IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები...
tamara
პოსტი Feb 21 2008, 08:59 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ბარბალე – ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.

ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.


ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).

ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.

ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყოსი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 21 2008, 09:29 PM
პოსტი #22


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა(laziale @ Feb 7 2008, 04:26 PM) *

მაგარი თემააა smile.gif საინტერესო იქნებოდა დალიზე, მაცილზე, ბეთქილზე, კოპალაზე და სხვებზე რამე ახალის გაგება



დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.

მაცილი — ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები საიქიოდან. აშინებენ მგზავრებს და მონადირეებს, ააცდენენ მათ სწორი გზიდან, კლავენ ბავშვებს, აჯადოებენ ადამიანებს და საქონელს. მაცილებს მოსდევს კოპალა, რომელიც მათ კეტით და მშვილდ-ისრით კლავს. მაცილთა დედა ზოგჯერ დევების დედად მოიხსენიება; მას ეძღვნება სალოცავი სოფელ როშკაში, სადაც ქალები მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს

კოპალა, წინაქრისტიანული სათემო ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავსა (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობა, ჭალაისოფელი). სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ. კოპალას სამლოცველოები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში. მორწმუნეთა წარმოდგენით, კოპალა გაღვთიშვილებულ ხორციელად ითვლებოდა, რისთვისაც იახსართან ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა) ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვის ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით, კოპალა, როგორც სათემო ღვთაება, თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. ამ ფუნქციათა დამთხვევის გამო კოპალა და იახსარი მოძმე ღვთიშვილებად მიაჩნდათ. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთში, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობანი, სამეურნეო ინვენტარი, ფლობდა განძს და ა. შ.

ეს ინფორმაცია ძალია მწირია.
თუ სხვა ქართული მითების პერსონაჟები დაგაინტერესებს, აქ ნახე
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%...%83%91%E1%83%98


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 27 2008, 01:43 PM
პოსტი #23


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ქართველებს გაღმერთებული ჰყავდათ სხვადასხვა მცენარეები (მუხა, იფნი, ალვა, ცაცხვი, უთხოვარი, ვაზი, პირიმზე და სხვა), ცხოველები (ხარი (ეს უკვე არნიშნა თამარმა), ტახი, მგელი გველი, ვეშაპი).
ქართველები მცენარეთა შორის ყველაზე მეტ პატივს სცემდნენ მუხას, როგორც მზესთან დაკავშირებულ საღვთო ხეს. ხევსურებსა და ფშაველებს სწამდათ მუხის ანგელოზის არსებობაც. მუხას უკავშირდება სალოცავ ადგილთა სახელწოდებანი: ჭყონდიდი ("ჭყონი" მეგრულად ნიშნავს მუხას), რკონი. თავდაპირველად ვაზიც საკულტო მცენარე იყო...ხეთა კულტი უძველესი რწმენის ყველაზე უფრო მტკიცე ფორმას წარმოადგენდა, რომლის ზოგიერთი ელემენტი დღემდეა შემონახული. მაგ. აფხაზებისთვის ქრისტიანობის მიღებამდე, საგვარეულო ტოტემს წარმოადგენდა თხმელა. აფხაზები ფიჭვის თესლს საჭმელად ხმარობდნენ და ბერძნები მათ ამის გამო ფტიროფატებს, ანუ გირჩისმჭამელებსაც უწოდებდნე. ფიჭვს აფხაზურად ეწოდება "აფსა". აქედან "აფსუა" ნიშნავს გირჩის მჭამელს.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 27 2008, 02:03 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



თქვენ დარწმუნებულნი ხართ რომ კვირია წარმართული ღვთაებიდან მოდის? მე უფრო წმიდა კვირიკე მგონია, წმიდა კვირიკეს ბევრი ძველი ტაძარია შემორჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის სვანეთშიც, აქედან ჩანს, რომ წმიდა კვირიკე ოდითგანვე დიდ პატივს მიაგებდნენ ქართველები. ნუ ეხლა სხვა თემაა რამდენად შეერია დროთა განმავლობაში წარმართობის ელემენტები, მაგრამ მე მაინც მგონია რომ საწყისი ისევ ქრისტიანობიდან მოდის.



აი თუნდაც ბარბალე ავიღოთ, უფრო ადვილი წარმოსადგენია რომ წმიდა ბარბარედან მომდინარეობდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა წარმართული ელემენტებიც შეერია.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2008, 02:37 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,039
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Feb 27 2008, 01:43 PM) *


ქართველები მცენარეთა შორის ყველაზე მეტ პატივს სცემდნენ მუხას, როგორც მზესთან დაკავშირებულ საღვთო ხეს.


თამუნა, როგორ ფიქრობ, შეიძლება რომ რაღაცით კავშირში იყოს ეს ხალხური ლექსი მუხასადმი თაყვანისცემასთან?

ხალხური

მუმლი მუხასაო
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუმლი ჰქრებოდაო,
მუმლი წყდებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალში ჩავარდაო,
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო,
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 27 2008, 04:53 PM
პოსტი #26


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



რა გითხრა მარინე?
მე არც ისე კომპეტენტური ვარ ამ საკითხში, რომ ასეთი დასკვნები გამოვიტანო.
მაქვს წიგნი, სადაც წარმართულ კერპებზე და მითებზე ლექსებია, მაგრამ იქ ეს ლექსი არ არის.
ისე გამროიცხული არაფერია.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2008, 05:01 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,039
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Feb 27 2008, 04:53 PM) *

რა გითხრა მარინე?
მე არც ისე კომპეტენტური ვარ ამ საკითხში, რომ ასეთი დასკვნები გამოვიტანო.
მაქვს წიგნი, სადაც წარმართულ კერპებზე და მითებზე ლექსებია, მაგრამ იქ ეს ლექსი არ არის.
ისე გამროიცხული არაფერია.


მადლობა, თამუნა, პასუხისთვის და ყველაფრისთვის a025.gif

ველი შენს საინტერესო პოსტებს rolleyes.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 27 2008, 07:40 PM
პოსტი #28


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ქრისტიანობი წინამორბედ ღვთაებათა შორის ძველ მსოფლიოში უპირველესი ადგილი ეჭირა ღვთაება მირსას, ანუ მითრას.
მითრაიზმი წარმართული მოძღვრების უკანასკნელი და უძლიერესი სიტყვა იყო. მისი მკვლევარნი ერთხმად გვარწმუნებდნენ, წარმართულ მსოფლიოს ქრისტიანობა, რომ არ მოვლენოდა, კაცობრიობა მითრას იწამებდაო...
უძველესი ცნობები მითრას შესახებ დაცულია ინდოელტა "რიგვედაში", სადაც ის მოხსენებულია მთავარ რვთაება-ვარუნასთან თითქმის განუყრელად. მას უწოდებდნენ ვარუნამითრას, ან მითრავარუნას, რომელიც ნათელისა და ბრჭყინვალე ცის ღვთაებად იყო აღიარებული და აგრეთვე ყოველგვარი სიკეთისა და სიცოცხლის წყაროდ მიჩნეული ეს ტყუპი ღვთაება ყოვლის მცოდნე და მხილევლია. ორივე ერთ ეტლში სხედან, ერთს ფიქრობენ, ცრუსა და მატყუარას სასტიკად დევნიან. სამყაროსაც ერთად განაგებენ. მზე ვარუნა მითრას თვალად ითვლებოდა და მისი გამოხატულების სიმბოლო იყო...
ძველ სპარსეთში მითრას კულტი განსაკუთრებით აქემენიდების დროს გაძლიერდა: ის მხედართა მფარველ ღვთაებად იყო აღიარებული და მის სახელწოდებას თვით ირანის მეფეები და სარდლებიც ატარებდნენ...ამიერიდან მითრა ირანის მფეების მფარველ ღვთაებად იქცა. მის სახელს ფიცულობდნენ და ცხენებს სწირავდნენ. ირანის სამეფოს წინ მიუძღვოდა მითრასადმი შეწირული ეტლი, რომელშიც 6თეთრი ცხენი იყო შებმული. ამიტომ სადაც ირანის ძლევამოსილი ჯარი შედიოდა, იქ მას თავისი მფარველი ღვთაების მითრას კულტიც თან შეჰქონდა და მაზდეანობასთან ერეთად მითრაიზმსაც ავრცელებდა.
ამიტ აიხსნებოდა ის გარემოებაც, რომ მითრას კულტი ასე სწრაფად ვრცელდებოდა მცირე აზიაში, განსაკუთრებიტ პონტოსა და კაბადოკიაში.სადაც ბატონობდნენ ირანის არისტოკრატები და სადაც მითრას კულტურისა და ადგილობრივი ღვთაებათა ერთგვარი გადაჯვარედინება მოხდა.კსბადოკიიდან მითრას კულტი მთელს მსოფლიოში სწრაფად ვრცელდებოდა.
მითრას კულტი გავრცელებული იყო ძველ სომხეთში და მას "მიჰრს" ეძახდნენ. სომხური მიჰრის ღვთაებრიობის ხილული განსახიერება იყო ორგვარი: "არეგ-აკნ" მზის თვალი-ორმუზდის თვალი ან ხილული მზე.. მეორე "ლუსინ" მთვარე, რომელსაც მოსე ხორენელი "ცეცხლის დას" უწოდებს.
არსებობდა თუ არა წარმართულ საქართველოში მითრას კულტი?მართალია ასეთი სახელწოდები ღვთაება არ იყო, მაგრამ მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ მითრაიზმის რწმენა საქართველოშიც იყო გავრცელებული, რადგან მჭიდრო კავშირი გვქონა აღმოსავლეთ კულტუროსან ერებთან.
ქართულ უზველეს მატინეში "მოქცევაი ქართლისაი", ქართველ მტავარ ღვთაებად არმაზია მოხსენებული, იგივე "აჰურამაზდა". ღვთაება არმაზისა და ცეცხლის თაყვანისცემის კულტის არსებობა საქართველოში, თავისთავად ჰგულისხმობს, მითრას რწმენის ჩვენში არსებიბას, , რომელიც აჰყრამაზდის მეორე პირად ითვლებოდა...
აჰურამაზდას განუწყვეტელი ბრძოლა ბოროტი ღვათაების არიმანის დასათრგუნად, უმთავრესად დამყარებული იყო იმ კეთილ გენიებზე და სულებზე , რომლებსაც იაზატებს უწოდებდნენ მათ შორის პირველობდა მითრა (სამყაროს გამგებელი და მებრძოლ ლაშქართა სარდალი) და ათარი (უხილავი წმინდა ცეცხლი). ამ ორივე კეთილი გენიის კულტი ქართულ ხალხურ რწმენაში დღემდე იყო დაცული. მა. დიდმარხის აღება ღამეს სამეგრელოში ასრულებდნენ სალოცავ "ჟინი ანთარს" (ზეციერი ანთარი). კერაზე აცხობდნენ ოთხკუთხა მოზრდილ ყველიან კვერს, რომელსაც ჯერ სუროს ფოთლებში შეახვევდნენ და შემდეგ ზედ ნაღვერდალს დააყრიდნენ. ვახშმის წინ ოჯახის უფროსი მამაკაცი კერასთან მივიდოდა, ნამცხვარს ნაცარსა და სუროს მოაცლიდა, კვერს ზედ კერაზე ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრიდა და ვედრება წარმოთქვამდა:
ზეციერო ანთარო, ბატონო-გამარჯვებულო!
ჩემი საქონელი შენ გაამრავლე!
ასობით ვიჭერდე და არაფერი
აკლდებოდეს, უშობელსა და
ხბოიანს ვერ ვარჩევდე ისე.
მიტრას კულტის ჩვენში არსებობას მოწმობს დას. საქართველოში დაცული ერთი ფრიად საყურადღებო სალოცავი, რომელსაც მეგრელები "მისრობას", ან "მირსობას" უწოდებენ, სვანები-"მეისარბ"-ს და გურულები "მოისარობას".
მირსობას მეგრელები დიდი მარხვის დაწყებამდე იხდიან. საგანგებოდ ასუქბენ ღორს ("ომირსე"). მირსობა დღეს, ხუთშაბათს (მეგრ.ცაშხა), ოჯახის უფროსი ამ ღორს კერის გარშემო რამდენჯერმე შემოატარებს შემდეგი ლოცვით: დღეს მირსობის მობრძანებავ! მე და ჩემს ცოლსა და შვილს ბედი მიეცი, ბედნიერად ამყოფე, ყოველი ალიანი და ჩალიანი (სიავე) გაუქარვე, ყოველივე ავი ზნისაგან, წყლისაგან შენ დაიცავი, შენ სახელდალოცვილო.
ლოცვის დასასრულს ღორს დაკლავენ. შემდეგ ოჯახის დიასახლისი, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ მრგვალ კვერსა და კვერცხს მოხარშავს. სადილის წინ ოჯახის წევრები, უფროს-უმცროსობით კერასთან მდგარ ტაბლასთან მივლენ და სათითოდ თავიანტ კვერცხებსა და კვერებს. თვალებზე მიიფარებენ, თან ატრიალებენ და შემდეგ ლოცვას წარმოსთქვამენ: წმ. მირსა დღეს ვლოცულობ! ჩემი თვალის სიმრთელისათვის, კვერით და კვერცხით, ავი თვალის ტკივილი, ავი თვალის დაწირპლვა შორს გამიქარვე. მთაზე ბუზი მიფრინავდეს ჩემს თვალს დაანახვე, მტაზე წიანჭველა მიცოცავდეს, ღმერთო, ჩემს თვალს დაანახვე, ჩემი თვალის ნაქნარით ცემი გული გაახარე.
ამ ლოცვის დასასრულს კვერსა და კვერცხს იქვე შეწამენ.
მაგრამ მირსობის ეს რიტუალი უფრო კარგად და სრულად დაცულია მთიან სამეგრელოში, ჩხოროწყუს სამ სოფელში: გოდოგანში, გარახაში და ჯუმითში. მირსობა დღეს ამ სამ სოფელში იმართებოდა ხატობა, რომელსაც "ჯეგე" ან "ჯგეგე-მისარონი" ეწოდება.
სოფ. გოდოგანი კურზუს თემშია და აქ ერთ მაღალ გორაკზე აშენებულია პატარა ეკლესია. რომელსაც "ჯეგე-მესარონს" უწოდებენ. დგეობა იმართება თებერვალში, 2კვირით წინ ყველიერამდის და სალოცავათ წინათ დიდძალი მხვეწარი მოდიოდა თურმე, განსაკუთრებით ის გვარები, რომალთა ფუძის ან გვარის (ჯინჯიში ხატი) ხატად იგი ითვლებოდა.: ფიჩხაია, ბერულავა, ჩარგაზია, მიქაია, გოგუა, ლაშხია, ნაჭყებია, აშორდია, ფონია, კვაშილია, გაბედავა, არაჰამია და სხვა. ჩარგაზიასა და ნაჭყებიას გვარიდან ირჩევდნენ ნათეებს, რომლებიც ხატს ამწყალობნებდნენ. მირსობა დღეს გოდოგანში ომირსე ღორს კერის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ და ჯეგე-მისარონს შესთხოვდნენ ოჯახის კეთილდღეობას. ომირსე ღორის ხორცის ჭამა დაღამებამდის არ შეიძლება. დილით კი მოხარშული კვერცხებითა და კვერებით თვალის საღობაზე ჩვეულებრივი წესით ლოცულობენ და შემდეგ ყველანი მიდიან ჯეგე-მისარონის ეკლესიაში, სადაც წინათ ასრულებდნენ სხადასხვა რიტუალს, ლოცვა-ვედრებას, რომელსაც მოჰყვებოდა ცეკვა-თამაში, სიმღერა და სხვა გართობანი. საღამოს მლოცავი სახლში მიდის. ოჯახის უფროსი ომირსე ღორით დაილოცებოდა, გაშლიდნენ სუფრას და რორის ხორცს სჭამდნენ.
ამ დღეს სალოცავად მოდიოდნენ გამოთხოვილი ქალები, რომელტა ფუძის ხატად ჯეგე-მისარონი ითვლებოდა. მათ ტან მიჰქონდათ სანტელ-საწირი და დაკლული ღორები. აქ გვარის ნატეები ამწყალობლებდნენ და შემდეგ შვილდში გამოატარებდნენ.
ვისაც შეთქმული ჰქონდა, იგი ჯეგე-მისარონს ღამეს უთევდა. მოჰყავდათ სულიტ ავადმყოფნი და თვალით სნეულნი. მათ მისარონის ხატის წინ დააწვენდნენ "ხატიში ითონჯირაფა", ღამეს ათევდნენდა ევედრებოდნენ ავადმყოფის განკურნებას.
თვალის სნეულების საწირში მიჰქონდათ ორი სანთელი, ორი კვერი, ორი კვერცხი და თეთრი ფულები. მუხლმოყრით ეკლეისას სამჯერ შემოუვლიდნენ და ევედრებოდნენ თვალის საღობას.
ასეთივე ხატობა იციან სოფელ გარახაში. თებერვალში, მირსობა დღეს გარახის წმ. გიორგის ეკლესიაში წინათ იმართებოდა ჯეგე-მისარონის დიდი ხატობა. ამ ხატის ყმებია: მაფორია და უბირია. ნათეებსაც ამ გვარიდან ირჩევდნენ. აქც თვალით სნეულნი და სულით ავადმყოფნი მოჰყავდათ. შეხვაწილები ხატს სწირავდნენ თვალის სანთელს, რომლების წარმოადგენდნენ თვალის კაკლისოდენა სანთლის რგოლებს. გარახიდან გათხოვილი ქალები მოდიოდნენ საწირით, დაკლული ღორებით, ლოცულობდნენ და ნათეები შვილდში გაატარებდნენ.
გარახასა და ჩხოროწყუს მახლობლად მდებარეობს სოფ. ჯუმითი. აქაც ასევე იცოდნენ წმ. გიორგის ეკლესიაში დიდი ხატობა.
(გაგრძელება იქნება)

ძალიან დაწვრილებიტ ხომ არ არის?
ზედმეტი ხომ არ დავწერე?
თუ რამეა, გამაჩერეთ.
ისე მერე უფრო საინტერესო იწყება


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 28 2008, 01:20 PM
პოსტი #29


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ვაგრძელებ მითრას კულტთან დაკავშირებით...

საფ. ჭგვინთთან არის სოფ. ჯიხაშკარი. აქ დღესაც დაცულია სამლოცველო. ადგილი მისარონ-კარი. მას უჭირავას საკმაოდ მოზრდილი და გაშლილი ფართობი., რომელიც დაფარული ცაცხვის და მუხის ხეებით. შუა მოედანზე დგას ხის პატარა სამლოცველო და მას ჯეგე-მისარონს უწოდებენ. ნააღდგომევს ახალკვირის სამშაბათს მისარონ-კარში იმართებოდა ხატობა, სადაც სალოცავად მოდიოდნენ: ზარანდიები, შენგელიები და ჩარგაზიები., რომელთა საგვარეულო ხატად "ჯინჯი ხატად" იგი ითვლებოდა. ხატობა დღეს რიგის მიხედვით ამ საგვარეულოდან ერთ-ერთი ოჯახის უფროსი მისარონ კარზე მიიყვანდა კერატს, დაილოცებოდა გვარის კეთილდღეობაზე., შემდეგ ღორს იქვე დაკლავდა და ხორცს მლოცველებს გაუნაწილებდა. ღორის ტავს კი გადაულოცავდა იმ მეკომურის უფროსს, რომელსაც რიგით მეორე წელიადს ჯეგე-მისარონისათვის კერატი უნდა დაეკლა...
ჯეგე-მისარონის სამლოცველო იყო აგრეთვე სოფ. გეჯეთში. თებერვალში მირსობა დღეს სალოცავად მოდიოდნენ გეგენავები და ალასანიები და შესთხოვდნენ: თვალის სისაღეს, ყურის, თავის და წელის ტკივილისაგან განკურნებას. ხატს სწირავდნენ: მძივებს, ფულს, ნემსებს, ფერად ძაფებს და სხვა...
მირსობას სვანებიც იხდიან, რომლების თავიანთ "მეისარიბს" დიდი ზეიმით ეგებებიან. მეისარობა სვანეთში თითქმის ორ კვირას გრძელდებოდა და ყველიერის ორშაბათს თავდებოდა. მეისარობის პარასკევს ოჯახის უფროსი ამ დღისათვის საგანგებოდ გასუქებულ ღორს ან ხარს ჰკლავს, სულ ერთია რომელი იქნება, რომლის ხორცის ჭამა დალოცვაზე აკრძალულია. შემდეგ ოჯახის თითოეული წევრისათვის თვალის კაკლის ზომის და ფორმის თვალის კვერებს აცხობენ. მეორე დრეს, შაბატს ოჯახის უფროსი სამეისარიობო ღორსა და კვერებს თაბახზე დაალაგებს და შემდეგ ლოცვას წარმოთქვემას.: ხატო მეისარისაო, შენ სეგვეწიე და მოგვეხმარე, თვალების ჭირი მოგვაშორე, კაცების მშვიდობით გაგვახარე, საქონელი გაგვიმრავლე...
მეისარიობის დასასრულს, კვირა საღამოს ოჯახები ერთად შეიკრიბებიან, მიაქვთ თავიანთი სურსათი და, გაშლიან საერთო სუფრას და დაროს მხიარულად ატარებენ გათენებამდის. რაც მეისარიობის ტაბლაზე დარჩება, ყველაფერს გაინაწილებენ და სახლებში წაიღებენ.
მეისარიობის მომდევნო შაბათს ზემო სვანეთში ასრულებენ "ლიღუ-მესარის"-ის რიტუალს: აცხობენ კვერებს და "დარეცხან დედეშ"-ს (ცისას) ევედრებიან შინაური პირუტყვის მფარველობას.
ამ სალოცავს გურიაშიც სცემენ თაყვანს და მას "მოისარიობას" უწოდებენ. უფროსი ცომს მოზელს, შემდეგ მას ორ პატარა გუმდას მოსწყვეტს და ოჯახის წევრებს სათითაოდ გამოიძახებს. თითოეულ მათგანს ამ ცომის გუნდებს ორვიე თვალის გარშემო შემოუტრიალებს და თან მოისარს შესთხოვს მათი თვალის საღობას. შენალოც გუნდებს სუფთა წყალში ცაყრის., ცომის გუნდებიან წყალს კი მდინარეში ჩაღვრის.
კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, მითრას მიმდევართა შორის ღვთაების სიმბოლოდ იყო აღიარებული. ამის შესახებ "ვედაში" ნათქვემია, რომ მითრა მზე თვალი ღვთაებისა, კვერცხისაგან შობილი დიდად ეხმარება "სევითრებს" (კეთილ სულებს) ბოროტების დათრგუნვაში.
მირსობის რიტუალში ფრიად საყურადღებო მოვლენას ღორის მსხვერპლად შეწირვა წარმოადგენს.. წარმართულ საქართველოში ღორი წმ. მუხასთან დაკავშირებულ ტოტემათ ითველობოდა და ის ღვთაებისადმი იყო შეწირული. მითრაც ხომ მზისა და სინათლის ღვთაება იყო, რომლის წმინდა ცხოველთა შორის ღორის ტოტემსაც საპატიო ადგილი ეჭირა.
ამსთან აღსანიშნავია, რომ დას. საქართველოში მირსობას თებერვალში იხდიან, როგორც ეს აღმოსავლეთ ქვეყნებში იყო მიღებული. ძველ ქართულ წარმართულ კალენდარში თებერვალს ეწოდება მიჰრაკნისა, ანუ "მიჰრაკანი", ე. ი. მიჰრას, ანუ მირსას თვე. საგულისხმოა ისიც, რომ თვით ქართველი მეფეებიც მითრას სახელს ატარებდნენ. მაგ. მიჰრდატი ფარსმან მეფის შვილი; მიჰრანი ანუ მირიანი, ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე; მიჰრანი ქართლის პიტიახში.

მითრა, როგორც მეომართა ღვთაება და მზლეობის სიმბოლო, მეტად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო ქართველი მხედრობისათვის. ამას მოწმობს ქართული ხალხური ეპოსი, რომელშიც წითელი ზოლივით გატარებულია კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის დაუსრულებელი ბრძოლები, დევ-გმირთა სახით.
ამგვარე ეპიური ხასიათის ნიმუშს წარმოადგენს ქართული უძველესი სარწ,უნოებრივი თქმულება ამირანზე. პროფ. ივ. ჯავახიშვილმა ამირანის სახელწოდების შესახებ სამართლიანად ღანიშნა, რომ "სომხურ ხალხურ თქმულებაში, რომელიც ქართული ამირანის შესატყვისია, გმირს ჰმერი ჰქვია. ამიტომ შესაძლებელია ქართულ თქმულებაში თავდაპირველად გმირის სახელს ბგერა "ჰაე"-ეც ჰქონდა და იქნებ "ამიჰრანად" გამოითქმოდა, რაც თავის მხრივ "მიჰრას", "ამტრანს", მითრას უდრისო"...
ერთი სიტყვით აქ მოყვანილი რიტულური წესები და ისტორიული ფაქტები, მოწმობენ, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა ღცთაება მირსას და მითრას კულტი, რომელსაც ხალხი თაყვანს სცემდა... ჩვენთვის საინტერესოა თუ რა ცვალებადობა განიცადა მირსამ ქრისტიანობის პერიოდში და რომელ წმინდანში ჰპოვა მან თავისი ღვათაებრიობის ნაწილობრივი განსახიერება. ამ მხრივ ჩვენ არ დაგვჭირდება სხადასხვა მოსაზრებების წამოყენება. ამაზე გარკვევით მიგვითითებს ხალხში კარგად დაცული სახელწოდება ჯეგე ან ჯგერაგ -მისარონი, რაც ნიშნავ წმინდანს, იმავე დროს გიროგისა და მირსას (მითრას).
ჯეგე, ჯგეგე, ჯგეჰე, გეგე-ნიშნავს წმ. გიორგის.სცვანურად "ჯგერაგ"-იც წმ. გიორგია. ხალხის შემეცნებაში ჯეგე-მისარონის სახით წარმოდგენილია წ. გიორგი.-მირსა. ნ.მარის აზრით მეგრული ჯგეგე, ჯეგე და სვანური ჯგერაგ თავდაპირველად ნიშნავდა მუხას, მუხის ტყეს, რომელსაც ჩვენში თაყვანს სცემდნენ წარმართობის დროს. შემდეგ მუხის რწმენა წმ. გიორგის დაუკავშირდა.საყურადღებოა, რომ ფშავ-ხევსურეთში წმ. გიორგის ხშირად ლოცვებში "მუხის ანგელოზად" მოიხსენიებენ.
ხეთა მსახურება წარმართულ საქართველოში გავრცელებული იყო და განსაკუთრებიტ თაყვანს სცემდნენ მუხას, რომელიც ითვლებოდა მზის ღვთაების სადგომად და მორწმუნეთ თვალში იგი წარმოადგენდა ერთგვარ ფეტიშს. მუხის ნაყოფით-რკოთი იკვებებოდნენ ღორები და ეს ცხოველიც მუხის ღვთაებისადმი იყო შეწირული.
მოხდა ჯერ მუხისა და მისარონის კულტის შერწყმა. შემდეგ ჯეგე-მისარონი გაქრისტიანებულ საქართველოში იღებს წმ. გიორჰის სახეს. მირსას კულტში მოცემულია ქართული რელიგიური შემეცნების სამი პერიოდ: ხეთმსახურება, მაზდეანობა და ქრისტიანობა.
(აქ არ მთავრდება)


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2008, 02:45 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,039
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Feb 27 2008, 07:40 PM) *

მიტრას კულტის ჩვენში არსებობას მოწმობს დას. საქართველოში დაცული ერთი ფრიად საყურადღებო სალოცავი, რომელსაც მეგრელები "მისრობას", ან "მირსობას" უწოდებენ, სვანები-"მეისარბ"-ს და გურულები "მოისარობას".
მირსობას მეგრელები დიდი მარხვის დაწყებამდე იხდიან. საგანგებოდ ასუქბენ ღორს ("ომირსე"). მირსობა დღეს, ხუთშაბათს (მეგრ.ცაშხა), ოჯახის უფროსი ამ ღორს კერის გარშემო რამდენჯერმე შემოატარებს შემდეგი ლოცვით: დღეს მირსობის მობრძანებავ! მე და ჩემს ცოლსა და შვილს ბედი მიეცი, ბედნიერად ამყოფე, ყოველი ალიანი და ჩალიანი (სიავე) გაუქარვე, ყოველივე ავი ზნისაგან, წყლისაგან შენ დაიცავი, შენ სახელდალოცვილო.
ლოცვის დასასრულს ღორს დაკლავენ.

მაგრამ მირსობის ეს რიტუალი უფრო კარგად და სრულად დაცულია მთიან სამეგრელოში, ჩხოროწყუს სამ სოფელში: გოდოგანში, გარახაში და ჯუმითში. მირსობა დღეს ამ სამ სოფელში იმართებოდა ხატობა, რომელსაც "ჯეგე" ან "ჯგეგე-მისარონი" ეწოდება.



ციტატა


მირსობის რიტუალში ფრიად საყურადღებო მოვლენას ღორის მსხვერპლად შეწირვა წარმოადგენს.. წარმართულ საქართველოში ღორი წმ. მუხასთან დაკავშირებულ ტოტემათ ითველობოდა და ის ღვთაებისადმი იყო შეწირული. მითრაც ხომ მზისა და სინათლის ღვთაება იყო, რომლის წმინდა ცხოველთა შორის ღორის ტოტემსაც საპატიო ადგილი ეჭირა.
ამსთან აღსანიშნავია, რომ დას. საქართველოში მირსობას თებერვალში იხდიან, როგორც ეს აღმოსავლეთ ქვეყნებში იყო მიღებული. ძველ ქართულ წარმართულ კალენდარში თებერვალს ეწოდება მიჰრაკნისა, ანუ "მიჰრაკანი", ე. ი. მიჰრას, ანუ მირსას თვე. საგულისხმოა ისიც, რომ თვით ქართველი მეფეებიც მითრას სახელს ატარებდნენ. მაგ. მიჰრდატი ფარსმან მეფის შვილი; მიჰრანი ანუ მირიანი, ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე; მიჰრანი ქართლის პიტიახში.


ძალიან-ძალიან საინტერესოა rolleyes.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 29 2008, 11:27 PM
პოსტი #31


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ვაგრძელებ...

ჩვენი მიზანია მითრასა და წმ. გიორგის დაპირისპირებით გავარკვიოთ მათ შორის გენეტიკური კავშირი.
წმ. გიორგი პირველ ქრისტიანთა შორის მეომარ წმინდანად და ქრისტიანთა მფარველად იყო აღიარებული...იგი მითრასავით კეთილსა და ბოროტს შუა დგეს დგას და ბოროტების დასათრგუნად იბრძვის. ამ ბოროტების გამოსახულებაც, სწორედ ის გველეშაპია, რომელსაც წმ. გიორგი თავისი მახვილით ჰგმირავს. ამასთანავე ორივე ღვთაება ერთნაირი, სამხედრო მოკაზმულობით არაინ აღჭურვილნი: თავზე ჩაფხუტით, მუზარადით, ხელში უჭირავთ გრძელი შუბი, წელზე არტყიათ ხმალი და თეთრ ცხენზე სხედან...
მითრასა და წმ. გიორგის შედარებას ვიწყებთ პირველყოვლისა ორივე ამ ღვთაებისადმი შეწირული მასხვერპლისა და რიტუალის მსგავსების მიხედვით. მითუმეტეს ჩვენ ვიცით, რომ ამა თუ იმ მთავარ ღვთაებას მისი ღვთაებრივი ფუნქციონალობის მიხედვით ერთ რომელიმე ცხოველის მსხვერპლს წირავდნენ. მიტრას, როგორც სინათლისა და მძლეობის ღვთაებას, სხვა ცხოველებთან ერთად, უმტავრესად ხარებს სწირავდნენ...
...ასეთი შედარებისათვის, სხვათაშორის, საუკეთესო მასალას წარმოადგენს ილორის წმ. გიორგობაც მთელი თავისი რიტუალებით...ილორის გიორგობაზე არსებობს რამდენიმე აღწერა, მაგრამ ჩვენ აქ მოვიყვანთ ყველაზე უფრო ძველ აღწერას, რომელიც ეკუთვნის ალქანჯერო ლამბერტს.
ნოემბრის 20-ს (ძვ. სტილით) დღესასწაულობ წმ. გიორგის დღეს. ხალხში ის ცრუმორწმუნეობაა გავრცელებული, რომ ამ დღეს ეს დიდებული მოწამე მოიპარავს არემარეში ხარს და ღამით მოიყვანს ილორის ეკლესიაში, რომელიც მის სახელზეა აშენებული. ამ ეკლესიას დიდ პატივსა სცემენ არამც თუ მეგრელები, არამედ მახლობელი ხალხნიც. ამიტომ მდიდარია ეს ეკლესია ოქროთი და ვერცხლით და ძვირფასი თვლებიტ შემკული ხატებით. თვიტ კარები ვერცხლით შემკულია. იმდენად თაყვანს სცემენ ამ ეკლესიას, რომ თუმცა იგი მოშორებულად, ზღვის პირას დგას, მაგრამ ფიქრი არ არის, რომ ვინმემ გაქურდოს იგი. არტამც თუ კარის გატეხვის შიში არა აქვთ, არამედ მისი ძვირფასი ქვები, რომ ახლომახლო გზაში დაააბნიონ, იმას ხელს არავი ახლებს. ამ წმინდანის შიშით მარტო აქაურები კი არა, არამედ თვით აფხაზებსაც, რომლებიც სრულიად მოკლებულნი არიან სარწმუნოების სინათლეს, ეშინიათ მისი და თაყვანს სცემენ მას.
ეს შიში უმთავრესად აი საიდან წარმოსდგება: ამ ეკლესიის კედელზე რამდენიმე ფრიად დიდი შუბია, რომელთაც რკინის დიდი ორპირი მახვილი აქვთ. მღცდელებს ხალხში ის აზრი გაუვრელებიათ, რომ წმ. გიორგი ერთ-ერთი შუბით უსათუოდ მოჰკლავს იმას, ვინც მის მიმართ გამოიჩენს უშიშროებას. ამ ამბით დაშინებუ;ლი, ვერავინ ბედავს ამ ეკლესიის გაქურდვას, ან სხვანაირად შეურაცხყოფას.
20ნოემვერს მთავარი თავისი ჯარისკაცებით, თავად-აზნაურებით და ოდიშის ხალხით მიდის ილორის ეკლესიაში დღესასწაულზე დასასწრებათ და იმის სანახავდ, თუ როგორე მოიყვანს წმ. გიორგი ხარს. მარტო ოდიშელები კი არა, აფხაზები და სვანებიც ბლომად მოდიან. ეკლესიას გარს უვლის გალავანი, რომლის სიმაღლე იქნება ტითქმის 15 მტკაველი.
შესავალთან დიდი კარებია. და ამ კარებზე აგებულია მშვენიერი სამრეკლო, მრავალი ზარით. წინა დღით, როცა დაბნელდემა მთავარი მოვა თავის ამალით და კარტან, რომელშიც არიან ეპისკოპოსები, თავადები და აზნაურები კლიტით დაკეტავს ამ კარებს და გარდა ამისა, კლიტეს დაასვამს თავის ბეჭედს და წავა მოსასვენებლად. მეორე დილას, გათენებამდის,მთავარი ისევ მოვა თავის ამალით.რომ დარწმუნდება მთავარი, რომ ბეჭედი მთელია და არვის ხელი არ უხლია, მოხსნის ბეჭედს და კარს გაღებს. შიგნით გალავანსა და ეკლესიას შუა, დაინახავენ ხარს. ამის დანახვაზე მთელი ხალხი დიდი მოწიწებით მადლობას შესწირავენ წმ. გიორგის ამისთანა ხარის მოყვანისათვის. მაშინვე მოჰყვებიან ზარების რეკვას და ამით აგებინებენ ყველას-ხარი მოყვანილიაო. ყველანი დარწმუნებულები არინ, რომ ხარი თავისი ხელიტ სემოიყვანა წმ. გიორგიმ-ამბობენ კიდევ, რომ წმ. გიორგი სამჯერ მიიყვანს ამ ხარს ზღვიდან მთამდე და მტიდან ზღვამდე და ამ გზით კურთხეულ ქმნილს ეკლესიის გალავანში დააგდებს ხალხის სასარგებლოდ.
ხალხში დიდ ლაპარაკს გამოიწვევს ეს ხარი იმისდა მიხედვით, თუ რა სახით ნახავენ მას. თუ დაჭერის დროს ხარი არ დანებდა, რქებით ირჩოლებს, იტყვიან, რომ წოლეს უსათუოდ ომი იქნებაო. თუ ხარი დაწოლილი და მტვერში ამოსვრილი იპოვეს, იტყვიან ღომის კარგი მოსავალი იქნებაო, ბოსტნეულისა და პურისაო. თუ ხარი ცვარით დანამული იქნა, კარგი მოსავალი იქნება ღვინისო. თუ ფერად ქერაა, ადამიანთა, პირუტყვთა ხშირი სიკვდილი იქნებაო. და თუ თეთრი ან ჭრელია, ფრიად კარგი ნიშანიაო. თუმცა ეს ნიშნები ყოველ წელიწადს მტყუნდება, მაგრამ მაინც სწამთ, როგორც სახარება. ხოლო თუ ეს ერთ-ერთი ნიშანთაგანი გამართლდა, მაშინვე ყოველმხრივ კაცებს გაგზავნიან და ყველას შეატყობინებენ ამ ამბავს.
ხარს გაიყვანენ გალავნის გარეთ და იქ დააკვლევინებენ იქაურ მცხოვრებს, რომლის ოჯახს ძველთგანვე ეკუთვნის ხელობა. ამ ოჯახშივე ძველიდან დარჩენილია ნაჯახი, რომლითაც უკნა დაიკლას ის ხარი და მას ინახავენ, როგორც საღვთო ნივთს და სხვაზე არაფერზე ხმარობენ. ის კაცი ვინც დაკლავს ხარს, გაანაწილებს კიდეც: უმეტესი ნაწილი რქებითურთ ეკუთვნის მთავარს. ამ რქებს მტავარი შეამკობს ოქროთი და ძვირფასი ქებით, და დიდ დღესასწაულზე ღვინოს დალევს წმ გიორგის სადიდებლად. იმერეთის მეფესაც კარგი წილი ეკუთვნის. თუმცა მეფესთან მთავარი მტრად იყო და ომობდა კიდეც, ამან ნაწილი მაინც გაუგზავნა. მეფემ მიმტანი უხვად დაასაჩუქრა და ისე გამოუშვა. ასევე მოიქცა მთავარი გურიელის მიმართაც. სხადასხვა ძველებურ გვარს ოდისში თავისი წილი აქვს მიჩენილი. რაც დარჩება დაჭრიან წვრილ-წვრილად და დაურიგებენ ხალხს. ამ ხორცს გაახმობენ კვამლზე და დიდის საოებით შეინახავენ ავადმყოფობის დროს მოსახმარად. დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ხორცი საუკეთესო წამალია ყოველგვარი ავადმყოფობის, თუმცა ბევრჯერ ბედნიერი შედეგი არ ჰქონია ამ წამალს, მაგრამ მაინც ყველა ავადმყოფობის დროს ის ურჩევნიათ...
ასეთივე სახის რიტუალი სრულდება კახეთშიც, სადაც ცნობილია აწყურის თეთრი გიორგობა. 14 აგვისტოს, როცა მლოცველები დილით გარიჟრაჟზე შეუდგებიან ტაძრის გარშემო ხოხვით და სხვადასხვა რიტუალით ლოცვა-ვედრებას. ამ დროს უცბათ დაიძახებენ: გზა! გზა! თოკით ხარს შემოარბენინებენ , რომელსაც რქაზე ორი ანთებულ სანთელი აქვს მიკრული. მღვდელი ხარს ბალანს შესტრუსავს და შემდეგ დიდი ზეიმით დასაკლავად წაიყვანენ. ხარს მუხრუჭს მოსდებენ და მიწაზე დააგორებენ. ამ დროს ხალხი დაიძახებს: დიდება შენს სასწაულ მოქმედ ძალას, თეთრო გიორგი, ხარმა რომ ასე მალე იგრძნო შენი ძალა. წაქცეულ ზვარაკს ყელში ხანჯალს გაუყრიან და თუ ხარმა ტოკვა წევა დაიწყო, ხალხში ჩოჩქოლი ატყდება, რომ მსხვერპლი წმინდა გულით არ ყოფილა შეწირულიო. შემდეგ ცეცხლს დაანთებენ, თოფებს ისვრიან და ქადაგად ეცემიან...
საყურადღებოა, რომ წმ. გიორგის ერთ-ერთი უდუდესი სალოცავი ლომისის წმ. გიორგი (http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm), რომელიც მლეთაშია (მთიულეთი), ხარი "ლომას" სახელით არის ცნობილი. ეს ლომისას წმ. გიორგი ხალხური თქმულებით ხორასანიდან (ირანიდან) მოსულა. იგი მჯდარა თეთრი ხარის ლომას რქაზე და საქართველოში ისე შემოსულა. ამ ტქმულებით წმ. გიორგი მითრას სამშობლო ირანთან არის დაკავშირებული და როგორც მითრა წმ. გიორგიც ხარზე მჯდომად არის წარმოდგენილი. შეგვიზლიოა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველოდ ხარ-ლომა დაკავშირებული ყოფილიყოს თვიტ ლომთან, რომელსაც მიტრას კულტში მეოთხე ადგილი ეჭირა. მითრას ბარელიეფზე ლომი, როგორც ცეცხლის სიმბოლო, ხშირად არის გამოხატული და ამიტომ საფიქრებელია, რომ ჩვენშიც ლომი მირსასთან ყოფილიყოს დაკავშირებული, როგორც მისი საკულტო ცხოველი. შემდეგ ის ლომი შესცვალა ხარ-ლომამ და იგი დაუკავშირდა წმ. გიორგის. ამას ისიც მოწმობს, რომ ზემო სვანეთში, მესტიის წმ. გიორგის ეკლესიაში დღემდე ინახება ლომის გამოსახულების დროშა და ნეკრესის წმ. გიორგისადმი შეწირულ კურატს ლომ-ტახტს უწოდებენ. ტახებს ხომ მითრას სწირავდნენ. ამგვარად მითრას საკულტო ცხოველები-ტახი, ლომი და ხარი-ქრისტიანულმა რწმენამ ჩვენში წმ. გიორგის დაუკავშირა.
ძველი ქართული ტაძრების ფასადები მითრეუმების მსგავსად, შემკულია ხარის ქანდაკებით, როგორც მაგალითად ბოლნისი, სვეტიცხოველი, იფარის ეკლესია სვანეთში და სხვა. ფრინველებში კი წმ. გიორგის ვენში მამლებს სწირავენ. გიორგობას თელეთში, აწყურში, გერში, არბოში და სხვა, მლოცველებს მიჰყავთ მამლები და ხატს ღამეს უთევენ. გათენებისას მამალს ხელში დაიჭერენ და ეკლესიას მუხლის მოყრით და ვედრებით სამჯერ შემოუვლიან. შემდეგ ამ მამლებს ააფრენე. მამალი მაზდეანებშეი წმინდა ფრინველად იტვლებოდა და იგი დაკავშირებული იყო მითრას რწმენასთან. ხშირად მითრას ბარელიეფზე მამალია გამოსახული. მაზდეანების რწმენით მამალი თავისი ყივილით აფრთხობდა ბოროტ სულებს და ამგვარად იცავდა კეთილმორწმუნეებს სიავისაგან...


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 1 2008, 02:26 PM
პოსტი #32


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ფშავ-ხევსურეთში წმ. გიორგი კოპალა განუქყვეტლის ებრძვის და მუსრავს ბოროტ დევებს. ამსთან აღსანიშნავია, რომ ქართული თქმულებით წმ. გიორგი დაკავშირებულია ამირანთან. სოფ. გერგეთში არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც ღმერთმა თავხედობისთვის დასაჯა და კლდეზე მიაჯჭვა ამირანი, ამითი უნდოდა მის დაუძინებელ მტერს გველეშაპს ესარგებლა და ამირანი შეეჭეამა, მაგრამ ეს წმ. გიორგიმ გაიგო, იქვე გაჩნდა და გველეშაპი გააქვავა.
ამიტომ განსაცდელის ჟამს, ქართველი ხალხი, როგორც მითრას მითრიელები, მფარველობისათვის მხოლოდ წმ. გიორგის მიმართვავენ. მითრა იყო ძლეობის, გამარჯვების და ლაშქრის ღვთაება, რომელიც მითრიელების წარმოდგენით ლაშქარს წინ მიუძღვოდა და მტერს მუსრავდა. ამიტომ მითრას მოლაშქრენი ატარებდენ "მითრას მოლაშქრეთა" საპატიო ტიტულს. უძლეველი მითრას დროშის წინამძღოლობით იბრძოდა ლიცინიის ლაშქარი კონსტანტინე მეფის წინააღმდეგ.
წმ. გიორგიც ასეთივე მეთაური და უძლეველი მხედარი იყო ჩვენი ხალხის წარმოდგენით. სუჰუნის წმ. გიორგის ხატზე წარწერები ასე იწყება "მხედართმთავარო, შვიდწილუძლეველო მოწამეო წმ. გიორგი:"...; "მხნეო მხედარო ქრისტესო წმ. გიორგი"...; "მძლეო, დიდო მხედარო:" და სხვა. ფშავ-ხევსურთში წმ. გიორგი ლაშარის ჯვარი და გუდანის ჯვარი (წმ. გიორგი) მოლაშქრეთა წინამძღოლად ითვლებოდა.
ლაშარი ფშავის წარმოდგენით გმირი და უძლეველი მხედარია. იგი მტრისაგან იცავს ფშავისხევს და ლაშქრობის დროს წინ უძღვის მათ. იგი მძლეობის მომცემიაო. ეს უძლეველი მხედარი ლურჯაზე ზის და თავის ჰყმათ უხილავად დაჰყვებაო, რომ ისინი განსაცდელისაგან დაიფაროსო. ლაშარშივე წყდებოდა ლაშქრობისა და ზავის საკითხები. აქ იყო დიდი ლაშარის დროშა, რომელიც ლაშქარს წინ მიუძღვოდა.
ასეთივე მებრძოლია ხევსუეთის გუდანის ჯვარი, რომელსაც წმ. გიორგობით ლოცულობენ. ლაშარობის საქმე გუდანს ეკითხებოდა და ხევსურეთის ლაშქარს მუდამ წინ მიუძღვოდა. ხევსურების რწმენით, თუ გუდანისწმ. გიორგის ლაშქრობაში გაუჭირდებოდა, მას მორიგი ღმერთის ბრძანებით შეეშველებოდნენ კოპალა, პირქუში და სხვანი.
საქრთველოს სამეფო ალამზეც წმ. გიორგი იყო მითრასავით გამოსახული, გარშემო შვიდი მნათობით და ეს დროშა სამეფო ლაშქარს მუდამ წინ მიუძღვოდა. ამირომ, როგორც რომაელი იმპერატორები თავიანთ გამარჯვებას მითრას მიაწერდნენ, ასევე ქართველი მეფეებიც თავიანთ გამარჯვებებს წმ. გიორგის განგებას აწერდნენ. გიროგი მესამის სახელმწიფო ბეჭედზე ეწერა: "წმ. გიორგი მოსავი შენი გიორგი ძალითა შენითა ვძლევ მტერთა ჩემთა"...
ერთი სიტყვით წარმართული რწმენისა და რიტუალით ირკვევა, რომ ქართველ წმ. გიორგის თავი ღვბთაებრიობით გენეტიკური კავშირი ჰქონდა წარმართულ მითრასთან, ანუ მირსასთან, რომლის კულტი მითრაიზმის სახით გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებიში...
(სერგი მაკალათია)


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 4 2008, 05:27 PM
პოსტი #33


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მითი, ლეგენდა, გადმოცემა ხალხური ნოველა

ალი

ერთხელ ერთ კაცს ღამე გზაზე შეხვედრია ალი.
-თუხი, ცხენს შემიჯინეო!
-არ შეგიჯენო!
-თუხი, შემიჯინეო...-არ მოეშვა ალი.
-შეჯექი და თან გადაჰყევიო!-უთხრა ბოლოს კაცმა.შეისვა, ბაშლაყით შემოიკრა წელზე და მიიყვნა შინ. ალს ალს ფრჩხილები ჰქონდა გრძელი, დააჭრეს, ვეღარსად წავიდა. დარჩა და როგორც ოჯახის წევრი, ისე მუშაობდა სახლში.
ერთხელ ლიტანიობას წასულა ყველა და ბავშვი იქვე დაუტოვებიათ აკვანში. დააწვა თურმე გულზე ამ ბავშვს დედაკაცი: მითხარი, ჩემი ფრჩხილები სად არისო?
ბავშმა რა იცის. კიდევ და კიდევ აწვება თურმე. ბავშვს სული ხდება. ამ ქალმა იფიქრა, მაღლა რომ იყურება, ალბათ იქ არის ჩემი ფრჩხილებიო. ავიდა ერდოში, იპოვა ფრჩხილები, ჩამივიდა დაბლა, ეს ბავშვი ქვაბში ჩაგდო, ცეცხლზე დადგა და წავიდა. გზად გაუვლია ეკლესისთან და აიმ კაცისათვის დაუძახია.
-თუკი, ხორც ჩაგექლამაო!
მოვიდნენ სახლში და რაღას ნახავდნენ!
ჩახარშულია ბავშვი ქვაბში.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 4 2008, 05:44 PM
პოსტი #34


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



რატომ არის საქრთველოში ბევრი ლამაზი

იყო ინდოეთის მეფე შედათი, კაცი იმდენად გულზვიადი და კადნიერი, რომ გადაწყვიტა ქვეყნად სამოთხე აეშენებინა: ხალხი ღმერთად მიმიჩნევსო.
გააშენებინა ედმი. იგი მართლაც საუცხოო სანახავი იყო და სწორედ სამოთხეს ჰგავდა, მაგრამ...
-რა სამოთხეაო,-კრძალვითა და მოწიწებით მოახსენეს შედათს,-როცა სიგ ანგელოზნი არ არაინო?
მეფემ მაშინვე მნოუწოდა თავის მხლებლებს და უბრძანა: დაიარეთ ქვეყანა და, სადა კი ნახოთ ლამაზი ქალი, მე მომგვარეთო.
მეფეს უნდოდა, რომ ეს ლამაზები სამოთხეში დაესახლებინა.
მხლებლებმა შეასრულეს ბრძანება მეფისა, შეკრიბეს "გურიები" მთელი ქვეყნის პირზე და გაემართნენ ინოდოეთს, კავკასიაში რომ მოვიდნენ, აქ შეიტყვეს უცებ, რომ ღმერთმა უწყალოდ დასაჯა შედათი კადნიერებისათვის, დაახვია უმარავი კოღო, რომელთაც ისე დაჰკბინეს უბედური მეფე, რომ რუმბივით დასივდა და მელე სულაც განუტევა.
ლამაზმანებმა ეს ამბავი რომ მოისმინეს, გადაწყვიტეს, ნუღარც უნდოეთში წავალთ, ნუღარც ჩვენს ქვეყანაში დავბრუნდებითო, დავრჩეთ აქ, ამ ტურფა მხარეში, ყოველგვარ სამოთხეს სჯობიაო.
ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოში ასე ბევრი ლამაზი ქალია.

smile.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 4 2008, 07:39 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ალი – ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალები შეიძლება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ყოფილიყვნენ. მათ საშინელი შესახედაობა ჰქონდათ (სპილენძის კბილები, შუშის კვალი, დასვრილი თმა). გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში, ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ. ქალ ალებს (ალქალებს) იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან თეთრ კაბაში. ალი ერთგული მსახური ხდება ადამიანის, რომელიც მას თმას და ბრჭყალებს დააჭრის. ალის ბოროტ ძალას წინ აღუდგება მის წინააღმდეგ შელოცვა ან წმინდა გიორგის სახელი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 4 2008, 08:24 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



გახუა მეგრელაური

გახუა იყო ჭორმეშიონი, გვარად გოგოჭური. მისი ნასახლარი ჭორმეშავის უბანში, რომელსაც ფიცრული ჰქვია, დღემდე არის შემორჩენილი.
იგი გუდანის ჯვარის მკადრე იყო, მაგრამ უფრო ხახმატის ჯვართან ყოფილა დაახლოებული, სადაც კი წავიდოდა ჯვარი, გახუას თან წაიყოლებდა ხოლმე. გახუას ჯვარი ხელზე მოუდიოდა; როცა იგრძნობდა ჯვარის მოახლოებას, სამკადრეოს გადაიფარებდა ხელზე, რათა ჯვარი ზედ დაბრძანებულიყო. გახუას პირს გვერდზე გაწევდა, რომ თავისი სუნთქვით ღვთისშვილი არ შეეწუხებინა და ასე ისმენდა მის ნებას. გახუა ხანდახან დაიკარგებოდა. ერთ- ორ თვეს არ გამოჩნდებოდა, საფარველდადებული დაჰყავდა თურმე ხახმატის ჯვარს.
სხვა ღვთისშვილებს არ მოსწონდათ რომ ხახმატის ჯვარი ასე იახლოებდა გახუას, ხორციელის სუნი არ ეამებოდათ და საყვედურობდნენ თავიანთ მოძმეს ჯვარს, ხახმატის წმინდა გიორგის: რა არის, ეს დედაკაცის ნამშობი ჩვენში გარიეო? ერთ დღეს, როცა გახუა თავის ფიცრულში იყო, ხახმატის გიორგი გამოეცხადა და აცნობა, რომ ღვთისშვილები მისი წინამძღოლობით ქაჯავეთის დასალაშქრავად მიდიოდნენ და მათ შორის საყმოს წარმომადგენელი უსათუოდ უნდა ყოფილიყო, რათა თავისი თვალით ენახა ქაჯავეთის სამჭედლოს საიდუმლო. ოღონდ რაკი სხვა ღვთისშვილები ადამინის ადამიანის სუნს ვერ იტანდნენ, ხახმატის გიორგიმ უბრძანა გახუას, სამ დღეს ემარხულა. ორ დღეს იმარხულა გახუამ, მაგრამ მესამე დღეს სულმოკლეობა გამოიჩინა და პური და ყველი შეჭამა, და ისევ აუვიდა გახუას ადამიანის სუნი. რა ექნა ხახმატის გიორგის? გხუა თავად ყვებოდა ხოლმე:წამიყვანეს ღვთისშვილებმა და ველკეთილზე ეხში დამაწვინეს და სული ამომიძვრინეს, გვამი კი იქვე მიწაში ჩამარხესო. ასე გაიყოლიეს ღვთისშვილებმა გახუას სული, აიარეს ველკეთილი, გადავიდნენ დათვისჯვრის უღელტეხილი და უჩინრად გასწიეს ქაჯავეთსიკენ ქაჯავეთის დალაშქვრის შემდეგ უკანა გზაზე მივიდნენ იმ ეხთან, სადაც გახუას გვამი იყო ჩაფლული. მისი სული ისევ სხეულში უნდა ჩაებრუნებინათ, მაგრამ გვამს თურმე მატლი ეხვეოდა და ისე ყარდა, რომ გახუას შეზიზღებია თავის იგვამი, აღარ მოუნდომებია ამყრალებულ გვამში შესვლა და გაქცევა დაუპირებია, სად გარბიხარ, მეპურყველე გახუაო, უთქვამთ ღვთისშვილებს, ჩაძვერი შენს გვამშიო - და "ძალით ცამაძვრინეს პირიდანო და ავდექი ხორციელი კაციო".
გახუას, - ამბობდნენ, - თაგვის ამონაჭამი აჩნდა მხარზეო. თავად ყვებოდა თურმე:ქვიშაში ტაგვს ჩემ მხარზე ხორცი ამოეამ და, რომ გავცოცხლდი, თაგვისაგან ამოჭმული მტკიოდაო. მერე წამალი მასწავლეს ღვთისშვილებმა და, როცა შინ დავბრუნდი, ნასწავლები წამალი მოვისვი და მომირჩაო.
ტავდაპირველად გახუა არაფერს ამბობდა თვთისშვილებთან თავისი სიარულის შეასხებ. ღვთისშვილებისგან არ ჰქონია ლაპარაკის ნება. ბოლოს. ხამში რომ შესულა, ნებაც მისცემია და საუბარიც დაუწყია თავის თავგადასავალზე და ღვთისშვილთა საიდუმლო ამბებზე. ამ დროს აღარც ხელზე მოუდიოდა ჯვარი.
გახუას ცოლის მოყვანის უფლება არჰქონია ჯვარისჰან, მაგრამ მაინც უთხოვია ცოლი. ბავშვს რომელიც შეეძინა, თან ოქროს ჯაჭვი ფაყვა დედის მუცლიდან:იზრდებოდა ბავშვი , იზრდებოდა ჯაჭვიც, მაგრამ ბოლოს ჯაჭვი აღარ გაიზარდა და მოახრჩო ბავშვი. ამბობდნენ, ჯვარის ნებას რომ არ გაემორჩილა, ამიტომ უძეოდ გადაეგო გახუაო.

ზ. კიკნაზე
მითოლოგიური ლექსიკონი, გვ25
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 4 2008, 08:42 PM
პოსტი #37


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დალი და მონადირე ალმასგილი

ბეჩოელი მონადირე ყოფილა ალმასგილ. მაგრად ნადირობდა თურმე. ეკითხებოდა მისი რძალი ხშIრად:
-რა ამბავია ალმასგილ, შენსავით რომ ვერავინ ნადირობსო?
-შენსთავს მოუარე, არაფერი გეკითხება. ეგ ჩემი საქმე არისო,-ეტყობა ხოლმე ალმასგილი.
მაინც ყთვალთვალებდა რძალი. მოსვენებას არ აძლევდა. ამხანაგს ჩესჩივლა ალმასგილმა:
-შინ მოსვენება არ მაქვს, სანადიროდ წასვლის წინ რძალი თავს დამტრიალებს სულო.
ამხანაგმა უთხრა:
-თუ ასეა, გარეთ გამოდი, მინდორში, იქ დაიძინე და უთენია გამოაგივლი, წავიდეთ სანადიროთო.
დაუჯერა ალმასგილმა. დაწვა მინდორში და სასთუმლად გუდა დაიდო.
გამოვია შუაღამეს რძალი, ეძენა ვაჟი, ეძება და მონახა მინდორში. მიეპარა, გუდას დაუწყო სინჯვა. უცხო, ლამაზი თავსაფარი ჰქონდა გუდაში. ამოიღო რძალმა, გაშალა, მთელ მინდორს გადაეფარა. რძალს შეეშინდა, კეცავს ამ თავსაფარს, კეცავს, ვერ დაკეცა და გუდაში ვერ ჩაატია ნახევარიც. გაიპარა სახლში. გამოეღვიძა ვაჯს, ნახა ეს თავსაფარი, ეწყინა და იმ დღეს სანადიროდ აღარ წავიდა.
მეორე დღეს ვაჟმა ადგილი ინაცვლა და ისევ გარეთ დაიძინა. მოვიდა რძალია. დაიწყო გუდაში ხელის ფათური. ამოალაგა გუდიდან ვაზნები. აწყობს რძალი ვაზნებს უკან-ნახევარიც არ ჩაეტია.
ცუდ გუნებაზე დადგა დილით ალმასგილი:
-სიცოცხლე აღარ მიწერია დიდი ხნისაო,-ამხანაგს უთხრა.
მაინც წავიდნენ მთაში. ერთი ერთ მხარეზე ავიდა, მერე-მეორეზე. დათქვეს: რომ ავიდეთ, რომელიც აუსწრებს, იმან მოძებნოს დაგვიანებულიო.
აუსწრო ამხანაგმა. არსად სჩანს ალმასგილი: ჩაჰტვა ღელეს მეორე მხარეს, ბახა, ზვავი ჩამოწოლილიყო, ზვავის გვერდით ალმასგილის ქუდი ეგდო. მოძებნა და ამოიყვანა მკვდარი. წამოიღო სახლში და მეორე დღეს ისევ ტყეში გაბრუნდა სანადიროდ.
დაანთო ცეცხლი ღამე. მწვადი შეწვა. უცბად ვიღაცამ ჩამოსძახა მთიდან. ეს ყოფილა ნადირთ პატრონი დალი. თურმე თავის დას ეძახოდა: ის ვაჟი გუშინ რად დაღუპე, ზვავი რატომ ჩამოუშალეო?
-ჩემს ნაჩუქარ ვაზნებს და თავსაფარს კარგად ვერ მოურა, თავის რზალს ჩაუგდო ხელშიო.
-ახლა რა ეშველება იმ ბიჭს, არ ვიტიროთო?
-მონადირეა მანდ, მისი ამხანაგი, ის გვიშველისო.
გამოეცხადა დალი მონადირეს და სთხოვა, მოგვიხერხე, რომ შევიდეთ და ჩემი სატრფო დავიტიროთო.
მოვიდა ტრილის დღე. მკვდარი მონადირის ამხანაგმა დაამზადა სასმელი და სატირალი მოაწყო. გაშალა ეზოში და ყველა მოტირალი სუფრასთან მიიპატიჟა. მხოლოდ მკვდრის დედა დაიმალა ოთახში. თავისი მკვდარი ვაჟი ვერ დატოვა. შევიდნენ მკვდართან დალები, გახადეს ტანთ, ახალი აბრეშუმის ტანისამოსი ჩააცვეს. ამ დროს ვერ მოითმინა თურმე დედამ და ამოიხვნეშა. დაფრთხნენ დალები და გაუჩინარდნენ.
ამბობენ დალი მონადირეს შეიყვარებსო და იღბალს მისცემსო, მაგრამ თუ მონადირე ამის შემდეგ სხვა ქალს გაეკარა ან დალის სიყვარულის ამბავი გაანდო, დალი შურს იძიებს და ვაჟს სიცოცხლეს მოუსწრაფებსო. მოკლავს. მერე კი მოვა საფლავზე და აკივლდება, იტირებს და მკვდარ მონადირეს საფლავიდანაც კი ამოიღებსო.
ამიტომ სვანეთში სამი ღამის განმავლობაში დარაჯობენ მონადირის საფლავს-დალმა არ დაიტიროსო.



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 4 2008, 09:01 PM
პოსტი #38


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



როგორ გაჩნდა ქვეყანაზე მთები და ხევები

ღმერთმა თურმე დედამიწა, ცაზე უფრო დიდი გააჩინა, არ მოერგო ცა დედამიწას, ვერ ესარქვლებოდა.
მაშინ ეშმაკმა ურჩია თურმე ღმერთს: მოუჭირე მიწას შენი ძლიერი მკლავები და ცა ზარფუშივით დაეხურებაო.
მართლაც ღმერთმა დაუჯერა ეშმაკს, მოუჭირა დედამიწაზე მკლავები..ცა დაესარქველა, მაგრამ მიწა კი შეიზნიქა და აქა-იქ ამოიბურცა გორებად.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2008, 10:39 AM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,039
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Mar 4 2008, 05:44 PM) *

რატომ არის საქრთველოში ბევრი ლამაზი

იყო ინდოეთის მეფე შედათი, კაცი იმდენად გულზვიადი და კადნიერი, რომ გადაწყვიტა ქვეყნად სამოთხე აეშენებინა: ხალხი ღმერთად მიმიჩნევსო.
გააშენებინა ედმი. იგი მართლაც საუცხოო სანახავი იყო და სწორედ სამოთხეს ჰგავდა, მაგრამ...
-რა სამოთხეაო,-კრძალვითა და მოწიწებით მოახსენეს შედათს,-როცა სიგ ანგელოზნი არ არაინო?
მეფემ მაშინვე მნოუწოდა თავის მხლებლებს და უბრძანა: დაიარეთ ქვეყანა და, სადა კი ნახოთ ლამაზი ქალი, მე მომგვარეთო.
მეფეს უნდოდა, რომ ეს ლამაზები სამოთხეში დაესახლებინა.
მხლებლებმა შეასრულეს ბრძანება მეფისა, შეკრიბეს "გურიები" მთელი ქვეყნის პირზე და გაემართნენ ინოდოეთს, კავკასიაში რომ მოვიდნენ, აქ შეიტყვეს უცებ, რომ ღმერთმა უწყალოდ დასაჯა შედათი კადნიერებისათვის, დაახვია უმარავი კოღო, რომელთაც ისე დაჰკბინეს უბედური მეფე, რომ რუმბივით დასივდა და მელე სულაც განუტევა.
ლამაზმანებმა ეს ამბავი რომ მოისმინეს, გადაწყვიტეს, ნუღარც უნდოეთში წავალთ, ნუღარც ჩვენს ქვეყანაში დავბრუნდებითო, დავრჩეთ აქ, ამ ტურფა მხარეში, ყოველგვარ სამოთხეს სჯობიაო.
ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოში ასე ბევრი ლამაზი ქალია.

smile.gif


ძალიან ლამაზი მითია rolleyes.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 5 2008, 12:04 PM
პოსტი #40


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დალი და მონადირე მეფისა

-დედავ გენაცვა, საგზალი მომიმზადე, არჩვ-ჯიხვი მომენატრაო-უთხრა მონადირე მეფისამ თავის დედას.
გამოუცხო დედამ ხმაიდები თავის საყვარელ შვილს და სანადიროდ გაისტუმრა.გარიჟრაჟზე აბიდა მთაზე მონადირე. ის-ის იყო საუზმე უნდა ეჭამა, რომ კივილი მოესმა, მონადირეს მისთვის ყური არ უთხოვებია. ახლა მეორედ შემოესმა კივილი.
"წყეული ვიყო, თუ არ გავიგო, ვის უჭირს ასეო,"-გაიფიქრა მონადირემ. აიხედა მაღლა, ხედავს ცას სწვდება თეთრი კლდე.
კლდის წვერზე ოქროსნაწნავებიანი დალი გადმომდგარა და კივის
-დიდება შენდა, ვინც არ უნდა იყო, მითხარ, რა გაგჭირვებიაო,-მიმართა დალს მონადირემ.
-მე ვარ კლდის დალი, შვილი მგელმა მომტაცაო. ბავშვი კლიდიდან გადმომიგორდა, ქვევით მსუქანი მგელი ყოფილა დადარაჯებული და გორს იქით გაუყენაო.
-ნუ შეწუხდები, ცბიერ მგელს მე გავეკიდებიო, ბავშვს გადავარჩენო!-შესძახა მონადირემ.
მგელი ქედ-ქედ მიძუნძულებდა, დალის შვილი პირში ეჭირა. შეურჩია დრო მეფისამ, სტყორცნა ისარი და იქვე გააგორა. პირი ღია დარჩენო მგელს. მეფისამ იგი გაატყავა, ტყავი წელზე შმოიკრა, ბავშვი მხარზე შმოისვა და ისე მიჰგვარა დედამისს-კლდის დალს.
-დედაჩემო, ნაწნავი გადმომიგდეო,-შესძახა ბავშმა.
-ისემც დედის მადლი გქონია, მე დედის მთქმელი აღარავინ დამრჩა. დედის მთქმელი ნადირმა მომტაცაო!
-მე ვარ შენი შვილი, მონადირემ მიხსნა მგლის პირიდანო!
დალმა კლდიდან გადმოიხედა, კლდის ძირში შვილი დაინახა, გადმოუგდო ოქროს ნაწვავი და შვილი ზევით აიყვანა.
-მონადირევ ჩემო,-უთხრა დალმა,-რითი გადაგიხადო სამაგიოერო? გინდა, ყოველდღე თითო სუნს მოგაკვლევინებ? არად, თუ გინდა, ყოველ სექტემბერს ცხრა ჯიხვს მოგცემ, წვრილ არჩვს ყოველ კვირაში! თუ არადა, ის მირჩევნია, შენს ლამაზ დანიშნულზე უარი თქვა, ჩემთან დარჩე სამუდამოდო!
-არა, დედოფალო, სიყვარუის როგორ გაკადრებ?! ვერც ჩემს დანიშნულზე ვიტყვი უარს. ისევ ისე მირჩევნია, ყოველ სექტემბერს ცხრა ჯიხვი მომაკვლევინო,-უთხრა მოკრძალებით ყმაწვილმა.
სხავ გზა არ იყო. დედოფალმა აასრულა დანაპირები, მაგრამ ვაჟის უარი გულს მწარე ხინჯად ჩაესო. ვერ აპატია, რომ მოკვდავი დანიშნული არჩია, კლდის პატრონის, დალის, სიყვარულს.
ერთ დღეს მონადირე ტყეში დანაპირები ცხრა ჯიხვი შემოეყარა. ერთი მათგანი ოქროს რქიანი იყო. დაუმიზნა მონადირემ ისარი ოქროს რქიან ჯიხვს და ოქროს რქას მოხვდა. არ მიიკარა ისარი რქამ და მონადირეს შიგ შუბლში შეუბრუნა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2019 - 11:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი