.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 19 2007, 04:12 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ვერძი, ირემი და ხარი - მართლა ძალიან ხშირად გვხვდება წარმართულ საქართველოში,
და ყოველთვის მაინტეერსებდა - ვერძი რასთანაა დაკავშირებული,
ხარი და ირემი კი ვიცი....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2007, 04:19 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamara @ Dec 19 2007, 04:12 PM) *

ხარი და ირემი კი ვიცი....


დაგვიწერე, თამარ 2kiss.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 19 2007, 04:42 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



კი ვაპირებ,
ნელ ნელა დავდებ საინტერესო მასალებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2007, 04:43 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamara @ Dec 19 2007, 04:42 PM) *

კი ვაპირებ,
ნელ ნელა დავდებ საინტერესო მასალებს...


წინასწარ დიდი მადლობა smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 19 2007, 11:55 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ხარი და ირემი უძველესი წარმართული ტოტემური ცხოველებია...
და მსოფლიო ცივილიზაციებში უხსოვარი დროიდან არსებობდა მათი კულტიც -
- ის გვხვდება
როგორც ანატოლიაში ასევე ეგვიპტეში, კრეტაზე, ბალკანეთში და
ინდოეთში - ეს ცხოველი რელიგიური კულტების მთავარი ტოტემი იყო.


ხარის კულტი უძველესი დროიდანაა ცნობილი საქართველოშიც -
სხვათაშორის ეს ერთ-ერთი ტოტემური ცხოველია წარმართული ეპოქიდან,
რომელმაც ქრისტიანობაშიც ჰპოვა ადგილი...
IPB-ს სურათი

ეს სვეტიცხოველია...


ხარის კულტი მრავალი ქვეყნის მითოლოგიის მთავარი პერსონაჟია -
შუამდინარეთში შუა აზიაში და ძველირანულ და ძველინდურ ტექსტებში
3-2 ათასი წლის წინ მითოლოგიაში ხარი არის მთვარის ღვთაების სიმბოლო.

- ირანულ მითოლოგიაში თვეს ეწოდებოდა «имеющим семя Быка»,
რაც მიუთითებს კალენდარის კავშირზე ხარის კულტთან.

- შუმერულ და აქადის მითოლოგიაში მთვარი ღმერთი სინი ხშირად
გამოისახებოდა ლურჯწვერა ხარის სახით.
IPB-ს სურათი

ცნობილ შუმერულ მითში გილგამეშზე ნახსენებია ციური ხარი, რომელიც შექმნეს ღმერთებმა რათა ამ ხარის მეშვეობით ეძია შური ინანას გილგამეშზე, ციური ხარი ჩამოვიდა მიწაზე და მდინარე - ევფრატი დალია, მაგრამ გილგამეშმა დაამარცხა ციური ხარი დასცა მიწაზე და ადამიანების სამსახურში ჩააყენა...
IPB-ს სურათი
ხარის დამარცხების ეპიზოდი ფიგურირებს ირანულ მითოლოგიაშიც - აქრიმანი კლავს ხარს, თესევსი კლავს ხარ-კაცს მინოტავრს, უგარითული ბაალი ხვდება ხარისმაგვარ არსებას..

ხარის დამარცხების იდეაა გატარებული კორიდაში და სავარაუდოდ კრეტულ ტავრომახიაშიც,

- საინტერესოა ხეთური მითოლოგიაც - სადაც ჭექა-ქუხილის და წვიმის ღმერთს ჰყავს ორი ხარი - ხური (დილა) და სერი(საღამო).

- რომაელები მსხვერპლის სახით იუპიტერს ხარს სწირავდნენ..
- სლავები სწირავდნენ ხარს ღმერთ - "ელვის შემოქმედს" «творцу молний»; у восточных славян существовал обряд заклания быка в день Ильи-пророка, заменившего древнего бога-громовержца.
ხარის კავშირი ჭექაქუხილთან სლავებში ალბათ კავშირშია ინდოევროპულ და ხეთურ მითოლოგიასთან...

- ძალიან საინტერესოა ხარის კულტი ეგვიპტურ მითოლოგიაში - ცის ხარი არის პირმშო ცის ძროხისა ნუტის და მამა ხბოსი, რომელსაც შობს ნუტი... ეგვიპტური მითოლოგია წააგავს აფრიკული ტომების მითებსაც. აფრიკული მეცხოველეობის მიმდევარი ტომებში - ნუერი,შილუკები, რუანდა - ხარი გაიგივებულია მამაკაცურ საწყისთან. ბუშმენების მითოლოგიაში წვიმა წარმოდგენილია, როგორც "წყლის ხარი", რომელმაც ქალწული მოიტაცა (მსგავსია ზევსი-ხარის მიერ ევროპას მოტაცების მითი) . ეგვიპტეში იყო მთელი ტაძრები სადაც განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევდნენ ღვთიურ ხარს - აპისს, რომელიც მოგვიანებით დიდი პატივით კრძალავდნენ და მუმიფიკაციას უტარებდნენ. ცნობილია ხარის კულტის ცენტრი მემფისში.

- ინდოეთში ხარის კულტი უძველესია - იქ არიელების გამოჩენამდე მოჰენჯო-დაროს და ჰარაფას კულტურაში ნაპოვნია უამრავი ბეჭედი ხარის გამოსახულებით. (3000-4000 წელი ჩვ წ.ა-ღმდე)
IPB-ს სურათი
ამ ფირფიტაზე მარჯვნივ კუთხეში ვხედავთ სამკაპასაც - ესეც საინტერესო სიმბოლოა...
სავარაუდოდ ის სიცოცხლის ხეს ნიშნავდა...

ხარის კულტი გრძელდება მაჰარაბჰატაში - იქ არის ღმერთ შივას ხარი ნანდინი.
ხარს კლავს მითოლოგიური გმირი სკანდა და ვალინი (ისევ ხარის დამარცხების ეპიზოდი)
(Сканда, убивающий духа буйвола в «Махабхарате», III 221, 66; Валин, убивающий буйвола Дундубхи в «Рамаяне» IV 11, 7—39)

მაგრამ ხარის კულტის ყველაზე ადრეული გამოსახულება ნაპოვნია ჩათალ-ჰუიუკში - ანატოლიაში.
ხარის გამოსახულებები იქ თარიღდება 7000-6000 წლით ჩვ წ-აღმდე.
ეს აღმოჩენა მეტ ყურადღებას იმსახურებს და კიდევ დავუბრუნდები მას.

- ხარის რქების გამოსახულებაა ნაპოვნი ტრიპოლის კულტურის ტაძარში (უკრაინაში) რომელიც თარიღდება 5000-4000 წლით ჩვ წ-აღმდე. ხარის კულტი მნიშვნელოვანი იყო მიწათმოქმედებით ქვეყნებში

აი კიდევ საინტერესო ინფორმაცია -
по поверьям сванов, бык Висхв, посвящённый богу Пусду, должен быть самым могучим и прекрасным из быков.

* * *
ხარის კულტს ვხვდებით ზოროასტრიზმშიც - ზოროასტრიზმის მთავარი ატრიბუტი ცეცხლია - ამ რელიგიის მიმდევრები ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ, მათ ტაძრებში მუდმივად ენთო წმინდა ცეცხლი - როგორც ღმერთის სიწმინდის და სინათლის სიმბოლო. ცეცხლი არასოდეს ქრებოდა - მაგრამ ზოროასტრების ყოველ ტაძარში იმყოფებოდა განსაკუთრებული თეთრი ხარი - როგორც სიმბოლო შემოქმედებისა და ბუნების ძალებისა.


საერთოდ უნდა ითქვას, რომ ხარი არის მიწათმოქმედების სიმბოლო - მიწათმოქმედება დაკავშირებულია მთვარის ფაზებთან - მზის და მთვარის კალენდართან - რისი ცოდნაც აუცილებელი იყო ხვნა-თესვისათვის... საინტერესო ისიცაა, რომ მსოფლიოს მრავალი ანბანი იწყება ასო ა-თი. ა-ასოს ბერძნულ ანბანში ალფა ჰქვია, თავის მხრივ იგი იქ მოხვდა ფინიკიური ასო ა-ალეფისგან, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ეს ასო მოიპარეს ეგვიპტელებისგან და მას აპისი (ხარი) ერქვა. ფინიკიელებმა აპისის რქების გამომსახველი ეგვიპტური სიმბოლო 90 გრადუსით მოატრიალეს...
IPB-ს სურათი
აპისის კულტი ძველ ეგვიპტეში კავშირში იყო მთვარის ფაზებთან და მთვარის კალენდართან - ღვთიურ ხარს - აპის ირჩევდნენ ყოველ 25 წელიწადში. ამისათვის ქურუმები დადიოდნენ მთელს ეგვიპტეში და ეძებდნენ შავ ხარს, რომელსაც განსაკუთრებული ნიშნები ექნებოდა.
25 წელიწადი კავშირშია მთვარესთან - ყოველ 25 წელს მთვარის ფაზები ემთხვეოდა ერთსა და იმავე დღებს.


http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/15/1.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 29 2007, 02:24 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



საქართველო უძველესი მიწათმოქმედების ქვეყანაა და ამის გამოა აქ, როგორც ჩანს, შვიდიოდე ათასი წლის წინათ მეურნეობის ეს დარგი შეჭრილი კულტის სფეროში. ადრეა ქცეული საკულტო საგნად ხარის გამოსახულებაც, ე. ი. ძველი ჩანს საფუძველი ქართული ტრადიციისა, რომლის თანახმად ხარი მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნეოდა. მისი სახატო დანიშნულების გამოსახულებანი ადრე თიხისაგან უკეთებიათ (ახალციხის “ამირანის გორა”)[38], გვიან კი – ბრინჯაოსაგან[39]; ანტიკური ხანის საქართველოში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ხარი – სიმბოლო ძველ მიწათმოქმედთა ქვეყნისა – უძველეს ქართულ ფულებზე, ე. წ. კოლხურ თეთრზე, ძვ. წ. VI-II[40]. კიდევ უფრო გვიან, საკულტო ხარი ზღუდრის გვიანანტიკურ (ახ. წ. II-III სს.) სამარხში იჩენს თავს[41]. ქართულ ტომთა სამეურნეო ყოფაშიაც ამ მხრივ საყურადღებო მასალებია შემონახული: ასე მაგალითად, ბოჭოლას თუ ბოჩოლას გამოსახულების მქონე სახატო პური უცხვიათ ხევსურებს[42]; ღვთისადმი შეწირული ხარის თავის ქალა ისტორიული შიდა ქართლის მცხოვრებთ ავი თვალისაგან საუკეთესო ჯეჯილისა დასაცავად შუა პურის ყანაში დაუდგამთ[43].

ვარაუდობენ, რომ სამეგრელოში ძველად გავრცელებული ხალხურ-სპორტული სანახაობა – კურული – ბუღებთან შეჯიბრება, უნდა ასახავდეს ხარის მოთვინიერებას, მის გახედნას, იმ ბრძოლის მსგავსად, რომელსაც შუმერების გმირები გილგამეში და ენქიდუ გარეულ ხართან აწარმოებდნენ[44]. კურული თითქოს ასახავს ხარის მოშინაურების წინა საფეხურზე მიწათმოქმედი მამაკაცის ბრძოლას მიწის დასამუშავებლად ასე აუცილებელი მუშაძალისათვის. ყველაფერი ეს საფუძველს უნდა ქმნიდეს გამოითქვას ვარაუდი იმის შესახებ, რომ ხარის კულტის წარმოშობის თავდაპირველი კერა კავკასიაში, წინა და მცირე აზიაში, ე. ი. უძველესი მიწათმოქმედების არეში იგულისხმება.

ახლა ჩვენთვის საინტერესო საკითხისათვის იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ასეთად უნდა მივიჩნიოთ ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კერათა რქისებური მოყვანილობა ან მათი მსგავსი სამკაულები აღმოჩენილი ცხინვალის ნაცარგორაზე[45], მესხეთში (ხიზაბავრა?)[46], ურბნისთან “ტვლეპია ქოხზე”[47] და ა. შ. დაბლაგომში 1937 წელს აღმოჩენილი საკულტო გამოსახულებები – თიხის პატარა სამფეხა ფიგურები, რომლებსაც ასტრალური სახის ნაჭდევები აქვთ; რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს სამფეხა საკიდები, რომელთა კარგად გაშლილი რქები ხარის საკმაოდ ექსპანსიურ სახეებსა ქმნიან და სხვ.[48], განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ამ თვალსაზრისით ქართული ანბანის 34-ე ასო “ხარის” მოყვანილობა. იმის გარდა, რომ ასოს სახელი ხარს აღნიშნავს, მისი მოყვანილობაც ხარის რქებს გამოსახავს და მთვარის სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ[49].

მითითებული მასალის გაცნობა გვარწმუნებს იმაში, რომ მიწათმოქმედების კულტის საგნები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ახალი მთვარის გამოხატულებას, ე. ი. შინაარსითაც და გარეგნულადაც კანონზომიერი ჩანს უძველესი ქართული მიწათმოქმედების კულტის გადაზრდა მამა-ღმერთის, მთვარის შემდეგ კი – წმინდა გიორგის კულტში. ამის მიხედვით ხარის ე. წ. საწესო გამოსახულებანი მთვარის ღვთაების სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ; ე.ი. შეიძლება ვთქვათ, რომ ანტიკურ საქართველოში ასე გავრცელებულ და გაბატონებულ მთვარის ღვთაებას (არმა-არმაზი, შემდეგ წმინდა გიორგი) შვიდიოდე ათასი წლის ტრადიცია მაინც ჰქონდა.

http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/15/1.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
laziale
პოსტი Feb 7 2008, 04:26 PM
პოსტი #12


ლაციალე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 159
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 851



მაგარი თემააა smile.gif საინტერესო იქნებოდა დალიზე, მაცილზე, ბეთქილზე, კოპალაზე და სხვებზე რამე ახალის გაგება


--------------------
.........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Feb 7 2008, 04:46 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



მინდა თემა გავხსნა "მსოფლიო რელიგიები და კულტები" ძალიან შრომატევადი არის ვიცი სადაც მიმოვიხილავ თითქმის დედამიწაზე არსებულ რელიგიებსა თუ კულტებს ეს იმდენად საინტერესოა რომ გავიგებთ ისეთ კულტებს, სექტებს, და რელიგიურ მიმდინარეობებს რომლებიც უმრავლეს ჩვენთაგანს გაგონილიც არ გვექნება და თუ მხარში ამომიდგებით იქეთა კვირიდან დავიწყებ, რა აზრის ხართ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2008, 05:05 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(თემო @ Feb 7 2008, 04:46 PM) *

მინდა თემა გავხსნა "მსოფლიო რელიგიები და კულტები" ძალიან შრომატევადი არის ვიცი სადაც მიმოვიხილავ თითქმის დედამიწაზე არსებულ რელიგიებსა თუ კულტებს ეს იმდენად საინტერესოა რომ გავიგებთ ისეთ კულტებს, სექტებს, და რელიგიურ მიმდინარეობებს რომლებიც უმრავლეს ჩვენთაგანს გაგონილიც არ გვექნება და თუ მხარში ამომიდგებით იქეთა კვირიდან დავიწყებ, რა აზრის ხართ?


მე პირადად თანახმა ვარ, თემო, საინტერესო თემა იქნება smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 05:49 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



tamara
საქართველოში ვაზის კულტთან დაკავშირებული ცნობები მაინტერესებს. ხომ არ მოგეპოვება, თამარ, ინფორმაცია?


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 21 2008, 02:42 PM
პოსტი #16


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



თამარ, აქ რაგაცეები შენი ინფორმაციებიდან მეორდება, მაგრამ იყოს სრულად. არ ამოვჭერი...


ასტრალური კულტები (ბერძნ. astēr - ვარსკვლავი), ციურ მნათობთა თაყვანისცემა. ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს ხალხებში, უმეტესად ძველ აღმოსავლეთში. ასტრალური კულტების აღმოცენებასა და გავრცელებას ხელს უწყობდა მიწათმოქმედების, განსაკუთრებით ირიგაციის განვითარება. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ადრევე დაიწყეს დაკვირვება ციურ მოვლენებზე, რომელთა მიხედვით ადგენდნენ მდინარეების (ტიგრი, ევფრატი, ნილოსი) ადიდების დროსა და ხანგრძლივობას. ამ ნიადაგზე შემუშავდა ძვ. შუმერების, ბაბილონელების, ეგვიპტელებისა და სხვა. განვითარებული ასტრალური კულტები მაგ., ბაბილონელების ღვთაებათა პანთეონში შედიოდა უზენაეს ღვთაებათა შვიდეული: სინი (მთვარე), შამაში (მზე), მარდუქი (იუპიტერი), იშთარი (ვენერა), ნერგალი (მარსი), ნაბუ (მერკური) და ნინურტა (სატურნი). მათგან უდიდეს ღვტაებებად ითვკებოდნენ მთვარე და მზე. წინა აზიის უძველესი მოსახლეობის ღვთაებათა პანთეონში მზე უმთავრესად ქალღვთაების სახით იყო წარმოდგენილი. ბერძნები მას მამაკაცად წარმოადგენდნენ, მამაკაცად იყო მიჩნეული სემიტების მზის ღვთაებაც.

საქართველოში ასტრალური კულტებმა ძველთაგანვე განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია და სხვადასხვა წეს-ჩვეულებათა სახით გვიანობამდე შემორჩა. აქაც ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში პირველი ადგილი მზეს და მთვარეს ეკავა. ამასთან, მზე წარმოდგენილი ჰყავდათ ქალღვთაების სახით (მზექალი, ბარბალე), ხოლო მთვარე - მამაკაცის სახით.

ქართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მზის მოქცევასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამ მნათობის მოძრაობასთან (ნაბუნიობა) აკავშირებდნენ ბარბარობას ანუ მზის დაბადების დღეობას და თვის კალენდარს. ამავე დღეობის მიხედვით იქმნებოდა წარმოდგენა მომავალი წლის ავკარგიანობაზე. ძვ. საქართველოში მზის კულტთან ერთად არსებობდა განვითარებული მთვარის კულტი. მთვარის ღვთაებას, ზოგიერთი შეხედულებით,პირველი ადგილი ეკავა ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში. მისი ერთ-ერთი ტაძარი აღმართული იყო იბერიისა და ალბანეთის საზღვარზე. მთვარის კულტს ძველ საქართველოში ბევრი რამ ანათესავებს იმ ხალხთა (ასურელები, ბაბილონელები, საბიელები, ძვ. არაბები და სხვა) რელიგიის წარმოდგენებთან, რომელთაც მთვარე უმთავრეს ღვთაებად და მამაკაცად მიაჩნდათ. ივ. ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ ქართული ლამპრობა და საბიელების მთვარის დაბადების დღესასწაული ერთი და იგივეა. ორივე 24 იანვარს აღინიშნებოდა, ოღონდ ქართველები მთვარის სადიდებლად არყის ხის ტოტებს ანთებდნენ, საბიელები კი - პალმის ტოტებს.

საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ძველ კულტურულ ხალხებში, თაყვანს სცემდნენ აგრეთვე ცისკრის ვარსკვლავს. ხალხის რწმენით მზის ამოსვლის წინამორბედი ეს მნათობი სხვა ვარსკვლავებზე მეტად ჰგავდა მზეს. სვანეთი ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ქართველები ცისკრის ვარსკვლავის სადიდებელ რიტუალს სხვადასხვა დღეობებში ასრულებდნენ.

ქართველთა ასტრალურ რელიგიაში ასახულულია ქართველი ხალხის ისტორიულ წარსულის, ყოფა-ცხოვრების, მეურნეობისა და ბუნებრივი გარემოს თავისებურებანი. მაგ., დაწინაურებელი მელითონეობის საფუძველზე ქართველ ტომებში აღმოცენდა რწმენა-წარმოდგენები, რომელთა მიხედვით, რკინის ჭედვა ხალხს ასწავლა ცისკრის ვარსკვლავთან დაკავშირებული ქალღმერთის, "ოქროსნაწნავიანი" დალის (ნადირთ პატრონის) შვილმა, "ოქროსკბილიანმა" ამირანმა. ოქრო და ოქროსფერი მზეს უკავშირდებოდა. ხალხს სწამდა, რომ მზე ოქროს ბურთია და ქვეყანას ოქროს სხივებს ჰფენს. სვანური თქმულების "მზე და მთვარის" მიხედვით, საღამოს ზღვაში ჩასვენების დროს მზე ოქროს აბნევს და თუ კაცმა ამ დროს კვერნის ტყავი ზღვაში ჩადო, ტყავი ოქროთი დაიფარება.

ქართული ასტრალური კულტების ერთ-ერთი თავისებური ელემენტთა საახალწლო ჩიჩილაკი და მასთან დაკავშირებული წარმოდგენები. ჩიჩილაკის ერთ-ერთ სახეობას რაჭა-ლეჩხუმში გვერგვი ეწოდებოდა. მას შიგნით ჯვრის სახით ჰქონდა დატანებული თხილის ორი კანჩათლილი ჯოხი, ე. წ. "პაპაჯვარი". გვერგვი მზეს, სხივოსნობას განასახიერებდა და მას მზის ღვთაების ემბლემის მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქართული პანთეონი თავდაპირველად სამ დიდ ღვთაებას აერთიანებდა, მაგ., აღმოსავლეთ საქართველოში მთიელთა რელიგ. პანთეონის სათავეში იდგა მთვარის ღვთაება, ანუ მორიგე, მეორე ადგილი მზე ქალად წოდებულ მზის ქალღვთაებას ეკავა, ხოლო მესამე კვირიას, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა ადგილობრივი ანუ მიწიერ ღვთაებებსა და მორიგეს შორის.


ძველ ქართულ ასტრალურ პანთეონში უზენაეს ღვთაებათა შვიდეულის სახელები ეწოდებოდა კვირის დღეებს. მეგრულში კვირა დღეა ჟაშხა, რაც მზის დღეს ნიშნავს; ორშაბათი - თუთაშხა - მთვარის დღე; სამშაბათი - თახაშხა - თახას დღე; ოთხშაბათი - ჯუმაშხა - ჯუხას დღე; ხუთშაბათი - ცაშხა - ცის დღე; პარასკევი - ობიშხა - ვობის დღე. ამ სახელებში "ხა" არის ფონეტიკური სახეცვლილი მეგრული დღა (დღე). ჟა (ბჟა) მეგრულად ნიშნავს მზეს, თუთა - მთვარეს. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, სამშაბათი (მეგრ. თაშხა - თახაშხა) ქართველებისათვის მარსის და მისი ღვთების, თახას დღე უნდა ყოფილიყო. ოთხშაბათის მეგრულ-ჭანურ-სვანურ სახელში შემავალი "ჯუმა" შეიძლება იყოს მერკურის ძველი ქართული სახელი. ხუთშაბათის მეგრული სახელი ცაშხა ივ. ჯავახიშვილს მიაჩნდა ცისკრის ვარსკვლავის, ხოლო პარასკევისა - ობიშხა - იუპიტერის დღის შესატყვისად. შაბათ დღის ქართული სახელი არ ჩანს არც სვანურში და არც მეგრულ-ჭანურში. ს. ორბელიანის ლექსიკონში გვხვდება შვიდეულის დღეთა სახელები, რომლებიც დაცული ყოფილა ძველ სამწერლობო ქართულში. ეს სახელები შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რომელი დღე რომელ მნათობთა და ღვთაებასთან იყო დაკავშირებული ქართულ წარმართულ კალენდარში. მართალია, მწკრივში ხუთი დღე დასახელებულია ბერძნულად, რაც მოწმობს, რომ ბერძნულ სახელებს განუდევნია სამწერლობო ქართული ენიდან შვიდეულია დღეთა ძველი ქართული სახელები, მაგრამ აქ დღეთა და მნათობთა სახელების დალაგების წესი ბერძნულს არ უდგება. ქართულში კვირა - მზის დღეა, ორშაბათი - მთვარისა, სამშაბათი - არიასი (მარსისა), ოთხშაბათი - ერმისა ანუ ჰერმესისა (მერკურისა), ხუთშაბათი - აფრიდიტესი ანუ ვენუსისა (ცისკრისა), პარასკევი - დიოსისა (იუპოტერისა), შაბათი - კრონოსისა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Feb 21 2008, 05:42 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



tamuna m
მადლობა
ძვირფასი მასალაა და დიდი ხანია ამ - რაღაც დეტალებს ვეძებდი.
ხომ ვერ მეტყვი რა წყარო გაქვს გამოყენებული?
რა ლიტრატურა არსებობს წარმართული საქართველოს კულტების შესახებ?


ბაბილონელების ღვთაებათა პანთეონში შედიოდა უზენაეს ღვთაებათა შვიდეული: სინი (მთვარე), შამაში (მზე), მარდუქი (იუპიტერი), იშთარი (ვენერა), ნერგალი (მარსი), ნაბუ (მერკური) და ნინურტა (სატურნი).
-------------------------
ხომ არ იცი შუმერულში როგორ იყო?


ნანა (მთვარე), ინანა და უტუ (მზე) ვიცი - სხვები?.





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2008, 05:53 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Feb 21 2008, 02:42 PM) *

ძველ ქართულ ასტრალურ პანთეონში უზენაეს ღვთაებათა შვიდეულის სახელები ეწოდებოდა კვირის დღეებს. მეგრულში კვირა დღეა ჟაშხა, რაც მზის დღეს ნიშნავს; ორშაბათი - თუთაშხა - მთვარის დღე; სამშაბათი - თახაშხა - თახას დღე; ოთხშაბათი - ჯუმაშხა - ჯუხას დღე; ხუთშაბათი - ცაშხა - ცის დღე; პარასკევი - ობიშხა - ვობის დღე. ამ სახელებში "ხა" არის ფონეტიკური სახეცვლილი მეგრული დღა (დღე). ჟა (ბჟა) მეგრულად ნიშნავს მზეს, თუთა - მთვარეს. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, სამშაბათი (მეგრ. თაშხა - თახაშხა) ქართველებისათვის მარსის და მისი ღვთების, თახას დღე უნდა ყოფილიყო. ოთხშაბათის მეგრულ-ჭანურ-სვანურ სახელში შემავალი "ჯუმა" შეიძლება იყოს მერკურის ძველი ქართული სახელი. ხუთშაბათის მეგრული სახელი ცაშხა ივ. ჯავახიშვილს მიაჩნდა ცისკრის ვარსკვლავის, ხოლო პარასკევისა - ობიშხა - იუპიტერის დღის შესატყვისად. შაბათ დღის ქართული სახელი არ ჩანს არც სვანურში და არც მეგრულ-ჭანურში. ს. ორბელიანის ლექსიკონში გვხვდება შვიდეულის დღეთა სახელები, რომლებიც დაცული ყოფილა ძველ სამწერლობო ქართულში. ეს სახელები შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რომელი დღე რომელ მნათობთა და ღვთაებასთან იყო დაკავშირებული ქართულ წარმართულ კალენდარში. მართალია, მწკრივში ხუთი დღე დასახელებულია ბერძნულად, რაც მოწმობს, რომ ბერძნულ სახელებს განუდევნია სამწერლობო ქართული ენიდან შვიდეულია დღეთა ძველი ქართული სახელები, მაგრამ აქ დღეთა და მნათობთა სახელების დალაგების წესი ბერძნულს არ უდგება. ქართულში კვირა - მზის დღეა, ორშაბათი - მთვარისა, სამშაბათი - არიასი (მარსისა), ოთხშაბათი - ერმისა ანუ ჰერმესისა (მერკურისა), ხუთშაბათი - აფრიდიტესი ანუ ვენუსისა (ცისკრისა), პარასკევი - დიოსისა (იუპოტერისა), შაბათი - კრონოსისა.


მართლაც ძალიან კარგი მასალაა. მეც დიდი ინტერესით წავიკითხე smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 21 2008, 07:01 PM
პოსტი #19


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



თამარ, საიდანაც გადმოვაკოპირე, დამხმარე ლიტერატურად მოყვანილი იყო შემდეგი:
ბარდაველიძე ვ., ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარ-ბაბარ), თბ., 1941;
მისივე, ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953, თ. 2;
დონინი ა., ადამიანები. კერპები და ღმერთები, თბ., 1965
მაკალათია ს., ჯეგე-მისარიონის კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1938;
ჯავახიშვილი ივ., ქართული ერის ისტორია, წგნ., I, თბ., 1960, თ. 2
Boll F., Steraglaube und Sterndeutung, Lpz., 1918
მოძიებულია www.wikipedia.org


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 21 2008, 08:45 PM
პოსტი #20


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მეგრული მითების პერსონაჟები


მესეფებს მთიდან ფრინველები და ნადირები ჩამოჰყავთ (მთქმელი დ. სორდია , სოფ. კირცხი)

მესეფობა შემოდგომასაა. ერთად ექვსი მესეფიაო. სამი ქალია და სამი კაცი. ისინი ერთად არ ამოვლენ. მესეფებს მთიდან საქონელი და ფრინველები ჩამოჰყავთ ზღვის სანაპიროზე. სამ თბილ დღეს მოდენიან ზღვის ნაპირამდე. ზღვიდან მთისაკენ სამ ცივ დღეს მიდენიან იმ საქონელსა და ფრინველს, რომლებიც სიცივეს იტანენ (უძლებენ). ამიტომაა მესეფობა სამ დღეს. მესეფის ამოსვლით ამინდის გამოცნობა შეიძლება. მესეფობის დროს თუ კარგი ამინდია - საქონელი თეთრად გამოწყობილმა გოგოებმა მოდენესო, იტყოდნენ და ზამთარიც კარგი იქნებაო. ცუდი დღეები თუ იქნა - საქონელი ნაბდიანმა ბიჭებმა მოდენესო და ზამთარიც ძლიერ თოვლიანი იქნებაო. მესეფობაზეა დამოკიდებული (მიბმული) მონადირის ბედი. მესეფი მიუჩენს თავის წილ ნადირს მონადირეს. ნადირს ეტყვის: შენ ამისულუფა (თია) ყოფილიყვე, შენ კი იმისაო. მართლდება ხოლმე ეს. მონადირემ თუ სხვას ესროლა, ტყვია აცდება. მისთვის განკუთვნილს როცა ესვრის, ტყვია არასგზით არ აცდება.

მესეფების სასახლე (მთქმელი ა. ქებურია - ჩხოროწყუ)

მესეფებზე ბაბუაჩემის ნათქვამი ვიცი. მესეფობა ოქტომბრის ბოლო სამ დღესა და ნოემბრის დასაწყის სამ დღეს არის. სულ ექვსი დღე. ჩემი ბაბუას დედის ძმა გვაძი შელია ყოფილა საჩინოში. წალობის დროს წასულა გარეული ტახის მოსაკლავად. ბევრი უვლია ტყეში აქეთ-იქით და ბოლოს დაღლილი ტყეში ერთ წაქცეულ ხეზე ჩამომჯდარა. შორიდან მეჯოგის ყიჟინის მსგავსი ხმა შემოესმა. შემდეგ სტვენის ხმაც გაუგია. ფრიველები და ტყის ნადირები ყველა ერთად მოდენილან, მაგრამ თუ ვინ იყო მათი პატრონი ეს ვერ გაუგია, თვალით ვერაფერს ხედავდა თურმე. ღორი წაბლთან მოსულა და მისი ჭამა დაუწყია. გვაძის თოფი დაუმიზნებია. ამ დროს ვიღაცას დაუძახია: - მე გამექეც, მაგრამ გვაძის ტყვიის ბედი ყოფილიყავიო. გვაძის უსვრია და ღორი წაქცეულა. - გამარჯობა გვაძიო! - უთხრა ვიღაცამ. მიუხედნია გვაძის და პირტიტველა ბიჭი უნახავს, რომელსაც თოფი ეკიდა მხარზე. გვაძი! ეს კერატი მე გაჩუქეო. შენ ამას ვერსად წაიღებ, მე გამომყევი, არ შეგეშინდეს, დამელაპარაკეო, გვაძი ვაჟკაცი იყო, გულიანი, დალაპარაკებია და თან უკან გაჰყოლია. ბევრი რომ უვლიათ, გვაძის უნახავს ერთი ეზო, რომელიც ირმის რქებით შემოღობილი. ჭიშკრად შექლესილი ჯიხვის რქები ეკიდა. გაუღია ამ ბიჭს კარი და ეზოში შესულან. თოფი გამოურთმევია გვაძისთვის და სახლში შეუყვანია. ცოტა ხნის შემდეგ ეს ბიჭი სხვანაირი ტანსაცმლით გამოსულა მეორე ოთახიდან და თხილის წნელით მოწნულ სკამზე დაუჯენია გვაძი. ისიც ისეთივე სკამზე დამჯდარა. შიგნიდან გოგოების სიცილისა და მხიარულების ხმა ისმოდაო. ბიჭი რომ დაიძახებდა "დოიტ-ს" სიცილის ხმა შეწყდებოდაო. იმ ბიჭს უთქვია: ისინი ჩემი დები არიანო. ქრისტიანის სუნს გრძნობენ და შენი ჭკუიდან შეშლა უნდათო, მაგრამ ამის ნებას მე მათ არ მივცემო. გვაძი ამდგარა და ეზოში გადაუხედია. უნახავს ერთი ძვლის მესერზე კაცი და მეორე ძვლის მესერზე ქალი იყო მიბმული. ქალს მოჭრილი კაცის თავი ეკიდა და კაცს კი ქალის მოჭრილი თავი ჰქონდა ჩამოკიდებული თხილის ტკეცისაგან დაგრეხილი თოკით. მიბმულები ერქინებოდნენ ძვლის მესრებს, მესრის ამოგდება სურდათ. ცოტას რომ მოარყევდნენ, მესერზე ბოლოქანქარა ჩიტი ჩამოჯდებოდა და აჯავრებდა ორივეს. იქვე ეგდო ცხენის ფეხის მსხვილი ძვალი. კაცი აიღებდა ამ ძვალს და დაჰკრავდა ჩიტს. ბოლოქანქარაგაფრინდებოდა, მორყეული მესერი კი ისევ გამაგრდებოდა ბოლომდე ჩაესობოდა. ამ ბიჭმა მითხრაო: ესენი ჩემი დედ-მააო. ერთხელ საქონლის გასადენად წავიდნენო. ერთმა კაცი მოიყვანა, მეორემ ქალიო. ორივე წაახდინეს, ჭკუიდან შეშალეს. ამის გამო ასეთი ბედი ვარგუნე ჩემს მშობლებსო. ისევ ჩამოვჯექი სკამზეო. მე თვალით რომ ვერ ვხედავ ისე, ხელი დამაბანინეს, ხელსახოცი მომცეს, საჭმელები წინ დაგვიწყვეს, მაგრამ ვის როგორ მოჰქონდა ამას კი თვალით ვერ ვხედავდიო. ჭამის დროს იცინოდნენ, მაგრამ მე ეს ბიჭი მიცავდა და ხელს ვერ მახლებდნენო. დამიგეს საწოლი და დამაწვინესო. ვიფიქრე: რა დამემართება ვინ იცის და ჯობია არ დავიძინო, მაგრამ დამძინებოდა და მეორე დღეს მზე რომ ამოიწვერა, გამეღვიძაო. საუზმე მაჭამეს. დაღამებამდე ვილაპარაკეთ. როცა დაღამდა, ის ბიჭი ისევ ისე გამოეწყო, როგორც პირველად ვნახე, ჩემი თოფი მომცა და მითხრა: - წავიდეთ ახლა შენ კერატთანო. წასულან. ტყეში გვაძის უცვნია თავისი ნაჯდომი ხე. - გვაძი! შენი კერატი აგერ აგდია. ახლა შენთვის მომიცია ნადირობის ბედიო: ეს ამბავი (რაც შეგემთხვა) არსად არ თქვა, თორემ მოკვდებიო. მეორე დღეს გვაძის ბიჭები წამოუყვანია კერატის წასაღებად. გვაძის უთქვია: წუხელ წაბლის ხეზე გავათენე ღამეო, მოუტყუებია. ბაბუაჩემმა თქვა: ეს ამბავი გვაძის სიბერემდე არ უთქვამსო. ბოლოს თქვა და მერე მოკვდაო. ის ბიჭი მესეფი იყოო. იმ წელს ბიჭები ამოსულან და ზამთარიც ძლიერი (მაგარი) ყოფილა. მესეფობის დღეებში თუ წვიმებია ბიჭი მესეფებია ამოსული და ზამთარიც მაგარი იქნება. თუ წვიმები არ იქნა ქალი მესეფები იქნებიან ამოსული და ზამთარიც კარგი იქნება.

ოჩოკოჩი [/u]— ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე სჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულსოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად.

ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება
(მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი)

ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა.


ოჩოკოჩის ეშვები აქვს
(მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს )

მე არ მინახავს, მაგრამ ბევრჯერ გამიგია: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო. ოჩოკოჩი ახმახიაო, იტყოდნენმ ფეხშიშველა დადის და ეშვები აქვსო. მკერდზე საფეთელის მსგავსი რქები აქვს წამოზრდილიო. როცა დადის, ყვირის და მიხარხარებს. სადაც კაცი ცხოვრობს, იმ ადგილებში არ დადის. უმეტესად მონადირეები და მეჯოგეები ხვდებიან მას.


ოჩოკოჩი და მეთევზე
(მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)

ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.

ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ცემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა

ტყაშმაფა[u] – ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის...


წყარიშდიდა[u] (მთქმელი ნ. სიგუა, ) წყარიშდიდა (წყარიშმაფა) ცხოვრობს ღელეში, ჭონჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზედა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაგიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე. უსათუოდ უჟმური შეგეყრება. ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს. წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე

წყარიშმაფას მოჭრილი თმა (მთქმელი ჟ. ბოკუჩავა, სოფ. ლესიჭინე) ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია - ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის . მას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არც ერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო." მართლაც ყველა ამოწყვეტილა. წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვია: "სავარცხელი მომაძებნინეო." ამ ბიჭს უთქვამს: შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატლით თმა მოუჭრია და ცეცხლში დაუწვავს. წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა.

წყლის დედა კივილით გაურბის დადევნებულ მგლებს (მთქმელი გ. ქობალია, გალის რაიონი) იტყოდნენ: წყალში ცხოვრობს (ზის) წყლის დედაო. იგი წინათ უნახავთ საკუთარი თვალით ერთ ღამეს, ქურდი კაცი მიდიოდა გზაზე და ნაქურდალ საქონელს მოდენიდა. გზა წყლის პირს მიჰყვებოდა. უცბად საშინელი კივილი შემოესმა. იფიქრა, ალბათ ქალიშვილი მოიტაცა ვიღაცამ და ის ქალია, რომ კივისო (მიჰკივისო). შეშინდა ქურდი და ტყის სიღრმეში შევიდა. ისევ გაისმა კივილი. ახლა უფრო ახლოს ისმოდა კივილის ხმა. დაინტერესდა ეს კაცი. ნახა, რომ წყალს მოაპობს წყლის დედოფალი (წყარიშმაფა), აქეთ-იქით ნაპირზე მგლები მისდევენ.ახლოს რომ მივიდა, ნახა, რომ ქალს არაფერი აცვია, ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვს. ამ თმით მთელი ტანი აქვს დაფარული. მდინარის ნაპირთან ყოფილა ღრმა დინება, ჩასაყვინთი მორევი. აქ რომ მისულა ეს ქალი, უცბათ გამქრალა, დაკარგულა. ალბათ, მგლებს გაექცა, თავის სამყოფში მიიტანა თავი.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2019 - 12:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი