IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები...
tamuna m
პოსტი Mar 5 2008, 02:23 PM
პოსტი #41


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დევი

-ბოხეენი ყოფილან გვარად, ღებელები: თაზი, თემირა და მამუკო.
წასულა სანადიროდ თაზი. შვილი წაუყვანია. დაუნთიათ ღამე ცეცხლი ტყეში. შუაღამისას მოსულა ბანჯგვლიანი დევი და ჩამომჯდარა ცეცხლის პირას. თაზის თოფი მუხლთშუა ედგა. მოუმართა თოფი და ესროლა. გადავარდა თოფი და გადავარდა დევი ბექზე.
-ერთხელაც მესროლეო,-ეუბნება დევი თაზი. არაო, მამაჩემს ერთის მეტი არ დაუბარებიაო.
-აი შენ დედასაო!
თურმე მეორეს რომ ესროლოს გამრთელდება. მეორე დღეს ჩასულა ხევში, ყურებუ დაუჭრია. იმ დევს დაუწყევლია:
-ბოხენი არც აშენდეთ და არც გადაშენდეთო...
-მართლაც, სანამ იმ სოფელში ცხოვრობდნენ, არა მრავლდებოდნენ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 8 2008, 12:51 PM
პოსტი #42


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ნადირთა პატრონი და-ძმა

და-ძმა არიან ნადირთა პატრონები. თითო წლობით, მორიგეობით პატრონობენ ნადირს. ქალი როცა მწყემსავს, ნადირი მსუბუქი და ფრთხილია. მისი მოკვლა უჭირს მონადირეს. ვაჟი როცა პატრონობს, ნადირი მჭლეა და ბრიყვი, ადვილად იკვლება.
თიანელი მონადირე წამოსულა ტყეში, სვიანაზე სანადიროდ. პირაქეთ ორი დათვი მოუკლავს. მერე სვიანაში გადასულა. ორი მწოლიარე ირემი დაუნახავს. ერთი ცალრქა ყოფილა, მეორეს წყვილი რქა ჰქონია. აჩქარებულა მონადირე და ცალრქასთვის უსროლია. ცალრქა, თურმე ნადირთ პატრონის ირემი ყოფილა. მაშინვე დაუძახია ნადირთ პატრონს: ცალრქას დაჰკრესო! დაღალული იყო, კალოდან გადმოსულიო. ეს მონადირე ცალზე დარჩეს შვილიშვილითაო.
ამ დროს დაუნახავს მონადირეს, რომ ქალი ნადირთ პატრონი გადმოსულა, ხელში ტაგანი სჭერია და ირმების წველა დაუწყია.
წამოვიდა ეს მონადირე შეშინებული. შინ მივიდა და რას ხედავს: უფროსი შვილი მკვდარი დახვდა. საშუალო მაშინ მოკვდა, როცა მამა მივიდა, იმაზე უმცროსი ძმების დამარხვის დროს მოკვდა. დარჩა სულ პატარა მეთხე.
მას აქეთ მათი გვარი ასე მოდის: შვილი მხოლოდ ერთი რჩებათ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 8 2008, 01:09 PM
პოსტი #43


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მონადირე ნაკუწა

"მთა რაჭა იყო განთქული მონადირე, სახელად ნაკუწა. ნადირთ პატრონებმა სუფრაზე მიიწვიეს. გამოქვაბულში ცეცხლი ენთო და შამფურზე აგებული ჯიხვი იწვოდა. ჩამოირიგეს მისი ხორცი. ჭამა გამოუცდელმა მონადირემ და ერთი ბეჭი ძაღლს გადაუგდო. ჭამა რომ გაათავეს, ნადირთ პატრონებმა ჯიხვის ძვლებს თავი მოუყარეს. მონადირე რაღას იზამდა? ძაღლს ბეჭი დაეხრა. ნადირთ პატრონებმა ჯიხვს არყის ხის ბეჭი ჩაუდგეს სამაგიეროდ-შენი იღბალიაო. გაცოცხლებულა ეს ჯიხვი და წასულა.
მეორე დღეს მონადირეს ნადირობისას ჯიხვი მოუკლავს და ბეჭი არყის ხის ჰქონია"


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 9 2008, 11:51 PM
პოსტი #44


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



კ ო პ ა ლ ა

ძველ დროში არაგვის ხეობა დევებს სჭერიათ, მომძლავრებული ყოფილა უწმინდური ცხვარ-ძროხა ეგრე იოლად ვერ გაუდიოდათ საძოვარზე, როგორც ეხლა, ბანჯგვლიანი დევები იჭერდნენ კაც-საქონელს და თავ-ფეხიანად სანსლავდნენ. ძალზე შეწუხებული ყოფილა ხალხი.
დევების მტავარი ბუდე ციხეგორს ყოფილა, სოფელ აკუშოსთან. იქ ყოფილა იმათი ყველაზე დიდი ციხე-სიმაგრე. უფროსად ცხრა თავიანი დევი ჰყოლიათ.
ერთი თავი ჰქონდა დიდი,-დანარჩენი პატარ-პატარა თავები-მხრებზე დასახული. აბა, მართლა ცხრა თავი ხომ არ ექნებოდა? თურმე გამოიშლებიან ციხიდან ეს დევები, მოედებიან მთა-ჭალას, იჭერენ ხალხს, მიჰყავთ თავის უფროსთან, ერთ-ორს ის ამოარჩევს, დანარჩენს თვითონ ჭამენ.
ერთხელ გზად მიმავალი ქალი შეიპყრეს. თან თავისი პატარა ბალღი ჰყავდა, კოპალა. ორივე უფროსს მიჰგვარეს, ცხრა თავიანმა ქალი მაშინვე ჩაახრამუნა, ბიჭი კი დატოვა: ჯერ გაიზარდოს და მერე შევჭამთო.
იუმცროსებდნენ კოპალას, ხან წყალს მოატანინებდნენ, ხან შეშას, შეთვლა და თავში წამორტყმა ერთი იყო.: შე ტყის ბუკუკავ, შენო!
კოპალა მალე დავაჟკაცდა და ვეღა რ იტანდა დევების ასეთ მოპყრობას. ბრახობდა, პატარა კოღოს რომ დარებდნენ. ნატრობდა, როგორმე დედის ჯავრი ამოეყარა. ტანადაც მოზრდილი იყო და დევები ნერწყვის ყლაპვით იხრჩობოდნენ. იგრძნო კოპალამ შეჭმას მიპირებენო, ადგა და ერთ უკუნეთ ღამეს ციხიდან გაიპარა.
გადაიარა მთები, ტყეები და თიანეთში იხინჭის ეკლესიაში მივიდა ბერებთან . დიდლიდან საღამომდე ღმერთს ევედრებოდა: იმდენი ძალა მომეცი, რომ დევებს სამაგიერო გადავუხადოო.
ღმერთამც, აბა, რა თქმა უნდა, იცოდა ფშავ-ხევსურეთში უწმინდურთა მომრავლების ამბავი. ისმინა კოპალას ვედრება და მისცდა დიდი ძალ-ღონე. იგრძნო კოპალამ, რომ ძალა მოაწვა მკლავებში. მისწვდა იქვე მდგარ იფნის ხეს, მოსწია და ძირფესვიანად მოგლიჯა. რაკი აიღო თავის იმედი, გადაწყვიტა დევებს შებმოდა. საომრად მოიმზადა ლახტი, რომელიც სროლის დროს მეხს ჰგავდა-ქუხდა და ცეცხლს აჩენდა.
წავიდა კოპალა და ციხეგორს ესტუმრტა თავის ძველ ნახნობ დევებს, ვითომ გზადაკარგული მონადირე ვარო. დევებმა ვერ იცნეს, სტუმართ-მასპინძლობის წეზი არ დაარღვიეს და ღამე გაათევინეს.
გათენდა დილა. დევებმა დაიწყეს წვრთნა, ქვის სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს-ჯილდაობდნენ. კოპალამ საწყლურად უთხრა, მეც მასროლინეთო. დევებმა სიცილად არ იკმარეს: შენ რაღა შეგიძლიანო?!
იმ დევებში ხუთა ძმა-დევი მჭედელი ყოფილა. იმათ გადმოუღეს ერთი რკინის ზოდი და პირჩასქელებული ცული მისცეს: აბა იქნება შეანაფოტოო.
შემოჰკრა კოპალმ და ფუტუროსავით დააბნია, ფერმა გადაუარათ დევებს, ვერ ექნათ კარგი გული.
-რაინდა ჩვენგან, რატომ მოხვედიო?-ჰკითხეს
-რა მინდაა ეს ადგილი უნდა ჩემი იყოს, თქვენ უნდა აქედან აიყაროთო!-შეუბღვირა კოპალამ
-მაშ ვიჯილდაოთ და ვინც აჯობბოს, იმის დარჩეს ციხეგორიო.
-კარგიო,-დაეთანხმა კოპალა.

წამოიღეს სასროლი ლოდები და ირემთ კალოს, უძილაურთის ვაკე მტაზე ავიდნენ. იქიდან გასძახეს ხევსურეთისა და ფშავის მთებში მცხოვრებ დევებს: მოდით მოწმეებად დაგვესწარითო.
ყველაზე დიდი და მძლავრი დევები ივრის კუდებიდან მოსულან. დაინახა კოპალამ და შიშის ზარი დაეცა: გორდაგორ ამოდიოდნენ და მიწას ისე მოჰკვალავდნენ., როგორც კაცი თოვლს გაჰკვალავსო. მივიდნენ და უმაბეს, რაზეც დაუძახეს. დიდი სიპები დააგეს ფეხის მოსამაგრებლად, მიწაში რომ არ ჩაფლულიყვნენ. ირემს კალოს ახლაც არის ის სიპები მიწაში. ყველგან რბილი მიწაა, მარტო იმ კალოს ხელა ადგილებზე ცხენის მარხილს ვერ ჩაარჭობ, თუნდაც რკინისა იყოს. იმ სიპეებზე დამდგარან და უსროლიათ სახლისოდენა ლოდები ციხეგორისაკენ.
დევებს ქაჯები ჰყოლიათ იქ დაყენებული: თუ ვინიცობაა კოპალამ გვაჯობოს, იმის ნასროლი ქვა ჩვენი ქვების აქეთ გადმოაგორეთო. კოპლალას ნატყორცნი ქვა სამოცი ნაბიჯით იქით დაცემულა. დიდი წვალებით გადმოუგორებიათ ქაჯებს კოპალას ნასროლი ქვა და რაგაცნაირად დევების ნასროლი ქვისთვის წამოუდიათ. ეჯაჯგურებიან, უნდათ გადმოაცილონ და ამ დროს ესენიც მისულან (ახლაც ისე აწყვია ის ლოდები). კოპალა კიდევ უფორ გააცეცხლა დევების გაიძვერობამ, დაერია თავისი ლახტით და სულ ამოწყვიტა.
იმ დრიდან კოპალა ციხეგორს ცხოვრობდა, ნადირობდა და ხალხს იცავდა დევებისაგან.
ციხეგორელი დევების მერე ყველაზე მეტად ხალხი კართანელი დევებისგან იყო სულდამწარებული. კოპალას ქვასთან დღესაც არის იმათი ნაციხარი, იქვე, არაგვის ხეობა ძალიან ვიწრო გასასვლელია, მართლაც კარივით არის. საფშავხევსურეთო გხა ეჭირათ დევებს და მგზავრს არ უშვებდნენ. ამ დევებში ყველაზე განთქმული სამი ძმა ყოფილა: შავშალიკა, ავთანდილი და მიგრი. გაუგიათ ციხეგორელი დევების ზარალი და სწყენიათ. შავშალიკამ თვა ტურმე: წავალ და ბიძაჩემის საჯდომ ქვას მაინც მოვპარავ იმ ვიღაც კოპალასო...
წავიდა და იმ დროს მივიდა, როცა კოპალა სახლში არ იყო, სანადიროდ იყო წასული, შემოახვა თოკი ამ ქვაა, ზურზე მოიკიდა და გამოიტაცა...მივიდა კოპალა, ნახა ქვა აღარ იყო. არც დამჯდარა, მაშინვე კვალზე გამოჰყვა. მოიწია იმ ადგილას, სადაც ის ქვა ძევს. შორიდან ესროლა ლახტი, ნარბენი იყო და სიჩქარისგან დაუცდა. ლახტი კლდეს მოხვდა და უზარმაზარი გამოქვაბული გაკეთდა. შავშალიკამ ჭახანი რომ გაიგონა, ქვა ძირს დადო, ზედ შედგა, თან აქეთ-იქით იცქირებოდა. კოპალამ მეორე ესროლე. ქვაც დაგორდა და დევიც.
ქვსი მახლობლად ერთი პატარა გოარკია, დევის საფლავს ეძახიან, შავშალიკა იქ დაუმარხავთ.
კოპალამ ქვა იქვე, არაგვის პირზე დატოვა, თვითონ კი დევების ციხესთან ავიდა. ციხის ბანზე დევის დედას ჯარა ედგა და მშვილისრის ბაწარს ძახავდა. ხვიოდა ჟარა და მისგან ატეხილი ქარისაგან წიფლიანები ილასტებოდა.
-რა მოხვედი ეს ბზუკი, ჯარამ არ აგიხვიოსო,-გაუწყრა დევის დედა.-მოდი კალთაში შემოგიფარო, ჩემმა შვილებმა არ მოგასწრონ, თორემ ჩიჩქად არ ეყოფიო!
-სად არაინ შენი შვილებიო?-ჰკითხა კოპალამ.
-ავთანდილი აი იმ მთას არის წასული, ირმებზე, დედა ენაცვალოს, ალბათ, მთას იქით გადავა, თორემ იმის ფეხის ჩქამი აქ არ დაგაყენებდაო, მიგრი მიგრაულის მთას ნადირობს: ცალცალკე იციან მთებისად მოხვედრა. შავშალიკა ციხეგორს წავიდა, კოპალას ქვა უნდა მოპაროსო.
--დევის დედავ, შენი შვილებით თავი მოგიწონებია თუ მოგიძულებია?-შეუქცევია მოპაროსო.
ამ დროს დიყელას მთაზე გადმოდგა ავთანდილი. ცალ ხელში ირემი ჰკიდია, მეორეში მშვილდი უჭირავს. ესროლა კოპალამ. ავთანდილი გამოჰქანდა და მის ჩამონაცურზე გაჩნდა ის ხეობა, ავთანდილის საქანს რომ ეძახიან: კლდიანი, ღრანტი ხეობაა, კოპალას ქვის პირდაპი ჩამოდის.
უცებ ჰაერში რაღაცამ გაიშხუვლა და კოპალას გვერდით ტოტებგაცლილი ჭანდარი წვერით ჩაეს მიწაში. ახლაღა დაინახა კოპალამ, მიგრი მოსულიყო და მეორე ჭანდარს ამზადებდა სატყორცნად. მოიმარჯვა კოპალამ თავისი საგმირო, ისეთი დასცეცხლა, რომ დაკარგა სულიან ხორციანად. დასცეცხლა დევების დედასაც. მიჰყვა და ციხეში მყოფი სხვა დევებიც სულ ამოწყვიტა. ავთანდილის მძორი არაგვში ჩავარდა და ლურჯ კლდედ იქცა. კიპალა ქვას აღარ მიეკრა, რადგან დევის სისხლით იყო გაბინძურებული. დაბრუნდა კვლავ ციხეგორს და როგორც კი სადმე დევებს გაიგონებდა, მიდიოდა და მუსრს ავლებდა.

............



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 11 2008, 12:01 PM
პოსტი #45


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ბაზალეთში ყოფილა ერთი ძალზედ ღონიერი ბიჭი, სახელად გულადა, ერთ დღეს ხარ-გუთანი გაეწყო გულადას და ტბის ახლოს ხნავდა. ერთი მძლავრი ხარი ჰყავდა, მეორე ისე სუსტი, რომ უღელს ვერ უწევდა ცალს... ტბიდან ამივიდა დევი ხარის სახით და გულადას უთხრა: ეგ სუსტი ხარ გაუშვი და მე შემაბიო...
ჯერ ჯარგად გასწია, კვალზედაც გაირა. უცებ გაიწია ტბისკენ, ხარ-გუთნის ჩათრევა სცადა. გულადამ მოსწია გუთანს, უკან მოჰყარა ხარიცა და ის წყეულიცა. დევმა თავი დაიძვრინა ურლიდან და შევარდა ტბაში. შეაბა ისევ ის სუსტი ხარ და საღამომდე ხნავდა. საღამო ხანს, ხარ-გუთანი რომ გაუშვა, ჩაჯდა იქვე, ქალამნდებიდან მიწას იბერტყავდა. ახლა კაცის სახით ამოვიდა ის დევე ტბიდან, მივიდა გულადასთან და შეეკითხა:
-გულადა, შენა ხარ?
-მე ვარ, რა გინდაო?
-აბა, თუ შენა ხარ, დამეჭიდეო.
-დავეჭიდოთო-უთხრა გულადამ და წამოუხტა ამ დევს. წამოაქცია გულადამ, დააჯდა ზემოდან,-დაგახრჩო ეხლაო?
-ნუო,-დევმა უთხრა,-ნუ მომკლავო და რასაც ინდომებ, ყველაფერი გექნება, სიმდიდრიტ აგავსებო.
-ვინ იქნება ჩვენი მოწმეო?-გულადამ უთხრა.
ჩვენი მოქმე, აი ეს შფარაველი იყოსო,-დევმა თქვა. მაში ის ყოფილა ფშარაველის ნიში.-შენ არავის უთხრა, დევი წამოვაქციეო, თორემ შენი სიმდიდრეც გაქრება და ფშარაველმაც ყოველწლიურად თითი წყვილი ქალ-ვაჟი უნდა მაძლიოსო.
-კარგიო-დაეთანმა გულადა და წავიდა სახლში.
მოვიდა შინ და რასა ხედავს: ოქორ-ვერცხლი და სხვა სიმდიდრე არ ეტევა სახლში. ეკითხება ცოლი:
-მითხარ კაცო, საიდან გაგიჩნდა ეს სიმდიდრე?
გულადამ უთხრა:
ნუ მათქმევინებ, თორემ ყველფერი გაქრება, დამანებე თავიო.
ცოლი მაინც არ მოეშვა. დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ, მანამდე არ მოასვენა თავისმა გამჩენმა, სანამ არ ათმევინა. დედაკაცის პირში აბა რა გაჩერდებოდა. გაიქცა მეზობლებში და ხან ვის მიახარებს, და ხან ვისა: ჩვენ იმიტომ გავმდიდრდით, რომ ჩემმა ქმარმა დევი წამოაქციაო.
მაშინ გაქრა იმათი სიმდიდრე.
ფშარაობას ამოდიოდა ტყიდან ის დევი, ამოარცევდა საუკეთესო ქალ-ვაჟს, ტბაში ჩაყავდა და ჭამდა.
საყვედურით გულდამძიმებული იყო გულადა.: ლანძღავდა ხალხი, რომ მის გამო, ასეთი ხარკი ედო მათ სალოცავს. გულადამ ვეღარ გაუზლო ამდენ საყვედურს, გაიქცა მთაში და ფშარაველის ნიშიც წაიღო, დააბრძანა ფშაცის, ხევსურეთისა და გუდამაყრის საზღვარზე მდებარე მაღალ მთაზე: იქნებ აქ ვეღარ მოაგნოს იმ დევმაო.
ვალი რაკი ედო, რას მოეშვებოდა წყეული. მიაგნო კვალს, იქაც მიდიოდა დღეობიდ დღეს, არჩევდა საუკეთესო ქალ-ვაჟს, ჩაყავდა ტბაში და ჭამდა.
ეს ამბავი გაიგო კოპალამ და ფშარაოს თვითონაც მივიდა , როგორც მლოცავი. დიდძალი ხალხი იყო მოსული ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრიდან, იკვლებოდა საკლავი და ისმეოდა ლუდ-არაყი. ილხენდნენ ფსარაველის ხათრით, გულით კი არავის ელხინებოდა. ყველა გულის კანკალით ელოდებოდა დევის გამოცენას. არავინ იცოდა, ვის ამოირჩევდა სესაჭმელად. კოპალამ ხალხი გააფრთილა: სანამ მე არ დაგრთოთ ნება, კრინტი არავინ დაძრათო.
უცებ მთა შეაზანზარა დევის ღრიალმა, ამოვიდა კლდეებიდან, ხალხს თავს წამოადგა და წიწილებივით დაუწყო რჩევა. მლოცავ ხალხში ერთი ახალჯვარდაწერილი, ლამაზი ცოლ-ქმარი ერია. დევმა ისინი ამოირჩია. მივიდა კოპალა და უთხრა: ქალი ეგ წაიყვანე, ხოლო ბიჭის მაგივრად მე წამიყვანეო.
დევს კოპალა ბიჭთან შედარებით უფრო დიდი ეცვენა და სიხარულით დაეთანხმა. ქაიყვანა ორივე. ჩასავლელ კლდესტან რომ მივიდნენ, დევმა ჰკითხა კოპალას:
-რა გქვიაო?
-ამეო,-კოპალამ უთხრა.
-ჩამიძეღ, ამეო.
-ჩამიძეღ, დევოო.
-ჩამიძეღ, ამეო.
-ჩამიძეღ, დევოო.
იკამათეს და ბოლოს ჩაუძღვა დევი. ვიწროში როცა ჩავიდნენ, შემოუქნია კოპალამ ხმალი, თავი გააგდებინა. დაგორდა თავი მთიდან და იზახის: ოჰ, გასკდა თავი, გასკდა თავიო!
კოპალა როცა ხალხს აფრთილებდა, ენა არავინ დაძრათო, იმ დროს ერთი ქალი წყავზე ყოფილა წასული. გაიგონა დევის ღრიალი, გაუხარდა, დაგორებული თავი რომ დაინახა და მიაძახა: ადრევ გასახეთქი იყავი და გასკდი, თუ გასკდებიო!
ამ სიტყვების თქმა და გასკდა დევის თავი, წამოვიდა ქვის სეტყვა და მთელი ხალხი სულ ამოწყვიტა: შიშველ მთაზე რა ნაბადი დაიფარავდა.
მაღალია ფაშარაოს მთა, მაგრამ წვერზე საკმაოდ დიდი ვაკე ადგილია.. ამ ვაკეზე სამი დიდი სასაფლაოა: ერთსი ფშაველები მარხია, მეორეში-ხევსურები, მესამეში-გუდამაყრელები. ის შავი ლოდებიც იქა ყრია. სადღეობოდ ასული ხალხი დღესაც სულ შიშ-ელდით არის, ღამეს იქ არ ათევებენ: ეშინიათ ქვის სეტყვა არ მოვიდესო.

...............


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 11 2008, 12:51 PM
პოსტი #46


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



...............

დევსა და ეშმაკს რა მოაწყენდა კაცის სამავნეოს. შეიკრიბნენ ერთად და გადაწყვიტეს რაგვი დავაგუბოთო. ფშავ-ხეცსურეთი წყალში ჩავახრჩოთო, სანამ კოპალა ძირიანად ამოაგდეს ჩვენს ჯილაგსო. კართანას ჩავიდნენ და დაიწყეს ხეობის ამოვსება მიწით და კლდეებით. ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ, შუაში ვიწროთღა გადიოდა წყალი, ერთი კლდის ჩადგმა და არაგვიც დატრიალდებოდა.
იმ დროს მოუსწრო კოპალამ, დევები ერთიანად ამოჟლიტა და ფშავ-ხევსურეთი გადაარჩინნა. ხეობა ხეობა კი მას შემდეგ არის ასე ვიწრო.
კოპალას ისრის პირები შემოელია და მჭედელ პირქუშთან წავიდა უკანაფშავს. ეს ადგილი კოპალას დახმარებით ჩაიგდო პირქუშმა ხელში. კოპალა მიეხმარა იქაური დევების ამოწყვეტაში. პირქუშმა დაივიწყა ძმობილის პატივისცემა, შურდა იმის ხმა-სახელი და უარი უთხრა.
ხუშხეველმა დევებმა გაიგეს, კოპალა და პირქუშა ნადურავად არიან, შეიპყრეს პირქუშა და ტყვედ წაიყვანეს. კოპალას გულმა არ მოუთმინა და მის საშველად გაეშურა. ხუშხელევ დევებს მიუვალი სიმაგრე ჰქონდათ და პირდაპირ შებმით ვერაფერს დააკლებდა. ისევ დევებმა ავნეს თავს: უთანხმოება მოუვიდათ და ერთი დევი გამოაგდეს სიმაგრიდან. მიათ, აბა, რა იცოდნენ, თუ კოპალა შორით უთვალთვალებდა. დაიჭირა ის დევი და ჰკითხა ციხის ამბავი. დევმა ჯერ იუარა, არ ვიციო, მერე კი შეეშინდა და ჩამოფქვა: როცა ხეებს თავისი ჩრდილი გაუსწორდება, დევები მაშინ ისადილებენ, დამძღრებს დაეძინებათ და მაშინ ადვილად შეეპარება კაციო. გზებიც ასწავლა.
შეიპარა კოპალა ციხეში, დევები ამოწყვიტა და პირქუში გაანთავისუფლა. დაირცხვინა პირქუშმა და შეჰფიცა, მუდამ შენი ერთგული ვიქნებიო.
კოპალა გმირულად ებრძოდა დევებს, ხოცავდა, მაგრამ ბევრნი იყვნენ და მარტოკა ვეღარ აუდიოდა.
უკანაფშავის ხეობა შუაფხოსთან ჰქონდათ ჩაკეტილი დევებს. სოფლის გადაღმა, იფნიან გორაზე, სადაც ფშაველები ხატობას იხდიან, დევებს სიმაგრეები ედგათ. სიმაგრეულას კლდიანი ხევი შეუვალი ყოფილა. ავის გორადან არაგვის გაღმა ჭალამდე თოკები ჰქონდათ გაბმული, ღამითაც კი ვერავინ გაეპარებოდათ. წამოედებოდა კაცი თოკს და დევთა სიმაგრეებში ზარები ირეკებოდა. ჩამოცვივდებოდნენ, სუნზე პოულობდნენ და მოგჭამა ჭირი.
ამ დროს ფშავის ხევში წამოიზარდა ერთი ახალგაზრდა, სახელად იახსარი.მასაც კოპალასავით დიდი ძალა მიეცა. ვერ მოითმინა დევების ასეთი პარპაში, მიუხტა ავის გორაზე და სულ ნაცარტუტა ადინა. ეს ამბავი რომ არა, დევები თათბირობდნენ, ერთად დასხმოდნენ კოპალას და მოეკლათ. კოპალა გაახარა იახსარის გმირობამ, ძმად გაიფიცნენ და გადაწყვიტეს: ერთად ვებრძოლოთ დევებსო.
პირველად ხაშრის ხეოაბს მიმართეს, ივრის კუდებში. იაქ ყოფილა ყველაზე დიდრონი დევები, რომლებსაც ჰყოლიათ განთქმული გმირები: მთების მგლეჯავი მუსა, ცხრათავიანი ბეღელა და თორმეტთავიანი ბარდა.
ხაშრელ დევებს იმჟამად ქორწილი ჰქონიათ. სალუდე ქვაბებით სვამდნენ ლუდს და კაცის თავ-ფეხს შეექცეოდნენ. იყო ერთი ღრეობა და ვაი-ვაგლახი. კოპალა და იახსირი ჩაეპარნენ ქუდილის მთიდან, სტყორცნეს ლახტი და თავს დააქციეს ბანი. მერე მიჰყვნენ ისრით და ჟლიტეს.

ქარი იყო და ხვიოდა,
ფოთოლი ჩამოდიოდა,
მშვილდ-ქაიბური ბერისა
ქუდილეზედა წიოდა.
ბარდა, ბეღელან ჩახოცნა,
მუსასაც გული სტკიოდა,
ხაშრული იმთვენ არ იყო,
რაც იმათ სისიხლი სდიოდა.

ერთი დევი გაექცათ, იმ დროს შეასწრო თვალი კოპალამ, როცა კლდეს მოეფარა. ესროლა, მთა დაამსხვრია და თვალი გამოსთხარა. გაიქცა ეს ცალთვალა დევი, მიჰყნენ ესენიც კვალზე. დევმა ირბინა, გადაირბინა ფშავის მთები და ჭიუხების ძირას აბუდელაურის ტბაში ჩავიდა. ჩაჰყვა კოპლაც. ტბის ძირას გაუმართა ბრძოლა და თავს დაამტვრია ფარი. მოკლული დევის მურდალმა სისიხლა ტბის ზედაპირი დაფარა. კოპალა წმინდანი იყო და თავს ვერ გაიუწმინდურებდა. ამოსვლა ვეღარ მოეხერხა. დარცა ტბაში. იახსარი წამოვიდა და ქადაგს უთხრა: ოთხ-რქა, ოთხ-ყურა ცხვარი უნდა ჩაიკლას ტბაში, დევის სისხლი მოშორდება და კოპალა ამოვაო. ქადაგმა მაშინვე შეატყობინა ეს ამბავი ხალხს. შეწუხდა ხალხი, შეიძრა მთელი ფშავ-ხევსურეთი, ბოლოს ხევსურეთში აღმოაჩინეს ასეთი ცხვარი, წაიყვანეს, იმ ტბის პირას დაკლეს და სისხლი ტბაში ჩაღვარეს. გაიხსნა ტბა და ამოვარდა კოპალა.
ძმადნაფიცები ისე მუსრავდნენ დევებს, როგორც ქურცინა თაგვებს. ხალხმა შეიყვარა დევებთან მებრძოლი გმირები. მერე ნიშები აუგეს და დღესაც ლოცულობენ მათ სახელებს.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 12 2008, 11:59 AM
პოსტი #47


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Mar 11 2008, 12:51 PM) *

მაღალია ფაშარაოს მთა, მაგრამ წვერზე საკმაოდ დიდი ვაკე ადგილია.. ამ ვაკეზე სამი დიდი სასაფლაოა: ერთსი ფშაველები მარხია, მეორეში-ხევსურები, მესამეში-გუდამაყრელები. ის შავი ლოდებიც იქა ყრია. სადღეობოდ ასული ხალხი დღესაც სულ შიშ-ელდით არის, ღამეს იქ არ ათევებენ: ეშინიათ ქვის სეტყვა არ მოვიდესო.

...............

იმ დროს მოუსწრო კოპალამ, დევები ერთიანად ამოჟლიტა და ფშავ-ხევსურეთი გადაარჩინნა. ხეობა ხეობა კი მას შემდეგ არის ასე ვიწრო.


რა ტკბილია ყველაფერი ქართული wub.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 12 2008, 07:59 PM
პოსტი #48


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



წყლის კულტი

(გიგი ხორნაული)

სხავა ძვირფას ისტორიულ ცნებებთან ერთად, ადგილთა სახელებშო შემოგვენახა იმ ღვთაებათა სახელები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ ამ ტერიტორიაზე ოდესღაც თუ ამჟამად მოსახლე ხალხები. სწორედ უზველესი რელიგიური რწმენის კვალი ჩანს ზოგიერთ ტოპონიმსა თუ ჰიდრონიმში. ერთ-ერთი ასეთი ჰიდრონიმია ვეშაწყარო, რომელიც საქართველოს მთის კუთხეებში: მთიულეთშI, გუდამაყარში, ხევსა და ხევსურეთში გვხვდება. ოთხივე კუთხეში თითი წყაროს ჰქვია ეს სახელწოდება, ე. ი. სულ ოთხი შემთხვევაა (ვფიქრობთ, სხვა კუთხეთა მასალის აღწერის დროს ან მისი ფონეტიკური ვარიანტი კივედ სადმე აღმოჩნდება). რატომ ჰქვია ამ წყაროებს ვეშაწყარო, რას ნიშნავს ვეშა, ადგილობრივ ხალხს უკვე აღარ ახსოვს, რაც ამ ჰიდრონიმის სიძველეზე მიუთითებს.
ვეშაწყაროს გაგონებისას, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ვეშაპი, გველეშაპი და ქართულ ხალხური ზღაპრებში ფართოდ გავრცელებული მოტივი წყაროს დაპატრონებული გველეშაპისა. რა კავშირი შეიძლება არსებობდეს წყაროს სახელწოდება ვეშაწყაროსა და ზღაპრულ-მითიურ გველეშაპს შორის? გამოჩენილი ფოლკლორისტი ვ.ი. პროპი წერს: "ზღაპარი უდა შევუდაროთ წარსულის ისტორიულ სინამდვილეს და იქ ვეძებოთ მისი ფესვები". მართლია, ხალხური შემოქმედება, კერძოდ, მითები და ზღაპრები ადამიანთა ფანტაზიის, მათი უძველესი წარმოდგენების ნაყოფია, მაგრამ ამ ფანტაზიას საფუძვლად ყოველთვის რაღაცა რეალურად არსებული ედო. მხოლოდ ბუნებაში არსებული საგნების, მოვლენების ჰიპერბოლიზაციით შექმნეს ადამიანებმა ზღაპრული სახეები, ჯადოსნური სამყარო.
1919 წელს ნიკო მარმა და იაკობ სმირნოვმა თურქეთისა და სომხეთის საზღვარზე, გეღარადის მთაზე, ნახეს ქვის დიდი ქანდაკებები, რომლებსაც დიდი თევზის-ვეშაპი ფორმა აქვთ.
ამ ქანდაკებებს სომხები და თურქები გველეშაპებს უწოდებენ. მათთვის ისინი გაქვავებული ავი სულებია. ქართველები კი ყოველთვის ვეშაპებს უწოდებდნენ და ვეშაპი, როგორც ეს ბიბლიიდან მტკიცდება, ესმოდათ, როგორც დიდი თევზი. ამიტომ, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ის ქანდაკებების ქართული ტომების საკულტო სალოცავები ყოფილა. ეს მტკიცდება სხვა საბუთებითაც. მაგ. იქაურ ერთ-ერთ ვეშაპიოდზე გამოსახული ისეთივე ცხვრის ენაგადმოგდებული თავი, როგორიც სვანეთში, მიწაში ნაპოვნ ილარზეა.
შემდგომში ჩევნი საუკუნის 20-30-იან წლებში, ლეონ მელიქსეთბეგმა თრიალეთ-წალკა-ჯავახეთში აღმოაჩინა მეგალითური კულტურის ასეთივე გად,ონაშთები-"ვეშაპები", "ვეშაპოიდები". ესენია დაყუდებული ობელისკები, ორი-სამი მეტრის სიმაღლის ქვები, რომლებიც მოხატულია თევზის საკულტო ნიშნებით. როგორც ფიქრობენ, სწორედ ეს ვეშაპები უნდა ყოფილიყო აღმართული წყალთა ღვთაების სალოცავა ადგილებში. მწერალი დემნა შენგელია თავის ერთ-ერთ წერილში წერს: "ჯერ კიდევ ჰაინრიხ ჰაინე აღნიშნავდა, რომ წარმართული ღვთაებები ავსულებად ქრისტიანობამ აქცია. გველეშაპები ერთ დროს წყლის მიმტაცებელი ბოროტი ქმნილებანი კი არ იყვნენ, არამედ კეთილი ვეშაპები იყვნენ, რომლებიც, პირიქით, წყლის მომნიჭებელ ღვთაებებს წარმოადგენდნენ და მეფის ასულს (ეთერს) კი არ სჭამდნენ, ემიჯნურებოდნენ".
წყლის კუტი მდინარეთა და წყაროთა გაღმერთება, ქართველ ტომებში უნდა არსებულიყო პირველყოფილი აზროვნების იმ საფეხურზე, როდესაც ადმიანებს სწამდათ საგნების სულდგმულობა.ასეთი რწმენა, მთის, ხის, მდიონარის და სხვათა ცოხალ, სულდგმულ არსებად მიჩნევა დღესაც ახასიათებს განვითარები დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს. ახლო ისტორიული წარსულიდან ცნობილია, ხვადასხვა ხალხები როგორ უწყობდნენ თავის რომელიმე სათაყვანებელ მდინარეს "საღვთო ქორწინებას": ყოველწლიურად საქორწილოდ მორთულ ქალიშვილს აგდებდნენ (ახრჩობდნენ) მდინარეში. ქალის მსვერპლად შეწირვა ცნობილია სხვადასხვა მოსაქმეობის ხალხებშიც; ასე იქცეოდნენ მეთევზეები ჩრ. ამერიკაში; ამავე წესს მისდევდნენ რუსეთში, ოლნეცის გუბერნიაში მცხოვრები მეჯოგე გლეხები. ამნაირი ჩვეულების გადმონაშთს ვპოულობთ საქართველოშიც. იმ ძველი მსხვერლპთ შეწირვის გადმონაშთად პროფ. მ. ჩიქოვანს მიაჩნია აღ. საქართველოში გავრცელებული სახალხო გართობა-დღესასწაული ყეენობა, რომლის დროსაც ყეენს მდინარეში ჩააგდებდნენ და ამოლუმპავდნენ. ვეშაპის კულტი ერთ-ერთი ყველაზე უძველესუ უნდა ყოფილიყო ქართველ ტომთა კულტებს შორის. ეს ჩანს ჯერ-ერთი იქიდან, რომ ვეშაპს (გველეშაპს) ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია ქართულ მითოლოგიაში., ქართულ ზღაპრებში. მითოლოგიურ წარმოდგენებში ვეშაპი გაიაზრებოდა, როგორც ქვესკნელის მბრძანებელი, როგორც მზის მშთანთქმელი (საღამოს, როცა მზე ჩადიოდა), მშთანთქმელი ამირანისა, რომლის სახეშიც ბუნება იგულისხმებოდა (მცენარეულის დანთქმა ზამთრობით და გაზაფხულზე კვლავ აღორძინება-ვეშაპის მუცლიდან გამოსვლა). მეორეც, იმიტომ, რომ ქრისტიანობამ მას დაუპირისპირა ისეთი ძლიერი და ყველაზწე მეტად გავრცელებული ღმერთი, როგორიც წმინდა გიორგია. სწორედ წმინდა გიორგი კლავს შუბით გველეშაპს.
სხვათა გამოკვლევებიდან ჩანს, რომ ძველად ქართველთა შორის გველის კულტიც უნდა არსებულიყო. ეს მტკიცდება ქართველთა ძველი რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, სადაც გველი სიკეთის განსახიერებაა. ეს ჩანს, აგრეთვე, იმ წესიდანაც, როცა შინ შესულ გველს რძით უმასპინძლდებიან, მას არვინ არაფერს დაუშავებს. თუ გველის კულტი არსებობდა, სავარაუდოა, რომ ის ტოპონიმეშიც უნდა ასახულიყო. ამიტომ ჩვენ გველის კულტთან დაკავშირებულად მიგვაჩნია. მეტი წილი იმ ტოპონიმებისა და ჰიდრონიმებისა, რომლებსაც სიტყვა გველი უდევს საფუძვლად. ბევრია ასეთი სახელები, მაგ: გველეთი (სოფლების სახელია ხევსა და ხევსურეთში), საგველე მზორე (ფერდობი ს. ბურსაჭირი), საგველია (გორი, ს. კევშა), გველის წყარო (სახნავ-სათესისა სა წყაროს სახელი საგარეჯოსა და გირგიწმინდის შუა (კახეთი).


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 12 2008, 08:43 PM
პოსტი #49


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



კამეჩი


ძველად კამეჩი თოვლივით თეთრი ფერისა ყოფილა და ხარივით ყვირილი სცოდნია. ახლა კი ყორანივით შავი ფერისაა და ყროყონებს: ნოე, ნოეო-ნოეს ეძახის.
ღმერთმა რომ ქვეყანას წარღვნა მოუვლინა, კამეჩი შავ ტლაპოში იწვა და არხეინად იცოხნიდა. წვიმა რომ წამოვიდა, ნოეს კიდობანისკენ გაემართა ზოზინით, მაგრამ ვერ მოასწრო. კიდობანი წყალში შეცურდა. კამეჩმა კარგი ცურვა იცოდა, ცურვით გამოეკიდა კიდობანს, მაგრამ ვერ დაეწია. თანაც ნოემ კარი ჩაკეთა და გარეთ აღარ იყურებოდა. როცა დაუძხა: ნოე, ნოე, ნოეო! ნოემ გამოიხედა, იცნო კამეჩი, კარი გაუღო და კიდობანში შეიყვანა. კამეჩს სიჩქარეში ტანის დაბანა ვეღარ მოესწრო. და ამის გამო შავი ფერის დარჩა, ხოლო როცა ყროყინობს, თავს მაღლა იწევს და სულ ნოეს ეძახის.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 13 2008, 12:26 PM
პოსტი #50


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"?

(ივანე მარგიანი)

ყველამ ვიცით, რომ ჩვენმა მხარემ ბევრი განსაცდელი გამოირა მეტადრე სარწმუნოების მხრივ...ყველაფერს თავისი დაღი დაასვეს მტრებმა, სადაც კი ადვილად მისწვდებოდნენ, ყველგან ძალდატანებით შემოჰქონდათ თავიანთი სარწმუნოება, ზნე და ჩვეულება; ეკლესიებს ყრიდნენ და წმინდა ნივთებისაგან ძარცვავდნენ... მთლიანად გასცლიდნენ მას ძვირფასი ნივთებისა და ხატებისაგან, რომ მოშორებულნი ჩვენი მეზობელნი არა, ერთიანად აღმოფხვრიდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და ყველგან მაჰმადიანობას დანერგავდნენ, რომ ისევ იმ მეზობლებს არა, რომელსაც მიაწოდეს დასაცავად მისმა თანამოძმეებმა მრავალი ძვირფასი ხატი, ჯვარი და ნივთეულობა! ვინ იყვნენ და ვინ არიან ეს მეზობლები? ესენი რიან ჩვენი თანამოძმეები გვარტომობითა სარწმუნოებით: სვანნი, ფშავ-ხევსურნი და სხვა მთიელნი ხალხნი და მათი მოძღვარნი. უკეთ რომ ვთქვათ, მათი "პაპები" და "დეკანოზები". ჩვენ ვიტყვით პირველის შესახებ.
სვანეთი,მოგეხსენებათ უგზო-უკვლო ქვეყანაა: ძველად მაინც იგი მეტად მიუდგომელი მხარე იყო. ის შეადგენდა საქართველოს სამეფოს ნაწილს და თუ ხშირად თავისუფლების დროშას ატარებდა. ეს იმ არეულობის გამო, რომელიც თითქმის მუდამჟამ სუფევდა ჩვენში. სვანეთსაც ისეთივე მღვდლები ჰყავდა იმ დროს, როგორც დანარჩენებს, მაგრამ ისევ იმ არეულობამ და პოლიტიკურმა ძალამ სვანეთი თითქმის გააცალკევა სხვაბისგან და რამდენიმე ხანს თავისუფლების დროშა მიანიჭა. ამ განცალკევებას არანაკლებ უწყობდა ხელს მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ეს კია, რომ იგი უკან ჩამორჩა სხვებს: სარწმუნოება სიბნელით იმოსებოდა; არეულობა, კაცის კვლა, სისხლის აღება და ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ნამდვილი მღვდლები გაჰქრნენ და მათი ადგილი "პაპაებმა" დაიკავეს, რომელთაც ეკუთვნის სვანეთში ქრისტიანობის დაცვის პატივი.
ერთ დროს თავისუფალი სვანეთი ვაგერის ეპისკოპოსს (ცაგერელს) ექვემდებარებოდა, ხოლო სადადეშქელიანო სვანეთი-ცაიშისას, რომელნიც უგზავნიდნენ მას (სვანეთს) ნაკურთხ მღვდლებს, მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ ეს დამოკიდებულებაც მოისპო. დარჩნენ მხოლოდ "პაპები". პაპებს ჰყავდათ შეგირდები, რომლებსაც ისინი "დიკნარს" ეძახდნენ და ასწავლიდნენ საღმრთო წერილსა და ეკლესიის სამსახურს.როდესაც პაპა მოხუცდებოდა და შეგირდიც გაიწვრთნებოდა, ამ უკანასკნელთ ჰგზავნიდნენ ეპისკოპოსთან , ანუ მიტროპოლიტთან (ცაგერში ან ცაიშში), რომელნიც ხელდასხმულს აბრუნებდნენ სვანეთშიძღვნად მიჰყავდათ ხარი. ბოლოს პაპებმა თვითონ მიიკუთვნეს კურთხევის უფლება, თავის სეხედულებისაებრ ხელს ასხამდნენ "დიაკვნარს" პაპებად-მღვდლებად და ეკლესიასაც თვითონ განაგებდნენ. ამიტომ, ადვილი წარმოსადგენია და არც არის განსაკვირველი, თუ თითოეულ სოფელში მათი რიცხვი 10-15-მდე ადიოდა.
"ბაპ" (ზედა ხევში, ე.ი. თავისუფალ სვანეთში), ანუ "პაპ" (ქვედა ხევში, ანუ სადადეშქელიანო სვანეთში) ისე იცვამდა, როგორც დანარჩენი სვამნნი (პაპად უფრო გლეხთაგანი ნდა ყოფილიყო): თავზე ნაბდის წოწოლა ქუდი, ანუ ფაფანაკი ეხურა, ტანზე ეცვა შინაური უხეში ტილოს პერანგი, რომლის საყელო კანაფის მსხვილი თოკით იკვრებიდა; ზედ შინაური ხელოვნებისვე მსხვილი მატყლის ჩოხა, იმისვე შარვალი (შალბარ) და პაიჭები; ფეხებზედ ამოკრული ჰქონდა ბაწრით ამოსხმული მრგვალი ქალამნები; წელზედ ერტყა დაუზლელი ტყავის სარტყელი (ლარტყე), რომელსაც მოდიდო, ადგილობრივი ხელოვნების ხანჯალი ამძიმებდა. ბეჭებზე კაჟის თოფი "ყირიმი" (ყირმილ) ან "სტამბოლი" ეკიდა. ყველა ეს გამოუცნობლადა ხდიდა "პაპს" უბრალო სვანისაგან. სხვა ხნავდა, პაპიც ხნავდა; სხვა ომობდა, პაპის ომობდა და ლაშქარს წინ უძღოდა. მაგრამ ის იმ დროს კიდეც მღვდლობდა, თუ შეიძლება ასე ითქვას და ხალხში მოძღვრავდა. მასში თქვენ ნახავდით ისეთ ძალას, რომელიც ხალხს პატივისცემას და სიყვარულს აგრძნობინებდა. აი, ამ უსწავლელმა მღვდლებმა, უკეთ რომ ვთქვათ, პაპებმა დაიცვეს სვანეთში ქრისტიანობა, ხელი შეუშალეს მაჰმადიანობის გამეფებას, გამოსტაცეს მაჰმადიანებს ხელთაგან წმინდა ძვირფასი ხატები და ნივთები და მათ ხალხს დაუფასებელი სამსახური გაუწიეს.
პაპების ცხოვრებიდან ბევრი ღირშესანიშნავი ხასიათის გამოკრეფა შეიძლება. მეტადრე საინტერსეოა წირვა-ლოცვის, ნათვლის, ჯვრისწერის და სხვა საიდუმლოების წესრიგი და მათი აღსრულება. არიან ახლაც მოხუცებულნი სვანნი, რომელნიც წინათ "პაპებად" იყვნენ და რომელთაც ადვილად არ დატოვეს ეს სახელი.
სხვათა შორის სოფ. მუჟალში შევხვდებით მოხუცებულს მღვდელს (ნამდვილს) გიგი მარგიანს, რომელიც წინათ პაპა იყო და დღეს თეთრი თმა უმტკიცებს გამოცდილებას...(ამას ივანე მარგიანი 1902 წელს-გ.ხ.). ხსენებული მღვდლისგან ვისარგებლეთ და მოგვყავს ორიოდე სიტყვა პაპების დასახასიათებლად.
სვანეთში რუსეთის მთავრობის დამყარების შემდეგ თანდათან იგზავნებოდნენ ნამდვილი მღვდელნი, რომლებიც ხალხმა და პაპებმა ეჭვის თვალით მიიღეს და დევნაც დაუწყეს (ასევე იყო ფშავ-ხევსურეთში და სხვა მთიელებში-გ.ხ.).
დევნა ხშირად აშკარაც იყო. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ მესტიელებისაგან ხსენებული მღვდელის მამის მოკვლა, რომელმაც იკისრა ახლად მოსული მღვდელის გაცილება და ბინაზედ მიყვანა. მართალია პაპებს ამ დროს ისეთი გავლენა აღარ ჰქონდათ და ვერც ბედავდნენ წესრიგის მანიცდამაინც აშკარად დარღვევას, მაგრამ მიუხედავათ ამისა, ისინი ხშირად ჩუმ,ად მოქმედებდნენ და თავიანთ უფლელბებს მთლად არ ჰკარგავდნენ. ბოლოს ესეც მოისპო და ისინი ძალაუნებურად შეურიგდნენ ბედს.
რას ხმარობდნენ პაპები სეფისკვერად, ზედაშედ და სამკაულად? პაპებს სეფისკვერისთვის ბეჭედი არ ჰქონდათ. ბეჭდის მაგიერ გამოცხობამდე სეფისკვერს ჯვრის სახეს გაუკეთებდენენ და შუაში მარილის კვნიტს ჩასდებდნენ. ზედაშედ არაყს, რანგსა (თაფლისაგან კეთდება) და წყალს ხმარობნდნენ. ბარძიმის მაგივრობას სწევდა ხის ან სპილენძის კათხა; ფეხშუმიც ხისა იყო ან სპილენძისა; ვარსკვლავი ხისა, სპილენძისა და რკინისაგან კეთდებოდა; ლახვბარი რკინისა, დაფარნები კი-ჩითისა; ოდიკი სრულებით არა ჰქონდათ. ჩითის ოლარი და ფილონი მოყვანილობით თითქმის წააგავდა ახლანდელს. სამკლავები ძვირად იცოდნენ. სტიხარი და სარტყელი არა ჰქონდათ. გინგილას მაგივრად "დიაკვნები" ჩითის ნახევებს გადაიკიდებდნენ მხარზედ და ვისაც სიღარიბის გამო ესეც არა ჰქონდა, საკუთარ ლეკვერთხს შეიხსნიდა და იმას ხმარობდა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 15 2008, 01:13 PM
პოსტი #51


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



გაგრძელება...

წირვა-ლოცვის შესახებ


10-20 შეიკრიბებოდა და საწირავად ეკლესიისკენ გასწევდა. როდესაც ეკლესიის კარებს დაუახლოვდებოდნენ, დაიწყებდნენ ლოცვას: "მიწყალენ ჩვენ დიდებად უფალო შეგვიწყალენ ჩვენ... აწვდად მოწყალებისა კარი".... მერე შევიდოდნენ ეკლესიაში და შეუდგებოდნენ ცისკარსა: ზოგი ზოგი შუაღამის ჟამნს კითხულობდა, ზოგი-დიდება მაღლიანსა, ზოსი რას და ზოგი რას. ამას მოაბამდნენ წირვის ჟამნს. ამის შემდეგ უფროსი პაპაი, რომელსაც "ზედამწვირევლს" ეძახოდნენ, მიუბრუნდებოდა პაპებს და ეტყოდა: ერთს მაცხოვრის სახელზე ეწირა, მეორეს-ღვთისმშობლის, მესამეს-მთავარანგელოზის და ასე ყველა წმინდანების სახელზედ. შემდგომ ამისა ზედამწირველი დაიკავებდა კონდაკს, დანარჩენები თავს მოიდრეკდნენ და კონდაკის ქნევაზე ამბობდნენ: "ლოცვა იერუსალიმისა, მათი ჯვრითა, მათითა პირითა გიკურთხოს ქრისტემან კვართი კვართალი, ოლარი, გინგალი, ფილოვანი, ხელი შემოსილი ცოცხალს მღვდელს გეგის, ანუ დიაკონს აბრამს; ვაჰანდელეს ექსს-მელექსეს ფარამოწამეთა მისმთა, იამენ!"... ამის თქმაში პაპები ამბობდნენ: "კირიელეისონ, კირიელეისონ!" და ტან პირჯვარს იწერდნენ. მერე ზოგი ჩითის ოლარს და ფილორს გადაიცვამდა, ზოგი ჩითის ნახევებს და ვისაცა ესეც არა ჰქონდა, ლეკვერთხს შეიხსნიდა და კისერზე დაიკიდებდა. შემდეგ დაიჩოქებდნენ ყველანი და ღმერთს ევედრებოდნენ: "ხოში ღერბეთ ი დამბადებელი ფუსნაბუარდიშ! ლადი ნიშგვეი წირვა ღირვა ღირსეულად შეიწირე! წმინდაო მადლიანო, ცისა საღმთო მადლიანო! სი ლახეშთ ბაქაის ი მადილ ჯერაა!" (დიდი ღმერთო და დამბადებელო, მეფეო საიქიოსაო, დღევანდელი ჩვენი წირვა ღირსეულად შიწირე! შენ შეეწიე ბექაის მადლის გულისათვის!) (ვისიც მწირველნი იყვანენ) "ზედამწირველი სევა აღსავლის კარებით და კონდაკის ქნევით იძახის: "ღმერთო აკურთხე საყდარი ესე! ღმერთო აკურთხე ტრაპეზ..ე..ე..ე, ღმერთო დამბადებელო დასწერე ჯვარი შენიიი კირიელეისონ!" სხვა პაპები დადგებიან ეკლესიის შუაგულ ალაგას, ზოგს უკავია კონდაკი და კითხულობს, ზოგი ზეპირად ამბობს, რაც პირზე მოადგება, ხელში უკავიათ ყავარჯენი (როკიანი ჯოხი, რომელზეც ყოველი წირვის შემდეგ ნიშნავენ წირვის რაოდენობის საჩვენებლად) და მათზე დაყრდნობილნი გალობენ, უკეთ რომ ვთქვათ, ხრიალებენ. "ზედამწირველი" იწყებდა ხმამაღლა: "ვითარცა ცხოვარი და შემდეგი". წმინდა ნაწილს მაშინვე ჩაასვენებდნენ ბარძიმში, რომლის მაგივრობას კათხა სწევდა. ზედამწირველი აიღებდა ხის ან რკინის ვარსკვლავს და ამბობდა: "კუთხნი, კუთხნი კამართან ცისანი შენ ხარ ქრისტე..ი ..ამოწაფეთა-ი..ა..მენ!" დანარჩენი პაპები ამბობდნენ გალობით: "შენ ხარ! უფლისა მიმართ ვილოცოთ! კირელეისონ!" ზედამწირველი: "ამინ! უფოვ-სუფოვ შვენიერება შეიმოსააა! შენ ხარ ქრისტე და მოწაფე ზეად ი..ა..მე..ნ!" და გადააფარებდა ფეხშუმს ჩითის ნაჭერს, რომელიც დაფარნის მაგივრობას სწევდა. პაპები: "შენ ხარ! უფლისა მიმართ ვილოცოთ...კირიელეისონ!" ზედამწირველი: "დიაკონმა პირნათელიანი: შენ ხარ ქრისტე მოწაფეთა და ი..ა..მენ! პაპები: "შენ ხარ და შემდეგი".
კონდაკში ეწერათ გამოკრეფილი სამოციქულო და სახარება. გამოსვლამდისინ ამ კონდაკს დაიკავებდა ზედამწირველი და ამბობდა: სიბრძნით აღემართენით...მოხედენ... მშვიდობა...ყოველთა....
პაპათაგანი: ებრაელთა მიმართ სტავლე-პავლე მოციქული საკითხავი ძმა...ანო!-და სამოციქულოს წაიკითხავდა.
ზედამწირველი: სიბრძნით აღემართენით...
პაპები: დიდება ღმერთსა!...
ზედამწიევლი: ოთხნოოო...სახარება მათესი, ლუკასი, მარკოზისი და იოვანესი საკითხავი...ი...ი...
რამდენჯერაც ზედამწირველი სახარების კითხვის დროს ხმას გააგრზელებდა, იმდენჯერ დანარჩენები ხელს მაღლა აღაპყრობდნენ და იტყოდნენდ: დიდება ღმერთსა! ამასვე ამბობდნენ სახარების გათავებისას. ბარძიმ-ფეხშუმის გამოსვენებისას ზედამწირველი: აცოცხლე ღმერთო, მეფე ჩვენი, კათალიკოსნი და არხიეპისკოპოსნი...
პაპები: ა...ა...ა..მე..ე..ნ! მიერობინ ქერობიმთასა...დაიკავებს ზედამწირველი ვარსკვლავს, გამოსახავდა ჯვარის სახედ, უკაკუნებდა ფეხშუმს და ამბობდა: მღვდელმან ამაღლება...ა...ა... ზლევისაგან მგალობელნი, მხომობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი...ი...ი...
პაპები გაიმეორებდნენ ამასვე და ზედ მოაბამდნენ: წმინდა..ა..ა..წმინდააააააააა ა...მენ! მრავალტვის ჩვენთვის განტეხილი მრავალმისატევებელად ცოდვათა ი...ა...მეე..ნ!
ზედამწირველი: სუთ ამისგან ეს არს სისიხლი ჩემი თქვენთვის დათხეული მრავამისატევბელად ცოდვათაააა...
პაპები: მრავათათვის ჩვენთვის დათხეული მრავალმისატევებელად ცოდვათა ი...ა...მეე..ნ!
ზედამწირველი: შენნი შენთაგან!...
პაპები: მღვდემა ამაღლება..ა...ა... შენნი შენთაგან... შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევდით...
"ღირს არსის" შემდეგ მოიხსენიებენ ცოცხალს, რომლის მწირველიც იყვნენ, ანუ მიცვალებულსა. მერმე მიჰყვებოდნენ: ათმა ზირ ივსედიანრე გვარ ი მინე ლუშენდების ჩივ შენდბა ხარ!...ათმა ზირ ნავერიანარ...
ამგვარად მოიხსენიებდნენ სოფლის გვარებს (აკურთხე ივსელიანების გვარი და მათს სესანდობარს ყველას შეუნდე).
წედამწირველი: შიშით ღვთისათა და სარწმუნოებიტ მოხვედით! პაპები მობრუნდებიან წაღმა და იტყვიან: ჩვენ შიშითა მრვთისათა ია..მე..ენ!-შემდეგ დაიჩოქებენ და დალოცავენ ვისი მწირველნი არიან; ბოლოს გააქრობენ სანთლებს და სწყევლიან: ღმერთო, ვისაც ქრისტიანობა არა სწამდეს, ვინც უქმე დღე გატეხოს და ვინც ჩვენ არ გვიგონებდეს, იმას ასე დაუმსე თვალებიო!...
ზედმწირველი ბარძიმს წმენდდა, ხოლო დანარჩენები სეფისკვერს ინაწილებდნენ და ამბობდნენ: ნაწილი შენი, ნაწკვეტენი შენი წმინდის პეტრეს-პავლეს როდის მოხვიდე სუფევითა შენითა იააამეეენ!
ამით წირვა თავდებოდა. მერე მოსახლისას წავიდოდნენ, სუფრას უკურთხებდნენ ხორცით, არაყით და ხორაგით დატვირთულზე შინისაკენ გასწევდნენ. არ იქნება ურიგო მოვიხსენიოთ, თუ როგორ ლოცავდა პაპა მოსახლეს, რომლის მწირველიც იყო:
-ფუსდ დამბადებელდ დიდაბ! ქრისტე ლამარიას დიდაბ! მიქელმთარინგზელს დიდაბ! გაბრიელ მთავარინგზელს დიდაბ! ერბილ-ქერბილს დიდაბ! ივან ნათლიცემელს დიდაბ! ივან ოქროპირს დიდაბ1 ხარამ მახარობელს დიდაბ! ხარამ ამსუალდაშ მუხენე სი ხოჩა მაგ ლახსენ აქ ქორს. იშგვიდ სოუხვ დეცეშ დიდაბ! ისგვიდ კურაბს დეცეშ დიდაბ! იშგვიდ დოშდულჟი დეცჟი კურაბ ოთჩვემნახ, მერა დოშდულაში გიმთე ამსულადიშ ოთხვამახ. დეცეშ ი გიმი ნესგა, ძუღვაშ ი ხმელი ნესგა, ივაი ადამუნღუ ბედნიერ ამსუალდს ხამურჯვენეს ლიმზურ, ეჯჟი ოთმარჯვ ალ ქორს ი ამენ! (უფალს დამბადებელსა დიდება! ქრისტეს ღვთისმშობელს დიდება!მიქელ-მთავარანგელოსზ დიდება! სერაფიმს-ქერაფიმს დიდება! იოანე ნათლისმცემელს დიდება! ხარებავ, ადამიანის მახარობელი შენა ხარ, ყველა კაი ახარე ამ ხალხსა! შვიდო გუნდო ცისაო, დიდება! შვიდო კრებავ ცისაო, დიედა! მეშვიდე მთვარეზე ცაზე კრება გაუმართავთ. მერვე მთვარეზე დედამიწაზედ ადამიანისათვის გადაუციათ; ცისა და დედამიწის შუა, სღვასა და დედამიწას შუა ევა-ადამიდან ბედნიერი ადამიანს ლოცვა გასვლოდეს, ისე მოუვლინე ამ სახლსა და ამინ!).


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 15 2008, 04:51 PM
პოსტი #52


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ასეთ საინტერესო ლეგენდებს ქართული მითოლოგიიდან საიდან პოულობთ? წიგნია გამოცემული? მე მაინტერესებდა თუ არის ლეგენდა წარღვნასთან დაკავშირებით ქართულ წარმოდგენებში.. smile.gif თავად არ ვიცი, თუმცა ლექტორმა მითხრა, რომ ფშავში არისო დაცული მსგავსი ლეგენდა.. სამწუხაროდ ვერ გამოვკითხე უფრო დაწვრილებით sad.gif

თქვენ ხომ არ იცით?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 15 2008, 05:04 PM
პოსტი #53


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ქეთინო, მე მაქვს წიგნი "მზიანი რწმენის საუფლო"
აქ არის მითები, ლეგენდები, ზღაპრები, ხალხური თქმულებანი და ქართველთა ცრურწმენები...
სამწუხაროდ წარღვნის შესახებ, მგონი ინფორმაცია არ არის
სერგი მაკალათიას "ფშავში", შეიძლება იყოს თვქენ რასაც ეძებთ.
ჩემს წიგნში არის ფშაველების რწმენაზე მცირე ინფორმაცია და იქაც გადავხედავ, იქნებ რამე მოვიძიო.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 15 2008, 05:40 PM
პოსტი #54


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"?

(ივანე მარგიანი)

ნათვლა. ძველად ნაკურთ მღვდლებისგან დატოვებულს მირონს პაპები ყოველწლობით ზეთს უმატებდნენ და იმასა ხმარობდნენ მირონად, რომელსაც თავდაცმულს რქებში ინახავდნენ.
განთავისუფლდებოდა თუ არა ქალი, მაშინვე პაპას მოუწოდებდნენ, ააიაზმას გადაახდევნებდნენ და ლოცვას წააკითხებდნენ, რომელსაც "შეგნაბს" ეძახდნენ. მესამე ან მერვე დღეს კიდევ მოიწვევდნენ პაპას ბავშვის მოსანათლავად. ამ დროს ქალი განცალკევებიტ იყო-მას და ბავშვს არც პპა ეკარებოდა და არც ნათლია. პაპა იდგა შორიახლოს და წითურის განურჩერვლად ყველაფერს კითხულობდა. სულის შებერვის დროს პაპა ხელს მაღლა აიშვერდა და ამბობდა: "ფუჰ, ვაჟი შენი შვილია!" თუ ახალდაბადებული ქალია-"ფუჰ, ქალი შენი ქალია!"
წყალში ბავშვს თვისთონ დედა ჩასვამდა, ხოლო პაპა შორიახლოდან ამბობდა: ნათვლას იღებს მონა ესე ღვთისა (სახელი) სახელითა მისითა ი ამენნ, და ძისა ი ამენ და სულისა წმინდისათა ი ამენ! (სამგზის). შემდეგ ამისა ნათლია გღზელს ჩხირს დაიკავებდა და სცხებდა მირონს; ჩხირს კი ცეცხლში სწვავდნენ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 15 2008, 06:16 PM
პოსტი #55


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



გვირგვინის კურთხევა. გვირგვინის კურთხევა სახლში იცოდნენ. სურდათ თუ არა ქალ-ვაჯთ ერთმანეთი, ამის განსჯაში პაპები არ შედიოდნენ. ხშირად ქალს ძალით დაიჭერდნენ და ჯვარს სწერდნენ-ბევრჯერ ძმის საცოლეზედაც. ნეფე-დედოფალს დასხამდნენ გვერდიგვერდ და ნემსიტ კალთებს ერთმანეთზე გადაუბამდნენ. შემდეგ სრულდებოდა ჯვრის წერის წესი არევ-დარეულად: ღვინის მაგიერ ხმარობდნენ არაყს. გვირგვინის მაგივრობას სწევდა ვაზის რგოლები, რომლებზედაც ხის ჯვარი იყო დამაგრებული.


ზეთის კურთხევა. ზეთის კურთხევისთვის დიდის ამბით ემზადებოდნენ: რამდენიმე ხარსა ჰკლავდა მოსახლე, რომელსაც ზეთის კურთხევა სურდა. ამასთან ამზადებდა ბევრს არაყსა და პურს. მერე მიწვევდა 20-30 პაპას: ესენი მოუკიდებდნენ ზეთსა, ჩამოსხდებოდნენ, წინ სუფრას დაიდგამდნენ და ზედ ზეთს დასდგამდნენ. ტითქმის ყველას კურთხევანი ეჭირა ხელში და კუთხულობდა. ერთის კვირის განმავლობაში ყოველდღე სრულდებოდა ზეთის კურთხევა. გათავებისას იმ მოსახლის წევრნი სათითაოდ ეტყოდნენ აღსარებას; ხელში ეჭირათ ბალახის კონა და ამბობდნენ: "მე ამდენი ცოდვა მიქნია"; ბოლოს მოიწვევდნენ სოფელს და იმხიარულებდნენ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 16 2008, 08:12 PM
პოსტი #56


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ყვავსაყდარა

ენისელში გლეხები ყანას მკიდნენ. სადილად ცხვარი დაკლეს და მოსახარშად ცეცხლზე შედგეს ქვაბით. მზარეულს ჩასძინებოდა. ამ დროს ქვაბში გველი ჩასულიყო და ჩახარშულიყო ხორცთან ერთად.
მუშები სადულად გამოვიდნენ. მოუთმენლად ელოდნენ საჭმელს. ამ დროს სად იყო და სად არა, წამოვიდა ერთი ყვავი და ქვაბს თავზე გადაუარა ჩხავილით.
-გააგდეთ ეს საზიზღარიო!-ხალხმა იყვირა. აუქშიეს ყვავს ერთხელ, ორჯერ, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა, თავს დასტრიალებდა ხალხს და საცოდავად ჩხაოდა.
დაუშინეს ქვები, ჯოხები, უცებ შურდულის ქვასავით დაეშვა და ქვაბში ჩავარდა, ჩაიფუფქა.
წამოიშალა ხალხი გაკვირვებული და ნაწყენი, წამოაპირქვავეს ვქაბი და ჩახარშული შხამიანი გველი კი წამოყვა.
მუსების გადარჩენისთვის ეს პატარა ეკლესია ააშენეს. იმ ეკლესიას ახლაც "ყვავსაყდარას" უწოდებენ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 16 2008, 08:25 PM
პოსტი #57


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



რატომ არ ჩანს ქალის საქმე

გზის პირას ერთი მოხუცი მათხოვარი იჯდა. მძიმე ბარგი ჰქონდა და ზურზე ვერ წამოეკიდებინა. იჯდა და ელოდა, ვინმე გამოივლის და მიშველისო. ერთმა ქალმა გამოიარა. მათხოვარმა სთხოვა:
-მამაშვილობას, ერთი ხელ ამიკარ ბარგზე, ავიკიდოო!
-იჰ, რა დროს ეგ არი, მეჩქარება, საქმე მაქო!-არ უშველა.
-ქადი და საქმე ნუ გამოგელიოსო, სულ მუშაობდე, ბევრს აკეთებდე და ცოტა ჩანდესო, შენი საქმე კაცმა ვერ დაინახოსო,-დასწყევლა მოხუცმა.
მერე კაცმა გამოიარა, იმან უშველა აკიდებას. მოხუცმა მადლობა გადაუხადა და დალოცა:
-წადი და შენი მარჯვენა ისეთი დალოცვილი იყოს, ცოტაც რომ გააკეთო ბევრად გამოჩნდდესო!
ეს მოხუცი მათხოვარი ქრისტე ღმერთი იყო. იმიტომ არის, რომ ქალი ბევრს შრომობს იჯახში, დილიდან საღამომდე იმისი ხელ-ფეხი არ ჩაიკრიფება, სულ საქმიანობს, მაგრამ იმისი გაკეთებული მაინც არ ჩანს. კაცმა კი ბარის პირიც რომ გადააბრუნოს, ჩანს, ეთქმის, საქმე გავაკეთეო


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 16 2008, 08:32 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



tamuna m
ძალიან საინტერესო პოსტებს წერ -
მადლობა
მეც მინდა დავდო რამე -
მაგრამ ეს დღეები არ მეცალა -
მოგვიანებით შემოგიერთდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 16 2008, 10:03 PM
პოსტი #59


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ძალიან კარგი!
მეც მინდა რარაც ახლის გაგება და თუ შემომეშველები, მადლობელი დაგრჩები მეც და მგონი სხვებიც.

სხვდასხვა კუთხეების ცრურწმენებზეც მაქვს ბევრი ინფორმაცია და ნელ-ნელა იმასაც მოგაწოდებთ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 17 2008, 11:24 AM
პოსტი #60


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



რატომ არ ეკარება ფუტკარი ზოგიერთ ყვავილს

ღმერთს უნდოდა ფუტკრის ერთგულება გამოეცადა და ასე უთხრა: გაფრინდი ფუტკარო გადათვალე ყველა ყვავილი, რაც კი მოიპოვება დედამიწაზე და მერე თქვი, რომელი მათგანი მოგცემს თაფლს და საზრდოსო.
ფუტკარი მხიარული ბზუილით გადაფრინდა ყვავილების ჩამოსათვლელად. ყველა ყვავილი, დიდი თუ პატარა გადმოთვალა და ის იყო პასუხების მისაცემად ღმერთთან უნდა მიფრენილიყო, რომ ნახა სამი უცხო ყვავილი: თხის ფსელა, სამყურა და წუწკნელა.
-რა სურნელოვანი ყვავილებიაო,-იფიქრა ფუტკარმა.-ვინ იცის ამ ყვავილების ამბავი? მთელი დGეები ჭალა-მინდორში დავფრენ და მაგ ყვავილებს პირველად ვხედავ, ალბათ, ბევრ თაფლს მომცემსო. მოდი, ღმერთს არ გავუმხელ, თუ თავის მოწყალებას მომაკლებს, გამიწყრება და ყვავილებ წამართმევს, მაშინ ეს სამი ყვავილი მაინც შემრჩება საზრდოდო.
მიფრინდა ფუტკარი ღმერთთან, ყველა ყვავილი ჩამოუთვალა და იმ სამ ყვავილზე კი კრინტი არ დაძრა.
-ყველა ყვავილი ჩამომითვალეო?
-ყველა, უფალო, ერთიც არ მომიკლიაო,-იცრუა ფუტკარმა.
-მაშ, დღეის იქით მხოლოდ იმ ყვავილების წვენით იკვებებოდე, რომლებიც ჩამოთვალე. იმ ყვავილებს კი, რომლებიც დმიმალე, არ გაბედო და არ შეეხო. თხის ფსელას თუ შეეხე, დაბრმავდები თორმეტი დღით, სამყურას თუ გასინჯავ, შინ მშიერი მიხვალ, წუწკნელას თუ გაეკარები, მაშინვე მოკვდებიო.
ამიტომაც არის, რომ ფუტკარები არ აგროვებენ თაფლს არც თხუს ფსელადან, არც სამყურასა და წუწკნელას ყვავილებიდან.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2019 - 12:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი